Category: ჯანმრთელობა

  • ელექტროსიგარეტი ორგანიზმში საშიშ ცვლილებებს იწვევს. ახალი კვლევის შედეგები

    ელექტროსიგარეტის მოწევამ შესაძლოა ორგანიზმში ტოქსიკური ნივთიერებების ჩამოყალიბება გამოიწვიოს, რომლებიც სისხლის მიმოქცევას დროებით აფერხებს და სისხლძარღვებს აზიანებს. ამასთან, არ აქვს მნიშვნელობა, შეიცავს თუ არა ჩასუნთქული კვამლი ნიკოტინს.

    ასეთია კვლევის შედეგები, რომლებიც გასულ კვირას ჟურნალ Radiology–ში გამოქვეყნდა.

    თუ თამბაქოს მოწევის შედეგად ორგანიზმისთვის მიყენებული ზიანი ფართოდ არის შესწავლილი და დოკუმენტირებული, ელექტროსიგარეტის გავლენა მწეველთა ჯანმრთელობაზე ჯერჯერობით ნაკლებად არის გამოკვლეული.

    სულ რამდენიმე კვირის წინ ამერიკის ხელისუფლებამ დაიწყო გამოძიება ფილტვების დაავადების უცნაური შემთხვევების მთელი სერიისა, რომლებიც სავარაუდოდ ელექტროსიგარეტს უკავშირდება. შედეგად აშშ–ს 22შტატში 193 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.

    ერთი პაციენტი – ილინოისის მაცხოვრებელი ასაკოვანი მამაკაცი ამ კვირაში გარდაიცვალა.

    ახალი კვლევის შედეგებმა გადაწყვიტეს შეემოწმებინათ, მოქმედებს თუ არა ელექტრო სიგარეტის მოწევა გულ–სისხლძარღვთა სისტემაზე.

    ამისათვის მათ რამდენიმე ათეული არამწეველი მოხალისე შეარჩიეს და რამდენიმე წუთით ბარძაყის არტერია გადაუკეტეს. შემდეგ კი ჟგუტი მოხსნეს. ამის შემდეგ კი მაგნიტო რეზონანსული ტომოგრაფიით შეამოწმეს, რამდენად გაძლიერდა სისხლის მიწოდება კიდურზე, რომელსაც ჟანგბადი არ მიეწოდებოდა.

    ამის შემდეგ ექსპერიმენტის მონაწილეებს სთხოვეს 16 ნაფაზი დაერტყათ ელექტროსიგარეტით, რომელიც ნიკოტინს არ შეიცავდა. ამის შემდეგ კი ექსპერიმენტი გაიმეორეს.

    ამჯერად სისხლის მიწოდება საშუალოდ სამჯერ უფრო ნაკლები აღმოჩნდა, მისი სიჩქარე კი ოთხჯერ უფრო ნაკლები. ჟანგბადის რაოდენობა კი 20%–ით შემცირდა.

    ამგვარად, ექსპერიმენტის ავტორებმა დაასკვნეს, რომ ელექტროსიგარეტის თუნდაც ერთჯერადი მოხმარება დროებით აუარესებს სისხლძარღვების მუშაობას, თუდაც კვამლი ნიკოტინს არ შეიცავდეს.

    ყველა ელექტროსიგარეტში ძირითადი კომპონენტები ერთია – გლიცერინი და პროპილენგლიკოლი. გახურებისას კი ისინი ტოქსიკურ ნივთიერებებს წარმოქმნიან.

  • სრულიად იაფფასიან პრეპარატს გულ–სისხლძარღვთა დაავადებების აღკვეთა შეუძლია.ახალი კვლევის შედეგები

    ახალი კვლევის შედეგების მიხედვით ოთხი პრეპარატისგან შემდგარი კომბინირებული აბის ყოველდღიურ დოზას ინფარტების და ინსულტების რაოდენობის მესამედით შემცირება შეუძლია.

    აბის შემადგენლობაში შედის სისხლის გამათხევადებელი ასპირინი, ქოლეტერინის დამწევი სტატინი და კიდევ წნევის დამწევი ორი პრეპარატი.

    ბრიტანელი და ირანელი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ეს პოლიაბი ძალიან ეფექტურია, არადა ძალიან დაბალი ფასი აქვს. ექიმების რეკომენდაციაა ეს აბი დაუნიშნონ გარკვეულ ასაკს მიღწეულ ყველა ხანდაზმულს, განსაკუთრებით ღარიბ ქვეყნებში, სადაც ექიმებს ნაკლები შესაძლებლობა აქვთ პაციენტი გასინჯონ და ინდივიდუალური დახმარება აღმოუჩინონ.

    გულის იშემიური დაავადება და ინსულტი მთელ მსოფლიოში სიკვდილის ძირითადი მიზეზია. ამ დაავადებებით წელიწადში 15 მილიონ ადამიანზე მეტი იღუპება.

    მოწევა, ზედმეტი წონა და არასაკმარისი ფიზიკური აქტივობა გულის დაავადებების განვითარების რისკს ზრდის.
    ექიმების ახალი დასკვნები ირანის 100 სოფელსა და დასახლებულ პუნქტში 6800 ადამიანის ჩვევების კვლევის შედეგად გაკეთდა და სამედიცინო ჟურნალ ლანცეტში გამოქვეყნდა.

    კვლევის მონაწილეთა ნახევარს პოლიაბს აძლევდნენ და ამავე დროს აძლევდნენ რეკომენდაციებს, როგორ გაეუმჯობესებინათ ცხოვრების წესი. მეორე ნახევარს კი მხოლოდ ზეპირ რეკომენდაციებს აძლევდნენ.

    ხუთწლიანი კვლევის შედეგად მედიკოსებმა დაადგინეს:

    • 3421 ადამიანიდან, რომელთაც პოლიაბი ქონდა დანიშნული, 202–ს დაემართა გულის შეტევა
    • 3417 ადამიანიდან, რომლებიც პოლიაბს არ იღებდა, 301 –ს დაემართა გულის შეტევა.

    გამოდის, რომ პროფილაქტიკურმა პრეპარატმა გულ–სისხლძაღვთა სერიოზული დაავადება აღკვეთა ყოველი 35–დან ერთ ადამიანში.

    “ჩვენ ეს დასკვნები წარვადგინეთ განვითარებად ქვეყნებში საშუალო შემოსავლით. ასეთი ქვეყანა საკმაოდ ბევრია და კარგი იქნება ამ მეთოდის გამოყენება“– ამბობს ბირმინგემის უნივერსიტეტის პროფესორი ტომ მარშალი.

    კვლევის დროს ასევე დადგინდა, რომ ახალი პოლიაბი იწვევს ქოლესტერინის დონის მნიშვნელოვან შემცირებას, თუმცა თითქმის არ ახდენს გავლენას სისხლის წნევაზე.

    წამალი ეძლეოდა 50–ს ზევით ადამიანებს, მიუხედავად იმისა, ქონდათ თუ არა მათ ანამნეზში გულის პრობლემები.

    “ამ პოლიაბის ხელმისაწვდომობიდან გამომდინარე არსებობს შანსი გულ–სისხლძაღვთა სისტემის დაავადებების პროფილატიკა და აღკვეთა მოხდეს, რაც სიკვდილიანობის ნომერ პირველი მიზეზი ამსოფლიოში.“– ამბობს ირანის მედიცინის მეცნიერებათა უნივერსიტეტის დოქტორი, ნიზან სარაფჯადეგანი.

    ასეთი პროფილაქტიკური პოლაბის წარმოების იდეა 2001 წელს გაჩნდა, თუმცა მისი ეფეტურობის კვლევა პირველად ჩატარდა.

    ბრიტანეთში და სხვა განვითარებულ ქვეყნებში ექიმებს ხელი მიუწვდებათ სხვადასხვა პრეპარატებზე, მათ შორის სტატინებზე, ასევე აქვთ საშუალება შეაფასონ ყოველი პაციენტის სპეციფიური საჭიროებები.

    “ბრიტანეთში ამ პოლიაბის მნიშვნელობა ისეთი არსებითი არ იქნება და საჭირო იქნება კლინიკური კვლევების ჩატარება იმის შესაფასებლად, ზუსტად რა უპირატესობები აქვს მას იმ მეთოდებთან შედარებით, რაც ამჟამად გამოიყენება“ – ამბობს პროფესორი მარშალი.

    ამ წამლის ბრიტანეთში გაყიდვის ნებართა ჯერ არ გაცემულა და ამ ლიცენზიის მიღება ადვილი არ იქნება.

    როგორც გულის დაავადებებთან ბრძოლის ბრიტანული საქველმოქმედო ფონდი აღნიშნავს, ყოველმა მესამე ბრიტანელმა, რომელსაც მაღალი წნევა აქვს, ამის შესახებ არ იცის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბრიტანეთში პრიორიტეტი უნდა იყოს მათი გამოვლენა, ვისაც მაღალი წნევა და ქოლესტერინის მომეტებული დონე აქვს და ყურადღება უნდა მიექცეს, რომ ამ ადამიანებმა მათთვის დანიშნული პრეპარატები მიიღონ.
  • მეცნიერებმა გამოუძინებლობის საშიში შედეგები დაასახელეს

    მედიკოსების მონაცემებით მათ, ვისაც ღამეში ექვს საათზე ნაკლები სძინავთ, 60% ით ეზრდებათ ინსულტისა და გულის იშემიური დაავადების რისკი.

    ამის შესახებ სტატიას The Sun აქვეყნებს. გამოცემის ინფორმაციით დიდ ბრიტანეთში ჩატარდა კვლევა, რომელიც ადამიანის ორგანიზმზე გამოუძინებლობის გავლენას ეხებოდა. კვლევაში 2000-ზე მეტი ზრდასრული ადამიანი მონაწილეობდა. გაირკვა, რომ მათ 44%–ს დღეღამეში 6 საათზე ნაკლები ეძინა. და მხოლოდ მათ 17% ეძინა დღეღამეში რეკომენდირებული 8 საათი.
    მედიკოსები აღნიშნავენ, რომ მათ, ვისაც ღამით ექვს საათზე ნაკლები სძინავთ, ინსულტისა და იშემიური დაავადების რისკის ზრდის გარდა ქოლესტერინის დონისი მატება და მაღალი წნევაც ემუქრებათ.

    თუნდაც ერთი ღამით გამოუძინებლობას შეუძლია წონის მატების და კუნთოვანი მასის შემცირების პროვოცირება გამოიწვიოს – ამბობენ მეცნიერები.

    გარდა ამისა, ისინი თვლიან, რომ გამოუძინებლობამ შეიძლება ერის ჯანმრთელობაზეც მოახდინოს გავლენა, რადგან ძილი ადამიანის დნმ–ზე ისევე მოქმედებს, როგორც სხვა ფაქტორები – საკვები, მოწევა, სტრესი.

  • პროფესორ ემილი ოსტერის 13 რჩევა მშობლებს

    ახალბედა მშობლებს უამრავი კითხვა და შიში აწუხებთ. ყოველ დღიურად ახალ დილემას აწყდები ბავშვის მოვლისას და ხშირად კითხვებზე პასუხები არ გაქვს. ნათესავ–მეგობრები, და ხშირად უცხო ადამიანები რჩევებს არ იშურებენ, ინტერნეტშიც უამრავი სტატიაა, არსებობს წიგნებიც, თუმცა ხშირად სხვადასხვა წყაროდან მიღებული ინფორმაცია ურთიერთგამომრიცხავი და კიდევ უფრო დამაბნეველია.
    როცა ბრაუნის უნივერსიტეტის პროფესორი, ემილი ოსტერი დაფეხმძიმდა, მას ბევრი კითხვა აწუხებდა, მრავალი, ზოგჯერ ურთიერთგამომრიცხავი რჩევა კი აბნევდა და აღიზიანებდა. ამიტომაც გადაწყვიტა ფეხმძიმობის პერიოდში მიღებული ცოდნა სტატისტიკასთან და სამედიცინო ლიტერატურასთან შეედარებინა და თავად წაიკითხა უამრავი სამეცნიერო სტატია თუ წიგნი.

    ამის შედეგად მან დაწერა პირველი წიგნი: Expecting Better. წიგნში საუბარია იმაზე, თუ რისი კეთება შეიძლება და რისი არა ფეხმძიმობის პერიოდში.

    მას შემდეგ, რაც დედა გახდა ემილიმ იგივე მიდგომა გამოიყენა თავის ახალ წიგნზე Cribsheet – მუშაობისთვის. წიგნში მან ჩამოაყალიბა მის გამოცდილებაზე და ცოდნაზე დაყრდნობით შემუშავებული საუკეთესო მიდგომები მშობლებისთვის.

    აი, რამდენიმე დასკვნა, რომლებიც ემილი ოსტერმა ასობით კვლევის და მრავალფეროვანი ლიტერატურის შესწავლის შედეგად გააკეთა. თავად გადაწყვიტეთ, ენდოთ თუ არა მათ:


    1. ძუძუთი კვება არ არის პანაცეა, როგორც ეს ბევრს გონია

    არსებობს მონაცემები, რომლებიც ადასტურებს რომ ძუძუთი კვება მოკლევადიან პერსპექტივაში ბავშვის ჯანმრთელობას აუმჯობესებს: მას ნაკლები შანსი აქვს ალერგიული რეაქცია, კუჭ–ნაწლავის პრობლემები ან ყურის ინფექცია განუვითარდეს. თუმცა არ არსებობს მონაცემები, რომლებიც ადასტურებს, რომ ძუძუთი კვება მას გრძელვადიან პერსპექტივაშიც რაიმე უპირატესობას აძლევს.

    ბავშვები, რომლებიც ძუძუთი იკვებებიან არც თანატოლებზე უფრო ჭკვიანები არიან და არც იმის მტკიცებულებები არსებობს, რომ მომავალში მათ სიმსუქნე, დიაბეტი ან ონკოლოგიური დაავადებები ნაკლებად ემუქრებათ.

    თუმცა, ძუძუთი კვება 20–30%–მდე ამცირებს თავად დედისთვის მკერდის კიბოს განვითარების რისკს.

    2. შეგიძლიათ ძუძუთი კვების დროს მცირე რაოდენობით ალკოჰოლი მიიღოთ


    ალკოჰოლის მიღებისას მისი დონე დედის რძეში ზუსტად იმდენივეა, რამდენიც სისხლში – ამტკიცებს ოსტერი ასობით კვლევის გაცნობის საფუძველზე. ბავშვი რძეს იღებს და არა უშუალოდ ალკოჰოლს, ასე რომ მისი დოზები უკიდურესად დაბალია.

    თუმცა, ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება მეძუძური დედის მხრიდან რა თქმა უნდა არ შეიძლება და მისი დიდი რაოდენობით მიღება არ არის სასურველი.თუ მეტისმეტად ფრთხილი ხართ და საერთოდ არ გინდათ გააკაროთ თქვენს შვილს ალკოჰოლი, მაინც შეგიძლიათ ერთი ჭიქა ღვინო დალიოთ, თუმცა მოგიწევთ ორი საათი მოიცადოთ, სანამ ბავშვს ძუძუს აჭმევთ. ამ დროში ალკოჰოლი მთლიანად გადამუშავდება. თუ ორ ჭიქას დალევთ, მოცდის ვადა ოთხ საათამდე იზრდება.


    3. თუ ანტიდეპრესანტები გამოგიწერეს, ისინი უნდა მიიღოთ

    ოსტერი წერს, რომ ანტიდეპრესანტები დედის რძეში ხვდება, მაგრამ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ისინი უარყოფითად მოქმედებს ბავშვზე. მშობიარობის შემდგომი დეპრესია სერიოზული დაავადებაა და მისი მკურნალობა აუცილებელია. თუ ის გაწუხებთ, ჯობს ექიმს მიმართოთ და თავს მიხედოთ,რადგან მშობიარობის შემდგომი დეპრესია შესაძლოა სრულიად დამანგრეველი და ტრაგიკულიც კი აღმოჩნდეს, რითაც თქვენს შვილს უფრო მეტად დააზარალებთ.

    4. უნდა დავიძინოთ თუ არა პატარასთან ერთ ოთახში

    ამერიკის პედიატრიის აკადემიის რეკომენდაციით მინიმუმ პირველი ექვსი თვე, იდეალურ შემთხვევაში კი ერთი წელი სასურველია ბავშვს მშობლების ოთახში ეძინოს. ეს ბავშვის მოულოდნელი სიკვდილის სინდრომისგან თავის დაცვაში დაგვეხმარება.

    თუმცა ოსტერი ამბობს, რომ უკვე პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში ერთად ცხოვრების აუცილებლობა პრაქტიკულად ქრება.

    თუ გინდათ ბავშვი თქვენთან ერთად ოთახში იძინებდეს, რა თქმა უნდა, თქვენი ნებაა. სტატისტიკურადაც ეს სასურველია სანამ ბავშვი რამდენიმე თვის არის.

    თუმცა, ემილი ოსტერის აზრით, არ არის სწორი მშობლებს დაჟინებით ურჩიო მთელი წელი ბავშვი თავის ოთახში დააძინოს და თავი უძილობისთვის გაწიროს, როცა ამის აუცილებლობა არ არსებობს.


    5. საშიშია თუ არა ბავშვს მშობლებთან ერთად ერთ საწოლში ეძინოს?


    პრაქტიკულად ყველა კვლევის შედეგი ადასტურებს, რომ ეს საკმაოდ საშიშია. როდესაც ბავშვებს უფროსებთან ერთად ერთ საწოლში სძინავთ, სიკვდილიანობის დონე 20–60–ჯერ აღემატება საბაზო რისკებს.

    ასე რომ, არ არის სასურველი ბავშვს მშობლის საწოლში ეძინოს.

    6. უნდა გავახვიოთ თუ არა ბავშვი სახვევებში?

    დიახ, პირველი თვეების განმავლობაში სახვევებში ბავშვები ნაკლებად ტირიან და უკეთ ძინავთ. თუმცა ამავე დროს მნიშვნელოვანი ბავშვი ისე გაახვიოთ, რომ ფეხების და თეძოების მოძრაობა შეძლოს – ამბობს ოსტერი.

    7. მშობიარობიდან რამდენ ხანში შეიძლება სექსი გქონდეთ?

    არსებობს საყოველთაოდ მიღებული წესი: სექსუალური ცხოვრების დაწყება მშობიარობიდან ექვს კვირაზე ადრე არ შეიძლება და თან ექიმთან კონსულტაციაც აუცილებელია.
    ამ ვადას იმდენად ხშირად ასახელებენ, რომ ჩნდება განცდა, თითქოს ეს მეცნიერულად დამტკიცებული ფაქტი იყოს. არადა სინამდვილეში ემილი ოსტერის თქმით ეს მხოლოდ გამონაგონია.
    არ არსებობს კონკრეტული ვადა ყველასთვის და ის მხოლოდ ინდივიდუალურია. თუ ე.წ. ჩახევები გქონდათ მშობიარობისას, რა თქმა უნდა მათ მორჩენას უნდა დაელოდოთ. ამის განსაზღვრა თქვენს ექიმს შეუძლია, თუმცა თქვენც შეგიძლიათ თავად განსაზღვროთ, როდის როგორ გრძნობთ თავს და რისი სურვილი გაქვთ.

    8. აცრა – აუცილებელია!


    ბავშვის აცხრა უსაფრთხოა და დაავადებებისგან იცავს არა მხოლოდ ბავშვს, არამედ სხვებსაც. მითები აცრის საწინააღმდეგოდ მცდარია და არ უნდა აყვეთ მათ.

    9. რა მოხდა ცოტას თუ იტირებს, სამაგიეროდ დამოუკიდებლად დაძინებას მიეჩვევა

    ასობით კვლევის ანალიზის შედეგად ოსტერი დარწმუნებულია, რომ ბავშვის მიჩვევა დამოუკიდებლად დაიძინოს და ძილის სწორი რეჟიმი გამოიმუშაოს, ეფექტურია, აუმჯობესებს მშობლების ფსიქიკურ ჯანმრთელობას და ბავშვს არაფერს ვნებს. ასე რომ, ნუ განიცდით დანაშაულის შეგრძნებას!

    10. სახლში ვიჯდეთ თუ სამსახურში გავიდეთ?

    ბავშვისთვის უკეთესია, თუ დედა დეკრეტულ შვებულებაში გავა. თუმცა, არ არსებობს პირდაპირი მტკიცებულებები იმისა, რომ დედის სახლში ჯდომა ან სამსახურში გასვლა რაიმე პირდაპირი დადებითი ან უარყოფითი შედეგის მომტანია ბავშვისთვის.

    11. დედის და შვილის ურთიერთობაზე ერთად გატარებული დროის სიმცირე უარყოფითად არ მოქმედებს

    მთავარი მშობლისა და შვილის ურთიერთობაში ამ ურთიერთობის ხარისხია და არა რაოდენობა. ის, რომ დედა მთელი დღე ბავშვთან ყოფნას ვერ ახერხებს, უარყოფითად არ მოქმედებს დედის და შვილის ურთიერთობაზე. მთავარია ბავშვთან სწორი ურთიერთობა და ერთად გატარებული დროის მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენება.

    12. ორ წლამდე ბავშვებისთვის ტელევიზორი სრულიად უსარგებლოა

    სამაგიეროდ სამიდან ხუთ წლამდე ბავშვებისთვის ტელევიზორი ძალიან სასარგებლო და შემეცნებითი ფუნქციის მატარებელი შეიძლება იყოს, ამბობს ოსტერი.

    ამასთან, კვლევები ადასტურებს, რომ ტელევიზორის ყურება თუნდაც სრულიად პატარა ასაკში ინტელექტის დონეზე არ მოქმედებს.ჯერჯერობით არ არსებობს საკმარისი სარწმუნო მონაცემები იმის შესახებ, რა გავლენა აქვს ბავშვის ინტელექტზე სმარტფონების და სხვა გაჯეტების ეკრანებთან გატარებულ დროს.

    13. ბავშვთან ერთად ინტერაქტიული კითხვა საუკეთესო ვარიანტია


    იმის ნაცვლად, რომ ბავშვს დაუჯდეთ და წიგნი წაუკითხოთ, ეცადეთ მას კითხვები დაუსვათ, რომლებზეც ერთიტყვიანი და მარტივი პასუხის გაცემა შეუძლებელია. მაგალითად: “როგორ ფიქრობ, სად არის ახლა ამ ჩიტუნას დედა? შენი აზრით რას ფიქრობს ახლა ჩექმებიანი კატა?“. მაქსიმალურად ჩართეთ ბავშვი წიგნის კითხვის პროცესში.

  • 10 ჩვევა, რომელიც სილამაზეს გპარავთ

    რუჯის მიღება მზისგან დამცავი საშუალების  გარეშე

    ზაფხულში ულტრაიისფერი სხივებისგან დაცვა აუცილებელია განსაკუთრებით კი  სახის კანისთვის.  მზისგან დამცავი საშუალება  უნდა წაისვავათ სახეზეც.ასევე აუცილებელია კისრისა და დეკოლტეს მიდამოებში, თუ გინდათ რომ კანი მალე არ დაბერდეს.

    სახეზე ხშირი შეხება

    სახის კანს ასევე აბერებს და ინფექციების რისკს ზრდის სახის კანზე ხშირი შეხება. მიკრობები, რომელიც სახეზე ხელის მოკიდებისას მრავლდება, ხშირად სხვადასხვა ინფექციასა და ნაოჭებს იწვევს. 

    თვალების მოსრესა

    თვალების სრესა სხვადასხვა ინფექციის გამრავლების მიზეზი შეიძლება გახდეს, ასევე შესაძლოა წამწამები დაზიანდეს. თვალების სრესა ხშირად დაღლილობის შედეგია, ამიტომ მოარიდეთ კომპიუტერთან დიდხანს ჯდომას და ეცადეთ შეისვენოთ.  

    ზედმეტი კოსმეტიკა

    სასაცილო შესახედაობის გარდა, ზედმეტმა მაკიაჟმა და კოსმეტიკამ შესაძლოა კანიც დაგიზიანოთ. სახის ფორები მაკიაჟით ივსება და კანი ვეღარ სუნთქავს. ფორებში ჩამჯდარი ჭუჭყი კი  სხვადასხვა ინფექციას იწვევს და კანს ნაადრევად აბერებს. ამიტომ უპირატესობა მიანიჭეთ სახის ბუნებრივ ფერს და უარი თქვით ყოველდღიურად საღამოს მაკიაჟსა და გადაჭარბებულ კოსმეტიკაზე.

    ფეხის ფეხზე გადადება

    თუკი ცხოვრების მჯდომარე წესი გაქვთ, მოერიდეთ ფეხის ფეხზე გადადებას. ამ მავნე ჩვევამ, შესაძლოა, ვარიკოზი გამოიწვიოს. გარდა ამისა, შესაძლოა   სისხლის მიმოქცევა დაირღვეს, რაც თქვენს ორგანიზმზე ცუდად აისახეება.ამიტომ აკონტროლეთ ჯდომის წესი.

    გადამეტებული ვარჯიში

    ყველა თანხმდება, რომ ვარჯიში და ფიზიკური აქტივობა ჯანმრთელობისთვის აუცილებელია, თუმცა გადაჭარბებული ფიზიკური აქტივობა შესაძლოა სხვადასხვა პრობლემის მიზეზი გახდეს.მათ შორის გამოიწვიოს გადაღლა, გულის რიტმის დარღვევა და თავის ტკივილიც კი. ამიტომ უმჯობესია საკუთარ ორგანიზმს მოუსმინოთ და სავარჯიშო განრიგი იმის მიხედვით შეადგინოთ.


    სველი თმის დავარცხნა ან  ცხელი ჰაერით გაშრობა

    თუკი სველ თმას დაივარცხნით ან ზედმეტად  ცხელი ჰაერით გაიშრობთ  თმა მარტივად გამოშრება და დაზიანდება.  გაიშრეთ თმები საშუალო ტემპერატურის რეჟიმზე.

    რძის ჭარბი რაოდენობით  მიღება

    ცნობილია, რომ  რძე მდიდარია კალცისა და უამრავი სასარგებლო ნივთიერების წყაროა, თუმცა დიდი რაოდენობით მისი მიღება მალე აბერებს.   რძე შეიცავს ანდროგენებს, რაც ცხიმოვანი ჯირკვლების გაძლიერებულად მუშაობას განაპირობებს. ამიტომ რძის ჭარბად დალევა სახის კანის დაბერებას იწვევს. 

    “ცხენის კუდის“ ტარება

    გრძელი თმის შემთხვევაში, ხშირად მარტივი გამოსავალია ატარო “ცხენის კუდი”, თუმცა მუდმივად ამ ვარცხნილობის ტარებამ შესაძლოა თმის ცვენა და გამელოტება გამოიწვიოს. ამიტომ სასურველია ხშირად თმა გაშლილი ატაროთ.

    წყენის ხანგრძლივად გულში შენახვა

    გარეგნობაზე არანაკლებ აისახება სულიერი მდგომარეობა და ხასიათი, ამიტომ ფსიქოლოგები გვირჩევენ მუდამ შევინარჩუნოთ პოზიტიური განწყობა. რაც არ უნდა გასაკვირი იყო წყენა წონის,
    წნევისა და შაქრის დონის მომატებას უწყობს ხელს.

  • როგორ მოვიშოროთ ქერტლი ხალხური მეთოდით

    ქერტლის მოსაშორებლად შესაძლოა ძვირადღირებული საშუალებები არ დაგჭირდეთ, თუ ხალხურ მეთოდს გამოიყენებთ.

    აიღეთ ერთი თავი ნიორი, გააცალეთ კანი და გაატარეთ პრესში. დაამატეთ ოთქლში შეცხელებული მცენარეული ზეთი ისე, რომ ფაფის მსგავსი მასა მიიღოთ. შეიზილეთ თავის კანში. ამის შემდეგ დაიფარეთ თავზე პოლიეთილენის პარკი ან საბანაო ქუდი. შეიფუთეთ თავი პირსახოცით და გაიჩერეთ 20 წუთი. ამის შემდეგ შეგიძლიათ თავი დაიბანოთ. გაითვალისწინეთ, რომ ნივრის სუნი დაბანის შემდეგ გარკვეული პერიოდი ნარჩუნდება, ამიტომაც ჯობს ეს პროცედურა ღამე ჩაატაროთ.

  • რას ნიშნავს აქერცლილი კანი იდაყვზე და მუხლებზე

    იდაყვებზე და მუხლებზე ზოგჯერ კანი ფერს იცვლის და იქერცლება.
    რას ნიშნავს ეს? კანის თეთრი აქერცლილი უბნები ყველაზე ხშირად ფსორიაზზე მეტყველებს. ამ დაავადების მიზეზი უცნობია. ბევრი ექიმი მას ნივთიერებათა ცვლის გენეტიკურ დარღვევას უკავშირებს. თუმცა აქერცლილი ლაქების გაჩენის მიზეზი შესაძლოა ღვიძლის, კუჭქვეშა ჯირკვლის, კუჭ–ნაწლავის ტრაქტის ან ნერვული სისტემის დაავადებები იყოს. აუცილებელია მიმართოთ დერმატოლოს და გასტროენტეროლოგს.
  • რას აშავებს კბილის უხეში ჯაგრისი

    სტომატოლოგები გვაფრთხილებენ, რომ კბილის უხეში ჯაგრისი და ჯაგრისის უხეში მოძრაობები შესაძლოა საზიანო აღმოჩნდეს თქვენი კბილებისა და ღრძილებისთვის.
    თუ გსურთ არა მხოლოდ კბილების სისუფთავე, არამედ ჯანმრთელობაც შეინარჩუნოთ, გამოიყენეთ საშუალო სიხისტის ან რბილი კბილის ჯაგრისები. გარდა ამისა, ნუ დაატანთ ძალას ჯაგრისს კბილების გახეხვისას. მნიშვნელოვანია კბილების ხეხვისას კბილის პასტის რაოდენობაც. მისი დიდი რაოდენობა ხელს უშლის კბილების სწორ გახეხვას. პასტისგან წარმოქმნილი მეტისმეტად ბევრი ქაფი ჯაგრისის კბილებზე მოცურებას გამოიწვევს იმ დროს, როცა მან რეალურად კბილებიდან ნადები უნდა მოაშოროს.
  • რა გვაბერებს. მიზეზები, სიმპტომები, ბრძოლის გზები

    ქალების 20%–ს პირველი ჭაღარა 30 წლის ასაკში უჩნდება. მართალია ეს სიბერის პირდაპირი ნიშანი არ არის, მაგრამ ჩვენს ფსიქიკაზე საკმაოდ დიდ გავლენას ახდენს, ისევე როგორც თვალის გარშემო გაჩენილი პირველი ნაოჭები.
    ქალების დიდი ნაწილი ნაკლებად ფიქრობს იმაზე, რომ ზოგიერთი “უწყინარი“ ჩვევა და წესი ჩვენს ბიოლოგიურ საათს აჩქარებს და შესაძლოა ორგანიზმში ისეთი პროცესებიც განვითარდეს, რაც ჭაღარა თმისგან განსხვავებით ნაკლებად შესამჩნევია, თუმცა შედეგი სავალალო აქვს. ინტენსიური გარუჯვის გარდა, რომელიც ფოტოდაბერების მთავარი სუპერაქტივატორია, არის რამდენიმე პრინციპული საკითხი, რომლებიც კარგად უნდა დაიმახსოვროთ, თუ არ გინდათ დროზე ადრე მოგიწიოთ სიბერის ნიშნებთან ბრძოლა.
    1. ცხოვრების უძრავი წესი
    კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა American Journal of Epidemiology–ში გამოაქვეყნეს სტატია, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ ცხოვრების ნაკლებად მოძრავი წესი უჯრედების დაბერებას აჩქარებს. თანაც ეს სიჩქარე საკმაოდ შთამბეჭდავია. მაგალითად, ქალები, რომლებიც დღეში 8–10 საათს ჯდომაში ატარებენ (მაგალითად კომპიუტერთან) შეიძლება საკუთარ ბოლოგიურ ასაკზე 9 წლით უფროსად გამოიყურებოდნენ. თუმცა დროზე ადრე პანიკაში ნუ ჩავარდებით. საკმარისია დღეში 30 წუთიანი გასეირნება და კიბის ხუთ უჯრედზე ასვლა, რომ დამამძიმებელი ეფექტი შეამსუბუქოთ.

    2. სმარტფონების გამოყენება

    კანის ნაადრევი დაბერების ერთ–ერთი მიზეზი სმარტფონები და მობილური მოწყობილობებია, რომლებსაც ყოველდღიურად ვიყენებთ. ტელეფონების და კომპიუტერის ეკრანების ძლიერი გამოსხივება ადრეულ ფოტოდაბერებას– კოლაგენის რღვევას იწვევს. ჩნდება ნაოჭები და პიგმენტური ლაქები. კიდევ ერთი გვერდითი გაჯეტ–ეფექტი სახის დაკიდებული კონტური და მობერებული კისერია. ეს სიმპტომები სმარტფონების მფლობელთა 77%–ს აღენიშნება. მიზეზი ის არის, რომ ისინი მთელ დღეს მესენჯერში ან სოციალურ ქსელში თავჩარგული, ანუ დახრილი თავით ატარებენ.

    3. ალკოჰოლი

    უნდა გვახსოვდეს, რომ ალკოჰოლის ხშირმა გამოყენებამ შესაძლოა თქვენს გარეგნობაზე დამღუპველი გავლენა იქონიოს. განსაკუთრებით ცუდად მოქმედებს ის თმაზე და კანზე. თუ 20+ ასაკში იმუნური სისტემა საკმაოდ სწრაფად ახერხებს აღდგენას ნაბახუსევზე, 30+ და 40+ ასაკში ორგანიზმი ალკოჰოლის შედეგებს უკვე ძნელად ერევა.

    ცნობილია, რომ ალკოჰოლის ზედმეტი გამოყენება საშუალო ასაკში მეხსიერების პროგრესირებად დაკარგვას უწყობს ხელს. ზოგიერთი კვლევა ამტკიცებს, რომ ზოგიერთი სასმელი, მაგალითად წითელი ღვინო ზომიერი რაოდენობით ორგანიზმისთვის შესაძლოა სასარგებლო იყოს, მათ შორის გულ–სისხლძარღვთა სისტემისთვის, თუმცა მეცნიერულად დამტკიცებული ფაქტია, რომ ადამიანებს, რომლებიც ალკოჰოლს საერთოდ არ სვამენ, იშვიათად აწუხებთ ცელულიტი და უფრო დიდხანს ინარჩუნებენ კანის ტენიანობას.

    4. სევდა და სტრესი

    კომპანია Steelcase–ის გლობალურმა კვლევამ 12 000 დასაქმებული მოხალისის მონაწლეობით მთელი მსოფლიოდან დაადასტურა: ქალების დიდი უმრავლესობა ყურადღების კონცენტრაციის პრობლემას და კოლოსალურ სტრესულ დატვირთვას განიცდის. ეს იმას იწვევს, რომ მუდმივად თავს დაღლილად გრძნობთ, კარგავთ პირად მოტივაციას. შედეგად კი სწრაფად ბერდებით. როგორ გავიმხნევოთ და უფრო ბედნიერად ვიგრძნოთ თავი?
    ნიუ იორკელი მედიკოსები შინაური ცხოველის შეძენას გვირჩევენ. მათი აზრით კატების მფლობელებს გულ–სისხლძარღვთა დაავადების რისკი ნაკლებად აქვთ. ძაღლების პატრონებს კეთილდღეობის მაღალი დონე და ცხოვრებისადმი მსუბუქი დამოკიდებულება. კურდღლის ან ზაზუნას პატრონები კი კომუნიკაციის უნარებს იუმჯობესებენ. პოზიტიური განწყობა და ფსიქოლოგიური განტვირთვა დაძაბული დღის შემდეგ კანის ელასტიურობაზე და ტონუსზეც დადებითად აისახება.
  • სვით რამდენიც გინდათ,ყავის მავნებლობა მითია

    დიდი ხანია დაობენ იმაზე, მავნებელია თუ არა ყავის მომეტებული სმა ორგანიზმისთვის. არსებობს სხვადასხვა ვერსიები მისი სარგებლიანობის თუ მავნებლობის შესახებ, თუმცა სულ ახლახანს გამოცემა Times–მა დაწერა, რომ სინამდვილეში დღეში25 ჭიქა ყავასაც კი არ შეუძლია თქვენს ჯანმრთელობას რამე ავნოს.
    ადრე მკვლევარები თვლიდნენ, რომ ყავის მეტისმეტად დიდი რაოდენობით მოხმარება დამღუპველად მოქმედებს არტერიების მდგომარეობაზე, ხელს უწყობს ინფარქტს და ინსულტს.თუმცა დიდ ბრიტანეთში რვა ათასზე მეტი ადამიანის კვლევამ აჩვენა, რომ ასე არ არის და რაიმე უარყოფითი შედეგები მათ შორისაც კი ვერ აღმოაჩინეს, ვინც დღეში 25 ჭიქა ყავს სვამს.