Category: ახალი ამბები

  • ვფიქრობ, რომ კორონავირუსს აქვს როგორც უარყოფითი, ისე საოცარი დადებითი მხარეები – დეკანოზი შალვა

    ვფიქრობ, რომ კორონავირუსს აქვს როგორც უარყოფითი, ისე საოცარი დადებითი მხარეები – დეკანოზი შალვა

    დეკანოზი შალვა კეკელია ამბობს, რომ კორონავირუსის გავრცელების შემედეგ ბევრმა ადამიანმა ცხოვრებას სხვა თვალით შეხედა და ტაძარში სიარული დაიწყო, ამიტომ COVID-19-ს აქვს როგორც უარყოფითი, ისე ,,საოცარი დადებითი მხარეებიც”.

    ,,ამ მოვლენებმა ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრება შეცვალა. რაც ეს ვირუსი საქართველოში გავრცელდა, ბევრმა ადამიანმა თავის ცხოვრებას სხვა თვალით შეხედა და გადაახალისა. პირველ რიგში, ადამიანებმა დაიწყეს ტაძარში მოსვლა. ისეთი ადამიანები მოდიან დღეს ტაძარში, რომლებიც საერთოდ არ დადიოდნენ… ბევრმა გამოთქვა სურვილი დაბრუნებოდა ეკლესიის წიაღს.

    მე როგორც მოძღვარი, ვფიქრობ, რომ როგორც ამ ვირუსს აქვს უარყოფითი მხარეები, ასევე აქვს საოცარი დადებითი მხარეები… ადრე ადამიანები არ ფიქრობდნენ სხვა ადამიანების ცხოვრებაზე. როცა ჩინეთში გავრცელდა ეს ვირუსი სხვა ქვეყნებს არაფერში თავი არ შეუზღუდავს, ცუდი გამონათქვამია მაგრამ, “სხვისი ჭირიო ღობეს ჩხირიო”- ასე იყო. ახლა უკვე მთელ დედამიწას მოედო ეს სენი და ყველა დაფიქრდა”,- ამბობს დეკანოზი.

    მისივე თქმით, კორონავირუსი გვირგვიანია, ვიღაც ღვთისგან მიიღებს გვრიგვინს, ვიღაც ეშმაკისგან.

    ,,ასე დავყოფდი ადამიანის ცხოვრებას: კორონავირუსამდე და კორონავირუსის შემდეგ. თვითონ ეს კორონავირუსი, როგორც განიმარტება, გვირგვინია, გვირგვინს ნიშნავს ეს ვირუსი. მე ასეთ რამესაც ვფიქრობ, რომ ეს არის გვირგვინი. ვიღაცა მიიღებს გვირგვინს ღვთისაგან ამ ვირუსის შემდეგ და ვიღაცა გვირგვინს მიიღებს ეშმაკისაგან”,- აცხადებს დეკანოზი შალვა კეკელია ,,პრაიმტაიმთან” საუბრისას.

  • 24 საათის განმავლობაში, შსს-მ 2 მილიონზე მეტი ლარის ოდენობის ჯარიმა გამოწერა

    24 საათის განმავლობაში, შსს-მ 2 მილიონზე მეტი ლარის ოდენობის ჯარიმა გამოწერა

    ბოლო 24 საათის განმავლობაში, საგანგებო მდგომარეობისა და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში კანონდარღვევისთვის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2 მილიონზე მეტი ლარის ჯარიმა გამოწერა.

    1-ლი აპრილის 21 საათიდან 2 აპრილის დილის 6 საათამდე დაფიქსირდა კანონდარღვევის 706 ფაქტი.

    • ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 204 მოქალაქე დააჯარიმეს;
    • საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო 75 მოქალაქე დააჯარიმა;
    • 1 ფიზიკური და 1 იურიდიული პირი დაჯარიმდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე;
    • თვითიზოლაციის წესების დარღვევის 10 ახალი ფაქტი გამოვლინდა;
    • მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 415 პირი დააჯარიმეს.

    საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.

    ბოლო 24 საათის განმავლობაში, შსს-მჯამში 2 130 000 ლარის ჯარიმა გამოწერეს.

  • აღდგომის ღამეს მრევლი 21:00 სთ-მდე მოვა ეკლესიაში და 06:00 სთ-ის შემდეგ წავა- დეკანოზი შალვა

    აღდგომის ღამეს მრევლი 21:00 სთ-მდე მოვა ეკლესიაში და 06:00 სთ-ის შემდეგ წავა- დეკანოზი შალვა

    დეკანოზ შალვა კეკელიას თქმით, კომენდატის საათის პირობებშიც შესაძლებელია, რომ მრევლი სააღდგომო ღამისთევის ლიტურგიას ტაძრებში დაესწროს.

    კეკელია ამბობს, რომ მრევლი 21:00 საათამდე მივა ეკლესიაში, გადანაწილდება ტაძარში მონიშნულ ადგილებზე და დილის 06:00 საათის შემდეგ წავლენ სახლებში.

    ,,ჩვენ პატრიარქმა და ეკლესიამ კიდევ დაადასტურა, რომ იმ ღირებულებებს, რომელიც უმთავრესია ქრისტიანისთვის, ამ ღირებულებებს არ ღალატობს. უწმინდესმა ასევე გაამახვილა ყურადღება იმაზე რომ აუცილებელია დისტანციის დაცვა, თუ ადამიანს შეუძლია პურის რიგში, ხორციელი საკვების რიგში დგომა რატომ უნდა ეკრძალებოდეს სულიერი პურის მოსაპოვებლად რიგში დგომა?,” – აცხადებს დეკანოზი.

    საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კარანტინის რეჟიმი მოქმედებს. ე.წ. კომენდანტის საათი 21 საათზე იწყება და დილის 6 საათამდე გრძელდება, რა დროსაც მოქალაქეებს სახლის გარეთ გადაადგილების უფლება არ აქვთ.

    მთავრობის წევრების განცხადებით, საპატრიარქოსთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს იმის შესახებ, თუ როგორ ჩატარდეს სააღდგომო დღესასწაული.

  • რატომ არის საქართველოში უფრო ნაკლები ინფიცირებული, ვიდრე სომხეთში – სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი განმარტავს

    რატომ არის საქართველოში უფრო ნაკლები ინფიცირებული, ვიდრე სომხეთში – სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი განმარტავს

    რატომ არის საქართველოში უფრო ნაკლები ინფიცირებული, ვიდრე სომხეთში – სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი განმარტავს

    სომხეთის ჯანდაცვის მინისტრს დღეს ჟურნალისტებმა პრესკონფერენციაზე დაუსვეს კითხვა, რატომ არის საქართველოში უფრო ნაკლები კორონავირუსით ინფიცირებული ვიდრე სომხეთში. ამ დროისთვის სომხეთში 663 ინფიცირებული და 5 გარდაცვლილია, საქართველოში კი 130 ინფიცირებული და არცერთი გარდაცვლილი.

    “ბედნიერი შემთხვევითობით საქართველოში არ დაფიქსირებულა ინფექცია ისეთ საწარმოში, სადაც 500 კაცი მუშაობს, ან 100 კაციან ბანკეტზე. ამაშია ამხელა სხვაობის მიზეზი ჩვენსა და მათ შორის “– განაცხადა სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა, არსენ ტოროსიანმა პრესკონფერენციაზე. მისი თქმით, საქართველოში ინფიცირებულთა რიცხვი ქართველი პარტნიორების მუშაობის შედეგია, რომელიც მაღალ შეფასებას იმსახურებს, თუმცა ასევე არსებობს ეპიდემიოლოგიური კვალის ჯაჭვთან დაკავშირებული პრობლემა და შემთხვევითობებიც.

    “ორივე ქვეყანა პრაქტიკულად ერთნაირ მექანიზმებს იყენებს ვირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად. არც საქართველოს და არც სომხეთს ტურისტული ნაკადები აღარ აქვს. საქართველოში ყველა შიდა გზები დაკეტილია. ისეთივე სურათია, როგორც სომხეთში, გარდა ჩვენს ქვეყანაში ჩვენი მოქალაქეების დაბრუნებისა“ – განაცხადა ტოროსიანმა.

  • ჩინეთმა მისი მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს სამარცხვინო და უზნეო უწოდა

    ჩინეთმა მისი მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს სამარცხვინო და უზნეო უწოდა

    ჩინეთმა კორონავირუსით ინფიცირებულთა რეალური მონაცემების შესაძლო დამალვის შესახებ აშშ-ის მხრიდან გამოთქმულ ბრალდებებს უპასუხა. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ჰუა ჩუნინგმა პეკინში გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობის შესახებ ჩინეთი ღია და გამჭვირვალე იყო და მან მკაცრად გააკრიტიკა ამერიკელი მაღალჩინოსნები, რომლებმაც ჩინეთის მხრიდან ინფორმაციის შესაძლო დამალვის შესახებ ეჭვები გამოთქვეს.

    „ამერიკელი პოლიტიკოსების მხრიდან გაკეთებული ეს კომენტარები უბრალოდ სამარცხვინო და მორალურად გულის ამრევია. მათ უარი უნდა თქვან საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხების ამგვარ პოლიტიზირებაზე. ეს უბრალოდ უზნეო და არაადამიანურია და ამას მთელს მსოფლიოში დაგმობს ხალხო“, – განაცხადა პრესსპიკერმა.

    შეგახსენებთ, რომ ჩინეთის მიერ ინფორმაციის დამალვაზე საუბრობენ თეთრ სახლში. კერძოდ, „ბლუმბერგისთვის“ დაზვერვის საიდუმლო დოკუმენტის ნაწილი გახდა ცნობილი, სადაც საუბარია იმაზე, რომ ოფიციალურმა პეკინმა გამიზნულად დამალა ინფორმაცია ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ.

    ამასთან, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის ინფორმაციით, აშშ კორონავირუსის პანდემიას უფრო მომზადებული შეხვდებოდა, რეალური ინფორმაცია რომ ჰქონოდა ჩინეთიდან. „რეალობა ის არის, რომ ჩვენ უკეთესად მოვემზადებოდით, რომ გვცოდნოდა რეალური შედეგები ჩინეთში. აშკარაა, რომ როცა მსოფლიომ ამ ვირუსის შესახებ დეკემბერში გაიგო, ჩინეთი მას უკვე ერთი თვით ადრე ებრძოდა“,-აღნიშნა პენსმა.

    დღესვე, მსოფლიო სამედიცინო ასოციაციამაც განაცხადა, რომ ჩინეთის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები კორონავირუსთან დაკავშირებით სანდო არ არის. ასოციაციის ხელმძღვანელის, ფრანკ ულტრიხ მონტგომერის თქმით, აღნიშნული მონაცემები სრული აბსურდია და ჩინეთი გამიზნულად მალავდა რეალურ ინფორმაციას.

  • უმრავლესობის დეპუტატები და მინისტრები სამი თვის ხელფასის 1/3-ს StopCov ფონდში ჩავრიცხავთ- კობახიძე

    უმრავლესობის დეპუტატები და მინისტრები სამი თვის ხელფასის 1/3-ს StopCov ფონდში ჩავრიცხავთ- კობახიძე

    ,,ქართული ოცნების” ლიდერის, ირაკლი კობახიძის თქმით, ქართული ოცნების დეპუტატები და მინისტრები მომდევნო სამი თვის განმავლობაში ხელფასის 1/3-ს გადარიცხავენ კორონავირუსთან ბრძოლის StopCov ფონდში.

    კობახიძემ განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობა 93 დეპუტატისგან შედგება, ხოლო მთავრობაში 12 წევრია, შესაბამისად, მთლიანობაში, 105 თანამდებობის პირი გაიღებს თანხას.

    “საჭიროებისამებრ, მზად ვართ, მომავალში შევიტანოთ დამატებითი წვლილი ეპიდემიასთან ბრძოლის საქმეში. დარწმუნებული ვარ, ჩვენი პარტიის სხვა წევრებიც, ყველა, ვისაც მიუხედავად რთული ვითარებისა, აქვს შესაძლებლობა, დასაქმებულია კერძო თუ საჯარო სექტორში და აქვს შემოსავალი, ამ შემოსავლისა და სოციალური მდგომარეობის შესაბამისად, განახორციელევს შენატანებს აღნიშნულ ფონდში და ამით გამოხატავენ სოლიდარობას ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ” – ამბობს კობახიძე.

    დღეს საქართელოში კორონავირუსი კიდევ 13 ადამიანს დაუდგინდა, საერთო ჯამში ქვეყანაში ინფიცირებული 130-ია. მათგან 26 განიკურნა.

  • კორონავირუსით ინფიცირებული მსუბუქი პაციენტები სახლში იმკურნალებენ – ეკატერინე ტიკარაძე

    კორონავირუსით ინფიცირებული მსუბუქი პაციენტები სახლში იმკურნალებენ – ეკატერინე ტიკარაძე

    “ის პაციენტები, რომლებსაც აქვთ მსუბუქი მიმდინარეობა, ოჯახის ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ, მკურნალობას გაივლიან სახლში”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, მსუბუქი პაციენტების პირველი კომუნიკაცია სატელეფონო ზარით მოხდება და დღეს უკვე არსებობს საშუალება, რომ რომ 112-ზე განხორციელებული ზარების შედეგად დაიგეგმოს შემდგომი ტაქტიკა.

    “ექიმი პაციენტებს ტელეფონით გაესაუბრება და შემდეგ გადაწყდება პაციენტი გადავა სტაციონარში თუ ბინაზე გააგრძელებს მკურნალობას. გართულების ან რაიმე სხვა საჭიროების შემთხვევაში ექიმთან კონსულტაციის შემდეგ პაციენტს საავადმყოფოში გადაიყვანენ”, – განაცხადა მინისტრმა.

    ტიკარაძემ ასევე აღნიშნა, რომ კონსულტაცია ჩინელ ექიმებთან გაიარეს, და მათგან მიღებული სტატისტიკის მიხედვით, “კოვიდ 9”-ის ძირითადი შემთხვევბი უსიმპტომოდ ან მსუბუქი სიმპტომებით მიმდინარეობს. ეს ხდება დაავადებულთა 80%-ში.

  • კვირას რომ წირვა გადავიხადო, ხმას არ გამცემს პატრული?” –  რუსუდან გოცირიძე

    კვირას რომ წირვა გადავიხადო, ხმას არ გამცემს პატრული?” – რუსუდან გოცირიძე

    საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი, რუსუდან გოცირიძე საგანგებო მდგომარებისას მართლმადიდებლურ ეკლესიებში მსახურებების ჩატარების გამო, ინტერესდება, აქვს თუ არა მასაც წირვის ჩატარების უფლება. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

    “მე კვირას რომ მივიდე ეკლესიაში და წირვა გადავიხადო… მრევლი რომ მოვიდეს და ერთმანეთისაგან 2 მეტრიან დისტანციაზე დადგეს, დაახლოებით 50 ადამიანი ისე კოხტად მოთავსდება, როგორც დაგიბარებია… ანუ, თუ მე გამოვაცხადებ, რომ ღმერთის ნებაზე უნდა ვიაროო, ხმას არ გამცემს პატრული? ესაა ჩვენი საგანგებო მდგომარეობა? ამის გამოა ხალხს რომ მოჩვენებები დაეწყო მარტო სახლში ჯდომით? რეებს გვეხუმრება ეს ხალხი? მასხრათ გვიგდებთ ბატონო ხელისუფლება და დიდად პატივცემულო ჯანდაცვა?”-  წერს რუსუდან გოცირიძე.

  • ხარს რომ ბუზი უბწკენს, მოიხედავს და აგრძელებს საქმეს, ასეთი მთავრობები ჰყოლია ,,ოცნებას”- წულუკიანი

    ხარს რომ ბუზი უბწკენს, მოიხედავს და აგრძელებს საქმეს, ასეთი მთავრობები ჰყოლია ,,ოცნებას”- წულუკიანი

    იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, მთავრობამ კორონავირუსთან ბრძოლაში უნარიანობა აჩვენა და ყოველთვის უნარიანი იყო.

    წულუკიანის თქმით, მიუხედავად უნარიანობისა, ,,ხარი რომ ხნავს მიწას და ბუზი უბწკენს, მოიხედავს და აგრძელებს საქმეს, აი, ასეთი მთავრობები ჰყოლია ქართულ ოცნებას” და მათზე გაბრაზებულა.

    ,,თუ ჩვენ იმას ვიტყვით, რომ მთავრობამ ახლა აჩვენა უნარიანობა, ეს ალბათ, უფრო გამოჩნდა, თორემ ქართული ოცნების ხელისუფლება, მე ვთვლი, რომ ყოველთვის იყო უნარიანი, უბრალოდ, ისე იყო, რაღაცნაირად, აი, ხარი რომ ხნავს მიწას და ბუზი უბწკენს, მოიხედავს და აგრძელებს საქმეს, აი, ასეთი მთავრობები ჰყოლია ქართულ ოცნებას და ხანდახან გავბრაზებულვარ კიდეც, რომ კი ბატონო, ეს ბუზია და გიბწკინა, მაგრამ ხომ უნდა გქონდეს უფრო ადეკვატური რეაგირება”,- განაცხადა წულუკიანმა იმედის ეთერში.

  • ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის გამო ერთ ღამეში შსს-მ 204 მოქალაქე დააჯარიმა

    ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის გამო ერთ ღამეში შსს-მ 204 მოქალაქე დააჯარიმა

    შსს-მ ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 706 ახალი ფაქტი გამოავლინა.

    1 აპრილის 21 საათიდან 2 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის გამო მთელ ქვეყანაში 204 მოქალაქე დააჯარიმეს.

    გარდა ამისა, პოლიციამ საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო 75 მოქალაქე დააჯარიმა.

    შსს-ს ინფორმაციით, ასევე დაჯარიმდა 1 ფიზიკური და 1 იურიდიული პირი ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე, ხოლო თვითიზოლაციის წესების დარღვევის 10 ახალი ფაქტი გამოვლინდა. ასევე, სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 415 პირი დააჯარიმეს.

    შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.

    შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვები.