Category: სხვადასხვა

  • როგორ გამოიყურება პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი შიგნიდან ხანძრის შემდეგ. ახალი ფოტოები

    პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სარეკონსტრუქციოდ ასობით მილიონი ევრო უკვე შეგროვდა. ხანძარმა ორშაბათს ტაძრის სახურავი, საათი, შპილი და კონსტრუქცის ხის ელემენტები სრულად გაანადგურა. შენობის შიგნით ექსპერტებს სამუშაოდ ჯერ არ უშვებენ, თუმცა უკვე ვრცელდება ფოტოები, რომლებზეც ნგრევის მაშტაბები კარგად ჩანს.
    საფრანგეთის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი აღდგება და “კიდევ უფრო ლამაზი იქნება“. თუმცა ზოგიერთი ექსპერტი ვარაუდობს, რომ რეკონსტრუქციას შესაძლოა ათწლეულები დასჭირდეს.
    ტაძრის შიდა ფოტოები აჩვენებს, რაოდენ ძლიერ დაზიანდა ის ხანძრისგან.

    მეხანძრეებმა ნოტრ დამის განაგურების მაშტაბის შესაფასებლად დრონიც გამოიყენეს.

    ასე გამოიყურება ჩამონგრეული სახურავი, რომელიც ცეცხლმა მანამ მოიცვა, სანამ მეხანძრეები ცეცხლის გავრცელების შეჩერებას შეძლებდნენ.

    ხანძრის დაწყებიდან ორ საათში ტაძრის სამრეკლო ჩამოინგრა.

    საფრანგეთის შს მინისტრის მოადგილის, ლორან ნუნიესის ინფორმაციით მთლიანობაში შენობის კონსტრუქცია ნორმალურ მდგომარეობაში, გარდა რამდენიმე “სუსტი წერტილისა“.

    ამ ფოტოზე ჩანს, რომ ხანძარს მინიმუმ ერთი ვარდის ფორმის ვიტრაჟი და მეთვრამეტე საუკუნის ცნობილი ორღანი გადაურჩა.

    ნოტრ დამიდან ბევრი ქანდაკების დემონტაჟი ხანძრამდე რამდენიმე დღით ადრე მოხდა, ტაძრის რეკონსტრუქციის გამო. შესაბამისად, ისინი ცეცხლს და განადგურებას გადაურჩა.

    ძირითადი რელიქვიები და სიწმინდეები ცეცხლს გადაურჩა და ისინი უსაფრთხო ადგილზე გადაიტანეს.

    ფოტოზე ჩანს, რომ ცეცხლს გადაურჩა საკურთხეველთან მდებარე ჯვარი.
  • სარა ჯესიკა პარკერმა Intimissimi–ს თეთრეულის ახალი კოლექცია წარმოადგინა

    54 წლის სარა ჯესიკა პარკერმა იტალურ ბრენდ Intimissimi–სთან თანამშრომლობა განაგრძო და ბრენდის გაზაფხული–ზაფხულის კოლექციის სარეკლამო კამპანიაში მონაწილეობს. მან ახალი კოლექცია მოდურ ფოტოსესიაში წარმოადგინა. პარკერი ნიუ–იორკის ცათამბჯენის, ემფაიერ სთეით ბილდინგის ფონზე პოზირებდა ბრენდის თეთრეულში.
    “ Intimissimi–ს აბრეშუმის პიჟამო თუ გაქვს,დილით ტანსაცმლის გამოცვლაც აღარ დაგჭირდება“ –დაწერა მსახიობმა ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე.
    თაყვანისმცემლებმა დადებითად შეაფასეს ვარსკვლავის ფოტოსესია და კომენტარებში კომპლიმენტები არ დაიშურეს, თუმცა ზოგი იმასაც აღნიშნავდა, რომ ფოტოებში მეტისმეტად ბევრი ფოტოშოფია.
    სარა ჯესიკა პარკერი ბრენდის ამბასადორი გასულ წელს გახდა. მან მონაწილეობა მიიღო ბრენდის სარეკლამო რგლში. გადაღებები ნიუ იორკის ქუჩებში მიმდინარეობდა და გამვლელებისა და ჟრუნალისტების დიდი ინტერესი გამოიწვია.
  • ვიქტორია ბექჰემი და მეგან მარკლი განუყრელი მეგობრები გახდნენ

    გათხოვების შემდეგ მეგან მარკლი სულ უფრო იშვიათად ეკონტაქტება ამერიკელ მეგობრებს.სამაგიეროდ ინგლისში  ახალი, კარგი მეგობარი გამოუჩნდა – ვიქტორია ბექჰემი.
    ამერიკელ მსახიობს ადრეც ჰქონდა დევიდ ბექჰემის ცოლთან ურთიერთობა, თუმცა მეგანის ფეხმძიმობის პერიოდში ისინი განსაკუთრებით დაახლოვდნენ. ვიქტორია პრინცი ჰარის მეუღლისთვის ნამდვილი საყრდენი აღმოჩნდა. ის მეგანს ნეგატიურ გარემომცველ ფაქტორებთან გამკლავებაში ეხმარება.
    “ ბოლო თვეების განმავლობაში გოგონებს ძალიან ახლო მეგობრობა ჩამოუყალიბდათ. მათ ბევრი საერთო აქვთ: უყვართ მოდა, ორივე ცხოვრობდა ლოს ანჟელესში და ორივეს სქელკანიანობა მართებს, რომ გარშემო არსებული ნეგატიური რეაქციებისგან თავი დაიცვას“–უთხრა ბრიტანულ მედიას მეგანის ერთ–ერთმა ნაცნობმა.
    ვიქტორია იმდენად ახლოს არის მეგან მარკლთან, რომ მას ბავშვის ოთახის მოწყობასა და ახალშობილის ტანსაცმლის შერჩევაში დაეხმარა. ყოფილ მომღერალს თავად ოთხი შვილი ყავს, მეგობარს გამოცდილებას უზიარებს და დედობისთვის ამზადებს.
    მეგან მარკლის და პრინცი ჰარის შვილი აპრილის ბოლომდე დაიბადება.
  • ნაომი ქემფბელმა ახალგაზრდა საყვარელი მიატოვა

    48 წლის ნაომი ქემფლებლმა 25 წლის საყვარელი, ჯგუფ One Direction–ის სოლისტი, ლიამ პეინი მიატოვა. როგორც ამბობენ, მოდელს მასთან ურთიერთობა მობეზრდა და ურთიერთობის გაწყვეტა გადაწყვიტა.
    წყვილმა ერთმანეთი 4 თვის წინ გაიცნო. მანამდე ინფორმირებული წყაროები ამბობედნენ, რომ ნაომი აპირებდა თავისი ბოიფრენდი მაისში, საკუთარი დაბადების დღის წვეულებაზე ოფიციალურად წარედგინა, თუმცა მანამდე დაშორდა.
    გამოცემა The Sun–თან ინტერვიუში მოდელთა დაახლოებულმა წყარომ განაცხადა, რომ ნაომი უბრალოდ ახალგაზრდა მუსიკოსთან თავს მოწყენილად გრძნობდა. ბევრი ვარაუდობს, რომ განშორების მიზეზი შესაძლოა დიდი ასაკობრივი სხვაობა გახდა.
    თავად პეინი რომანის დასაწყისში ძალიან აღტაცებული იყო. ის ჯერ კიდევ ბავშვობიდან ქემფბელის სილამაზის თაყვანისმცემელი იყო და მის ფოტოებს საათობით ათვალიერებდა.

  • რამდენი ინტიმური სცენა იყო “სამეფო კარის თამაშებში“ მისი არსებობის მანძილზე, ექსპერტებმა დაითვალეს

    სანამ მსოფლიოში მილიონობით მაყურებელი სამეფო კარის თამაშების დასკვნითი სეზონის პრემიერას ელოდა, გამოჩნდა ხალხი, ვინც გადაწყვიტა სერიალის ათწლიანი არსებობის მანძილზე მასში გასული თამამი სცენები დაეთვალა.
    ფანტასტიკური საგა ცნობილია არა მხოლოდ მაშტაბური სისხლიანი სცენებით, არამედ სექსუალური ეპიზოდების სიჭარბითაც. ვნახოთ, რამდენი პიკანტური სცენა დაითვალეს სტატისტებმა.
    სულ სერიალის შვიდ სეზონში 82 ეპიზოდია, რომლებშიც გმირები გაშიშვლდნენ. ამ ეპიზოდების ჯამური დრო 108 წუთია. 36 –ჯერ გაშიშვლდნენ მსახიობი ქალები, მსახიობი მამაკაცები კი 15–ჯერ.
    ექსპერტებმა ისიც კი დაითვალეს, რამდენჯერ გამოჩნდა ეკრანებზე შიშველი მკერდი: ასეთი ეპიზოდი 134 იყო. დუნდულები კი სერიალის 28 სცენაში გამოჩნდა.
    ყველაზე ხშირად პოპულარულ საგაში გაშიშვლება კიტ ჰარინგტონს და “დრაკონების დედას“ – ემილი კლარკს მოუწიათ.

  • ჯოლი და პიტი უკვე ოფიციალურად განქორწინდნენ

    განქორწინების თითქმის სამწლიანი პროცესის შემდეგ ანჯელინა ჯოლიმ და ბრედ პიტმა უკვე ოფიციალურად დაიბრუნეს დაუქორწინებელი ადამიანის სტატუსი.
    12 აპრილს ანჯელინამ და ბრედმა სასამართლოს მიმართეს განცხადებით, მათთვის დაუოჯახებელი ადამიანის სტატუსი აღედგინა. სასამართლომ ეს მოთხოვნა მალევე დააკმაყოფილა და წყვილი უკვე ოფიციალურად ითვლება დაშორებულად.
    თუმცა ხანგრძლივი პროცესი ამით არ სრულდება.ჯოლიმ და პიტმა ხელი უნდა მოაწერონ განქორწინების დოკუმენტებს. ეს სასამართლოს გადაწყვეტილებით 2019 წლის 31 დეკემბერს მოხდება, მანამდე კი წვყვილმა საერთო საკუთრების გაყოფის და ბავშვებთან ურთიერთობის საკითხები უნდა მოაგვარონ.
    წლის ბოლომდე წყვილმა საკუთრების გაყოფის საკითხი და ბავშვებთან ურთიერთობის საკითხები უნდა მოაგვარონ. ისინი რეგულარულად ივლიან ფსიქოლოგთან, რათა ურთიერთობებზე იმუშაონ, როგორც ექვსი საერთო შვილის მშობლებმა.
  • სმარტფონის დატენვის ოთხი წესი,რაც მის სიცოცხლეს გაახანგრძლივებს

    სპეციალისებმა ოთხი წესი დაასახელეს მობილური ტელეფონის სწორად დასატენად, რაც თქვენს გაჯეტს სიცოცხლეს გაუხანგრძლივებს.

    1. არ ღირს სმარტფონის ღამე  დატენვა. ამ დროს ელექტროქსელში ენერგიის სიჭარბეა, რის გამოც სმარტფონი შეიძლება მწყობრიდან გამოვიდეს.

    2. არ არის რეკომენდირებული მობილურის დასატენად შეერთება მანქანაში მანამ, სანამ არ დაქოქავთ, რადგან ენერგიის უცაბედმა მოვარდნამ შესაძლოა თქვენი გაჯეტი დააზიანოს.

    3. მესამე წესი ის არის, რომ დატენვისას არ ღირს ტელეფონზე პროგრამული უზრუნველყოფის დაყენება. ამის გამო სავენტილაციო სისტემის მუშაობაში პრობლემები იქმნება.

    4. და ბოლოს, მოერიდეთ უხარისხო დამტენებს. ექსპერტების აზრით მათ შეუძლიათ ტელეფონი პირდაპირი გაგებით დაწვან.

  • მსახიობები, რომლებიც როლის გამო დაბერდნენ

    მათ ყოველი გადაღების წინ დაახლოებით 5 საათის გატარება უწევდათ საგრიმიოროში, რათა მოხუცებად გარდასახულიყვნენ. და ეს მსხვერპლი ცნობილმა ვარსკვლავებმა საინტერესო კინოპროექტების გამო გაიღეს. ვნახოთ, როგორ შეძლეს ვიზუალური გარდასახვა ჩვენმა საყვარელმა მსახიობებმა.

    ბრედ პიტი – ბენჟამინ ბატონის იდუმალი ისტორია

    ამ ფილმში მონაწილეობისთვის ბრედ პიტს ხუთი საათის განმავლობაში უწევდა გრიმიორის სავარძელში ჯდომა, რათა მოხუცად გარდასახულიყო. უფრო სწორად ახალგაზრდა ბენჟამინ ბატონად, რომელიც მოხუცი დაიბადა და თანდათანობით გაახალგაზრდავება დაიწყო.



    ქეით უინსლეტმა ფილმში „მკითხველი“ ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკის დაბერებული ზედამხედველის როლი ითამაშა, რომელმაც ციხეში 20 წელი გაატარა.


    ჯონი დეპმა განგსტერ უაიტ ბალჯერის როლი შეასრულა ფილმში „შავი მესა„, რომელმაც 19 მკვლელობის ორგანიზება მოახერხა და ამასთან, გამოძიების ფედერალურ ბიუროზე მუშაობდა. ჯონი დეპის ვიზუალური გარდასახვა ამ როლისთვის იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ საკუთარ თავს პრაქტიკულად აღარ გავს.


    მილა იოვოვიჩი ფილმში “ბოროტების მკვიდრი“ 44 წლით დაბერდა. ეს ზომბი–ბოევიკის ბოლო, მეექვსე ნაწილში მოხდა. გრიმისთვის მას ყოველი გადაღების წინ 4 საათი სჭირდებოდა.



    ჰარი ოლდმანმა ფრენსის ფორდ კოპოლას ფილმში “დრაკულა“ ცნობილი ვამპირი გრაფის როლი ითამაშა
    .

    კრისტინ სკოტ ტომასი ფილმისთვის – „ბნელი დრო„ დაბერდა. მან ფილმში უინსტონ ჩერჩილის მეუღლის როლი ითამაშა.



    ჯიმ ქერი ფილმში “ლემონი სნიკეტ– 33 უბედურება“ ბოროტ გრაფ ოლაფად გარდაისახა და ამაზრზენი პერსონაჟი ითამაშა. გრიმი მართლაც შთამბეჭდავი იყო.

    მერილ სტრიპმა ძველი კლასიკური ზღაპრების მოტივებზე გადაღებულ ფილმში – “შორს ტყეში“ ბოროტი ჯადოქარის როლი ითამაშა და ვიზუალურადაც შესაბამისად გარდაისახა.

    ნიკოლ ქიდმანმა დეტექტიური სერიალის “ ტბის მწვერვალის“ მეორე სეზონში ოჯახის დედის როლი ითამაშა, რომელმაც ასაკში ქალთან რომანი წამოიწყო.

    ფილმში იდეალური ძარცვის შესახებ სახელწოდებით „უნაკლო„ დემი მური ხანდაზმულ ქალად გარდაისახა.

    ფილმში “მაკრატელხელება“ ვაინონა რაიდერმა, რომელიც იმ დროს 18 წლის იყო, მოხუცი ქალის როლი მოირგო, ოღონდაც ჯონი დეპთან ერთად ეთამაშა.

    ჯულიანა მური ფილმ “საათებში“ შესრულებული როლისთვის “დაბერდა“.

    ლეონარდო დი კაპრიოს ასაკის მატება და სერიოზული გრიმი დასჭირდა ფილმისთვის ჯ. ედგარი, რომელშიც ჯეი ედგარ ჰუვერის როლი შეასრულა.

    ჰელენა ბონემ კარტერი გარდასახვის დიდოსტატია და მისგან არავის აღარაფერი უკვირს, თუმცა მისი ყოფილი ქმრის, ტიმ ბერტონის ფილმებში ჰელენმა ყველაზე თამამი ექსპერიმენტები ჩაატარა. მაგალითად , ფილმში “დიდი თევზი“.

    მონიკა ბელუჩი ფილმისთვის – “მარტორქების სეზონი„ დაბერდა. ეს არის თურქულ –ირანული დრამა.

  • ქალი, რომელმაც ლატარიაში 590 მილიონი მოიგო შვილს უჩივის

    90 წლის ამერიკელმა ქალმა, გლორია მაკენზიმ შვილს და მის თანაშემწეებს სასამართლოში უჩივლა იმ მოტივით, რომ ისინი არაგონივრულად განკარგავენ მის ქონებას. ფლორიდის მცხოვრებმა ქალმა 2013 წელს ლატარიაში უზარმაზარი თანხა – 590 მილიონი დოლარი მოიგო.

    გლორია მაკენზი აშშს ისტორიაში Powerball–ის ლატარიის ყველაზე იღბლიანი გამარჯვებული გახდა. გადასახადების გამოკლების შემდეგ მაკკენზის 278 მილიონი დოლარი დარჩა.

    ქალი ამტკიცებს, რომ მისი ფული არასწორად და უტვინოდ განკარგეს და წარუმატებელ პროექტებში დააბანდეს, რის შედეგადაც მილიონობით დოლარი დაკარგა.

    მისი შვილი, 60 წლის სკოტ მაკენზი თვლის, რომ საჩივარი უსაფუძვლოა.

    როცა გლორია მაკენზიმ 2013 წელს ლატარიის ჯეკპოტი მოიგო,  84 წლის იყო. მისი თქმით, მოგების ნახევარი შვილს მისცა, რომელმაც პირობა დადო, რომ მას ცხოვრების ბოლომდე მიხედავდა და მოუვლიდა.ვინაიდან ქალს მსხვილი თანხების განკარგვის გამოცდილება არ ქონდა, მან შვილს თავისი წილის განკარგვაც ანდო.

    საჩივარში ნათქვამია რომ შვილის და მისი ფინანსური მრჩევლების მიერ განხორციელებული წამგებიანი ინვესტიციები გლორიას ათეულობით მილიონ დოლარად დაუჯდა და გონივრული მართვის შემთხვევაში ინვესტიციებით ბევრად დიდ მოგებას მიიღებდა.

    სკოტი კი თვლის, რომ დედის ბრალდებები უსაფუძვლოა და მან დედას საინვესტიციო კონსულტანტი თავად წარუდგინა, რომელმაც მისი ფული ნაკლებ სარისკო და ნაკლებად მომგებიან ბიზნესში სწორედაც რომ ქალის მიერ შერჩეული საინვესტიციო მიზნების შესაბამისად დააბანდა და მისი სიმდიდრე შეინარჩუნა.

    ამასთან, უცნობია ამჟამად რამდენ თანხას ფლობს გლორია მაკენზი. გასულ წლებში მან არაერთი ძვირადღირებული შენაძენი გააკეთა. მოგებისთანავე ხანდაზმულმა ქალმა ქალაქგარეთ მდიდრულ უბანში სახლი იყიდა დაახლოებით 600 კვ. მ. ფართობით და ხუთი საძინებლით, რაც დაახლოებით 1.2 მილიონი დოლარი დაუჯდა. 2 მილიონი დოლარი შესწირა მენის შტატში საკუთარი სკოლის სახურავის რემონტს.

  • “თითქოს მარჯვენა ხელი მომაჭრეს“ ვახტანგ კიკაბიძე საყვარელი მეგობრის გარდაცვალებაზე და მათ მეგობრობაზე

    9 აპრილს მოსკოვში საბჭოთა და რუსული კინოს კლასიკოსი, რეჟისორი გიორგი დანელი დაკრძალეს. მის დაკრძალვას არ დასწრებია მისი უახლოესი მეგობარი და მის ოთხ ფილმში მთავარი როლის შემსრულებელი, მომღერალი და მსახიობი ვახტანგ კიკაბიძე. ის რუსეთში 2008 წლის რუსეთ–საქარველოს ომის შემდეგ არ ჩადის და არც კონცერტებს მართავს.

    ვახტანგ კიკაბიძემ მისი საყვარელი მეგობარი ბიბისისთან საუბარში გაიხსენა –   მათი ერთობლივი მუშაობა ლეგენდარულ ფილმებზე და მეგობრობა, რომელიც თითქმის ნახევარი საუკუნეს გრძელდებოდა. ბიბისის კორესპოდენტმა კიკაბიძე რეჟისორის დაკრძალვის წინა დღეს ჩაწერა.

    “გია წავიდა… თითქოს მარჯვენა ხელი მომაჭრეს. ძალიან მიჭირს ლაპარაკი. მისი დავიწყება ძალიან ძნელი იქნება. 45 წელი ახლო მეგობრები ვიყავით.
    ოჯახის წევრებმა იცოდნენ, მე არაფერი არ ვიცოდი (გიორგი დანელიას სიკვდილი) და არ მეუბნებოდნენ. მე კლინიკაში ვიწექი, ჯანმრთელობის პრობლემები მქონდა. მოსკოვიდან დამირეკეს და მკითხეს, ჩავიდოდი თუ არა დაკრძალვაზე.

    დაკრძალვაზე ჩასვლა არ შემიძლია. ჯერ ერთი, ჯანმრთელობა და მეორე – ვიზები. რუსეთის ვიზის თხოვნას არ ვაპირებ. უკვე მეათე წელია რუსეთში არ დავდივარ.  გიას სიკვდილი რომ გავიგე მთელი ღამე არ მძინებია. კინემატოგრაფმა დიდი დარტყმა მიიღო, არსებიბით. იმიტომ რომ დანელია გენიალური რეჟისორი იყო, მსოფლიო კლასის.

    მე რომ კინოს მსახიობი გავხდი, დანელიას ბრალია. მე ქუჩაში გავიზარდე. როგორც ჩანს ღმერთმა გადაწყვიტა ასეთი საჩუქარი გაეკეთებინა და მასთან შევეხვედრებინე.ვიცი, რომ კინოში მსახიობის ნამუშევარი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მაინც ყველას ვეუბნები რომ მთავარი რეჟისორია. არიან რეჟისორები, რომლებიც კინოს მაყურებლისთვის კი არა საკუთარი თავისთვის აკეთებენ. ტარკოვსკი იყო ასეთი. გია კი თავისთვისაც აკეთებდა და სხვისთვისაც. “მიმინო“ ისე გადაიღო, რომ ყველა მაყურებელს ვინც ამ ფილმს უყურებდა თავი ფილმის გმირებად წარმოედგინა.

    ოთხ ფილმზე ვიმუშავე მასთან ერთად და ნასწავლი ტექსტით არასდროს მივსულვარ. კინოში ასე არ ხდება. მსახიობმა ტექსტი ზეპირად უნდა იცოდეს. ჩვენ კიდევ ვსხდებოდით და ყველაფერს ახლიდან ვწერდით. რაღაც სიუჟეტები იცვლებოდა. ვგიჟდებოდი იმპროვიზაციაზე.
    როცა გადაღებას ამზადებდა, სახლში ყველა კადრს ხატავდა, ახლა სამწუხაროდ რეჟისორები ასე არ მუშაობენ. გადაღების დაწყებამდე უკვე ზუსტად იცოდი მთელი განლაგება. მერე მთელ ჯგუფს კრებდა და ყველა განიხილავდა როგორ უნდა გადაეღოთ. ყველა რაღაცას სავაზობდა. ყველას უსმენდა და საუკეთესოს ირჩევდა. აი ასეთი იყო – უმსუბუქესი ადამიანი.

    კოლოსალური იუმორი ქონდა. ცხოვრებაში რაღაცეებს ერთნაირად ვუყურებდით და ამას მაშინვე მივხვდით.

    ძალიან ხშირად გვქონდა ურთიერთობა, მაგრამ როცა ომი დაიწყო, რუსეთში აღარ დავდიოდი. ეს თემა დავხურე. ის რუსეთის მოქალაქე იყო, კინოთი ცხოვრობდა. რამდენადაც ვიცი მას აქ, საქართველოში არავინ არ ეძახდა ფილმების გადასაღებას. ჩემი აზრით, ყველა ქართველმა არ იცის როგორი ქართველი გვყავდა საქართველოს ფარგლებს გარეთ. მასზე ლოცულობდნენ. ეს იყო უნიკალური რეჟისორი.
    ერთმანეთს ვურეკავდით ხოლმე. მერე უკვე, როცა ჯანმრთელობა ძალიან შეერყა მითხრა: “ბუბა, ალბათ მალე წავალ. მე ხომ შენზე უფროსი ვარ, შენზე ადრე უნდა წავიდე. როცა შენც წამოხვალ, ჭიშკარში შემოსვლისას წმინდა პეტრეს მხარეს წამოდი, მარჯვენა მხრიდან დაგელოდები.
    ძალიან ცოტა მეგობარი დამრჩა – თითებზე ჩამოსათვლელი , უკვე ისეთ ასაკში ვარ. ბევრი უკვე იქით წავიდა. ალბათ ოდესმე იქ შევიკრიბებით. ადამიანმა დაბადებით ღმერთისგან საჩუქარი მიიღო და ლამაზად უნდა წავიდეს. გია ძალიან იტანჯებოდა. ასე არ უნდა ეავადმყოფა. სხვანაირად უნდა ყოფილიყო.“– ამბობს კიკაბიძე.

    ვახტანგ კიკაბიძემ მეგობარს გამოსათხოვარი წერილი გაუგზავნა, რომელიც მოსკოვში, კინოს სახლში გამართულ გამოსამშვიდობებელ ცერემონიალზე ფოტოგრაფმა იური როსტმა წაიკითხა:

    “გია, მადლობა შენ ჩვენი 50 წლიანი მეგობრობისთვის. იმ ბედნიერებისთვის, რომელიც შენ მაჩუქე, როცა შენი შესანიშნავი ფილმების გმირად ამირჩიე“– ნათქვამია წერილში.