Category: სხვადასხვა

  • როგორ შეცვალა კორონავირუსმა მსოფლიო. ყველაზე შთამბეჭდავი ფოტოები

    კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიო რადიკალურად შეცვალა. შეიცვალნენ ადამიანები, მათი ცხოვრების წესი, საყოველთაოდ ცნობილი ადგილები და ხალხმრავალი ქუჩები. გთავაზობთ ფოტოებს, რომლებიც ბოლო ასახავს ცხოვრებას კორონავირუსის გამოჩენის შემდეგ:

    დეზინფექცია აია სოფიას ტაძარში. თურქეთი, სტამბოლი.

    {{ARTICLEIMAGE}}

    ბალეტის მოცეკვავე ეშლი მონტეგი ნიუ იორკში, მანჰეტენზე დაცარიელებულ თაიმ სქვერზე აირწინაღით ცეკვავს.

    პერსონალური ტრენერი, ანტონიეტა ორსინი მისი მეზობლებისთვის ვარჯიშის გაკვეთილს აივნიდან ატარებს. რომი, იტალია.

    ახალდაქორწინებული ებრაელი წყვილი ბენ არი და იონათა მეუშარი ხელმოწერის შემდეგ ცეკვავენ დარბაზში, რომელსაც უფასოდ სთავაზობენ ახალგაზრდა წყვილებს, რომლებსაც პანდემიის გამო დაგეგმილი ქორწილი ჩაეშალათ.

    შეფმზარეული დენი კონკლინგი ვაშინგტონის შტატის დედაქალაქ სიეტლში London Plane–ის რესტორანში ადგილობრივი ჰოსპიტალის ექიმებისთვის ყოველდღიურად 1000 კერძს ამზადებს. რესტორანი მათ ექიმებს შემოწირულობის სახით, უფასოდ უგზავნის.

    დაცარიელებული მიწისქვეშა გადასასვლელი შანჰაიში.

    მეტროპოლიტენის მგზავრი ლონდონში

    იორდანელმა დიზაინერმა სამია ალზაკლეჰმა მძივებით გაფორმებული ნიღბების დამზადება დაიწყო.

    ჩინეთში, შანჰაის სავაჭრო ცენტრში პატარა რობოტი დადის ხელის სადეზინფექციო დისპენსერით.

    ჰონკონგის ერთ–ერთი ღამის კლუბი, სანამ ის საგანგებო ზომების გამო დაიხურებოდა.

    სამხრეთ კორეა, სეული. ხალხი წვიმის მიუხედავად დამცავი ნიღბების გრძელ რიგში დგას.

    სამხრეთ კორეა, სეული. დეზინფექცია ძველებულ ბაზარში.

    შანჰაი, ჩინეთი, ბალეტის რეპეტიცია.

    ჩინელი ტაქსის მძღოლი მგზავრებისგან გამყოფ ბარიერად ცელოფანს აკრავს.

    უხანელი ქალი

    ჩინეთი. პეკინის ერთ–ერთი სავაჭრო ცენტრი

    ვაშინგტონი, სიეტლი, ქალი შეჩერდა, რათა მაღაზიასთან გამართულ სახელდახლო მემორიალურ სტენდთან პატივი მიაგოს გამყიდველის, სტივ შულმანის ხსოვნას, რომელიც კორონავირუსისგან გარდაიცვალა.

    თაიმსქვერი, ნიუ იორკი.

    დაცარიელებული სანაპირო პლაჟი ფლორდიაში, მაიამი ბიჩზე მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ ხალხმრავალი შეკრებები აკრძალა.

    დაცარიელებული ტროკადერო პარიზში, ეიფელის კოშკის ხედით, მას შემდეგ რაც საფრანგეთში კარანტინი გამოცხადდა.

    დაცარიელებული სიდნეის ოპერა, სადაც ყველა წარმოდგენა გაუქმებულია

    პიზის კოშკი იტალიაში. ადგილი, რომელიც მუდმივად ტურისტებით არის სავსე კარანტინის შემდეგ დაცარიელებულია.

    ბრუკლინის ხიდი ნიუ იორკში, სადაც მოძრაობა თითქმის აღარ შეიმჩნევა.

    კალიფორნიის ქუჩა სან ფრანცისკოში, რომელიც როგორც წესი ხალხით, მანქანებით და ტრამვაის ვაგონებით არის სავსე. ორშაბათიდან აქ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და მილიონობით მაცხოვრებელს სახლიდან გამოსვლა აეკრძალა.

    დაცარიელებული სავაჭრო ცენტრის პარკინგი კალიფორნიაში

    პარიზი, Rue de Rivoli

    ლონდონი. ვესტმინსტერის ხიდი

    ესპანეთი, ბარსელონა. კატალუნიის მოედანზე მყოფი ერთადერთი მამაკაცი სელფს იღებს.

    მეტროსადგურის ესკალატორი მერილენდში. აშშ

    პარიზი, ნოტრდამის ტაძრის მოედანი

    კუვეიტში ეგვიპტიდან, სირიიდან და ლიბანიდან დაბრუნებული ესპატრიატები სქრინინგ ზონაში კორონავირუსზე შემოწმებას ელოდებიან.

    ალბანეთი, ტირანა, ქალაქის მთავარი გამზირი.

    ხალხი მაღაზიის რიგში. მილანი , იტალია.

    რომი. ქუჩაში არავინ არის გარდა საკვების მიტანის სერვისის კურიერისა.

    იტალია. კატანიის უნივერსიტეტი. პროფესორი ცარიელი აუდიტორიიდან ონლაინ ლექციას ატარებს.

    ამსტერდამი. ხალხი კოფიშოფთან მარიხუანას რიგში. მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ყველა ხალხმრავალი ადგილი დაიხურა.

    დახურული კაფე პარიზში

  • ჩინეთში კარანტინის დასრულების შემდეგ განქორწინებების რიცხვმა იმატა

    თვითიზოლაციის დასრულების შემდეგ ჩინეთში განქორწინების რიცხვმა იმატა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. როგორც ირკვევა წყვილები ერთად ბევრ დროს ატარებდნენ და წვრილმანებზე ხშირად კამათობდნენ. 

    როგორც Daily Mail-ის გამოქვეყნებულ სტატიაშია აღნიშნული, სტატისტიკის მიხედვით 24 თებერვლიდან 300-ზე მეტი წყვილი გაეყარა ერთმანეთს.

    ერთ-ერთი რეესტრის მენეჯერი ინტერვიუში ამბობს : “წყვილები დიდ დროს ატარებენ ერთად სახლში და წვრილმანებზეც კი კამათობენ. სწორედ ეს იწვევს განქორწინებას“  

  • ყნოსვის უცაბედი დაკარგვა შესაძლოა კორონავირუსის სიმპტომი იყოს–ბრიტანელი მედიკოსები

    ყნოსვის უცაბედი დაკარგვა შესაძლოა ახალი ტიპის კორონავირუსით დაავადების კიდევ ერთი სიმპტომი იყოს. ამის შესახებ ბრიტანეთის ოტოლარინგოლოგების განცხადებაშია ნათქვამი.

    ეს სიმპტომი შესაძლოა დაავადების სხვა სიმპტომების არარსებობისასაც გამოჩნდეს, ანუ ასეთი პაციენტები შესაძლოა Covid19–ის ვირუსის ფარული მატარებლები იყვნენ.

    ორგანიზაციის მონაცემებით არსებობს სარწმუნო მტკიცებულებები, რომ ეს სიმპტომი კორონავირუსით დაავადებულ პაციენტებს აღმოაჩნდათ სამხრეთ კორეაში, ჩინეთში და იტალიაში.

    დიდ ბრიტანეთში, აშშ–ში, საფრანგეთში და იტალიაში ანოსმიის (ყნოსვის უქონლობა) შემთხვევების უცაბედი ზრდა აღინიშნება – ნათქვამია ბრიტანეთის რინოლოგთა საზოგადოების წევრის, პროფესორ კლერ ჰოპკინსის და ოტოლარინგოლოგთა ასოციაციის წევრის, პროფესორ ნირმალ კუმარის ერთობლივ განცხადებაში.

    “ეს პაციენტები შეიძლება მანამდე უცნობი ფარული მატარებლები იყვნენ, რომლებიც ვირუსის სწრაფ გავრცელებას უწყობენ ხელს. სამწუხაროდ ამ პაციენტების სიმპტომები არ შეესაბამება ანალიზების ჩაბარების, თვითიზოლაციის და ტესტირებისთვის საჭირო ამჟამინდელ კრიტერიუმებს.“– ნათქვამია განცხადებაში.

    ექიმები რეკომენდაციას იძლევიან ეს სიმპტომი გათვალისწინებულ იქნას როგორც  კორონავირუსის აღმოჩენის ერთ–ერთი ინსტრუმენტი იმ პაციენტებში, რომლებსაც მაღალი ტემპერატურა ან მშრალი ხველა არ აქვთ.

    “არსებობს ალბათობა, რომ თუ ანოსმიის მქონე ადამიანებს, რომლებსაც სხვა სიმპტომები არ გააჩნიათ შვიდ დღიან იზოლაციაში მოაქცევენ, შევძლებთ უსიმპტომო დაავადებულების რაოდენობის შემცირებას, რომლებიც ინფორმაციის გადამტანები არიან და ვერ აცნობიერებენ თვითიზოლაციის აუცილებლობას“– ნათქვამია განცხადებაში.

  • სამებაში დღეს მრევლი ისევ საერთო კოვზით აზიარეს(ვიდეო)

    სოციალურ ქსელში დღეს გვერდმა “ტკბილი ხარ შენ უფალო“  გაავრცელა სამების ტაძარში დღეს დილით გადაღებული ვიდეო, სადაც ჩანს, რომ მრევლის ზიარება კვლავ საერთო კოვზით მიმდინარეობს. გუშინ საპატრიარქოს სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად  ზიარების წესი არ შეიცვლება. საპატრიარქომ ცოტა ხნის წინ დაუშვა ზიარების შემდგომი სიტკბოების მიღება ერთჯერადი ჭურჭლით. ვიდეოში ჩანს, რომ ამ მიზნისთვის მართლაც ერთჯერადი ჭიქები გამოიყენება.

  • მოცეკვავე თეა დარჩიამ კარანტინში მყოფებისთვის YouTube-ზე ცეკვის გაკვეთილები დაიწყო

    მოცეკვავე თეა დარჩიამ კარანტინში მყოფებისთვის YouTube-ზე ცეკვის გაკვეთილები დაიწყო

    მოცეკვავე თეა დარჩიამ კარანტინში და თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანებისთვის YouTube-ზე ცეკვის ვიდეოგაკვეთილების ჩატარება გადაწყვიტა. პირველი გაკვეთილი მის არხზე უკვე დაიდო. ეს არის “დუდუკის ქართული“.

    “ყველა იმ მაღალი თვითშეგნების და სამოქალაქო პასუხისმგებლობის მქონე ადამიანისთვის, ვინც კარანტინში ან თვითიზოლაციაში იმყოფება სპეციალურად თქვენთვის ჩავწერ ცეკვებს იუთუბარხზე. რომ იცეკვეთ, იბედნიერეთ, გახალისდით, და ნებისმიერ დაავადებას დავძლევთ ერთად. ცეკვით და ბედნიერებით დავამარცხოთ ეს საშინელი სენი“, – ამბობს თეა დარჩია.

  • პოპულარული პორნოსაიტი იტალიელებს პრემიუმ ვიდეოებზე უფასო წვდომას აძლევს

    პოპულარული პორნოსაიტი იტალიელებს პრემიუმ ვიდეოებზე უფასო წვდომას აძლევს

    ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული პორნო საიტის, pornhub.com–ის პრემიუმ კატეგორიის ვიდეოები  იტალიის ტერიტორიაზე  უფასო იქნება. საიტის ხელმძღვანელობამ ეს გადაწყვეტილება იტალიაში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო მიიღო და ამით იტალიელების მიმართ ერთგვარი სოლიდარობა გამოხატა.  კომპანიის გადაწყვეტილება სოციალური პასუხისმგებლობას წარმოადგენს, რადგან იტალია წითელ ზონად გამოცხადდა.

    “თვითიზოლაციაში მყოფების დასახმარებლად მთელი თვის მანძილზე Pornhub-ზე ვიდოების ნახვა უფასოდ, საკრედიტო ბარათის მითითების გარეშე იქნება შესაძლებელი” – ნათქვამია Pornhub-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

    იტალია მეშვიდე ადგილზეა იმ ქვეყნებს შორის, საიდანაც ამ პორნოსაიტს ყველაზე მეტი მომხმარებლები ყავს. სიის ლიდერები არიან აშშ, იაპონია და დიდი ბრიტანეთი.

    იტალია რამდენიმე დღეა წითელ ზონად არის გამოცხადებული. კარანტინი მოქმედებს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.

  • ფაქტები მანდარინების შესახებ, რომლებიც შესაძლოა არ იცოდით

    ფაქტები მანდარინების შესახებ, რომლებიც შესაძლოა არ იცოდით

    მანდარინების შესახებ არსებობს წარმოდგენა, რომ ციტრუსებს შორის ის ყველაზე ნაკლებად სასარგებლოა. ნაწილობრივ შესაძლოა ასეც იყოს, თუმცა ეს ციტრუსოვანი ხილი ბევრს უყვარს. გაეცანით რამდენიმე ფაქტს  მანდარინების შესახებ, რომლებიც შესაძლოა აქამდე არ იცოდით:

    1. მანდარინების სამშობლო აზიაა. თუმცა მისი წარმოშობის ქვეყნის შესახებ მეცნიერები დღემდე დაობენ. მანდარინის სამშობლო შესაძლოა ინდოეთი, კონკრეტულად მისი ჩრდილოეთი ნაწილი იყოს. მეორე ვერსიით კი ეს არის ჩინეთი.
    2. დავა არ წყდება სახელწოდებასთან დაკავშირებითაც. ყველაზე პოპულარული ვერსია ციტრუსს ჩინელ მოხელეებს უკავშირებს, რომლებსაც მანდარინებს უწოდებდნენ. თითქოს ეს ხილი თავდაპირველად სწორედ მათ ბაღებში იზრდებოდა. მეორე ვერსია კი ესპანურ ენას უკავშირდება, რომელშიც არის შესაბამისი სიტყვა – “se mondar“, რაც სიტყვა სიტყვით ადვილად გასასუფთავებელს ნიშნავს.
    3. არსებობს მანდარინის 50–ზე მეტი სორტი, მათ შორის სხვა ციტრუსებთან ნაჯვარი. საიდუმლო არ არის, რომ მაღაზიებში ხშირად სწორედ ჰიბრიდები იყიდება. მაგალითად, შეხვდებით ტანჯელოს – მანდარინისა და გრეიფრუტის ნაჯვარს, კლემენტინებს – მანდარინისა და ფორთოხლის ნაჯვარს.
    4. ჩინეთში მანდარინები სიმდიდრის და კეთილდღეობის სიმბოლოდ ითვლება. ძველ დროში სტუმრებს მასპინძლები ამ ხილს ჩუქნიდნენ, რითაც საკუთარ კეთილგანწყობას და საუკეთესო სურვილებს გამოხატავდნენ.
    5. მანდარინები ვიტამინებით მდიდარი ხილია. ის იმდენივე ვიტამინ C-ს შეიცავს, რამდენსაც ფორთოხალი და სამჯერ მეტ A ვიტამინს. გარდა ამისა, მანდარინები მდიდარია ანტიოქსიდანტებით, უჯრედისით და ბიოფლავონოიდებით. ერთი მანდარინი საშუალოდ 40 კილოკალორიას შეიცავს.
    6. ევროპაში მანდარინები მხოლოდ 19–ე საუკუნეში გამოჩნდა.
    7. ნუ გადააგდებთ მანდარინის ქერქს. გამოიყენეთ როგორც არომატიზატორი სასმელებისა და დესერტებისთვის. თუმცა მანამდე ძმრიანი წყლით გარეცხეთ, რათა ქიმიკატები მოაშოროთ. არ გამოიყენოთ პრიალა ქერქი, რადგან სიპრიალე იმას ნიშნავს, რომ მანდარინი ცვილით გააპრიალეს.
    8. მანდარინი ვერ იტანს სიმშრალეს და მაღალ ტემპერატურას. იმისათვის, რომ დიდხანს შეინახოთ ჯობს მაცივრის ქვედა ყუთში მოათავსოთ.
    9. სტომატოლოგები გვირჩევენ მანდარინის მიღების შემდეგ პირში წყალი გამოვივლოთ, რათა მჟავა კბილებზე არ დარჩეს და არ დააზიანოს.
    10. მანდარინები პრაქტიკულად არ შეიცავს ნიტრატებს. საქმე იმაშია, რომ მის შემცველობაში არსებული მჟავა მათ მოქმედებას თრგუნავს.
    11. მანდარინი შეიძლება ძლიერი ალერგენი იყოს. მას ის ადამიანებიც უნდა მოერიდონ, ვისაც კუჭნაწლავის დაავადებები აწუხებს.
    12. მანდარინის ზეთი კარგად ებრძვის ცელულიტს.
    13. მანდარინის ნაყოფი დაახლოებით 6–8 თვე იზრდება. მანდარინის ხე შესაძლოა 5 მეტრის სიმაღლემდე გაიზარდოს.

  • რამდენად საშიშია ტურბულენტობის ზონა და შეიძლება თუ არა ამ დროს თვითმფრინავი ჩამოვარდეს

    რამდენად საშიშია ტურბულენტობის ზონა და შეიძლება თუ არა ამ დროს თვითმფრინავი ჩამოვარდეს

    ტურბულენტობაფიზიკური მოვლენაა, რომელიც ამა თუ იმ ხარისხით, გამოცდილი აქვს ყველა ადამიანს, ვისაც თვითმფრინავით უმგზავრია. თვითმფრინავი მოულოდნელად იწყებს ზანზარს, როგორც ცუდ გზაზე მიმავალი ავტომობილი. ტურბულენტობა შეიძლება სხვადასხვა მიზეზის გამო წარმოიქმნას. მაგალითად, როდესაც თვითმფრინავი მოქუფრულ ღრუბელში ხვდება. ასეთ ღრუბელში წყლის ორთქლი წვეთებად გადაიქცევა და ქმნის ენერგიას, რომელიც ჰაერს აცხელებს.გამთბარი ჰაერის ნაკადები თვითმფრინავს არწევს. რადარებს ასეთი სიტუაციების წინასწარ განსაზღვრა შეუძლიათ, თავად პილოტებიც ცდილობენ გვერდი აუარონ ღრუბლებს, თუ ხვდებიან, რომ თვითმფრინავმა შეიძლება რყევა დაიწყოს.

    როგორ წარმოიქმნება ტურბულენტობა?

     

    ზოგჯერ ტურბულენტობა წარმოიქმნება მაშინ, როდესაც თვითმფრინავი სხვა თვითმფრინავისგან მომავალი ჰაერის ნაკადებში ექცევა, იმ ლაინერების, რომელმაც მანამდე გაიფრინეს. ასეთი რამ აეროპორტების სიახლოვეშიც ხდება. მსგავსი სიტუაცია რთულია უფრო მცირე ზომის თვითმფრინავებსთვის, რომლებიც დიდების უკან მიფრინავენ. არსებობს სხვადასხვა გზები, რომლითაც პილოტებს და დისპეჩერებს ასეთი სიტუაციებისთვის თავის არიდება შეუძლიათ. მოწმენდილი ცის ტურბულენტობის წინასწარ განსაზღვრა რთულია. ასეთი ტურბულენტობა მაშინ წარმოიქმნება, როდესაც ჰაერის ორი ნაკადი გადაიკვეთება, რომლებიც სხვადასხვა სიჩქარით ან სხვადასხვა მიმართულებით მოძრაობს. ხშირად ეს დიდ სიმაღლეზე ხდება ჰაერის მდგრად ნაკადებთან ახლოს, რომლებიც ზღვის დინებებს, გოლფსტრიმს ჰგავს, ოღონდ ცაში. როდესაც პილოტები ასეთ ტურბულენტობას გადააწყდებიან, ისინი ამის შესახებ სხვა თვითმფრინავების ეკიპაჟებს აფრთხილებენ, რომ ამ უკანასკნელებმა გაითვალისწინონ.
     

    ტურბულენტობა ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ როგორც წესი, ტურბულენტობა იმდენად სუსტია ხოლმე, რომ მგზავრები მას განსაკუთრებით ვერც გრძნობენ. ძლიერი ტურბულენტობა გაცილებით იშვიათად წარმოიქმნება.

    შეიძლება რომ თვითმფრინავი ტურბულენტობის გამო ჩამოვარდეს?

     

    თეორიულად შესაძლებელია, მაგრამ ასეთი რამ ძალიან იშვიათად ხდება. თანამდროვე თვითმფრინავები ძალიან ძლიერ ტურბულენტობასაც გაუძლებენ. ბოლო შემთხვევა, როდესაც ტურბულენტობის ზონაში მოქცეულმა თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა, 16 წლის წინ, 2001 წლის 12 ნოემბერს მოხდა, თუმცა ინციდენტი პილოტის შეცდომის გამო მოხდა.

    რამდენად ხშირად შავდებიან მგზავრები ტურბულენტობის გამო?
    ტრანსპორტის უსაფრთხოების ამერიკული ნაციონალური საბჭოს მონაცემებით, ყოველწლიურად აშშ-ში ტრავმებს ტურბულენტობის გამო იღებს დაახლოებით 60 ადამიანი, რომლებიც ფრენის დროს ღვედებს არ იმაგრებენ. იმის გათვალისწინებით, რომ წელიწადში ამერიკულ კომპანიებს ასობით მილიონი მგზავრი გადაჰყავთ, 60 შემთხვევა – საკმაოდ ცოტაა.

    1980 წლიდან 2008 წლამდე ტურბულენტობის გამო სერიოზული ტრავმები მიიღო 298 ადამიანმა, 3 – დაიღუპა. დაშავებულთა უმრავლესობა ეკიპაჟის წევრი იყო. მთელი მსოფლიოს მასშტაბით ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს. AirSafe-ის მონაცემებით, 1980 წლის შემდეგ, მსოფლიოში, ტურბულენტობის დროს მიღებული მძიმე ტრავმების გამო, 6 მგზავრი დაიღუპა. AirSafe-ის სტატისტიკა არ მოიცავს იმ თვითმფრინავებთან დაკავშირებულ ინციდენტებს, რომლებიც შექმნილი ან აწყობილია პოსტსაბჭოთა სივრცის ტერიტორიაზე.

    როგორ შევამციროთ რისკი ტურბულენტობით გამოწვეული ტრავმისგან

     

    დაიმაგრეთ ღვედი. და მთელი ფრენის განმავლობაში არ მოიხსნათ. ხელის ბარგი მხოლოდ სპეციალურ თაროზე შეინახეთ და არ დაგავიწყდეთ მისი დახურვა – წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ ან სხვას შეიძლება მოხვდეს ჩემოდანი. სალონის გასასვლელში გავლისას ხელი მოკიდეთ სავარძლებს ან ბარგის თაროებს. და არავითარ შემთხვევაში არ ჩაისვათ კალთაში ბავშვები. თქვენ ვერ შეძლებთ მათ დაჭერას მკვეთრი რყევის დროს. ყურაღებით უსმინეთ ეკიპაჟის გაფრთხილებებს.
  • “სადეზინფექციო გელს თუ ხშირად არ ვიზილავ, ლომკა მეწყება”- სტეფანე

    “სადეზინფექციო გელს თუ ხშირად არ ვიზილავ, ლომკა მეწყება”- სტეფანე

    ეპიდემიურ პერიოდში ექიმების მიერ გაცემულ რეკომენდაციებს მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი ზედმიწევნით ასრულებს.  როგორც სოციალურ ქსელში წერს, მუსიკოსი ახლა სახლში ზის და “ფეიქბუქზე”  პოსტებით  ირთობს თავს.

    „სახლში ვზივარ და არ გავდივარ, მაგრამ სადეზინფექციო გელს თუ ხშირად არ ვიზილავ, ლომკა მეწყება“ – წერს სტეფანე მღებრიშვილი.

    შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 44 შემთხვევაა დაფიქსირებული.

  • “ჩემი ცოლის დაქალები“ კარანტინში სპეცსერიებზე მუშაობას იწყებს

    “ჩემი ცოლის დაქალები“ კარანტინში სპეცსერიებზე მუშაობას იწყებს

    “ჩემი ცოლის დაქალები“ კარანტინში სპეციალურ სერიებზე მუშაობას იწყებს

    ფორმულა კრეატივი ავრცელებს ინფორმაციას, რომ სერიალი “ჩემი ცოლის დაქალები“ სპეციალურ სერიებზე მუშაობას იწყებს. სერიალის გადაღებები კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყდა, დღეს კი ცნობილი ხდება, რომ სერიალი გაგრძელდება, თუმცა განსხვავებულად.
    “მსახიობების ჯგუფი 2 კვირის განმავლობაში ჩაიკეტება კონკრეტულ ლოკაციაზე და გადაიღებს სპეციალურ სერიებს: „ჩემი ცოლის დაქალები – კარანტინში“ – წერს ფორმულა კრეატივი.