“ქართული ოცნება” კი ბოლოს რეალურ ანტირუსულ წინააღმდეგობის მოძრაობას მიიღებს საქართველოს მოსახლეობისგან. მუდმივად გვტესტავენ და ჩვენც, საზოგადოებაც, როგორც შეგვიძლია, მუმდივად ვაბარებთ ამ ტესტს ანტირუსულობაზე – 20 ივნისით დაწყებული, უკრაინის თუ თუნდაც აგერ “დედაენის ბარის” მხარდაჭერით. ჩვენი პოლიტიკური გარუსება აქ ადვილად არავის გამოუვა. ეს ყველამ უნდა იცოდეს.“– წერს ლაშა ბუღაძე.
Category: სხვადასხვა
-
“მუდმივად გვტესტავენ და ჩვენც, როგორც შეგვიძლია, მუდმივად ვაბარებთ ამ ტესტს ანტირუსულობაზე“–ლაშა ბუღაძე
მწერალი ლაშა ბუღაძე რუსი ტურისტების მოზღვავებაზე საქართველოს ხელისუფლების და ქართული საზოგადოების რეაქციებზე წერს:“ყველა, ვინც რუსულად ლაპარაკობს, არ არის პუტინისტი და დამპყრობელი (ნახევარი უკრაინაც რუსულად ლაპარაკობს), არც რუსი ტურისტია ეგზისტენციალური პრობლემა და მით უმეტეს არც პუტინის რუსეთიდან გამოქცეული ადამიანი, პრობლემაა რუსული 90-იანების კაცის, ივანიშვილის არსით, მენტალიტეტით და პუტინიზმთან ვალდებულებებით მიბმული მმართველობა. ანტიევროპული და ანტიქართული, ყველა მისი გამოვლინებით.
“ქართული ოცნება” კი ბოლოს რეალურ ანტირუსულ წინააღმდეგობის მოძრაობას მიიღებს საქართველოს მოსახლეობისგან. მუდმივად გვტესტავენ და ჩვენც, საზოგადოებაც, როგორც შეგვიძლია, მუმდივად ვაბარებთ ამ ტესტს ანტირუსულობაზე – 20 ივნისით დაწყებული, უკრაინის თუ თუნდაც აგერ “დედაენის ბარის” მხარდაჭერით. ჩვენი პოლიტიკური გარუსება აქ ადვილად არავის გამოუვა. ეს ყველამ უნდა იცოდეს.“– წერს ლაშა ბუღაძე. -
რა ქონებას ფლობს პუტინის ყოფილი ცოლი–ნავალნის გუნდის ახალი გამოძიება
ალექსეი ნავალნის თანაგუნდელებმა ხუთშაბათს გამოაქვეყნეს გამოძიება, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის ყოფილ ცოლს და მის ამჟამინდელ ქმარს ეხება. გამოძიებაში საუბარია მათ ბიზნესზე და საზღვარგარეთულ უძრავ ქონებაზე.
რამდენიმე ფაქტი გამოძიებიდან:
ჯერ კიდევ 2000-იან წლებში ლუდმილა პუტინა კურირებდა სპეციალურად მისთვის შექმნილ “რუსული ენის განვითარების“ ცენტრს. ეს ახალი ამბავი არ არის – მასზე, როგორც ცენტრის ხელმძღვანელზე “ნოვაია გაზეტაც“ კი წერდა. 2009 წელს ფონდის სახელი შეიცვალა და გაჩნდა ფონდი “ ინტერპერსონალური კომუნიკაციების განვითარების ცენტრი”. 2013 წლის ივნისში პუტინები განქორწინდნენ.
ფონდს არტურ ოჩერეტნი ხელმძღვანელობს. მედია წერდა, რომ ეს პუტინის ყოფილი ცოლის ახალი ქმარია. ლუდმილა პუტინა გათხოვების შემდეგ 2015 წელს მის გვარზე გადავიდა. ამის შესახებ მონაცემები ვიკიპედიაშიც კი იძებნება.
მოსკოვის მერიამ და პრეზიდენტის საქმეთა სამმართველომ ფონდს საკუთრებაში გადასცა კრემლის გვერდით, ვოზდვიჟენკას ქუჩაზე მდებარე 1774 წელს აშენებული ისტორიული შენობა. ახალმა მესაკუთრეებმა მას ორი სართული დააშენეს, რასაც ქალაქის დამცველთა პროტესტო მოჰყვა. ეს ამბავიც არ არის სიახლე.
ინტერპერსონალური კომუნიკაციების განვითარების ცენტრმა ამ ისტორიულ შენობაში ყველა ფართო კომერციულ ფირმა მერიდიანს მიაქირავა, რომელიც ლუდმილა პუტინა–ოჩერეტნაიას ეკუთვნის – წერენ ნავალნის თანამებრძოლები. არც ეს არის სიახლე. 2017 წელს საგენტო როიტერი წერდა, რომ არენდის ფულს “მერიდიანი“ იღებდა, რომელიც 99%–ით ეკუთნოდა ინტერიერსერვისს, რომლის მფლობელი რეესტრის მონაცემებით ლუდმილა ალექსანდრეს ასული შკრებნევა იყო. ეს არის რუსეთის პრეზიდენტის ქალიშვილობის სრული სახელი და გვარი.
არენდიდან შემოსავალი მაშინ როიტერმა წელიწადში 3 მილიონ დოლარად შეაფასა, ნავალნის თანაგუნდელებმა კი ამჟამინდელი შემოსავალი 250 მილიონ რუბლად წელიწადში, რაც დაახლოებით 4 მილიონი დოლარია. არენდატორები არიან ვითიბი ბანკი, სბერბანკი, ბურგერ კინგი, აფთიაქი, კოლექტორული სააგენტო – ამბობენ ნავალნის გუნდის წევრები.
ისინი ამტკიცებენ, რომ დაადგინეს პუტინის ყოფილი ცოლის ხელფასი ინტერპერსონალური კომუნიკაციების განვითარების ცენტრში: მათი თქმით, 2020 წლის ოქტომბრამდე ის საკუთარ თავს თვეში 1 მილიონ რუბლს უხდიდა, 2020 წლის ოქტომბრიდან კი 2 მილიონ რუბლს.
გამოძიების ერთ–ერთი მთავარი მტკიცებაა ის, რომ პუტინის ყოფილი ცოლის და მისი ამჟამინდელი ქმრის სტრუქტურა დაფინანსებას იღებს მოსკოვის მერიიდან, გაზპრომბანკიდან და სევერსტალიდან. თითქოსდა მათ მიერ მოძიებული საბანკო გადარიცხვების მიხედვით გამოძიების ავტორები ამტკიცებენ, რომ ორგანიზაციის სამი უმსხვილესი სპონსორი ეს სამი იურიდიული პირია.
3 წლის მანძილზე მოსკოვის მერიამ ცენტრს 175 მილიონი რუბლი ჩაურიცხა, გაზპრომბანკმა 140 მილიონი, სევერსტალმა კი 100 მილიონი რუბლი. ეს ორგანიზაციები ამ ფაქტზე კომენტარს არ აკეთებენ.
გამძიებაში საუბარია, რომ ოჩერეტნების ოჯახმა ბინები და სახლი იყიდეს საფრანგეთის სამხრეთით, შვეიცარიაში და ესპანეთში. მათი საერთო ღირებულება გამომძიებლების შეფასებით 600 მილიონი რუბლია.
ისინი ამტკიცებენ, რომ პუტინის ყოფილი ცოლი და მისი ქმარი ფლობენ ვილას ფრანგულ ბიარიცში, რომელშიც 5.3 მილიონი ევრო გადაიხადეს. ჯერ კიდევ 2017 წელს ამ ვილის შესახებ კორუფციის და ორგანიზებული დანაშაულის კვლევის ცენტრი წერდა, რომლის დამფუძნებლები წელს რუსეთში არასასურველ ორგანიზაციად გამოცხადდა. ორგანიზაციამ ვილის ღირებულება 7 მილიონ ევროდ შეაფასა. ამავე სანაპიროზე დაფუძნდა კატერინა ტიხონოვა, რომელსაც პუტინის შვილს უწოდებენ.
ესპანურ მალაგაში პუტინის ყოფილ ცოლს გამოძიების ავტორებმა 2 ბინა აღმოუჩინეს. პირველი ჯერ კიდევ 2011 წელს იყიდა, როცა პუტინის ცოლი იყო. მეორე თითქოსდა 2014 წელს – პუტინთან განქოროწინების შემდეგ შეიძინა.
ლუდმილა ოჩერეტნაია და მისი ქმარი არ არიან ჩართული ევროკავშირის სასანქციო სიაში, თუმცა მაისში ბრიტანეთმა ლუდმილა ოჩერეტნაიას წინააღმდეგ სანქციები შემოიღო.
კიდევ ერთი დეტალი – ნავალნის თანამებრძოლები ამტკიცებენ, რომ რუსეთის პრეზიდენტის ყოფილი ცოლის ანონიმური ბლოგი აღმოაჩინეს ერთ–ერთ ჟურნალში, რომელსაც თითქოსდა გამოგონილი სახელით (llenaa) აწარმოებდა.
-
თურმე, შიში და ფულია სტუმართმოყვარეობის დიდი წილი საქართველოში – ლუკა ნაჭყებია
“თურმე, შიში და ფულია სტუმართმოყვარეობის დიდი წილი საქართველოში” – ასე ეხმაურება, რუსეთის მოქალაქეების საქართველოში აქტიურ შემოდინებას „მასტერშეფის“ ჟიურის წევრი, ლუკა ნაჭყებია.
„სამწუხაროდ, ვლინდება, რომ ჩვენი სტუმართმოყვარეობა თურმე ფრიად უპრინციპო და სუსტი მორალური კომპასის მატარებელია… სულ მაღიზიანებდა, როცა ამბობდნენ, რომ ჩვენი სტუმართმოყვარეობა ჩამოყალიბდა მუდმივად დამპყრობლების მიმღებლობის და შიშის გამო… თურმე, შიში და ფულია სტუმართმოყვარეობის დიდი წილი საქართველოში და არა რაღაც დიდებული იდეალები…#SOCHNIkhinali, #vkusneishiKHACHAPURI“, – ვკითხულობთ ლუკა ნაჭყებიას ფეისბუკ-პოსტში.
-
გარდაიცვალა ამერიკაში მცხოვრები ქართველი პიანისტი, რომელიც გარდაცვლილი შვილის პიტბულმა დაგლიჯა
ამერიკაში მცხოვრები ქართველი მუსიკოსი და პიანისტი მარინა გაბუნია, რომელიც წლებია ჯულიარდის სკოლაში ასწავლიდა, ტრაგიკულად გარდაიცვალა. ორი კვირის წინ მას შვილი დაეღუპა ავარიაში, რის შემდეგაც მის ძაღლს უვლიდა. პიტბულმა მარინა გაბუნია დაგლიჯა, რის შედეგადაც ქალი გარდაიცვალა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით ლონგ–აილენდში მცხოვრები ქალის დასახიჩრებული ცხედარი მისი სახლის უკანა ეზოში იპოვნეს მას შემდეგ, რაც მას მას თავს დაესხა ძაღლი, რომელიც მის შვილს ეკუთვნოდა. შვილიშვილი ორი კვირის წინ საგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.
ქალის ქმარი სამსახურიდან 13 საათზე დაბრუნდა და ცოლის დასახიჩრებული ცხედარი უკანა ეზოში იპოვნა, ძაღლი კი მის სხეულს კვლავ გლეჯდა. კაცმა პოლიცია გამოიძახა. ადგილზე მოსულმა პოლიციამ ძაღლი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა მას შემდეგ, რაც ის პოლიციელსაც დაესხა თავს. პოლიციელების თქმით ოფიცერი საავადმყოფოში ტრავმებით გადაიყვანეს.
პოლიცია ნანახს აღწერს, როგორც “შემაძრწუნებელს“.
მათი ინფორმაციით 7 წლის პიტბული ქალის შვილს ეკუთვნოდა, რომელიც ორი კვირის წინ მოტოციკლით ავარიაში დაიღუპა. ის და ძაღლი მშობლების სახლში ცხოვრობდნენ. ბიჭის სიკვდილის შემდეგ კი ძაღლს მშობლები უვლიდნენ.
-
ჰიტლერის საათი სვასტიკით აუქციონზე 1.1 მილიონ დოლარად გაიყიდა
საათი, რომელიც როგორც ამტკიცებენ, ნაცისტების ლიდერს, ადოლფ ჰიტლერს ეკუთვნოდა აშშ–ში 1.1 მილიონ დოლარად გაიყიდა. საათი ანონიმურმა მყიდველმა მერილენდის შტატში Alexander Historical Auctions–ის აუქციონზე იყიდა.
Huber–ის საათზე გამოსახულია სვასტიკა და გრავირებულია ინციალები AH.
ებრაელმა ლიდერებმა აუქციონის გამართვამდე დაგმეს გადაწყვეტილება ჰიტლერის საათის გასაყიდად გამოტანის შესახებ, თუმცა აუქციონის სახლმა, რომელიც წარსულში სხვა ნაცისტურ რელიქვიებსაც ყიდდა, გერმანულ მადიას განუცხადა, რომ მისი მიზანი ისტორიის შენარჩუნებაა.
აუქციონის კატალოგში ნათქვამია, რომ საათი შესაძლოა ფაშისტების ლიდერს 1933 წელს დაბადების დღეზე აჩუქეს, როცა ის გერმანიის კანცლერი გახდა.
აუქციონის სახლის შეფასებით საათი 1945 წელს სუვენირად წამოიღეს, როცა დაახლოებით 30–მა ფრანგმა ჯარისკაცმა ალპებში მდებარე ჰიტლერის თავშესაფარ ბერგჰოფზე მიიტანა შტურმი.
ითვლება, რომ შემდეგ საათი გადაყიდეს და ის ყოფილი მფლობელის ოჯახის რამდენიმე თაობამ შეინახა.
აუქციონის სხვა ლოტებს შორის იყო ჰიტლერის ცოლის, ევა ბრაუნის კაბა, ნაცისტი ჩინოვნიკების ფოტოები ავტოგრაფებით და ყვითელი ნაჭრის დავითის ვარსკვლავი სიტყვით Jude, რომლის ტანსაცმელზე დაკერებას გერმანელები ებრაელებისგან ითხოვდნენ იდენტიფიკაციისა და სტიგმატიზაციისთვის.
ღია წერილში, რომელიც 34–მა ებრაელმა მოღვაწემ დაწერა, ვაჭრობას “ამაზრზენი“ უწოდეს და მოუწოდეს აუქციონის სახლს ნაცისტური სიმბოლოები გაყიდვიდან მოეხსნა.
რაბინი მენახემ მარგოლინი, რომელიც ებრაელთა ევროპული ასოციაციის თავმჯდომარეა, ამბობს, რომ ეს გარიგება დაეხმარა მათ, ვინც იდეალიზებას უკეთებს ყველაფერს, რაც ნაცისტების პარტიამ დატოვა.
“ რა თქმა უნდა, ისტორიის გაკვეთილები უნდა ვისწავლოთ, და ნამდვილი ნაცისტური არტეფაქტების ადგილი მართლაც არის მუზეუმებში და სამეცნიერო დაწესებულებებში, თუმცა ნივთები, რომლებსაც თქვენ ყიდით, მათ რიცხვს არ განეკუთვნება“– დაწერა მან.
Alexander Historical Auctions–ის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათი მიზანი ისტორიის შენარჩუნებაა და გაყიდული ნივთების უმრავლესობა კერძო კოლექციებში ინახება ან ხოლოკოსტის მუზეუმებს საჩუქრად გადაეცა. აუქციონის სახლი აცხადებს, რომ მათ არ აქვთ მტკიცებულება, რომ ამ საათს ჰიტლერი მართლაც ატარებდა. თუმცა, უცნობი ექსპერტი მივიდა დასკვნამდე, რომ სავარაუდოდ საათი მართლაც მას ეკუთვნოდა.
აუქციონერები მისი გაყიდვიდან 2–4 მილიონი დოლარის მიღებას ვარაუდობდნენ, თუმცა ასეთი გულუხვი მყიდველი არ გამოჩნდა.
-
მომღერალი მამუკა ონაშვილი ავტოავარიაში მოყვა
მომღერალი მამუკა ონაშვილი ავარიაში მოყვა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მოდელი და ტელეწამყვანი ირინა ონაშვილი ავრცელებს.
ამჟამად ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფება. როგორც ექიმები ამბობენ, მისი მდგომარეობა მძიმეა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
„მდგომარეობა მძიმეა, იმყოფება მართვით სუნთქვაზე. ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია, შიდა ორგანოები ჰქონდა დაზიანებული. ამ ეტაპზე მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში განაგრძობს“, – ამბობენ კლინიკაში.
ავარია გუშინ, ნატახტართან მოხდა, რა დროსაც ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა.
-

ამერიკელები მას რეალურად უპასუხებენ ადრე, თუ გვიან და ეს კრედიტ სვისის გავლით არ მოხდება–ჩერგოლეიშვილი ივანიშვილზე
ტაბულას დამფუძნებელი, ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების ხელმძღვანელი, თამარ ჩერგოლეიშვილი ამერიკის ელჩის წინააღმდეგ წარმოებული კამპანიის მიზეზად ივანიშვილის შეთქმულების თეორიებით გატაცებას თვლის:
“ივანიშვილი შეთქმულების თეორიების მოყვარული კაცია.
9/11 მოსადის მოწყობილი ეგონა, გიგა ამის შესახებ ინფორმირებული პირი და ცდილობდა გიგასთან ნდობაში შესვლას, რომ ეს საიდუმლო გიგას მისთვის გაეზიარებინა.
ჩლიქოსნებს ხომ ბიძინა ავალებს, რა კითხონ, ამიტომ სუბართებრთა “ჩამჭრელი შეკითხვები” საგულისხმოა.როგორც მათი “შეკითხვებიდან” ჩანს:
21 მარტს, ომის დაწყებიდან თითქმის ერთი თვის თავზე ელჩი შეხვდა ოლიგარქს და სტრატეგიულ პარტნიორს, საქართველოს დე-ფაქტო მმართველს ურჩია თავისუფალ სამყაროსთან ჰარმონიაში ყოფილიყო.
1. ცალსახად დაეჭირა მხარი უკრაინისთვის;
2. მიერთებოდა სანქციებს და არ ექცია საქართველო რუსეთისთვის სანქციების თავის არიდების ხვრელად;
3. ესაუბრა ჩრდილოვანი მართვის პრობლემაზე და პოლიტიკური ანგარიშვალდებულების მნიშვნელობა აღნიშნა – შეიძლება უთხრა კიდეც, ამას სჯობს თანამდებობაზე იყოო.ამაზე დარაგოი ბორენკამ მოტოვა პანიკა, რომ თუ საქართველო თავისუფალ სამყაროსთან ერთად იქნება, პუტინი ომს დაგვიწყებს.
კონსპიროლოგმა ბიძინამ კრედიტ სვისში შექმნილი პრობლემა დაუკავშირა ამერიკელებს – უფრო მეტი, ეგ ჩათვლიდა რომ კრედიტ სვისმა ამერიკელების დავალებით შეუქმნა პრობლემა და მაგ ფონზე მივიდა დეგნანი სალაპარაკოდ. შეხვედრის მერე მისი პრობლემები კიდევ უფრო გაღრმავდა – კანდიდატის სტატუსი ვერ მივიღეთ, ასი ათასი ადამიანი ქუჩაში დადგა, დეოლიგარქიზაცია ევროპელობის წინაპირობად იქცა…
ამაზე გაგიჟდა და ახლა:
1) აშანტაჟებს ამერიკელებს: ეს ქვეყანა თქვენი იყო, სანამ მე არ მაწუხებდით, პრობლემებს არ გიქმნიდით, რასაც მთხოვდით თქვენი ინტერესებისთვის, ვაკეთებდი მეტწილად – ახლა სხვისი გახდება.
2) კარიერას უფუჭებს დეგნანს – რაც ძალიან სიმბოლურია.მე ვწუხვარ რომ ბიძინას ბრაზს უფრო დიდი თვალები აქვს, ვიდრე რეალობას სჭირდება ჯერჯერობით, მაგრამ ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება – ამერიკელები მას რეალურად უპასუხებენ ადრე, თუ გვიან და ეს კრედიტ სვისის გავლით არ მოხდება.
უბრალოდ, თუ დემოკრატიული ალტერნატივა არ შევქმენით, რომელსაც ქართველი ხალხი ენდობა და აქ, ადგილზე ამერიკას ძლიერი მოკავშირე არ გამოუჩნდა ალტერნატივად – ბორენკას შანტაჟი რეალობად გვექცევა, ეს ქვეყანა სხვისი გახდება. მოხდება ის, რაც მოხდა ავღანეთში და ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ.“– წერს ჩერგოლეიშვილი ფეისბუქზე.
-
“სრული სისულელეა“–ილონ მასკი უარყოფს, რომ Google–ის დამფუძნებლის ცოლთან რომანი აქვს
2021 წლის შემოგომაზე ილონ მასკს ხანმოკლე რომანი ქონდა ნიკოლ შანახანთან, გუგლის თანადამფუძნებლის, სერგეი ბრინის ცოლთან, რის გამოც 2002 წლის დასაწყისში განქორწინებაზე განცხადება შეიტანა – წერს გამოცემა Wall Street Journal საკუთარ წყაროზე დაყრდნობით.
“სრული სისულელეა“– ასე რეაგირებს მასკი ბრალდებაზე. სერგეი ბრინი და მისი ცოლი ჯერჯერობით პუბლიკაციაზე კომენტარს არ აკეთებენ.
მასკი ფორბსის ვერსიით მსოლიოს უმდიდრესი ბიზნესმენია. მისი ქონება 253.4 მილიარდს შეადგენს. სერგეი ბრინი, საბჭოთა წარმოშობის ამერიკელი ბიზნესმენი ფორბსის სიაში 9–ე ადგილს იკავებს 89.9 მილიარდი დოლარის ქონებით.

ნიკოლ შანახანი და სერგეი ბრინი დაახლოებით 3 წლის წინ დაქორწინდნენ სერგეი ბრინის და ნიკოლ შანახანის განქორწინების სურვილის შესახებ 2022 წლის ივნისში გახდა ცნობილი, თუმცა განცხადება განქორწინების შესახებ სანტა–კლარას უმაღლეს სასამართლოში ჯერ კიდევ 2022 წელს იქნა შეტანილი. განქორწინების მიზეზად დოკუმენტებში მითითებულია “დაუძლეველი უთანხმოებები“. გამოცემის წყაროს ინფორმაციით განქორწინების შედეგად ქალი 1 მილიარდ დოლარს მიიღებს.
მასკი და ბრინი ძველი მეგობრები არიან. მაგალითად, ტესლას მფლობელი მრავალი წლის განმავლობაში რეგულარულად სტუმრობდა ბრინის კალიფორნიულ სახლს. გუგლის დამუძნებლები, სერგეი ბრინი და ლარი პეიჯი 2006 წელს მასკის ტარტაპის პირველი ინვესტორები გახდნენ – ეს იყო ელექტრომობილ ტესლას წარმოების პროექტი.
თავად მასკი კატეგორიულად უარყოფს, რომ შანახანთან რომანი ქონდა. “სრული სისულელეა“– დაწერა მან ტვიტერზე და დასძინა, რომ ბრინთან კვლავინდებურად კარგი ურთიერთობა აქვს და შინა დღით წვეულებაზე ერთადაც იყვნენ.
“ნიკოლი ბოლო სამი წლის მანძილზე სულ ორჯერ ვნახე. ორივეჯერ ბევრი ხალხის თანდასწრებით. არაფერი რომანტიული არ ყოფილა“– წერს მასკი.
გამოცემა Wall Street Journal ამტკიცებს, თითქოსდა მასკისა და ბრინის ცოლის რომანის დროს წყვილს უკვე გადაწყვეტილი ქონდა განქორწინება, რადგან მათი ურთიერთობა პანდემიის დროს გაფუჭდა, თუმცა წყვილი ჯერ კიდევ ერთად ცხოვრობდა. იმ დროისთვის მასკი თავის პარტნიორს, მომღერალ გრაიმსს დაშორდა.
გამოცემის ინორმაციით, სერგეი ბრინმა გადაწყვიტა არა მხოლოდ ცოლს გაშორებოდა, არამედ მის მრჩევლებს დაავალა ილონ მასკის კომპანიაში მისი პირადი ინვესტიციები გაეყიდათ. გამოცემა არ აკონკრეტებს ინვესტიციების მოცულობას.
მასკი თვლის, რომ Wall Street Journal მის მიმართ მიკერძოებულია. “იმდენი სისულელე გამოაქვეყნა ჩემზე და ტესლაზე, რომ სათვალავი ამერია“–დაწერა მასკმა ტვიტერზე.
-

კელი დეგნანს წერილით პაატა ბრუჭულაძეც მიმართავს
საოპერო მომღერალი, პაატა ბურჭულაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს წერილს საქართველოში ამერიკის ელჩის მიმართ. მისი შთაგონების წყარო ოცნებიდან გამოსული 3 დეპუტატის – სუბარი–ყაველაშვილი–ხუნდაძის ტრიოს მიმართ დღეს კელი დეგნანისადმი გაგზავნილი მორიგი წერილია:
ღია წერილი მის აღმატებულებას,ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში,ქალბატონ კელი დეგნანს.
თქვენო აღმატებულებავ,
დღეს წავიკითხე 3 აღშფოთებული ,,პატრიოტი” დებუტატის თქვენდამი გზავნილი ღია წერილი.
ჯერ მინდოდა მათთვის მიმეწერა იმ არარაობაზე და მავნებლობაზე,რაც იმ წერილშია მოყვანილი,მაგრამ მერე გადავიფიქრე,რადგან მივხვდი,რომ ამას აზრი არ ექნებოდა.მათ და მათმა პარტიის სამეგობრომ უკვე დიდი ხანია დაკარგა ხალხის ნდობა,პატივისცემა და რწმენა იმისა,რომ ისინი ემსახურებიან საქართველოს და მის სწრაფვას ევროპაში.პარლამენტის წინ ბოლო მიტინგები ამის უტყუარი საბუთია.თქვენო აღმატებულებავ,მაპატიეთ,რომ მოგმართავთ ამ თხოვნით: თქვენ დიდი ქვეყნის ძლიერი დიპლომატი ბრძანდებით.უკეთ იცით თუ როგორ უნდა მოიქცეთ ასეთ შემთხვევაში,მაგრამ ჩემი,როგორც საქართველოს ერთი რიგითი მოქალაქის თხოვნა იქნება,რომ არ აყვეთ მათ პოლემიკაში.ქართველებს გვაქვს ანდაზა: ძაღლი იყეფებს,იყეფებს და გაჩერდება.მათი წერილი აღითქვით,როგორც ბიძინა ივანიშვილის მცდელობა ჩაგითრიოთ პროვოკაციაში.
მე და დარწმუნებული ვარ საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობა ვემიჯნებით ამ წერილში მოყვანილ ყველა სიტყვას და საპირისპიროდ, მადლობას გიხდით თქვენ და თქვენს ქვეყანას იმ დიდი დახმარებისთვის და თანადგომისთვის,რასაც ათწლეულებია ღებულობს თქვენგან დამოუკიდებელი საქართველო.
დიდი პატივისცემით,
პაატა ბურჭულაძე.“– წერს პაატა ბურჭულაძე. -
გადმოსხმულია ათეულ ათასიანი დესანტი, რომელიც შიგნიდან ხრავს ქართულ სახელმწიფოებრიობას–ხუხაშვილი
ექსპერტი გია ხუხაშვილი საქართველოში ჩემოსული ათეულობით ათასი რუსის შესახებ წერს, რომლებიც მისი აზრით საქართველოსთვის საფრთხეს წარმოადგენენ.“რუსეთიდან ჩამოცხოვრებული ურდო ორ ძირითად კატეგორიად იყოფა:1. სანქცირებული და მათთან აფილირებული კომპანიების თანამშრომლები, რომლებიც დღესაც ე.წ. “აუთსორსზე” მუშაობენ რუსეთის მხრიდან სანქციების გვერდის ავლის ფინანსური, ლოგისტიკური, აგენტურული სქემების დასალაგებლად და მათი მომსახურებისათვის.2. რუსეთში არსებულ პრობლემებს გამოქცეული, გაწვევის, ფულის დაკარგვის, ან რაიმე სხვა შიშით შეპყრობილი ხალხი.პირველ კატეგორიასთან დაკავშირებით ცხადია, რომ ისინი დიდ პრობლემას უქმნიან ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო უსაფრთხოებას.რაც შეეხება მეორე კატეგორიას, რომელიც თითქოს საფრთხეს არ წარმოადგენს, როგორც მეუბნებიან, მათთან დაკავშირებით კიდევ უფრო უარესად არის საქმე.დადის ფსბ-ს აგენტურა კაფეებში, ნაქირავებ ბინებში, სასტუმროებში და ამ ხალხს “ავერბოვკებს” იმ მუქარით, რომ თუ არ დათანხმდებიან თანამშრომლობაზე, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ პრობლემები შეექმნებათ. ეს კატეგორია განსაკუთრებით “გემრიელია”, რადგან პრაქტიკულად უფასოა რუსული სპეც-სამსახურებისთვის.დასკვნა – ყველა საქართველოში ჩამოსული რუსი, მათ შორის პუტინის პოლიტიკის მოწინააღმდეგეც, რუსეთზე მუშაობს, ან პოტენციურად იმუშავებს ნებსით, თუ იძულებით. ანუ, გადმოსხმულია ათეულ ათასიანი დესანტი, რომელიც შიგნიდან ხრავს ქართულ სახელმწიფოებრიობას.“ – წერს ხუხაშვილი ფეისბუქზე.