Category: ახალი ამბები

  • ,,დღეს შეტყობინებას მიიღებენ” – რა რეკომენდაციებს აძლევს საპატრიარქო ტაძრების წინამძღვრებს

    ,,დღეს შეტყობინებას მიიღებენ” – რა რეკომენდაციებს აძლევს საპატრიარქო ტაძრების წინამძღვრებს

    საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ დღეს ტაძრების წინამძღვრები სმს შეტყობინების სახით რეკომენდაციებს მიიღებენ.

    „გეძლევათ სამი რეკომენდაცია:

    • პატრიარქის კურთხევაა, რომ კომენდანტის საათის გათვალისწინებით, ხვალიდან ლოცვები დაიწყოს შუა დღის 4.00 საათზე, ხოლო ყოველ დღე ეკლესია დაიკეტოს საღამოს 8 საათისთვის.
    • შეგახსენებთ, რომ აუცილებელია ტაძრის ეზოში 1,5 მ-ის დაშორებით დროულად გაკეთდეს ნიშნულები. ამისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სამების ტაძარში მამა იოანეს (ტელ: 591000600).
    • გთხოვთ, ყოველდღიურად მოახდინოთ ხატების და სიწმინდეების ხშირად გაწმენდა (სპირტის და ვარდის წყლით), ასევე იატაკის დამუშავება და ეკლესიაში მუდმივი მეთვალყურეობისთვის გამოყოთ პასუხისმგებელი პირები”,- წერს ჯაღმაიძე.

    მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში საყოველთაო კარანტინია გამოცხადებული, მართლმადიდებელ ეკლესიებში ლიტურგიაზე მრევლის დასწრება საპატრიარქოს არ აუკრძალავს, ასევე, არ შეუცვლია 1 კოვზით ზიარების წესი.

    მთავრობის წევრები ამბობენ, რომ აღდგომის მოახლოებასთან დაკავშირებით, საპატრიარქოსთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუ როგორ ჩატარდეს დღესასწაული.

    დეკანოზი შალვას განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის პირობებშიც კი შესაძლებელია აღდგომის ღამეს მრევლის ეკლესიაში მივიდეს. 

  • ოპოზიცია საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს და ეკონომიკური კრიზისის დაძლევაში დახმარებას სთხოვს

    ოპოზიცია საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს და ეკონომიკური კრიზისის დაძლევაში დახმარებას სთხოვს

    ოპოზიციური პარტიები საერთაშორისო პარტნიორებს ეკონომიკური კრიზისის დაძლევაში დახმარებას სთხოვენ.

    ოპოზიცია საერთო განცხადებას აქვეყნებს, რომელშიც წერია, რომ კორონავირუსის დასაძლევად გადადგმულმა ნაბიჯებმა დიდი დარტყმა მიაყენა ეკონომიკას, რაც ასევე ,,საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის მყიფე დემოკრატიას, რომელმაც მიმდინარე წელს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე, მნიშვნელოვან გამოცდას უნდა გაუძლოს”.

    მათი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებასთან ფუნდამენტური განსხვავებები აქვთ, ამჟამად მთავრობის წინაშე დგას საერთაშორისო ფინანსური მხარდაჭერის მოპოვების გადაუდებებელი აუცილებლობა და ამ მცდელობაში სრულ მხარდაჭერას უცხადებენ.

    ,,პოლიტიკურ ძალებს შორის, სრული კონსესუსი არსებობს იმაზე, რომ ჩვენი სტრატეგიული მეგობრებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან, საქართველოს ეკონომიკას, მნიშვნელოვანი ზომის პირდაპირი ფინანსური ინექცია სჭირდება, რათა პანდემიის მიმდინარეობისას საქართველომ შეინარჩუნოს ეკონომიკური წონასწორობა, ხოლო პანდემიის დასრულების შემდეგ ეკონომიკა გადავარჩინოთ.

    საქართველოს მთავრობის წინაშე დგას საერთაშორისო ფინანსური მხარდაჭერის მოპოვების გადაუდებებელი აუცილებლობა და როგორი კრიტიკულებიც არ უნდა ვიყოთ მათ მიმართ, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ამ მცდელობაში. ჩვენი ქვეყნის საერთო და სასიცოცხლო ინტერესია, მიიღოს ის საერთაშორისო დახმარება, რომელიც ქვეყნის ხელისუფლებას, როგორც დღევანდელს, ასევე არჩევნების შემდგომ ქართველი ხალხის პოლიტიკური ნების შესაბამისად ფორმირებულ მთავრობას, მისცემს მძიმე ეკონომიკური და სოციალური კრიზისის დაძლევის შესაძლებლობას”,- წერია ოპოზიციის განცხადებაში.

    განცხადების ხელმომწერი პარტიები და სამოქალაქო მოძრაობებია:

    1. გირჩი;

    2. ევროპული საქართველო;

    3. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა;

    4. ახალი საქართველო;

    5. რესპუბლიკური პარტია;

    6. სამოქალაქო მოძრაობა;

    7. თავისუფალი საქართველო;

    8. ევროპელი-დემოკრატები;

    9. პარტია სამართლიანობისთვის;

    10. მოძრაობა ახალი საქართველოსთვის;

    11. გამარჯვებული საქართველოსთვის;

    12. კანონი და სამართალი;

    13. თავისუფალი დემოკრატები;

    14. საქართველოს პარლამენტართა საზოგადოება;

    15. დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო;

    16. ემსახურე საქართველოს;

    17. სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის;

    18. საქართველო ლიდერთა შორის;

    19. ეროვნულ-დემოკრატიული პარტია;

    20. მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის;

    21. ქრისტიან-კონსერვატიული პარტია;

    22. ლელო საქართველოსთვის;

    23. ნატო ჩხეიძე, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი.

     

  • თუ დღეში 15-20 პაციენტი იქნება, ალბათ შევძლებთ, პრობლემა დიდი დანაკარგების გარეშე გადავლახოთ- ეზუგბაია

    თუ დღეში 15-20 პაციენტი იქნება, ალბათ შევძლებთ, პრობლემა დიდი დანაკარგების გარეშე გადავლახოთ- ეზუგბაია

    ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიას განცხადებით, თუ კორონავირუსით ინფიცირებულთა მატება ასე გაგრძელდა და დღეში 15-20 პაციენტი დაემატა, ალბათ შესაძლებელი იქნება პრობლემის დიდი დანაკარგების გარეშე გადალახვა.

    მისი თქმით 115-დან 148-მდე ასვლა არ არის ბევრი შიდა გავრცელების ფონზე.

    „დადასტურებული შემთხვევებიდან ჩვენთან 40 პაციენტი მკურნალობს. ორი არის ახალი და მათი ინფიცირების წყარო ის კონტაქტები არიან, ვინც ჩვენთან მანამდე იწვა. ჩვენ გვყავს სულ ორი კრიტიკული პაციენტი, თუმცა სტაბილიზაციის ნიშნები შეინიშნება, ხოლო დანარჩენი სამის შემთხვევაში სტაბილიზაცია მიღწეულია.

    ასე თუ გაგრძელდა, ისინი კრიტიკული შემთხვევებიდან ამოიწერებიან. 115-დან 148-მდე ასვლა დიდი რიცხვი არ არის, თუ ასე გავაგრძელებთ, ალბათ შევძლებთ, რომ ეს დიდი პრობლემა გადავლახოთ დიდი დანაკარგების გარეშე. თუ ასე გაგრძელდება და დღეში იქნება 15-20 პაციენტი, ეს არ არის დიდი ტრაგედია. ეს ციფრები მისაღებია იმ ფონზე, როცა ვსაუბრობთ შიდა გადაცემაზე. ჯერ ყველაფერი კონტროლირებადია“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

    დღეს დილის მონაცემებით, COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 148-მდე გაიზარდა, ხოლო 27 გამოჯანმრთელდა.

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 148–ს მიაღწია

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 148–ს მიაღწია

    კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა საქართველოში 148–მდე გაიზარდა. ბოლო 24 საათში დაინფიცირებულთა რიცხვი 14-ით გაიზარდა. ინფიცირებულთა უმრავლესობაში დაავადება მსუბუქი ფორმებით მიმდინარეობს. შედარებით მძიმეა 5 პაციენტის მდგომარეობა.

    ამ დროისთვის კორონავირუსის სტატისტიკა საქართველოში ასეთია:

    • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 148
    • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 27
    • კარანტინის რეჟიმში – 5392
    • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 319

    მარინა ეზუგბაია ამბობს, რომ იმ ვითარებაში, როცა ქვეყანაში შიდა გადაცემაა დაწყებული, დღეში თუნდაც 20 პაციენტის მომატება არ არის განსაკუთრებული პრობლემა და სიტუაციას მძიმეს ჯერჯერობით ვერ ვუწოდებთ.

  • საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 1 პაციენტი გამოჯანმრთელდა, სულ – 27

    საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 1 პაციენტი გამოჯანმრთელდა, სულ – 27

    საქართველოში COVID-19-სგან კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა და განკურნებულთა რაოდენობა 27-მდე გაიზარდა.

    დღეს დილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 148 დადასტურებულია შემთხვევაა.

    კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5550 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 281.

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 148-მდე გაიზარდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 148-მდე გაიზარდა

    საქართველოში კორონავირუსის კიდევ 14 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 148-მდე გაიზარდა.

    მონაცემები StopCov.ge-ზე განახლდა. გამოჯანმრთელებულია 27 ადამიანი

    კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5550 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 281 .

  • ნატოს მინისტერიალზე საქართველოს მხარდაჭერის ახალი პაკეტი განიხილეს

    ნატოს მინისტერიალზე საქართველოს მხარდაჭერის ახალი პაკეტი განიხილეს

    „ეს პირველი შემთხვევაა ნატოს 70-წლიანი ისტორიის მანძილზე, რომელიც უსაფრთხოების დაცვის გამო, ონლაინ იმართება“, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, ნატოს მინისტერიალის გახსნისას. წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მთავარ განსახილველ საკითხებს შორის ერაყის და ავღანეთის მისიები, ასევე საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერა იყო. თუმცა, დღის წესრიგს კორონავირუსის წინააღდეგ ალიანსის პასუხი დომინირებდა.

    „ეს გლობალური ჯანდაცვის კრიზისია“, – განაცხადა სტოლტენბერგმა. „ნატო თამაშობს საკუთარ როლს, ამ უხილავ მტერთან საერთო ბრძოლაში“, – თქვა მან. სტოლტენბერგმა ისაუბრა წევრი ქვეყნების პასუხზე, სამედიცინო აღჭურვილობის ნატოს სამხედრო ძალების მეშვეობით ტრანსპორტირებასა და ამ კუთხით, ამერიკული და თურქული მხარეების დახმარებაზე. „გლობალურ გამოწვევებს, გლობალური გადაწყვეტა სჭირდება. კოვიდ-19 ამას აჩვენებს. და როგორც ტრანსატლანტიკური ალიანსი, ნატო მზადაა თავისი როლი ითამაშოს ამ საქმეში“ – განაცხადა გენერალურმა მდივანმა.

    საქართველო და ალიანსი

    ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, საქართველოს და უკრაინის მხარდაჭერის ახალ პაკეტზე ისაუბრეს, რომელიც შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში, საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავებას მოიცავს.

    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თქმით, მინისტერიალზე მიღებული გადაწვეტილება, საქართველოს და უკრაინის უფრო აქტიურად ჩართვას გულისხმობს, შავ ზღვაში დაგეგმილ სწავლებებსა და წვრთნებში. საქართველოსთვის შეთავაზებული ახალი პაკეტი ასევე მოიცავს რუსეთიდან მომავალ ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლაში თანამშრომლობის გაღრმავებას და საქართველოს ჩართვას შავი ზღვის რეგიონის საჰაერო სარადარო მონაცემთა გაცვლის პროგრამაში. განხილული თანამშრომლობის ახალი პაკეტის განხორციელების საკითხზე მხარეები მუშაობას გააგრძელებენ.

    „ჩვენ გადავწყვიტეთ უფრო მეტად გავაღრმავოთ ჩვენი პარტნიორობა საქართველოსა და უკრაინასთან, მათ შორის წვრთნებით სტრატეგიულად მნიშვნელოვან შავი ზღვის რეგიონში, ასევე, ჰიბრიდულ ომთან ერთად ბრძოლით დ საჰაერო მოძრაობის რადარების მონაცემების გაზიარების საშუალებით, რათა საჰაერო სივრცე ყველასთვის უსაფრთხო იყოს“ – განაცხადა სტოლტენბერგმა.

    მინისტერიალამდე ერთი დღით ადრე, შეერთებული შტატების წარმომადგენელმა ნატოში, კეი ბეილი ჰატჩისონმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები რჩება მისი პარტნიორების, მათ შორის საქართველოს და უკრაინის ერთგული.

    „ჩვენ ნატოს მოკავშირეების აბსოლუტური უსაფრთხოების ერთგულნი ვართ, ისევე როგორც ჩვენი პარტნიორების, როგორიცაა უკრაინა და საქართველო, სადაც რუსეთი მათ სუვერენულ უფლებებს ზღუდავს – განაცხადა მან. საქართველოს, უკრაინის და ბოსნია-ჰერცოგოვინის წევრობის შესახებ “მესენჯერით“ დასმული კითხვის პასუხად, მან თქვა, რომ აშშ რჩება ერგული ამ ყველა ქვეყნის ნატოში გაწევრიანებისადმი. „ჩვენ ვართ ერთგულნი იმის, რომ ყველა ეს ქვეყანა გახდება მომავალი ნატოს წევრი. ჩვენ თითოეული მათგანის წევრობა გვინდა“ – განაცხადა კეი ბეილი ჰატჩისონმა .

    მან ასევე აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს და უკრაინის დახმარებას რუსულ აგრესიასთან ბრძოლაში.

    „ჩვენ ვიყავით საქართველოში, ჩვენ ვიყავით უკრაინაში. ჩვენ გვინდა, რომ მათი რეფორმები წინ წავიდეს. რუსეთმა უნდა მისცეს საშუალება ამ ქვეყნებს მართონ სუვერენულად, სუვერენულ ტერიტორიაზე, მათ საზღვრებში და ჩვენ გვაქვს ყველა განზრახვა დავეხმაროთ საქართველოს და უკრაინას უპასუხონ რუსულ აგრესიას, რომელმაც მათი ქვეყნების ნაწილები მიითვისა და ჩვენ არ ვაპირებთ უკან დახევას“, – განაცხადა მან.

    აშშ-ს ელჩმა ნატოში მინისტერიალამდე ერთი დღით დაადასტურა, რომ ვირტუალურ შეხვედრაზე საქართველოსთვის მხარდაჭერის ახალი პაკეტის შეთავაზება იქნებოდა განხილული.

    ნატო და კოვიდ-19

    კორონავირუსზე საუბრისას, გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ ნატოს მთავარი მისია მისი მოკავშირეების და ადამიანების დაცვაა, და რომ კორონავირუსს არ ჰქონია გავლენა ალიანსის ოპერაციებსა და მისიებზე. მინისტერიალზე ნატომ საერთო დეკლარაცია მიიღო, რომელიც ძირითადად კორონავირისის წინააღმდეგ ალიანსის წევრების ბრძოლას შეეხება. ალიანსმა პატივისცემა გამოხატა სამედიცინო პერსონალის და მათ მიმართ ვინც ვირუსის წინააღმდეგ იბრძვის. „ეს მოიცავს ფორმიან კაცებს და ქალებს, რომლებიც ჩვენი ყოველდღიური კოლექტიური უსაფრთხოებისთვის მუშაობენ“ – ნათქვამია დეკლარაციაში.

    ნატოს ბრძოლას კოვიდ 19-ის წინააღმდეგ ხაზი გაესვა ასევე მინისტერიალის დეკლარაციაში.

    „ჩვენ ვახდენთ კრიტიკული სამედიცინო დანადგარების საჰაერო ტრანსპორტირებას მთელს მსოფლიოში, გამოვყოფთ სამედიცინო პერსონალს, საჭირო მასალებს და სასიცოცხლო აღჭურვილობას სამხედრო და სამოქალაქო წყაროებიდან და ვიყენებთ ჩვენს სამედიცინო, მეცნიერულ და ტექნოლოგიურ ცოდნას და რესურსებს ინოვაციური გამოსავალის მისაღწევად“.

    გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ნატოს წევრი ქვეყნების სამხედროები კრიზისის გადაჭრაში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ, მათ შორის – საველე ჰოსპიტლების მშენებლობის, პაციენტების გადაყვანის, საჯარო სივრცეების დეზინფექციის და საზღვრების უსაფრთხოების საკითხებში.

    „ნატო საკუთარ როლს თამაშობს. მოკავშირეები ერთმანეთს ეხმარებიან, მათ შორის: სამედიცინო პროფესიონალები, საავადმყოფოს საწოლებით, სასიცოცხლოდ საჭირო სამედიცინო აღჭურვილობით და საუკეთესო პრაქტიკის და იდეების გაზიარებით, თუ როგორ უნდა ვებრძოლოთ ამ მომაკვდინებელ დაავადებას“.

    მინისტერიალის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ ჩატარდება თავდაცვის მინისტრების საგანგებო შეხვედრა აპრილში, რათა განხილულ იქნას ალიანსის მხარდაჭერა მისი მოკავშირეებისადმი პანდემიის გავრცელების კვალდაკვალ.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • გამომცემლები და მწერლები ხელისუფლებას ღია  წერილით მიმართავენ და წიგნების ონლაინ გაყიდვის უფლებას თხოვენ

    გამომცემლები და მწერლები ხელისუფლებას ღია წერილით მიმართავენ და წიგნების ონლაინ გაყიდვის უფლებას თხოვენ

    ქართველი გამომცემლებისა და მწერლების ღია წერილი

    საქართველოს ღია მმართველობის უწყებათაშორის

    საკოორდინაციო საბჭოს,

    საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი

    განვითარების სამინისტროს,

    21 მარტს მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთანავე, ქართველმა გამომცემლებმა და წიგნის გამავრცელებლებმა უმოკლეს დროში გადავინაცვლეთ ონლაინ პლატფორმაზე, რათა არ შეფერხებულიყო სასურველი წიგნის მკითხველამდე დროულად და უსაფრთხოების დადგენილი წესებით მიწოდების პროცესი.

    ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს ბრძანებით შეიზღუდა საგამომცემლო საქმიანობა და წიგნების ონლაინ გაყიდვები. ცნობისათვის უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი ტიპის შეზღუდვა საგამომცემლო სფეროს მიმართ, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე გამონაკლისს, არ გამოუყენებია მსოფლიოს არც ერთ დიდ თუ პატარა ქვეყანას. რადგან მიჩნეულია, რომ ეს არა მხოლოდ ბიზნესისა და ზოგადად ქვეყნის ეკონომიკისთვის არის გადამწყვეტი, არამედ მოსახლეობისთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იზოლაციის დროს წიგნების ხელმისაწვდომობა შენარჩუნდეს.

    ჩვენ, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეები და კულტურულ-საგანმანათლებლო და ლიტერატურულ პროცესში აქტიურად ჩართული ორგანიზაციების წარმომადგენლები და მწერლები, ვემორჩილებით საშიშ პანდემიასთან ბრძოლის პოლიტიკას და იმ პრევენციულ ზომებს, რომელსაც სახელმწიფო იღებს კრიზისულ პერიოდში, სრულად ვიაზრებთ საკუთარ პასუხიმგებლობასაც ამ ბრძოლაში. სწორედ ამიტომ, საგამომცემლო სექტორი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც სასწავლო პროცესის შეჩერებისთანავე გამოიჩინა სამოქალაქო პასუხისმგებლობა და 6000-ზე მეტი ელექტრონული წიგნი, მათ შორის სახელმძღვანელოები და სხვა დამხმარე რესურსები სრულიად უსასყიდლოდ ხელმისაწვდომი გახადა საქართველოს მოქალაქეებისთვის.

    საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, წიგნების მაღაზიებისა და სხვა ტიპის საჯარო გაყიდვის წერტილების დახურვამ მოკლე დროში უდიდესი ზარალი მიაყენა ამ სექტორს, თუმცა ჩვენ ვცდილობდით ეს ზიანი დამანგრეველი არ ყოფილიყო და ამ მიმართულებით ისედაც რთულ მდგომარეობაში მყოფ სფეროს სასიცოცხლოდ ეხმარებოდა ონლაინ გაყიდვების კომპონენტი, რისი შეზღუდვის შემთხვევაში წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა სექტორი, ფაქტობრივად, შეწყვეტს ფუნქციონირებას.

    იმედი გვაქვს, გაითვალისწინებთ ჩვენს თხოვნას, რომ აღდგეს საგამომცემლო საქმიანობისა და ონლაინ გაყიდვების შესაძლებლობა, რაც მოგვცემს წიგნის მომზადების, გამოცემისა და მკითხველისთვის მიწოდების საშუალებას.

    ჩვენი მხრივ, სრულ მზადყოფნას გამოვთქვამთ დავაკმაყოფილოთ თქვენ მიერ სტანდარტით დადგენილი ყველა ის ნორმა, რომელიც დღეს, საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველყოფის ფარგლებში, სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციების საქმიანობას ითვალისწინებს.

     

    საქართველოს წიგნის გამომცემელთა და

    გამავრცელებელთა ასოციაცია,

    საქართველოს პენცენტრი,

    ქართველი გამომცემლები და ავტორები

    1.         გვანცა ჯობავა (საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია)

    2.         პაატა შამუგია (საქართველოს პენ ცენტრი)

    3.         თინათინ ბერიაშვილი

    4.         ანა კოპალიანი

    5.         თეონა დოლენჯაშვილი

    6.         მამუკა ხანთაძე (გამომცემლობა „აზრი“)

    7.         გაგა ნახუცრიშვილი

    8.         ნიკა ლაშხია

    9.         ნატო ინგოროყვა

    10.       მარი კორინთელი (გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“)

    11.       თამთა მელაშვილი

    12.       ლელა ცუცქირიძე

    13.       ლაშა ბუღაძე

    14.       თაზო ვაჩნაძე

    15.       არჩილ ქიქოძე

    16.       კატო ჯავახიშვილი

    17.       დიანა ანფიმიადი

    18.       შორენა შამანაძე

    19.       ნიკა ჩერქეზიშვილი

    20.       ნატა ლომოური (საქართველოს მწერალთა სახლი)

    21.       დათო გორგილაძე

    22.       სალომე ბენიძე

    23.       ზვიად კვარაცხელია

    24.       ირაკლი გაგნიძე (მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“)

    25.       კახმეგ კუდავა (გამომცემლობა „ინტელექტი“)

    26.       რუსუდან მოსიძე (გამომცემლობა „ბაკმი“)

    27.       ალექსანდრე ლორთქიფანიძე

    28.       ტორესა მოსი

    29.       ნიკა სამუშია

    30.       თინა მამულაშვილი (სულაკაურის გამომცემლობა)

    31.       ნესტან ნენე კვინიკაძე

    32.       მაია ალუდაური

    33.       ჯულიეტა ჭელიძე (ელვა.ჯი)

    34.       ნიკო კბილაძე (ელვა იმპორტი)

    35.       გიორგი ზირაქაშვილი ( ლიკო+ გამომცემლობა ქართული)

    36.       ოთარ ჯირკვალიშვილი

    37.       ხვიჩა ყალაბეგაშვილი (გამომცემლობა „კალმოსანი“)

    38.       ეკატერინე ტოგონიძე

    39.       ირაკლი ბაკურიძე (წიგნის მაღაზია „წიგნები ბათუმში“)

    40.       ზურა აბაშიძე

    41.       ვახტანგ შათირიშვილი (გამომცემლობა „იურისტების სამყარო“)

    42.       ხათუნა ცხადაძე

    43.       თინათინ ასათიანი (გამომცემლობა „პალიტრა L“)

    44.       თამრი ფხაკაძე

    45.       ნინო სადღობელაშვილი

    46.       მადო ელიაშვილი (წიგნების მაღაზია “სანტა ესპერანსა”)

    47.       ნანა ჯანაშია

    48.       მედეა იმერლიშვილი

    49.       ლელა შუბუთიძე

    50.       ბექა ქურხული

    51.       მანანა კარტოზია (გამომცემლობა „სეზანი“)

    52.       გია ქარჩხაძე (ქარჩხაძის გამომცემლობა)

    53.       თამარ მეგრელიშვილი

    54.       შოთა იათაშვილი

    55.       რუსუდან რუხაძე

    56.       მაია კუდავა (გამომცემლობა „არტანუჯი“)

    57.       მანანა მათიაშვილი

    58.       ანასტასია ინასარიძე (გამომცემლობა „ქართული“)

    59.       ნინა სურამელაშვილი

    60.       ზურაბ კიკნაძე

    61.       დავით გაბუნია

    62.       ნიკა კორტავა (წიგნის სადისტრიბუციო კომპანია „ირიათონი“)

    63.       გიორგი შონია

    64.       ლელა ფიროსმანიშვილი

    65.       დარეჯან კიკოლიაშვილი

    66.      თამარ მეგრელიშვილი (“პროსპეროს ბუქსი”)

  • “ეკლესია და მთავრობა მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც ჩვენი საზოგადოების ინტერესებშია”- კობახიძე

    “ეკლესია და მთავრობა მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც ჩვენი საზოგადოების ინტერესებშია”- კობახიძე

    აღდგომამდე დაახლოებით სამი კვირაა. მანამდე ბუნებრივია, ჩვენ ვაკვირდებით პროცესებს, ეპიდემიის განვითარებას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წამომადგენელმა, ირაკლი კობახიძემ ტვ „იმედის“  ეთერში განაცხადა.

    „საზოგადოების ინტერესებში არის ის, რომ ეპიდემია არ გავრცელდეს, საფრთხე არ შეექმნას ადამიანების ჯანრმთელობასა და სიცოცხლეს. ასევე, ჩვენი კონსტიტუციური პრინციპია რწმენის თავისუფლება და ესეც უნდა იყოს რეალიზებული. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მივაღწევთ საუკეთესო ბალანსს ამ ინტერესებს შორის. ვფიქრობთ, რომ ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას არანაირი საფრთხე არ შეექმნება და ასევე, უზრუნველყოფილი იქნება ადამიანების რწმენის თავისუფლების რეალიზება. ამ ყველაფერთან დაკავშირებით კონსულტაციების საფუძველზე იქნება მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილებები“, – განაცხადა კობახიძემ.

  • “მუშაობის უფლების მიცემა შერჩევით ხდება“– დავით ჭიჭინაძე

    “მუშაობის უფლების მიცემა შერჩევით ხდება“– დავით ჭიჭინაძე

    „ არა მგონია მხოლოდ ქალბატონი თურნავას დონეზე წყდებოდეს მსგავსი საკითხები, ამიტომ მოვუწოდებ მთავრობას კარგად გაერკვიოს დეტალებში, ადამიანები უსამართლობის მსხვერპლნი რომ არ აღმოჩნდნენ.“

    – ასე ეხმაურება პილიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე, ეკონომიკის მინისტრის დღევანდელ განცხადებას,  რომ  საგანგებო მდგომარეობის პირობებში მხოლოდ ის საწარმოები განაგძობენ მუშაობას, რომელთა გაჩერებაც მთავრობამ მიზანშეწონილად არ მიიჩნია და რომ წესებისა და გაიდლაინების დაცვას მკაცრად მოსთხოვენ.

    „ ის, რომ არანაირი გადახვევა არ უნდა მოხდეს იმ წესებიდან, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ დაამტკიცა და დაადგინა, ეს თითოეული ჩვენგანის უპირველესი პასუხისმგებლობაა“ – აცხადებს ჭიჭინაძე,  „ მითუმეტეს მაღალი გარანტიები უნდა ჰქონდეს თითოელ დამსაქმებელს, როგორც თანამშრომლების, ასევე მომხმარებლის მიმართ, მაგრამ დღევანდელი პრესკონფერენციის შემდეგ,  არ წყდება  ჩემთან სატელეფოო ზარები  იმის შესახებ,  როგორ შერჩევით ხდება მუშაობის უფლების მიცემა.

    ანუ, როგორც მიყვებიან, და ამის დოკუმენტებიც აქვთ, აკმაყოფილებენ ყველა მოთხოვნას, ყველა წესს, რაც გამოქვეყნებულია, მაგრამ პრობლემა მხოლოდ იმ კომპანიებს არ ექმნება, რომელსაც ხელისუფლებასთან აქვს „მოგვარებული“.  იქნება ეს სამშენებლო კომპანია, ავტო-ნაწილების ყიდვა-გაყიდვა, თუ ნებისმიერ მსგავსი სფერო.

    ამიტომ, ვურჩევდი მთავრობას, მაქსიმალურად კარგად გაერკვიოს დეტალებში და მარტო მინისტრ თურნავას დონეზე ნუ დატოვებენ ამ საკითხს.

    ამით ამ ისედაც უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩენილ ადამიანებს,  დამატებითი პრობლემებსაც  ავარიდებთ  და არც  უსამართლობის მსხვერპლნი არ აღმოჩნდებიან.“–აცხადებს დავით ჭიჭინაძე.