Category: სლაიდერი

  • ლექსოს სახელს შეარცხვენენ, არ დაიჯეროთ – ხაზარაძე ექსპერტიზაზე

    ლექსოს სახელს შეარცხვენენ, არ დაიჯეროთ – ხაზარაძე ექსპერტიზაზე

    ლელოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ “წამქეზებელი” ღარიბაშვლი უნდა გადადგეს.

    მისივე განცხადებით, ქვეყანაში გამოძიება და დამოუკიდებელი ექსპერტიზა არ არსებობს, ამიტომ ლექსო ლაშქარაულის დისკრედიტაციას ეცდებიან.

    “არ დაიჯეროთ, რასაც ახლა თავს მოახვევენ ადამიანებს. მე დარწმუნებული ვარ, რომ გამოვა ახლა საშინელი ინფორმაცია და ლექსოს სახელს შეარცხვენენ და ლაქებს წაუსვამენ, ეს არის ამათი მეთოდი. გამოსავალი ქვეყნის სტაბილურობის არის მთავრობის სრული გადადგომა”,– განაცხადა ხაზარაძემ ოცნების ოფისთან აქციაზე.

    ტვ პირველის გარდაცვლილი ოპერატორი, ლექსო ლაშქარავას ექსპერტიზას უტარებენ. საქმეში ჩაერთვება დამოუკიდებელი ექსპერტიც.

  • ან საქართველო გაიღვიძებს, ან გაქრება, დავდგეთ ქართული მედიის გვერდით – სააკაშვილი

    “ან საქართველო გაიღვიძებს, ან საქართველო, როგორც ქვეყანა, გაქრება. მე მინდა მოვუწოდო ყველა ჩვენს მომხრეს, დავდგეთ ქართული მედიის და ქართული თავისუფლების გვერდით. ის რაც დაემართა ლექსოს, ეს შეიძლება დაგვემართოს თითოეულ ჩვენგანს. მეგობრებო, ჩვეულებრივად ვართ გადაყვანილი განადგურების რეჟიმში. ოკუპანტი ქვეყანა იყენებს ყველაფერს, რასაც ბევრ ქვეყანაში და ყველაზე წარმატებით – საქართველოში. რა, ყველაზე უნიჭოები, ბნელები და გაუნათლებლები ვართ? ორკები მთლიანად მათია. გამოვიღვიძოთ და ვთქვათ, რომ საქართველო საჭიროებს ჩვენს გადარჩენას. ადამიანიც აღარ დარჩება მისი გადამრჩენი, ან გაიქცევა, ან ყველას დახოცავენ. მეგობრებო, ბოლომდე უნდა დავდგეთ. მეც თქვენთან ერთად ბოლომდე დავდგები”

    ამბობს საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ოპერატორის გარდაცვალებაზე.

  • 18.00-ზე ყველა პარლამენტთან – ყველა უნდა დაისაჯოს, გინდ პიჯაკი ეცვას, გინდ ანაფორა – ჯაფარიძე

    18.00 საათზე ყველა პარლამენტთან

    ჟურნალისტზე, ოპერატორზე, ახალგაზრდაზე, ქალზე და ზოგადად ადამიანზე ქუჩაში ჯოგურად ძალადობა რომ არ მოსულა – მაგაზე უნდა შევთანხმდეთ

    ვინც ასეთ რამეს ჩადის და ვინც ამას აორგანიზებს ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით – ყველა უნდა დაისაჯოს, გინდა პოჯაკი ეცვას, გინდა ანაფორა

    სამწუხაროდ ასეთი დაბალი ნიშნულიდან გვიწევს დაწყება 21-ე საუკუნეში

    დემოკრატიაზე, სიტყვის თავისუფლებაზე, ევროპულ არჩევანზე და უფრო რთულ თემებზე მერე ვიკამათოთ

    მერე ვინც გინდათ ის აირჩიეთ
    ჯერ ცხოველის მდგომარეობიდან გამოვიდეთ და ადამიანებად ვიქცეთ”

    წერს გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე.

  • “ქართული ოცნება” უმრავლესობის სხდომას მართავს

    “ქართული ოცნების” ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა დაიწყო. დეპუტატები მედიასთან არ გამოჩენილან.

    ისინი სავარაუდოდ ტვ პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით იმსჯელებენ.

    ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

  • ამას თუ გაატარებს ქვეყანა, ვერასდროს შევდგებით სახელმწიფოდ – ხიდაშელი

    ამას თუ გაატარებს ქვეყანა, ვერასდროს შევდგებით სახელმწიფოდ – ხიდაშელი

    “ამას თუ გაატარებს ქვეყანა, აპატიებს და აბა ის 9 წელი ჯობდაო იკითხავს, არც საზოგადოება ვიქნებით და ვერც სახელმწიფოდ შევდგებით ვერასდროს.

    ვინც კურთხევა მისცა, ვინც წააქეზა, ვინც ფსევდო ტრადიციებს ამოფარებული გულშემატკივრობდა ამ ბრბოს, ხელის აუკანკალებლად, კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს. მანიაკებთან ენის მოჩლექით არ საუბრობენ, არც დაყვავებით გაკეთილშობილდებიან, მათ მხოლოდ კანონის ენა ესმით, მკაცრი სასჯელის ენა. სწორედ ეს სასჯელი უნდა მიიღონ მათ შორის ხვალინდელი და ზეგინდელი ძალადობის შესაჩერებლად, სხვა სიცოცხლეების გადასარჩენად.

    ნუ დაიჯერებთ რომ იმიტომ რომ 21-ე საუკუნეა რაღაცეები თავისით მოხდება. არ დაგავიწყდეთ, რომ ირანში და ჩრ. კორეაშიც 21-ე საუკუნეა. 21-ე საუკუნის შესაბამისი ყოფისთვის მთავარი ბრძოლა როგორც ჩანს ჯერ კიდევ წინ გვაქვს და ეს ბრძოლა უნდა მოვიგოთ ჩვენი შვილებისთვის.

    მაპატიეთ, რომ ამ დღეებში თქვენს გვერდით ვერ ვიყავი, მხარეში ვერ ამოგიდეგით და თქვენი დაცვა ვერ შევძელი.

    იმედი მაქვს მალე ფეხზე დავდგები და როგორც ყოველთვის თავისუფალი ქვეყნისთვის მებრძოლ ჯარისკაცთა რიგებში ჩავდგები ჩემი სამშობლოს მოძალადე მანიაკებისგან გასათავისუფლებლად!”

    წერს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი.

  • ეს ასე არ უნდა დამთავრდეს – ზურაბიშვილი ოპერატორის გარდაცვალებაზე

    ეს ასე არ უნდა დამთავრდეს – ზურაბიშვილი ოპერატორის გარდაცვალებაზე

    საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლექსო ლაშქარავას ოჯახში მივიდა. მისი თქმით, ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს.

    “არ ვიცოდი, რა უნდა მეთქვა დედისთვის, ვინც ამ დღეშია. მე საავადმყოფოში ვინახულე თავის დროზე და მართლა არ მეგონა, რომ დღეს აქ მოვიდოდი ამ ტრაგედიის გასაზიარებლად.

    დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასე არ უნდა დამთავრდეს. ვინც იყო პასუხისმგებელი, უნდა დაისაჯოს. მე არ ვარ არც პოლიცია, არც გამოძიება, მაგრამ ვიცი, რომ ესაა აუცილებელი. თქვენ, ჟურნალისტებს და მთელ საზოგადოებას ვუზიარებ ამ ტრაგედიას”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

  • კომუნისტების მოსვლის დროს ცოტა იყო მსხვერპლი? – მეუფე სტეფანე ოპერატორზე

    ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე სტეფანე პასუხისმგებლობას ვერ გრძნობს ტვ პირველის ოპერატორის გარდაცვალების გამო. მისი თქმით, ოჯახს უსამძირებს, თუმცა ისინი არაფერში უნდა დაადანაშაულონ.

    მისივე თქმით, მათ არა ადამიანების დახოცვა, არამედ “სამშობლოს დაცვა” უნდათ.

    “ჩვენ ყველამ უნდა დავინახოთ საფრთხე, რომელიც დგას მომავლის წინაშე. ამის გამოა ჩვენი აღშფოთება, დამოკიდებულება. თორემ ადამიანი რომ გარდაიცვალა და ესეთი რაღაც მოხდა, ეს არ არის ჩვენი მოწოდების ფარგლებში აბსოლუტურად. აქედან გამომდინარე ნურავინ ჩვენ ნუ დაგვადანაშაულებს. ჩვენ ვამბობთ რომ საფრთხეშია ჩვენი ქვეყანა, თქვენთვისაც საფრთხეშია.

    ისეთი რაღაცაც შეიძლება მოხდეს, რომ ძალით თვითონვე შექმნან ის ჯგუფები, რომლებიც ვთქვათ ძალით რაღაცებს გააკეთებენ და მერე უკვე დაგვაბრალებენ ჩვენ. იმის მაგივრად რომ ქვეყანა ქვეყნის ინტერესები და ზოგადად ადამიანის სულისთვის იბრძოლონ, ადამიანს აბრძოლებენ გაუგებარი იდეალებისთვის, რომლის შედეგადაც უამრავი პრობლემა ხდება.

    კომუნისტების მოსვლის დროს ცოტა იყო მსხვერპლი? როდესაც თავს მოხვევა ხდება რაღაცა ისეთი ინფორმაციისა, იდეოლოგისაა იქ ხდება ისეთი სიტუაციები, როდესაც არის დამოკიდებულება ფარგლებიდან გამოსული, ცალი მხრიდან შუქდება და მეორე მხრიდან რაც უბედურება ხდება ყველაფერი დამალულია და არავინ არ აშუქებს. არის პრობლემა ამას ვამბობ, თორემ იმას კი არ ვამბობ, რომ ეს უნდა მომხდარიყო და ვინც ეს გააკეთა მართალი და კარგი ადამიანია. უბრალოდ გამოვიდა წყობიდან რაც არ უნდა მოხდეს. ჩვენ სამშობლოს დაცვა გვინდა და არა მოკვლა ვინმესი, რომელიც არასწორად ფიქრობს”, – განაცხადა მეუფე სტეფანემ IPN–ის ცნობით.

  • მაღალპროფესიონალური დახმარება გაეწია – კლინიკის დირექტორი ოპერატორზე

    კლინიკა ნეო ჰოსპიტალის დირექტორი, გიორგი რამიშვილი ამბობს, რომ ტვ პირველის ჟურნალისტის, ლექსო ლაშქარავას გაწერის დროს მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო.

    “პაციენტის მდგომარეობა გაწერის დროს იყო დამაკმაყოფილებელი. მას მიეცა რეკომენდაციები. სტანდარტების მიხედვით ჩაუტარდა ყველა საჭირო ჩარევა და დახმარება. გაეწერა დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში.

    გაწერის ვადა არის სტანდარტული, ის კლინიკიდან ნაადრევად არ გაწერილა. გაწერის წინ გაუკეთდა კვლევები, მათ შორის კომპიუტერული ტომოგრაფია.  ახლა ვთანამშრომლობთ რეგულირების სააგენტოსთან, რომელიც სწავლობს დოკუმენტაციას – პაციენტის დაავადების მიმდინარეობას, შესრულებულ ჩარევებს და დასკვნას გამოიტანს რეგულირების სააგენტო”,– ამბობს რამიშვილი.

    მისივე ინფორმაციით, ლაშქარავას ოპერაცია ჩაუტარდა თვალ-ბუდეზე, რომელიც დამსხვრეული ჰქონდა.

    “დანარჩენი არის ექსპერტიზის საგანი. დანარჩენზე უნდა იმსჯელოს ექსპერტიზამ, იმისთვის რომ არ იყოს სპეკულაციები”,– აღნიშნა ექიმმა.

     

  • დადგეს გომელაურის და ღარიბაშვილის პოლიტიკური პასუხისმგებლობა – ეთიკის ქარტია

    საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ეხმიაენება ტვ პირველის ოპერატორის გარდაცვალებას და აცხადებს, რომ 5 ივლისს ხელისუფლებამ არ მიიღო სათანადო ზომები ძალადობის აღსაკვეთად და რიგ შემთხვევებში მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეების განცხადებებმა წაახალისა კიდეც ძალადობრივი ჯგუფების ქმედებები.

    მათი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ  5 ივლისს ვერ დაიცვა ჟურნალისტები ფიზიკური ძალადობისგან, ასევე ვერ უზრუნველყო მედიის უსაფრთხო საქმიანობა, ამ დრომდე გამოუძიებელია ჟურნალისტებზე თავდასხმის, მედიის საქმიანობის ხელშეშლის და ძალადობის ფაქტების უმრავლესობა, არ ხდება ძალადობრივი ჯგუფების ორგანიზატორების პასუხისმგებლობის საკითხის გამოკვეთა.

    ეთიკის ქარტია მოითხოვს:

    • ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები, რათა შეწყდეს ორგანიზებული ძალადობა მედიაზე;
    • დაისაჯონ ძალადობრივი აქციის არამარტო მონაწილეები, არამედ ორგანიზატორებიც;
    • ეფექტურად მოხდეს მედიაზე ორგანიზებული თავდასხმის 50-მდე ფაქტზე რეაგირება;
    • დაიწყოს მედიის მისამართით გაჟღერებულ მუქარის შემცველ შეტყობინებებზე მოკვლევა;
    • ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სიძულვილის ენით საუბარი მედიასთან, დაიცვას კანონი და ჟურნალისტები;
    • დადგეს შინაგან საქმეთა მინისტრის და პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობა.
  • გულისტკივილს გამოვხატავ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო – ღარიბაშვილი

    პრემიერი ღარიბაშვილი, რომელმაც 5 ივლისს ძალადობა წაახალისა, ტვ პირველის ოპერატორის გარდაცვალებას ეხმიანება და მწუხარებას გამოთქვამს.

    “უდიდეს გულისტკივილს გამოვხატავ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო. ეს არის წარმოუდგენელი ტრაგედია. ამ მძიმე წუთებში თანადგომას ვუცხადებ ოჯახს, ახლობლებს, “ტვ პირველის” კოლექტივს და მთელ მედია საზოგადოებას. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო გამოძიება და საზოგადოებას უმოკლეს ვადებში მიეწოდება სრულყოფილი ინფორმაცია”,– წერს ღარიბაშვილი.

    5 ივლისს, როდესაც ორკებმა 53 ჟურნალისტზე იძალადეს, ღარიბაშვილმა თქვა, რომ ღირსების მარშის ჩატარება მიზანშეწყონილად არ მიაჩნია.

    მან განაცხადა: “ეს საქართველოა, ჩვენ გვაქვს ჩვენი წესები და ტრადიციები და ყველამ უნდა სცეს პატივი”.

    აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის აზრით, “სამწუხაროა, რომ ვერ ვნახეთ პრემიერმინისტრის წამყვანი როლი სიტუაციის განმუხტვისა და აგრესიის შეკავების კუთხით”.