Category: სხვადასხვა

  • ზოგჯერ საჩუქარი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ საჩუქარი

    ელტონ ჯონი საშობაო რეკლამაში

    ბრიტანულმა მაღაზიების ქსელმა,John Lewis & Partners, რომელიც ამავე დროს ევროპაში უმსხვილესი მაღაზიების ქსელია, 2018 წლის საშობაო კამპანიის ფარგლებში ახალი ვიდეორგოლი გამოუშვა. ის საჩუქრის ძალაზე და იმაზე მოგვითხრობს, თუ რა გავლენა მოახდინა ერთმა საჩუქარმა ერთი პატარა ბიჭის ცხოვრებაზე.

    ვიდეორგოლის მთავარი გმირი ელტონ ჯონია. სწორედ მის სიმღერაზეა აწყობილი სიუჟეტი, რომელიც ქრონოლოგიურად უკან მიუყვება ელტონ ჯონის ცხოვრებას იმ მომენტამდე, როცა ერთ საშობაო დილას მან განსაკუთრებული საჩუქარი მიიღო. ამ საჩუქარმა მისი ცხოვრება მთლიანად შეცვალა.

    ზოგჯერ საჩუქარი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ საჩუქარი – ასეთია ვიდეორგოლის დევიზი.

  • ფეხმძიმე მეგან მარკლი “დეკრეტული შვებულებით“ არ ისარგებლებს

    {{ARTICLEIMAGE}}

    სამეფო ოჯახის წევრობა პრაქტიკულად სამსახურია. ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ყველა წევრი საჯარო საქმიანობაშია ჩართული, უამრავ ღონისძიებაში, პროექტში თუ აქციაში მონაწილეობს. პრინც ჰარიზე გათხოვების შემდეგ ამ საქმიანობაში აქტიურად ჩაერთო მეგან მარკლიც და ახალი ამპლუა ისე კარგად მოირგო, ფეხმიძიმობის გამოც არ აპირებს აქტიური საქმიანობის შეწყვეტას.

    მეგანის ორსულობის შესახებ ამბის გავრცელების შემდეგ საზოგადოება სამეფო ოჯახის წევრ წყვილს ყურადღებით აკვირდება. ჰარი და მეგანი შვილის დაბადებას გაზაფხულისთვის ელოდებიან. მეგანი აპირებს ბოლო დღემდე აქტიურად იყოს ჩართული სხვადასხვა საქმეებში და ღონისძიებებში. წყვილი ფროგმორში აპირებს საცხოვრებლად გადასვლას. გარდა ამისა მეგანის დედა, დორია ლოს ანჟელესიდან ბრიტანეთში გადავა, რათა შვილს დაეხმაროს როგორც ფეხმძიმობის დროს, ასევე ბავშვის აღზრდაში. პრინცი ჰაი კი ამჟამად სამხრეთ აფრიკულ ტურნეში იმყოფება. ამ შემთხვევაში მისი მდგომარეობიდან გამომდინარე ჰარიმ ამჯობინა ცოლი ბრიტანეთში დაეტოვებინა, რათა მისი და მუცლადმყოფი ბავშვის ჯანმრთელობას საფრთხე არ დაემუქროს.

  • საქართველოს ზამთრის კურორტები დამსვენებლებს სიახლეებით ხვდება

    {{ARTICLEIMAGE}}
    როგორც მოგეხსენებათ, ყოველწლიურად იზრდება, როგორც ადგილობერივი, ისე უცხოელი დამსვენებლებლის რაოდენობა. მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელის, თეიმურაზ გამცემლიძის თქმით, 2017/2018 წლებ­ში ოთხი­ვე სამ­თო-სა­თხი­ლა­მუ­რო კუ­რორტზე (გუ­და­უ­რი, ბა­კუ­რი­ა­ნი, გო­დერ­ძი, სვა­ნე­თი) 491%-ით გა­ი­ზარ­და ტუ­რის­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა და წელს კიდევ ელოდებიან ამ რიცხვის გაზრდას.

    დაარსებიდანვე, გუდაურმა ძალიან სწრაფად მოიხვეჭა პოპულარობა დამსვენებლებში და მილიონობით ტურისტს უმასპინძლა. გუდაურმა სახელი ევროპის მასშტაბითაც გაითქვა და ერთ-ერთი მოწინავე კურორტია არა მარტო აღმოსავლეთ ევროპაში, არამედ მთლიანად კონტინენტზე.

    მოახლოებულ სეზონზე ვიზიტორებს 6 ახალი და ერთი რეკონსტრუირებული საბაგირო დახვდებათ. ამით კურორტზე 3.5-ჯერ გაიზრდება გამტარუნარიანობა (რაც მოსრიალეების ბევრად დიდი რაოდენობის გადაყვანას გულისხმობს). ამას გარდა სასრიალო არეალი გაიზარდა 20%-ით რაც ასევე ხელს შეუწყობს ერთდროულად საგრძნობლად მეტი დამსვენებლის მასპინძლობას. ამასთანავე კურორტზე მიმდინარეობს ხელოვნური გათოვლიანების სისტემის მე-2 ფაზის მშენებლობა, რომელიც 2018/19 წლის სეზონისთვის დასრულებულდება. შენდება 100 000 კუბიანი ხელოვნური წყლის რეზერვუარი რომლის მშენებლობა დასკვნით ფაზაშია, ამ ტბის დახმარებით, მომავალ წელს კურორტს ექნება 24 საათიანი წყლის მომარაგების სისტემა. ხელოვნური გათოვლიანების მე-2 ფაზის მშენებლობის დასრულების შემდეგ გუდაურს ექნება ორი ტიპის “ თოვლის თოფი” 78 ცალი ჩვეულებრივი და 3 ცალი თოვლის გამფრქვევი აპარატი -ე.წ,,ზარბაზანი”. ხელოვნური გათოვლიანების სისტემის მეორე ფაზას იტალიური კომპანია,,TechnoAlpine” განახორციელებს.


    ამ დროისთვის საქართველოს ოთხივე კურორტის მოსამზადებელი სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა, მიმდინარეობს სასრიალო ტრასების ნიადაგების გასწორება, რაც უზრუნველვყოფს მთელი სეზონის განმავლობაში თოვლის ხარისხს. 

    შეგახსენებთ, რომ სასრიალო სეზონი ოფიციალურად დეკემბრის დასაწყისში გაიხსნება: 

    • ბაკურიანი (დიდველი) – 8 დეკემბერი
    • გოდერძი – 8 დეკემბერი
    • გუდაური – 15 დეკემბერი
    • ბაკურიანი (კოხტა, მიტარბი) – 22 დეკემბერი
    • თეთნულდი, ჰაწვალი – 22 დეკემბერი

  • რატომ არ წყალობს მოდის ინდუსტრია ტანსრულ მოდელებს

    სილამაზის მრავალფეროვნების ტრენდს ცნობილი ბრენდები არ ემორჩილებიან.

    წლებია ბევრი დისკუსია მიმდინარეობს იმასთან დაკავშირებით, რომ მოდის სფეროში მკაცრი სტანდარტების დაცვა დისკრიმინაციულია და მეტისმეტად გამხდარი მოდელები და მათი წონის მკაცრი კონტროლი დამთრგუნველია როგორც თავად მოდელებისთვის, ასევე მოდის ინდუსტრიის მომხმარებელი ქალბატონებისთვის. ამ თვალსაზრისით გარკვეული გარღვევა მოხდა, თუმცა დიზაინერები ჯერ აშკარად არ არიან მზად პოდიუმები ჭარბწონიან, ან თუნდაც ოდნავ არასტანდარტული ფორმების მოდელებს დაუთმონ.

    2 203 მოდელიდან, რომლებმაც ცნობილი დიზაინერების 2019 წლის გაზაფხული–ზაფხულის კოლექციების 76  ჩვენებაში მიიღეს მონაწილეობა მხოლოდ 49 მოდელია ე.წ. plus size კატეგორიიდან. ესეც დიდი გარღვევაა წინა სეზონთან შედარებით, თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება: დიზაინერები თავიანთი კოლექციების პრეზენტაციისთვის ძირითადად იმ გოგონებს ირჩევენ, რომელთა პარამეტრებს  არაფერი აქვთ საერთო რეალურ ცხოვრებასთან. პოდიუმებზე იშვიათად თუ ნახავთ სამოსს, რომლის ზომა S–ს აღემატება.


    “ამაზე დიდი ხანია ვსაუბრობ: დროა ბრენდებმა ვარდისფერი სათვალეები მოიხსნან“ – ამბობს რობინ ლოვლი


    რობინ ლოვლი ცოტა ხნის წინ გამოვიდა Victoria’s Secret –ის ბოიკოტირების მოწოდებით იმის გამო, რომ ეს ბრენდი სავსე ფორმების მქონე მოდელებს ჩვენებებზე არ იწვევს. ლოლი პირველი plus size მოდელი გახდა, რომელიც ავსტრალიური Vogue –ს გარეკანზე გამოჩნდა.  თავის კოლეგებთან, ტარა ლინთან და კენდის ჰაფინთან: ერთად კი  Vogue Italia –ს გარეკანზე. 

    ნოემბერში მან მონაწილეობა მიიღო ლონდონში გამართულ  ქალის საცვლების ჩვენებაში We Are All Angels, რომელიც Victoria’s Secret –ის შოუს ანალოგია, თუმცა ყველა ზომის და აღნაგობის ქალებთან თანამშრომლობს.  

    “კარგი იქნებოდა, VS –ს 10 ზომა ტანსაცმლის მატარებელი მოდელი მიეწვია, მაგრამ როგორც ჩანს მათ არ ადარდებთ სილამაზის მრავალფეროვნების ტრენდი . სასიამოვნოდ გამაკვირვა ნიუ იორკის მოდის კვირეულმა. აი, სად იყო ნამდვილი მრავალფეროვნება და ყველა ტიპის მოდელი“ – ამბობს ლოლი.

    თვითონ ტერმინი plus size ბევრ შეკითხვას იწვევს. დიდ ბრიტანეთში საშუალოსტატისტიკური ქალის ტანსაცმლის ზომაა 14 UK,  აშშ–ში  18 UK. თუმცა მოდის ინდუსტრიაში ნებისმიერი გოგონა, რომელიც 10 ზომაზე მეტ სამოსს ატარებს უკვე  plus size–ად ითვლება.

    “არ მგონია კორექტული იყოს ამ ტერმინის გამოყენება ბრიტანული 12 ზომის მატარებლების მიმართ“ – ამბობს ანა შილინგლოუ – წარსულში მოდელი და მგვიანებით ლონდონური სააგენტო Milk – ის დამფუძნებელი. 

    ანა შილინგლოუ ამჯობინებს ტერმინი “სავსე ფორმების მქონე მოდელები“ გამოიყენონ იმ მოდელების მიმართ, ვინც 12–დან 18 ზომამდე სამოსს ატარებს. მისი აზრით ტერმინი Plus size მხოლდ 18 ზომის ზევით შეიძლება გამოიყენონ. Milk ერთ–ერთი პირველი სამოდელო სააგენტო იყო ლონდონში, რომელსაც სრულიად გასხვავებული პარამეტრების მოდელები ჰყავდა. მათ შორის არის ტეს მაკმილანი, რომელიც ბრიტანულმა Vogue–მ სექტემბრის ნომრის გარეკანისთვის გადაიღო. შილინგლოუც მრავალფეროვნების მაგალითად ნიუ იორკის მოდის კვირეულს ასახელებს. მისი თქმით მოდის დანარჩენ მსოფლიო დედაქალაქებს ამ მხრივ სატრაბახო არაფერი აქვთ.

    მართლაც, ლონდონის, მილანის და პარიზის პოდიუმებზე ტანსრული მოდელის ნახვა ძალიან იშვიათად თუ შეიძლება. ლონდონის მოდის კვირეულზე მხოლოდ ერთი plus size მოდელი – რეიაზა ფლაუერსი გამოჩნდა, რომელმაც ფეხსაცმლის ბრენდის Nicholas Kirkwood– ის კოლექციის პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა. იგივე შეიძლება ითქვას პარიზზეც.  Alexander McQueen   ის კოლექციის ჩვენებისას ჯილ კორტლივი გამოჩნდა პოდიუმზე. მილანის მოდის კვირეულში კი სამი არასტანდარტული მოდელი – ეშლი გრემი, ლედი კიტი სპენსერი და ლორი ჰარვი მონაწილეობდა. სამივე მათგანმა Dolce&Gabanna –ს კოლექცია წარმოადგინა.


    Dolce & Gabbana; Alexander McQueen 2019 წლის გაზაფხული–ზაფხულის კოლექციის ჩვენება

     

    “ყოველ წელს ვაგზავნით ჩვენს კატალოგს plus size მოდელებით, ვიღებთ დადებით გამოხმაურებებს კასტინგის დირექტორებსგან, მაგრამ ამის იქით საქმე არ მიდის. ასე გრძელდება წლიდან წლამდე. არ ვიცი რაშია საქმე, მაგრამ როგორც ჩანს მათ ასეთი ტიპაჟები არ აინტერესებთ. ლონდონი მოდის ერთ–ერთ მთავარ დედაქალაქად ითვლება, მაგრამ აქ ძველებურად ცოცხალია სტერეოტიპები ქალის სხეულის სილამაზის შესახებ“– ამბობს შილინგლოუ.

    ქალის ქვედა საცვლების მწარმოებელ ბრენდებს სავარაუდოდ მაინც მოუწევთ მოდელების შერჩევის პოლიტიკას გადახედონ, სუფთა ეკონომიკური მიზეზების გამო. ამჟამად ქალის plus size სეგმენტი აშშ–ში ტანსაცმლის ყველაზე განვითარებადი ბაზარია. სპეციალისტების შეფასებით 2020 წლისთვის მისი მოცულობა 26 მილიარდ დოლარს მიაღწევს. ზოგიერთმა რითეილერმა უკვე დაიწყო სწორედ ამ სეგმენტში ინვესტირება. მაგალითად, Walmart –ის ქსელმა Eloquii –ს ბრენდი შეისყიდა, რომლის ზომები 14–დან იწყება. Old Navy –მ დაიწყო კამპანია «Size YES!»,  და ახლა უკვე მათი  plus size კოლექციის ყიდვა არა მხოლოდ ონლაინ, არამედ ჩვეულებრივ ქსელურ მაღაზიებშიც შეიძლება. 2018 წლის შემოდგომა ზამთრის სეზონზე J Crew–მ ბოლო ბოლო სტანდარტული ზომების ხაზი გააფართოვა, Nordstrom –მა კი ამერიკის 30 ზე მეტ მაღაზიაში 14 ზომის ტანსაცმელი დაამატა და მაღაზიები შესაბამისი მანეკენებითაც მოამარაგა. რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ონლაინ მაღაზიებმა, მაგალითად Amazon–მა, Asos–მა  და Mango–მ უკვე შექმნეს თავისი  plus size ხაზები.

    “მაღალი ლიგის მოთამაშეებთან დაკავშირებით“ საქმე უფრო რთულად არის. დიზაინერებს არ უნდათ ჩვენებებზე პუტკუნა მოდელები მიიწვიონ, რადგან როგორც ამბობენ, მათთვის სპეციალური თარგების მომზადება სჭირდებათ, რაც დანახარჯებთან არის დაკავშირებული. ასეთ პრობლემას შეეჯახა Sies Marjan –ის ბრენდის დიზაინერი სანდერ ლაკი, რომელიც რეგულარულად იწვევს მოდელებად მეგობრებს და ოჯახის წევრებს. ის ამბობს, რომ თუ სტანდარტულ ზომას დიდი, ან პატარა ზომით შეცვლი, ფაქტიურად მოდელის ხელახლა გამოჭრა გიწევს. დიდი მოცულობის სამუშაოს და შემჭიდროვებული ვადების გათვალისწინებით კი ახალგაზრდა ბრენდებისთვის პოდიუმისთვის სხვადასხვა ზომის და ფიგურის ფორმის გათვალისწინებით მოდელების შექმნა მეტისმეტად სარისკო და დანახარჯიანია. “მთელი ინდუსტრია გარკვეულ სტანდარტზეა აწყობილი და აქედან ამოვარდნა ძნელია. მაგალითად, plus size ტანისამოსს ჟურნალების ფოტოსესიებისთვის  ვერ გამოიყენებთ“ – ამბობს დიზაინერი.

    თუ ახალგაზრდა, დამწყები დიზაინერების შიშები გასაგებია, მსხვილი ბრენდების საქციელი, რომელთაც პოდიუმისთვის განსხვავებული მოდელების შესაქმნელად ყველა რესურსი აქვთ, ბევრ კითხვას იწვევს. ამ წლის დასაწყისში  Gucci  –ს გაყიდვები 49 % ით გაიზარდა, Saint Laurent –ის   19,7% – ით,  Chanel – ის  11%–ით.

    დიდი ზომის ტანსაცმელზე მოთხოვნა ლუქს სეგმენტში მაღალია. ამის მაგალითია ონლაინ მაღაზია 11 Honoré– ის წარმატება, რომელიც Christian Siriano, Prabal Gurung, Derek Lam ,  Mary Katrantzou მსგავს ბრენდებს წარმოადგენს, რომელთა ზომები 10–დან 20 მდეა.

    მოკლედ, თუ რასობრივი და გენდერული ინკლუზიურობის თვალსაზრისით მოდის ინდუსტრიაში სერიოზული პროგრესია, წონის თვალსაზრისით ინდუსტრია კვლავ დისკრიმინაციულ მიდგომას ინარჩუნებს. სანამ სახელოვანი ბრენდები სტერეოტიპებს ვერ ძლევენ, ბაზარზე გამოჩენილი ახალი მოთამაშეები ამ მნიშვნელოვან სეგმენტზე ადგილს წარმატებით იმკვიდრებენ და მომხმარებელს მრავალფეროვნებას სთავაზობენ როგორც მოდელების, ასევე სამოსის თვალსაზრისით.

    ახალი ტრენდი გარკვეულ მოძრაობაშიც გადაიზარდა, რომელსაც თავისი აქტივისტებიც ყავს. მაგალითად, ჯესიკა ვანდერ ლიხი – მოდელი, მწერალი და აქტივისტი, რომელმაც 2015 წელს ციფრული პლატფორმა –  Project Womankind ჩაუშვა. ამ პლატფორმაზე ის ქალებს მოუწოდებს საკუთარი სხეულით იამაყონ. “მოდა ყოველთვის იმის ასახვა იყო, რაც მსოფლიოში ხდებოდა. უსამართლობაა იმ ქალების იგნორირება, რომლებსაც სრული ფორმები აქვთ, თუმცა უნდათ კარგად ეცვათ. “

  • 45 წლის ჰაიდი კლუმის შიშველი ფოტოსესია

    {{ARTICLEIMAGE}}

    ცნობილ მოდელს, ჰაიდი კლუმს წლები ვერაფერს აკლებს. 45 წლის ასაკში მას შეუძლია იდეალური სხეულით იამაყოს, რომელსაც ფოტოშოფიც კი არ ჭირდება.


    ამ დღეებში ვარსკვლავმა შავ–თეთრი ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც სრულიად შიშველია გადაღებული, თუმცა მკერდს ხელით იფარავს.

    ჰაიდი კლუმის თამამი ექსპერიმენტი მისმა ხელმომწერებმა სათანადოდ შეაფასეს. ერთ დღეში ფოტომ 250 000 ლაიქი და ასობით საქებარი კომენტარი დაიმსახურა. მოდელმა აღნიშნა, რომ ამ თამამი ექსპერიმენტით კმაყოფილია.


     

    “ვამაყობ იმით, რომ შენი არაჩვეულებრივი პროექტის ნაწილი გავხდი ძვირფასო რასელ ჯეიმს“ –  აცხადებს ჰაიდი კლუმი.



    ჰაიდი კლუმი მისი თაობის ერთ–ერთ მთავარ სექს–სიმბოლოდ ითვლება.

    მოდელი უკვე დიდი ხანია იცნობს ცნობილ ფოტოგრაფს. სწორედ რასელ ჯეიმსი იღებს ყველაზე ხშირად Victoria’s Secret –ის კულისებს.  ჰაიდი კი ამ ბრენდთან არაერთხელ თანამშრომლობდა.

     


    როგორც გაირკვა, რასელ ჯეიმსი მალე წიგნს გამოსცემს, სადაც მისი ყველაზე საინტერესო ნამუშევრები შევა. აგრეთვე რჩევები დამწყები ფოტოგრაფებისთვის.


    ჰაიდი კლუმი მოდის სამყაროში ცნობილია როგორც ექსპერიმენტების მოყვარული.  ვარსკვლავი არასოდეს ერიდებოდა საკუთარი ფიგურის დემონსტრირებას. ძნელი დასაჯერებელია, რომ ის უკვე ოთხი შვილის დედაა.

    მოდელი ამბობს, რომ ასაკს საერთოდ ვერ გრძნობს. ზაფხულში 45 წლის გახდა. ასაკი ხელს არ უშლის თექვსმეტი წლით უმცროს მუსიკოსთან, ტომ კალიტცთან რომანში.

  • APPLE-მა IPAD-ის ახალი მოდელი გამოუშვა

    {{ARTICLEIMAGE}}

    ამერიკის ერთ-ერთმა უდიდესმა ელექტრონიკის კომპანია ,,APPLE’’-მა 30 ოქტომბერს  ყველაზე ცნობილი ტაბლეტის, IPAD-ის ორი ახალი მოდელის გამოშვება დააანონსა. ახალი IPAD-ები ორნაირი (11 და 12.9 ინჩიანი ზომის ეკრანით) იქნება.


    • ახალი ტაბლეტებს, როგორც მოსალოდნელი იყო, აღარ აქვს ,,Home’’ ღილაკი და მომხმარებლები ვერ შეძლებენ ,,Touch ID’’-ის გამოყენებას, თუმცა დამატებულია ყველასთვის ცნობილი ,,Face ID’’, რასაც ,,APPLE’’-ის ყველა გულშემატკივრისთვის კარგად ნაცნობი ტექნოლოგიაა.

    • გარდა ვიზუალური განახლებისა, დეველოპერებმა იზრუნეს ტექნიკურ საკითხებზეც.  განახლდა პროცესორი და მათი ინფორმაციით 2.5-ჯერ უფრო სწრაფია მის წინამორბედებთან შედარებით.

    • ასევე მისი მყარი დისკის მოცულობა გაზრდილია ერთ ტერაბაიტამდე.

    გასაკვირია ის ფაქტი, რომ უკანა კამერა ისევ 12 მეგაპიქსელიანია და ამ კუთხით არ უმუშავიათ ტექნიკოსებს, თუმცა წინა კამერას დაემატა ,,Portrait Mode’’, რაც დიდი პოპულარობით სარგებლობს მისი გამოჩენისთანავე.




    ,,APPLE’’-მა არც ტაბლეტებში შეცვალა ,,მაქსიმალურად დიდი ეკრანის’’  მიმდინარეობა და პლანშეტშიც მაქსიმალურად გაზარდა ეკრანის ზომა.

    ახალი ,,IPAD PRO’’-ს ყიდვას მომხმარებლები 7 ნოემბრიდან შეძლებენ. 11 ინჩიანი პლანშეტის ფასი 799$-დან დაიწყება ხოლო 12.9 ინჩიანის 999$-დან.

  • სანდრა ბალოკის ორიგინალური საყურე ფოტოგრაფების ყურადღების ცენტრში

    54 წლის სანდრა ბალოკი გასართობად იშვიათად დადის და ჰოლივუდურ წვეულებებს არ სწყალობს. ის საკმაოდ მკაცრად არჩევს ღონისძიებებს, რომლებსაც საკუთარი ყურადღების და დასწრების ღირსად თვლის. მაგალითად, ოქტომბერში ვარსკვლავი ჰოლივუდში Elle Women –ის პრემიის გადაცემის ცერემონიალზე სიტყვით გამოვიდა. რა თქმა უნდა, მსახიობი ვერ გამოტოვებს იმ ფილმების საპრემიერო ჩვენებებს, რომლებშიც თვითონ მონაწილეობს. 12 ნოემბერს სანდრა ბალოკი ფილმ “ჩიტის ყუთის “ (Bird box) გადამღებ ჯგუფთან ერთად დაესწრო AFI –ს ფესტივალს, სადაც ფილმი წარადგინეს.

    ჩვენებაზე სანდრა ვივიენ ვესტვუდის საღამოს კაბაში მივიდა. მხრებმოღებული კაბა კორსეტით რა თქმა უნდა შთამბეჭდავი იყო, თუმცა განსაკუთრებული ყურადღება სანდრას აქსესუარებმა მიიპყრო: წელზე ორიგინალური ბროში აშშ–ს და კალიფორნიის შტატის დროშებით და უცნაური საყურე, რომელიც ფოტოგრაფების ყურადღების ცენტრში მოხვდა.

    ფანტასტიკისა და საშინელებათა ჟანრის ფილმის პრემიერაზე ბალოკი მისი 52 წლის ბოიფრენდის, ბრაიან რენდოლის გარეშე მივიდა. შეგახსენებთ, რომ სანდრა ძალიან განიცდიდა ქმართან – ჯესი ჯეიმსთან განშორებას. მათი ოჯახი შვიდი წლის წინ დაინგრა, თუმცა ყოფილი ქმარი ამ წლების მანძილზე შანსს არ უშვებდა ხელიდან რომ პრესაში სანდრა გაეკრიტიკებინა. გადატანილი რთული განშორების მიუხედავად ამჟამად სანდრა თავს კარგად გრძნობს. ის უკვე ორი წელია ბრაიან რენდოლს ხვდება. ბოლოს პაპარაცებმა ისინი ერთად სექტემბერში გადაიღეს.