Category: სლაიდერი

  • გადადგები ნებით ან თავისუფლების მოყვარე ხალხი გადაგაგდებთ – სირცხვილია ღარიბაშვილს

    ‘გადადგები ნებით ან თავისუფლების მოყვარე ხალხი გადაგაგდებთ”- მოძრაობა სირცხვილია პრემიერმინისტრს, ირაკლი ღრიბაშვილს მიმართავს და აცხადებს, რომ ის ან საკუთრი ნებით გადადგება, ან ამ ქვეყნის ადამიანებისა და თავისუფლების მოყვარე ხალხი გადააგდებს.

    “ვეხმაურებით მკვლელი ირაკლი ღარიბაშვილის სამარცხვინო ბრიფინგს. სამწუხაროა, რომ ქვეყნის პირველი პირი, ქვეყანაში დატრიალებული მრავალდღიანი ტრაგედიის შემდეგ, ისევ იცლის, რომ ამ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მთავარ ხელშემწყობებს – მედიასა და სამოქალაქო აქტივისტებს დაემუქროს.

    ჩვენ გვყავს ე.წ. “ქურდული” მენტალიტეტის მქონე, მკვლელი, ჰომოფობი და უღირსი პრემიერმინისტრი. ბიძინა ივანიშვილის პირდაპირი მითითებების ძალადობრივად შემსრულებელი, რომელიც ძალაუფლების ტკბობაში ისეთ ფსკერზე დაეშვა, რომ მისი ყველა სიტყვა უკიდურესად სამარცხვინო და დანაშაულის შემცველია.
    ირაკლი ღარიბაშვილი, საპატრიარქოსთან კოორდინირებით, არის 5 ივლისს ძალადობის პირველი და ყველაზე დიდი გავლენის მქონე წამხალისებელი. ის არის პასუხისმგებელი ყველა დაღვრილ სისხლზე, ლექსო ლაშქარავას მკვლელობაზე.
    ირაკლი ღარიბაშვილი მისნაირივე ბინძური მეთოდებით ებრძვის ამ ქვეყნის დემოკრატიულ და დასავლურ კურსს, ის არც კი ცდილობს, დამალოს თავისი ძალადობრივი მიდრეკილებები და სჯერა, რომ მის ერთ სიტყვას ამ ქვეყანაში ყველა დაემორჩილება.
    ირაკლი ღარიბაშვილო, მკვლელო, ჰომოფობო, შენი ადგილი რუსეთშია. ამ ქვეყანაში შენ არც აწმყო გექნება და არც მომავალი.
    თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის მე-10 წელია და ისევ არ გრცხვენიათ, სხვა ძალებს დააბრალოთ ის, რასაც თავად აშავებთ. თქვენი პასუხისმგებლობაა ამ ქვეყანაში თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვა.
    თავად განაცხადე 5 ივლისს, დაძაბულობა იქნებაო და როდიდან აღკვეთთ დაძაბულობას 1 საპატრულო ეკიპაჟითა და შეუიარაღებელი პოლიციელებით? თქვენს პოლიციელებს თვალებში წიწაკის სპრეის ასხამდნენ მოძალადეები და თქვენი საპატრულო პოლიციის უფროსს, ვაჟა სირაძეს, ფეხებში უფეთქებდნენ ასაფეთქებლებს, არმატურის ნაგლეჯებსა და ლოდებს ისროდნენ და თქვენ ისევ გიბრუნდებათ ენა, რომ ყველაფერი მედიასა და სამოქალაქო აქტივისტებს გადააბრალოთ.
    ირაკლი ღარიბაშვილო, მორჩი სხვების კუნთებზე ყურებას, რადგან შენ მხოლოდ არასრულწლოვან ბავშვებთან გაქვს დიდი გული, ისიც მაშინ, როდესაც შენი მფლობელის შვილი მოგიწოდებს.
    სათამაშო ხარ, მარიონეტი, სამარცხვინო და სულელიც. შენ გადადგები საკუთარი ნებით, ან ამ ქვეყნის თავისუფლებისა და ადამიანების მოყვარე ხალხი გადაგაგდებთ.”- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
  • არც საშვი იყო დაშვებული, პარლამენტში უბრალოდ შემოიპარნენ – კუჭავა

    ის წევრები, რომ შემოიპარნენ პარლამენტში, ვისაც ამის უფლება არ ჰქონდათ, არც საშვი იყო დაშვებული, უბრალოდ შემოიპარნენ, შემდეგ რაც სასესიო დარბაზში ხდებოდა, ვინმეს ნორმალურად მიგაჩნიათ? – ამის შესახებ პარლამენტის რიგგარეშე პლენარული სხდომის დაწყებისას პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ განაცხადა.

    „რაც მთავარ წარმომადგენლობით ორგანო პარლამენტში ხდება, მცდელობა ჩაიშალოს პროცესი იმ მოთხოვნით, რომელზეც უმრავლესობაც თანახმაა, რაზეც ვისუაბრეთ ბიუროზეც, იყვნენ ოპოზიციის წარმომადგენლებიც, ვთქვით კიდეც იქნება ეს საგამოძიებო კომისია და თუ იქნება ეს რიგგარეშე სხდომა, სადაც მინისტრს მოვიწვევთ, თუ სხვა, ამაზე არათუ თანხმობა არის, თარიღზე უნდა შევთანხმებულიყავით და მიგვეღწია შედეგისთვის. პარლამენტში რომ შემოიპარნენ, ის წევრები, ვისაც ამის უფლება არ ჰქონდათ და არც საშვი იყო დაშვებული, უბრალოდ შემოიპარნენ, შემდეგ სასესიო დარბაზში ხდებოდა ეს, ეს ვინმეს ნორმალურად მიგაჩნიათ? ნებისმიერი თქვენგანი რომ ხელისუფლებაში იყოთ დაუშვებდით მსგავს ფორმას? თქვენ ამ ორგანოს წევრები ხართ ასევე, მესმის პროტესტი, ამის უფლებაც გაქვთ, არის ბიურო, არის სესია, სადაც შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს სრულიად. გვაქვს დებატები, რეგლამენტით გათვლილი, ნებისმიერ საკითხზე მინისტრი, მათ შორის პრემიერ-მინისტრი მოვიწვიოთ და გავაცემინოთ ყველა კითხვაზე პასუხი, რაც გაგაჩნიათ, მაგრამ ჩხუბი, აყალ-მაყალი ბლოკირება პარლამენტმა რომ იმუშაოს, ამაზე დასვით ერთადერთი კითხვა – ვის აძლევს ეს ხელს?!“, – განაცხადა კუჭავამ.

  • ან პარლამენტმა უნდა გადააყენოს ღარიბაშვილი, ან დემოკრატიულმა ოპოზიციამ დატოვოს პარლამენტი – ბოკერია

    ან პარლამენტმა უნდა გადააყენოს ღარიბაშვილი, ან დემოკრატიულმა ოპოზიციამ დატოვოს პარლამენტი – ბოკერია

    ან ამ პარლამენტმა სწრაფად უნდა გადააყენოს ირაკლი ღარიბაშვილი, ან დემოკრატიულმა ოპოზიციამ უნდა დატოვოს ეს პარლამენტი.  – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს პარლამენტთან განუცხადა.

    “ეს არის ბრძოლა ფასეულობებისთვის, ამ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის და ჩვენი ქვეყნის შიგნით ჩვენი თავისუფლებისთვის. ამ ვითარებაში, ყველამ კარგად იცით, რომ “ევროპული საქართველოს” პოზიცია ამ პარლამენტთან დაკავშირებით თავიდანვე იყო მკაფიო, რომ ეს პარლამენტი ლეგიტიმურად არ გამოხატავს ჩვენი ქვეყნის საზოგადოების ნებას, მაგრამ მინდა დავივიწყოთ ის დისკუსია, რომელიც მიმდინარეობდა 2020 წლის არჩევნების კრიზისის შემდეგ,იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა მომხდარიყო ამ კრიზისის განმუხტვა პარლამენტში შესვლით,შეთანხმების მიღწევით ან არმიღწევით – ეს გადავდოთ გვერდზე. ახლა, ამ ვითარებაში, ამ ჯოჯოხეთის შემდეგ, რაც ივანიშვილის რეჟიმმა, მისმა დამქაშმა სასულიერო პირებმა და პრო-პუტინისტურმა ძალებმა მოაწყვეს, ამ ტრაგედიის შემდეგ რაც მოხდა გუშინ, ჟურნალისტის გარდაცვალება, ასევე, ამ საზიზღრობის შემდეგ რაც მოაწყო გარდაცვალებასთან დაკავშირებით პროპაგანდის თვალსაზრისით ივანიშვილის რეჟიმმა, ერთადერთი ფუნქცია, რაც შეიძლება ამ პარლამენტმა შეასრულოს არის ღარიბაშვილის გადაყენება. თუ ეს არ ხდება და თუ ამის წინაპირობებს ვერ ვხედავთ და ჯერჯერობით, ვერანაირს ვხედავთ, მაშინ ამ პარლამენტში ნამდვილად არ არის დემოკრატიული ოპოზიციის ადგილი. ამიტომ,მინდა მოვუწოდო ჩვენს პარტნიორებს, რომლებთანაც ადრეც გვქონია უთანხმოება,მაგრამ ეს ახლა, უნდა დავივიწყოთ – ახლა, ერთადერთი რამ, რაც ამ შენობაში შეიძლება მოხდეს არის ღარიბაშვილის გადაყენება, მიუხედავად იმისა, რომ ამ უბედურების ძირი არის ივანიშვილსა და მის გარემოცვაში, მინიმუმ ეს მაინც უნდა მოხდეს, ახლა ამ პარლამენტში. თუ ეს არ ხდება, მაშინ ამ ვითარების შედარებით ნორმალიზაციის,რომ პარლამენტი ფუნქციონირებს, ამ პროცესში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს არცერთმა ძალამ, რომლისთვისაც ამ ქვეყნის მომავალი, თავისუფლება და დამოუკიდებლობა არის ძვირფასი და ეს უნდა გაირკვეს ძალიან სწრაფად”, – აცხადებს ბოკერია.

  • ოპოზიციონერ დეპუტატებს პარლამენტის სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს

    მანდატურის სამსახურმა ოპოზიციონერ დეპუტატებს პარლამენტის სხდომათა დარბაზი დაატოვებინა, რის შემდეგაც პლენარული სხდომა განახლდა.

    „დარბაზი ჯერ დაგატოვებინეს თქვენ, მედიას, ბოლო საზოგადოებრივი მაუწყებელი გაიყვანეს, შემდგეგ ძალადობრივად გამოგვათრიეს დარბაზიდან, იმიტომ, რომ ეს არის რეჟიმი, რომელიც იძალადებს ყველაზე და ყველაფერზე, რათა შეინარჩუნოს ძალაუფლება. რა თქმა უნდა, ეს დარღვევაა“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ.

    პლენარული სხდომის დაწყება ამ დრომდე ვერ ხერხდებოდა. ცოტა ხნის წინ სხდომათა დარბაზში მედიაორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები შეიჭრნენ. მათი გაღიზიანება პარლამენტის შენობაში შესასვლელად რამდენიმე ჟურნალისტისთვის საშვის დაშვებაზე უარის თქმამ გამოიწვია. მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა ოპოზიციონერ დეპუტატებს სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს,

    პლენარული სხდომის დაწყებამდე ამ დრომდე ვერ ხერხდებოდა. ცოტა ხნის წინ სხდომათა დარბაზში მედიაორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები შეიჭრნენ. მათი გაღიზიანება პარლამენტის შენობაში შესასვლელად რამდენიმე ჟურნალისტისთვის საშვის დაშვებაზე უარის თქმამ გამოიწვია.

  • ყოველ 10 წუთში მომლაპარაკებლებს უშვებენ რომ ტრიბუნა გავათავისუფლოთ…სუსი აქ ჰყავთ – წითლიძე

    ყოველ10 წუთში მომლაპარაკებლებს უშვებენ რომ ტრიბუნა გავათავისუფლოთ…სუსი აქ ჰყავთ – ამის შესახებ,  ენმ-ს დეპუტატი ანა წითლიძე პარლამენტში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით წერს.

    “ყოველ ათ წუთში ახალ მომლაპარაკებლებს უშვებენ რომ ტრიბუნა გავათავისუფლოთ. ჯერჯერობით ვერ ბედავენ ჩვენს გათრევას მაგრამ ამათგან ყველაფერს ველი. სუსი აქ ჰყავთ მთავარია.”- წერს ანა წითლიძე სოციალურ ქსელში.

  • იმედია დაიღლებიან, ჩამოვლენ პარლამენტის ტრიბუნებიდან და განახლდება მუშაობა – ზარქუა

    “იმედია დაიღლებიან, ჩამოვლენ პარლამენტის ტრიბუნებიდან და განახლდება მუშაობა”- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებს განუცხადა.

    „დამნაშავე ვართ ყველა, ერიც და ბერიც, – მე ვთქვი ეს. აქ გამართლება არავის არ აქვს. განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება, ერთი მხრივ, იმ 6-დღიანი მარათონის ჩამტარებლებს და მეორე – იმათ, ვისაც ჟურნალისტებზე ნადირობა ჰქონდათ გამოცხადებული.ხელისუფლებამ მაქსიმალურად შეძლო, რომ დაეცვა, თუმცა, 5 ივლისის თემა, ეს მოხდა დილის 11 საათზე, სადაც „პრაიდი“ არც იყო დაწყებული, სწორედ მაშინ მოხდა ჟურნალისტებზე თავდასხმა, რაც კატეგორიულად მიუღებელია. ამასთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები, დაკავებულია ადამიანები. იკვეთება ძალადობა, ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლა, მთელი რიგი მუხლებია.

    ის, რაც დღეს პარლამენტში მიმდინარეობს, დაკავებული აქვთ ტრიბუნა, ობსტრუქციას აწყობენ და ხმაურია, არაფერში წერია. იმედია დაიღლებიან, ჩამოვლენ ამ ტრიბუნებიდან და განახლდება მუშაობა. ეს არის სახელმწიფო და ყველამ პატივი ვცეთ კანონებს“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

    სესიის დაწყება, რომელიც 12 საათზე იყო დანიშნული, ამ დრომდე ვერ ხერხდება. ოპოზიციური პარტიების დეპუტატებმა პარლამენტის ტრიბუნაზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გადმოფინეს და მმართველი გუნდის წევრებს სიტყვით გამოსლვის უფლებას არ აძლევენ.

  • ყველამ კარგად იცის, ვინ აფინანსებს კრემლის დეზინფორმაციას, რომელიც ძალადობისკენაა მიმართული – დეგნანი

    “ყველამ კარგად იცის, ვინ აფინანსებს კრემლის დეზინფორმაციას, რომელიც ძალადობისკენაა მიმართული “- ეს განცხადება, აშშ-ს ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა, ბათუმში ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, მოქალაქეებისთვის მშვიდობიანი გარემოს უზრუნველყოფა სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა.

    “მგონი ყველამ კარგად იცის, ვინ აფინანსებს კრემლის დეზინფორმაციას საქართველოში, რომელიც მიმართულია ძალადობის, არასტაბილურობის, არეულობის გამოწვევისკენ. ქართველები ძალიან გონიერი ხალხია და კარგად ხვდება.

    ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, უზრუნველყოს მშვიდობიანი გარემო ადამიანებისთვის, იმისათვის, რომ გამოხატონ კონსტიტუციური უფლებები, მათ შორის, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, ჟურნალისტების საქმიანობის განხორციელების უფლება მშვიდობიან გარემოში. სამწუხაროდ, 5-6 ივლისს ვერ დავინახეთ ეს, თუმცა იმედი მაქვს, მომავალში იქნება მეტად დაფასდება, რამდენად ღირებულია ეს უფლებები. “, – განაცხადა დეგნანმა.

  • როდემდე შეიძლება ასეთი ქადაგებები? ჟურნალისტებზე ასე საუბარი როგორ შეიძლება – მეუფე იაკობს მრევლი დაუპირისპირდა

    როდემდე შეიძლება ასეთი ქადაგებები? ჟურნალისტებზე ასე საუბარი როგორ შეიძლება – მეუფე იაკობს მრევლი დაუპირისპირდა

    “როდემდე შეიძლება ასეთი ქადაგებები? ჟურნალისტებზე ასე საუბარი როგორ შეიძლება”- 5 ივლისის კონტრაქციის ერთ-ერთ ორგანიზატორს მეუფე იაკობს ბოდბეში, მრევლში დაუპირისპირდნენ.

    “როდემდე შეიძლება ასეთი ქადაგებები? 53 ადამიანი ისეთი ნაცემია, რომ შეიძლება, ვერ გადარჩეს და ამაში თქვენი დამსახურებაა, დიახ. როგორ შეიძლება ასეთი ქადაგებები?ჟურნალისტებზე ასე საუბარი, პოლიტიკოსებზე ასე საუბარი როგორ შეიძლება? სად იყო საპატრიარქო? სად იყო? რატომ მოუწოდებდნენ ეს მღვდლები, რატომ, რისთვის? ხედავთ იმ კადრებში. მოდით და ჩამქოლეთ ახლა”, – მიმართა მრევლის წევრმა მეუფე იაკობს.

  • ღარიბაშვილმა სახელმწიფო ლუკაშენკოს ბელორუსიად გამოაცხადა – ნიკა მელია

    ღარიბაშვილმა სახელმწიფო ლუკაშენკოს ბელორუსიად გამოაცხადა – ასე აფასებს, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავჯდომარე, ნიკა მელია დღეს, პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს.

    ”ღარიბაშვილმა არც დამალა დღეს, რომ გამოაცხადა სახელმწიფო ლუკაშენკოს ბელორუსიად. შავზე თეთრი თქვა და მცდელობა აქვს რისი? უსუსური, მხოლოდ თავის აქტივისტებს ელაპარაკება დღეს ღარიბაშვილი, ამხნევებს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ პარტიულ აქტივს, მეტი არაფერი” – განაცხადა მელიამ.

  • კეთილი ინებეთ ყველამ და მოუსმინეთ მთავრობას – წულუკიანი 5 ივლისზე

    კეთილი ინებეთ ყველამ და მოუსმინეთ მთავრობას – ასე ეხმაურება, მინისტრი თეა წულუკიანი 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებს, სადაც 50-ზე მეტი ჟურნალისტი ოპერატორი და ფოტოგრაფი დაშავდა ხოლო ერთი, ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა.

    “პოლიციამ გააკეთა შეუძლებელი, ამიტომაც, მომავალში კეთილი ინებეთ ყველამ და მოუსმინეთ მთავრობას. როდესაც მთავრობის მეთაური ამბობს ვიყოთ ფრთხილად, შევიცვალოთ აღლუმის ადგილი, ეს ვიღაცამ უნდა დაიჯეროს და გაიზიაროს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ლგბტ თემს სურდა კიდეც ამის მოსმენა და გაზიარება, მაგრამ არ გსურდათ თქვენ და იმ პოლიტიკურ ლეშიჭამია ძალებს, რომლებსაც სურდაც ეს პროვოკაცია”. –  განაცხადა წულუკიანმა.