Category: სლაიდერი

  • წახალისებული, მიზანმიმართული ძალადობის მსხვერპლი – ომბუდსმენი ლაშქარავაზე

    წახალისებული, მიზანმიმართული ძალადობის მსხვერპლი – ომბუდსმენი ლაშქარავაზე

    “ეს ბიჭი, ოპერატორი გარდაიცვალა, 5 ივლისის ორგანიზებული, წახალისებული, მიზანმიმართული ძალადობის მსხვერპლი… ვიზიარებ ოჯახის, ახლობლების, კოლეგების მწუხარებას…”

    ასე ეხმიანება სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ტვ პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას.

  • მნიშვნელოვანია, ყველა კითხვას დროულად გაეცეს პასუხი – გახარია ლაშქარავას გარდაცვალებაზე

    “მთელი გულით ვიზიარებ ტკივილს, ვუსამძიმრებ ლექსო ლაშქარავას ოჯახს და ტელეკომპანია პირველს.

    ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, ყველა კითხვას დროულად გაეცეს პასუხი”

    წერს ყოფილი პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია. დღეს გარდაიცვალა ტვ პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელზეც 5 ივლისს პუტინისტურმა ჯგუფებმა სასტიკად იძალადეს.

    მას ამჟამად ექსპერტიზა უტარდება. შსს-მ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

     

  • შენ ერთხელ მოგხვდა და კიდევ მოგხვდება – მეუფე იოანე “მთავარის” ჟურნალისტს

    შენ ერთხელ მოგხვდა და კიდევ მოგხვდება – მეუფე იოანე “მთავარის” ჟურნალისტს

    ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, იოანე გამრეკელი მთავარი არხის ჟურნალისტს, ირაკლი ვაჩიბერაძეს დაემუქრა.

    “შენ ერთხელ უკვე მოგხვდა და კიდევ მოგხვდება, თუ არ გაჩერდები”. – უთხრა მან ჟურნალისტს.

    იოანე გამრეკელმა ვაჩიბერაძეს ბაღდათელი მიტროპოლიტის მხრიდან ფიზიკური ძალადობა შეახსენა, როცა ეპისკოპოსმა მას ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ხელი დაარტყა.

    მეუფე იოანეს დღეს ჟურნალისტები 5 ივლისის ძალადობასა და ამ დღეს ნაცემი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შესახებ ეკითხებოდნენ.

    გამრეკელმა ჟურნალისტ რატი წვერავას ცილი დასწამა და თქვა, რომ 5 ივლისს პერანგი თავად შემოიხია და ჩხუბი დაიწყო.

  • ელენე ხოშტარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში წითელი საღებავი დაასხა

    პოლიტიკური მოძრაობა “დროას” ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ მთავრობის ადმინისტრაციის წინ და შენობის შიგნით წითელი საღებავი დაასხა. მისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევიათ.

    დღეს გარდაიცვალა ტვ პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელზეც 5 ივლისს პუტინისტურმა ჯგუფებმა სასტიკად იძალადეს.

    მას ამჟამად ექსპერტიზა უტარდება. შსს-მ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

  • საღამოს პროტესტზე უნდა გავიდეთ, ვისაც არ გვინდა ქვეყანაში პუტინიზმი! – დეკანოიძე

    “ღარიბაშვილი/გომელაურის გადადგომა;

    ძალადობის ორგანიზატორების დასჯა;

    ფალავანდიშვილების, სასულიერო პირებისა და თავის ალტ-ინფოს პუტინისტების დასჯა;

    ამას უნდა მივაღწიოთ!

    მანამდე საღამოს პროტესტზე უნდა გავიდეთ! ყველა, ვისაც არ გვინდა ამ ქვეყანაში ფაშიზმი და პუტინიზმი!”

    წერს ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე. “გადადგეს მკვლელი მთავრობა” – ორკების მიერ ნაცები ტვ პირველის ოპერატორის გარდაცვალების შემდეგ პარლამენტთან აქცია დაანონსდა.

  • გადადგეს მკვლელი მთავრობა! – დღეს პარლამენტთან აქცია გაიმართება

    ორკების მიერ ნაცები ტვ პირველის ოპერატორის გარდაცვალების შემდეგ პარლამენტთან აქცია დაანონსდა. აქციის მოთხოვნაა მთავრობის გადადგონა, ოპერატორის გარდაცვალების საქმეზე დამოუკიდებელი ექსპერტების გამოძიება და ყველა იმ მოძალადის დაკავება და დასჯაა, რომლებიც ტვ პირველის ოპერატორს თავს დაესხნენ.

    “ტვ 1-ის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც პუტინისტურმა ჯგუფებმა 5 ივლისს, სირცხვილიას ოფისზე თავდასხმისას სასტიკად სცემეს – დღეს გარდაიცვალა.

    1. მოვითხოვთ ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის დაუყოვნებლივ გადადგომას;
    2. მოვითხოვთ მომხდარის დამოუკიდებელი ექსპერტებით გამოძიებას;
    3. მოვითხოვთ ყველა იმ მოძალადის დაკავებას და კანონის სრული სიმკაცრით დასჯას, რომლებიც ლექსოს დაესხნენ თავს!”,- “,– წერია აქციის აღწერაში.

    ტელეკომპანია პირველის ოპერატორი, რომელიც 5 ივლისს პუტინისტებმა სასტიკად სცემეს, დღეს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, მას ექსპერტიზა უტარდება.

    შსს-მ ლაშქრავას გარდაცვლებაზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

  • ოპერატორის გარდაცვალებაზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო

    TV პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

    ლაშქარავას, რომელსაც პუტინისტები სასტიკად გაუსწორდნენ, დღეს გარდაიცვალა.

    “ტელეკომპანია “ტვ1”-ის ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით დაიწყო. დაინიშნება შესაბამისი სასამართლო-სამედიცინო ექსპეტიზა.

    აქვე აღვნიშნავთ, რომ მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისი პრაიდის წინააღმდეგ გამართული აქციის გაშუქების დროს, ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, ტელეკომპანია „ტვ 1“-ის ჟურნალისტსა და ოპერატორს, ალექსანდრე ლაშქარავას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

    ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს და დაკავებულია 4 პირი”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

  • დადასტურდა კორონავირუსის 952 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 9 ადამიანი

    ბოლო 24 საათში კორონავირუსის 952 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 9 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 999 პაციენტი.

    11 ივლისის მონაცემებით ქვეყანაში:

    • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 377 152 
    • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 359 226
    • მათ შორის გარდაცვლილი – 5452 
    • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 20281, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 8658, PCR ტესტით – 11623
    • დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 4,69%, ბოლო 14 დღის – 3,79%, ბოლო 7 დღის – 4,18%
    • სულ აცრილია – 302388, დღიურად აცრილია – 6096
    • კარანტინის რეჟიმში – 98
    • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 3472
    • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 907
  • სისხლის გუბეში იყო, ვკიოდი, არ მოკლათ-მეთქი – რას ყვებოდა ჟურნალისტი გარდაცვლილ ოპერატორზე

    TV პირველის ჟურნალისტმა, მირანა ბაღათურიამ 6 ივლისს გაიხსენა, როგორ იძალადეს მასსა და მის ოპერატორზე, ლექსო ლაშქარავაზე პუტინისტურმა ჯგუფებმა “სირცხვილიას” ოფისსში შეჭირისას. ლექსო ლაშქარავა დღეს გარდაიცვალა. 

    ტვ პირველის ჟურნალისტი ჰყვება, რომ მათთან ერთად მხოლოდ ერთი პოლიციელი იმყოფებოდა, რომელმაც საპატრულო ეკიპაჟების დამატებითი ძალები ადგილზე არ გამოიძახა.

    მისი თქმით, ლექსო ლაშქარავა 5 წუთის განმავლობაში სისხლის გუბეში იწვა და მას უმოწყალოდ უტყამდნენ.

    “პირველად როცა შემოიჭრნენ, პირველი წიხლი მომხვდა მე, გამიზნული წიხლი და მერე უკნიდან თმა მომქაჩა მამაომ და მითხრა, ახლა მაინც ძლივს გაგაჩუმებო, ჩემმა ოპერატორმა უთხრა, რას აკეთებ, ჟურნალისტიაო. ამ დროს გადაწია 20-მა კაცმა, ვიყავით ჩაკეტილები მე და ჩემი ოპერატორები, ვიყავი ძალიან დაუცველი, იყო დაუცველი ასევე საპატრულო პოლიციის თანამშრომელი.

    ჩემი ოპერატორს სისხლის გუბეში 5 წუთის განმავლობაში 20 ადამიანი ისე უმოწყალოდ ურტყამდა… მე ვყავდი კიბის მოაჯირზე 15 კაცს გაკავებული, ვკიოდი, არ მოკლათ-მეთქო, მჩქმეტდნენ და წიხლებს მირტყამდნენ, ტელეფონი გადამიგდეს და 20-მა კაცმა ჩაითრია ლექსო და აღარ ჩანდა”, – ყვება მირანდა ბაღათურია.

    ტელეკომპანია პირველის ოპერატორი, რომელიც 5 ივლისს პუტინისტებმა სცემეს, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, მას ექსპერტიზა უტარდება.

    ლექსო ლაშქარავასა და მირანდა ბაღათურიაზე ძალადობის გამო 8 ივლისს შსს-მ 2 პირი დააკავა. მათ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

    5 ივლისს ჰომოფობიურმა, პუტინისტურმა ჯგუფებმა 53 ჟურნალისტს სცემეს, მათი დაცვა შსს-მ ვერ შეძლო.

  • პუტინისტების მიერ ნაცემი TV პირველის ოპერატორი გარდაიცვალა

    ტელეკომპანია პირველის ოპერატორი, რომელიც 5 ივლისს პუტინისტებმა სცემეს, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, მას ექსპერტიზა უტარდება.

    ლექსო ლაშქარავასა და მირანდა ბაღათურიაზე ძალადობის გამო 8 ივლისს შსს-მ 2 პირი დააკავა. მათ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

    5 ივლისს ჰომოფობიურმა, პუტინისტურმა ჯგუფებმა 53 ჟურნალისტს სცემეს, მათი დაცვა შსს-მ ვერ შეძლო.