Category: სლაიდერი

  • ლაშქარავას გარდაცვალება შემაშფოთებელია საქართველოს ყველა მეგობრისთვის – აპატურაი

    “ქართველი ოპერატორის ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალება მას შემდეგ, რაც ამ კვირის დასაწყისში ბრბომ სცემა, ღრმად შემაშფოთებელია საქართველოს ყველა მეგობრისთვის, მათ შორის ჩემთვისაც.

    დემოკრატიის პირობებში უმცირესობები დაცულია; მედია დაცულია; სიტყვის თავისუფლება დაცულია – ეს ევროატლანტიკური ღირებულებებია. არც ერთი ინსტიტუტი ან ორგანიზაცია არ არის ამ პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებული.

    წერს ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი.

  • ერთი ჟურნალისტი დაიღუპა და რა ამბავში ხართ – მეუფე ანტონი აშშ-ს და EU-ს საელჩოებს

    ერთი ჟურნალისტი დაიღუპა და რა ამბავში ხართ – მეუფე ანტონი აშშ-ს და EU-ს საელჩოებს

    ამერიკის და ევროკავშირის საელჩოებს: რატომ უქნევთ თითს ქართველ ხალხს, ჩვენს ღირებულებებს…..რატომ ფუთავთ უზნეობას ზნეობრიობის მანტიაში. გველს რომ ბულბულს არქმევთ, ნუთუ ფიქრობთ თქვენს გაწვრთნილობას და დახვეწილობას სასაუბრო ენაში ეს “ბნელი ხალხი” ვერ მიგიხვდებით?

    კარგი დიპლომატიური კურსები გაქვთ გავლილი, შეისიხლხორცეთ რომ; დიპლომატია არის ხელოვნება იმისა თუ როგორ აჭამო სხვას ნეხვი ისე, რომ დანარჩენს პირში მარწყვის გემო დარჩეს და მჭამელმაც ამტკიცოს ნამდვილად მარწყვიაო… საბჭოთა კავშირის დროს, რაზედაც არ უნდა ყოფილიყო მსჯელობა, ქიმია, ბიოლოგია თუ ნებისმიერ განყენებულ საკითხზე, დასაწყისში აუცილებლად უნდა გეხსენებინა სკპპ-ამა და ამ და ყრილობის … და ა.შ.

    ვამჩნევ ნებისმიერი ჩვენი მოაზროვნე, ხელისუფალი, სასულიერო პირი თუ უბრალოდ პატიოსანი ადამიანი რომ გამოდის, ჯერ აუცილებლად უნდა იხმაროს ძალადობას ვგმობ, ვემიჯნები, რა ძალადობა, ვინაა ძალადობის მომხრე, იცით როდესაც კაცს თავისმართლების რეჟიმში აგდებთ მოგებული ხართ. თუ ვინმეა მოძალადე ეგ თქვენ ხართ, აბსოლიტურ უმრავლესობას ძალადობრივად თავს რომ ახვევთ თქვენს გამრუდებულ შეხედულებებს.

    რაიო? შეურაცხყოფლილები ვართო, რატომ არ გამოიყვანეთ სპეცტექნიკა, რომლითაც აღჭურვეთო? რატომ არ იძალადეთ უმრავლესობაზეო? ერთი ჟურნალისტი დაიღუპა და რა ამბავში ხართ და იმ მასობრივ არეულობაში რაც მოხდებოდა დაგაკმაყოფილებდათ ვამპირებო? ყველას პირში არ არის და არც იქნება მარწყვის გემო. რა გამოგილევთ გვარამიებს, უგულავებს, ფსევდო ჯაფარიძეებს, კაცთმოძულე ბერძენიშვილებს და უმგვანო დიაცთ რომელთა სახელების ხსენება უხსენებელისავითაა… მაგრამ იცოდეთ ჩვენც ვართ!!! ვერ გიშველით შეფუთული 17 მილიარდი, რომელიც ვითომ ჩვენი კეთილდღეობისთვისაა, ვხდებით უკვე ყველაფერს…

    ძალიან მოტრფიალე ვიყავი ევროპული და ამერიკული ღირებებულებების, ვაქტუირობდი კიდეც, ეპარქიაში პირველმა დავაარსე ევროკლუბი „სურიონი“ (რომელსაც უახლოეს დღეეში დავხურავ – თქვენი შემხედვარე).

    ბავშვებს ვუხსნიდი – ევროპამ შეიმეცნა, რომ ცხოვრების არსი, პირადი კეთილდღეობა კი არა, კარგ და ჯანსაღ საზოგადოებაში ცხოვრებაა…

    თქვენ კი გინდათ დაგვარწმუნოთ რომ ჯანსაღი საზოგადოება გაყვრილებასთან ერთად თანაცხოვრებაა, რომ გველი ბულბულია და ნეხვი – მარწყვი. უკაცრავად თქვენი იყოს, მიტომ გვაფინანსებთ და გვეხმარებით , რომ ეს მოგვახვიოთ თავზე?

    სულ ვფიქრობდი და ვერ გამეგო რაში გაძლევთ ეს ხელს, განა ის არ უნდა ერჩივნოთ-თქო რომ, ზნეობის, ვაჟკაცობის იდეალების მატარებელ ხალხთან არ უნდა უჯობდეთ ურთიერთობა ? თქვენი მწერლობა ყველა ნაწარმოებებში, თქვენი ფილმები, ხომ პატრიოტობის, მამაკაცური და ოჯახური ღირებულებებითაა გაჟღენთილი, როდის გადაგვარდით რა დაგემართად, რა უქენით თვენს საზოგადოებას, კულტურას, ხელოვნებას, როგორ დააჩმორეთ ოჯახები, მამაკაცები, რა უქენით თვენს ხალხს.

    პარიზის და სხვა დიდი ქალაქების მერად რომ გარყვნილებს აირჩევს იქ ოჯახები და მამაკაცები ცხოვრობენ?

    ვიმეორებ, როგორ დააჩმორეთ საზოგადოება, არ გაგივათ ესეთები აქ ქუდზე კაცი გამოვალთ,რომ კანონმდებლობით აიკრძალოს გეიპარადები და მათი პარპაში, ბაღებში სკოლებში, საზოგადოებრივ სახალხო -კულტურულ სივრცეებში.

    სულით ხორცამდე მჯერა, რომ არც თვენ მოგწონთ ეს მაგრამ ისეთ სისტემაში შეებით უკან გზა არ გავთ და ერთი გამოსავალი დაგრჩათ იმსგავსოთ ხალხი და ქვეყნები!!!

    მივხვდი და უტყუარი დასკვნა გამოვიტანე : ზნეობრიობის და ვაჟკაცობის იდეალებზე გაზრდილთ, ვერ მოახვევ თავს აღვირახსნილობას, სიბილწეს, დაე გაიხრწნან, მივცეთ გასართობები, „თავისუფლება“ კარგად გაქვთ შეთვისებული, რომ „თავაშვებული ცხოვრება დედაა აღვირახსნილობისა და ბებია უზნეობისა“.

    იცით, რომ ქრთამი ჯოჯოხეთს ანათებს (სამოთხე განათებულია – უქრთამოდ!). ჩვენ რუსეთს უთხარით უარი, დაგვიმარტოხელეთ და ალერსით გაბრუებულებს და საკენკით მიტყულებულებს გინდათ მოგვახვიოთ თქვენი მრუში- ბილწი და გარყვნილი იდეალები. გინდათ შეძვრეთ ჩვენს ბაღებში, სკოლებში იქ გინდათ ასწავლოთ და ვადაზე ადრე “გაუნათოთ” გონება ბავშებს. პირველი ღილი გინდათ შეუბნიოთ არასწორად დანარჩენი იცით თავისთავად წავა…

    ნუ გავიძულებთ დამარტოხელებულებმა ნაცნობ ჭირთან ყოფნა ვირჩიოთ. გულში ლახვარი სჯობს, უკანალში ლახვარს!

    თქვენასვით დახვეწილად და დიპლომატიურად ვერ გწერთ და ასისინდებიან ეხლა ვისაც ღილები აუბნიეთ და პირში მარწყვის გემო დაუტოვეთ., ზოგს ენა არ მოეწონება, ზოგს სურათი ზოგს კიდე რა..

    მიმართავს მეუფე ანტონი ევროკავშირისა და აშშ-ს საელჩოებს.

  • ლაშქარავა ცოცხალი იქნებოდა, რომ არა ისინი, ვინც პრაიდის დაძალებას ეცადნენ – ვასაძე

    პრორუსი, ჰომოფობიური ძალის ლიდერი, ლევან ვასაძე ტვ პირველის ოპერატორის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას პრაიდს აკისრებს.

    “ჩემი ღრმა რწმენით, დიდი ალბათობით, ლექსო ლაშქარავა ახლა ცოცხალი იქნებოდა, რომ არა ის პროვოკატორები, ვინც ეცადნენ ჩვენი საზოგადოებისთვის ე.წ. პრაიდის დაძალებას. პირველ რიგში, მე აქ მახსენდება, სამწუხაროდ, აშშ-ის ელჩი ქალბატონი კელი დეგნანი, რომელმაც მიუხედავად 100 ათასობით ჩვენი მოქალაქის სოციალურ ქსელში მოწოდებისა, გაჩუმებულიყო და თავისი ადგილი სცოდნოდა, მიუხედავად ეკლესიისა და ყველა ტრადიციული რელიგის მიმართვისა არ გაჩუმდა და ქაჯივით, რქებით ბოლომდე აწვებოდა ჩვენ მთავრობას ჩატარებულიყო. […]

    რა თქმა უნდა, ის, ვინც გალახა ეს უბედური კაცი, ვინც გარდაიცვალა, პასუხისმგებელია ნებისმიერ შემთხვევაში, მაგრამ რა ზომით არის პასუხისმგებელი, რა მოხდა იქ და რა როლი ითამაშა იმ დაზიანებებმა, რაც ლექსო ლაშქარავას მიადგა ამ ფიზიკური დაპირისპირების შედეგად, ესეც გამოძიების დასადგენია”, — აცხადებს ვასაძე.

    დღეს გარდაიცვალა ტვ პირველის ოპერატორი ლექსო ხარშილავა, რომელსაც სასტიკად გაუსწორდნენ პუტინისტური ჯგუფები.

  • ხვალ დილამდე მთელი მთავრობა გადადგეს – აქციის ორგანიზატორები

    პარლამენტთან აქციის ორგანიზატორები ითხოვენ, ხვალ დილამდე მთავრობა გადადგეს.

    “მინდა მივმართო ბიძინა ივანიშვილს. ბატონო ბიძინა, თქვენ არ გაქვთ ბევრი დრო, მაქსიმუმ ხვალ დილამდე, ვიცით, რომ ადრე იძინებთ, მაგრამ იღვიძებთ ასევე ადრე, ხვალ დილამდე თქვენი ეგრედ წოდებული მარიონეტი პრემიერმინისტრი უნდა გადადგეს და უნდა მიყვეს მთელი მთავრობა”. – თქვა ჟურნალისტმა ვახო სანაიამ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.

    ამ წუთებში პარლამენტის წინ მრავალათასიანი აქცია მიმდინარეობს. ადგილზე მოქალაქეები, მედიის წარმომდგენლები და პოლიტიკური პარტიები იკრიბებიან.

    დღეს გარდაიცვალა პუტინისტების მიერ სასტიკად ნაცემი ტვ პირველის ოპერატორი.

  • პატრიარქი ილია მეორე უნდა დააკავოს პოლიციამ – ბასილ კობახიძე

    “პატრიარქი ილია მეორე უნდა დააკავოს პოლიციამ. მის კოტიტა თითებზეა ლექსო ლაშქარავას სისხლი. ნუ გეშინიათ და თავს ნუ იტყუებთ, პირდაპირ უნდა დასახელდეს მთავარი დამნაშავე. ილია მეორეა მთავარი დამნაშავე, ხოლო ბანდიტი მეუფეები, სისხლისმსმელი მღვდლები და გავეშებული მრევლი — შემსრულებლები. ილია მეორეა მთავარი ურჩხული, როგორც საშინელებათა ფილმებშია — დიდი მთავარი ურჩხული, რომელიც მართავს შედარებით მცირე ურჩხულებს. ამიტომ სისხლის სამართლის პასუხისგებაში უნდა მიეცნენ ამ დრაკონის, რომელსაც რატომღაც ეკლესია ჰქვია, მთავარი თავი ილია შიოლაშვილი და მეორადი თავები — შიო მუჯირი, ანდრია ჯაღმაიძე, სტეფანე კალაიჯიშვილი, იაკობ იაკობიშვილი, სპირიდონ აბულაძე, შალვა კეკელია და კიდევ მრავალი”

    აცხადებს თეოლოგი ბასილ კობახიძე.

  • ეს რა იკადრეთ, თქვენი დედა მო**ან – აბსანძე შსს-ს

    საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელეწამყვანი, ირაკლი აბსანძე გარდაცვლილ ოპერატორზე შსს-ს განცხადებას ეხმიანება.

    “შინაგან საქმეთა სამინისტრო, ეს რა იკადრეთ, თქვენი დედა მოვ**ან. თინათინ ბერძენიშვილი, ვიცი, რომ შინაგანაწესს ვარღვევ და მომხსენი ეთერიდან, თუ ტ*კი გაქვს”. – წერს აბსანძე.

    შსს-მ ექსპერიტიზის შედეგების გარეშე ლექსო ლაშქარავას ზედოზირებით გარდაცვალებაზე მიანიშნა. სამინისტრომ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ოპერატორი გუშინ ფონიჭალის დასახლებაში იმყოფებოდა.

    პუტინისტური ჯგუფების მიერ სასტიკად ნაცემი ტვ პირველის ოპერატორი დღეს გარდაიცვალა. მას ამ დროისთვის ექსპერტიზა უტარდება.

  • მოვუწოდებთ ძალადობის დასრულებისკენ, რომელმაც 1 ადამიანის სიკვდილი უკვე გამოიწვია – აშშ-ს საელჩო

    აშშ-ის საელჩო ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

    “ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო თბილისში ღრმა მწუხარებით უსამძიმრებს ლექსო ლაშქარავას ოჯახს, უპირველეს ყოვლისა ლექსოს დედას, მის კოლეგებს ტვ პირველში და ყველას, ვინც შეძრულია და დამწუხრებულია მისი გარდაცვალებით. ლექსო, როგორც მედია პროფესიონალი, მრავალი წელი კამერის უკან მუშაობდა და შეიძლება ზოგს ის ვერც კი ეცნო, სანამ მას სასტიკად არ გაუსწორდნენ ის პირები, რომლებმაც ადამიანის სიცოცხლისადმი პატივისცემის სრული უგულვებელყოფა აჩვენეს.

    ლექსოს მიერ კოლეგის დაცვისას გამოვლენილი სიმამაცე და მისი ერთგულება ფუნდამენტური თავისუფლებების მიმართ, რასაც ოდითგანვე აფასებდნენ ამ ქვეყანაში, წარმოადგენს ქართველი ხალხის საუკეთესო თვისებებსა და ტრადიციებს”,– წერია განცხადებაში.

    მათივე თქმით, ლექსოს თავდასხმასთან დაკავშირებით რამდენიმე პირის დაკავება პირველი დადებითი ნაბიჯია სამართლის აღსრულებისკენ.

    “თითოეული ქართველი ჟურნალისტის უსაფრთხოება და დემოკრატიისადმი რწმენა საქართველოში მოითხოვს, რომ ყველა, ვინც თავს დაესხა მშვიდობიან მოქალაქეებსა და ჟურნალისტებს 5 და 6 ივლისს, ან ვინც წააქეზა ძალადობა, უნდა გამოვლინდეს, იქნას დაპატიმრებული და უნდა წარსდგეს სასამართლოს წინაშე კანონის სრული სიმკაცრით.
    ჩვენ მოვუწოდებთ სიმშვიდისკენ და იმ ძალადობის დასრულებისკენ, რომელმაც უკვე გამოიწვია ერთი ადამიანის ტრაგიკული სიკვდილი”,– აცხადებს აშშ–ს საელჩო.

  • თავიდანვე ვიძახდი, რომ შეიძლება იყოს მსხვერპლი – ფალავანდიშვილი

    5 ივლისს ჟურნალისტებზე ძალადობის ერთ-ერთი ორგანიზატორი, გურამ ფალავანდიშვილი ეხმიანება ტვ პირველის ოპერატორის გარდაცვალების ფაქს.

    ის ირწმუნება, რომ არანაირი შეხება არ აქვს მოძალადე ჯგუფებთან და იმ ადამიანებთან, ვინც მოქალაქეები ცემა.

    “მე არ ვიღებ [პასუხისმგებლობას]. მე პირადად იმიტომ ვიდექი იქ, რომ შემეჩერებინა ძალადობა „თბილისი პრაიდის“ მხრიდან. თავიდანვე ვიძახოდი, რომ შეიძლება იყოს მსხვერპლი, თუ ისინი მოისურვებდნენ გარეთ გამოსვლას”. – ამბობს ფალავანდიშვილი პრაიმტაიმთან საუბრისას.

    პუტინისტური ჯგუფების სასტიკი ძალადობის შემდეგ ლექსო ლაშქარავა დღეს გარდაიცვალა.

  • ვაფრთხილებთ აქციის ორგანიზატორებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები – შსს

    ვაფრთხილებთ აქციის ორგანიზატორებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები – შსს

    შინაგან საქმეთა სამინისტრო ქართული ოცნების ოფისთან მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ორგანიზატორებს მოუწოდებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები.

    „შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები თბილისში, პარტია „ქართული ოცნების“ ოფისთან მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით მობილიზებული არიან და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს. მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს.

    ამასთან, ვაფრთხილებთ აქციის ორგანიზატორებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები და უზრუნველყონ, რომ აქციებმა არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი. შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების დაცვას. სამართალდარღვევის ფაქტებზე სამინისტრო შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს“, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

    ორკების მიერ სასტიკად ნაცემი ტვ პირველის ოპერატორის გარდაცვალების შემდეგ, პოლიტიკური პარტიების ლიდერები და მოქალაქეები ქართული ოცნების ოფისთან შეიკრიბნენ. შსს–მ რამდენიმე პირი დააკავა.

  • ევროკავშირის ელჩი ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

    ევროკავშირის ელჩი, ჰარლ ჰარცელი 5 ივლისს პუტინისტური ჯგუფების მიერ ნაცემი TV პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, ევროკავშირი მკაცრად გმობს ძალადობას და მტკიცედ უჭერს მხარს მედიისა და შეკრების თავისუფლებას.

    “დღეს გულისტკივილით შევიტყვე ტელეკომპანია პირველის ოპერატორის ლექსო ლაშქარავას ტრაგიკული გარდაცვალების შესახებ. ვიზიარებ მისი ოჯახის, მეგობრების და კოლეგების ღრმა მწუხარებას.

    ბატონი ლექსო ლაშქარავა სასტიკად იყო ნაცემი, რადგან ის აშუქებდა ძალადობას, რომელიც თბილისში 5 ივლისს, პრაიდის მოვლენების გარშემო ხდებოდა.

    მიუხედვად იმისა, რომ ჯერ კიდევ ველოდებით მისი გარდაცვალების მიზეზების გამოძიების შედეგებს, ნება მომეცით კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ევროკავშირი მკაცრად გმობს ძალადობას და მტკიცედ და ურყევად მხარს უჭერს მედიისა და შეკრების თავისუფლებას”,- ნათქვამია განცხადებაში.

    დღეს გარდაიცვალა ტვ პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელზეც 5 ივლისს პუტინისტურმა ჯგუფებმა სასტიკად იძალადეს.

    მას ამჟამად ექსპერტიზა უტარდება. შსს-მ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.