Category: სლაიდერი

  • ლექსო ლაშქარავა ამ ხელისუფლების განაჩენია, რამდენიც არ უნდა იფართხალოს – ხუხაშვილი

    “ლექსო ლაშქარავა ამ ხელისუფლების განაჩენია, რამდენიც არ უნდა იფართხალოს…”

    წერს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი. ცნობისთვის,TV პირველის ოპერატორს 5 ივლისს პუტინისტური ჯგუფები სასტიკად გაუსწორდნენ, რის შემდეგაც გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. 11 ივლისს ის გარდაიცვალა. ლაშქარავა დღეს, საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს.

  • ნახევარ დღეში 3-ჯერ ზედოზირებისა და ნარკანით გადარჩენის ვერსია სამედიცინო აბსურდია – გეგეჭკორი

    აშშ-ში მცხოვრები ქართველი ექიმი-კარდიოლოგის, ნანა გეგეჭკორის განცხადებით, დაღუპული ოპერატორის გარდაცვალების უშუალო მიზეზი ვერანაირად ვერ შეცვლის ფაქტს, რომ 5 ივლისს სახელმწიფომ და ეკლესიამ მასზე იძალადა.

    მისი თქმით, ნახევარ დღეში სამჯერ ზედოზირებისა და “ნარკანით” გადარჩენის ვერსია “სამედიცინო აბსურდია”.

    “ცოცხალიც რომ დარჩენილიყო, ვერავინ წაშლის მის ჩამსხვრეულ თვალბუდეს, ვერავინ უარყოფს, რომ ის იყო ძალადობის მსხვერპლი. ლექსოს გარდაცვალება მხოლოდ ამძაფრებს ამ ტრაგედიას. ამ ისტორიაში ორი ამბავია მთავარი: ის რომ ლექსო ცოცხალი აღარ არის და ის რომ ჩვენ ვცხოვრობთ სახელმწიფოში, სადაც არავის სიცოცხლის უფლება არაა დაცული. მათ შორის იმ მონებისაც ვინც დღეს ჩვენზე ძალადობენ ბატონის სურვილის შესაბამისად. მათაც გარანტირებული აქვთ პოლონიუმის ჩაი თუ ბატონის ნებას გადაუხვევენ.

    P.S. ნახევარ დღეში სამჯერ ზედოზირების და საიდანღაც მოპედით მორბენილი ნარკანით გადარჩენილი ნარკოტიკული ინტოქსიკაციის ვერსია სამედიცინო აბსურდია. სამედიცინო განათლების არმქონე ადამიანისთვისაც ადვილად მისახვედრი აბსურდია. დეტალებში ამ თემის განხილვა არც ღირს, ისეთი აბსურდული ვერსიაა სამედიცინო კუთხით”,– წერს ნანა გეგეჭკორი.

    ცნობისთვის, შსს ექსპერტიზის საბოლოო დასკვნის გარეშე ვარაუდობს, რომ ლექსო ლაშქარავა  ზედოზირებით გარდაიცვალა. TV პირველის ოპერატორს 5 ივლისს პუტინისტური ჯგუფები სასტიკად გაუსწორდნენ. 11 ივლისს ის გარდაიცვალა. ის დღეს, საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს.

  • ლექსო ლაშქარავას დაკრძალვაზე არცერთი უმაღლესი თანამდებობის პირი არ მისულა

    “ტვ პირველის” ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა საბურთალოს სასაფლაოზე, მამის გვერდით დაკრძალეს. ადგილზე არცერთი უმაღლესი თანამდებობის პირი არ მისულა.

    ლექსო ლაშქარავას 5 ივლისს მოძალადე ჯგუფები სასტიკად გაუსწორდნენ, მას გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა. 11 ივლისს ის დედამ გარდაცვლილი ნახა.

  • ლექსო ლაშქარავა საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს

    TV პირველის გარდაცვლილი ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა საბურთალოს სასაფლაოზე, მამის გვერდით დაკრძალეს.

    ის სახლიდან 15:00 საათზე გამოასვენეს და სასაფლაომდე მედიის წარმომადგენლებმა მიაცილეს.

    ხელისუფლებიდან დაკრძალვაზე არავინ მისულა.

    ლექსო ლაშქარავას 5 ივლისს მოძალადე ჯგუფები სასტიკად გაუსწორდნენ, მას გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა. 11 ივლისს ის დედამ გარდაცვლილი ნახა.

  • უნდობლობის პროცედურა რომ დავიწყოთ, არანაირი შედეგი არ მოჰყვება – იოსელიანი

    წინასწარ ვიცით, უნდობლობის პროცედურა რომ დავიწყოთ, ამას არანაირი შედეგი არ მოჰყვება, – აცხადებს “მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი. მისი თქმით, უნდობლობის პროცედურის დაწყებას აზრი არ აქვს, რადგან შედეგს ვერ მოიტანს.

    „უნდობლობის პროცედურის დაწყებას მაშინ აქვს აზრი, როცა იცი, რომ რაღაც შედეგამდე მიხვალ. წინასწარ ვიცით, უნდობლობის პროცედურა რომ დავიწყოთ, ამას არანაირი შედეგი არ მოჰყვება. სამაგიეროდ, იქნება მთელი რიგი პროცესი, როცა ოპოზიცია უნდა დავსხდეთ და დავიწყოთ მინისტრების პორტფელების განაწილება, პრემიერ- მინისტრობის კანდიდატზე კონსულტაციები, რაც იქნება ძალიან სასაცილო და დაემსგავსება “სახლობანას”, მე პირადად “სახლობანაში” მონაწილეობას არ მივიღებ. ოპოზიციას მერობის კანდიდატზე შეჯერებული აქვს პოზიცია?! ამაზე თუ ვერ ვთანხმდებით, როგორ ფიქრობთ, არარსებული მინისტრთა კაბინეტის პორტფელების განაწილებაზე შეძლებენ შეთანხმებას? გინდ შეძლოს, რა იქნება ამის შედეგი? – კიდევ ერთხელ მივცემთ “ქართულ ოცნებას” შესაძლებლობას, აბუჩად აიგდოს ოპოზიცია და თქვას, “დათვი ჯერ არ მოუკლავთ და უკვე ტყავს იყოფენო”, როგორც ამას ხშირად ამბობს ხოლმე. პროცედურის დაწყებაზე გინდ მივცე თანხმობა, ვისაც რა უნდა იმ პროცედურას დაიწყებს, არ ვიცი, შეიძლება მივცე თანხმობა, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში, ამ კონსულტაციებში მონაწილეობას არ მივიღებ და არ ჩავერთვები,”- განაცხადა იოსელიანმა.

  • ეს ხელისუფლება მართვის სადავეებს ვერ შეინარჩუნებს, აუცილებლად წავა – მელია

    ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით,”არ არსებობს სხვა გამოსავალი, რომელსაც “ქართული ოცნება” იპოვის გარდა ხელისუფლებიდან წასვლისა”.

    მისი თქმით, ხელისუფლება, რომელიც ლექსო ლაშქარავას დისკრედიტაციას ცდილობს, მართვის სადავეებს ვერ შეინარჩუნებს.

    “ეს ხელისუფლება, ეს რეჟიმი დგას თავიდან ბოლომდე მოძალადეებზე, კრიმინალებზე,  როგორც პარლამენტის შიგნით, ასევე პოლიციაში, პოლიციის მაღალჩინოსნებს შეხედეთ ხალხო. არანაირი განსხვავება არ არის მთელი ცხოვრება რომ კრიმინალური ცხოვრებით ცხოვრობენ იმ ადამიანებისგან. ეს რეჟიმი როგორც ერთი ისე წავა, აუცილებლად წავა, უკან დახევა არ იქნება არცერთი ნაბიჯით.

    მთელი სახელმწიფო აპარატი, მთელი ფული იხარჯება ცხონებული ლექსოს დისკრედიტაციისთვის. ამას აკეთებს ბოლო 3–4 დღის განმავლობაში ქართული ოცნება და ეს ხელისუფლება შეინარჩუნებს მართვის სადავეებს?! ვერანაირად ვერ შეინარჩუნებს”,– თქვა ნიკა მელიამ.

  • გაღიზიანებას იწვევთ, გასწავლით, როგორ იმეტყველოთ – მეუფე ნიკოლოზი ჟურნალისტებს

    “შევიკრიბოთ ერთად და მე გთავაზობთ, რომ რაღაცა გავაკეთოთ, რამდენიმე შეხვედრა. თქვენ დაგვეხმარეთ ჩვენ – სასულიერო პირებს, საზოგადოებას, რომ ჩვენ შევძლოთ თქვენთან ურთიერთობა გაღიზიანების გარეშე, თქვენ იწვევთ გაღიზიანებას. ჩვენ გასწავლით, როგორ იმეტყველოთ ზუსტად საღვთისმეტყველო საკითხებზე, რაც თქვენ არ იცით”

    მიმართა მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებს.

  • #ლექSOSთვის – რეგიონულმა ტელევიზიებმა მაუწყებლობა გათიშეს

    #ლექSOSთვის – რეგიონულმა არხებმა მაუწყებლობა გათიშეს. TV პირველის გარდაცვლილი ოპერატორის პატივსაცემად ეთერი გაწყვიტა: გურია, მეცხრე ტალღა, ოდიში, TOK TV , აგროგარემო, TV/25, მეცხრე არხი, თანამგზავრი, TV 4, რიონი, ბორჯომი tv , იმერვიზია, გურჯაანი tv, მეგა TV, თრილეთი და სხვა მაუწყებლებმა.

    ლექსო ლაშქარავას ხსოვნის საპატივცემულოდ, 10 წუთის განმავლობაში ეკრანზე მხოლოდ წარწერა იქნება.

     

  • 2013-2021 წლებში საპატრიარქომ ბიუჯეტიდან 225 000 000 ლარი მიიღო – ფლანგვის დეტექტორი

    2013-2021 წლებში საპატრიარქომ ბიუჯეტიდან 225 000 000 ლარი მიიღო – ფლანგვის დეტექტორი

    ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, მხოლოდ ცენტრალური ბიუჯეტიდან 2013-2021 წლებში საპატრიარქოს დასაფინანსებლად 225 000 000 ლარი გამოიყო. საპატრიარქო ყოველწლიურად იღებს 25 მილიონ ლარს, თუმცა გარდა ცენტრალური ბიუჯეტიდან ყოველწლიურად გამოყოფილი 25 მილიონისა, საპატრიაქროსთვის დამატებითი თანხები გამოიყოფა ადგილობრივი ბიუჯეტიდან და სარეზერვო ფონდებიდან.

    TDI-ის კვლევის თანახმად 2013-2019 წლებში ცენტრალური ბიუჯეტიდან, ისევე როგორც ადგილობრივი ბიუჯეტიდან და სარეზერვო ფონდებიდან საპატრიარქოსათვის გამოყოფილი თანხების საერთო მაჩვენებელმა 206 594 664 ლარი შეადგინა. საშუალოდ, წლის განმავლობაში, საპატრიარქო სახელმწიფოსგან არა 25 მილიონი ლარით, არამედ 29 513 523 ლარით ფინანსდებოდა.

    “2013-2021 წლებში საპატრიარქოს დაფინანსება 4-ჯერ აღემატებოდა სახალხო დამცველის დაფინანსებას, რომელიც ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვას უწყობს ხელს.

    სახელმწიფოს მიერ საპატრიაროსთვის გადაცემული უძრავი ქონების ფართობი უფრო დიდია ვიდრე მონაკოს, ვატიკანის, ნაურუსა და ტუვალუს ფართობი ერთად აღებული.

    სხვადასხვა დროს ეკლესია 44 კომერციულ ორგანიზაციას ფლობდა, რომელთა საქმიანობაც მათ შორის ნავთობის იმპორტთან და ალკოჰოლის წარმოებასთან იყო დაკავშირებული”,– აცხადებს ფლანგვის დეტექტორი.

  • სახელმწიფო ვერ ასრულებს ფუნქციებს, ვერ დაიცვა ვერც ლაშქარავა და ვერც სხვები – გახარია

    “კიდევ ერთხელ მინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვა მისი ოჯახის წინაშე, მედიის, ჟურნალისტების წინაშე. ის რაც მოხდა 5 ივლისს, როდესაც სახელმწიფომ მისი ძირითადი ფუნქცია ვერ შეასრულა და ვერ დაიცვა ვერც ლექსო ლაშქარავა, ვერც სხვა ჟურნალისტები, სხვა მოქალაქეები, ჩემთვის უკვე საკმარისზე მეტია. არ მჭირდება დიდი გამოძიებები, რომ დასკვნები გავაკეთო. მე აქ ვხედავ ძირითად მიზეზს – როდესაც სახელმწიფო თავის საბაზისო ფუნქციას ვერ ასრულებს, ეს ნიშნავს უკვე ჩამოშლილ ინსტიტუტებს.

    ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა. როდესაც ქვეყანაში ხდება ძალადობა, ვინც არ უნდა იყოს ამის უკან, ვინც არ უნდა იყოს ამის ორგანიზატორი, წამხალისებელი, რა თქმა უნდა, ეს არის სახელმწიფო ინსტიტუტების ვალდებულება დაიცვას ჯანმრთელობა და სიცოცხლე თითოეული მოქალაქის. ის რომ სახელმწიფომ წინასწარ რაღაც იცოდა და გაგვაფრთხილა, მხოლოდ ამძიმებს მის მდგომარეობას. სახელმწიფო მოღვაწეებმა, რომლებიც საუბრობენ გონორით, ხომ გაგაფრთხილეთო, ეს უნდა გაითვალისწინონ”

    განაცხადა პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ ლექსო ლაშქარავაზე.