Category: სლაიდერი

  • აქციაზე დაკავებული ირაკლი აბსანძე ხელწერილით გაათავისუფლეს

    “ქართული ოცნების” ოფისთან, დაკავებული პირველი არხის ჟურნალისტი ირაკლი აბსანძე ხელწერილით გაათავისუფლეს.

    ირაკლი აბსანძე 5 ივლისს მომხდარ ძალადობას გმობს და მმართველ გუნდს უმოქმედობაში ადანაშაულებს. ის რუსთაველზე გამართულ საპროტესტო აქციებს უკვე მეორე დღეა უერთდება. კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის ირაკლი აბსანძის დაკავებას მედიის დაშინების მცდელობად აფასებს.

  • “ოცნების” ოფისთან საზმაუს ჟურნალისტი ირაკლი აბსანძე დააკავეს

    მმართველი გუნდის ოფისთან გამართულ აქციაზე, სამართალდამცველებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი ირაკლი აბსანძე ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

    აქციაზე დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქტივისტებმა “ქართული ოცნების” ოფისს კვერცხები და “სისხლიანი ბუშტები” ესროლეს.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, “ქართული ოცნების” ოფისთან შეკრებილი აქციის მონაწილეები გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს. დაკავებულია 12 აქტივისტი.

    ეს რა იკადრეთ, თქვენი დედა მო**ან – აბსანძე შსს-ს

  • არეულობა “ოცნების” ოფისთან – აქტივისტებმა შენობას კვერცხები დაუნიშნეს

    არეულობა “ოცნების” ოფისთან – აქტივისტებმა შენობას კვერცხები დაუნიშნეს, რასაც ადგილზე პოლიციასა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. დაკავებულია 1 აქტივისტი.ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიციაა მობილიზებული. მათ აქტივისტებს არ მისცეს პლაკატების და სტენსილების შეტანის უფლება

    საპროტესტო აქციის მონაწილეები მმართველი პარტიის მთავარ შენობასთან რუსთაველის გამზირიდან მსვლელობით მივიდნენ.

  • დავუშვათ გაიკეთა რამე, ეს გამორიცხავს რაც გაუკეთეს? – ლექსო ლაშქარავას ოჯახის პირველი კომენტარი შსს-ს ბრიფინგის შემდეგ

    დავუშვათ გაიკეთა რამე, ეს გამორიცხავს რაც გაუკეთეს? რცხვენოდეს ყველას ვინც ამას აკეთებს – TV პირველის გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ოჯახი, პირველ კომენტარს აკეთებს,  შსს-ს ბრიფინგს სადაც ექსპერტიზის შუალედური დასკვნა გაასაჯაროეს, რომლის მიხედვით, ტელეკომპანია “პირველის” ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, ნარკოტიკული ნივთიერებების ზედოზირებით გარდაიცვალა.

    ”ბრიფინგს ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. რცხვენოდეს ყველას ვინც ამას აკეთებს, ფაქტი სახეზეა რაც არის და რის გამოც მოხდა, დაუშვათ გაიკეთა რამე, დაუშვათ მოხდა რაღაცა, ამას გამორიცხავს რაც გაუკეთეს? რაც ლექსოს ამდენი კაცი ურტყამდა ამას გამორიცხავს რამეს. მაინც მჯერა გამოძიების, მჯერა, მართალი კაცი გამოჩნდება, მთლად დაღუპულები არ ვიქნებით, სიმართლე მაინც გაიმარჯვებს.

    უძლიერესი ტკივილები ჰქონდა, ვინც ოდნავ სამედიცინო ლიტერატურასთან ახლოს არის იცის რომ ძვლის დაზიანება იწვევს აუტანელ ტკივილს, ჰქონდა ძვლის დაზიანება ეს არის ძალიან ძლიერი ტკივილები, ჰქონდა თავის ტვინის შერყევა. რადგან გაუსაძლისი ტკივილებია საავადმყოფოში უკეთებდნენ მორფინს. მირეკავდა როდის გამივლის ეს ტკივილი. ვეუბნებოდი, რომ ჯერ არ გაგივლის”, – ამბობს ლაშქარავას დეიდა.

  • ქუჩაში კლავენ ჟურნალისტებს და მერე კაიფში გაპარულებად აცხადებენ -გვარამია

    ქუჩაში კლავენ ჟურნალისტებს და მერე კაიფში გაპარულებად აცხადებენ, – ასე ეხმაურება, ტელეკომპანია “მთავარის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, შსს-ს ბრიფინგს სადაც ექსპერტიზის შუალედური დასკვნა გაასაჯაროეს, რომლის მიხედვით, ტელეკომპანია “პირველის” ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, ნარკოტიკული ნივთიერებების ზედოზირებით გარდაიცვალა.

    “ქართული ოცნების” ოფისი სადღა ჩანს. პოლიციელებისგარდა რამეს ხედავთ? სად ჩანს “ქართული ოცნების” ოფისი. აი ესაა “ქართული ოცნება”, პოლიციის ზურგსუკან დამალული. ქუჩაში კლავენ ჟურნალისტებს და მერე კაიფში გაპარულებად აცხადებენ თავის მოკლულ ხალხს და ამცირებენ მიცვალებულებს. რას უნდა ველოდოთ ამათგან. რას ვითხოვთ, რას, ამიხსენით. სამართალს ვითხოვთ, სამართალს. პოლიტიკურ პასუხისმგებლობას და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. პოლიტიკოსებმა უნდა აიღონ პასუხისმგებლობა და წავიდნენ ასეთი ბრძანებების გაცემისთვის. ან თუნდაც იმისთვის, რომ ვერ დაიცვა ჟურნალისტები და ვინც იძალადა, ისინი უნდა წავიდნენ ციხეში. რას ვითხოვთ გაუგებარს, – აცხადებს ნიკა გვარამია.

  • აქციის მონაწილეები მსვლელობით ქართული ოცნების ოფისისკენ მიდიან

    აქციის მონაწილეები, პარლამენტიდან მსვლელობით, მმართველი გუნდის ოფისისკენ მიემართებიან.

    მსვლელობა მას შემდეგ დაიწყო, რაც შსს-მ 5 ივლისს ნაცემი ოპერატორის გარდაცვალების საქმეზე, ბრიფინგი გამართა სადაც ექსპერტიზის დასკვნის შუალედურ შედეგები წარადგინა. თუ უწყება აქამდე მიანიშნებდა, რომ გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი ზედოზირებაა, ახლა თქვა, რომ ექსპერტიზის დასკნის მიხედვით მიზეზი “შესაძლოა ეს გამხდარიყო”.

  • აქციაზე მყოფ საჯარო მოხელეებს ხელმძღვნელობა სასწრაფოდ ტერიტორიის დატოვებას სთხოვს

    TV პირველის ინფორმაციით, აქციაზე მყოფ საჯარო მოხელეებს ხელმძღვნელობა სასწრაფოდ ტერიტორიის დატოვებას სთხოვს.

    როგორც TV პირველს აქციის მონაწილეენი უყვებიან, ისინი სხვადასხვა უწყებაში არიან დასაქმებულები და მათი პირადი უსაფრთხოების გამო ვინაობის გამხელა არ სურთ, თუმცა მედიის დასაცავად აქციაზე მაინც რჩებიან.

  • ქვეყანა ბნელეთისკენ მიჰყავთ, ხელისუფლება უნდა წავიდეს – ივერი მელაშვილი

    რაც ხელისუფლებამ განახორციელა, ეს იყო აპოგეა, ქვეყანა ბნელეთისკენ მიჰყავთ, ხელისუფლება უნდა წავიდეს – ეს განაცხადა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ, ივერი მელაშვილმა პარლამენტთან, მედიის მხარდამჭერ აქციაზე გააკეთა.

    ”ეს პიროვნული ტრაგედიაა, ჯერ ოჯახისთვის, მერე ჟურნალისტებისთვის და მთელი საქართველოსთვის. ეს ძალადობა მიუღებელია. ჩვენი ქვეყანა უკანა ბნელეთისკენ მიჰყავთ. ამიტომ ვარ აქ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ქართველი, რომელიც ვარ ძალიან შეურაცხყოფილი და გაბრაზებული… ძალადობა მიუღებელია, რაც ხელისუფლებამ განახორციელა, ეს იყო აპოგეა. ხელისუფლება უნდა წავიდეს, ეს ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. გვერდში გიდგავართ” – განაცხადა ივერი მელაშვილმა 

  • მეც მედიას წარმოვადგენ, ღმერთსა და ადამიანებს შორის – მამა ზაზა

    დღეს მოციქულების დღეა. მოციქულები ქრისტეს მედიაა, მეც მედიას წარმოვადგენ ღმერთსა და ადამიანებს შორის”- ეს განცხადება, მამა ზაზამ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე გააკეთა. მამა ზაზამ მედიის მნიშვნელობაზე და აუცილებლობაზე ისაუბრა.

    “მინდა უდიდესი პატივისცემა გამოვხატო ჩვენი ჟურნალისტების მიმართ. ჟურნალისტებზე აღმართული ხელი, ეს არის ჩვენ ხალხზე აღმართული ხელი. ისინია ჩვენი თვალი და ყური, ჩვენი ფანჯარა, ჩვენი ხედვის წერტილი. აკეთებენ იმას, რის გარეშეც ჩვენ წყვდიადში ვიქნებოდით და ყევლაზე დიდი ანგარიშსწორება მათ მიმართ დაიწყეს, ეს იყო არნახული აქტი. 53 ადამიანი, რომელიც გახდა აგრესიის მსხვერპლი.

    დღეს არის მოციქულების დღე. მოციქულები არის ქრისტეს მედია. ქრისტეს ჟურნალისტები და ისინი ასწავლიან, იმათმა შეცვალეს სამყარო და ამ თვალსაზრისით მეც მედიას წარმოვადგენ ღმერთსა და ადამიანებს შორის” – თქვა მამა ზაზამ.

  • გომელაური დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა – შსს განცხადებას ავრცელებს

    შს მინისტრი, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ, შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, გომელაურმა ელჩევთან, 1, 3, 5 და 6 ივლისს  საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე დეტალურად ისაუბრა.

    შინაგან საქმეთა მინისტრმა სტუმრებს გააცნო „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში სამინისტროს მიერ მოქალაქეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებისა და მათი უსაფრთხოების დაცვის კუთხით განხორციელებული ღონისძიებები.

    ვახტანგ გომელაურმა ასევე ისაუბრა 5 ივლისს, “თბილისი პრაიდის” მოწინააღმდეგეთა აქციის დროს, მასმედიის სხვადასხვა წარმომადგენლების, ოპერატორებისა და ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის და მათ მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტებზე. შინაგან საქმეთა მინისტრმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს დეტალურად გააცნო აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგები და ამ ეტაპზე არსებული ვითარება. მან აღნიშნა, რომ კანონის შესაბამისად დაისჯება ყველა ის პირი, ვისი დანაშაულებრივი ქმედებაც გამოიკვეთება გამოძიების ფარგლებში.

    შინაგან საქმეთა მინისტრმა აგრეთვე ვრცლად ისაუბრა 11 ივლისს ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორის – ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე პოლიციელების მიერ განხორციელებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შესახებ. როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, გარდაცვალების უშუალო მიზეზი დასადგენად დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რომელშიც ჩართულია დამოუკიდებელი ექსპერტიც.

    შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, სამინისტრო განაგრძობს აქტი

    ურ საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებებს და უწყება პერიოდულად მიაწვდის საზოგადოებას და დიპლომატიურ კორპუსს განახლებულ ინფორმაციას.” –  ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.