Category: ახალი ამბები

  • ომბუდსმენის ანგარიშით დადასტურდა, რომ უკანონო დავალება არავის გაუცია- მდინარაძე 20 ივნისზე

    ომბუდსმენის ანგარიშით დადასტურდა, რომ უკანონო დავალება არავის გაუცია- მდინარაძე 20 ივნისზე

    ,,ქართული ოცნების” წევრის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, სახალხო დამცველის ანგარიშით დადასტურდა, რასაც უმრავლესობა 9 თვის განმავლობაში ამბობდა – უკანონო დავალება არავის გაუცია.

    მისი თქმით, პოლიციელები აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდნენ, რადგან მათ აყენებდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას.

    „აბსოლუტურად არარელევანტურია მითითება იმის შესახებ, რომ თითქოს იქ მონტაჟის კვალი არსებობს ან რაციების ჩანაწერიდან ვიღაცამ რაღაც ამოჭრა, რადგან ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ მონტაჟის კვალი აქ არ არსებობს. შესაბამისად, დასტურდება ისიც, რომ უკანონო დავალება არავის არ გაუცია – პოლიციელები მოქმედებდნენ აუცილებელი მოგერიების ფარგლებში, მაშინ, როდესაც საქართველოს პარლამენტზე რამდენიმე საათის განმავლობაში შტურმი იყო მიტანილი. ყველანი ვხედავდით, რომ პოლიციელებს აყენებდნენ მძიმე ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. რეაქცია ამაზე, შემთხვევებში, არის გამოსაძიებელი, მაგრამ რაც მთავარია, დადასტურდა ის, რაც ჩვენ არაერთხელ ვთქვით – ბრძანება გაცემული არ ყოფილა“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

    ანალოგიური განცხადება გააკეთა ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმაც. მისი თქმით, რეზინის ტყვიების სროლა იმ პოლიციელების გადაწყვეტილება იყო, რომლებზეც შტურმი მიმდინარეობდა.

    ,,ევროპული საქართველოს” ლიდერი სერგი კაპანაძე ამბობს, რომ ანგარიშმა ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა, გამოძიებამ ან დამალა კონკრეტული ჩანაწერები, სადაც ბრძანება იყო გაცემული, ან სპეცრაზმელები ბრძანების გარეშე მოქმედებდნენ, თუმცა ამ შემთხვევაში ისინი უნდა დასჯილიყვნენ.

    20-21 ივნისის მოვლენებზე სახალხო დამცველის 2 აპრილს გამოქვეყნებული შუალედური ანგარიშის მიხედვით, მაშინდელი შს მინისტრის გიორგი გახარიას და მისი მოადგილეების – კახაბერ საბანაძის და ვლადიმერ ბორცვაძის ჩვენებების თანახმად, ცრემლსადენი გაზის ჭურვებისა და წყლის ჭავლის გამოყენება მათი ბრძანებით მოხდა, თუმცა რეზინის ტყვიების გამოყენებაზე ბრძანება არ გაუციათ.

    ანგარიშის მიხედვით, რაციების ჩანაწერითაც დასტურდება, რომ შს მინისტრს აქციის დაშლის პერიოდში რეზინის ტყვიების გამოყენების ნებართვა არ გაუცია. თუმცა, სახალხო დამცველის განცხადებით, მისი რეკომენდაცია რაციების ჩანაწერების ექსპერტიზის შესახებ, პროკურატურამ არ შეასრულა.

     

  • ლარი გამყარდა- ეროვნულმა ბანკმა ახალი კურსი დაადგინა

    ლარი გამყარდა- ეროვნულმა ბანკმა ახალი კურსი დაადგინა

    საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, 3 აპრილის სავალუტო ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა.

    დოლართან მიმართებით ლარის ღირებულება 2.37 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან – 6.44 თეთრით. ერთი აშშ დოლარის ღირებულება ოფიციალური კურსით 3.1576 ლარი გახდა, ერთი ევროსი კი – 3.4134 ლარი.

    ლარი გამყარდა ბრიტანულ ფუნტთან და თურქულ ლირასთან მიმართებითაც.

  • მთავრობამ უნდა შეკვეცოს ათასი უაზრო ხარჯი და მიმართოს გაჭირვებული ოჯახებისკენ- ჯაფარიძე

    მთავრობამ უნდა შეკვეცოს ათასი უაზრო ხარჯი და მიმართოს გაჭირვებული ოჯახებისკენ- ჯაფარიძე

    ,,გირჩის” ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, საერთაშორისო პარტნიორებისგან საქართველოს 2-3 მილიარდი დოლარით დახმარება მაინც დაჭირდება იმისთვის, რომ კორონავირუსის გამოწვეული კრიზისი გადავიტანოთ.

    ,,ჩემი აზრით, სადღაც 2-3 მილიარდი დოლარი მაინც დაგვჭირდება იმისათვის, რომ ჩვენ წელწადნახევარ – 2 წელში ეს კრიზისი რამენაირად გადავიტანოთ. კრიზისი არის ყველგან, მთელ დედამიწაზე, უბრალოდ ჩვენ ვართ ძალიან ღარიბი ქვეყანა და კიდევ უფრო სერიოზულად დაგვარტყამს”,- ამბობს ჯაფარიძე.

    ის ასევე აღნიშნავს, რომ პარტნიორებისგან მიღებული ფული როგორც წესი ეკონომიკის დახმარებაზე უნდა დაიხარჯოს და არა ადამიანებისთვის დახმარებაზე. გაჭირვებულებს, ვისაც კორონავირუსი ყველაზე მეტად დაარტყამს, მთავრობა უნდა დაეხმაროს ბიუჯეტიდან, შეკვეცილი ხარჯებით.

    ,,ასეთი ფული როგორც წესი იხარჯება ხოლმე ინფრასტრუქტურაზე, შეიძლება დაიხარჯოს ფინანსური ინსტიტუტების მდგრადობაზე, ანუ ეს არის სექტორები, სადაც ეკონომიკას შეიძლება დაჭირდეს რაღაც ტიპის დახმარება. ეს ფული არ შეიძლება დაიხარჯოს პირდაპირ დახმარებებზე, დახმარებებისთვის ფული უნდა გამოიყოს საქართველოს ბიუჯეტიდან. ამისათვის მთავრობამ უნდა შეკვეცოს ათასი უაზრი ხარჯი და ფული მიმართოს კონკრეტულად იმ გაჭირვებული ოჯახებისკენ, ვისაც ყველაზე მეტად დაარტყამს ეს პანდემია”,- განაცხადა ,,გირჩის” ლიდერმა.

    დღეს ოპოზიციურმა პარტიებმა საერთაშორისო პარტნიორებს ეკონომიკური კრიზისის დაძლევაში დახმარებას სთხოვეს. მათ მთავრობას სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს დახმარების მიღების მცდელობაში.

  • სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება და მსჯელობა დამთავრდა- ჯაღმაიძე ერთ კოვზით ზიარებაზე

    სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება და მსჯელობა დამთავრდა- ჯაღმაიძე ერთ კოვზით ზიარებაზე

    საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსის, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძის თქმით, ერთი კოვზით ზიარების წესთან დაკავშირებით სინდომა უკვე მიიღო გადაწყვეტილება და ამაზე მსჯელობა დამთავრდა.

    ,,ერთი კოვზით ზიარების პრინციპი არ შეუცვლია არც ერთ ეკლესიას, ამიტომ იქნებ დავასრულოთ ამაზე შეკითხვები. მუდმივად ვერ ვილაპარაკებთ ამაზე. სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება და ამაზე დამთავრდა მსჯელობა”, – განაცხადა ჯაღმაიძემ.

    მან სააღდგომო ლიტურგიის ჩატარებასთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი და  სასულიეირო პირებს მოუწოდა, ნაადრევ განცხადებებს ნუ გააკეთებენ.

    ,,ნაადრევად ნუ გავაკეთებთ განცხადებას, როგორ მოვახერხებთ სააღდგომო მსახურებას, რომ ამან არ გამოიწვიოს სხვა რაღაც გაუგებრობები. ვითარება მუდმივად იცვლება, ჩვენ მუდმივად ვართ კონტაქტზე ხელისუფლებასთან და ჯანდაცვის სამინისტროსთანაც და ვცდილობთ, რომ ადეკვატურად გვქონდეს რეაგირებ”,- თქვა ჯაღმაიძემ.

    დეკანოზი მეუფე შალვა კეკელიას იდეასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს არ არის სწორი და საპატრიარქოს ოფიციალური პოზიცია. კეკელიამ განაცხადა, რომ აღდგომის ღამეს მრევლი 20:00 საათზე მივიდეს ტაძარში და 6 საათის შემდეგ წავიდეს.

  • სალომე ზურაბიშვილი და ადმინისტრაციის თანამშრომლები სამი თვის ხელფასის ნაწილს StopCov ფონდში ჩარიცხავენ

    სალომე ზურაბიშვილი და ადმინისტრაციის თანამშრომლები სამი თვის ხელფასის ნაწილს StopCov ფონდში ჩარიცხავენ

    პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი და ადმინისტრაციის თანამშრომლები მომავალი სამი თვის ხელფასის ნაწილს კორონავირუსთან ბრძოლის StopCov ფონდში ჩარიცხავენ.

    „ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, პრეზიდენტმა და მისმა ადმინისტრაციამ მიიღეს გადაწყვეტილება ამ სოლიდარული აქტით წვლილი შეიტანონ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს არის ჩვენი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და ამ ურთულესი გამოწვევის დაძლევაში ყველა ერთად უნდა ვიყოთ!” – ნათქვამია ინფორმაციაში.

    3 თვის ხელფასის 1/3-ს ამავე ფონდში ჩარიცხავენ უმრავლესობის დეპუტატები და მინისტრებიც.

  • როგორ უნდა მოვიქცეთ ნაღდი ფულის გამოყენებისას – რეკომენდაციები

    როგორ უნდა მოვიქცეთ ნაღდი ფულის გამოყენებისას – რეკომენდაციები

    “როგორ ჩავუტაროთ დეზინფექცია ნაღდ ფულს?” – ამის შესახებ რეკომენდაციებს, დაავადებათა კონტროლი ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე იძლევა.

    „საქართველოს ეროვნული ბანკი და ბანკები დეზინფექციას დიდი ხანია აკეთებენ. აქ საუბარია არა ბანკომატიდან აღებულ ფულზე, არამედ იმაზე, ხელიდან ხელში რომ ადამიანი ადამიანს ფულს მისცემს.

    ხელიდან ხელში გადაცემული ნებისმიერი ნივთი შეიძლება იყოს საფრთხის შემცველი. ამიტომაც შეეხება ყველა ჩვენი რეკომენდაცია სიფრთხილეს. ეს რეკომენდაცია ყველა ნივთს ეხება.

    ინდივიდუალურ პირობებშიც შესაძლებელია ნაღდი ფულის შემთხვევაში, სადეზინფექციო ხსნარების ან იგივე ცხელი უთოს გამოყენება, ეფექტური იქნება“,- განაცხადა პაატა იმნაძემ.

    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ჰიგიენის რეკომენდაციები:

    ბანკნოტებისა და მონეტების გამოყენების შემდეგ, კვების პროდუქტებთან შეხების წინ გულდასმით დაიბანეთ ხელები.
    ბანკნოტებთან და მონეტებთან კონტაქტის შემდეგ, ხელის დაბანის გარეშე, არ შეეხოთ სახეს (თვალები, ცხვირი, პირი).
    შესაძლებლობის მიხედვით, გამოიყენეთ უნაღდო ანგარიშსწორება, უკონტაქტო და მობილური გადახდები.
    შესაძლებლობის მიხედვით, აირჩიეთ დისტანციური საბანკო მომსახურება.
    კომპანიებმა გაყიდვის წერტილებში პერიოდულად გაუკეთეთ დეზინფექცია პოსტერმინალის ზედაპირს.

    ცნობისთვის, საქართველოში დაინფიცირებულებიდან 7 ადამიანი როვნული ბანკის წარმომადგენელია.

  • ქართული სპეცსამსახურები ცდილობენ ჩვენთან კორონავირუსის ექსპორტი მოახდინონ- დიმიტრი მედოევი

    ქართული სპეცსამსახურები ცდილობენ ჩვენთან კორონავირუსის ექსპორტი მოახდინონ- დიმიტრი მედოევი

    ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის, დიმიტრი მედოევის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება კორონავირუსის გავრცელების რეალურ მასშტაბს მალავს.

    ,,საქართველოს ხელისუფლება ცდილობს დამალოს ეპიდემიის რეალური მასშტაბი ქვეყანაში, ინფორმაცია დაავადებულთა და გარდაცლილთა შესახებ“, -განაცხადა მედოევმა.

    მისი თქმით, ქართველი სპეცსამსახურები ცდილობენ, ამ პრობლემის [კორონავირუსის] ექპორტი მოახდინონ სამხრეთ ოსეთში.

    „სამხრეთ ოსეთში სიტუაციას ხელისუფლება მკაცრად და საიმედოდ აკონტროლებს. ყველა უწყება ზუსტად და აწყობილად მუშაობს. ყველა მცდელობა ქართული სპეცსამსახურების, რომ პრობლემის ექსპორტი მოახდინონ სამხრეთ ოსეთში განწირულია. ოსეთის ხელისუფლება არ დაუშვებს დაავადება ქვეყანაში საქართველოდან გავრცელდეს“,- აღნიშნა დიმიტრი მედოევმა.

    ,,სამხრეთ ოსეთის” ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ თანაუგრძნობს საქართველოს ვირუსის ფართოდ გავრცელების გამო, მაგრამ ეს პირველ რიგში საქართველოს ხელისუფლების პრობლემაა.

    მისივე მტკიცებით, ამ დრომდე ცხინვალში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ დადასტურებულა.

  • COVID-19-ით დაინფიცირებულთა რაოდენობით ესპანეთმა იტალიას გადაასწრო

    COVID-19-ით დაინფიცირებულთა რაოდენობით ესპანეთმა იტალიას გადაასწრო

    კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით ესპანეთმა იტალიას გადაასწრო. ესპანეთში 117 710 ადამიანია ინფიცირებული, ხოლო იტალიაში 115 ათასზე მეტი. დაავადებულთა რაოდენობით პირველ ადგილზე აშშ-ია, სადაც COVID-19  245 ათასზე მეტ ადამიანს დაუდგინდა.

    რაც შეეხება ლეტალობას, ამ მხრივ იტალიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია- 13 915 ადამიანი, ესპანეთში კორონავირუსმა 10 935 ადამიანი იმსხვერპლა, ხოლო აშშ-ში – 6 095.

    მსოფლიოს მასშტაბით COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა მილიონს გუშინ გადააჭარბა და ბოლო მონაცემებით მილიონ 30 ათასს შეადგენს. გარდაცვლილია 54 207 ადამიანი, ხოლო 220 ათასი გამოჯანმრთელდა.

     

  • შსს-მ ბოლო 24 საათში საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის დარღვევისთვის 491 პირი დააჯარიმა

    შსს-მ ბოლო 24 საათში საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის დარღვევისთვის 491 პირი დააჯარიმა

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 491 ფაქტი გამოავლინეს.

    შსს-ს  თანამშრომლებმა, 2 აპრილის 21 საათიდან 3 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 189 მოქალაქე დააჯარიმეს.

    გარდა ამისა, პოლიციამ საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო 19 მოქალაქე დააჯარიმა.

    1 იურიდიული პირი დაჯარიმდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე.

    თვითიზოლაციის წესების დარღვევის 2 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

    ასევე, სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 280 პირი დააჯარიმეს.

    შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.

  • ვერ მოვიცლი, თორემ შეიძლება წელს წავსულიყავი — იმნაძე სააღდგომო ლიტურგიაზე დასწრებაზე

    ვერ მოვიცლი, თორემ შეიძლება წელს წავსულიყავი — იმნაძე სააღდგომო ლიტურგიაზე დასწრებაზე

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე ამბობს, რომ ეკლესიურობით არ გამოირჩევა და სააღდგომო ლიტურგიას ტელევიზიით ადევნებს თვალს, თუმცა, რომ არა მოუცლელობა, შეიძლება, წელს წასულიყო.

    “მე დიდი ეკლესიურობით, სამწუხაროდ, არ გამოვირჩევი. რომ გითხრათ, ბოლოს როდის ვარ ნამყოფი, ალბათ ნამდვილად დამავიწყდება. ამიტომაც მე ძირითადად მაინც ტელევიზიით ვადევნებ ხოლმე თვალყურს და რა თქმა უნდა წელსაც იგივეს ვიზამ, მით უმეტეს, ამ პირობებში, ნამდვილად ვერ მოვიცლი ამისთვის. თორემ შეიძლება წელს წავსულიყავი”, — თქვა იმნაძემ.

    სააღდგომო ლიტურგიას არ დაესწრებიან მაია ცქიტიშვილი, ნათია თურნავა და ეკატერინე ტიკარაძეც.