Category: სხვადასხვა

  • პიცერიის მფლობელის ღირსეულმა საქციელმა ქველმოქმედების ტალღა ააგორა

    პიცერიის მფლობელის ღირსეულმა საქციელმა ქველმოქმედების ტალღა ააგორა

    ნიუ-ჯერსის შტატის, ზღვისპირა ქალაქ ბელმარის პიცერია “ფედერიკოს” მფლობელებმა, ბრაიან და მაიკლ მორინებმა, ეს ბიზნესი მამისგან მიიღეს. ბევრი თანამშრომელი ათწლეულზე მეტი, შეფ-მზარეული კი 22 წელია აქ მუშაობს.

    ბრაიან მორინი იტალიაში განვითარებულ მოვლენებს აკვირდებოდა, სადაც ვირუსის სწრაფად გავრცელებამ ქვეყნის ცხოვრება დაამუხრუჭა, სამსახურიდან მასობრივი დათხოვნები და ბიზნესების დახურვა გამოიწვია. ბრაიანმა თქვა: “ჩემს თანამშრომლებს მე უზრუნველვყოფ, ხელფასს მე ვუხდი. ხელფასი თუ არ ექნებათ, ვერ შეძლებენ ბინის ქირის, საკრედიტო ბარათების ანგარიშების, დაზღვევის, ბენზინის საფასურის გადახდას. გადავწყვიტე სწორი ნაბიჯი გადამედგა, ზარალზე წავსულიყავი და მერე, მომავალში როგორმე ამენაზღაურებინა.”

    დაახლოებით ორი კვირის მან წინ ბანკიდან სესხი აიღო და თანამშრომლებს დაპირდა, რომ რაც არ უნდა მომხდარიყო, სულ ცოტა, შემდეგი ორი თვის განმავლობაში სამსახური ექნებოდათ. ამის შემდეგ მდგომარეობას შეაფასებდა, მაგრამ ყველაფერს გააკეთებდა, რათა ხელფასი უწყვეტად მიეღოთ.

    ამ ამბის გავრცელების შემდეგ ადგილობრივი მოსახლეობა გააქტიურდა. კლიენტებმა მომსახურებისთვის საჩუქრად 20 პროცენტის დამატებასთან ერთად, რაც ჩვეულებრივი რამაა, შეკვეთაზე 10 დოლარის დამატება დაიწყეს. შემდეგ კი მოულოდნელი რამ – წინასწარი გადახდის სახით საქველმოქმედო შეწირულობების ტალღა აგორდა.

    ადამიანები პიცერიაში რეკავდნენ – ზოგიერთი კერძის შესაკვეთად, ზოგს კი უბრალოდ დახმარება სურდა – და სთხოვდნენ მათი საკრედიტო ბარათებით გადაეხადათ კერძების შეკვეთის საფასური იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ვირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე იყვნენ, ექიმებისთვის, ექთნებისთვის და ადგილობრივი საავადმყოფოს სხვა თანამშრომლებისთვის, პოლიციელებისთვის, მეხანძრეებისთვის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებისთვის.

    მხოლოდ ორი დღის განმავლობაში, პიცერია “ფედერიკომ”, გადაუდებელი დახმარების სამსახურების მუშაკებისთვის, 4 ათასი დოლარის ღირებულების შეკვეთები შეასრულა.

     

    წყარო: ამერიკის ხმა

  • ქრისტეს ქანდაკებას შავი ფერის ნიღაბი გაუკეთეს

    ქრისტეს ქანდაკებას შავი ფერის ნიღაბი გაუკეთეს

    მსოფლიოში გავრცელებული Covid 19 – ის პანდემიის გამო, ბრაზილიაში, რიო დე ჯანეიროში ქრისტეს ქანდაკებას შავი ფერის ნიღაბი გაუკეთეს.

    ოფიციალური მონამცემებით, ბრაზილიაში კორონავირუსით ინფიცირების  921-მდე შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც 365 პაციენტი გარდაიცვალა და 127 გამოჯანმრთელდა. უმრავლესობა ქვეყნის ორ უდიდეს ქალაქში – სან პაულუსა და რიო დე ჟანეიროში ფიქსირდება.

     

     

  • “მხეცი ღამით მოდის“–კორონავირუსით დაავადებული სიენენის წამყვანი საკუთარი დაავადების შესახებ პირდაპირ ეთერში ყვება

    “მხეცი ღამით მოდის“–კორონავირუსით დაავადებული სიენენის წამყვანი საკუთარი დაავადების შესახებ პირდაპირ ეთერში ყვება

    სიენენის პოპულარული წამყვანი, კრის კუომო აშშ–ში კორონავირუსის ყველაზე ცნობილი სახე გახდა. კორონავირუსის დიაგნოზი კვირის დასაწყისში დაუსვეს. ის ყოველდღიურად საკუთარი მდომარეობის შესახებ ტელევიზიით და სოციალური ქსელებით ყვება, ხუთშაბათს კი მისი ძმის, ნიო იორკის შტატის გუბერნატორის პრეს–კონფერენციაზეც ჩაერთო და მაყურებელს უამბო, როგორ ებრძვის კორონავირუსს სახლის პირობებში. ენდრიუ კუომოს სიენენის თანამშრომლებმა შესთავაზეს, არ ემუშავა ავადმყოფობის პერიოდში, თუმცა მან თქვა, რომ არ შეეძლო მუშაობის გარეშე.

    მსოფლიოში კორონავირუსით სხვა არაერთი ცნობილი ადამიანი დაინფიცირდა, მაგრამ კუომო იმით გამოირჩევა, რომ მრავალმილიონიანი აუდიტორია მისი დაავადების მიმდინარეობას პირდაპირ ეთერში აკვირდება. მას გადაცემაც სახლიდან მიყავს,  პარალელურად კი სიენენის ეთერში ერთვება და საკუთარი მდგომარეობის შესახებ ყვება.

    “მხეცი ღამით მოდის“. როგორც ვიცით, ჯანდაცვის მუშაკები ვირუსს მხეცს უწოდებენ და მესმის რატომაც. ჩემი ტემპერატურაც რამდენიმე გრადუსით საღამოს იმატებს. გავიგე ბევრი ისეთი რამ, რაც ადრე არ ვიცოდი. გავიგე რას ნიშნავს, რომ დაინფიცირებულთა 80% თავს კარგად გრძნობს. ეს ნიშნავს, რომ ისინი არა საავადმყოფოში, არამედ სახლში გადიან ამ პროცესს. ახლა, როცა მეც ერთ–ერთი ინფიცირებული ვარ,  მივხვდი,  ძნელია სახლში ამის გადატანა, თუ რა თქმა უნდა ძალიან არ გაგიმართლათ სტატისტიკურად და შეიძლება კარმულადაც კი.  ძალიან მტანჯველია, როცა სახლში იტან დაავადებას. არადა სტატისტიკურად თითქოს არაგიშავრს. მაღალი სიცხეები – 8–10 დღე. ოფლად ვიღვრები, არ მინდა ვინმე შევაშინო, მაგრამ იმის თქმა, რომ 80 % ადვილად იტანს ავადმყოფობას არ არის მართალი.ეს არ არის ადვილი გასეირნება, მაგრამ შეგვიძლია ის დავძლიოთ.“– ამბოოს ის.

    ტელეწამყვანი ყვება, რომ 3 დღის განმავლობაში წონაში მნიშვნელოვნად  დაიკლო, რაც ჭარბი ოფლდენის ბრალია. ამბობს, რომ ძალიან შველის ქათმის ბულიონი. ამბობს, რომ არაფერში დაეხმარა ინტერნეტში დიდი რაოდენობით გაბნეული ასობით რეცეპტი:

    “ყალბი წამლები, ყალბი ხსნარები… ჩემი აზრით, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, როცა სასოწარკვეთილ ხალხს ინფორმაციას და იმედს ვაძლევთ.ადამიანები ყიდიან უამრავ ტყუილს სასოწარკვეთილ ადამიანზე, და არცერთი მათგანი არ არის ჯერჯერობით დამტკიცებული, რომ მართალია და შველის.“– ამბობს ის.

    ამბობს, რომ დაავადების შეტევებსა და მუშაობის , ანუ პირდაპირ ეთერში შოუს კეთების პერიოდების გარდა ის უბრალოდ “დაკარგულია“ და არ არსებობს. დღეში დაახლოებით ათ საათს ძილში ატარებს. ცდილობს სახლში იაროს და სუნთქვაითი ვარჯიშები ატაროს. “განადგურებული ვარ პნევმონიისგან. “– ამბობს ის.

    “სიცხეს რამდენიმე დონე აქვს . ღამღამობით ტემპერატურა განსაკუთრებით იწევს მაღლა. თვალები მტკივა, თავი მტკივა, ვოფლიანობ. მარცხენა თვალში მხედველობა დამიქვეითდა.  სიცხე ძალიან მტანჯველია.“– ამბობს ტელეწამყვანი.

    ის სახლის პირობებში ჟანგბადის მუდმივ მონიტორინგსაც აწარმოებს სპეციალური აპარატის საშუალებით. სისხლში ჟანგბადის დონეს  დღეში  8–9–ჯერ ამოწმებს.

     

     

     

     

  • “რაც უფრო შორს ვიქნებით დღეს ერთმანეთისგან, მით უფრო მალე ვიქნებით ერთად!“–გია ხუხაშვილი

    “რაც უფრო შორს ვიქნებით დღეს ერთმანეთისგან, მით უფრო მალე ვიქნებით ერთად!“–გია ხუხაშვილი

    ექსპერტი გია ხუხაშვილი კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ საქართველოს ბრძოლას ფეისბუქ სტატუსით აფასებს:

    “საქართველოში სისტემა ჯერ-ჯერობით გამართულად მუშაობს და ეს კარგია.
    თუმცა, ამის გარდა, ჩვენს კარგ სტატისტიკას აქვს თავისი ობიექტური მიზეზებიც:
    1. ჩვენ მოვხვდით ვირუსის გავრცელების მესამე ტალღაში, რამაც მოგვცა საშუალება გაგვეთვალისწინებინა პირველი და მეორე ტალღის შეცდომები, გაგვეზიარებინა საუკეთესო რეკომენდაციები და პრევენტულად გადაგვედგა სწორი, აპრობირებული ნაბიჯები.
    2. ჩვენი გლობალურ სისტემაში ჩართულობის ხარისხი დაბალია, ამიტომ ქვეყნის დახუფვა, განსხვავებით ევრო-კავშირის ქვეყნებისგან, შედარებით ადვილი იყო.
    3. სუსტი ეკონომიკის, რეალური სექტორის არარსებობის პირობებში თვით-იზოლაციის ორგანიზებაც შედარებით ადვილი აღმოჩნდა.
    4. ტურისტული სექტორი, სასტუმროები, კაფე-რესტორნები, არასაპროდუქტო მაღაზიები ფაქტიურად ბუნებრივად დაიხურა მომხმარებლის არარსებობის პირობებში.
    და მაინც, პიკი ჯერ კიდევ წინ არის, ამიტომ დღეს უმნიშვნელოვანესია სამოქალაქო პასუხისმგებლობა და სოციალური სოლიდარობა. ლოიალობა ხელისუფლების და ჯანდაცვის სისტემის ყველა გადაწყვეტილების და რეკომენდაციის მიმართ.
    რაც უფრო შორს ვიქნებით დღეს ერთმანეთისგან, მით უფრო მალე ვიქნებით ერთად!“– წერს ხუხაშვილი.

  • “3 თვე გავიდა და სამედიცინო-სტატისტიკური კანონზმომიერებების დადგენაც კი ვერ მოხერხდა“–ზურაბ გურული

    “3 თვე გავიდა და სამედიცინო-სტატისტიკური კანონზმომიერებების დადგენაც კი ვერ მოხერხდა“–ზურაბ გურული

    აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორი, მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ გურული სოციალურ ქსელ facebook-ში პანდემიის შესახებ წერს, რომ კორონავირუსმა მსოფლიოში ქაოსი გამოიწვია:
    “კორონავირუსმა ჯანდაცვის მსოფლიოს სისტემასთან ერთად მსოფლიოს საფინანსო-ეკონომიკურ სისტემასაც დაარტყა და ერთგვარი კომპიუტერული ვირუსივით მოქმედებს. 3 თვე გავიდა და სამედიცინო-სტატისტიკური კანონზმომიერებების დადგენაც კი ვერ მოხერხდა. არავის აქვს მყარად ჩამოყალიბებული ინფორმაცია ვირუსის ქცევების შესახებ. მხოლოდ ზედაპირული სპეკულაციების დონეზე რჩება სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვანაირად მიმდინარე კლინიკური და ეპიდემიოლოგიური პროცესების ახსნის მცდელობა.
    სრული ქაოსია მსოფლიოს გონებაში.
    ჩინეთი, უზარმაზარი კომუნისტური მონსტრი, რომელმაც პროგრესული მსოფლიოს ფინანსური და პოლიტიკური ხელშეწყობით მოახერხა და უბოროტეს იდეოლოგიას ფსევდოკაპიტალისტური ქოლგა გადააფარა. სწორედ ამიტომ, აბსოლუტურად ლოგიკურია ის მსოფლიო ქაოსი, რომელიც ამ მონსტრისაგან წამოვიდა და რომელსაც გარდაუვალი ეკონომიკური კოლაფსისაკენ მიჰყავს პროგრესული სამყარო. ეს არის ფასი პოლიტიკური და იდეოლოგიური ფარისევლობისათვის. ყველა ის ფინანსური დანაზოგი, რაც მსოფლიოს განვითარებულმა ქვეყნებმა იაფი ჩინელი მუშახელის მეშვეობით შექმნეს, მალე პრაქტიკულად განულდება.“–წერს ზურაბ გურული.
  • კარანტინისას პატრონის სახლში ყოფნით გახარებულმა ძაღლმა ქიცინისგან კუდი იღრძო

    კარანტინისას პატრონის სახლში ყოფნით გახარებულმა ძაღლმა ქიცინისგან კუდი იღრძო

    “ქიცინისგან კუდი იღრძო” – ეს დიაგნოზი ბრიტანეთში მცხოვრებ 7 წლის ტაქსას დაუსვეს.

    ძაღლს სახელად როლოს დიდი ხნის ოცნება აუსრულდა და მისი პატრონი სულ სახლშია. მან სიხარულის დამალვა ვერ შეძლო და რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელ კუდს გამუდმებით აქიცინებდა.

    როგორც მისი პატრონი, ბრიტანელი ემა სმიტი Twitter-ზე წერს, ერთ დღესაც მან მოიწყინა და კუდის ქიცინიც შეწყვიტა. ემამ ჩათვალა რო მიეჩვია მას ძაღლი და უკვე ისე ძალიან აღარ უხაროდა როგორც თავიდან. თუმცა მოწყენილობა იმდენხანს გაგრძელდა რომ გადაწყვიტა ვეტ-ექიმთან წაყვანა.

    ექიმმა მას დიაგნოზი დაუსვა, რომ ქიცინისგან როლომ კუდი იღრძო.როლო ამჟამად თავს უკეთ გრძნობს და რამდენიმე დღეში მისი კუდიც მწყობრში იქნება.

  • “კორონავირუსი 2018 წელს ღამურებში აღმოაჩინეს, იცოდნენ, რომ ღამურები იყვნენ ვირუსის გადამტანები “- მანუჩარ პირველი

    “კორონავირუსი 2018 წელს ღამურებში აღმოაჩინეს, იცოდნენ, რომ ღამურები იყვნენ ვირუსის გადამტანები “- მანუჩარ პირველი

    „ვუჰანის ინსტიტუტში ჯერ კიდევ 2018 წელს ტარდებოდა კვლევები კრონავირუსთან დაკავშირებით, მაშინ ვირუსი ღამურებში აღმოაჩინეს” – ამის შესახებ ჟურნალისტმა და მკვლევარმა მანუჩარ პირველმა ტვ “პირველთან” ისაუბრა

    „ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო სააგენტომ გაავრცელა ცნობა იმის შესახებ, რომ უხანის ინსტიტუტში ჯერ კიდევ 2018 წელს ტარდებოდა კვლევები კრონავირუსთან დაკავშირებით. ვირუსი მაშინ ღამურებში იპოვეს. იმ დროს მათ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის რომ ეცნობებინათ, ამდენ ზარალს ავცდებოდით.

    მათ იცოდნენ, რომ ღამურები იყვნენ ვირუსის გადამტანები, მაგრამ არანაირი შეზღუდვა გაყიდვაზე არ გავრცელებულა.დეკემბერს, როდესაც ბაზრიდან 585 ნიმუში ამოიღეს, 33 ღამურას ახალი კორონავირუსი აღმოჩნდა.

    ყველაზე მნიშვნელოვანი კი აშშ-ის 2019 წლის ანგარიშია, რომელშიც ვაშინგტონი ეჭვობს, რომ ჩინეთი ფარულ ბიოლოგიურ ომს აწარმოებს. ამას ტრამპი ყოველთვის აღნიშნავდა“,- განაცხადა მანუჩარ პირველმა.

  • ქართველებო, ნუ გეშინიათ, კორონავირუსმა უკვე ჩაგვიარა- ლელა კაკულია (ვიდეო)

    ქართველებო, ნუ გეშინიათ, კორონავირუსმა უკვე ჩაგვიარა- ლელა კაკულია (ვიდეო)

    წინასწარმეტყველი ლელა კაკულია ამბობს, ქართველებს არ უნდა ეშინოდეთ, რადგან ,,კორონავირუსმა უკვე ჩაგვიარა”.

    კაკულია ამბობს, რომ კორონავირუსი ვერ დააჩოქებს საქართველოს.

    ის “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე ვიდეომიმართვას ავრცელებს:

  • ილიას უნივერსიტეტის პროფესორი ამტკიცებს, რომ საქართველოს კორონავირუსისგან გენეტიკური პოპულაცია იცავს

    ილიას უნივერსიტეტის პროფესორი ამტკიცებს, რომ საქართველოს კორონავირუსისგან გენეტიკური პოპულაცია იცავს

    ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე სპეციალურ ბლოგს აქვეყნებს, სადაც თავისებურ ახსნას უძებნის იმას, რომ საქართველოში კორონავირუსი ფართოდ არ გავრცელებულა. ის კორონავირუსის გავრცელების გეოგრაფიასაც მიმოიხილავს და იმ ვერსიებსაც, რომ შესაძლოა კორონავირუსის გავრცელების გეოგრაფიას სხვადასხვა ტერიტორიებზე ტემპერატურების სხვაობა განსაზღვრავს. ფაქტია, რომ კორონავირუსის რუკაზე აშკარად ჩანს მისი კონცენტრირება გარკვეულ ტერიტორიებზე და ის, რომ დედამიწის ზოგიერთ ადგილზე, განსაკუთრებით სამხრეთ ნახევარსფეროში ის ნაკლებად არის გავრცელებული. თუმცა გიგი თევზაძე ამ განსხვავებას და ვირუსის არათანაბარ გავრცელებას არა კლიმატით ან სხვა გარემოებებით, არამედ გენეტიკით ხსნის. გიგი თევზაძე წერს:

    “ყველაზე უცნაური ჩემთვის იტალიის სურათია: მისაღები ამბავია, რომ ჩინელები დიდი რაოდენობით ცხოვრობენ/მუშაობენ ბერგამოში, რომ იყო ბევრი ტურისტი, მაგრამ, მაინც გაუგებარია დღევანდელი სურათი, რომლის მიხედვითაც ჩრდილოეთ იტალიაში დაავადების დიდი წილია კონცენტრირებული, ხოლო, რაც უფრო მიდიხართ სამხრეთისკენ, დაავადების კვალი სულ უფრო და უფრო მცირდება:

    ჩემთვის ასევე რთული ასახსნელია საქართველოს ძალიან მცირე რაოდენობის შემთხვევადა ასევე, ძალიან მცირე რაოდენობის შემთხვევები სომხეთსა და აზერბაიჯანში.

    მიუხედავად იმისა, უმეტესობა მოწოდებულია ქართული ვირუსის საქმე ექიმების და მთავრობის ოპერატიულობით ახსნას, მე არ მჯერა საზღვრის ჩაკეტვის ეფექტურობის, მით უმეტეს, რომ ვიცით, რომ უკონტროლო შემოსვლის შემთხვევები იყო. თანაც, პანდემიიის პირველ დღეებში საზღვარი ისე არ კონტროლდებოდა, როგორც ახლა. ასევე, საქართველო არც ჩინელი მომუშავეების ნაკლებობას უჩიოდა, რკინიგზის ხაზების მშენებლობისას, და არც ჩინური მრეწველობის პროდუქციას.

    მაღალი ტემპერატურა და ტუბერკულოზის საწინააღმდეგო აცრა, შესაძლებელია, ხსნიდეს ვირუსის შედეგებში განსხვავებას, მაგრამ არა სრულად: მაგალითად, ეს არ ხსნის რუსეთის ვითარებას, საიდანაც ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმციაა, ხოლო დანამდვილებით ვიცით ის, რომ კარანტინის ზომები ყოველდღიურად მკაცრდება, არც ბელორუსიის ვითარებას, არც შვედეთის ვითარებას დ ა.შ.

    ამ ფონზე საქართველო 0 სიკვდილით, სომხეთი და აზერბაიჯანი 3 და 4 სიკვდილით, ავღანეთი 4 სიკვდილით და 120 შემთხვევით, ირანის გარშემო, რომელსაც 38000 შემთხვევა და 2600 სიკვდილი აქვს, ძალიან უცნაურად გამოიყურება.

    ამიტომ, ხომ არ არის რაიმე სხვა სხვაობა ამ ქვეყნებს/ხალხებს შორის, რომელიც ვირუსის ასეთ არათანაბარ შედეგებს განაპირობებს?

    განსხვავება მართლაც არის, და ეს არის G ჰაპლოჯგუფის (ჰაპლოჯგუფი – არის ადამიანების გენეტიკური პოპულაციის ჯგუფი, რომლებიც იზიარებენ საერთო წინაპარს დედის ან მამის ხაზით. G ჰაპლოჯგუფი Y ქრომოსომის ჰაპლოჯუფია) გავრცელების რუკა:

    როგორც ხედავთ, G ჰაპლოჯგუფის გავრცელების რუკა დაახლოებით ემთხვევა ვირუსის ე.წ. ადვილი შემთხვევების რუკას. თუმცა, ეს ეს რუკა არ არის ზუსტი, რადგან, გენეტიკური კვლევისას მასალის აღება არ ხდება ისეთი რეპრეზენტატიული სიზუსტით, როგორც მაგალითად, შინამეურნეობის კვლევისას, და მეორეც – პირდაპირ ჰაპლოჯგუფიდან გამომდინარე, შეუძლებელია იმსჯელო ადამიანების ჯგუფის ამა-თუ-იმ თვისებაზე ან იმუნიტეტზე.

    დღეისათვის არსებული მონაცემებით, ქვეყნების დონეზე G ჰაპლოჯგუფის ყველაზე დიდი კონცენტრაცია საქართვლოშია (30-40%), ეთინკური და სუბ-ეროვნული ჯგუფების დონეზე – საქართველოს დასავლეთში და ასევე, ჩრდილო-დასავლეთის კავკასიაში. სომხეთში – 11%ია, აზებრბაიჯანში – 18%. ავღანეთში – ჰაზარებში ძალიან მაღალი პროცერნტია, როდესაც მათ მეზობლად – პაკისტანში – 3%მდე.

    ხედვის ასეთი კუთხე საინტერესო ინფორმაციას გვაძლევს იტალიის შესახებ: იტალიის ჩრდილოეთში G ჰაპლოჯგუფის წილი 3%მდეა, როდესაც სამხრეთში ეს წილი 10%-ს აღწევს.

    თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, შეგროვებული ინფორმაცია სტატისტიკურ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს და ამიტომ, მხოლოდ მიახლოებითად და დიდი სიფრთხილით შეიძლება ვილაპარაკოთ რაიმე დასკვნებზე და გამომდინარეობებზე.

    მაგრამ, სავსებით შესაძლებელია დავუშვათ, რომ G ჰაბლოჯგუფის ადამიანებისათვის, რომლებიც 26 000 წელია რეგიონში სახლობენ და ზოგიერთი ვერსიით, ამ რეგიონში წარმოიშვნენ კიდეც, COVID-19 ვირუსი არ არის პირველი ეპიდემია, რომელთანაც მათ მოუწიათ შეხვედრა. ისევე როგორც დღეს, 26 000 წლის განმავლობაშიც შესაძლებელია ეპიდემია ჩინეთიდან გავრცელებულიყო – ყველაზე ოპტიმალური გზა დასავლეთისკენ მაშინ ცენტრალურ კავკასიაზე გადიოდა: ერთ-ერთი ვერსიით, რომ შავი ჭირის ეპიდემია (ბაქტერიული, არა ვირუსული, მაგრამ მაინც), რომლემაც 1346-1352 წლებში 25 მილიონი ევროპელი შეიწირა, ჩინეთი-ცენტრალური კავკასია-შავი ზღვის გზით გავრცელდა. ამიტომ, ასევე შესაძლებელია, რომ G ჰაბლოჯგუფის ადამიანებს აქვს სპეციფიკური იმუნიტეტი, რომელიც მსგავსი ვირუსების გავრცელებას წარმატებით ეწინააღმდეგება. და ასევე, შესაძლებელია, რომ ამ იმუნიტეტის გამომუშავება-ფლობამ გადააქცია ისინი დომინანტურ ჰაპლოტიპურ ჯგუფად ცენტრალურ კავკასიაში (ანუ, სხვა ჰაპლოჯგუფის წევრები ეპიდემიებმა დახოცა). მით უმეტეს, საქართველოს დასავლეთის სუბ-ეროვნული ჯგუფები ცნობილები არიან მალარიასთან და ჭაობის ციების წინაამღდეგ გამომუშავებული იმუნიტეტით.

    ჰაბლოტიპის გავრცელების რუკა 26000 წლის წინათ. ზოგიერთი მკვლევრის აზრით, ის საქართველოს დღევანდელ ტერიტორიაზე წარმოიშვა, თუმცა ყველა მკვლევარი უთითებს მის წარმოშობის ადგილად ჩრდილო კავკასიის და ანატოლიის შუა მდებარე რეგიონს.

    ასე რომ, მართალია, ამას შემდგომი ბევრი კვლევა სჭირდება, მაგრამ, შესაძლებელია დასაწყისისთვის, ძალიან ფრთხილად ვივიარაუდოთ, რომ G ჰაბლოჯგუფით მჭირდოდ დასახლებულ რეგიონებში ვირუსის ნაკლები და ნაკლებად ტრაგიკული გავრცელებაა, ვიდრე იქ, სადაც ამ ჰაპლოჯგუფის წარმომადგენელი ან ძალიან ცოტაა, ან საერთოდ არ არის.

    ახლა გადავდგათ კიდევ ერთი ნაბიჯი და შევხედოთ მსოფლიოში სხვადასხვა ჰაპლოჯგუფების განაწილების რუკას:

     

    ეს საკმაოდ უხეში რუკაა, და ჰაპლოჯგუფების გავრცელების მთელ რიგ მცირე ნიუანსებს არ ითვალისწინებს. მაგრამ, რომ დააკვირდეთ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ პანდემიის სირთულე-სიიოლე თითქმის ემთხვევა ჰაპლოჯგუფების განაწილებას: R1b ჰაპლოჯგუფისთვის პანდემიით გამოწვეული შედეგები მძიმეა (იტალია, ესპანეთი, გერმანია, აშშ, კანადა…), და ასევე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ იქ, სადაც ჯერ არ არის ვირუსი გავრცელებული, მძიმე შედეგები ექნება. მონღოლეთში და ყაზახეთში თითქმის ერთნაირი მსუბუქი სურათია, საქართველოში და ჩრდილო კავკასიის ნაწილში სურათი განსხვავებულია, ასევე, სიიოლის თვალსაზრისით. იაპონიაში სხვა სურათი უნდა იყოს ვიდრე დანარჩენ მსოფლიოში და ასევე – აფრიკაშიც პანდემიის სხვა სურათს უნდა ველოდოთ. ცხადია, ამას ერთვის ტემპერატურული სხვაობები, რომლებიც ამძაფრებენ/არბილებენ ვირუსის ზემოქმედებას და შესაძლებელია, კიდევ ბევრი სოციო-ბიოლოგიური ფაქტორი. ამ სურათით სავარაუდოთ გასაგებია, რატომაა რუსეთში, ბელორუსიაში და სხვა სლავურ ქვეყნებში ნაკლები სიკვდილიანობა. სავარაუდოთ, ვიმეორებ.

    არ ვამბობ, რომ ეს ერთადერთი ფაქტორია, რომელიც ხსნის ვირუსის გავრცელება-არგავრცელებას, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ბედნიერი/უბედური შემთხვევების უკან უფრო ასეთი განაწილება უნდა იდგეს, ვიდრე დღეს შემოთავაზებული ‘წინდახედულიქვეყნები versus წინდაუხედავიქვეყნების“ ამბავი.

    ისევ ვამბობ, ჰაპლოჯგუფები დაჯგუფების მოხერხებული ხერხია (ჰმ, ტავტოლოგია), და რაღაც ანტი-ვირუსული იმუნიტეტის არსებობა შეიძლება ადვილად ავხსნათ ჩინეთთან, როგორც პანდემიების ისტორიულ და პრე-ისტორიულ სამშობლოსთან სიახლოვე-სიშორით და ასევე, კონკრეტული ხალხების კონკრეტულ ტერიტორიებზე ცხოვრების ისტორიულ-პრეისტორიულ განგრძობითობასთან კავშირით.“– წერს გიგი თევზაძე.

  • თვითიზოლაზიაში მყოფმა ჯეკ ბლექმა სახალისო ცეკვა შეასრულა (ვიდეო)

    თვითიზოლაზიაში მყოფმა ჯეკ ბლექმა სახალისო ცეკვა შეასრულა (ვიდეო)

    ამერიკელმა კომიკოსმა ჯეკ ბლექმა ცეკვა სახელწოდებით “დარჩი სახლში” შეასრულა. კომიკოსი თვითიზოლაციაში იმყოფება და საზოგადოებასაც ამას მოუწოდებს. ვიდეო მან საკუთარ ინსტაგრამის გვერდზე გამოაქვეყნა.

    ამ დროის  მონაცემებით, მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 873,821 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან გამოჯანმრთელდა 187,163, ხოლო გარდაიცვალა 43,338 ადამიანი.

     

    View this post on Instagram

     

    A post shared by Jack Black (@jackblack) on