
Category: სხვადასხვა
-
შიშველი ნაომი ქემფბელი მეტროში. სუპერმოდელი ვალენტინოს დაუბრუნდა
48 წლის ნაომი ქემფბელი 14 წლიანი პაუზის შემდეგ კვლავ გახდა ვალენტინოს სახე. ბრენდის ახალი სარეკლამო კამპანიისთვის სუპერ მოდელი ნიუ იორკის მეტროში ჩავიდა, სადაც ფოტოგრაფებმა – ინესმა და ვინუდმა რამდენიმე დახვეწილი შავ–თეთრი ფოტო გადაიღეს. ერთ–ერთ მათგანზე მოდელი მატარებლის მოლოდინში ბაქანზე ზის. შიშველ მოდელს მხრებზე ბრჭყვიალა მოსასხამი აქვს მოხვეული, მუხლებზე კი ბრენდის ჩანთა უდევს.ფოტოსესიის შემქმნელებმა ასეთი უჩვეულო ადგილის შერჩევა თავისებურად ახსნეს. ფოტოგრაფების ჩანაფიქრით, მეტროპოლიტენში ერთმანეთს ხვდება თანამედროვეობა და კლასიკა. “ქალაქებში ისტორიები მიკროსკოპული მომენტებისგან იქმნება, წარმოსახვისა და ვარაუდების ხარჯზე. ერთი წამში, ერთ თვალის შევლების შემდეგ წარმოვიდგენთ ხოლმე მათ ცხოვრებას, ვისთან ერთადაც ვმგზავრობთ, ახლოს ჩავუვლით ან ვმოგზაურობთ.“ – ამბობენ ფოტოგრაფები.მეორე გამოქვეყნებულ ფოტოზე მოდელი იმავე მოსასხამში დგას, კედელზე მიყრდნობილი. უკანა ფონზე კი მიმავალი ვაგონის სინათლეები ჩანს.“ბედნიერი ვარ, რომ ისევ ამ ბრენდის სახე გავხდი“ – ამბობს ნაომი, რომელმაც მარტში ფურორი მოახდინა, როცა პარიზის მოდის კვირეულზე ვალენტინოს ჩვენებაზე გამოვიდა.ნაომი ქემფბელი ბოლო ათწლეულების ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული მოდელია.
-
სკარლეტ იოჰანსონის თამამი ჩაცმულობა “შურისმაძიებელთა“ პრემიერაზე
34 წლის სკარლეტ იოჰანსონი ფილმ “შურისმაძიებლები: ფინალი“–ს ლონდონური პრემიერის ვარსკვლავი გახდა.მსახიობს საღამოზე ტომ ფორდის შავი ატლასის კომბინიზონი ეცვა ასიმეტრიული ყელით და ღრმა დეკოლტეთი. რა თქმა უნდა, მისი გარეგნობა, ჩაცმულობა და ვარცხნილობა ფართო განხილვის თემა გახდა.თავად სკარლეტმა კი ჟურნალისტებს განუცხადა: “იმედი მაქვს ფილმი მაყურებელს მოეწონება და ისინი იპოვნიან პასუხებს ფილმის ბოლო ნაწილში დასმულ კითხვებზე“.ფილმში იოჰანსონი ერთ–ერთ მთავარ როლს თამაშობს – შავ ქვრივს, ნატაშა რომანოფს. ფილმის სიუჟეტის მიხედვით შურისმაძიებელთა გუნდის ცოცხლად გადარჩენილი წევრები და მათი მოკავშირეები ამუშავებენ გეგმას, რომლითაც სუპერბოროტმოქმედი ტანოსი უნდა დაამარცხონ.

-
ჯეფრი რაშმა სასამართლოში დაამტკიცა რომ სექსუალური მოძალადე არ ყოფილა
67 წლის მსახიობმა ჯეფრი რაშმა დაამტკიცა, რომ ჟურნალისტებმა ცილი დასწამეს, როცა სექსუალურ შევიწროვებაში დაადანაშაულეს. ავსტრალიელმა მსახიობმა სასამართლოს გზით სტატიის ავტორს 607 ათასი დოლარი მოუგო.2017 წელს Daily Telegraph–ის ავსტრალიურმა გამოცემამ დაწერა ინციდენტის შესახებ, რომელიც 2015 წელს თეატრალური დადგმის, “მეფე ლირის“ გადაღებებისას მოხდა. ჟურნალისტი ჯონათან მორანი წერდა, რომ ჯეფრი რაში უღირსად მოიქცა და მსახიობ ერინ ჯინ ნორვილის სექსუალური შევიწროება სცადა.მსახიობმა ჟურნალისტს და სააგენტო Nationwide News, რომელსაც ეს ტაბლოიდი ეკუთვნის სასამართლოში უჩივლა. დაზარალებული მსახიობი ქალი ჩვენების მიცემაზე დათანხმდა, მაგრამ სასამართლომ ჩათვალა, რომ “ის, როგორც მოწმე სრულ ნდობას არ იმსახურებდა“ . სხვა სერიოზული მტკიცებულებები კი გამოცემამ ვერ წარმოადგინა.წელიწადნახევრიანი საქმის განხილვის შემდეგ სასამართლომ ჟურნალისტი ცილისწამებაში დამნაშავედ ცნო. “ყველა გარემოების გათვალისწინებით, ეს იყო უგუნური და უპასუხისმგებლო, ყველაზე ცუდი ხარისხის სენსაციონისტური ჟურნალისტიკა.“ – ციტირებს სასამართლო გადაწყვეტილებას ავსტრალიური მედია.გასულ წელს მსახიობი კვლავ დაადანაშაულეს სექსუალურ შევიწროებაში. ასეთი განცხადებით ავსტრალიელი მსახიობი იალ სტოუნი გამოვიდა. მან თქვა, რომ რაში შეეცადა ის სექსზე დაეყოლიებინა, როცა ერთად თამაშობდნენ თეატრალურ დადგმაში “შეშლილის დღიური“. ბოლო წლების განმავლობაში კინოსამყაროში სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებული არაერთი სკანდალი მოხდა. ბევრმა ცნობილმა ადამიანმა, რომელიც სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულეს საკუთარი უდანაშაულობა დაამტკიცა. ზოგიერითი ძალადობისთვის გაასამართლეს, ზოგი სასამართლო პროცესი კი ჯერ კიდევ გრძელდება. -
მძარცველებმა ალბანეთის აეროპორტიდან მილიონობით ევრო გაიტაცეს
ალბანეთში, დედაქალაქ ტირანას საერთაშორისო აეროპორტში, შეიარაღებული მძარცველები შეიჭრნენ და ასაფრენი ბილიკიდან ფულით სავსე ჩანთები გაიტაცეს. მილიონობით ევრო თვითმფრინავში უნდა ჩატვირთულიყო და ავსტრიის ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავით ვენაშუ უნდა გაეგზავნათ, თუმცა მძარცველებლები სწორედ ამ დროს დაესხნენ თავს. ამის შესახებ ინფორმაციას “Euronews”-ი ავრცელებს. ალბანეთის ცენტრალური ბანკი დიდი ოდენობით ნაღდ ფულს არ ინახავს და თანხას მუდმივად გზავნის საზღვარგარეთ აეროპორტის გავლით.მოპარული თანხის რაოდენობა ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა საუბარია მილიონობით ევროზე. ერთ-ერთი სამართალდამცავის ცნობით ორმხრივი სროლისას შეიარაღებული დაჯგუფების ერთი წევრი გარდაიცვალა, დანარჩენებმა კი გაქცევა მოახერხეს.შეიარაღებულმა პირებმა აეროპორტში თავი როგორც საგადასახადო ოფიცრებმა ისე წარადგინეს ხოლო ასაფრენ ბილიკზე ფურგონით შეაღწიეს, სადაც ავსტრიის ავიახაზების თვითმფრინავი ასაფრენად ემზადებოდა. თვითმფრინავში ფული სწორედ ამ დროს იტვირთებოდა. ინციდენტის დროს მგზავრები არ დაშავებულან ხოლო რეისი 3- საათით დაგვიანებით შესრულდა.
-
ირინა შეიკის და ბრედლი კუპერის შემთხვევითი ვიდეო პლაჟზე
ირინა შეიკს და ბრედლი კუპერს მათი 2 წლის გოგონას, ლეას შესახებ საჯაროდ საუბარი არ უყვართ, თუმცა ხშირად სეირნობენ მასთან ერთად სხვადასხვა ადგილებში. ერთ–ერთი ასეთი გასეირნება შემთხვევით მოხვდა ვიდეოზე.ამერიკული რეალითი შოუს, Ex on the Beach–ის მონაწილეებმა გადაწყვიტეს ლოს ანჟელესში სანტა მონიკას სანაპიროზე ევარჯიშათ. ინსტრუქტორმა გადაწყვიტა ერთ–ერთი მონაწილისთვის ბოქსის ილეთები ეჩვენებინა, თუმცა მოულოდნელად ვარჯიში ჰოლივუდის მსახიობის გამოჩენის გამო შეწყდა.ბრედლი ქვიშიან სანაპიროზე ორ ძაღლს მოასეირნებდა და გამუდმებით უკან იყურებოდა. ბოქსიორებმა კუპერს შესთავაზეს შეერთებოდა, მაგრამ მან უარი თქვა. მალე გაირკვა, რატომაც – მოგვიანებით კადრში ირინა შეიკიც გამოჩნდა პატარა ლეასთან ერთად. კადრში მოხვედრის შემდეგ წყვილმა პლაჟზე სეირნობა განაგრძო.ბოქს ინსტრუქტორმა სახალისო ვიდეო ინსტაგრამზე დადო. ვიდეომ დიდი მოწონება დაიმსახურა. -
ჯენიფერ ლოპესმა ბეწვის ჟილეტის გამო კრიტიკა დაიმსახურა
ჯენიფერ ლოპესი ნიუ იორკში საქმიანი შეხვედრის შემდეგ დაცვის თანხლებით გადაადგილდებოდა, როცა ფოტოგრაფებმა გადაიღეს. ყურადღება მისმა ჩაცმულობამ მიიქცია.მას გრძელი ბეწვის ჟილეტი ეცვა. რა თქმა უნდა, შავ შარვალში, თეთრ მაისურში და სხვადასხვა აქსესურებში მომღერალი და მსახიობი მშვენივრად გამოიყურებოდა, თუმცა ნატურალური ბეწვის ქურქის გამო ფოტოების სოციალურ ქსელში გამოჩენისთანავე კრიტიკის ქარცეცხლში მოხვდა.
ბევრმა ჯენიფერ ლოპესი ნატურალური ბეწვის სიყვარულის გამო გალანძღა.
“რამდენი ციყვი მოკლეს მისი ძველმოდური ბეწვის ჟილეტის გამო!“
“ციყვი კი არა მელაა“
“ნატურალური ბეწვი დიდი ხანია გოიმობად ითვლება“,
“ცხოველები როგორ უნდა გაიმეტო შუბების და ჩანთების გასაკეთებლად“,
“ იქნებ ხელოვნური ბეწვია?“ – წერდნენ სოციალური ქსელების მომხმარებლები.
რეპორტიორებმა ფოტოები მომღერალს სტუდიიდან გამოსვლის შემდეგ გადაუღეს, სადაც მის ახალ სინგლთან დაკავშირებით იყო მისული. სინგლი სახელწოდებით Medicine მომღერალმა რეპერ French Montana-სთან ერთად ჩაწერა.
-
თბილისის ზოოპარკში ლემური დაიბადა( ვიდეო)
თბილისის ზოოპარკში ლემური დაიბადა. თბილისის ზოოპარკის ფეისბუქ გვერდი პატარა ლემურის ვიდეო კადრებს ავრცელებს.
-
ინტერნეტ მომხმარებელთა რიცხვმა მსოფლიოში 4.3 მილიარდს გადააჭარბა. ახალი მონაცემები
ინტერნეტის პოპულარობა ყოველდღიურად იზრდება. დღეს ინტერნეტს დედამიწის მოსახლეობის ნახევარზე მეტი მოიხმარს.გაიზარდა სოციალური ქსელების მომხმარებელთა რაოდენობაც. დედამიწის მოსახლეობის თითქმის 45% დღეს სოციალურ ქსელებშია გაწევრიანებული. დაახლოებით 3.5 მილიარდი ადამიანი ყოველწლიურად სტუმრობს თავის საყვარელ სოციალურ პლატფორმას. ეს წინა წელთან შედარებით, 9%-იან ზრდას უდრის.2018 წლის იანვრიდან მოყოლებული, ინტერნეტს ყოველდღიურად საშუალოდ მილიონი ახალი მომხმარებელი ემატება – ნათქვამია ანგარიშში “ციფრული 2019”. ანუ ყოველ წამში 11-ზე მეტი ახალი კლიენტი. რიგით მერვე ყოველწლიური ანგარიში მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ინტერნეტის და სოციალური მედიის მოხმარებას აჯამებს.ასეთი უპრეცედენტო ზრდა გარკვეულწილად, აღწერის მეთოდოლოგიაში მეტ სიზუსტესაც შეიძლება მიეწეროს. მომდევნო წლების მონაცემები უკეთესი, უფრო სწორი დასკვნების გაკეთების საშუალებას მოგვცემს.ინტერნეტის მომხმარებლების 92 პროცენტი ვიდეოებს ონლაინ უყურებს, ანუ, 2019 წლის მონაცემებით, საშუალოდ 4 მილიარდი ადამიანი. ეს მაშინ, როცა დედამიწაზე ტელევიზორი შინ 6 მილიარდ ადამიანს აქვს. მომხმარებლების 23% ონლაინ თამაშობს და 16% სპორტულ შეჯიბრებებს ინტერნეტში უყურებს.ზრდა დაფიქსირდა სოციალური მედიის მოხმარების ხანგრძლივობაშიც. GlobalWebIndex-ის მონაცემებით, სოციალური ქსელების მომხმარებლები საყვარელ პლატფორმაზე (ან პლატფორმებზე) დღეში საშუალოდ 2 საათს და 16 წუთს ატარებენ. ეს მთლიანად ინტერნეტში გატარებული დროის დაახლოებით მესამედია.ქვეყნების მიხედვით, სოციალური მედიის მოხმარებაში ზოგჯერ დრამატული სხვაობა ფიქსირდება. მაგალითად, ფილიპინელები სოციალურ ქსელებზე საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, თითქმის ორჯერ მეტ დროს, დღეში 4 საათს და 12 წუთს ატარებენ.სოციალურ ქსელებს შორის კვლავ “ფეისბუქი” ლიდერობს. იმის მიუხედავად, რომ მას გასულ წელს სერიოზული პრობლემები გაუჩნდა და არაერთ სკანდალურ სასამართლო პროცესთან ერთად თავის მართლება ამერიკის, ევროკავშირის და ბრიტანეთის კანონმდებლებთან უწევდა, “ფეისბუქი” კვლავ წამყვან პლატფორმად რჩება. სხვებთან შედარებით, გაცილებით გაიზარდა როგორც მისი მომხმარებლების რაოდენობა, ასევე გაუმჯობესდა ფინანსური მდგომარეობაც.ბევრი სპეციალისტის აზრით, ინტერნეტის მასობრივ მოხმარებასთან ერთად, ალბათ სამუდამოდ დაირღვა ადამიანის პირადი ინფორმაციის დაცულობა. ანალიტიკოსები გვეუბნებიან, რომ როცა რომელიმე ინტერნეტ-ბმულს ვხსნით, ვათვალიერებთ, ვუყურებთ ვიდეოს, ვთამაშობთ, რაიმეს მოვიწონებთ, დავწერთ, წავშლით, ან ინტერნეტში ნებისმიერ სხვა მოძრაობას ვაკეთებთ, ეს აუცილებლად ფიქსირდება და სადმე, რომელიმე სისტემა ამას მაშინვე იმახსოვრებს.
გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო სტატისტიკურ მონაცემს, მათ შორის საქართველოს შესახებ, რომელიც ანგარიშში “ციფრული 2019” შეჯამდა და ასევე, რამდენიმე სხვა წყაროდან მოვიპოვეთ. ანგარიში 30 იანვარს გამოქვეყნდა. მისი ავტორები არიან ამ სფეროში სტატისტიკური აღწერის ორი წამყვანი გლობალური ორგანიზაცია: Hootsuite და We Are Social.
ინტერნეტის ზოგადი მონაცემები2019 წელს ინტერნეტი მოიხმარა 4.39-მა მილიარდმა ადამიანმა. ზრდამ 2018 წლის იანვართან შედარებით, 366 მილიონი შეადგინა.შეგახსენებთ, დედამიწის მოსახლეობა დაახლოებით 7.676 მილიარდია.საშუალოდ, მომხმარებელი ინტერნეტში დღეში 6 საათს და 42 წუთს ატარებს.
ჩრდილოეთ ამერიკის და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნები მოსახლეობის 95 პროცენტით, ინტერნეტ-მოხმარების ლიდერები არიან. შემდეგ მოდის: დასავლეთ ევროპა-94%, სამხრეთ ევროპა-88%, აღმოსავლეთ ევროპა-80%, სამხრეთ ამერიკა-73%, დასავლეთ აზია-66% და ცენტრალური ამერიკა-63%. ბოლო ადგილზეა აფრიკის კონტინენტის შუაგული 12%-ით.ვებგვერდებს შორის, ყველაზე ხშირად ადამიანები “გუგლს” სტუმრობენ. მეორე ადგილზეა “იუ-თუბი”. მესამეზე კი “ფეისბუქი”. “იაჰუ” მე-6 ადგილზეა, “ტვიტერი” მე-7, “ინსტაგრამი” მე-10, “ამაზონი” მე-11, “ნეტფლიქსი” მე-17, “რედითი” მე-20.სოციალურ მედიას დედამიწაზე 3.48 მილიარდი ადამიანი მოიხმარს. გასულ წელთან შედარებით, სოციალურ მედიაში 288 მილიონით მეტი ადამიანი გაწევრიანდა.მობილური ტელეფონებიმობილური ტელეფონი დედამიწაზე 5.11 მილიარდ ადამიანს აქვს, ანუ გლობალური მოსახლეობის 2/3-ს. გასულ წელთან შედარებით, ეს 100 მილიონით მეტია.სმარტფონებზე მობილური ტელეფონების დაახლოებით 2/3 მოდის. ზოგს ერთდროულად რამდენიმე სმარტფონი აქვს და მათი
საერთო რაოდენობა 5.5 მილიარდს აჭარბებს.3.26 მილიარდი 2019 წელს სოციალურ მედიას მობილური ტელეფონით დაუკავშირდა. აქაც უზარმაზარი ზრდაა: 297 მილიონით მეტი – 2018 წლის იანვართან შედარებით.მობილურ ტელეფონებზე მოდის ინტერნეტის მოხმარების დროის თითქმის ნახევარი.
ონლაინ-გაყიდვებიინტერნეტ-ვაჭრობა ბოლო წელს 14%-ით გაიზარდა და ციფრული ბაზრის შემსწავლელი ორგანიზაცია Statista-ს მონაცემებით, ჯამში 1.78 ტრილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა.ონლაინ ნივთები გასულ წელს 2.8 მილიარდმა ადამიანმა შეიძინა.ინტერნეტის მომხმარებელთა 75% ამბობს, რომ გასულ თვეში ინტერნეტით რაიმე იყიდა. უმრავლესობამ ამისთვის მობილური ტელეფონი გამოიყენა.გაყიდვებში პირველ ადგილზე მოდის ინდუსტრიაა (524 მლრდ). მეორე ადგილზეა ტექნიკა (392 მლრდ), მესამეზე საჭმელი და პირადი ჰიგიენის ნივთები (209 მლრდ). შემდეგ თანმიმდევრობით მოდის: ავეჯი,ხელსაწყოები, მოგზაურობა, ციფრული მუსიკა და ვიდეო-თამაშები.საქართველოანგარიშის მიხედვით, საქართველოში ინტერნეტს 2016 წელს 2 104 906 ადამიანი მოიხმარდა. 2018 წელს, გამოცემა Forbs.ge-ს ინფორმაციით, ინტერნეტს მოსახლეობის 65% იყენებდა.საინტერესოა, რომ ინტერნეტს საქართველოში კაცები უფრო ხმარობენ (65.5%), ვიდრე ქალები (62.6%)ქალაქის მოსახლეობაში ინტერნეტის გამოყენების მაჩვენებელი 75.1%-ს შეადგენს, სოფელში – 49.8%-ს. Forbs.ge-ს ცნობით,სოფლებში ინტერნეტის მოხმარება ბოლო წელს 4.7%-ით გაიზარდა.
ინტერნეტის მომხმარებლებს შორის, თითქმის ყოველდღიურად მას 89.7% იყენებს. ეს წინა წელთან შედარებით 3.8 პროცენტიან ზრდას შეადგენს.სოციალური მედია“ფეისბუქი” უკონკურენტოა, მას 2.320 მილიარდი მომხმარებელი ჰყავს (2018 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით) და აქედან 1.15 მილიარდი ქსელში აქტიურად შედის მობილური ტელეფონით. “ფეისბუქს” დღეში 500 000 ათასი ახალი კლიენტი ემატება, წამში – 6. ის ამერიკელების საშუალოდ 68%-ს აქვს დაზრდასრული ამერიკელების 79%-ს. ადამიანი “ფეისბუქზე” დღეში საშუალოდ 35 წუთს ატარებს. ამ პლატფორმაზე დაახლოებით 270 მილიონი ყალბი მომხმარებელიც არის.“ტვიტერს” 1.3 მილიარდი მომხმარებელი ჰყავს, აქედან 326 მილიონი ქსელში აქტიურად შედის. ადამიანები დღეში საშუალოდ 500 ე.წ. ტვიტს წერენ, ანუ წამში დაახლოებით 6 000-ს. ამერიკელთა 45% ხმარობს “ტვიტერს”.“იუ-ტუბზე” წუთში საშუალოდ 300-საათიანი ვიდეო იტვირთება. ადამიანები ამ პლატფორმაზე ვიდეოებს დღეში 1 მილიარდი საათის მანძილზე უყურებენ. თითო ადამიანი “იუ-ტუბზე” დღეში 40 წუთს ატარებს. მობილურ ტელეფონით ვიდეოებს დღეში დაახლოებით 1.148 მილიარდი ადამიანი ნახულობს. სხვადასხვა ინტენსივობით, ამ ვიდეო-პლატფორმას 18-24 წლის ამერიკელების 94% იყენებს.“ინსტაგრამს” თვეში 800 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს. ამ სოციალურ ქსელში დღეში 95 მილიონი ფოტო იტვირთება. მომხმარებლების 90% 36 წლამდე ასაკისაა. ადამიანები “ინსტაგრამზე” საშუალოდ დღეში 15 წუთს ატარებენ. ის ცნობილია, როგორც კერძების აქტიურად გაზიარების პლატფორმა. ყველაზე “გაინსტაგრამებული” საჭმელი პიცაა, შემდეგ მოდის სუში და მწვადი. პლატფორმას ამერიკელთა 71% იყენებს.წყარო: ამერიკის ხმა.
-
რონალდუს საცოლემ ჟურნალისტებს მათი ურთიერთობების დეტალები გაუმხილა
34 წლის კრიშტიანუ რონალდუ უკვე ოთხი წელია 25 წლის მოდელთან, ჯორჯინა როდრიგესთან ერთად ცხოვრობს. ფეხბურთელის შეყვარებულმა ჟურნალ elle-ს იტალიური გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში მათი რომანის დასაწყისზე ისაუბრა.ჯორჯინა ყვება, რომ პირველად რონალდუ Gucci–ს ბუტიკში ნახა, სადაც კონსულტანტ–გამყიდველად მუშაობდა. რამდენიმე დღის შემდეგ ისინი ერთ–ერთ ღონისძიებაზე შემთხვევით შეხვდნენ ერთმანეთს. მაშინ ჯორჯინა უკვე სამსახურეობრივ მოვალეობას არ ასრულებდა და სპორტსმენთან დალაპარაკება თავისუფლად შეეძლო. “ეს იყო ერთი ნახვით შეყვარება“ – ამბობს მოდელი ინტერვიუში.ფეხბურთის ვარსკვლავის შეყვარებულს ძალიან უყვარს ოჯახთან დროის გატარება. ის ცდილობს ბავშვებს საუზმე თვითონ მოუმზადოს. საღამოებს კი კრიშტიანუსთან ერთად ტელევიზორთან ატარებს.“ჩემი სახლი იქ არის, სადაც ჩემი ოჯახია. ბედნიერი ვარ ჩემს შვილებთან და საყვარელ კაცთან ერთად. ჩვენი ოჯახი ტაძარია, რომელიც სიყვარულით აშენდა“ – ამბობს მოდელი.
როლანდუს და ჯორჯიანა როდრიგესის რომანი 2015 წელს დაიწყო. შეყვარებულებს წლინახევრის საერთო შვილი, ალანა ყავთ. სულ ჯამში წყვილს ოთხი შვილი ყავს: ცხრა წლის კრიშტიანუ–უმცროსი, ასევე ტყუპები ევა და მატეო, რომლებსაც ზაფხულში სამი წელი უსრულდებათ. სამი უფროსი შვილი ფეხბურთელს სუროგატმა დედამ გაუჩინა.რონალდუმ საყვარელ ქალს ხელი ცოტა ხნის წინ სთხოვა. თუმცა როდის შედგება მათი ქორწილი ჯერჯერობით უცნობია.