Category: ჯანმრთელობა

  • დუნდულებზე სტრიები ნაკლი აღარ არის

    {{ARTICLEIMAGE}}პაკისტანელ მხატვარ ქალს, სარა შაკელს ინსტაგრამზე 600 000 ზე მეტი გამომწერი ჰყავს. ის თავისი უჩვეულო იდეით გახდა პოპულარული – ყოველ ფოტოს სარა “ბრილიანტის“ კრისტალებით ალამაზებდა და ჩვეულებრივ პეიზაჟებს და პორტრეტებს თანამედროვე ხელოვნების ნიმუშად აქცევდა.

    ბოლო დროს სარამ ინსტაგრამში ახალი ექაუნთი Glitterstretchmarks ჩაუშვა . ეს არა მხოლოდ დამუშავებული ფოტოების ახალი სერიაა, არამედ მთელი სოციალური პროექტი, რომლის მიზანია ქალებს საკუთარი სხეულის შეყვარებაში დაეხმაროს. სარამ ჰეშთეგის – #glitterstretchmarks ქვეშ ასობით ფოტო დადო, რომლებზეც გოგონების სხეულზე არსებული სტრიები ბრჭყვიალა ფხვნილით არის ხაზგასმული და ნაკლის ნაცვლად სამკაულივით გამოიყურება.

    პროექტმა უკვე გამოიწვია სოციალური ქსელებში მოწონება: ქალები მადლობას უხდიან სარა შაკელს იმის გამო, რომ ახლებურად შეახედა საკუთარ სხეულს და სხვაგვარად დაანახა ის, რაც ადრე პრობლემად მიაჩნდათ და კომპლექსდებოდნენ.

    View this post on Instagram

    A post shared by Glitterstretchmarks (@glitterstretchmarks) on Oct 2, 2018 at 2:38pm PDT

    View this post on Instagram

    A post shared by Sara Shakeel (@sarashakeel) on Mar 5, 2018 at 2:50am PST

    View this post on Instagram

    A post shared by Sara Shakeel (@sarashakeel) on Aug 13, 2018 at 7:45am PDT

  • ჰოლივუდელი კოსმეტოლოგის ათი რჩევა: იდეალური კანი ნებისმიერ ასაკში

    ჰაროლდ ლანსერის სახელს ჰოლივუდში ყველა იცნობს. ის თვლის, რომ ნებისმიერ ასაკში იდეალური კანის შენარჩუნება ძნელი არ არის. ვარსკვლავების კოსმეტოლოგს, ექიმ დერმატოლოგს და ვიქტორია ბექჰემის, კიმ კარდაშიანის, ბიონსეს და სხვა ვარსკვლავების პირად კონსულტანტს თავის მოვლის კოსმეტიკის საკუთარი ბრენდიც აქვს. წერს ბესტსელერებს კანის მოვლის ანტი ასაკობრივ სენსაციურ მეთოდებზე. მისი წყალობით ჯენიფერ ლოპესი და სკარლეტ იოჰანსონი წლიდან წლამდე უკეთესად გამოიყურებიან, ვიდრე ახალგაზრდობაში. გთავაზობთ ვარსკვლავური დერმატოლოგის ათ რჩევას – როგორ შევინარჩუნოთ სილამაზე და ახალგაზრდობა ნებისმიერ ასაკში.


    ყოველდღიური პილინგი

    რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, ექიმი ლანსერი არ ეთანხმება კოლეგებს, რომლებიც ამტკიცებენ რომ ხშირი პილინგი აზიანებს ეპიდერმისს და კანის დამცავ შრეს ანადგურებს. პირიქით, თავის ყოველ ლექციას ის იწყებს სიტყვებით, რომ იდეალური კანისკენ მიმავალი გზა ყოველდღიური პილინგით იწყება. მისი თქმით ექსფოლიაცია და უფრო ღრმა აშრევების პროცედურები ჯანსაღი და ახალგაზრდა სახის კანის საწინდარია. მიუხედავად იმისა, რომ ამ მეთოდთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა, კოსმეტოლოგის პაციენტები ამ მეთოდით და შედეგით კმაყოფილები არიან.

    60 წამის წესი

    დერმატოლოგის რჩევით დამატენიანებელი კრემი კანზე დაბანიდან მალევე, ერთი წუთის განმავლობაში უნდა წაისვათ. ასეთ დროს კანსა და კრემს შორის უფრო მეტი ტენი ნარჩუნდება. წინააღმდეგ შემთხვევაში კანის ზედაპირიდან წყალი ორთქლდება და დატენიანება ნაკლებ ეფექტური იქნება.



    დაივიწყეთ ღრუბელი და ბამბა


    ჰაროლდ ლანსერი გვირჩევს საერთოდ არ გამოვიყენოთ სახის გასაწმენდად ბამბის ფირფიტები: ისინი უფრო მეტს შეიწოვენ, ვიდრე გასცემენ და ძვირადღირებული კოსმეტიკის არაეკონომიურ ხარჯვას იწვევენ. ჯობს სახის ტონიკით პირდაპირ ჩამოიბანოთ სახე. ტონალური კრემი კი ყოველგვარი ღრუბლების და ფუნჯების გარეშე, პირდაპირ გაინაწილეთ სახეზე თითებით.

    შამპუნი სახისთვის


    რა თქმა უნდა უცნაურად ჟღერს, მაგრამ ექიმმა იცის რაზეც ლაპარაკობს: სახის გაღიზიანებისგან ქერტლის შამპუნი დაგიცავთ. მის შემადგენლობაში ხომ ყოველთვის არის თუთია.
    ეს  მგრძნობიარე კანის პატრონებსაც ეხება.

    წყლის ტემპერატურ



    მნიშვნელოვანია ოთახის ტემპერატურის წყალი დალიოთ და ამავე ტემპერატურის წყლით დაიბანოთ სახე. ასეთ შემთხვევაში კანი ნაკლებად კარგავს ტენს და აღარ გამოიყურება მოდუნებულად.

    ბიუთი დეტოქსი



    კვირაში ერთხელ აუცილებელია განტვირთვის დღე მოაწყოთ მაკიაჟის გარეშე, ანუ 24 საათის განმავლობაში სახეზე მაკიაჟი არ გაიკაროთ. მხოლოდ დამატენიანებელი და მკვებავი კრემი.

    გაიხეხეთ კბილები საუზმემდე

    ჰაროლდ ლანსერი აღნიშნავს, რომ მათი კანი ვინც ამ წესს იცავს ბევრად უკეთ გამოიყურება ვიდრე მათი, ვინც ამ წესს არ ცნობს. საქმე მარტვადაა: პირველი საკვების მიღებამდე კბილების გახეხვის შემთხვევაში არ მოგიწევთ საკვებთან ერთად იმ უამრავი ბატერიის მირთმევა, რომლებიც პირის ღრუში ღამის განმავლობაში დაგროვდა.


    აკონტროლეთ მიმიკა



    ექიმის თქმით ნაოჭების და ტუჩცხვირის ღარები გაჩენას ძირითადად უკონტროლო მიმიკა აპროვოცირებს. ტუჩების კვნეტა, მათი მოკუმშვის მანერა ან მაგალითად სელფისთვის პოპულარული ტუჩების წინწამოწევა – ეს ყველაფერი უარყოფითად აისახება სახის კანზე.


    SPF ფაქტორი

    ვარსკვლავური დერმატოლოგი გვირჩევს, დიდად ნუ გაგიტაცებთ SPF დაცვა. ანუ თუ დამატენიანებელი კრემი უკვე შეიცავს ულტრაიისფერ დაცვას, არ ღირს ტონალური კრემიც SPF დაცვით იყოს – ის კანისთვის დამატებით დატვირთვად იქცევა, რადგან უფრო მყარი ტექსტურა აქვს. იდეალურია, თუ ყოველდღიური მოხმარებისთვის კომბინირებული საშუალებების ისეთ მსუბუქ ფორმულებს გამოიყენებთ, როგორიცაა BB და CC კრემები, რომლებიც კანს ატენიანებენ კიდევაც და დაფარვასაც უზრუნველყოფენ.

    ეპილაცია და პარსკვა “მშრალად“

    კოსმეტოლოგი ეპილაციის წინ ალკოჰოლის მიღებას გვიკრძალავს. ერთმა ჭიქა ღვინომაც კი შესაძლოა პორცედურის ეფექტურობა შეამციროს და ტკივილის შეგრძნება გააძლიეროს. ლანსერი გვირჩევს ფეხის გაპარსვას მშრალად, თუმცა წინასწარ კანის სკრაბით დამუშავებას. ეპილაციის შემდეგ კი კანზე ზეთის ან კრემის წასმას. ამგვარად თავიდან აიცილებთ კანის გაღიზიანებას და თმის ჩაზრდას კანში.


  • როდის არის ფეხმძიმობა საშიში და რამდენი ბავშვის გაჩენაა ქალისთვის რეკომენდირებული

    არსებობს ორი მოსაზრება, რომლებიც ერთი შეხედვით ერთმანეთს ეწინააღმდეგება. ერთის მიხედვით ბავშვის გაჩენა ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. მეორე მოსაზრების თანახმად კი ფეხმძიმობა და მშობიარობა ორგანიზმს ასუსტებს. რომელია აქედან მართალი და რამდენი შვილის გაჩენაა ქალისთვის რეკომენდირებული.

    {{ARTICLEIMAGE}}

    სპეციალისტები ერთხმად აღნიშნავენ, რომ ბავშვის გაჩენა ქალის ორგანიზმისთვის აუცილებელია. ფეხმძიმობა და მშობიარობა ქალის იმუნიტეტის და ტონუსის უძლიერესი აქტივატორია. ეს პროცესი ქალის ორგანიზმის ყველა ფარული რეზერვის მობილიზებას იწვევს, ხელს უწყობს ჯანმრთელობას და სიცოცხლის ხანგრძლივობას.  ექიმების ნაწილის აზრით ქალის ორგანიზმი სამი–ოთხი შვილის გაჩენაზეა “გათვლილი“ და თუ ეს არ ხდება, ჩნდება სხვადასხვა დისბალანსი ორგანიზმში და გარკვეული დაავადებებიც.

    თუმცა ცალსახა პასუხი კითხვაზე,, რამდენი ბავშვის გაჩენა ჯობს ქალის ორგანიზმისთვის არ არსებობს. ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. სხვადასხვა ქალი სხვადასხვაგვარად იტანს ფეხმძიმობას და მშობიარობას. ზოგი ხუთ–რვა შვილს აჩენს და ეს მათ ჯანმრთელობაზე უარყოფითად არ აისახება, ზოგი კი ერთი შვილის გაჩენის შემდეგაც დიდხანს ვერ ახერხებს ძალების აღდგენას. ყველაფერი ინდივიდუალურია.

    რა პერიოდულობით შეიძლება ბავშების გაჩენა

    თეორიულად ქალი შესაძლოა ახალი ფეხმძიმობისთვის მშობიარობიდან ორ–სამ თვეში იყოს მზად. ზოგიერთს სჯერა, რომ ძუძუთი კვების დროს დაფეხმძიმება შეუძლებელია, თუმცა სწორედ ამას შეყავს შეცდომაში ბევრი დედა და მოულოდნელად ფეხმძიმდება. ხშირად შეგხვდებათ ერთ წელს დაბადებული და–ძმა, რაც ზემოთმოყვანილ მითს აცამტვერებს.

    სიტუაცია შესაძლოა გართულდეს, თუ წინა ჯერზე ქალმა საკეისრო კვეთით იმშობიარა. თუ დაფეხმძიმება საკეისრო კვეთის შემდეგ პირველ ექვს თვეში მოხდა, ამ შემთხვევაში ყველაფერი ნაკერის მდგომარეობაზეა დამოკიდებული. არ არის გამორიცხული, ფეხმძიმობის დიდი ნაწილის გატარება ქალს სტაციონარში მოუწიოს, რომ ნაკერი არ გაიხსნას. იდეალურ შემთხვევაში საკეისრო კვეთის შემდეგ დაფეხმძიმება 1.5–2 წელი არ არის სასურველი.

    ნორმალურ ვითარებაში ქალის ორგანიზმი ბუნებრივი გზით მშობიარობის შემდეგ 2–3 წელში ახერხებს სრულად  აღდგენას. ყოველი  შემდგომი მშობიარობა კი აღდგენის პერიოდს ახანგრძლივებს. თუ ქალი შვილების გაჩენას კიდევ აპირებს, სწორი ცხოვრების წესი უნდა აირჩიოს: თავი არიდოს ზედმეტ დატვირთვას სამსახურში და სახლში, დაკავდეს სპორტით, იკვებოს ჯანსაღი საკვებით და მიიღოს ვიტამინები.


    რატომ არის საშიში ხშირი მშობიარობა

    ხშირი ფეხმძიმობა და მშობიარობა ორგანიზმისთვის დიდი სტრესია, რადგან ფეხმძიმობის პერიოდში ინტენსიური ჰორმონალური გადაწყობა ხდება. თუ ფეხმძიმობა ხშირია, ეს ენდოკრინული დარღვევების და შინაგანი ორგანოების პრობლემების გამომწვევი შეიძლება გახდეს. ეს შეიძლება საშიში იყოს როგორც დედისთვის, ასევე ბავშვისთვისაც. არსებობს რიგი პათოლოგიები, რომელთა შემთხვევაში მშობიარობა საერთოდ აკრძალულია ან ნებადართულია მხოლოდ გარკვეული დათქმით. მათ შორის არის  მაგალთად მეორე ხარისხის შაქრიანი დიაბეტი. ამ დაავადების დროს არ არის რეკომენდირებული ერთზე მეტი ბავშვის გაჩენა. ფეხმძიმობის დროს კი მომავალი დედა ზუსტად უნდა დაემორჩილოს ექიმების რეკომენდაციებს.  არასასურველი პროცესების განვითარების რისკს ზრდის როგორც მეტისმეტად ადრეული, ასევე გვიანი ფეხმძიმობა. როგორც ექიმები ამტკიცებენ,  ზოგადად, ფეხმძიმობისთვის ოპტიმალური ასაკი20–30 წელია.

    რა თქმა უნდა,  წინა საუკუნეებში ქალები იმდენ შვილს აჩენდნენ, “რამდენსაც ღმერთი მისცემდა,“ ზოგჯერ ყოველ წელს – 17–18 წლის ასაკიდან მენოპაუზამდე. იმ დროს ეს გარდაუვალი იყო, რადგან მაღალი იყო ბავშვთა სიკვდილიანობა, არ არსებობდა ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები.  გარდა ამისა, ჩვენი წინაპრები ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებს მიირთმევდნენ და არა ქიმიას, უფრო ხშირად ინფექციით კვდებოდნენ, ვიდრე კიბოთი ან ათეროსკლეროზით. თუმა ხშირი მშობიარობა საკმაოდ უარყოფითად აისახებოდა ქალის ორგანიზმზე და ჯანმრთელობაზე. ორმოცი წლის ასაკში ქალები მოხუცებივით გამოიყურებოდნენ. მათ უწევდათ ბავშვების გაზრდა, სახლის მოვლა, ზოგჯერ ფიზიკური შრომა ოჯახურ მეურნეობაში. ახლა კი 40 წლის ქალებს ასაკს საერთოდ ვერ შეატყობ.

    რისკჯგუფები

    ხანგრძლივი კვლევების შედეგად ექიმები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ქალისთვის ფეხმძიმობის და მშობიარობის ოპტიმალური რაოდენობა ორიდან ოთხამდეა. მეცნიერთა ერთი ჯგუფი 37 წლის მანძილზე აკვირდებოდა 45 000 ქალს და მივიდა დასკვნამდე, რომ დედებში, რომლებმაც მხოლოდ ერთი შვილი გააჩინეს ნაადრევი სიკვდილის რისკი 3.7% იყო.   მათში კი ვინც 5 –9 შვილი გააჩინა – 13.5%.  მათ შორის, ვინც 2–4 შვილი გააჩინა ნაადრევი სიკვდილის რისკი მინიმალურია.  გარდა ამისა, მრავალშვილიან დედებს უფრო ხშირად უვითარდებოდათ სიმსივნე, დიაბეტი, გულ–სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები. თუმცა უნდა ითქვას, რომ პირდაპირი ურთიერთკავშირი ამ დაავადებებსა და მშობიარობის რაოდენობას შორის ჯერჯერობით არ დადგენილა.

    მოკლედ, საშუალოდ ქალისთვის უსაფრთხო და რეკომენდირებულია სამჯერ მშობიარობა. თუმცა ყველაფერი რა თქმა უნდა ინდივიდუალურია და კონკრეტულ გარემოებებზეა დამოკიდებული.

  • საქართველოში გრიპის ვირუსით ბავშვის გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

    {{ARTICLEIMAGE}}’
    გრიპის ვირუსით 10 თვის ბავშვი გარდაიცვალა – ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროში ადასტურებენ. უწყებაში აცხადებენ, რომ გრიპის ვირუსის გარდა, ბავშვს წითელაც ჰქონდა. 

  • მითები და რეალობა პლასტიკურ ქირურგიაზე. საუკეთესო პლასტიკური ქირურგების რჩევები

    {{ARTICLEIMAGE}}ხანდახან ქირურგები ფიქრობენ, რომ ჭკუიდან შეიშალეთ


    ყბა–სახის პლასტიკური ქირურგის, ამერიკის პლასტიკურ ქირურგთა აკადემიის მოქმედი პრეზიდენტის, ედვინ უილიამსის თქმით მას ხშირად მიმართავენ კითხვით, “რამის შესწორება ხომ არ მჭირდება აი აქ, და აი აქ,“ როდესაც ეს სრულიად არ არის საჭირო. ვიღაც ცხვირის კეხის გამო ნერვიულობს, ვიღაც ყურის ფორმის გამო. არადა, თავად ამ “ნაკლის“ პატრონის გარდა ამ დეტალებს ვერავინ ამჩნევს. “ყველაზე სასაცილო ის არის, როცა ვეკითხები ხედავენ თუ არა ჩემს სახეზე რამე დეფექტს, დიდხანს მაკვირდებიან და ვერაფერს პოულობენ. არადა ასიმეტრიული ქვედა ყბა მაქვს, თანაც რამდენიმე სანტიმეტრიანი ასიმეტრია მაქვს. ხალხო, მოეშვით საკუთარი თავის ტანჯვას. სინამდვილეში არავის აინტერესებს თქვენი სახის პროპორციები.“ – ამბობს გამოცდილი პლასტიკური ქირურგი.

    რა ვუშველოთ ცელულიტს


    ყველაზე ხშირად ქალებს აინტერესებთ, როგორ უშველონ ცელულიტს. პროფესიონალების უმეტესობა ამბობს, რომ ცელულიტის სამკურნალოდ საიმედო და გარანტირებული საშუალებები არ არსებობს. თუმცა კომპლექსური მიდგომა – სწორი კვება, რეგულარული ვარჯიში და სხვადასხვა კოსმეტიკური საშუალებები ამ პრობლემას ნაწილობრივ აგვარებს და პრევენციასაც ახდენს.

    “როცა ნაცნობები მეკითხებიან, შეიძლება თუ არა ცელულიტს რამე მოუხერხონ, იძულებული ვარ ვუპასუხო რომ არა. პოპულარული მკურნალობა ინვაზიური ლაზერის გამოყენებით რამდენიმე ათასი დოლარი ღირს. ამასთან არსებოს უმნიშვნელო, მაგრამ მაინც , რისკი, რომ ის ორგანიზმში ინფექციას შეიტანს. ასეთი მკურნალობის შედეგები კი არც ისე შთამბეჭდავია. ჯობს ეს ფული კარგ კვებაზე და სავარჯიშო დარბაზზე დახარჯოთ.“ – აღიარებს ამერიკის პლასტიკურ ქირურგთა საბჭოს წევრი, პლასტიკური ქირურგი მერილენდა ბარი კოენი.

    იძინეთ ზურგზე

    ეს საუკეთესოა, რაც თქვენი სახისთვის შეიძლება გააკეთოთ. თუ გვერდულად ან მუცელზე გძინავთ, უფრო ღრმა მიმიკური ნაოჭები გაგიჩნდებათ, განსაკუთრებით ტუჩების გარშემო. თუმცა, ვინაიდან ღამით მაინც წრიალებთ და აქეთ–იქით ტრიალდებით, თქვენი უხეში თეთრეული რაც შეიძლება ნაზი თეთრეულით შეცვალეთ, რომელიც სახის კანზე ღამის განმავლობაში ხაზებს არ დაგამჩნევთ. ეს არის რჩევა ფლორიდელი პლასტიკური ქირურგისგან, სახის პლასტიკური ქირურგიის ამერიკული აკადემიის ექს–პრეზიდენტისგან, ედვარდ ფარიორისგან.

    მუცლის პლასტიკა სერიოზული ოპერაციაა

    ბოლო დროს ძალიან პოპულარულია მშობიარობის შემდეგ ქირურგებისთვის მიმართვა მუცლის „გასაჭიმად„ და ქვედა მუცლიდან ცხიმის მოსაშორებლად. თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ ეს ჯადოსნური ჯოხის ერთი დაქნევით არ ხდება. ოპერაციის შემდეგ შეშუპებები მინიმუმ ერთი–ორი თვე გექნებათ, შრამების გაქრობას ერთი წელი სჭირდება. სავარჯიშო დარბაზში ფორმაში ჩადგომას იგივე დრო სჭირდება, ან უფრო ნაკლები – ამბობს პლასტიკური ქირურგი ოკლაჰომა სითიდან, ანურეტ ბაჯაი.

    ვირჩევთ მკერდს კატალოგიდან


    ენ ტეილორი, ოჰაიოს შატატის უნივერსიტეტის პლასტიკური ქირურგიის კათედრის დოცენტი ამბობს: “ვგიჟდები, როცა ჩემთან ჟურნალით მოდიან და მოდელზე მიმითითებენ: “აი, ასეთი მკერდი მინდა.“ დიახ, შეგვიძლია ნებისმიერი ფორმის იმპლანტი შევარჩიოთ, მაგრამ სხეულის აღნაგობის თავისებურებებიც გასათვალისწინებელია. თქვენი მკერდი რომელიმე ვარსკვლავის, ან მოდელის ზუსტი კოპიასავით შეიძლება გამოიყურებოდეს, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დანარჩენი პროპორციებიც შემთხვევა.“

    გეყოფათ მოწევა და გარუჯვა

    “ მყავდა პაციენტი, რომელმაც სახის რთული პლასტიკური ოპერაციისთვის მომმართა. ვუთხარი, რომ ხელს არ მოვკიდებდი, სანამ მოწევას არ დაანებებდა თავს და ამის შემდეგ ნახევარი წელი მაინც არ გავიდოდა. როცა ჩემთან მორიგ ჯერზე მოვიდა აღმოვაჩინეთ, რომ პროცედურების ნახევარი უკვე აღარ ჭირდებოდა. კანმა თვითონ დაიწყო ნორმალურ მდგომარეობაში დაბრუნება. იგივე შემიძლია ვუთხრა გარუჯვის მოყვარულებს. მზის სხივები ნიკოტინის მსგავსად თქვენს კანს აბერებს. ხილული ვიზუალური ასაკობრივი სხვაობა ერთი და იგივე ასაკის მწეველ და არამწეველ ქალს შორის დაახლოებით ათი წელია”.

    ლიპოსაქცია ვერასოდეს შეგიცვლით სპორტდარბაზს

    “მეკითხებიან, რამდენი კილოგრამის დაკლებაა შესაძლებელი ლიპოსაქციის შედეგად. და ეს ყველაზე დიდი შეცდომაა. ლიპოსაქცია – ეს კონტურული პროცედურაა, რომელიც თქვენი სილუეტის კორექტირებას აკეთებს და არა ჯადოსნური ჯოხი. ის მსუქანი ქალისგან ტანწერწეტა ქალს ვერ გააკეთებს. თუ ზღაპრულ შედეგებს გპირდებიან, ესეიგი გატყუებენ. ოპერაციით იმედგაცრუებულ ბევრ ადამიანს ვიცნობ. დაიმახსოვრეთ: წონას სწორი კვებით და ფიზიკური დატვირთვით დაიკლებთ. სხვა ვერაფერი გიშველით. ლიპოსაქციამ შესაძლოა ცოტა ზედმეტი ცხიმი მოგაშოროთ, მაგრამ მისი დახმარებით გახდომას ვერ შეძლებთ.“ – ამერიკის პლასტიკურ ქირურგთა საზოგადოების პრეზიდენტი, სკოტ ბრედლი გლასბერგი.

  • რა ემართება სხეულს ღამით ჭამისას

    {{ARTICLEIMAGE}}21 საუკუნეში ვცდილობთ ზედმეტი წონის პრობლემას გონივრულად მივუდგეთ: ვვარჯიშობთ, ჩვეულებრივ ნახშირწყლებს ვერიდებით, ვცდილობთ ხილი და ბოსტნეული მივირთვათ, რაციონი ვაკონტროლოთ. თუმცა ისინიც კი, ვინც კვების რაციონს ყურადღებით არჩევს, პატარა სისუსტეს ვერ ერევიან. ეს არის გვიანი ვახშამი. არადა სწორედ ეს “პატარა ცოდვა“ შეიძლება გახდეს საბედისწერო. ბევრი დიეტოლოგი გვირჩევს, საღამოს ექვსი სათის მერე არაფერი ვჭამოთ. ეს წესი უნივერსალური არ არის, მაგრამ მეცნიერების მიერ მართლაც დამტკიცებულია, რომ სწორედ ღამის საათებში გადამეტებული ჭამა იწვევს წონის მნიშვნელოვან მატებას. როგორ მუშაობს თქვენი ორგანიზმი და რა მოსდის სხეულს, როცა ღამით საკვებს მიირთმევთ.

    რატომ ვგრძნობთ შიმშილს განსაკუთრებით მწვავედ ღამის საათებში

    დიეტაზე ყოფნისას ნებისყოფა ყველაზე ხშირად საღამოს გვიმტყუნებს ხოლმე. ამას სამი მიზეზი აქვს:
    1. ფიზიოლოგიური, ანუ მარტივად რომ ვთქვათ საკვების ნაკლებობა დღის განმავლობაში.
    2. ფარული შიმშილი. დაუბალანსებელი კვება დღის განმავლობაში ორგნაიზმში საკვები ნივთიერებების უკმარისობას იწვევს.
    3. ფსიქოლოგიური, როცა უბრალოდ სტრესის მოსახსნელად ვჭამთ.

    როგორ მოქმედებს ღამით კვება ორგანიზმზე

    ღამით, როგორც წესი ადამიანს სძინავს, ამიტომაც ორგანიზმი მშვიდ რეჟიმზეა გადართული. და აი, უცებ კუჭში ხვდება მაგალითად, სტეიკი შემწვარი კარტოფილით და სალათით, თან შესაძლოა ღვინოც მიჰყვეს. პრაქტიკულად მიძინებული ნაწლავი მთელი ძალით ცდილობს, მაგრამ ვერ ახერხებს ასეთი მოცულობის საკვებს გაუმკლავდეს. საკვების სათანადოდ მონელება ვერ ხერხდება, წვრილი ნაწლავის კედლები მის შეწოვას ვერ ახერხებს, მსხვილ ნაწლავში კი პათოგენური მიკროფლორის ზემოქმედებას ექვემდებარება, რაც ტოქსინების გამოყოფას იწვევს. ორგანიზმი წვალობს და თქვენც თავს არცთუ კარგად გრძნობთ. უფრო მეტიც, ნახშირწყლოვანი პროდუქტების სიჭარბე ღამის პერიოდში დიდი რაოდენობით ინსულინის გამოყოფას იწვევს, ღვიძლში და ცხიმოვან ქსოვილებში შაქრის გადანაწილების პროცესი ირღვევა და ორგანიზმში ცხიმის დაგროვება ხდება.

    როგორ არ დავუშვათ ღამით ზედმეტი საკვების მიღება

    1. დაბალანსებულად იკვებეთ დღისით. დაახლოებით ხუთჯერ, მცირე ულუფებით.
    2. გაამრავალფეროვნეთ რაციონი და ყურადღება მიაქციეთ მიღებული ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, მაკრო და მიკროელემენტების რაოდენობას.
    3. მოძებნეთ სტრესთან ბრძოლის ალტერნატიული ხერხები: საღამოს გასეირნება, სპორტი, იოგა, სერიალის ყურება, ინტერნეტით რამე თავშესაქცევის ნახვა და ა.შ.

    რა შემთხვევაში შეიძლება ღამით ჭამა

    ყველას როდი ჭირდება საღამოობით კვების მკაცრად შეზღუდვა. რამდენიმე წლის წინ მეცნიერებმა ისრაელიდან კვლევის შედეგად დაადგინეს, რომ ადამიანები, რომლებიც საღამოს რვა საათის შემდეგ გემრიელად ვახშმობენ, ხშირად ზედმეტ კილოგრამების უფრო სწრაფად იკლებენ, ვიდრე ისინი, ვინც ნოყიერ ადრეულ ვახშამს მიირთმევს, თუმცა 18 საათის შემდეგ აღარ ჭამს. უნდა აღინიშნოს, რომ ისინი, ვინც ძილის წინ ჭამენ, როგორც წესი, მანამდე არ ვახშმობენ და დღის განმავლობაში არც ისე ბევრს ჭამენ. ანუ გვიანი ვახშმის კალორიულობა დღის რაციონის ენერგეტიკულ ღირებულებას არ აღემატება. მარტივად რომ ვთქვათ, თუ ვახშამს ვერ ასწრებთ, შეგიძლიათ ის რამდენიმე საათით გვიან გადაწიოთ ისე, რომ ფიგურას ზიანი არ მიაყენოთ. თუმცა უნდა გახსოვდეთ, რომ ძილის წინ სასარგებლოა ისეთი პროდუქტების მიღება, რომლებიც ადვილად მოსანელებელ ცილებს შეიცავენ, რათა ინსულინის მერყეობა აიცილოთ თავიდან და მშვიდად დაიძინოთ.

  • ზამთრის დეპრესია თვალის ფერზეა დამოკიდებული

    {{ARTICLEIMAGE}}როგორც წესი, ადამიანები, განსაკუთრებით ჩრდილოეთ განედებზე მცხოვრებნი, ზამთრის პერიოდში თავს მოდუნებულად და დათრგუნულად გრძნობენ . ცივი ამინდი და მოკლე დღე, ანუ სინათლის ნაკლებობა კარგი განწყობის შექმნას და მხნეობას ნამდვილად არ უწყობს ხელს. თუმცა, როგორც სამხრეთ უელსის უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაადგინეს, ე.წ. ზამთრის დეპრესიის სიმძლავრეს დიდწილად თვალის ფერი განსაზღვრავს.

    ერთ–ერთი თეორიის თანახმად, სეზონურ დეპრესიას ორგანიზმში ჰორმონების – სეროტონინის და მელატონინის დისბალანსი იწვევს. სეროტონი ადამიანებს ენერგიით ავსებს, მელატონინი კი პირიქით, ძილს იწვევს. თუ ორგანიზმში მელატონინი ჭარბობს, ადამიანი აპათიური ხდება.

    ეს ჰორმონი დღე–ღამის ბნელ მონაკვეთში გამომუშავდება. ამიტომაც, როდესაც დღე მოკლდება, ძილი უფრო მეტად გვინდება. ბრიტანელი მკვლევარების მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით მომეტებული ძილიანობა უფრო მეტად მუქი ფერის თვალის მქონე ან მწვანეთვალება ადამიანებს აწუხებთ, ვიდრე ნაცრისფერ ან ცისფერთვალებს.
    ამის მიზეზი მეცნიერთა აზრით იმაშია, რომ ღია ფერის თვალი, რომელიც ნაკლებ პიგმენტს შეიცავს, სინათლის მიმართ უფრო მგრძნობიარეა. სინათლე კი, თვალის ბადურაზე მოხვედრის შესახებ ტვინის ჰიპოთალამუსში იმპულსებს გზავნის, რომლებიც ძილის ჰორმონის გამოყოფას არეგულირებს. მუქთვალიანი ადამიანების თვალის ბადურამდე მისაღწევად კი უფრო მეტი “სინათლეა საჭირო. “ შესაბამისად, ძილის ჰორმონის გამოყოფა ნაკლებად ექვემდებარება რეგულირებას.

    შემთხვევითი არ არის, რომ ცისფერთვალა ხალხი უფრო მეტად დედამიწის ჩრდილოეთ ნაწილში ცხოვრობს. ცისფერი თვალები სკანდინავიურ სახელმწიფოებში, რომლებიც ეკვატორიდან შორს მდებარეობენ, ჩვეულებრივი ამბავია. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ასეთმა მუტაციამ ჩრდილოეთის მაცხოვრებლებს საშუალება მისცა უფრო მეტი “სიმხნევის ჰორმონი გამოემუშავებინათ“.

  • 5 პროდუქტი რომლის მიღება ყველა ქალისთვის აუცილებელია

    რა უნდა მივირთვათ, რომ სილამაზე და ჯანმრთელობა დიდხანს შევინარჩუნოთ

    კარგი გარეგნობა, ჯანმრთელობა, კარგი განწყობა და ენერგიულობა დიდ წილად არის დამოკიდებული კვების რაციონზე. გთავაზობთ პროდუქტების მოკლე სიას, რომლებიც ქალის ორგანიზმისთვის აუცილებელია.

    1. რძის პროდუქტები

    {{ARTICLEIMAGE}}

    ყველი და იოგურტი აუცილებელი საფუძველია ფრანგი ქალების რაციონისთვის, რომლებიც ბუნებრივი სილამაზით, ელეგანტურობით და დახვეწილი სხეულით გამორჩევიან. საქმე იმაშია, რომ ყველა რძის პროდუქტის მთავრი მიკროელემენტია კალციუმი. ის აუცილებელია ორგანიზმისთვის, რათა ჯანმრთელი კბილები, თმა და ფრჩხილები შეინარჩუნოთ. კალციუმი ასევე ამაგრებს ძვლებს, რაც იმას ნიშნავს რომ მისი უკმარისობისას ზურგის და კუნთების პრობლემა ჩნდება, შესაბამისად კი წელში გამართული და დახვეწილი სიარული შეუძლებელია. თუ ლაქტოზა თქვენთვის არ შეიძლება, შეგიძლიათ რაციონში ტოფუ, ანუ სოიოს ხაჭო და თხილი ჩართოთ. ეს პროდუქტებიც მდიდარია კალციუმით.

    2. წითელი თევზი

    ცხიმიანი თევზის სახეობები ქალის ორგანიზმისთვის შეუცვლელ ომეგა3 –ის მჟავებს შეიცავს. სწორედ ეს ნივთიერებები განაპირობებენ კანის ელასტიურობას და უჯრედის მემბრანას დაზიანებისგან იცავენ. ამგვარად, მენიუში წითელი თევზის ჩართვით ნაადრევი ნაოჭების გაჩენისგან თავს დაიცავთ და სახის ოვალის ფორმას დიდხანს შეინარჩუნებთ. დიეტოლოგები გვირჩევენ სიომგა და ვარდისფერი ორაგული მინიმუმ კვირაში ორჯერ მიირთვათ.

    3. C ვიტამინით მდიდარი პროდუქტები

    კივი, ციტრუსი, მოცვი, ბულგარული წიწაკა – აი მთავარი პროდუქტები ქალის სილამაზისთვის. ისინი C ვიტამინით არის მდიდარი. სწორედ ეს ვიტამინია პასუხისმგებელი კანის სიმკვრივესა და სიჯანსაღეზე. გარდა ამისა, C ვიტამინი იმუნური და ნერვული სისტემების მუშაობაში მონაწილეობს, შესაბამისად ორგანიზმის დაცვით ფუნქციებს აძლიერებს.

    4. ბროკოლი

    მეცნიერებმა დაადგინეს, რომ B ვიტამინების ჯგუფის შემცველობის გამო ბროკოლი ნერვულ სისტემაზე დადებითად მოქმედებს და ორგანიზმში მავნე ბაქტერიების გამრავლებას უშლის ხელს. ამ ბოსტნეულის რეგულარული გამოყენება მთელი ორგანიზმის ფუნქციონირებას აუმჯობესებს და ახალგაზრდობას ახანგრძლივებს. ქალებისთვის ბროკოლის მინიმუმ კვირაში ორჯერ მიღებაა რეკომენდირებული.

    5. მწარე შოკოლადი

    დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია: შოკოლადი ქალისთვის სასარგებლო და შეუცვლელი პროდუქტიც კია. მის შემადგენლობაში შედის მაგნიუმი, მარგანეცი, სპილენძი, თუთია და ფოსფორი. ეს მინერალები ძვლის ქსოვილის გამყარებას უწყობენ ხელს. გარდა ამისა, ჰორმონალურ ფონს არეგულირებენ. თუმცა ექიმები გირჩევენ, მეტისმეტი არ მოგივდეთ და დღეში მხოლოდ 25 გრამი შოკოლადით შემოვიფარგლოთ.

  • დეტოქს კოქტეილი ახალი წლის დღეებში ფორმის შესანარჩუნებლად

    საახალწლო წვეულებების და ჭარბი საკვების მიღების შემდე შემდეგ დილაობით ჯობს საკვების ნაცვლად ჯობს ხილის და ბოსტნეულის ახალდაწურული წვენები მიირთვათ.

    აი, ერთ–ერთი დეტოქს კოქტეილი, რომელიც უზმოზე უნდა დალიოთ. ის ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს და ორგანიზმის გაწმენდას უწყობს ხელს. მის მოსამზადებლად თბილი წყლის ჭიქაში ნახევარი ლიმონი ჩაწურეთ და ერთი ნაჭერი წვრილად დაჭრილი ჯანჯაფილი ჩაყარეთ. მოურიეთ და ნელ–ნელა დალიეთ.

    კიდევ ერთი ნაყენი, რომელიც ნაახალწლევს ორგანიზმის დეტოქსიკაციაში დაგეხმარებათ, კიტრის წყალია. მის მოსამზადებლად საჭიროა:
    1 კიტრი
    1 ჯანჯაფილი
    1 ლიმონი
    1 კონა პიტნა
    5–6 ყინულის ნატეხი
    ეს ყველაფერი ბლენდერით დააქუცმაცეთ, კარგად აურიეთ და მთელი დღის განმავლობაში სვით.

  • საახალწლო რისკები. როგორ მოვიქცეთ, რომ დღესასწაულებზე ვენების პრობლემა არ გაგვირთულდეს

    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვარიკოზი ცივილიზაციის დაავადებათა სიაში შეიტანა. ეს არც არის გასაკვირი თუ გავითვალისწინებთ, რომ განვითარებულ ქვეყნებში ქალების 23–33 % და კაცების 10–20% ამ დაავადებით იტანჯება და მათი რიცხვი სტაბილურად იზრდება.

    {{ARTICLEIMAGE}}

    ის, რომ ცხოვრების უძრავი წესი და არასწორი კვება პრობლემას აღრმავებს ყველამ იცის. თუმცა პროფილაქტიკაზე ნაკლებად თუ ზრუნავს ვინმე. სისხლძარღვები განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში ახალი წლის დღესასწაულების დროს ვარდება, როცა ადამიანი სრულიად მოდუნებულია, ნაკლებად მოძრაობს, ბევრს ჭამს – მათ შორის ძირითადად არაჯანსაღ საკვებს – და თან ალკოჰოლსაც აყოლებს. როგორ ავიცილოთ თავიდან საახალწლო პერიოდში ვენების პრობლემა.

    ნეგატიური ფაქტორები

    ვარიკოზული ვენების პრობლემას ორი ძირითადი მიზეზი იწვევს: მემკვიდრეობითი მიდრეკილება, ანუ გენეტიკურად განპირობებული სისხლძარღვების სისუსტე და არაკეთილსასურველი გარე ფაქტორები, რომლებიც ვენების გაგანიერების პროვოცირებას იწვევს. ეს ფაქტორები საახალწლო პერიოდში მომეტებულად გვხვდება.

    ფაქტორი პირველი: ხანგრძლივი ჯდომა

    საახალწლო ქეიფი და დროსტარება საქართველოში 31 დეკემბერს იწყება და დიდხანს გრძელდება – საშობაო დღეების და ძველით ახალი წლის ჩათვლით. გამოდის, რომ 31 დეკემბრიდან მოყოლებული არაერთ საათს ვატარებთ სუფრასთან მსხდომნი. ხანგრძლივი ჯდომის დროს ფეხის ვენებში სისხლის მიმოქცევა რთულდება და ვარიკოზული დაავადებების გართულების საფრთხე იზრდება.

    ფაქტორი მეორე: დიდი რაოდენობით საკვების მიღება

    სავსე კუჭი ინტრაპერიტონალურ წნევას ზრდის და ქვედა კიდურებიდან სისხლის მიწოდებას აუარესებს.
    ფაქტორი მესამე: წონის მომატება დღესასწაულების პერიოდში
    დღესასწაულების პერიოდში როგორც წესი წონაში რამდენიმე კილოგრამს ვიმატებთ. ჭარბწონიანი ადამიანებს ვარიკოზული დაავადება უფრო მეტად აწუხებთ, რადგან სისხლძარღვების შიდა წნევა მნიშვნელოვნად იმატებს, რაც ვენების სარქველური აპარატის არასრულფასოვან განვითარებას იწვევს.

    როგორ მოვიქცეთ, რომ ვენების დაავადება არ გაგვირთულდეს:

    1. ნუ გადატვირთავთ კუჭს. მიირთვით საკვები პატარა პორციებით
    2. მიიღეთ ბევრი ბოჭკოვანი საკვები.
    3. არ დაუშვათ კუჭში შეკრულობა. ის უკანა ტანის სისხლძარღვებში წნევის მომატებას იწვევს.
    4. დასვენების დღეებში ქეიფთან ერთად ფიზიკური აქტივობისთვისაც გამონახეთ დრო. სიარული, ცურვა, მსუბუქი სირბილი თქვენს სადღესასწაულო გრაფიკს ნამდვილად არ დააზიანებს.
    5. თუ ხანგრძლივი ქეიფი გელით ეცადეთ სუფრის წევრებს აქტიური გართობა შესთავაზოთ: ცეკვა, მოძრავი თამაშები, კონკურსები.

    და ბოლოს: ნუ დაგავიწყდებათ, რომ ახალი წლის სადღესასწაულო დღეების შემდეგ ცხოვრება ჩვეულებრივად გრძელდება და ამ პერიოდში ორგანიზმისთვის მიყენებული ზიანის გამოსასწორებლად შესაძლოა დიდი ძალისხმევა დაგჭირდეთ. ამიტომ, ჯობს თავი დაზოგოთ და პრობლემები თავიდან აიცილოთ.