Category: სხვადასხვა

  • 112-ის მობილური აპლიკაცია

    {{ARTICLEIMAGE}}ცოტა ხნის წინ მობილურებზე გამოჩნდა 112-ის აპლიკაცია სახელწოდებით ”112 Georgia”. აპლიკაციის მეშვეობით შეძლებთ გადაუდებელი დახმარების ცენტრში დარეკვას ან ოპერატორთან ჩატით სარგებლობას. 

    აპლიკაციას ასევე აქვს SOS ღილაკი, რაც სასწრაფო დახმარების ფარულად გამოძახების შესაძლებლობას მოგცემთ.

    აპლიკაცია ხელმისაწვდომია როგორც Android-ის, ასევე IOS-ის მომხმარებლებისთვისს.

  • როგორ გაძარცვეს ქართველი ჟურნალისტი სალონიკის ცენტრალურ ქუჩაზე

    {{ARTICLEIMAGE}}
    ქართველი ჟურნალისტი საბერძნეთში მოგზაურობის “საშინელ შედეგზე წერს:

    “საშინელი განსაცდელი – ბოლო ცენტამდე გაძარცვული მე ევროპაში :ჩემი საქართველო ათასჯერ ჯობია ევროპის ბევრ ქვეყანას, ჩვენი პოლიცია და მთავრობა ბევრად აღემატება ევროპის არაერთი ქვეყნის შესაბამის უწყებებს და საქართველოში ათასჯერ მეტადაა დაცული ჩამოსული ვიზიტორების თუ ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოება!

    დღეს, საბერძნეთში გამძარცვეს. სალონიკის ცენტრალურ ქუჩაზე ჯერ გოგო დამეჯახა პირისპირ და პირდაპირ ჩემს ფეხებთან ყურსასმენები თითქოს დაუვარდა, შემდეგ, სამი ადამიანი ზურგიდან მომაწვა, ჭყლეტვაში მოყოლილი მაშინვე მივხვდი, რომ არაბუნებრივი რაღაც ხდებოდა, პირველი სიგნალი ჩანთა იყო, ხელი ვტაცე და უკვე აღარ მქონდა საფულე, უცნობები გაიქცნენ. დავკარგე ყველაფერი – თანხა ბოლო ცენტამდე, საბანკო ბარათები, სხვა დოკუმენტები და ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ნივთი!!!”.

     

  • “შევესწარი მოლარე გოგოს მიმართ განხორციელებულ სექსუალური შევიწროების ფაქტს”:რა მოხდა ფანასკერტელის ქუჩაზე

    {{ARTICLEIMAGE}}
    სოციალური ქსელის მომხმარებელი SPAR Georgia-ს ფანასკერტელის ფილიალში მოლარის მიმართ განხორციელებულ სექსუალურ შევიწროების ფაქტს აღწერს:

  • მონიკა ბელუჩიმ წონაში დაიკლო

    {{ARTICLEIMAGE}}14 იანვარს პარიზში პრემია “სეზარის“ ტრადიციული საღამო გაიმართა. მდიდრული წვეულების მონაწილეები ძირითადად ფრანგული კინემატოგრაფის წარმომადგენლები იყვნენ. მათ შორის იყო ცნობილი მსახიობი მონიკა ბელუჩი. ვენსან კასელის ყოფილმა ცოლმა ამ საღამოსთვის საყვარელი შავი ფერის სამოსი აირჩია. აქსესურად Chanel–ის ჩანთა. ერთ–ერთ ყველაზე სექსუალურ ქალად აღიარებული ვარსკვლავის თაყვანისმცემლების ყურადღება მიიქცია იმან, რომ 54 წლის მონიკამ წონაში აშკარად დაიკლო. ბელუჩი დღესაც ისეთივე ლამაზია, როგორიც წლების წინ იყო. ამჟამად მონიკა ბელუჩის რომანი აქვს 36 წლის არტ– დილერთან , ნიკოლა ლეფევრთან და როგორც თავად ამბობს, თავს ბედნიერად გრძნობს.

  • გვინეტ პელტროუ საკუთარი წიგნის პრეზენტაციაზე

    {{ARTICLEIMAGE}}14 იანვარს ლოს ანჟელესში გვინეტ პელტროუს ახალი წიგნის, “სუფთა თეფშის “ (The Clean Plate) პრეზენტაცია გაიმართა. ჯანსახი ცხოვრების წესის მიმდევარმა და პოპულარიზატორმა მსახიობმა წიგნით თავად წარმოადგინა და პრეზენტაციაზე წარმოდგენილ ეგზემპლარებზე ხელიც მოაწერა.

    46 ვარსკვლავმა პრეზენტაციისთვის თავისუფალი სტილის ჩაცმულობა არჩია –ღია ყავისფერი თავისუფალი შავალი, კრემისფერი ჯემპრი და Fendi –ს ყავისფერი ფეხსაცმელი.

     

  • ვენსან კასელის ფეხმძიმე ცოლის ახალი ფოტო

    {{ARTICLEIMAGE}}ვენსან კასელი თავის ახალგაზრდა ცოლთან, თინა კუნაკისთან ერთად ახალ  წელს ბრაზილიის შტატის ბაიას პლაჟზე შეხვდა. თინა ბრაზილიიდან ყოვლედღიურად აზიარებს სოციალურ ქსელში ფოტოებს და ნაირ–ნაირი საცურაო კოსტუმების დემონსტრირებას აწყობს.  ვენსანი კი ხშირად ფოტოგრაფის  როლს ასრულებს – ცოლს ატლანტიკის ოკეანის ფონზე ფოტოებს უღებს.


    ბოლო ფოტოს მინაწერზე თინამ ხაზი გაუსვა თავის წამოზრდილ მუცელს. ფეხმძიმობის მიუხედავად მოდელი შესანიშნავ ფორმაშია.

  • კეკელიძის ხიდის “საიდუმლო” თბილისში: იქ აღარ დგანან ადამიანები სანთლებით ხელში

    {{ARTICLEIMAGE}}
    უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში კეკელიძის ხიდსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არ წყდებოდა იმ ადამიანების მიმოსვლა, რომლებსაც მტკიცედ სჯეროდათ ნარიმან მაქარაშვილის სასწაულების და მის ფანჯარაში გამოჩენას დღისითაც ელოდნენ და ღამითაც.

    ნარიმან მაქარაშვილმა (“ბერი ნიკოლოზი”) დროებითი საცხოვრებელი, დეკემბრის ბოლოს, ბინის პატრონის თხოვნით დატოვა. მრავალსართულიან კორპუსში, ბარნოვის 80 ნომერში, ორსართულიანი ბინა, რომელშიც ნარიმან მაქარაშვილი ცხოვრობდა, მისი წასვლის შემდეგ ასე გამოიყურება.

  • სინდი კროუფორდის დახვეწილი ყოველდღიურობა

    90–იანი წლების ყველაზე პოპულარული სუპერმოდელი, ამჟამად 52 წლის სინდი კროუფორდი კვლავ შესანიშნავ ფორმაში. მისმა სილამაზემ დროს გაუძლო. მისი სტილი ელეგანტური და მარტივია. ის მუდმივად სწორ ლურჯ ჯინსს ატარებს. ბოლო ოცი წლის მანძილზე ამ სტილის შარვალი მისი იმიჯის განუყოფელი ნაწილია. მას ხშირად უხამებს თეთრ პერანგებს ან აბრეშუმის ტოპებს, გარედან კი ხშირად იცვამს სილუეტურ პიჯაკებს და თავისუფალ ქურთუკებს. სინდი წარმატებით ახერხებს ყოველდღიურ  სამოსშიც დახვეწილი და ელეგანტური იყოს.


    ამ დღეებში სინდი ლოს ანჟელესში, ბევერლი ჰილზზე გასეირნებისას სწორედ ასეთი სტილის ჩაცმულობაში შენიშნეს. ლურჯ ტრადიციულ ჯინსზე Gucci – ს ქამარიც მოუჩანდა. ლეგენდარული მოდელი სალონ La Jolie Hair Salon –ს სტუმრობდა.