Category: ახალი ამბები

  • მაია ცქიტიშვილი და ნათია თურნავა აცხადებენ, რომ სააღდგომო ლიტურგიას არ დაესწრებიან

    მაია ცქიტიშვილი და ნათია თურნავა აცხადებენ, რომ სააღდგომო ლიტურგიას არ დაესწრებიან

    ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავს თქმით, სააღდგომო ლიტურგიას ეკლესიაში არ დაესწრება.

    ,,განსხვავებით წინა წლებისა, ამჯერად, მე და ჩემი ოჯახის წევრები ტელევიზიით მივადევნებთ თვალყურს სააღდგომო მღვდელთმსახურებას”,- აცხადებს თურნავა. 

    ,,მე და ჩემი ოჯახი სააღდგომო ლიტურგიაზე არ მივდივართ” – ასე უპასუხა ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, წავა თუ არა სააღდგომოდ ტაძარში.

    ცქიტიშვილმა ასევე თქვა, რომ თუ მრევლი აღდგომის ღამეს ეკლესიაში მასობრივად შეიკრიბება, კომენდანტის საათის წესები დაირღვევა.

     

  • ერთ-ერთი სამაგალითო სახელმწიფო ვართ, რამდენიმე ნაბიჯით ვუსწრებთ მოვლენებს- თურნავა

    ერთ-ერთი სამაგალითო სახელმწიფო ვართ, რამდენიმე ნაბიჯით ვუსწრებთ მოვლენებს- თურნავა

    ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავას თქმით, გახარიას დავალებით პოსტკრიზისულ ეკონომიკურ გეგმაზე მუშაობა უკვე უნდა დაიწყონ.

    მინისტრი აღნიშნავს, რომ საქართველო ცნობილია იმით, რომ ,,რამდენიმე ნაბიჯით ვუსწრებთ მოვლენებს”.

    ,,პრემიერმა დაგვავალა ეკონომიკური ბლოკის მინისტრებს, რომ უკვე ამთავითვე დავიწყოთ მუშაობა პოსტკრიზისულ ეკონომიკურ გეგმაზე,ანუ ეკონომიკის აღორძინებაზე მას შემდეგ, რაც დავამარცხებთ კორონავირუსის გამოწვევას. ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომელიც ცნობილია იმით, რომ რამდენიმე ნაბიჯით ვუსწრებთ მოვლენებს და სწორედ ამიტომ ვართ ერთერთი სამაგალითო სახელმწიფო, რომელიც უმკლავდება ამ გლობალურ გამოწვევას, კორონავირუსს.

    ეკონომიკასაც რაც შეეხება, აქაც ასე მოვიქცევით და მართალია, ჯერ კიდევ ვირუსთან ბრძოლის შუა ეტაპზე ვართ, მაგრამ მზად უნდა შევხვდეთ იმ ეტაპს, როცა დავამარცხებთ ვირუსს და დავეხმარებით ქართულ ეკონომიკას, რომ კვლავ ამოიქოქოს, ამისთვის უნდა ვიყოთ მზად”,- განაცხადა თურნავამ.

    პრემიერმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ ,,როგორც ბევრთან შედარებით ადრე დავიწყეთ ეპიდემისთან ბრძოლა, დღეს უკვე უნდა დავიწყოთ პოსტკრიზისული ეკონომიკური პროგრამის შექმნა.

  • რეზინის ტყვიების სროლა იმ პოლიციელების გადაწყვეტილება იყო, რომლებზეც მიმდინარეობდა შტურმი- ცქიტიშვილი 20 ივნისზე

    რეზინის ტყვიების სროლა იმ პოლიციელების გადაწყვეტილება იყო, რომლებზეც მიმდინარეობდა შტურმი- ცქიტიშვილი 20 ივნისზე

    ვიცე პრემიერის და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განაცხადებით,  გავრილოვის ღამეს რეზინის ტყვიების გამოყენების გადაწყვეტილება პოლიციელებმა თვითონ მიიღეს, რადგან მათზე შტურმი მიმდინარეობდა. მისი თქმით, ეს არ ყოფილა შინაგან საქმეთა მინისტრის, მისი მოადგილის ან განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელს დავალება.

    ,,ყველასთვის თვალსაჩინო იყო, რომ პოლიციელებზე მიმდინარეობდა მიზანდასახული შტურმი. ჩვენ ძალიან კარგად ვხედავდით, როგორ იტაცებდნენ პოლიციელებს დაცვის ზოლიდან, როგორ ართმევდნენ მათი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებს. ძალიან ბუნებრივი იყო ის რეაგირება, რომელიც აღნიშნული პოლიციელების მხრიდან განხორციელდა.

    რა თქმა უნდა, სამწუხარო იყო, რომ ამ რეაგირებას ცალკეულ შემთხვევებში ტრაგიკული გამოვლინებები მოყვა, რომელსაც მოქალაქეების ჯანმრთელობის დაზიანება ჰქვია, მაგრამ ყველანი ვხედავდით, რომ რეზინის ტყვიების გამოყენება არ ატარებდა მიზანდასახულ ხასიათს. ეს არ იყო მინისტრის ან მისი მოადგილის, ან განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის გადაწყვეტილება, ეს იყო იმ პოლიციელების გადაწყვეტილება, რომლებზეც მიმდინარეობდა შტურმი, რომელთა სიცოცხლე და ჯანმრთელობა აღმოჩნდა რისკის წინაშე”, – თქვა მაია ცქიტიშვილმა.

    20-21 ივნისის მოვლენებზე სახალხო დამცველის 2 აპრილს გამოქვეყნებული შუალედური ანგარიშის მიხედვით, მაშინდელი შს მინისტრის გიორგი გახარიას და მისი მოადგილეების – კახაბერ საბანაძის და ვლადიმერ ბორცვაძის ჩვენებების თანახმად, ცრემლსადენი გაზის ჭურვებისა და წყლის ჭავლის გამოყენება მათი ბრძანებით მოხდა, თუმცა რეზინის ტყვიების გამოყენებაზე ბრძანება არ გაუციათ.

    ანგარიშის მიხედვით, რაციების ჩანაწერითაც დასტურდება, რომ შს მინისტრს აქციის დაშლის პერიოდში რეზინის ტყვიების გამოყენების ნებართვა არ გაუცია. თუმცა, სახალხო დამცველის განცხადებით, მისი რეკომენდაცია რაციების ჩანაწერების ექსპერტიზის შესახებ, პროკურატურამ არ შეასრულა

  • კომენდანტის საათი დაირღვევა- ცქიტიშვილი აღდგომას ეკლესიაში ღამისთევაზე

    კომენდანტის საათი დაირღვევა- ცქიტიშვილი აღდგომას ეკლესიაში ღამისთევაზე

    ინფრასტრუქტურის მინისტრისა და ვიცე-პრემიერის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, თუ მრევლი აღდგომას ეკლესიაში მასობრივად შეიკრიბება, კომენდანტის საათი დაირღვევა.

    მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა მრევლი 20:00 საათზე მივიდეს ტაძარში და დილის 6-ის შემდეგ წამოვიდეს, არსებობს მეორე, 3 ადამიანზე მეტის შეკრების რეგულაციაც, რაც ტაძარში შეკრებით დაირღვევა.

    ,,კომენდანტის საათის წესები არის ძალიან მკაფიო და გადაადგილება ღამის 21:00 საათიდან დილის 6 საათამდე არ არის ნებადართული. ამასთან ერთად, არ არის ნებადართული 3 ადამიანზე მეტი ადამიანის შეკრება, შესაბამისად, ამ ორი პირობის კომბინაციით, რა თქმა უნდა, დაირღვევა კომენდანტის საათი, თუ ჩვენ გვექნება მასობრივი შეკრება ეკლესიაში თუ ნებისმიერ სხვა სივრცეში”,- აცხადებს ცქიტიშვილი.

    კითხვაზე, ეხებათ თუ არა შეზღუდვა სასულიერო პირებსაც, რომლებმაც მსახურება უნდა აღასრულონ, ცქიტიშვილი პასუხობს:

    “შეზღუდვა ეხება საქართველოს ყველა მოქალაქეს. შეზღუდვები არის გავრცელებული საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. შესაბამისად, ეს რეგულაციები, რომელიც არის დადგენილი, მოქმედებს ყველაზე”, — განაცხადა მან.

    მთავრობის განცხადებით, აღდგომის მოახლოებასთან დაკავშირებით, საპატრიარქოსთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუ როგორ ჩატარდეს დღესასწაული.

    დეკანოზი შალვას განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის პირობებშიც კი შესაძლებელია აღდგომის ღამეს მრევლის ეკლესიაში მივიდეს.  მეუფე ანტონი ამბობს, რომ ,,ატომური ბომბი რომ ჩამოვარდეს, ღვთისმსახურება მაინც არ შეწყდება.

  • მერიამ წუხელ თბილისის ქუჩების ნაწილი მორეცხა(ფოტოები)

    მერიამ წუხელ თბილისის ქუჩების ნაწილი მორეცხა(ფოტოები)

    წუხელ თბილისის რამდენიმე ქუჩა სადეზინფექციო საშუალებებით მორეცხეს.

    დეზინფექცია, რომელიც პეკინის გამზირიდან დაიწყო, შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ თავდაპირველად, დედაქალაქის რამდენიმე მთავარ ქუჩაზე ჩაატარა. სპეციალური ხსნარით დამუშავდა კოსტავასა და მელიქიშვილის ქუჩები, ასევე, ჰუალინგის დასახლების მიმდებარე ტერიტორია მეტროსადგურ „ვარკეთილამდე“.

    გზის მორეცხვის სამუშაოები „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლების მიერ სპეციალური ტექნიკის საშუალებით ხორციელდება. პროცესში ასევე, ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ათი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.

    სადეზინფექციო სამუშაოებს თბილისის მერიც ესწრებოდა.

  • 20 ივნისის ღამეზე სახალხო დამცველის ანგარიშმა ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა- კაპანაძე

    20 ივნისის ღამეზე სახალხო დამცველის ანგარიშმა ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა- კაპანაძე

    ,,ევროპული საქართველოს” ლიდერი სერგი კაპანაძე 20-21 ივნისის ღამის მოვლენებზე სახალხო დამცველის შუალედურ ანგარიშის იმ ნაწილს ეხმიანება, რომლითაც ირკვევა, რომ ,,გავრილოვის ღამეს” რეზინის ტყვიების დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყენება მაშინდელი შს მინიტრის გიორგი გახარიას და მისი მოადგილეების ბრძანება არ ყოფილა.

    მისი თქმით, ომბუდსმენის ანგარიშმა ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა რაციების ჩანაწერების ნაწილში.

    ,,აშკარაა, რომ გამოძიებამ ან დამალა კონკრეტული ჩანაწერები, სადაც ბრძანება იყო გაცემული, ან ჩანს, რომ მოსახლეობაზე მიტანილი შტურმი, მათ შორის რეზინის ტყვიების გამოყენება, გაზის გამოყენება, ხდებოდა ბრძანების გარეშე. ბუნებრივია, ეს იწვევს კითხვას: რატომ არ დაისაჯნენ ის ადამიანები, ვინც ეს გააკეთა? ამ მოხსენებაში კიდევ ერთხელ ჩანს, რამდენად სერიოზული პრობლემაა ქვეყანაში გამოუძიებელი საქმეები, შს სამინისტრო და ზოგადად სისტემა, რომელიც ანგარიშვალდებულია არა ხალხის, არამედ მხოლოდ ერთი ადამიანის მიმართ,”- განაცხადა კაპანაძემ.

    20-21 ივნისის მოვლენებზე სახალხო დამცველის 2 აპრილს გამოქვეყნებული შუალედური ანგარიშის მიხედვით, მაშინდელი შს მინისტრის გიორგი გახარიას და მისი მოადგილეების – კახაბერ საბანაძის და ვლადიმერ ბორცვაძის ჩვენებების თანახმად, ცრემლსადენი გაზის ჭურვებისა და წყლის ჭავლის გამოყენება მათი ბრძანებით მოხდა, თუმცა რეზინის ტყვიების გამოყენებაზე ბრძანება არ გაუციათ.

    ანგარიშის მიხედვით, რაციების ჩანაწერითაც დასტურდება, რომ შს მინისტრს აქციის დაშლის პერიოდში რეზინის ტყვიების გამოყენების ნებართვა არ გაუცია. თუმცა, სახალხო დამცველის განცხადებით, მისი რეკომენდაცია რაციების ჩანაწერების ექსპერტიზის შესახებ, პროკურატურამ არ შეასრულა.

  • აშკარაა, რომ სიტუაცია მძიმდება, დაინფიცირების ტემპი უფრო და უფრო სწრაფი ხდება- გახარია

    აშკარაა, რომ სიტუაცია მძიმდება, დაინფიცირების ტემპი უფრო და უფრო სწრაფი ხდება- გახარია

    პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით სიტუაცია მძიმდება და ინფიცირების ტემპი იზრდება, ამიტომ ჯანდაცვის სამინისტროს ჰოსპიტალური სექტორის ძირითადი კლინიკების მზაობის შესამოწმებლად ორდღიანი ვადა მისცა.

    „დღეს სამწუხაროდ გვაქვს 18 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გუშინ გვქონდა 15. აშკარაა, რომ სიტუაცია, გარდა იმისა, რომ მძიმდება, ამასან ერთად, ტემპიც სულ უფრო და უფრო სწრაფი ხდება. ამიტომ დღეს ჩვენ ერთმნიშვნელოვნად ვხედავთ, რომ ძირითადი დატვირთვა გადადის ჯანდაცვის სამინისტროსა და ჰოსპიტალურ სექტორზე. ამიტომ ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო დავალება ჰოსპიტალური სექტორის ძირითადი კლინიკების სრული მზაობის შესამოწმებლად უახლოესი ორი დღე გამოიყენოს და მეორე, პირველადი ჯანდაცვის, რასაც პირველ ცხელ ხაზს ვეძახით, ვირუსთან ბრძოლის მზაობა რომ მოგვახსენოთ დღეს დეტალებში”,- აცხადებს გახარია.

    ის ასევე აღნიშავს, რომ საქართველოს 1200 სოფლის ექიმი და 2000 ოჯახის ექიმი ჰყავს და აუცილებელია მათი მზადყოფნა შემოწმდეს.

    დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 148-მდე გაიზარდა, მათგან 27 გამოჯანმრთელებულია.

  • ატომური ბომბი რომ ჩამოვარდეს, ღვთისმსახურებას არ შევწყვეტთ- მეუფე ანტონი

    ატომური ბომბი რომ ჩამოვარდეს, ღვთისმსახურებას არ შევწყვეტთ- მეუფე ანტონი

    ვანისა და ბაღდადის მიტროპოლიტი მეუფე ანტონი ამბობს, რომ ატომური ბომბი რომ ჩამოვარდეს, აღდგომის დღესასწაულს და ღვთისმსახურებას მაინც არ შეწყვეტს.  მზაობას გამოთქვმს იმასთან დაკავშირებით, რომ თუ საჭირო გახდება, აღდგომის წირვა-ლოცვა სპორტულ მოედანზე ჩაატაროს.

    მისი თქმით, მზად არის აღდგომის წირვა სტადიონზე ჩაატაროს.

    ,,ატომური ბომბი რომ ჩამოვარდეს, აღდგომის დღესასწაულს და საერთოდ ზიარებას არ შევწყვეტთ დედამიწაზე. მე მაგალითად, იმასაც ვფიქრობ, რომ სტადიონზე ჩავატარო აღდგომის წირვა. ყველას შეუძლია განთავსდეს ერთმანეთისგან შორს, თავის დინამიკებით. ამას ჩვენ გავაკეთებთ, მაგრამ წირვა რომ შევწყვიტოთ და მსახურება ეს წარმოუდგენელია. ყველა სპექტრი თითქოს აკეთებს იმას, რომ ჩვენსა და ხელისუფლებას შორის დაძაბოს სიტუაცია,” – ამბობს მეუფე ანტონი.

    მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში საყოველთაო კარანტინია გამოცხადებული, მართლმადიდებელ ეკლესიებში ლიტურგიაზე მრევლის დასწრება საპატრიარქოს არ აუკრძალავს, ასევე, არ შეუცვლია 1 კოვზით ზიარების წესი.

    მთავრობის წევრები ამბობენ, რომ აღდგომის მოახლოებასთან დაკავშირებით, საპატრიარქოსთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუ როგორ ჩატარდეს დღესასწაული.

    დეკანოზი შალვას განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის პირობებშიც კი შესაძლებელია აღდგომის ღამეს მრევლის ეკლესიაში მივიდეს. საპატრიარქო ტაძრების წინამძღვრებს რეკომენდაციებს აძლევს.

  • Covid19:  როგორ ინფიცირდებიან მედიკოსები და რატომ ავადდებიან ისინი განსაკუთრებით მძიმე ფორმით

    Covid19:  როგორ ინფიცირდებიან მედიკოსები და რატომ ავადდებიან ისინი განსაკუთრებით მძიმე ფორმით

    Covid19-თან ბრძოლა მთელ პლანეტაზე მედპერსონალს ყველაზე ძვირი უჯდება. ათასობით სამედიცინო მუშაკი დაინფიცირდა. გარდაცვლილ ექიმთა რიცხვი კი მუდმივად იზრდება.

    ექიმები, ექთნები და საავადმყოფოს სხვა პერსონალი დაინფიცირების ყველაზე დიდი რისკის ქვეშ არის, მიუხედავად დამცავი ტანსაცმლისა და ნიღბებისა. დაავადებაც მათ ორგანიზმში ყველაზე მძიმე ფორმებით მიმდინარეობს. რატომ ხდება ასე?

    ვირუსული დატვირთვა

    სპეციალისტების აზრით ეს მათ გარშემო ვირუსის დიდი კონცენტრაციით აიხსნება.

    ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ ვირუსი უჯრედების გამრავლებას  და საკუთარი თავის რეპორდუქტირებას იწყებს საკუთარი ასლების შექმნის გზით. ეს ასლები ადამიანის ორგანიზმში შემდგომი რამდენიმე დღის განმავლობაში გროვდება და დაავადებულის მდგომარეობას ამძიმებს.

    რაც მეტია ვირუსის კონცენტრაცია, მით უფრო მძიმეა მასთან დაკავშირებული დაავადების ფორმა და მით უფრო გადამდებია პაციენტი.

    მედიკოსები დაინფიცირებულებთან უშუალო კონტაქტში არიან და არა მხოლოდ დაინფიცირებას ექვემდებარებიან, არამედ ვირუსს დიდი დოზებით იღებენ.

    ჯანმოს მონაცემებით ჩინეთის ქალაქ უხანის ერთ–ერთმა პაციენტმა, რომელსაც გეგმიურ ოპერაციას უკეთებდნენ, 14 მედიკოსი დააინფიცირა, არადა იმ მომენტში მას კორონავირუსის სიმპტომები ჯერ კიდევ არ ქონდა.

    “ძალიან ჯანმრთელი ადამიანის იმუნური სისტემაც კი რთულად ებრძვის ამ ვირუსებს. რაც უფრო მეტი ვირუსი ხვდება ორგანიზმში, მით უფრო ძლიერი ბრძოლა გაიმართება მასსა და იმუნიტეტს შორის. თუ ცხოველებზე ჩავატარებთ ექსპერიმენტს, და მათ ვირუსის სხვადასხვა დოზით დავაინფიცირებთ, ყველაზე მძიმე მდგომარეობაში ისინი იქნებიან, ვისაც მეტი ვირუსი შეუყვანეს ორგანიზმში.“– ამბოს ლონდონის იმპერიალ კოლეჯის ინფექციური დაავადებების ინსტიტუტის პროფესორი, უენდი ბარკლაი.

    როგორ ხვდება Covid-19 ორგანიზმში

    Covid-19–ით დაინფიცირებულ ადამიანს შესაძლოა ვირუსი ზედა სასუნთქ გზებში ჰქონდეს და ხველის ან სუნთქვის საშუალებით ავრცელებდეს.

    “ყოველთვის, როცა ვსუნთქავთ ან ვლაპარაკობთ ჩვენი ცხვირხახიდან ჰაერში წვეთები ხვდება. “– ყვება ენდი ბარკლაი ბიბისი–სთან ინტერვიუში.

    ამ წვეთების ნაწილი ზედაპირზე რჩება. ამიტომაც ეთმობა ასეთი დიდი ყურადღება მოთხოვნას – ხელები დავიბანოთ და დისტანცია დავიცვათ.

    უცნობია, რამდენი ასეთი დაინფიცირებული წვეთი უნდა შეისუნთქოს ან გადაყლაპოს ადამიანმა, რომ თავად დაავადდეს.

    “გრიპის ვირუსის შემთხვევაში, რომელიც კარგად არის შესწავლილი საკმარისია ორგანიზმსში სამი ნაწილაკი მოხვდეს, რომ ინფექცია დაიწყოს.  Sars-CoV-2 (Covid-19) –ის შესახებ ჯერჯერობით ნაკლებია ცნობილი, თუმცა შეიძლება სურათი მსგავსი იყოს  “– ამობს პროფესორი.

    ამჟამად ზუსად ძნელი განსასაზღვრია მედპერსონალის რისკი, რომელიც მუდმივად ვირუსულ გარემოში იმყოფება.

    არსებობს მხოლოდ ჯანმოს ზოგიერთი მონაცემი, რომელთა მიხედვით გარკვეული დასკვნების გაკეთება შეიძლება. მაგალითად, SARS–ის ვირუსის აფეთქებისას 2002–2003 წლებში დაინფიცირებულთა 21% მსოფლიოში მედპერსონალზე მოდიოდა.

    ახლაც მსგავსი სტატისტიკა იკვეთება. მაგალითად, იტალიაში 6200–ზე მეტი ექიმია დაინფიცი რებული, როცა  ქვეყანაში სულ 115 000 ადამიანია კორონავირუსით დაავადებული.

    ესპანეთში ამჟამად 6500–ზე მეტი მედიკოსია დაინფიცირებული, რაც დაავადებულთა საერთო რაოდენობის 12%–ს შეადგენს.

    მარტის დასაწყისისთვის ჩინეთი აცხადებდა, რომ დაახლოებით 3 300 დაინფიცირებული ექიმი და საავადმყოფოს პერსონალი ყავდა. პროცენტული თანაფარდობით ეს ყველა დადასტურებული შემთხვევის 4–12%–ს შეადგენს.

    ერთი ჩინოვნიკი ბრიტანეთის ჯანდაცვის სფეროდან ბიბის–სთან საუბარში ყვება, რომ ქვეყნის ზოგიერთ სააადმყოფოში პერსონალის 50%–ს სამსახურის დატოვება მოუწია ავადმყოფობის ან თვითიზოლაციის გამო.

    თუ ინფექციის გავრცელებაზე კონტროლის ზომებმა არ იმუშავა, საავადმყოფოები თავად შეიძლება გახდნენ დაავადების კერა.

    ექიმები ყვებიან, როგორ ცდილობდნენ საავადმყოფოდან დროზე ადრე გაეშვათ ის პაციენტები, ვისაც კორონავირუსი არ ქონდა, რათა ისინი შესაძლო დაინფიცირებისგან დაეცვათ.

    სწორედ დაინფიცირების ასეთი მაღალი რისკი იწვევს ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლების განრისხებას ბევრ ქვეყანაში. მათ ინდივიდუალური დაცვის საშუალებები არ ყოფნით.

    საფრანგეთში ექიმებმა მთავრობას სასამართლოში უჩივლეს იმის გამო, რომ მთავრობამ არ უზრუნველყო სამედიცინო ნიღბების წარმოების გაზრდა, რათა მედიკოსები საფრთხის ქვეშ არ დაეყენებინა.

    ზიმბაბველმა ექიმებმა და ექთნებმა გაფიცვა გამოაცხადეს დამცავი საშუალებების უკმარისობის გამო იმ მომენტში, როცა ქვეყანაში სამკვირიანი მკაცრი კარანტინი შემოიღეს.

    ბრიტანეთში ჯანდაცვის მუშაკთა კონფედერაციის დირექტორმა, ნილ დიქსონმა განაცხადა, რომ დამცავი საშუალებების უკმარისობა სისტემის მიმართ ექიმების და ექთნების ნდობას ანადგურებს.

    მართალია ქვეყნის ხელისუფლებამ არმიის დახმარებას მიმართა ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლებისთვის სამედიცინო ნიღბების გასავრცელებლად, თუმცა დიქსონის თქმით ნდობის აღდგენას დრო დაჭირდება.

    მეორე პრობლემაა, რომ ამ პროდუქტების წარმოება აზიის ქვეყნებში და ჩინეთშია თავმოყრილი და გრძელვადიან პერსპექტივაში  ძალიან რთული იქნება საჭირო მოცულობის უზრუნველყოფა.

  • კომენდანტის საათის დროს ოზურგეთის საკათედრო ტაძარი გაქურდეს

    კომენდანტის საათის დროს ოზურგეთის საკათედრო ტაძარი გაქურდეს

    გუშინ, 2 აპრილს, კომენდანტის საათის დროს, ოზურგეთის საკათედრო ტაძარი გაქურდეს.

    გავრცელებული ინფორმაციით, ტაძრიდან წაღებულია 4 შესაწირი ყუთი, ეპარქიის სახელფასო ფონდი და სხვადასხვა ნივთები.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.