Category: ჯანმრთელობა

  • “ვერავინ იფიქრებდა რომ ეს შესაძლებელია“–მეცნიერებმა კიბოსთან ბრძოლის ახალი, უნივერსალური მეთოდი აღმოაჩინეს

    კარდიფის უნივერსიტეტის მეცნიერების გუნდის აღმოჩენამ შესაძლოა მედიკოსებს ადამიანის იმუნური სისტემის კიბოს უჯრედების წინააღმდეგ “მომართვის“ საშუალება მისცეს, რაც კიბოს საწინააღმდეგო უნივერსალური წამლის აღმოჩენისკენ მიმავალ გზაზე დიდი გარღვევაა.

    მეთოდი ჯერ კლინიკურად არ გამოუცდიათ, თუმცა მკვლევარები ამბობენ, რომ მას უზარმაზარი პოტენციალი აქვს. ნაშრომის მოკლე აღწერა ჟურნალ Nature Immunology–ში გამოქვეყნდა.

    კვლევის არსი “უჩვეულო“ გზების ძიებაში მდგომარეობდა, რომლითაც იმუნური სისტემა კიბოს უჯრედებს ებრძვის.
    მეცნიერებმა მოახერხეს T –ლიმფოციდის განსაკუთრებული სახეობის აღმოჩენა. ეს არის უჯრედი, რომელიც ადამიანის ორგანიზმში იმუნურ რეაქციაზეა პასუხისმგებელი.

    თუმცა, მეცნიერების მიერ აღმოჩენილ უჯრედს სხვებისგან განსხვავებით შეუძლია საფრთხეების სხვადასხვა სახეობებს აღუდგეს წინ.

    “არის შანსი, რომ ამით ყველა პაციენტი განიკურნოს. ადრე არავის უფიქრია, რომ ასეთი რამ შესაძლებელია“– განუცხადა ბიბისის მკვლევარმა ჰენრი სიუელმა.

    როგორ მუშაობს მეთოდი

    T –ლიმფოციდების, ანუ T –უჯრედების ზედაპირზე არსებობს ქიმიური რეჟეპტორები, რომელთა დახმარებით ისინი ორგანიზმისთვის საშიშ ანტიგენებს განსაზღვრავენ.

    მეცნიერების გუნდმა იპოვნა გზა, ეიძულებინა მათ მიერ აღმოჩენილი T–ლიმფოციდის სახეობა კიბოს უჯრედების ფართო სპექტრზე შეტევა მიეტანა.
    მეთოდი ფილტვის, სისხლის, ნაწლავის, მკერდის, ძვლის, პროსტატის, საკვერცხეების და საშვილოსნოს ყელის კიბოს უჯრედებზე გამოიცადა.
    ლიმფოციტი ანადგურებდა კიბოს უჯრედებს და არ ეხებოდა ჯანმრთელ უჯრედებს.

    როგორ არჩევს T-ლიმფოციდი კიბოს უჯრედებს ჯანმრთელისგან, ჯერჯერობით გაუგებარია. მისი რეცეპტორი ურთიერთქმედებს მოლეკულასთან, რომლის სახელწოდებაა MR1. ეს მოლეკულა ადამიანის ორგანიზმის ყოველი უჯრედის ზედაპირზეა.

    ითვლება, რომ კიბოს უჯრედები MR1-ს იმუნური სისტემისგან “შესანიღბად“ და დასამალად იყენებენ. თუმცა კარდიფის უნივერსიტეტში აღმოჩენილი ლიმფოციდი მკვლევარების აზრით შეძლებს მიიღოს MR1-ისგან სიგნალი, რომ უჯრედის მეტაბოლიზმი დარღვეულია და ეს უჯრედი სიმსივნურია.

    “ჩვენ პირველები ვართ, ვინც T-უჯრედი აღწერა, რომელსაც შეუძლია კიბოს უჯრედებში MR1 აღმოაჩინოს. ადრე ეს არავის გაუკეთებია“– ამბობს მკვლევარი ჰარი დოლტონი.

    ეს კვლევა ამ სფეროში პირველი არ არის. დიდი ხანია ტარდება ექსპერიმენტები იმისთვის, რომ ადამიანის იმუნური სისტემა კიბოს დაუპირისპირონ.

    მათგან ყველაზე ცნობილია CAR-T. ეს საშუალება ლეიკემიის წინააღმდეგ იმუნური სისტემის გადაპროგრამებას ახდენს კიბოს ამ სახეობასთან საბრძოლველად. CAR-T–ის შემთხვევაში T ლიმფოციდების გენეტიკურად გადაპროგრამირება ხება იმისთვის, რომ მათ აღმოაჩინონ და გაანადგურონ კიბოს უჯრედები.შემდეგ მოდიფიცირებული ლიმფოციტები პაციენტის სხეულში ბრუნდება, სადაც მათი რიცხვი ყოველ ჯერზე იზრდება, როცა ისინი კიბოს უჯრედებს აწყდებიან.

  • ნახეთ რამდენია შაქრის მაქსიმალური დღიური ნორმა, რათა თავიდან აიცილოთ სერიოზული პრობლემები

    შაქრის კავშირი ტვინთან უბრალოდ რაღაც თეორია არ არის. ბოლო წლების მანძილზე ბევრი კვლევა ჩატარდა, რომლებმაც დაამტკიცა, რომ შაქრის ზედმეტი მოხმარება მოქმედებს ტვინის უნარზე დიდი რაოდენობით ინფორმაცია დაიმახსოვროს და სწავლის უნარზეც  ახდენს გავლენას.

    ერთ–ერთმა კვლევამ, რომელიც ორი წლის წინ ჩატარდა, დაადგინა დიდი რაოდენობით შაქრის მოხმარების კავშირი ინსულტისა და დემენციის განვითარების მაღალ რისკთან. მეორე კვლევამ კი დაადგინა, რომ შაქრის დიდი რაოდენობით მოხმარება ტვინის ანთების პროვოცირებას იწვევს, რასაც მეხსიერების პრობლემები მოყვება. სისხლძარღვთა სისტემაზე და ტვინზე შაქრის დიდი რაოდენობით მოხმარების უარყოფითი გავლენა აშკარაა.

    რამდენია შაქრის  ნორმალური დოზა?

    ექსპერტული ჯგუფები მთელ მსოფლიოში თანმიმდევრულ რეკომენდაციებს იძლევიან შაქრის ყოველდღიურ მოხმარებასთან დაკავშირებით. ამერიკის კარდილოგთა ასოციაცის რეკომენდაციით ქალებისთვის დღეში 6 ჩაის კოვზზე, ანუ 25 გრამზე მეტი შაქრის მიღება არ შეიძლება. მამაკაცებისთვის კი მაქსიმალური დოზა 9 ჩაის კოვზი, ანუ 38 გრამია.

    ბავშვებისთვის მაქსიმალური დღიური ნორმა მათი ასაკის და კალორიების მოხმარების მიხედვით 3–6 კოვზს შორის, ანუ 12–დან 25 გრამამდე მერყეობს.

    ეს ნორმები შეესაბამება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს იმის შესახებ, რომ ზრდასრულმა ადამიანმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიიღოს კალორიების 10%ზე მეტი შაქრიდან, ნატურალური შაქრის შემცველი პროდუქტიდან (თაფლი) და ხილის წვენებიდან. სასურველია თუ ეს პროცენტი 5–ზე მეტი არ იქნება.

    კვლევები აჩვენებს, რომ ნებისმიერი შაქარი, რომელიც ჩვენს საკვებს ემატება საშიშია. შეგვიძლია შაქრის მოთხოვნილება რაფინირებული შაქრის ნაცვლად ახალი ხილით დავიკმაყოფილოთ.

    ახალი ხილის მიღება ტკბილი გემოს მოთხოვნილებას აკმაყოფილებს და ბონუსად უჯრედისს, ანტიოქსიდანტებს და ფიტოქიმიურ შენაერთებს იღებთ, რომლებიც სისხლში ქარის გატყორცნას ამცირებენ და მის ნეგატიურ შედეგებს ბლოკავენ. შეგიძლიათ მიირთვათ სხვა პროდუქტები ტკბილი გემოთი, რათა ტკბილის მოთხოვნილება დაიკმაყოფილოთ.

    უარი თქვით შაქარზე ერთი თვის განმავლობაში და თავად ნახავთ, როგორ გააუმჯობესდება თქვენი შრომისუნარიანობა და მეხსიერება.

  • როგორ მივხვდეთ რომ დეპრესია გვაქვს: ფარული ნიშნები

    ითვლება, რომ დეპრესიისას ადამიანს არ შეუძლია ცხოვრების ჩვეული წესით გაგრძელება, მითუმეტეს ხუმრობა და სიცილი. არის თუ არა ეს ასე სინამდვილეში და რომელ დეპრესიას უწოდებენ ექიმები “ღიმილიან“ დეპრესიას.

    რა არის “ღიმილიანი დეპრესია“?

    კლინიკური ფსიქოლოგის, ჰაიდი მაკ კინზის თქმით, ეს არის ჩვეულებრივი დეპრესია, თუმცა შენიღბული, ფარული სიმპტომებით. ადამიაპნები “ღიმილიანი დეპრესიით“ შეიძლება ყოველ დილით ჩვეულებრივად დგებოდნენ, სამსახურში მიდიოდნენ, ადამიანებს ეკონტაქტებოდნენ, არაფრით ამჟღავნებდნენ თავიანთ ნამდვილ მდგომარეობას.

    “ღიმილიანი დეპრესია“ ოფიციალური დიაგნოზი არ არის. ასეთი ტერმინი არ არსებობს ფსიქიური აშლილობების არცერთ ჩამონათვალში. თუმცა კლინიკურ პრაქტიკაში ექიმები დაავადების შედარებით მსუბუქი ფორმების აღსანიშნავად იყენებენ. არსებითად, ეს არის ფუნქციონალური დეპრესიის, ანუ მდგრადი დეპრესიული აშლილობის ალტერნატიული სახელწოდება.

    სიმპტომების სიაშიაა: მუდმივი დათრგუნულობა, ძილის პრობლემები, მადის ცვლილება, უიმედობის და მუდმივი დაღლილობის განცდა, პანიკური შეტევები და ყველაფრის მიმართ ინტერესის დაკარგვა, მათ შორის საყვარელი საქმიანობის და გატაცებების მიმართ, რომლებსაც მანამდე ადამიანს სიამოვნებას ანიჭებდნენ.

    რატომ იყენებენ ექიმები ამ ტერმინს?

    ითვლება, რომ დეპრესია ის არის, როცა მთელი დღე ლოგინში ხარ ჩამხობილი და ოთახიდან არ გამოდიხარ. რა თქმა უნდა, ასეც ხდება, მაგრამ ბევრი ადამიანი დეპრესიული აშლილობით ჩვეულებრივად მუშაობს, იცინის და იუმორის გრძნობას არ კარგავს. ეს ყველაფერი სტერეოტიპში არ ჯდება. ამიტომაც ადამიანი შეიძლება ვერც კი ხვდებოდეს, რომ სპეციალისტის დახმარება ჭირდება. ფსიქიატრ კარენ სტიუარტის აზრით “ღიმილიანი დეპრესიის“ გაგებასთან ადამიანებს საკუთარი თავის ასოცირება უადვილდებათ , ამიტომაც მეტია ალბათობა, რომ ისინი საკუთარ პრობლემას ამოიცნობენ და ექიმს მიმართავენ.

    როგორ მივხვდეთ, გვაქვს თუ არა დეპრესია

    მკაფიო პასუხი ამ კითხვაზე არ არსებობს, თუმცა არის ბევრი ნიშანი და სიმპტომი, რომლებზეც ყურადღების მიქცევა ღირს. მაკ კინზის თქმით, თუ ყოველი დღის ბოლოს თავს გამოწურული ლიმონივით გრძნობთ, თანაც არ იცით რატომ, შესაძლოა მიზეზი სწორედ ის იყოს, რომ მთელი ენერგია დეპრესიულ მდგომარეობასთან ბრძოლაში დახარჯეთ. ასე შეიძლება გამოვლინდეს დეპრესია.

    • სერიოზული ძალისხმევა გჭირდებათ დილით საწოლიდან ასადგომად, თმის დასავარცხნად, თავის წესრიგში მოსაყვანად და სამსახურამდე მისაღწევად. ადგილზე მისულს შეგიძლიათ კმაყოფილი თანამშრომლის როლი ითამაშოთ – კოლეგებთან იხუმროთ, მათი გეგმებით დაინტერესდეთ, ყველასთან ერთად ლანჩზე გახვიდეთ, თუმცა ამავე დროს თავს გამოფიტულად და გარიყულად გრძნობდეთ.
    • სამსახურში ყველა ამოცანას თავს ართმევთ, მიუხედავად იმისა რომ ფოკუსირება გიჭირთ, თუმცა ბოლო ბოლო როცა სახლამდე მიაღწევთ, ეგრევე საწოლზე ეცემით ან დივანზე გეძინებათ, იმიტომ რომ ჭამის ძალაც კი არ გაქვთ.
    • აღარ ზრუნავთ საკუთარ თავზე. აღარ ვარჯიშოთბ, ჭამთ იმას, რაც ხელში მოგხვდებათ, უარს ამბობობთ მეგობრებთან შეხვედრაზე, იმიტომ რომ ენერგია მხოლოდ აუცილებელი საქმეებისთვის გყოფნით.
    • მუდმივად გრძნობთ დანაშაულს და სირცხვილს იმის გამო, რომ მუდმივად დათრგუნულ მდგომარეობაში იმყოფებით და არ შეგიძლიათ საკუთარ თავში იპოვნოთ ძალა, რომ რამე მაინც შეძლოთ.
    • არ გეგმავთ თავის მოკვლას, თუმცა შესაძლო მოულოდნელი სიკვდილის შესახებ აზრები(მაგალითად , ავტოკატასტროფაში) არ გაშინებთ და არ გაფრთხობთ.

    რა უნდა ქნათ, თუკი ეჭვი გაგიჩნდათ რომ დეპრესია გაქვთ?

    მიდით ფსიქიატრთან ან ფსიქოთერაპევტთან. დეპრესია ეს შინაგანი მდგომარეობა ან ხასიათის თვისება არ არის. ეს არის დაავადება, რომელსაც კვალიფიციური ჩარევა ჭირდება. აუცილებლობის შემთხვევაში ექიმი წამლებსაც დაგინიშნავთ. მოთმინება უნდა იქონიოთ. შესაფერისი ანტიდეპრესანტის მოძებნა ხშირად დროს ითხოვს.

    უნდა გაითვალისწინოთ, რომ ფსიქიატრი სწორედ ორგანიზმში არსებულ პრობლემებს ებრძვის, ისე რომ მიზეზებს არ ეძიება. სასურველია მიზეზებში თვითონ გაერკვიოთ. ამაში ფსიქოლოგი დაგეხმარებათ. თუ ეჭვი გეპარებათ, რომ თქვენს მდგმარეობას სამედცინო ჩარევა ესაჭიროება, შეგიძლიათ არა ექიმს, არამედ ფსიქოლოგს მიმართოთ კონსულტაციისთვის. საჭიროების შემთხვევაში ის გადაგამისამართებთ შესაბამის სპეციალისტთან.

  • „ორ წლამდე ბავშვს უნდა ესმოდეს ცოცხალი მეტყველება და არა კომპიუტერიდან…“ – ფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე

    „აჭარის ტელევიზიის“ გადაცემის „ჰეშთეგის“  სიუჟეტში ცნობილმა ფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ მშობლებს მისცა რჩევები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ აარიდონ თავი ბავშვების ტექნიკისადმი ზემდეტ დამოკიდებულებას.

    „დღევანდელი ეპოქა ისედაც ძალიან დინამიკურია და ტექნოლოგიების საშუალებით ჩვენი ტვინის ბომბარდირება ხდება ძალიან დდიი რაოდენობის ინფორმაციით, რაც ადრე არ იყო. ყოველწლიურად გამოდის ახალ-ახალი მრავალფეროვანი გაჯეტები და ბავშვების ურთიერთობა ჩვილობის ასაკიდან იწყება. ჩვენი ტვინი არ არის მიჩვეული ასეთ რამეებს და მასზე გაჯეტები არ მოქმედებს კარგად. ბავშვის ტვინი მიჩვეულია განვითარებას რეალურ და არა ვირტუალურ სამყაროში. ჯერჯერობით, ყოველ შემთხვევაში. ორ წლამდე ბავშვმა რეალურ სამყაროსთან უნდა იურთიერთოს და ესმოდეს ცოცხალი მეტყველება და არა კომპიუტერიდან… ძალიან ხშირია მეტყველების შეფერხება ბავშვებში ზუსტად ამ კომპიუტერული ტექნოლოგიების გავლენით…“ – განაცხადა თამარ გაგოშიძემ.

  • აქამდე უცნობი ვირუსის აფეთქება ჩინეთში. გვაქვს თუ არა ნერვიულობის საფუძველი

    ჩინეთის ქალაქ უჰანში აქამდე უცნობი ვირუსის აფეთქება დაფიქსირდა, რომელიც ფილტვებს აზიანებს. დაავადება 50–ზე მეტ ადამიანში გამოვლინდა, რომელთაგან შვიდი კრიტიკულ მდგომარეობაშია.
    ახალი ვირუსის აღმოჩენა, რომლის გამო პაციენტებს პნევმონია უვითარდებათ, რა თქმა უნდა შეშფოთების საფუძველია. მედიკოსები მთელ მსოფლიოში მოვლენათა ნებისმიერი განვითარებისთვის ემზადებიან.

    არის თუ არა ვირუსის აფეთქება მოკლევადიანი თუ ეს არის უფრო სერიოზული საფრთხის პირველი ნიშანი?

    რა ვიცით ახალი ვირუსის შესახებ

    დაავადებულებისგან ვირუსის ლაბორატორიაში გამოსაკვლევად სინჯები აიღეს. ჩინეთის ხელისუფლება და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მივიდნენ დასკვნამდე, რომ ინფექციას კორონოვირუსი იწვევს.  კორონოვირუსების ოჯახს განეკუთვნება საკმაოდ ბევრი ვირუსი, თუმცა მხოლოდ ექვს მათგანს (ახალი ვირუსის ჩათვლით შვიდს) შეუძლია ადამიანის დაავადება. 2002 წელს კორონოვირუსის აფეთქების შედეგად ჩინეთში ატიპიური პნევმონიით 8098 ადამიანი დაავადდა, აქედან 774 გარდაიცვალა.

    “ხალხი დღემდე როგორც კოშმარს ისე იხსენებს ატიპიურ პნევმოინას, აქედან მოდის მნიშვნელოვანწილად შიში, თუმცა ახლა ბევრად უკეთ ვართ მომზადებული მსგავს დაავადებებთან საბრძოლველად“– ამბობს ექიმი ჯოსი გოლდინგი ველქამ თრასთიდან.

    რამდენად საშიშია ვირუსი


    კორონოვირუსებით დაავადების შედეგი სხვადასხვა შეიძლება იყოს: მსუბუქი გაციებიდან დაწყებული გარდაცვალებით დამთავრებული. ახალი ვირუსი როგორც ჩანს სადღაც ამ დიაპაზონის შუაშია. მედიკოსები ამბობენ, რომ კორონოვირუსის აღმოჩენისას ისინი ცდილობენ სიმპტომების სიმძიმის განსაზღვრას. ამჯერად სიმპტომები შედარებით მსუბუქია. შეშფოთების მიზეზი რა თქმა უნდა არსებობს, თუმცა არა ისე ძლიერად, როგორც ატიპიური პნევმონიის შემთხვევაში.

    ვირუსის ახალ სახეობებს მედიკოსები მუდმივად ავლენენ. ისინი ადამიანებს ზოგჯერ ცხოვლიდან გადაედებათ, არადა ცხოველში ვირუსი არც კი შეიმჩნევა. ამოცანა მარტივდება, როცა ცნობილია რომელი ცხოველი იყო ვირუსის მატარებელი. ამჯერად ვირუსით დაავადებების შემთხვევები უჰანში ზღვის პროდუქტების საბითუმო ბაზრობას უკავშირდება.

    თუმცა კორონოვირუსის მატარებლები შესაძლოა ბაზარში გასაყიდად გამოტანილი ფრინველი, გველები ან სხვა ცხოველებიც ყოფილიყო. მეცნიერები ვირუსის წყაროს სწორედ მათში ეძებენ.

    რატომ მოხდა ვირუსის აფეთქება ჩინეთში.

    მედიკოსების აზრით ეს მოსახლეობის რაოდენობას, სიმჭიდროვეს და ვირუსის მატარებელ ცხოველებთანა ხლო კონტაქტს უკავშირდება.ამ სიტუაციაში ყველაზე დამამშვიდებელი ის არის, რომ ახალი ვირუსი როგორც ჩანს ადამიანიდან ადამიანს არ გადაედება.ახალი ვირუსიების შესწავლისას, რომლებიც ფილტვებს აზიანებს მეცნიერებს პირველ რიგში ეს ასპექტი აინტერესებთ ხოლმე. ვირუსი, რომელიც ჰაერ წვეთოვანი გზით გადადის ძალიან სწრაფად ვრცელდება.

    ჩინეთის ხელისუფლების ინფორმაციით ჯერჯერობით მსგავსი შემთხვევები არ ყოფილა.თუმცა ზოგიერთი ექსპერტის ვარაუდით ჯერჯერობით ნაადრევია იმაზე საუბარი, რომ ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე არ გადადის და საკითხი დამატებით შესწავლას საჭიროებს, მითუმეტეს, რომ კორონოვირუსების უმრავლესობა სწორედა ადამიანიდან ადამიანს გადაედება.

    რა სისწრაფით ვრცელდება ვირუსი

    ყველა – 59 პაციენტს სიმპტომები 12–დან 29 დეკემბრამდე პერიოდში გამოუვლინდა. დაავადების ახალი შემთხვევების შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ არსებობს, რაც მედიკოსების თქმით პოზიტიური ამბავია. თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ შესაძლოა ვირუსი ქვეყანაში ჩინური ახალი წლის წინ მილიონობით ადამიანის გადაადგილებისას გავრცელდეს.

    ჩინეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ვირუსთან ბრძოლისთვის მზად არის. ყველა ინფიცირებულს იზოლირებულ პალატებში მკურნალობდნენ. დაკვირვების ქვეშ არიან ის ადამიანებიც, ვისაც ინფიცირებულებთან კონტაქტი ჰონდათ. ზღვისპროდუქტების ბაზრობა დეზინფექციის მიზნით დაიხურა. ტრანსპორტის მგზავრებისთვის კი დაყენდა სკანერები, რომლებიც სხეულის ტემპერატურას განსაზღვრავს.

    ექსპერტების თქმით ამ ეტაპზე, სანამ ახალი ვირუსის შესახებ ინფორმაცია მწირია, ძნელია იმის თქმა, არის თუ არა სერიოზული შეშფოთების საფუძველი. თუმცა რახან ვირუსმა პირველი ბარიერები უკვე გადალახა და ადამიანის ორგანიზმში მოხვდა, მან შესაძლოა მუტაციის პროცესი დაიწყოს. ამიტომაც მეცნიერები თვლიან, რომ ყურადღებას და დაკვირვებას ნებისმიერი ვირუსი იმსახურებს, რადგან პოტენციურად შესაძლოა სერიოზული საფრთხე შექმნას.

  • თანამედროვე ადამიანის სხეულის ტემპერატურა მუდმივად იკლებს

    ბავშვობიდან გვასწავლიდნენ, რომ სხეულის ნორმალური ტემპერატურა 36.6 გრადუსია. თუმცა, როგორც გაირკვა, ამერიკაში ჯერ კიდევ 19–ე საუკუნის შუა პერიოდიდან ნორმალურ ტემპერატურად 37 გრადუსი ითვლებოდა – სწორედ ის ზღვარი, რომლის შემდეგაც ჩვენში უკვე ამბობენ, რომ ადამიანს სიცხემ აუწია.

    თუმცა არაფერია მარადიული და ამერიკაც დროთა განმავლობაში “გაგრილდა“.

    ასეთ დასკვნამდე მისასვლელად და გაზომვებში ცდომილებების გამოსარიცხად სტენფორდის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ჯულია პარსონეტმა და მისმა კოლეგებმა უამრავი ინფორმაცია დაამუშავეს.

    თავიდან მათ ამერიკის სამოქალაქო ომის დაახლოებით 24 ათასი ვეტერანის ტემპერატურა შეადარას, რომელთა გაზომვები 1860 დან 1940 წლებამდე მოხდა. შემდეგ გააანალიზეს 1971- დან 1975 წლამდე აღებული ადამიანების ტემპერატურის გაზომვები, შემდეგ კი 2007 წლიდან 2017 წლამდე.
    გაირკვა, რომ ყოველ 10 წელში ამერიკელების სხეულის ტემპერატურა 0.03 გრადუსით იკლებდა ამ პერიოდისთვის ჩვენებულ ნორმალურ მაჩვენებელს – 36.6 გრადუსს გაუტოლდა.

    პარსონეტი გვთავაზობს ერთდროულად ორ მტკიცებულებას იმის დასამტკიცებლად, რომ ტემპერატურის შემცირება – რეალური მოვლენაა, რომელსაც უზუსტო თერმომეტრებს ვერ დააბრალებ.

    ჯერ ერთი, სხეულის ტემპერატურის კლების ტენდენცია ბოლო წლებშიც ფიქსირდება, როცა თერმომეტრები დიდი სიზუსტით გამოირჩევიან.
    და მეორე: ხანდაზმულ ადამიანებს ერთი და იმავე წელს ტემპერატურის მაჩვენებელი უცვლელად უფრო მაღალი აქვთ, ვიდრე ახალგაზრდებს.
    “ჩემი აზრით ამ ფენომენის ყველაზე გონივრული ახსნა იქნებოდა ის, რომ მიკრობიოლოგიურ დონეზე ჩვენ წინაპრებისგან მნიშვნელოვნად განვსხვავდებით. მართლაც, ჩვენ ბევრად ნაკლებად ვექვემდებარებით ინფექციებს ანტიბიოტიკების და ვაქცინაციების წყალობით, ამიტომაც ჩვენი იმუნური სისტემა ნაკლებად აქტიურია და ქსოვილების ანთება ნაკლებად ხდება“– ამბობს პარსონეტი.

    მისი თქმით, ადამიანის სხეულის კლების ტენდენცია ჯერჯერობით არ სუსტდება.

    “რა თქმა უნდა, ზღვარი არსებობს. ჩვენი ტემპერატურა ნულამდე არ დაეცემა, მაგრამ როდის შეწყვეტს შემცირებას არ ვიცი“– ამბობს ის.

  • 10 პროდუქტი რომლებიც კბილებს ვნებს

    კბილებისთვის საშიში პროდუქტების ხსენებისას ყველას პირველ რიგში ტკბილეული და ყავა ახსენდება. თუმცა, კიდევ ბევრი პროდუქტია, რომლებიც კბილებს საფრთხეს უქმნის. გთავაზობთ ათ მათგანს, რომლებიც კბილებს და ღრძილებს ვნებს:

    1. მზესუმზირა

    ის არც ისე საშიშია, თუ მზესუმზირას ხელით გარჩევას ხართ მიჩვეული. მათთვის კი, ვინც მზესუმზირას კბილებით არჩევს, ცუდი ამბავი გვაქვს. ეს ღრძილებს აზიანებს და კბილებზე დამატებით დატვირთვას ქმნის, რამაც შეიძლება დეფორმაცია გამოიწვიოს.

    2. ტომატის სოუსი

    ტომატის სოუსი ისეთ მჟავებს შეიცავს, რომლებიც კბილის მინანქარს და პიგმენტებს აზიანებენ, დაზიანებულ კბილებს კი მუქ ფერს აძლევენ.

    3. გაზიანი სასმელები

    გაზიანი სასმელები კბილის დამცავ ფენას – პილიკულას ანადგურებენ. ის ნერწყვის საშუალებით წარმოიქმნება და კბილებს ბაქტერიებისგან იცავს. ტკბილი გაზირებული სასმელი ორმაგად მავნებელია, რადგან ის შაქარსაც შეიცავს, რომელიც მავნე მიკროფლორას კვებავს და კბილის მინანქრის დაშლას უწყობს ხელს.

    4. ციტრუსები

    ეს ხილი მჟავებს შეიცავს, რომლებმაც კბილის მყარ ქსოვილებზე შესაძლოა დამღუპველი გავლენა იქონიოს. ციტრუსების მცირე რაოდენობა უსაფრთხოა, თუმცა არ დაგავიწყდეთ მათი მიღების შემდეგ პირში წყალი გამოივლოთ.

    5. ცხელი ჩაი ლიმონით

    თქვენი კბილებისთვის ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება მავნებელია. მითუმეტეს, რომ ლიმონი, როგორც ციტრსოვანების წარმომადგენელი საკმაოდ აგრესიულ მჟავა გარემოს ქმნის, რომელიც კბილებზე ცუდად აისახება.

    6. ალკოჰოლი

    ალკოჰოლი კბილებს საფრთხეს იმის გამო უქმნის, რომ ნერწყვის გამოყოფას აქვეითებს, რაც ავტომატურად ტოვებს ჩვენს კბილებს ბუნებრივი დაცვის გარეშე.

    7. რძის ფაფები

    საჭმლის მონელებისთვის და კუჭნაწლავისთვის სასარგებლო ფაფები კბილებისთვის სულაც არ არის სასარგებლო. მათი წებოვანი ტექსტურის გამო ნარჩენები შესაძლოა დიდხანს შემორჩეს პირის ღრუში და კარიოზული მიკროფლორა კვებოს.

    8. პოპკორნი

    ღრძილებში ჩარჩენილი პოპკორნის ნაწილაკები შესაძლოა ღრძილების სერიოზული დაავადების მიზეზი გახდეს. ბასრი კიდეები როგორც რბილ, ასევე მყარ ქსოვილებს აყენებს ტრავმას. პოპკორნის მსხვილ მარცვალს კი შეუძლია კბილის მოტეხვა გამოიწვიოს.

    9. დამჟავებული პროდუქტები

    როგორც წესი, მარინადები ძმრით მზადდება, რომელიც ცუდად მოქმედებს როგორც მინანქარზე, ისე ღრძილებზე.

    10. ჩირი

    გამომშრალი ხილი ხშირად ეწებება კბილის მინანქარს კბილებს შორის მყარად იჭედება. თუ გავითვალისწინებთ, რომ მათ შემადგენლობაში ბევრი ბუნებრივი შაქარია, ეს პირის ღრუში მავნე ბაქტერიების რაოდენობის ზრდას იწვევს.

  • 5 პროდუქტი, რომელმაც შესაძლოა ცელულიტი გაგიჩინოთ

    მითი იმის შესახებ, რომ ცელულიტი მხოლოდ მსუქანი ქალების პრობლემაა, დიდი ხანია გაქარწყლდა. “ფორთოხლის კანის” გაჩენის არაერთი მიზეზი არსებობს, მათ შორის ქალის ორგანიზმის თავისუბურებაა.

    კვებასა და ცელულიტს შორის კი ურთიერთდამოკიდებულება არაერთი კვლევით დასტურდება. არსებობს პროდუქტთა კატეგორია, რომელიც ცელულიტის გაჩენას უწყობს ხელს. წარმოგიდგენთ 5 მათგანს:

    1. გაზიანი სასმელები

    დადასტურებულია, რომ ცელულიტის გაჩენას ხელს უწყობს გაზიანი სასმელები. მიზეზი დიდი რაოდენობით ნახშირწყლებია. გაზიანი სასმელების მირებისას ორგანიზმი გამოიმუშავებს უფრო მეტ ინსულინს, რაც  ცხიმოვანი უჯრედების ზომას ზრდის.  ტოქსინები შლიან კოლაგენსა და ელასტინს, რომლებიც ხდიან კანს გლუვსა და მკვრივს.

    გაზიანი სასმელების ნაცვლად, გირჩევთ დალიოთ მწვანე ჩაი, რომელიც აჩქარებს მეტაბოლიზმს და ხელს უშლის კოლაგენის დაშლას.

    2. ყავა

    უშუალოდ ყავა არ აჩენს ცელულიტს, თუმცა მასში შემავალი კოფეინი იწვევს გაუწყლოებას და ავიწროებს სისხლძარღვებს, რის გამოც სისხლის მოძრაობა  და ნივთიერებათა ცვლა ნელდება. 

    შეგიძლიათ მიიღოთ ყავა ზომიერად და არ დაგავიწყდეთ, რომ ყავა შესანიშნავი ინგრედიენტია სახლის პირობებში დამზადებული ცელულიტის საწინააღმდეგო სკრაბებისთვის.

    3.ალკოჰოლი

    ალკოჰოლი აზიანებს  კოლაგენის ბოჭკოებს, რომელთა ფუნქციონირება პირდაპირაა დამოკიდებული  კანის საფარის ელასტიურობაზე. ალკოჰოლის დიდი ოდენობით მიღებისას ხდება ორგანიზმის გაუწყლობა, რაც იწვევს  ნაოჭებისა და ცელულიტის გაჩენას.

    4.რძის პროდუქტები
    რაც არ უნდა გასაკვირი იყოს რძის პროდუქტები “ფორთოხლის კანის” გაჩენის მიზეზი შეიძლება აღმოჩნდეს.საქმე ისა, რომ  რძის პროდუქტები შეიცავს ენზიმებს, რომელსაც ორგანიზმი  მთლიანად  ვერ შლის. განსაკუთრებით, მაშინ თუ თქვენ ლაქტოზის აუტანლობა გაწუხებთ. ამ შემთხვევაში რძის პროდუქტების მონელება კიდევ უფრო რთულდება, რის გამოც “ფორთოხლის კანით” “ჯილდოვდებით”.

    5. თეთრი ფქვილი და პურეული
    თეთრი ფქვილი შეიცავს გასუფთავებულ ნახშირწყლებს.  ორგანიზმში, ტრანსფორმირდებიან გლუკოზაში. გლუკოზა კი  ანადგურებს კოლაგენს და ხელს უწყობს ცელულიტის განვითარებას.

  • როგორ შევარჩიოთ წამლები გაციების და გრიპისთვის. საჭირო ნიუანსები

    გაციების პირველი ნიშნებისთანავე ჩვენი უმრავლესობა აფთიაქში მიდის “რამე გაციების წამლის“ საყიდლად. საუკეთესო შეთხვევაში ამ “რამეს“ აფთიაქის კონსულტანტის რჩევით ყიდულობს, უფრო ხირად კი წამლის შეჩრევისას კოლეგების, მეგობრების და ახლობლების, ან ინტერნეტში ნაპოვნი რეკომენდაციებით ვხელმძღვანელობთ. ანდა სულაც საკუთარი გამოცდილებით, რომელიც წარსულში გადატანილი დაავადებებით დაგვიგროვდა.

    ასეთ მიდგომას შესაძლოა უარყოფითი შედეგები მოჰყვეს. დაუდევარმა დამოკიდებულებამ ჯანრმთელობის მიმართ და გაციების, მითუმეტეს გრიპის წამლის შერჩევისას შესაძლოა არა მხოლოდ დაავადების გახანგრძლივება, არამედ შემდგომი გართულებები და სერიოზული შედეგებიც გამოიწვიოს.

    როგშორ უნდა შევარჩიოთ სწორად წამალი გაციების და გრიპის წინააღმდეგ.

    რა თქმა უნდა, პირველ რიგში ექიმს უნდა მიმართოთ, რომელიც სწორად დასვამს დიაგნოზს და სწორ მკურნალობას დაგინიშნავთ. თუმცა რადგან ამას გაციების და გრიპის დროს იშვიათად თუ აკეთებს ვინმე და ძირითადად თვითმკურნალობას მიმართავენ, გეტყვით რითი ხელმძღვანელობენ ექიმები წამლის დანიშვნისას, რომ ეს ნიუანსები თქვენც გაითვალისწინოთ:

    1. ანტივირუსული ეფექტი

    ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ პრეპარატის უნარი ებრძოლოს ვირუსს. პრეპარატის მოქმედება ვირუსის აქტივობის დათრგუნვისკენ უნდა იყოს მიმართული, დაავადების პერიოდს და გართულებების განვითარების რისკს უნდა ამცირებდეს.

    2. ანთებისსაწინააღმდეგო ეფექტი.
    პრეპარატი ანთებისსაწინააღმდეგო ეფექტით გვეხმარება გაციების და გრიპის გამოხატული სიმპტომების შემცირებაში, რაც პირველ რიგში ავადმყოფის თვითშეგრძნების გაუმჯობესებას იწვევს. გარდა ამისა, საშუალებას გვაძლევს ზედმეტი წამლები აღარ მივიღოთ უსიამოვნო სიმპტომების მოსახსენლად.

    3. იმუნიტეტის აქტივიზაციის უნარი.


    ხშირად გართულებების მიზეზი ორგანიზმის დამცავი იმუნიტეტის დაქვეითება ხდება, რამაც შეიძლება ბაქტერიული ინფექციების განვითარება გამოიწვიოს. ასეთ შემთხვევაში რეკომენდირებულია ორგანიზმს დაეხმაროთ: საკუთარი ინტერფერონების გამომუშავების სტიმულირება მოახდინოთ.

    4. უკუჩვენებების და თანმდევი უარყოფითი ეფექტების მინიმალური რაოდენობა .

    ხანდახან როცა წამლის ინსტრუქციაში უკუჩვენებების და თანმდევი ეფექტების თავს ვკითხულობთ, ეჭვი გვეპარება – ღირს კი საერთოდ ამ წამლის მიღება. უფრო მეტ ზიანს ხომ არ მოგვიტანს, ვიდრე სარგებელს? ექიმები ცდილობენ ისეთი პრეპარატები შეარჩიონ, რომლებსაც საჭირო მოქმედების პარალელურად მინიმალური უკუჩვენება და შესაძლო თანმდევი ეფექტი აქვთ.

    5. თავსებადობა სხვა პრეპარატებთან.

    თანამედროვე სამედიცინო ანდაზის მიხედვით: “არ არსებობენ ჯანმრთელი ადამიანები, უბრალოდ მათი ნაწილი სათანადოდ არ არის გამოკვლეული. “ სამწუხაროდ ეს ხუმრობა რეალობასთან ახლოსაა. უკვე სკოლის ასაკიდან ბევრი ბავშვი იძენს ქრონიკულ დაავადებას, რომ აღარაფერი ვთქვათ ზრდასრულებზე. ხშირად ეს დაავადებები მუდმივად ან პერიოდულად პრეპარატების მიღებას ითხოვს. მაგრამ ასეც რომ არ იყოს, როცა საქმე გაციებს და გრიპს ეხება, მხოლოდ ერთი პრეპარატით მკურნალობა ხშირად პრობლემატურია და რამდენიმე პრეპარატი გვჭირდება. ასეთ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია ანტივირუსული პრეპარატის ხვა წამლებთან თავსებადობა.

    6. პრეპარატი არ უნდა იწვევდეს მიჩვევას

    არსებობს დაახლოებით 200 სახეობის გრიპის ვირუსი. ერთის გადატანის შემდეგ შეიძლება მოკლე პერიოდში მეორე შეგეყაროთ და კვლავ ავად გახდეთ. ნორმალური, ფუნქციონირებადი იმუნური სისტემის პირობებში ადამიანს შეუძლია წელიწადში 4 “გაციება“ გადაიტანოს და ოთხივეს დროს წამლების მიღება დაჭირდეს. ამიტომაც მნიშვნელოვანია რომ ანტივირუსული პრეპარატი მიჩვევას არ იწვევდეს როგორც ადამიანში, ისე ვირუსში, რათა თუნდაც ხშირი გამოყენების დროს თერაპევტული ეფექტი არ დაკარგოს.