Category: ახალი ამბები

  • რუსთავის საკრებულოს დეპუტატს კორონავირუსი დაუდასტურდა

    რუსთავის საკრებულოს დეპუტატს კორონავირუსი დაუდასტურდა

    რუსთავის საკრებულოს დეპუტატს კორონავირუსი დაუდასტურდა. ასევე კორონავირუსზე ჩატარებულმა ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა საკრებულოს წევრის მამის შემთხვევაშიც.

    ინფორმაცია  რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრში დაადასტურეს.

    ცნობისთვის, რუსთავის საკრებულოს კორონავირუსით ინფიცირებული საკრებულოს წევრის დედას კორონავირუსი დღეს დაუდგინდა. ის ეროვნული ბანკის თანამშრომელია.​

    ამ დროისთვის რუსთავის საკრებულოს თანამშრომლების ნაწილი, მათ შორის დეპუტატები, თვითიზოლაციაში იმყოფებიან. რუსთავის საკრებულოს მთელს შენობაში სადეზინფექციო სამუშაოები უკვე ჩატარდა, ამ დროისთვის კი საკრებულო დაკეტილია.

  • მეტირება ახლა, ამ ვიდეოს რომ ვაქვეყნებ – რა ვიდეოს აქვეყნებს ნათია ლაზაშვილი

    მეტირება ახლა, ამ ვიდეოს რომ ვაქვეყნებ – რა ვიდეოს აქვეყნებს ნათია ლაზაშვილი

    ტელეწამყვანი ნათია ლაზაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს,  რომელიც “კომენდანტის საათის” დროს არის გადაღებული.

    “პატრულირება” N2 – მეტირება, ისეთ პასუხისმგებლობას გრძნობს თბილისი. საოცარი სანახავია”, – წერს ნათია ლაზაშვილი.

     

  • მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვმა 1 მილიონს გადააჭარბა

    მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვმა 1 მილიონს გადააჭარბა

    რამდენიმე წუთის წინ კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი მსოფლიოში ერთ მილიონს გადაცდა. გარდაცვლილთა რაოდენობა კი 51 450–ს. გამოჯანმრთელებულია 210,184 ამ მომენტისთვის დაავადებულია 738 000 ადამიანი. მათგან 37 000 კრიტიკულ მდგომარეობაშია.

  • თურქმენეთში სიტყვა “კორონავირუსი” არ აკრძალულა – RSF ცრუ ინფორმაციისთვის ბოდიშს იხდის

    თურქმენეთში სიტყვა “კორონავირუსი” არ აკრძალულა – RSF ცრუ ინფორმაციისთვის ბოდიშს იხდის

    საერთაშორისო ორგანიზაცია რეპორტიორები საზღვრებს გარეშე (RSF) აზუსტებს, რომ თურქმენეთში სიტყვა “კორონავირუსი” არ აუკრძალავთ და 31 მარტს  მის მიერ გავრცელებული ინფორმაციის გამო ბოდიშს იხდის.

    “სამწუხაროდ სტატია, რომელიც 31 მარტს RSF-ს ვებგვერდზე გამოქვეყნდა არასწორ ინფორმაცია ეყრდნობოდ ბოდიშს ვუხდით ჩვენს მკითხველს ამ შეცდომის გამო, რომელიც შეძლებისდაგვარად სწრაფად გავასწორეთ”, –  ამის შესახებ RSF განცხადება „ტვიტერში“ გამოაქვეყნდა.

  • უმძიმესი არჩევანი : ბრიტანელ ექიმებს უფლება მისცეს, თავად გადაწყვიტონ, რომელი პაციენტი გადაარჩინონ და რომელი არა

    უმძიმესი არჩევანი : ბრიტანელ ექიმებს უფლება მისცეს, თავად გადაწყვიტონ, რომელი პაციენტი გადაარჩინონ და რომელი არა

    გაერთიანებულ სამეფოს ჯანდაცვის ეროვნულმა უწყებამ მიიღო გადაწყვეტილება რომ Covid 19-ით დაავადებულ კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტებს ხელოვნურ სუნთქვის აპარატს გამოურთავენ და იმ დაავადებულებს დაეხმარებიან ვისაც გადარჩენის მეტი შანსი აქვს.  ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

    როგორც ბრიტანეთის მეკიოსთა ასოციაცია აცხადებს, ეს იქნება ურთულესი და უმძიმესი გადაწყვეტილება კორონავირუსთან მებრძოლი ექიმებისთვის, რადგან მათ მოუწევთ გადაარჩენისთვის სელექციას მიმართონ პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით.

    ცნობისთვის, ეს რეკომენდაცია იტალიელმა ექიმებმა რამდენიმე კვირისწინ მიიღეს. იტალიელ ექიმებს ურჩევენ აუცილებლობის შემთხვევაში ხანდაზმულ ადამიანებზე ნაკლები რესურსი დახარჯონ და მათ გარდაცვალების საშუალება მისცენ. ეს არის მძიმე არჩევანი, რომლის გაკეთება ექიმებს მოუწევთ.

    ამ დროისთვის, ბრიტანეთში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 33,718-ს შეადგენს, რომელთაგან გარდაცვლილთა რიცხვმა 2,921 შეადგინა. მცირეა გამოჯანმრთელებულთა მაჩვენებელიც და ამ დროისთვის მხოლოდ 135 ადამიანი განიკურნა.

     

  • ყველა პაციენტი მესიზმრება ყოველ ღამე – ლევან რატიანი

    ყველა პაციენტი მესიზმრება ყოველ ღამე – ლევან რატიანი

    პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის თქმით, თავისი ყველა პაციენტი ყოველ ღამ ესიზმრება.

    ,,როდესაც დგება პაციენტთან მომენტი, როცა , აი , აჩერებს გულს… გულში მილოცია, რომ ღმერთო ეს პაციენტი ამ წუთში გადამირჩინე. ყველა პაციენტი მესიმზრება ჩამოვლით ყოველ ღამე”,- ამბობს რატიანი.

    რატიანის კლინიკაში დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული ყველაზე კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდა.

  • “კორონავირუსი 2018 წელს ღამურებში აღმოაჩინეს, იცოდნენ, რომ ღამურები იყვნენ ვირუსის გადამტანები “- მანუჩარ პირველი

    “კორონავირუსი 2018 წელს ღამურებში აღმოაჩინეს, იცოდნენ, რომ ღამურები იყვნენ ვირუსის გადამტანები “- მანუჩარ პირველი

    „ვუჰანის ინსტიტუტში ჯერ კიდევ 2018 წელს ტარდებოდა კვლევები კრონავირუსთან დაკავშირებით, მაშინ ვირუსი ღამურებში აღმოაჩინეს” – ამის შესახებ ჟურნალისტმა და მკვლევარმა მანუჩარ პირველმა ტვ “პირველთან” ისაუბრა

    „ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო სააგენტომ გაავრცელა ცნობა იმის შესახებ, რომ უხანის ინსტიტუტში ჯერ კიდევ 2018 წელს ტარდებოდა კვლევები კრონავირუსთან დაკავშირებით. ვირუსი მაშინ ღამურებში იპოვეს. იმ დროს მათ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის რომ ეცნობებინათ, ამდენ ზარალს ავცდებოდით.

    მათ იცოდნენ, რომ ღამურები იყვნენ ვირუსის გადამტანები, მაგრამ არანაირი შეზღუდვა გაყიდვაზე არ გავრცელებულა.დეკემბერს, როდესაც ბაზრიდან 585 ნიმუში ამოიღეს, 33 ღამურას ახალი კორონავირუსი აღმოჩნდა.

    ყველაზე მნიშვნელოვანი კი აშშ-ის 2019 წლის ანგარიშია, რომელშიც ვაშინგტონი ეჭვობს, რომ ჩინეთი ფარულ ბიოლოგიურ ომს აწარმოებს. ამას ტრამპი ყოველთვის აღნიშნავდა“,- განაცხადა მანუჩარ პირველმა.

  • ,,ევროპული საქართველო” 350 გაჭირვებულ ოჯახს უკვე სამი კვირაა პიარის გარეშე ეხმარება- ბაქრაძე

    ,,ევროპული საქართველო” 350 გაჭირვებულ ოჯახს უკვე სამი კვირაა პიარის გარეშე ეხმარება- ბაქრაძე

    ,,ევროპული საქართველოს” ლიდერი, დავით ბაქრაძე ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ მისი პარტია 350 გაჭირვებულ ოჯახს ზედმეტი პიარისა და საჯაროობის გარეშე უკვე სამი კვირაა ეხმარება.

    ბაქრაძის თქმით, ამ პროექტში ჩართულები არიან მოხალისეები და თანხებს ევროპული საქართველოს დეპუტატები საკუთარი ხელფასებიდან იღებენ. ის აღნიშნავს, რომ ამ პროგრამის საფასური კვირაში 10-12 ათასი ლარია.

    ,,ამას ვაკეთებდით და მომავალშიც გავაკეთებთ ზედმეტი პიარის და საჯაროობის გარეშე. ამიტომ, ჩვენთვის აბსოლუტურად ნათელი და მკაფიოა, რომ სოციალური სოლიდარობა, ქველმოქმედება და გვერდით დგომა საჭიროებს კონკრეტულ პროგრამებს და კონკრეტულ ნაბიჯებს, ასეთ ნაბიჯებს ევროპული საქართველო დგამდა და მომავალშიც კრიზისის ამოწურვამდე დავეხმარებით ამ ოჯახებს ჩვენი სახსრებით. პარლამენტის წევრებიც დავდივართ მოხალისეებად ოჯახებში,” – განაცხადა ბაქრაძემ.

    დღეს ,,ქართული ოცნების” წევრმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ უმრავლესობის დეპუტატები და მინისტრები სამი თვის ხელფასის 1/3-ს კორონავირუსთან საბრძოლო ფონდში ჩარიცხავენ. მთლიანობაში, 105 თანამდებობის პირი გაიღებს თანხას.

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 131-მდე გაიზარდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 131-მდე გაიზარდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 131-მდე გაიზარდა.

    ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე განახლდა.

    კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5550 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 281 პაციენტი.

    131 ინფიცირებულიდან 26 გამოჯანმრთელებულია.