საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ დღეს ტაძრების წინამძღვრები სმს შეტყობინების სახით რეკომენდაციებს მიიღებენ.
„გეძლევათ სამი რეკომენდაცია:
- პატრიარქის კურთხევაა, რომ კომენდანტის საათის გათვალისწინებით, ხვალიდან ლოცვები დაიწყოს შუა დღის 4.00 საათზე, ხოლო ყოველ დღე ეკლესია დაიკეტოს საღამოს 8 საათისთვის.
- შეგახსენებთ, რომ აუცილებელია ტაძრის ეზოში 1,5 მ-ის დაშორებით დროულად გაკეთდეს ნიშნულები. ამისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სამების ტაძარში მამა იოანეს (ტელ: 591000600).
- გთხოვთ, ყოველდღიურად მოახდინოთ ხატების და სიწმინდეების ხშირად გაწმენდა (სპირტის და ვარდის წყლით), ასევე იატაკის დამუშავება და ეკლესიაში მუდმივი მეთვალყურეობისთვის გამოყოთ პასუხისმგებელი პირები”,- წერს ჯაღმაიძე.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში საყოველთაო კარანტინია გამოცხადებული, მართლმადიდებელ ეკლესიებში ლიტურგიაზე მრევლის დასწრება საპატრიარქოს არ აუკრძალავს, ასევე, არ შეუცვლია 1 კოვზით ზიარების წესი.
მთავრობის წევრები ამბობენ, რომ აღდგომის მოახლოებასთან დაკავშირებით, საპატრიარქოსთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუ როგორ ჩატარდეს დღესასწაული.
დეკანოზი შალვას განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის პირობებშიც კი შესაძლებელია აღდგომის ღამეს მრევლის ეკლესიაში მივიდეს.

Leave a Reply