Category: სლაიდერი

  • ფოთში 23 წლის მამაკაცი დაჭრეს

    ფოთში 23 წლის მამაკაცი დაჭრეს

    ფოთში 23 წლის მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა, ცოტახნის წინ აღმაშენებლის ქუჩაზე მოხდა.  გავრცელებული ინფორმაციით, 23 წლის მამაკაცი მაღაზიიდან გამოდიოდა რა დროსაც თავს დაესხნენ და ცივი იარაღით მუცლის არეში დაჭრეს. ჯერჯერობით უცნობია უძღოდა თუ არა მომხდარს სიტყვიერი დაპირისპირება. დაზარალებული  კლინიკა სენამედში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

  • როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

    როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 14 ივლისამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი შენარჩუნდება.ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღის საათებში +30, +35 გრადუსი იქნება. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს ბარს, იქ +27, +33 გრადუსია მოსალოდნელი. დედაქალაქში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +33, +35 გრადუსამდე მოიმატებს.

  • შვიდფერა გამოისახა, პრაიდს ექვსი ფერი აქვს – ფალავანდიშვილი

    “ცისარტყელის ფერები ამათ არ აქვთ, ამათ აქვს 6 ფერი, არა 7 ფერი. 7-ფერა ცისარტყელა გამოისახა, 6 ფერი არ გამოისახება არასდროს.”

    ასე უპასუხა გურამ ფალავანდიშვილმა კითხვას 6 ივლისს სოლიდარობის აქციამდე გამოსახული ორმაგის ცისარტყელის შესახებ.

  • ან გომელაურს „გაუჩალიჩეს“ ღარიბაშვილთან ერთად, ან გომელაური  იტყუება–დავით ჭიჭინაძე

    პოლიტიკური მოძრაობა “ტრიბუნას ლიდერი, დავით ჭიჭინაძე თვლის, რომ 5–6 ივლისის მოვლენები შიდასახელისუფლო ბრძოლას და არჩევნებს უკავშირდება. მოვლენების განვითარება კი აჩვენებს, რომ ან უწყებრივი შეუთანხმებლობაა და გომელაურს „გაუჩალიჩეს“ ღარიბაშვილთან ერთად, ან გომელაური  იტყუება.

    „გაჩალიჩება“ სახეზეა, რადგან „ოცნების“ ახალმა „ნათელმა“ სახემ, კუჭავამ,

    5-6  ივლისის მოვლენების მეორე დღესვე გააკეთა ისეთი განცხადება, რომელიც აბსოლუტურ წინააღმდეგობაში მოდის პრემიერის განცხადებებთან.  და ვინც კუჭავას იცნობს, ყველამ გადასარევად  იცის, რომ მისი პირით კობახიძე საუბრობს…ტყუილიც სახეზეა!

    არ იცოდნენ კი არა, 5-6 ივლისის მოვლენები “ოცნების”, უფრო კონკრეტულად სუს-ის დაგეგმილია.

    მოძალადე, აგრესიულ ჯგუფებს კი ადგილზე სუს-ის თანამშრომლები პირადად უწევდნენ კოორდინაციას.  ანუ, ეს იყო სერიოზულად ორგანიზებული სადამსჯელო ოპერაცია ჟურნალისტებთან ანგარიშის გასასწორებლად.

    ხოლო  თუ შს მინისტრი არ იტყუება, მაშინ საერთოდ უარესი! რადგან  ასე აღიარებს, რომ თუ ქვეყანაში კიდევ იქნება მრავალლოკაციანი პროტესტი, სახელმწიფო აღარ იარსებებს, უბრალოდ ჩამოიშლება…

    მოკლედ, ფინალში გამოდის, რომ იტყუება „ოცნების“ ყველა პირველი პირი!

    სია იწერება და იმიტომ.

    თანამდებობები და კვოტები პარტიაში კი ახლა მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, თორემ ქვეყანა, ხალხი,  საერთოდ ვის აინტერესებს… და რას შვება ამ დროს ოპოზიციის დიდი ნაწილი? ტბილად, კომფორტულად  ჩახუტებულები   „აპრავებენ“ ყველა იმ უკანონობას,  რასაც „ქართული ოცნება“ ყოველდღიურად სჩადის.“– ამბობს ჭიჭინაძე.

  • “ელგებედე” ხალხთან პრეტენზია არ მაქვს, დროშა ჩამოვაგდეთ – “პრაიდის” ოფისის დარბევაში ბრალდებული

    “”ელგებედე” ხალხთან პრეტენზია არ მაქვს, დროშა ჩამოვაგდეთ”- Tbilisi Pride-ის ოფისის დარბევაში ბრალდებული გიორგი ელიზბარაშვილი აცხადებს, რომ 5 ივლისს ძალადობრივ აქციაში მისი მონაწილეობის მიზეზი “ელგებედე” ადამიანების მიმართ პირადი პოზიციის დაფიქსირება იყო.

    “უბრალოდ ჩემი პოზიცია მინდოდა დამეფიქსირებინა “ელგებედე” ხალხის მიმართ. მე არანაირი პრეტენზია არ გამაჩნია მაგათ მიმართ, უბრალოდ დროშამ გამოიწვია აღელვების ის და ეგ იყო ჩემი დანაშაული. მეტი მე არაფერი ჩამიდენია. აივანზე რომ ავედი, ინერციით, კადრებშიც ჩანს, დავეჯახე “სტეკლოს” და ხელი გადამეჭრა. შევედით, “კუხნა” იყო, ხელი გადავიბანე და ვცდილობდით კარებიდან გამოსვლას. იქიდან რომ ვერ გამოვედით, ისევ აივნიდან მოგვიხდა ჩამოსვლა. ეგ არის.არავისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია და ზედმეტი არავისთვის არ მიქნია, გარდა იმისა, რომ დროშა ჩამოვაგდეთ “ელგებედესი” და ქართული დროშა ავაფრიალეთ. რაც ზარალი მივაყენეთ, ვთვლი, რომ უნდა ავანაზღაუროთ. მე არ ვთვლი კარგ საქციელად სხვის იმაში დაუკითხავად შეჭრას. თუ ეგ დანაშაულია, ავანაზღაურებთ მაგ იმას, რა ვიცი. გთხოვთ, რომ გაითვალისწინოთ”, -აცხადებს  ბრალდებული გიორგი ელიზბარაშვილი.

  • ღარიბაშვილს არ აკლია ლიდერობა, ეს არის ელჩის სუბიექტური შეფასება – ოხანაშვილი დეგნანის განცხადებაზე

    მმართველი გუნდის  დეპუტატის, ანრი ოხანაშვილის თქმით, აშშ-ს ელჩის საქართველოში, კელი დეგნანის განცხადება პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ არის ელჩის სუბიექტური პოზიცია.

    “ირაკლი ღარიბაშვილს არ აკლია არანაირი ლიდერობა, ჩვენი მეგობრებისა და სტრატეგიული პარტნიორების რჩევას, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიღებთ, თუმცა ეს არის ქალბატონი ელჩის სუბიექტური და პერსონალური შეფასება. ეს არის ქალბატონი ელჩის პერსონალური პოზიცია”, – განაცხადა მან.

    დღეს დეგნანმა განაცხადა, რომ დაძაბულობის პერიოდში პრემიერმინისტრმა უნდა ითამაშოს წამყვანი როლი სიტუაციის განსამუხტად, რომელოც წინა დღეებში ჩვენ ვერ დავინახეთ.

  • უმჯობესი იყო მეთქვა, იბრძოლეთ აღმაშენებლობისთვის – მეუფე სპირიდონი

    უმჯობესი იყო მეთქვა, იბრძოლეთ აღმაშენებლობისთვის  – განაცხადა დეკანოზმა სპირიდონ  ცქიფურიშვილმა, რომელმაც 5 ივლისს ღირსების მარშის კონტრაქციაზე განაცხადა, რომ “არა ძალადობას კი არა, ვალდებულები ხართ იძალადოთ სამშობლოსთვის, იძალადოთ ღმერთისთვის, იძალადოთ სიკვდილისთვის”.

    “უმჯობესი იყო მეთქვა, და ახლა ვიმეორებ ამ სიტყვას, ჩავთვალოთ, რომ გავასწორეთ ეს სიტყვა, იბრძოლეთ საქართველოსთვის, იბრძოლეთ დედაეკლესიის ერთგულებისთვის, იბრძოლეთ აღმაშენებლობისთვის, იბრძოლეთ დავითობისთვის, იბრძოლეთ გორგასლობისთვის, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ ღმერთმა”. – თქვა დეკანოზმა სპირიდინომა.

     

  • პროკურატურამ მედიის წარმომადგენლებზე ძალადობის ფაქტზე დაკავებულ 4 პირს ბრალი წარუდგინა

    პროკურატურამ მედიის წარმომადგენლებზე ძალადობის ფაქტზე დაკავებულ 4 პირს ბრალი წარუდგინა

    პროკურატურამ მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნის და ძალადობის ფაქტებზე ბრალდება 4 პირს წარუდგინდა. ბრალდებულები ტელეკომპანია „ფორმულას“, ტელეკომპანია „იმედის“ და რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტებს და ოპერატორებს, პროფესიული საქმიანობის ხელის შეშლის მოტივით ფიზიკური ძალადობით და სიტყვიერი შეურაცხყოფით, პროფესიული საქმიანობის შეწყვეტას აიძულებდნენ.

    „საქართველოს პროკურატურამ 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის დროს, მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნის, დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის და შეუწყნარებლობის მოტივით ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე ოთხ პირს – რ.კ.-ს, გ.კ.-ს, თ.ბ.-ს და გ.ნ.-ს ბრალდება წარუდგინა.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 5 ივლისს, “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, ორგანიზებულ ძალადობაში მონაწილე პირები, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით და შეუწყნარებლობის მოტივით, თავს დაესხნენ სხვადასხვა ტელეკომპანიის, ინტერნეტ-გამოცემის, ბეჭდური მედიის ჟურნალისტებს და ოპერატორებს და არ მისცეს მათ პროფესიული საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა. ბრალდებულები ტელეკომპანია „ფორმულას“, ტელეკომპანია „იმედის“ და რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტებს და ოპერატორებს, პროფესიული საქმიანობის ხელის შეშლის მოტივით ფიზიკური ძალადობით და სიტყვიერი შეურაცხყოფით, პროფესიული საქმიანობის შეწყვეტას აიძულებდნენ, რათა მედიის წარმომადგენლების მხრიდან არ მომხდარიყო ბრალდებულთა მიერ განხორციელებული აგრესიული ქმედებების გადაღება და გავრცელება.

    სამართალდამცველებმა რ.კ., გ.კ., თ.ბ. და გ.ნ. 2021 წლის 9 და 10 ივლისს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით), 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4 წლიდან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

    “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამ დროისთვის ბრალი 20 პირს წარედგინა

  • არ მივესალმებით რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის ამკრძალავ კანონს – რელიგიათა საბჭო

    “არ მივესალმებით რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის ამკრძალავ კანონს “- სახახლო დაცველთან არსებული რელიგიათა საბჭო აცხადებს, რომ ძალადობას გმობს და სოლიდარობას უცხადებენ 5-6 ივლისს განვითარებული მოვლენებისას დაზარალებულებს.

    “ჩვენც რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლებს, ხშირად, ბევრად თუ ნაკლებად, განგვიცდია შეუწყნარებლობა, სიძულვილი, დისკრიმინაცია, უფლებათა შეზღუდვა, შეურაცხყოფა, ძალადობა. ჩვენ კარგად გვესმის, ადამიანის უფლებების დაცვის სურვილის გამო, რას ნიშნავს იყო დევნილი და შევიწროებული. ამიტომ, ჩვენ თანადგომას ვუცხადებთ მასობრივი ძალადობის შედეგად ყველა დაზარალებულს. ამგვარი რამ აღარასოდეს უნდა განმეორდეს. ძალადობა ანგრევს მშვიდობასა და თესავს ქაოსს. 5 ივლისის ძალადობრივ აქციაზე გაჟღერდა ინიციატივა ეროვნული და რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის ამკრძალავი კანონის მიღების აუცილებლობის შესახებ. რელიგიათა საბჭოს წევრები, ვეწინააღმდეგებით ამგვარი კანონის მიღებას. მიგვაჩნია, რომ ასეთი კანონი, ამ კუთხით გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა მძიმედ აისახება ჩვენი საზოგადოების განვითარებაზე.

    რელიგიათა საბჭოს წევრები კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ჩვენს ღრმა შეშფოთებას რელიგიისა და მორალის სახელით მშვიდობიან ადამიანებზე ძალადობრივი თავდასხმებისა და შეურაცხყოფის გამო. მიგვაჩნია, რომ ძალადობის კულტივაცია დამღუპველია სახელმწიფოს, საზოგადოებისა და თითოეული ადამიანისთვის, მათ შორის, მოძალადისა და ძალადობის ინსპირატორისთვისაც”, – ნათქვამია განცხადებაში.

  • გასარკვევია ვინ იყვნენ ვინც ძალადობდნენ – მეუფე გრიგოლი

    გასარკვევი ის არის, ვინ იყვნენ ის ადამიანები, ვინც ძალადობდნენ – ეს განცხადება ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა, 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გააკეთა.

    ​„გასარკვევი ის არის, ვინ იყვნენ ის ადამიანები, ვინც ძალადობდნენ. ვფიქრობ, ნებისმიერ შემთხვევაში ასეთი ძალადობრივი მოვლენები ჩვენს სახელმწიფოს და ქრისტიანობას აყენებს ჩრდილს… ადამიანი განსაკუთრებით სიფრთხილით ეკიდება იმ წყალობას, რასაც ჰქვია ოჯახი, სახარებისმიერი სიწმინდე. ეს კარგია, მაგრამ კარგი იქნება, რომ ჩვენ არა ამოგლეჯილად სხვადასხვა ცოდვა დავგმოთ, არამედ ზოგადად, ცოდვა დავგმოთ. საპატრიარქოს აქვს შესაბამისი კომისია და ალბათ იმსჯელებს იმ საკითხებზე, რაც ამ დღეებში გამოჩნდა ძალიან ცუდად“,- ამბობს მეუფე გრიგოლი