Category: ჯანმრთელობა

  • ჩინეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ აპრილში კორონავირუსის ვაქცინა მზად ექნება

    ჩინეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ აპრილში კორონავირუსის ვაქცინა მზად ექნება

    ჩინეთის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მომავალ თვეს უკვე მზად იქნება კორონავირუსის ვაქცინა საგანგებო სიტუაციებისა და კლინიკური კვლევებისთვის.

    ქვეყნის რვა ინსტიტუტი ხუთი სხვადასხვა მიდგომით მუშაობს. ჩინური მედია ჯანდაცვის ნაციონალური კომისიის მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარების ცენტრის დირექტორს ჩჟენ ცუნვეის ციტირებს, რომელიც ამბობს, რომ აპრილში ვაქცინების კლინიკური კვლევები დაიწყება და მათ საგანგებო სიტუაციებშიც გამოიყენებენ. თუმცა სანამ ვაქცინებს ფართო მოხმარებაში გაუშვებენ, და დარწმუნებულნი იქნებიან მის უსაფრთხოებაში 12–18 თვიანი პერიოდია საჭირო. მაგრამ ჩინეთის კანონმდებლობის მიხედვით საგანგებო სიტუაციებში წამლის გამოყენება უფრო ადრეც შეიძლება, თუ სარგებელი რისკს აღემატება. ცუნვეი თავიდან ირიდებს კითხვას ვაქცინის უსაფრთხოების შესახებ და ამბობს, რომ ისინი სამეცნიერო და სტანდარტიხებული ტექნიკური მოთხოვნების შესაბამისად მუშაობენ.

    ვაქცინის შექმნაზე მუშაობს აშშ–ც. მასაჩუსეტსში ბაზირებულმა ბიოტექნოლოგიურმა კომპანია Moderna Inc.–მა მის მიერ შემუშავებული ვაქცინა ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ნაციონალურ ინსტიტუტში თებერვლის ბოლოს გაგზავნა ტესტირებისთვის. პირველადი შედეგები შესაძლოა ივლისში ან აგვისტოში გამოქვეყნდეს.

  • როგორ მოვამზადოთ სადეზინფექციო ხსნარი სახლის პირობებში

    როგორ მოვამზადოთ სადეზინფექციო ხსნარი სახლის პირობებში

    კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვის ზრდასთან ერთად აფთიაქებსა და მაღაზიებში მცირდება ნიღბებისა და სადეზინფექციო საშუალებების რაოდენობა.

    რეკომენდაციების მიხედვით სადენზიფექციო ხსნარით ხელის დაბანა ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა კორონავირუსისგან თავის დასაცავად.

    მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ თუ როგორ დავამზადოთ სადეზინფექციო ხსნარი სახლის პირობებში.

    როგორ მოვამზადოთ სადეზინფექციო ხსნარი :
     
    1. 800 მლ. სპირტი

    2. 40 მლ. წყალბადის ზეჟანგი

    3. 15 მლ. გლიცერინი

    ჩამოთვლილი ხსნარები უნდა აირიოს ერთმანეთთან იმ თანმიმდევრობით რა თანმიმდევრობითაც წერია ჩამონათვალში, ხოლო შემდეგ მიღებული სითხე უნდა აირიოს 140 მლ.  სტერილურ წყალში.

  • რჩევები კორონავირუსთან ბრძოლის შესახებ, რომლებსაც არ უნდა დაუჯეროთ

    რჩევები კორონავირუსთან ბრძოლის შესახებ, რომლებსაც არ უნდა დაუჯეროთ

    კორონავირუსთან ერთად მთელ მსოფლიოში ვრცელდება არა მხოლოდ პანიკა, არამედ სხვადასხვა რჩევები იმასთან დაკავშირებით, როგორ დავიცვათ მისგან თავი. ამ რჩევებს ყოველთვის კვალიფიციური სპეციალისტები არ იძლევიან და მათგან სარგებელი ხშირად ნულის ტოლია.

    ჩამოვთვლით რამდენიმე ხერხს, რომლის გამოყენებასაც ხშირად გვირჩევენ და შემოგთავაზებთ სპეციალისტების აზრს ამ რჩევების შესახებ.

    1. ნიორი

    სოციალური ქსელების ბევრი მომხმარებელი გვირჩევს ნიორი ვჭამოთ ვირუსის თავიდან ასაცილებლად. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მისალმება ნიორს, როგორც ჯანსაღ საკვებს, რომელსაც გარკვეული ანტიმიკრობული თვისებები აქვს, მაგრამ არავითარი მტკიცებულება, რომ ის ახალი კორონავირუსისგან დაგიცავთ არ არსებობს.

    ზომიერი რაოდენობით ნიორი არაფერს აშავებს, სანამ ხალხი, რომელიც მას მკურნალობისთვის იყენებს ექიმების რეკომენდაციებს ემორჩილება. თუმცა, თუ ვინმე ჩათვლის, რომ ნიორი და სხვა “ხალხური“ მეთოდები საკმარისია და კვალიფიციური სპეციალისტების რჩევებს უგულებელყოფს, ეს შესაძლოა ჯანმრთელობისთვის საშიში აღმოჩნდეს. ხილი და ბოსტნეული ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა, თუმცა უსარგებლოა ახალი კორონავირუსით დაინფიცირების თავიდან ასაცილებლად.

    თავისთავად ნივრის დიდი რაოდენობით მოხმარებამაც შესაძლოა პრობლემები გამოიწვიოს. ჩინური გამოცემა The South China Morning Post ამ დღეებში წერდა ქალის შესახებ, რომელიც საავადმყოფოში ყელის ანთებით მოხვდა მას შემდეგ, რაც კილონახევარი ნიორი შეჭამა.

    2. „ჯადოსნური დანამატები„

    პოპულარული YouTube ბლოგერი, ჯორდან საზერი ამტკიცებს, რომ ჯადოსნური მინერალური დანამატი (MMS – “miracle mineral supplement”) კორონავირუსისგან გვიცავს.

    ეს დანამატი ქლორის დიოქსიდს შეიცავს. საზერი, როგორც ზოგიერთი სხვა ინფლუენსერი ამ საშუალების რეკლამირებას ვირუსის აფეთქებამდეც ეწეოდა. ჯერ კიდევ იანვარში ის ტვიტერში წერდა, რომ ქლორის დიოქსიდი ეფექტური საშუალებაა კიბოს უჯრედების გასანადგურებლად, თუმცა მას შეუძლია კორონავირუსით დაინფიცირებაც აგვარიდოს თავიდან.

    გასულ წელს აშშ–ს კვების პროდუქტების და მედიკამენტების კონტროლის სამმართველომ უკვე გამოსცა გაფრთხილება, რომ ქლორის დიოქსიდის უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის დამტკიცებული კვლევებით და მისმა გამოყენებამ შეიძლება გულის რევა, დიარეა და ორგანიზმის ძლიერი გამოფიტვის სიმპტომები გამოიწვიოს. მას სხვა ქვეყნების მსგავსი სამსახურებიც ეთანხმებიან.

    3. თვითნაკეთი ხელის გელი

    მთელ მსოფლიოში ხალხი ინტენსიურად ყიდულობს ხელის სადეზინფექციო საშუალებებს. ბევრ მაღაზიაში მარაგები გათავდა, ინტერნეტში კი პოპულარული ხდება ინსტრუქციები, როგორ მოვამზადოთ გელი საკუთარი ხელით.
    თუმცა, ზოგიერთი თვითნაკეთი გელი ადამიანის კანისთვის არ გამოდგება. ხელის ჩვეულებრივი გელი, რომელიც მაღაზიებში იყიდება როგორც წესი არა მხოლოდ სპირტს შეიცავს, არამედ შემამსუბუქებელ ნივთიერებებსაც, რათა კანი არ დაზიანდეს. ეს კი სახლის პირობებში მომზადებული საშუალებების უმრავლესობაში გამორიცხულია. . ზოგჯერ ამ რეცეპტებში გვთავაზობენ ალკოჰოლური სასმელების გამოყენებას, მაგრამ ყველაზე მაგარ სასმელებშიც კი სპირტის შემცველობა იშვიათად აღემატება 60%–ს. ექსპერტები გვირჩევენ, ანტისეპტიკი სახლის პირობებში მინიმუმ 60 გრადუსის სიძლიერის სპირტით დავამზადოთ.

    4. კოლოიდური ვერცხლი

    კოლოიდური ვერცხლის გამოყენება კორონავირუსის წინააღმდეგ საზოგადოებას ჯიმ ბეიკერის ტელეშოუს სტუმარმა ურჩია. სითხე, რომელშიც ვერცხლის უმცირესი ნაწილაკებია გარეული, მისი აზრით კორონავირუსის ზოგიერთ სახეობას 12 საათის განმავლობაში კლავს. თუმცა, მან აღიარა, რომ Covid-19–თან დაკავშირებით ჯერჯერობით მონაცემები არ აქვს.

    ცნობები იმის შესახებ, რომ თხევადი ვერცხლი შესაძლოა ეფექტური აღმოჩნდეს, მალევე გავრცელდა სოციალურ ქსელებში, განსაკუთრებით ტრადიციული მედიცინის მიმართ სკეპტიკურად განწყობილ საზოგადოებებში. ამ საშუალების მომხრეები ვარაუდობენ, რომ ის სხვადასხვა დაავადებას კურნავს და ანტისეპტიკური მოქმედება აქვს, ასევე იმუნიტეტს ამაგრებს. თუმცა აშშ–ს ხელისუფლება გვაფრთხილებს, რომ ასეთი თვისებები არავის დაუმტკიცებია. უფრო მეტიც, კოლოიდური ვერცხლის გამოყენებამ შესაძლოა სერიოზული უარყოფითი ეფექტები გამოიწვიოს, მაგალითად თირკმელების მუშაობის დარღვევა, კრუნჩხვები და არგირია – კანის ფერის შეუქცევადი შეცვლა.

    ექიმები ამბობენ, რომ რკინის და თუთიისგან განსხვავებით ვერცხლი ადამიანის ორგანიზმში არავითარ ფუნქციას არ ასრულებს.

    ფეისბუქმა კოლოიდური ვერცხლის შესახებ არაერთი პოსტი უკვე მონიშნა, როგორც არასანდო ინფორმაცია.

    5. წყლის სმა ყოველ 15 წუთში

    ფეისბუქში პოპულარულია პოსტები ვინმე “იაპონელი ექიმის“ ციტირებით, რომელიც გვირჩევს ყოველ 15 წუთში წყალი დავლიოთ, რათა პირის ღრუდან ვირუსი გამოვრეცხოთ.

    მედიკოსები ამ რჩევას სკეპტიკურად უყურებენ. ვირუსი ადამიანის ორგანიზმში სასუნთქი გზებით ხვდება, მაგრამ თუნდაც ის პირში მოხვდეს, წყლის დალევა არ გვიშველის. თუმცა, ზოგადად წყლის სმა, რა თქმა უნდა სასარგებლოა.

    6. ცხელი წყლის სმა, ცხელი აბაზანების მიღება და ნაყინზე უარის თქმა

    არანაკლებ პოპულარულია ინფორმაცია, რომელსაც იუნისეფს მიაწერენ, თითქოს კორონავირუსისგან დაცვაში ცხელი წყალი დაგვეხმარება: თიქოს ის რაც შეიძლება ბევრი უნდა დავლიოთ, ხშირად ვიყოთ მზეზე და თითქოს ასეთ შემთხვევაში კორონავირუსი ვერ მოგვერევა. არის რჩევები ცხელი აბაზანების მიღების შესახებ იმავე მიზნით.

    იუნისეფის წარმომადგენელი, შარლოტა გორნიცკა ამბობს:

    “ეს ყველაფერი სრული სიცრუეა. ჩვენ ვიცით, რომ გრიპის ვირუსი ადამიანის ორგანიზმის მიღმა ზაფხულის პერიოდში ვერ ცოცხლოს. თუმცა, ჩვენ არ ვიცით რა ზემოქმედებას ახდენს მაღალი ტემპერატურა ახალ კორონავირუსზე.„

    საკუთარი სხეულის ტემპერატურის მომატება და მზის აბაზანების მიღება კორონავირუსისგან ვერ დაგიცავთ – თვლის ლონდონის ჰიგიენის და ტროპიკული მედიცინის სკოლის პროფესორი სალი ბლუმფილდი. თუ ვირუსი ორგანიზმში შეაღწევს, მას მხოლოდ თავად ორგანიზმი მოერევა.

  • 5 პროდუქტი, რომელმაც შესაძლოა ცელულიტი გაგიჩინოთ

    5 პროდუქტი, რომელმაც შესაძლოა ცელულიტი გაგიჩინოთ

    მითი იმის შესახებ, რომ ცელულიტი მხოლოდ მსუქანი ქალების პრობლემაა, დიდი ხანია გაქარწყლდა. “ფორთოხლის კანის” გაჩენის არაერთი მიზეზი არსებობს, მათ შორის ქალის ორგანიზმის თავისუბურებაა.

    კვებასა და ცელულიტს შორის კი ურთიერთდამოკიდებულება არაერთი კვლევით დასტურდება. არსებობს პროდუქტთა კატეგორია, რომელიც ცელულიტის გაჩენას უწყობს ხელს. წარმოგიდგენთ 5 მათგანს:

    1. გაზიანი სასმელები

    დადასტურებულია, რომ ცელულიტის გაჩენას ხელს უწყობს გაზიანი სასმელები. მიზეზი დიდი რაოდენობით ნახშირწყლებია. გაზიანი სასმელების მირებისას ორგანიზმი გამოიმუშავებს უფრო მეტ ინსულინს, რაც  ცხიმოვანი უჯრედების ზომას ზრდის.  ტოქსინები შლიან კოლაგენსა და ელასტინს, რომლებიც ხდიან კანს გლუვსა და მკვრივს.

    გაზიანი სასმელების ნაცვლად, გირჩევთ დალიოთ მწვანე ჩაი, რომელიც აჩქარებს მეტაბოლიზმს და ხელს უშლის კოლაგენის დაშლას.

    2. ყავა

    უშუალოდ ყავა არ აჩენს ცელულიტს, თუმცა მასში შემავალი კოფეინი იწვევს გაუწყლოებას და ავიწროებს სისხლძარღვებს, რის გამოც სისხლის მოძრაობა  და ნივთიერებათა ცვლა ნელდება.

    შეგიძლიათ მიიღოთ ყავა ზომიერად და არ დაგავიწყდეთ, რომ ყავა შესანიშნავი ინგრედიენტია სახლის პირობებში დამზადებული ცელულიტის საწინააღმდეგო სკრაბებისთვის.

    3.ალკოჰოლი

    ალკოჰოლი აზიანებს  კოლაგენის ბოჭკოებს, რომელთა ფუნქციონირება პირდაპირაა დამოკიდებული  კანის საფარის ელასტიურობაზე. ალკოჰოლის დიდი ოდენობით მიღებისას ხდება ორგანიზმის გაუწყლობა, რაც იწვევს  ნაოჭებისა და ცელულიტის გაჩენას.

    4.რძის პროდუქტები
    რაც არ უნდა გასაკვირი იყოს რძის პროდუქტები “ფორთოხლის კანის” გაჩენის მიზეზი შეიძლება აღმოჩნდეს.საქმე ისა, რომ  რძის პროდუქტები შეიცავს ენზიმებს, რომელსაც ორგანიზმი  მთლიანად  ვერ შლის. განსაკუთრებით, მაშინ თუ თქვენ ლაქტოზის აუტანლობა გაწუხებთ. ამ შემთხვევაში რძის პროდუქტების მონელება კიდევ უფრო რთულდება, რის გამოც “ფორთოხლის კანით” “ჯილდოვდებით”.

    5. თეთრი ფქვილი და პურეული
    თეთრი ფქვილი შეიცავს გასუფთავებულ ნახშირწყლებს.  ორგანიზმში, ტრანსფორმირდებიან გლუკოზაში. გლუკოზა კი  ანადგურებს კოლაგენს და ხელს უწყობს ცელულიტის განვითარებას.

  • როგორ ამოვიცნოთ ტოქსიკური ურთიერთობები და როგორ დავაღწიოთ თავი

    როგორ ამოვიცნოთ ტოქსიკური ურთიერთობები და როგორ დავაღწიოთ თავი

    ტერმინი ტოქსიკური ურთიერთობები ფსიქოლოგიაში ისეთ ურთიერთობებს აღნიშნავს, რომლებიც ადამიანს ფსიქოლოგიურ დისკომფორტს უქმნის, გულს ტკენს და ფსიქოლოგიურად, მოგვიანებით კი ფიზიკურად ფიტავს. ტოქსიკური ურთიერთობები ადამიანის პირად ზრდას და ადეკვატურ თვითშეფასებას გამორიცხავს. “ტოქსიკური“ პარტნიორი შესაძლოა ასე განზრახ, ან გაუცნობიერებლად იქცეოდეს. “მსხვერპლი“ ხშირად ვერ ხვდება, რომ ნევროტული ურთიერთობები აქვს, თუმცა შესაძლოა გააცნობიეროს კიდეც, მაგრამ წლობით განაგრძოს ეს ურთიერთობები – ემოციური გამოფიტვის ზღვარზე, დეპრესიულ მდგომარეობაში და მუდმივი დეპრესიის, დანაშაულის შეგრძნების და სასოწარკვეთილების ფონზე. როგორ უნდა გამოვიცნოთ ტოქსიკური ურთიერთობები და როგორ დავაღწიოთ მათ თავი.

    ვნახოთ, რას გვირჩევენ ფსიქოლოგები:

    ტოქსიკური ურთიერთობების მთავარი ნიშნები:

    1. ტოქსიკური პარტნიორი თანდათანობით მსხვერპლის თვითშეფასებას ანგრევს და პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის მის დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ. ეს ლამაზი პეპლის ფრთებზე მსუბუქ წერტილოვან შეხებას გავს: რაც არ უნდა მსუბუქი იყოს შეხება, პეპელა უკვე ვეღარ შეძლებს ფრენას. სირცხვილის და დანაშაულის გრძნობის პერიოდული შემოტევები საკუთარი შეუმდგარობის გამო – ტოქსიკური ურთიერთობების მთავარი მარკერია.

    2. თქვენს სურვილებს და გრძნობების მნიშვნელობა არ აქვს. თქვენს მიერ პირადი საზღვრების დაცვა კი ტოქსიკური პარტნიორის გაგებით ნამდვილი ომის გამოცხადებაა. ბოლო სიტყვა ყოველთვის მას უნდა ეკუთვნოდეს, იმიტომ რომ თქვენ “არასწორად გრძნობთ, არასწორად გინდათ, და საერთოდაც ცუდად ერკვევით ცხოვრებაში.“

    3. ერთი საათის წინ თითქოს პარტნიორი გაღმერთებდათ, ახლა კი საერთოდ ზედ არ გიყურებთ, შემდეგ ისევ გაგაღმერთებთ. ეს არის მანიპულატიური ტექნიკა, რომლითაც ტოქსიკურ პარტნიორს მსხვერპლი სრულ გაურკვევლობაში ჰყავს. არასოდეს იცი რას შეიძლება ელოდე მისგან.

    4. ნებისმიერი მცდელობა მსხვერპლმა საკუთარი თავის “ფასი გაზარდოს“ და თვითშეფასება აღიდგინოს, ტოქსიკური პარტნიორის მხრიდან სასტიკად დაგმობილია. არანაირი ცვლილება, არანაირი პიროვნული ზრდა და განვითარება. თქვენს ყველა მიზანს დასცინის, მიღწევებს აუფასურებს, არაფერში მხარს არ გიჭერთ.

    როგორ ეგება მსხვერპლი ანკესზე:

    როგორც წესი, ნებისმიერი ურთიერთობების დასაწყისი ფერადი და ხავერდოვანია. შეყვარებულობა მხოლოდ ემოციური მოვლენა არ არის. ის ორგანიზმის განსაკუთრებული ფსიქოფიზიოლოგიური მდგომარეობაა.

    ენდორფინი, დოფამინი, ოქსიტოცინი, ადრენალინი…. ამ და სხვა ჰორმონების კოქტეილი მძაფრ ემოციებს და შეგძნებებს იწვევს, რომლებიც ყველა ლოგიკურ მოსაზრებას უგულებელყოფს და კარგის და ცუდის გაგებას აფერმკრთალებს. თანაც, შეყვარებულობის ჰორმონალური ქარიშხალი ლამის გარდატეხის ასაკისას უტოლდება, რომელიც ჩვენს ორგანიზმს რადიკალური მეტამორფოზებისკენ უბიძგებს. ასეთ მდგომარეობაში ძნელია ურთიერთობების მომავალი კონტურები სწორად დაინახო.

    თუმცა, შეყვარებულობა მუდმივი არ არის. მაშინ, რატომ ხდება შეუძლებელი ანკესიდან თავის დახსნა, როცა ქარიშხალი ჩადგება.

    • სხვადასხვა მოსაზრებები არსებობს რამდენ ხანს გრძელდება შეყვარებულობა: რამდენიმე თვიდან რამდენიმე წლამდე. ამ ხნის მანძილზე სრულიად შესაძლებელია ადამიანის მიმართ მყარი მიჯაჭვულობა ჩამოყალიბდეს.

    • აგრესორი–მსხვერპლის ტიპის დესტრუქციული ურთიერთობების ჩამოყალიბებაში დიდ როლს თამაშობს მშობლების ოჯახის ურთიერთობების მოდელი. ისეთ ოჯახში გაზრდილი ბავშვები, სადაც მშობლების ურთიერთობა არაჯანსაღი, ნევროტული და ტოქსიკური იყო, უფრო ნაცნობი სცენარის გამეორებისკენ იხრებიან. იქ, სადაც სიყვარულის გამო ტანჯვა და ცალ კარში თამაში ნორმაა, პირადი სივრცის და პატივისცემის შესახებ კი არაფერი სმენიათ, დიდი შანსია ბავშვი ასეთივე წარმოდგენებით გაიზარდოს.

    • მარტოობის შიში და მისი თანმდევი წარმოდგენები “ისედაც გამიმართლა“, “მარტოობას ხომ ჯობს“, “სხვას ვის ვჭირდები“…

    • იმედი ბოლოს კვდება და ფანტაზია, რომ ტოქსიკურ მანიპულატორს თქვენი დამთმობი ხასიათით და თბილი გულით განკურნავთ, საკმაოდ დიდხანს ცოცხლობს. ამ ფანტაზიის დასანგრევად უნდა გაითვალისწინოთ, რომ თითქმის ყველა აგრესორი ყოფილი მსხვერპლია. ამიტომაც კარგად შესისხლხორცებული ქცევის მოდელის შესაცვლელად ფსიქოთერაპიის ათეულობით სეანსიც შეიძლება არ აღმოჩნდეს საკმარისი. ცვლილებები შესაძლებელია, თუმცა ძალიან ნელა, თითქმის წლების მანძილზე. გარდა ამისა, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ტოქსიკური პარტნიორი ურთიერთობებში საკუთარ მოთხოვნილებებს სრულად იკმაყოფილებს, ამიტომაც სულაც არ აქვს მოტივაცია ცვლილებებისთვის საკუთარ თავზე იმუშაოს.

    როგორ დავამთავროთ ასეთი ურთიერთობები:

    თუ ტოქსიკური ურთიერთობები საკმაოდ დიდი ხანია გაქვთ, ძალა და სითამამე არ გეყოფათ ერთ მშვენიერ დღეს დაასრულოთ და წახვიდეთ. შეეცადეთ გარკვეული დროის მანძილზე საკუთარი მეს და თვითშეფასების განვითარებაზე იმუშაოთ, რაც თავისთავად გამოიწვევს იმას, რომ ერთ დღესაც “ტოქსინს“ ნაგვის ურნაში გადაუძახებთ.

    ტოქსიკური ურთიერთობების აღიარება და გაცნობიერება:

    უპასუხეთ საკუთარ თავს კითხვაზე: რამდენი ხანია თავს უბედურად გრძნობთ, განიცდით თუ არა დანაშაულის შეგრძნებას იმის გამო, თუ როგორი ხართ. გინდათ თუ არა თქვენს პარტნიორთან ყოფნა თუ უბრალოდ თვლით, რომ ახალი ურთიერთობები არ გამოგივათ. რამდენად ხშირად გამცირებენ, უწევს თუ არა თქვენს სურვილებს ანგარიშს თქვენი პარტნიორი.

    აკრძალვების მიუხედავად დაიწყეთ განვითარება. დაკავდით სპორტით, მედიტაციით, იოგათი, თანდათან გაზარდეთ თქვენი პროექტის მაშტაბები თვითშეფასების ასამაღლებლად. მოიპოვეთ მხარდაჭერა ახლობლებისა და მეგობრების სახით.

    ხშირად ქალები, რომლებიც ტოქსიკურ ურთიერთობებში არიან, კავშირებს წყვეტენ ყველასთან. ამიტომაც, თუ თქვენც იმ მდგომარეობაში ხართ, რომ გაგების და მხარდაჭერის მისაღებად გვერდით არავინ გყავთ, ეცადეთ პროფესიონალებს მიმართოთ.

  • მეცნიერებმა კიბოს უჯრედები სრულად “გაშიფრეს“ და მის მკურნალობაში რევოლუციას გვპირდებიან

    მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა პირველად მედიცინის ისტორიაში სრულად გაშიფრა 38 სახის კიბოს უჯრედები და დნმ–ს მუტაციების ამომწურავი კატალოგი შეადგინა, რომლებიც ონკოლოგიური დაავადებების განვითარებას იწვევს.

    უპრეცედენტო მაშტაბების კვლევას სახელწოდებით “კიბოს ყველა სახეობის სრული გენომის ანალიზი“ – 10 წელზე მეტი დაჭირდა. სამუშაოში 37 ქვეყნის 1300 გენეტიკოსი მონაწილეობდა. მისი შედეგები კი ორი დღის წინ ოცზე მეტ სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნდა.

    მეცნიერები ამბობენ, რომ კიბოს წარმოქმნის მიზეზები შეიძლება ფაზლს შევადაროთ, რომელიც 100 ათასი ნაწილისგან შედგება. დღემდე მეცნიერები ცდილოდნენ სრული სურათი შეეკრათ, როცა ხელში მხოლოდ ყოველი მეასე ფრაგმენტი ეჭირათ. ახლა კი შეუძლიათ მას მთლიანობაში შეხედონ.

    “შეგროვილი ინფორმაციის დახმარებით სიმსივნეების წარმოშობისა და განვითარების შესახებ ჩვენ შეგვიძლია შევიმუშაოთ კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის მეთოდები, თერაპიის უფრო მიზნობრივი მეთოდები და პაციენტებს დიდი წარმატებით ვუმკურნალოთ“ – განაცხადა მკვლევართა ჯგუფის საკოორდინაციო კომიტეტის წერვმა, ლინკოლნ სტაინმა.

    რაში მდგომარეობს ამ უპრეცედენტო ნაშრომის არსი და როგორ შეიძლება მან ონკოლოგაში რევოლუცია მოახდინოს:

    ნებისმიერი სიმსივნის მიზეზი დნმ–ს მუტაციაა. თუმცა მეცნიერებისთვის ცოტა რამ არის ცნობილი იმის შესახებ, სად და რატომ ხდება გენეტიკური კოდის “გატეხვა“, რაც კიბოს განვითარებას იწვევს.
    ახალი კვლევის მონაწილეებმა მთლიანად გაშიფრეს 2800 პაციენტის კიბოს უჯრედების გენეტიკური ინფორმაცია, რომლებიც 38 სხვადასხვა სახეობის ონკოლოგიური დაავადებით იყვნენ დაავადებული.

    შედეგად გაკეთდა რამდენიმე ათეული აღმოჩენა – დაწყებული ე.წ. დრაივერული მუტაციების ზუსტი განლაგებისა და რაოდენობის დადგენით, დამთავრებული სხვადასხვა ქსოვილების კიბოს უჯრედების მოულოდნელი გენეტიკური დამთხვევების შესახებ.

    მათ შორის, გაირკვა, რომ კიბოს ზოგიერთი სახეობის მიმართ მიდრეკილება შეიძლება დიაგნოზამდე რამდენიმე ათეული წლით ადრე, ზოგჯერ კი ბავშვობაშიც ჩამოყალიბდეს.

  • მეხსიერებისთვის სასარგებლო საკვები

    მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ჯანსაღი საკვების მიღება, არამხოლოდ გარეგნობაზე, არამედ განწყობაზეც დადებითად აისახება. პროდუქტების გარკვეული კატეგორია ამაღლებს განწყობას და აქვეითებს სტრესს. ეს ყველაფერი კი დადებითად მოქმედებს მახსოვრობაზე. იმისთვის რომ იდეალური მეხსიერება გვიან ასაკამდე შეინარჩუნოთ, აუცილებელია მიიღოთ შემდეგი სახის პროდუქტები:

    თხილეული – ნიგოზი, თხილი, ნუში, გოგრის თესლი.

    თევზი –  ცხიმიანი ხორცისგან განსხვავებით, ის არ ამაღლებს ქოლესტერინის დონეს.

    კვერცხი – მასში შემავალი ნივთიერება ლეციტინი  ტვინის ნორმალურ ფუნქციონირებას უწყობს ხელს.

    ბოსტნეული – განსაკუთრებით, ზღვის კომბოსტო – მდიდარია იოდით, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ტვინისათვის.

    კენკრა და ხილი- განსაკუთრებით მოცვი  ეს იმ ვიტამინების წყაროა, რომელიც  ტვინში დაბერების პროცესს აფერხებს.

    ბალახები – მწვანე ჩაი (ანტიოქსიდანტი), სალბი (ხელს უწყობს ნეირონების გადართვას), რეჰანი (ხსნის დაღლილობას), გინკო-ბილობა (აუმჯობესებს ტვინის უჯრედების მიკროცირკულაციას).

    რაც მთავარია-დღეში 1,5-2 ლიტრი წყალი -თავის ტვინის 90% წყალია, შესაბამისად, გაუწყლოება ტვინისათვის მომაკვდინებელია. წყლის დალევა ტვინს ჟანგბადით ამარაგებს და იცავს მას გაუწყლოვანებისგან.

    კვებასთან ერთად არ დაგავიწყდეთ ფიზიკური აქტივობა და ძილი, რომელიც ტვინს დაბერებისგან იცავს.

  • 47 წლის ასაკში ადამიანი ყველაზე უბედურია – მეცნიერების დასკვნა

    მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ე.წ. საშუალო ასაკის კრიზისის პიკი სტატისტიკურად 47 წლის ასაკში მოდის.

    ამერიკის ეკონომიკური კვლევების ნაციონალური ბიუროს ანგარიშის მიხედვით ადამიანის ცხოვრების ე.წ. ბედნიერების მრუდის ყველაზე დაბალი წერტილი განვითარებულ ქვეყნებში 47 წლის ასაკზე მოდის, განვითარებად ქვეყნებში კი 48 წლის ასაკზე.

    კვლევის ავტორის, დარტმუდი კოლეჯის პროფესორის, დევიდ ბანჩფლაუერის თქმით, რომელმაც 132 ქვეყნის მონაცემები შეისწავლა, ტენდენცია იკვეთება მიუხედავად სქესისა, განათლებისა, ოჯახური მდგომარეობისა და სოციალური სტატუსისა: ბედნიერების მრუდი ყველგან გვხვდება.

    თავის ნაშრომში ბლანჩფლაუერმა ბედნიერების დაახლოებით 15 სხვადასხვა საზომი გამოიყენა – ბედნიერების, ფობიების, სასოწარკვეთის, მარტოობის, სტრესის და გამოუძინებლობის ჩათვლით.

    უფრო მეტიც, მეცნიერი მიუთითებს 2012 წლის შედეგებზე, რომელმაც მსგავსი მრუდები გამოავლინა ორანგუტანგებში და შიმპანზეებში.

    ამის საფუძველზე მეცნიერი აკეთებს დასკვნას, რომ ბედნიერების მრუდი მხოლოდ ადამიანებს არ ახასიათებს და მართალია ნაწილობრივ მისი ახსნა ადამიანური საზოგადოების და ცხოვრების თავისებურებებით შეიძლება, მისი ფესვები მაინც პრიმატების ბიოლოგიაში უნდა ვეძებოთ. პროფესორი იმასაც ვარაუდობს, რომ ცხოვრების ციკლში ასეთი მრუდის არსებობა გენურ დონეზეა დაპროგრამებული.

    ამ კვლევის მთავარი შედეგი კი ბლანჩფლაუერის თქმით იმაში მდგომარეობს, რომ ყველაზე დაბალი წერტილის შემდეგ ცხოვრება დალაგებას იწყებს.

    “თუ საშუალო ასაკის კრიზისს განიცდით, სასარგებლოა გესმოდეთ, რომ მარტო თქვენ არ ხართ ასეთი. ეს ბევრ ადამიანს ემართება. და კიდევ, ეცადეთ ამ პერიოდში მარტო არ დარჩეთ. ეკონტაქტეთ მეზობლებს, ოჯახს, მეტი დრო გაატარეთ ახლობლებთან და ნუ შეუშლით ხელს ადამიანებს დაგეხმარონ. ასე თავს უკეთ იგრძნობთ.“– ამბობს მეცნიერი.

  • მეცნიერებმა აღმოაჩინეს მეთოდი, როგორ შეიძლება გაჭაღარავების პროცესის შეჩერება

    ამერიკელი და ბრაზილიელი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ დაადგინეს სტრესის შედეგად გაჭაღარავების ბიოლოგიური მექანიზმი. ამ აღმოჩენას პერსპექტივაში შეუძლია ამ პროცესის შეჩერება ისე, რომ თმის შეღებვა აღარ გახდეს საჭირო.

    გავრცელებული აზრია, რომ ადამიანები ორი მიზეზით ჭაღარავდებიან: ასაკის და ძლიერი დარდის, შიშის ან ტკივილის გამო. არანაირი საშუალება ჭაღარის წინააღმდეგ გარდა თმის საღებავისა, არ არსებობს.

    ახლა ეს უკვე მეცნიერულად არის დამტკიცებული: ექსპერიმენტებისა და კვლევების მიმდინარეობისას ჰარვარდისა და სან პაულუს უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაამტკიცეს, რომ ნივთიერება მელანინის გამომუშავებაზე, რომელიც თმას და კანს შეფერილობას აძლევს, პასუხისმგებელია კონკრეტული ღეროვანი უჯრედები(მელანოციტები), და რომ ისინი სტრესისგან ინტენსიურად ნადგურდება.

    ქალმაც და მამაკაცმაც გაჭაღარავება 25 წლის ასაკის შემდეგ ნებისმიერ ასაკში შეიძლება დაიწყონ. ამ პროცესის დაწყების დრო და ტემპები ძირითადად მემკვიდრეობითობით განისაზღვრება: ის, თუ რომელ ასაკში გაჭაღარავდნენ თქვენი მშობლები დიდი ალბათობით გიკარნახებთ, როდის დაიწყებთ გაჭაღარავებას თქვენ.

    ამ პროცესში გარკვეულ როლს თამაშობს სტრესიც, თუმცა მეცნიერებს დღემდე ზუსტად არ ესმოდათ, როგორ ახდენდა სტრესი გავლენას თმის გაუფერულებაზე.

    მეცნიერებმა აღმოჩენა შემთხვევით გააკეთეს: თაგვებზე ცდებისას მათ შემჩნიეს, რომ იმ თაგვების მუქი ბეწვი, რომლებმაც ძლიერი შიში ან ტკივილი გადაიტანეს, რამდენიმე კვირაში სრულიად თეთრი გახდა.

    ტკივილი და ძლიერი ნეგატიური ემოციები ორგანიზმში ადრენალინის და კორტიზოლის გამოყოფას იწვევს, რისგანაც გულისცემა ძლიერდება, სისხლის წნევა მატულობს და ასევე იღუპება მელანოციტები, რომლებსაც თმის ბუდე შეიცავს.

    “ყოველთვის ვიცოდით, რომ ძლიერი სტრესი ორგანიზმისთვის მავნებელია, თუმცა ვერც კი წარმოვიდგენდით, რამდენად მავნებელია. რაც მთავარია, ახლა ზუსტად გვესმის, როგორ მუშაობს ეს მექანიზმი“ – ამბობს ჰარვარდის უნივერსიტეტის პრობესორი ია ციესუ.

    შიშისა და ტკივილისგან თაგვები რამდენიმე კვირაში ჭაღარავდებოდნენ, თუმცა, პიგმენტის მწარმოებელი უჯრედები პირველივე დღეებში სრულად კვდებოდნენ.

    მეცნიერების თქმით, უჯრედების სრულად სიკვდილის შემდეგ პიგმენტაციის აღდგენა უკვე შეუძლებელია და მიყენებული ზიანი გამოუსწორებელია.

    საცდელი თაგვების გენების შედარებამ იმ თაგვებთან, რომლებიც ექსპერიმენტში არ მონაწილეობდნენ, მეცნიერები მიიყვანა დასკვნამდე, რომ ქიმიური რეაქციები, რომლებიც მელანოციტების კვდომას იწვევს, გარკვეული ცილების – ციკლინოდამოკიდებული კინაზების არსებობაზეა დამოკიდებული.

    შემდგომი ექსპერიმენტების შედეგად გაირკვა, რომ მათი მოქმედების დაბლოკვა ზოგიერთი პრეპარატით შეიძლება რომლებიც როგორც წესი, წნევის დასწევად გამოიყენება.
    ამ ცილების ბლოკირებამ მეცნიერებს საშუალება მისცა თაგვების ბეწვის ფერის ცვლილება შეეჩერებინათ.

    კვლევის შედეგები იძლება იმედს, რომ გაჭაღარავების – როგორც ასაკობრივი, ისე სტრესულის წინააღმდეგ ეფექტური წამლის შექმნა შესაძლებელია.

    პროფესორი ია ციესო ამბობს, რომ მეცნიერება მხოლოდ ამ გზის დასაწყისშია და სავარაუდოდ მათი თმის ფერის აღდგენა, ვინც უკვე გაჭაღარავდა აღარ მოხერხდება.
    გარდა ამისა, პროფესორის თქმით კვლევა იძლევა წარმოდგენას იმის შესახებ, რაოდენ უარყოფითად მოქმედებს სტრესი ადამიანის ორგანიზმის სხვადასხვა ნაწილებზე.