Category: სხვადასხვა
-
შარლიზ ტერონი ჩივის, რომ მამაკაცებს მისი ეშინიათ
43 წლის შარლიზ ტერონმა გულახდილად ისაუბრა მისი პირადი ცხოვრების შესახებ ლას ვეგასში გამართულ კინოგამოფენაზე– CinemaCon.მსახიობი ამობობს, რომ უკვე ათი წელია სერიოზული ურთიერთობები არ ქონია. არადა მზად არის ახალი ნაცნობობისთვის და ურთიერთობებისთვის.“უკვე 10 წელია მარტო ვარ. არ ვხუმრობ. უბრალოდ ვიღაცამ სიმამაცე უნდა მოიკრიბოს და მომიახლოვდეს. სრულიად თავისუფალი ვარ.“ – განაცხადა ჰოლივუდის ვარსკვლავმა რეპორტიორთან საუბრისას.სამი თვის წინ გავრცელდა ჭორები შარლიზ ტერონის და და ბრედ პიტის რომანის შესახებ, თუმცა ეს ინფორმაცია არ დადასტურდა.ბოლო დროს შარლიზ ტერონმა თმა მუქად შეიღება. მის ახალ იმიჯს ბევრი მისი თაყვანისმცემელი დღემდე ვერ ეჩვევა.ლას ვეგასის გამოფენაზე ტერონმა მისი მონაწილეობით ახალი ფილმი წარმოადგინა. ჯონათან ლივაინის კომედიაში მან პლანეტის ერთ–ერთი ყველაზე გავლენიანი ბიზნესლედის როლი ითამაშა. -
მიკ ჯაგერის ოპერაცია წარმატებით დასრულდა
The Rolling Stones-ის ვოკალისტის მიკ ჯაგერის გულის სარქველის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და მას საავადმყოფოდან უახლოეს დღეებში გამოწერენ.
75 წლის მომღერალს გულთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა, ექიმებმა მას ხელოვნური სარქველი ჩაუდგეს.
გასულ კვირაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიკ ჯაგერის ავადმყოფობის გამო ამერიკისა და კანადის ტურნეს კონცერტები გადაიდო.
მიკ ჯაგერი ამჟამად რეაბილიტაციის კურსს გადის და მკაცრ დიეტაზეა, როგორც ექიმები ვარაუდობენ მისი სცენაზე დაბრუნდება ზაფხულისთვის იქნება შესაძლებელი.
ლეგენდარულმა მომღერალმა საკუთარ ტვიტერზე ფანებს ამერიკისა და კანადის ჩაშლილი კონცერტების გამო მოუბოდიშა და იმედი გამოთქვა,რომ სცენაზე ახალი ენერგიით დაბრუნდება.
ამერიკა-კანადის ტურნეს ფარგლებში ჩასატარებელი კონცერტის ბილეთების შესაძენად ჯამში 200 მილიონი ევრო დაიხარჯა.
-
ქეთი თოფურიას ფანჯრის ქვეშ სიყვარულში გამოუტყდნენ
რუსეთში მოღვაწე ქართველმა მომღერალმა ინსტაგრამზე რამდენიმე წამიანი ვიდეო დადო, რომელზეც მისი აივნიდან გადაღებული ტროტუარი ჩანს, სადაც თაყვანისმცემელმა გული და ინიციალები დაუხატა. “ახლა ავტირდები“ – ასეთია ქეთი თოფურიას კომენტარი.
ინსტაგრამ ხელმომწერთაგან ბევრმა გადაწყვიტა, რომ ამ გზით მომღერალს სიყვარული ყოფილმა შეყვარებულმა, რეპერმა გუფმა აუხსნა, რომელსაც გასული წლის შემოდგომაზე დაშორდა. თუმცა სასიყვარულო გზავნილის ავტორი ჯერჯერობით უცნობია. თოფურიას ყოფილმა შეყვარებულმა ამ დღეებში ახალი ტრეკი ჩაუშვა სახელწოდებით “სიცარიელეა“, რომელიც ქეთი თოფურიას ეძღვნება. სიმღერის ტექსტში გუფი ყვება, რა მძიმეა საყვარელ ქალთან განშორება, რომ ის ძალიან ენატრება, მოგონებებით ცხოვრობს და იმედი აქვს რომ ქეთი აპატიებს და მეგობრებად მაინც დარჩებიან. -
ვინ არის სლოვაკეთის ახლადარჩეული პირველი ქალი პრეზიდენტი
სლოვაკეთის მოსახლეობამ გასულ კვირას პირველი ქალი პრეზიდენტი აირჩია. ზუზანა ჩაპუტოვა ლიბერალი გარემოსდამცველი აქტივისტი და ახალბედა პოლიტიკოსია, რომელიც ხალხს კორუფციის დამარცხებასა და გამჭვირვალობას დაჰპირდა.ჩაპუტოვას მთავარი წინასაარჩევნო გზავნილი იყო ის, რომ მმართველმა ძალამ და მათ უკან მდგომმა ადამიანებმა “სახელმწიფო მიიტაცეს”. ეს გზავნილი განსაკუთრებით პოპულარული აღმოჩნდა ახალგაზრდა, განათლებულ ამომრჩეველში.მართალია პოლიტიკურ საქმიანობაში ჩაპუტოვა შედარებით ახალბედაა, მაგრამ ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთაც მას მანამდეც იცნობდნენ, როგორც ლიბერალ იურისტს.საბოლოო გამარჯვება ჩაპუტოვამ არჩევნების მეორე ტურში მოიპოვა, პირველ ტურშიც მას მთავარ მოწინააღმდეგეზე 20 %-ით მეტი მხარდაჭერა ჰქონდა მიღებული. მეორე ტურში კი ჩაპუტოვამ ვეტერანი დიპლომატი, მაროშ შევჩოვიჩი ხმათა 58 %-ით დაამარცხა. ამ უკანასკნელს მხარს მმართველი პარტია, სმერი უჭერდა.
ხელისუფლება ბოლო წლებში, განსაკუთრებით კი 2017 წლის განმავლობაში, დიდხანს უგულებელყოფდა ანტიკორუფციული მოთხოვნებით ქუჩაში გამოსული ხალხის პროტესტს, მაგრამ 2018 წლის თებერვალში მომხდარი ჟურნალისტის მკვლელობის გამო პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიკო იძულებული გახდა გადამდგარიყო. 27 წლის ჟურნალისტი იან კუჩიაკი საცოლესთან ერთად საკუთარ სახლში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული იპოვეს. კუჩიაკი გამომძიებელი ჟურნალისტი იყო და ინტერნეტგამოცემა Aktuality.sk-ისთვის მუშაობდა. ჩაპუტოვა ჟურნალისტის მკვლელობის შემდეგ აგორებული პროტესტის აქტიური მონაწილე იყო, მოსახლეობას მოუწოდებდა დაპირისპირებოდნენ ბოროტებას და პოლიტიკური ისტებლიშმენტის შერყევის პირობას დებდა, რომელიც მისი თქმით კულისებიდან იმართებოდა.ჩაპუტოვას მოწინააღმდეგემ მაროშ შევჩოვიჩმა მასზე თითქმის 20 %-ით ნაკლები ხმები მიიღო. შეფჩოვიჩი გამოცილი დიპლომატია. 2009 წლიდან ევროკომისიის წევრია, 2014 წლიდან კი ევროკომისიის ენერგეტიკული კავშირის ვიცე-პრეზიდენტია. პროდასავლური კურსის მქონე კანდიდატს მხარს მმართველი პარტია უჭერდა. “სმერი” ქვეყნის პოლიტიკაში 2006 წლიდან დომინირებს და ახლაც, კვლავ ყველაზე პოპულარული პარტიაა, მაგრამ მოვლენების ამგვარმა განვითარებამ, შესაძლოა მათ მომავალი წლის არჩევნებში პარლამენტში გავლენა დააკარგინოს.45 წლის ზუზანა ჩაპუტოვა არასაპარლამენტო ლიბერალური პარტიის “პროგრესული სლოვაკეთის“ წევრია, თუმცა პირობა დადო, რომ გამარჯვების შემთხვევაში პარტიას დატოვებდა. ამაში მას მმართველი პარტიის კოალიციაში მყოფი, უნგრული უმცირესობის წარმომადგენელი პარტია და სხვა, ოპოზიციური პარტიებიც უჭერდნენ მხარს. კაპუტოვამ გამარჯვების შემდეგ სიტყვით გამოსვლისას ამომრჩეველს მადლობა სლოვაკურის გარდა, უნგრულ, ჩეხურ და ქვეყანაში მცხოვრებ სხვა ეთნიკურ უმცირესობათა ენებზე გადაუხადა.
ანალიტიკოსებმა უკვე შეაფასეს ჩაპუტოვას გამარჯვება, როგორც პოპულისტების და ევროპული ერთობის მოწინააღმდეგეთა მარცხი. თუმცა მათივე თქმით, ლიბერალი პრეზიდენტის გამარჯვებამ შესაძლოა სისტემის მოწინააღმდეგეთა, სმერ-ის მხარდამჭერთა და სხვათა მობილიზაციაც კი გამოიწვიოს. ყოფილმა პრემიერმა, ფიკომ გასულ კვირას ლიბერალებს უკვე უწოდა „ხალხი ღირებულებების გარეშე“.ზუზანა ჩაპუტოვა სლოვაკეთის პრეზიდენტის პოსტს ივნისში დაიკავებს. ის ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტი იქნება მას შემდეგ, რაც 1993 წელს სლოვაკეთმა დამოუკიდებლობა მოიპოვა. პოსტზე ლიმიტირებული უფლებამოსილება ექნება, თუმცა მას შეუძლია ვეტო დაადოს პარლამენტის კანონებს, დანიშნოს პრემიერ-მინისტრი და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები. საინტერესოა, რომ ამ უფლებით მას შეეძლება ხელი შეუშალოს გადამდგარი პრემიერის, რობერტ ფიკოს სურვილს, პოლიტიკის დატოვების შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმძღვანელის პოსტი დაიკავოს. პრეზიდენტს შეუძლია მისი კანდიდატურა არ დაამტკიცოს. -
სასამართლომ ბავშვისთვის ალიმენტის გადახდა ორ მამაკაცს ერთდროულად დააკისრა
ბრაზილიის გოასის შტატის სასამართლომ ბავშვისთვის ალიმენტის გადახდა ორ მამაკაცს ერდროულად დააკისრა. საქმე იმაშია, რომ ისინი იდენტური ტყუპები არიან და დნმ ტესტმა მამობის დასადგენად მკაფიო შედეგი ვერ დადო.მოპასუხეებმა უარი თქვეს ნებაყოფლობით ეთქვათ, თუ რომელი მათგანი იყო რეალურად პატარა გოგონას მამა. ამ გზით ისინი ცდილობდნენ ალიმენტის გადახდისთვის თავი აერიდებინათ.ტყუპები, რომელთა გვარი არ ხმაურდება და რომლებიც სასამართლო საქმეში მოხსენიებულნი არიან როგორც ფერნანდო და ფაბრისიო, ქალებთან პაემანზე რიგრიგობით დადიოდნენ და თავს ერთმანეთად ასაღებდნენ. ამიტომაც გოგონას დედამ არ იცის, რომელი მათგანისგან დაორსულდა.მოსამართლემ განაცხადა, რომ სიმართლის დამალვით მოპასუხეებმა პატარა გოგონას წაართვეს უფლება იცოდეს, ვინ არის მისი ბიოლოგიური მამა. ამიტომაც მოსამართლემ დაბადების მოწმობაში მამის გრაფაში ორივე მამაკაცი მიუთითა.ორივე მამაკაცი ბავშვის შესანახად ალიმენტს გადაიხდის ყოველთვიურად 230 რეალის ოდენობით(დაახლოებით 60 დოლარი). ეს თანხა ბრაზილიაში მინიმალური ხელფასის 30%–ს შეადგენს. ამგვარად გოგონა ორმაგ ალიმენტს მიიღებს.“ერთ–ერთი მოპასუხე ცდილობდა განზრახ შეეყვანა სასამართლო შეცდომაში და დაემალა მისი მამობის ფაქტი. კანონის მიხედვით ასეთი ამაზრზენი მოქმედება უნდა დაისაჯოს“– ნათქვამია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.მოსამართლის აზრით, მამაკაცებმა ბოროტად ისარგებლეს ერთმანეთთან მსგავსებით და ქალებს ატყუებდნენ – პაემნებზე ერთმანეთის ნაცვლად დადიოდნენ, რათა ორივეს ქონოდა შესაძლებლობა ერთდროულად რაც შეიძლება ბევრი პარტნიორი ყოლოდა. როცა ქალები ღალატში გამოიჭერდნენ და განრისხდებოდნენ, ტყუპები აქაც მსგავსებას იყენებდნენ, ხელს მეორე ტყუპისკენ იშვერდნენ და ამტკცებდნენ, რომ მათ არაფერი დაუშავებიათ და სინამდვლეში ეს საქციელი ძმამ ჩაიდინა. -
როგორ სეირნობს ჯენიფერ ლოპესი ნიუ იორკის ქუჩებში
ჯენიფერ ლოპესი ცხოვრების ჯანსაღი წესის მიმდევარია, სპორტდარბაზში დიდ დროს ატარებს და იდეალურ ფორმას ინარჩუნებს. ის ხშირად ჩნდება სპორტულ ფორმაში არა მხოლოდ სპორტარბაში, არამედ სხვა ადგილებშიც. ამ დღეებში ის ნიუ–იორკის ერთ–ერთ ქუჩაში მოსეირნე შენიშნეს. ნაიკის ფირმის შავი ბოტასი, მკაფიო ცისფერი სპორტული შარვალი და ტოპი მსახიობის და მომღერლის ბოლოდროინდელ იმიჯს ზუსტად შეეფერება. როგორც იცით, ჯენიფერ ლოპესი ცოტა ხნის წინ დაინიშნა და ქორწილისთვის ემზადება. ვარაუდობენ, რომ ეს ქორწილი ჰოლივუდის ისტორიაში ერთ–ერთი ყველაზე შთამბეჭდავი იქნება.
-
მსახიობი ვიკა კალანდია Netflix-ის სერიალში ითამაშებს
მსახიობი ვიკა კალანდია Netflix-ის ახალ სერიალში ითამაშებს.ამ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მსახიობის მეგობრები ავრცელებენ. როგორც ცნობილი გახდა, ვიკა ეპიზოდურ როლს იმ სერიალში შეასრულებს, რომელსაც პიტერ ვებერი იღებს.ვიკა კალანდია ტუნისში უკვე გადაღებებზე იმყოფება. მსახიობი დეტალებზე ვერ საუბრობს, რადგან მას პროექტთან დაკავშირებით ინფორმაციის გამჟღავნების უფლება ჯერჯერობით არ აქვს. -
რიჩარდ გირი და ჰელენ მირენი ყველაზე ლამაზად დაბერებული ვარსკვლავების რეიტინგში ლიდერობენ
ბევრ ვარსკვლავს დაბერების ეშინია, რადგან ფიქრობს, რომ სიბერე მის კარიერას წერტილს დაუსვამს. თუმცა ბევრი მათგანი წლების მატებას მშვიდად ხვდება და ასაკი ვერაფერს აკლებს. მაგალითად, 73 წლის ჰელენ მირენს და 69 წლის რიჩარდ გირს, რომლებიც “ყველაზე ლამაზად დაბერებული“ ცნობილი სახეების რეიტინგის პირველ ადგილზე აღმოჩნდნენ.ეს რეიტინგი სახის მოვლის საშუალებების შვედურმა ბრენდმა, Foreo–მ მაშტაბური გამოკითხვის საფუძველზე შეადგინა. მისი შედეგები Miror-ში გამოქვეყნდა.მეორე ადგილი ყველაზე ლამაზ ასაკოვან ქალებს შორის დედოფალმა ელისაბედ მეორემ დაიკავა. სხვათა შორის, მირენმა 2006 წელს მისი როლი შეასრულა პრინცესა დიანას შესახებ გადაღებულ ფილმში. მესამე ადგილზე 60 წლის მადონა აღმოჩნდა, რომელსაც არასოდეს გაუკეთებია პლასტიკური ოპერაცია. მომღერალი არ მალავს, რომ ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად ყველა ხელმისაწვდომ საშუალებას იყენებს.მეოთხე ადგილზე მოხვდა ქანთრის მომღერალი დოლი პარტონი, რომელიც 73 წლის არის. მეხუთე ადგილზე კი 72 წლის შერი.რაც შეეხება მამაკაცებს, როგორც გითხარით, პირველი ადგილი რიჩარდ გირმა დაიკავა. მან ოდნავ აჯობა 66 წლის ლიამ ნისონს და 65 წლის პირს ბროსნანს, რომლებმაც მეორე და მესამე ადგილი დაიკავეს. მეოთხე ადგილზეა 71 წლის არნოლდ შვარცენეგერი. მეხუთე ადგილზე კი 76 წლის ჰარისონ ფორდი.ჰელენ მირენი ასაკს არასოდეს უშინდებოდა. მას შეუძლია უმაკიაჟოდ გადაღებული სელფი საჯაროდ გამოფინოს. რიჩარდ გირი კი სულ ცოტა ხნის წინ კიდევ ერთხელ გახდა მამა. -
მსოფლიოს პირველი ჰოლოგრაფული გეიმინგ ასისტენტი – NVIDIA-ს რევოლუციური ინოვაცია
ყველასათვის ცნობილმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა NVIDIA-მ ვიდეო თამაშების მოყვარულებს საინტერესო ინოვაცია შესთავაზა.
R.O.N – როგორც მას დეველოპერები უწოდებენ, ამიერიდან თქვენი ახალი დამხმარე იქნება. იგი დაუკავშირდება თქვენს კომპიუტერს, გაანალიზებს ვიდეო თამაშებში თქვენს შედეგებს და შემოგთავაზებთ იდეებს თუ როგორ გახდეთ უკეთესი მოთამაშე. მრავალფუნქციური ინოვაცია 18 ენაზე შეძლებს საუბარს.
წარმოგიდგენთ ვიდეო რგოლს, სადაც საუბარია მის ყველა ფუნქციაზე:
-
სამი ქალაქი, რომლებსაც გაზაფხულზე უნდა ესტუმრო
ზაფხულის მოსვლამდე დღეებს ვითვლით, გარდერობის განახლებაზე ვფიქრობთ და ზაფხულის შვებულებას ვგეგმავთ, თუმცა შესაძლოა სულაც არ ღირდეს ზაფხულამდე მოცდა, რადგან არის ქალაქები, სადაც სტუმრობა განსაკუთრებით გაზაფხულზეა შთამბეჭდავი.ამსტერდამი:
გაზაფხული იაპონიაში საკურას ყვავილობის დროა. ჰოლანდიაში კი ტიტების. სწორედ ამ დროს შეგიძლიათ ნახოთ საკუთარი თვალით უკიდეგანო ტიტების მინდვრები ჰოლანდიაში. ტიტების ფესტივალი ამ ქვეყანაში ყოველ წელს ტარდება. 1–დან 30 აპრილამდე მთელ ამსტერდამში საგაზაფხულო ყვავილებისგან შექმნილი ულამაზესი კომპოზიციების ნახვა შეგიძლიათ, 23–24 აპრილს კი ყვავილების მაშტაბურ აღლუმს შეგიძლიათ დაესწროთ. თუმცა ალბათ ჯობს მაინც ჰოლანდიის სავიზიტო ბარათს – ტიტებით სავსე მინდვრებს ეწვიოთ. ევროპაში ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი ადგილი კეკენჰოფის სამეფო პარკია. ის 32 ჰეტარზე მეტ ტერიტორიას იკავებს, რომელზეც დაახლოებით ოთხნახევარი მილიონი ყვავილი იზრდება. ყოველწლიურად პარკს 900 ათასი ადამიანი სტუმრობს. აპრილი და მაისი ნიდერლანდებში სტუმრობისთვის საუკეთესო დროა.ლონდონი
უმრავლესობისთვის ინგლისი წვიმასთან და ნისლთან ასოცირდება და არა ყვავილებთან და საგაზაფხულო განწყობასთან. თუმცა თუ ლონდონში გაზაფხულზე მოგიწიათ ყოფნა, ამ ქვეყანას წვიმიანს და ნაცრისფერს აღარასოდეს უწოდებთ.ნისლიანი ალბიონის ერთ–ერთი საოცრება გაზაფხულზე გაყვავებული კროკუსებია, რომლებიც თეთრ, ყვითელ, იისფერ და იასამნისფერ ყვავილებს ისხამენ და ლონდონის ყველა პარკში ყვავიან. ადგილობრივებს და ტურისტებს ამ მშვენიერი საგაზაფხულო ყვავილების სანახავად ლონდონის სამხრეთ–დასავლეთითაც უყვართ წასვლა, სადაც არომატული მინდვრები მნახველს სილამაზით თვალს ჭრიან.ნიცა, საფრანგეთი
გაზაფხული ბუნების გაღვიძებასთან, ემოციებთან, სიყვარულთან, რომანტიკასთან და წვიმასთან ასოცირდება. ფრანგებისთვის კი გაზაფხულის სიმბოლო გოგრა გახდა. მარტის ბოლოს ნიცაში სიმიეს ბაღებში ამ ბოსტნეულისადმი მიძღვნილი ყოველწლიური ფესტივალი ტარდება: ქალაქს მოხატული გოგრებით და გოგრისგან გაკეთებული სხვადასხვა ნაკეთობებით რთავენ. რესტორნებში კი სტუმრებს გემრიელი კერძებით უმასპინძლდებიან. ზეიმის პერიოდში ყველგან გოგრის გამოსახულებას შეხვდებით, ქალაქის ყოველ კუთხეში კი ტრადიციული პროვანსული ორკესტრის ხმას გაიგონებთ. აუცილებლად უნდა ნახოთ ყვავილების ბაზარი კურ–სოლეის მოედანზე, გაისეირნოთ ინგლისურ პრომენადზე, დატკბეთ ზღვის ჰაერით. ნიცა გაზაფხულზე მართლაც საოცარია.