Category: სლაიდერი

  • მოძალადეები, ტვინი გამოგირეცხეს ნარკოტიკებით – მეუფე ანტონი ელჩებზე

    “მე თქვი, ერთი ადამიანი დაიღუპა და რა ამბავში ხართ, ალბათ, კარგი იქნებოდა მეთქვა, ღმერთმა აცხონოს მისი სული. შეტაკება რომ მომხდარიყო, სპეცტექნიკა რომ გამოეყვანათ და რასაც ითხოვდა ეს ელჩი, რომელიც დაგვიჯდა აქ და თითებს გვიქნევს, თვითონ მოძალადეები, აქეთ რომ გვიწოდებენ მოძალადეებს, ტვინი რომ გამოგირეცხეს ნარკოტიკებით და ფსიქოტროპული წამლებით… შეტაკება იქ გენახათ, სპეცტექნიკა რომ გამოსულიყო. თქვენ ახალისებდით,  ტორპედოებად გაგწირეს და სწირავთ ხალხს”

    უთხრა ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა მეუფე ანტონმა ჟურნალისტებს.

  • დარწმუნებული ვარ, რომ მაგ მიტინგზე ლექსო არ მივიდოდა – ჯაღმაიძე

    დარწმუნებული ვარ, რომ მაგ მიტინგზე ლექსო არ მივიდოდა – ჯაღმაიძე

    საპატრიარქოს პრესპიკერი, ანდრია ჯაღმაიძე 5 ივლისის ძალადობრივ აქციასთან დაკავშირებით საპატრიარქოს პასუხისმგებლობას არ გრძნობს.

    “საპატრიარქომ რატომ უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა?! რომელი არაერთი მოწოდება იყო ძალადობაზე? ერთი იყო… მერე რაა, რომ მეუფე იაკობი იყო რუსთაველზე? მეც ვიყავი”, – თქვა მან.

    ჯაღმაიძე ფიქრობს, რომ რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციებზე ლექსო ლაშქარავა “აღარავის აინტერესებს”.

    “ძალადობა ახლა ვხედავთ ამ დღეებში რაც ხდება იმ მიტინგზე. ვერ ხედავთ, რა ხდება? იქ არის ძალადობა. საპატრიარქოს მიმართ არის სიძულვილის ენა აღუწერელი უბრალოდ. დღეს ლექსო იქ აღარავის აინტერესებს, მე მგონი. ნუ უმეტესობას არ აინტერესებს. ლექსოს დღეს წესს აუგებენ, მას უნდოდა პატრიარქთან მოსვლა. მე დარწმუნებული ვარ, რომ მაგ მიტინგზე ლექსო არ მივიდოდა”,– თქვა ჯაღმაიძემ.

    ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს, დილით, დედამ საკუთარ საწოლში გარდაცვლილი იპოვა. მას 5 ივლისს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს პუტინისტური ჯგუფები თავს დაესხნენ და სასტიკად გაუსწორდნენ.

    მედიაკორპუსი და ოპოზიცია პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას ითხოვს ძალადობის წახალისების გამო. მათ ბოლო 2 დღეში რუსთაველის გამზირზე მრავალათასიანი აქციები გამართეს.

  • აღშფოთებული ვარ ძალადობით, რომელიც სიკვდილით დასრულდა – კინზინგერი ლაშქარავაზე

    ამერიკელი სენატორი, ადამიან კინზინგერი “ამერიკის ხმასთან” ეხმიანება ლექსო ლაშქარავას გარდაიცვალაებას.

    სენატორი აღშფოთებულია სიკვდილით დასრულებული ძალადობით.

    “კონგრესმენი ძალადობით აღშფოთებულია, რომელიც ახლა სიკვდილით დასრულდა, და ის მოუწოდებს ყველა მხარეს, შეინარჩუნოს სიმშვიდე. მათ, ვინც დააკავეს, პასუხი უნდა აგონ დანაშაულებზე. ის იმედოვნებს, სასამართლო იქნება დამოუკიდებელი”, – განუცხადა კონგრესმენის ოფისმა “ამერიკის ხმას”.

    ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს, დილით, დედამ საკუთარ საწოლში გარდაცვლილი იპოვა. მას 5 ივლისს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს პუტინისტური ჯგუფები თავს დაესხნენ და სასტიკად გაუსწორდნენ.

  • დადასტურდა კორონავირუსის 1862 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 11 ადამიანი

    ბოლო 24 საათში კორონავირუსით 11 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 1862 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 619 ადამიანი.

    13 ივლისის მონაცემებით ქვეყანაში:

    • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 379 673
    • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 360 558 
    • მათ შორის გარდაცვლილი – 5479
    • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 35117, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 20996, PCR ტესტით – 14121
    • დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 5,3%, ბოლო 14 დღის – 4%, ბოლო 7 დღის – 4,26%
    • სულ აცრილია – 310332, დღიურად აცრილია – 6444
    • კარანტინის რეჟიმში – 49
    • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 3705
    • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 924
  • თქვენ გარდააცვალეთ [ლაშქარავა], დაიმსახურეთ [ცემა], პიპიპ, დავაპიპინე – მეუფე ანტონი

    თქვენ გარდააცვალეთ [ლაშქარავა], დაიმსახურეთ [ცემა], პიპიპ, დავაპიპინე – მეუფე ანტონი

    “შეტაკება რომ მომხდარიყო, სპეცტექნიკა რომ გამოეყვანათ და რასაც ითხოვდა ეს ელჩი, რომელიც დაგვიჯდა აქ და თითებს გვიქნევს, თვითონ მოძალადეები აქეთ რომ გვიწოდებენ მოძალადეებს, გამიგეთ?! ტვინი რომ გამოგირეცხეს ნარკოტიკებით და ფსიქოტროპული წამლებით. თვითონ მოძალადეებო, აქეთ რომ გვიძახით მოძალადეებს, შეხედეთ რაებს წერთ და რაებს აკეთებთ. შეტაკება იქ გენახათ თქვენ სპეცტექნიკა რომ გამოსულიყო. დიახ თქვენ ხართ [ჟურნალისტები], თქვენ ახალისებთ, წირავთ ამ ხალხს.

    პრაიდი იყო გამოცხადებული პირველ საათზე, ჩვენ გვქონდა ლოცვა 5 საათზე. საიდან იყო ეკლესიის მოწოდება? თქვენი ძალადობრივი სიმართლიდან ჩვენი სიმართლე რომ დავიცვათ, გვიწევს მოწოდება ხალხისათვის. ძალადობრივ სიმართლეს გვახვევთ თავზე. თქვენ ახალისებთ გარყვნილებას, თქვე მოძალადეებო. თქვენ უწევთ პროპაგანდას! თქვენ გარდააცვალეთ [ლექსო ლაშქარავა], თქვენზეა პასუხისმგებლობა. ხალხის სიმებს ეხებით, წირავთ ხალხს. თქვენ ხართ პასუხისმგებელი მაგის მკვლელობაზე, რატო გვილახავთ ღირსებას? მოძალადეებო. თქვენ სახელს ჩვენ ნუ გვართმევთ.

    დაიმსახურეთ [ცემა]! თქვენ მოგწონთ რომ ძალადობთ ჩვენზე? ნუ ატრიალებთ ტექნიკურად, პი პი პი პიპ. ხელით გეხებით კი არა, დავაპიპინე”

    მიმართა მეუფე ანტონმა ჟურნალისტებს.

  • გამყოფი სიტყვების ნაცვლად, დაუბრუნდეს ადამიანების დაცვას – კოლასი მთავრობას

    საფრანგეთის ელჩი საქართველოში, დიეგო კოლასი აცხადებს, რომ დიპლომატებმა შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრა გამართეს და 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ გამოხატეს იმედგაცრუება.

    მისი თქმით, მთავრობას მოუწოდეს, ადამიანების უფლებების დაცვას დაუბრუნდეს.

    „ჩვენ, დიპლომატებს, გუშინ შეხვედრა გვქონდა შინაგან საქმეთა სამინისტროში. ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი იმედგაცრუება თბილისში 5 ივლისს კონსტიტუციური წესრიგის რღვევის, ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევების გამო.

    მთავრობას მოვუწოდეთ, გამყოფი სიტყვების გამოყენების ნაცვლად, დაუბრუნდეს ყველა ადამიანის, მათ შორის უმცირესობების, ქვიარ ადამიანების, პრესის, დაცვის ვალდებულების შესრულებას“, – დაწერა ელჩმა Twitter–ზე.

     

  • დრო გავა და 5 ივლისის ამნისტიასაც გამოაცხადებს ოცნება, ამის სითავხედეც ეყოფა – ჭიჭინაძე

    დრო გავა და 5 ივლისის ამნისტიასაც გამოაცხადებს ოცნება, ამის სითავხედეც ეყოფა – ჭიჭინაძე

    “დრო გავა და 5 ივლისის ამნისტიასაც გამოაცხადებენ, ამის სითავხედეც ეყოფა “ოცნებას”!

    ამიტომ, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ პარლამენტში შესულ ოპოზიციას.

    მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერით ხომ „გაუპრავეთ“ „ოცნებას“ 20 ივნისს ხალხის თვალის დათხრა და ამნისტიაც მიაღებინეთ, ახლა მაინც გეყოთ ვაჟკაცობა, ადამიანობა, დაასრულეთ დემაგოგია, ხალხის მოტყუება და დაბრუნდით რეალობაში.

    მხოლოდ რადიკალური პროტესტი!

    მხოლოდ ვადამდელი არჩევნები!

    ახლა მთავარია ბრძოლა ბოლომდე და აღარ სჭირდება ამას რეფერენდუმი.

    ხოლო სანამ ერთი ხელით მოლაპარაკებაზე ხელს უწერთ „ოცნებას“ და მეორეთი ხალხს ქუჩაში ეძახით, ეს მხოლოდ გამყიდველობა და ხალხის ინტერესების გაყიდვა გამოდის და ვერც საერთო პროტესტს მიიღებთ ვერასოდეს.

    ვინმეს გადადგომის მოთხოვნასაც რა აზრი აქვს?
    რა მნიშვნელობა აქვს მონას რა სახელი და გვარი ექნება…”

    წერს პოლიტიკური მოძრაობა “ტრიბუნას” ლიდერი, დავით ჭიჭინაძე.

  • ლექსო ლაშქარავას დღეს დაკრძალავენ

    “ტვ პირველის” ოპერატორს, ლექსო ლაშქარავას დღეს დაკრძალავენ. მედიამენეჯერები, ჟურნალისტები და მოქალაქეები ლექსოს სახლიდან სასაფლამდე მსვლელობით მივლენ. გამოსვენება – იოსელიანის ქუჩა N37-დან, 15:00 საათზე იქნება.

    ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს, დილით, დედამ საკუთარ საწოლში გარდაცვლილი იპოვა. მას 5 ივლისს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს პუტინისტური ჯგუფები თავს დაესხნენ და სასტიკად გაუსწორდნენ.

    მედიაკორპუსი და ოპოზიცია პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას ითხოვს ძალადობის წახალისების გამო. მათ ბოლო 2 დღეში რუსთაველის გამზირზე მრავალათასიანი აქციები გამართეს.

  • საქართველოში ჟურნალისტებზე, სამოქალაქო საზოგადოებაზე თავდასხმა საყვედურს იმსახურებს – ჯიმ რიში

    საქართველოში ჟურნალისტებზე, სამოქალაქო საზოგადოებაზე თავდასხმა საყვედურს იმსახურებს – ასე ეხმაურება, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, ჯიმ რიში ტვიტერზე.

    ”საქართველოში ჟურნალისტებზე, ტურისტებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე თავდასხმა საყვედურს იმსახურებს. მე ვლოცულობ ბატონი ლაშქარავასა და მისი ოჯახისთვის. ყველა, ვინც პასუხისმგებელია ამ ძალადობაზე, კანონის სრული დაცვით უნდა გასამართლდეს. კანონის უზენაესობა იცავს მშვიდობიან პროტესტს და არა მოძალადე დამნაშავეებს. საქართველო უნდა გამოსწორდეს. ”- წერს რიში.

  • კარგად ვარ, ხელი მომტეხეს, ხელწერილი არ დამიწერია, ალბათ თვითონ მოაწერეს ხელი – ირაკლი აბსანაძე

    “კარგად ვარ, ხელი მომტეხეს, ხელწერილი არ დამიწერია”- “ქართული ოცნების” ოფისთან, დაკავებული პირველი არხის ჟურნალისტი ირაკლი აბსანძე თავისუფალია. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია რომ ირაკლი აბსანაძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა ის ამას უარყოფს და აცხადებს რომ ” ალბათ რაღაც ფურცელს თავად მოაწერეს ხელი”

    ”მეგობრებო, დიდი მადლობა მოკითხვისთვის. კარგად ვარ. ხელი მომტეხეს, უბრალოდ.
    თან ვეღარ გავიგე, მერამდენე მაიკა უნდა შევწირო ამ ქვეყანას.
    p.s. არანაირი ხელწერილი არ დამიწერია. 2 საათი ახლობელთან ზარს ვითხოვდი და შენ ტელეფონს ვერ ვპოულობთო. მერე ტელეფონიც იპოვეს და, ალბათ იმ რაღაც ფურცელს თავად მოაწერეს ხელი.” – წერს ირაკლი აბსანაძე.

    ირაკლი აბსანძე 5 ივლისს მომხდარ ძალადობას გმობს და მმართველ გუნდს უმოქმედობაში ადანაშაულებს. ის რუსთაველზე გამართულ საპროტესტო აქციებს უკვე მეორე დღეა უერთდება. კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის ირაკლი აბსანძის დაკავებას მედიის დაშინების მცდელობად აფასებს.

    ცნობისთვის, დღეს პარლამენტთან პოლიციასთან დაპირისპირებისას ტელეკომპანია “კავკასიის” დირექტორმა, ნინო ჯანგირაშვილმა, ხელი იღრძო.