Category: სლაიდერი

  • სასულიერო პირმა რომელმაც ძალადობრივი მოწოდება გააკეთა სასტიკი საყვედური მიიღო – ჯაღმაიძე

    სასულიერო პირმა რომელმაც ძალადობრივი მოწოდება გააკეთა სასტიკი საყვედური მიიღო – ჯაღმაიძე

    ‘სასულიერო პირმა რომელმაც ძალადობრივი მოწოდება გააკეთა სასტიკი საყვედური მიიღო”-  ეს განცხადება, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ გააკეთა.

    „თქვენ როგორც ნახეთ, ამ დღეს არც ერთი პოლიტიკური პარტიის წამომადგენელი, არც ერთი საელჩოს წარმომადგენელი არ გვინახავს, რომ ჟურნალისტს ეფარებოდეს. ვნახეთ, მხოლოდ სასულიერო პირები, რომლებიც ეფარებიან და იცავენ ჟურნალისტებს, აი ამაზე ვისაუბროთ.

     ის სასულიერო პირი, რომელმაც მსგავსი მოწოდებები გააკეთა (ძალადობრივი) დაბარებული იყო, მიიღო სასტიკი საყვედური და საჯაროდ ჩაწერა და გაავრცელა თავისი შენდობის ვიდეო. ეს ნიშნავს, რომ რაიმე კიდევ ერთი გადაცდომა გამოიწვევს მძიმე სასჯელს მის მიმართ. თუ მსგავსი ფაქტი ისევ იქნება, მომაწოდეთ და განვიხილავთ”. – აცხადებს  საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე
  • ჩემს შვილთან ერთად დაგტირი – გიგა ოთხოზორიას დედა ლექსო ლაშქარავას

    ოკუპანტების მიერ მოკლული გიგა ოთხოზორიას დედა TV პირველის გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასსოციალურ ქსელში ეხმაურება.

    “5 ივლისიდან საკუთარ თავს ვებრძვი, ჩუმად ჩემთვის გამოვხატავ აღშფოთებას და ვეკითხები იმ “ვაი პატრიოტებს” რა გასამრჯელო მიიღეთ საქართველოს ღალატში? რაში მოიხმართ იმ თანხას, რომელიც რუსული საქმის გაკეთებაში აიღეთ. სირცხვილი და მრავალჯერ სირცხვილი თქვენ და თქვენ გამზრდელ დედებს, რომლებმაც ასეთი ჯალათები გაგზარდეს. მეცოდება თქვენი შვილებიც… ჩემს შვილთან და მრავალ საქართველოსთვის დაღუპულ ქართველებთან ერთად დაგტირი ღირსეულო ქართველო”, – წერს გიგა ოთხოზორიას დედა ჯულიეტა ჭანტურია.

  • პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გიორგი თევდორაშვილი დანიშნა

    სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს კონსტიტუციისა და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გიორგი თევდორაშვილი დანიშნა. შესაბამისი ბრძანებულება საქართველოს პრეზიდენტმა დღეს გამოსცა.

  • გლოვაშიც კი პოლიტიკურ პერფორმანსს დგამენ, კადრებს არჩევენ – პაპუაშვილი ჟურნალისტებზე

    “გლოვაშიც კი პოლიტიკურ პერფორმანსს დგამენ. კადრებს არჩევენ.

    დრონით გადაღებული ჩასვენება…

    მკვლელობაზე საუბრობენ. სინამდვილეში კი, დღეს, მათ თავად მოკლეს მედია”

    აცხადებს ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, შალვა პაპუაშვილი ლექსო ლაშქარავას დაკრძალვაზე.

  • სურთ, ჩემგან შექმნან მოძალადე, მე არ ვარ მოძალადე, მე ვარ ქართველი ვაჟკაცი – კუტალაძე

    “მე მოვუწოდებდი ჩვენს მეგობრებს, რომ არავინ შეხებოდათ მათ. ამ ყველაფრის შემდეგ, მათ შემოუშვეს ჟურნალისტები. მათ სურთ, რომ ჩემგან შექმნან მოძალადე. მე უბანში სამაგალითო უნდა ვიყო მომავალი ახალგაზრდობისთვის, არ უნდა შემრცხვეს იმ მოხუცების, რომელთაც ჩვენი რელიგია მოგვიტანეს.

    მე არ ვარ მოძალადე, მე ვარ ქართველი ვაჟკაცი. მე ვარ ღარიბი, მაგრამ სულით მდიდარი ადამიანი“

    თქვა პუტინისტური ჯგუფის წევრმა, დავით კუტალაძემ სასამართლო პროცესზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. მას ლექსო ლაშქარავას მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო დევნისა და ძალადობის საქმეზე პატიმრობა შეეფარდა.

  • ლექსო ლაშქარავას მიმართ ძალადობის ფაქტზე ბრალდებულ დავით კუტალაძეს პატიმრობა შეეფარდა

    ლექსო ლაშქარავაზე ძალადობის გამო დათო კუტალაძეს წინასწარი პატიმრობა მიესაჯა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ მიიღო.  დღევანდელ სასამართლო პროცესზე პროკურატურა კუტალაძის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. დაცვის მხარე კი აცხადებდა რომ, დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების არც ერთი სახე არ უნდა გამოყენებულიყო.

    დავით კუტალაძე და მასთან ერთად მყოფი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე პირები ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით და შეუწყნარებლობის მოტივით, თავს დაესხნენ ტელეკომპანია „TV პირველის“ ოპერატორს ლექსო ლაშქარავას. კერძოდ, ბრალდებულები ალექსანდრე ლაშქარავას ფიზიკური ძალადობით და სიტყვიერი შეურაცხყოფით, პროფესიული საქმიანობის შეწყვეტას აიძულებდნენ, რათა მისი მხრიდან არ მომხდარიყო ბრალდებულთა მიერ განხორციელებული აგრესიული ქმედებების გადაღება და გავრცელება.

    დავით კუტალაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით), 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინა.

    „TV პირველის“ ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას მიმართ და ამავე ტელეკომპანიის ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ამ დროისთვის დაკავებულია ხუთი პირი, მათ შორის ოთხს პატიმრობა აქვს შეფარდებული.

  • ვინ ავრცელებდა ზედოზირების ვერსიას შსს-ს ბრიფინგამდე – ISFED-ის კვლევა

    არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნები” (ISFED) აქვეყნებს კვლევას,რომლის მიხედვით,  ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზად ზედოზირების ვერსაის შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრიფინგამდე “მარშალპრესი” ავრცელებდა.

    ”ტელეკომპანია პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრომ პირველი ბრიფინგი 11 ივლისს, 17:16 საათზე გამართა. ბრიფინგზე სამინისტროს წარმომადგენელმა ირიბად მიანიშნა, რომ გარდაცვალება ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებასთან შეიძლებოდა ყოფილიყო დაკავშირებული.

    ბრიფინგამდე, დაახლოებით 1 საათით ადრე, ”მარშალპრესის” Facebook გვერდზე გავრცელდა სტატია, რომელშიც ლექსო ლაშქარავას ზედოზირებით გარდაცვალების შესაძლო ვერსიაზე იყო საუბარი.

    მასალაში წყაროდ მოხმობილია ვინმე პოლიტიკოსი იოსებ ხიმშიაშვილი. მალევე სიახლე ონლაინგამოცემამ ორგანიზებულად გაავრცელა ღია ჯგუფებში. გამზიარებლებს შორის იყოს “მარშალპრესის” დამფუძნებელი ოთარ სტეფანიშვილი. მონაცემები შეგროვებულია CrowdTangle-ის მეშვეობით.”- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

    “მარშალპრესზე” სტატია 15:58 საათზე გამოქვეყნდა, მისი გავრცელების თანმიმდევრობა შემდეგი იყო:

    • 16:00 – საქართველო და მსოფლიო;
    • 16:01 – გამოხატე შენი აზრი; საინფრომაციო სააგენტო;
    • 16:02 – პროტესტი! თბილისი
    • 16:03 – Georgia . საქართველო; საქართველო მსოფლიო ცენტრი;
    • 16:04 – iMedia Group
    • 16:08 – “მოქალაქე” არასამთავრობო ორგანიზაცია; პროტესტი!
    • 16:10 – რუსთავი 21 – RUSTAVI 21;
    • 17:16 – შსს-ს ბრიფინგი
  • ლარი გამყარდა – ეროვნულმა ბანკმა ახალი კურსი დაადგინა

    ლარი გამყარდა – ეროვნულმა ბანკმა ახალი კურსი დაადგინა

    ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 13 ივლისის ვაჭრობის შედეგად ლარი გამყარდა. აშშ დოლართან მიმართებით გამყარებამ 0.25 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1404 ლარი გახდა.

    ლარი ევროსთან მიმართებით 0.39 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.7201 ლარი გახდა.

    დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალიდან შევა.

  • ისეთი საშინელი განცხადებაა, ნაცისტებს რომ შეშურდებოდათ – მამა ზაზა თევზაძე სასულიერო პირებზე

    “ისეთი საშინელი განცხადებაა, ნაცისტებს რომ შეშურდებოდათ”- ნარიყალას წმ.ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის დეკანოზი მამა ზაზა თევზაძე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და ამბობს, რომ მსგავს თემაზე პასუხისმგებლობის არიდება არ შეიძლება.

    „არ შეიძლება პასუხისმგებლობის აცილება, რომ ჩვენ არ გვეხება. როგორ არ გეხება, როდესაც მსგავსი რამ ხდება და იყო საშინელი განცხადებები, მეუფე სპირიდონს ცქიფურიშვილის, მახსოვს ეს – ისეთი საშინელი განცხადება, ნაცისტებს რომ შეშურდებოდა ისეთი მოწოდებები იყო და ამის უკან წაღება როგორ შეიძლება, იმან უკვე დააზიანა, მუქარა, დევნა ეს დაანონსა და ეს ადამიანებს აზიანებს, ამის უკან წაღება ასე იოლი არ არის. როცა ადამიანს მოკლავ, ეს შეუქცევადი პროცესია.ძალადობა იმიტომ არის სახიფათო, როდესაც მოხდება მისი აღსრულება, მატერიალიზიცია, რომელსაც მსხვერპლი, ცრემლი, უბედურება, დაობლებული შვილი, გაუბედურებული დედა მოყვება, წარმოიდგინეთ ლექსოს დედა, რამხელა ტრაგედიაა და ეს ყველაფერი, სწორედ ამ მსგავსი პროპაგანდის, მოწოდების მატერიალიზაციაა უკვე, თავისით კი არ მოსულა. უზარმაზარი ბნელი ენერგია აკუმულირდა და გამოვლინდა დამანგრეველ დესტრუქციულ მოქმედებაში, სიკვდილში, სიცოცხლის მოსპობაში.

  • რა აღარ დაგვაბრალეს, უნდა ავიტანოთ ეს და დავლოცოთ ცილისმწამებლები – მეუფე სპირიდონი

    “რა აღარ დაგვაბრალეს, უნდა ავიტანოთ ეს და დავლოცოთ ცილისმწამებლები”- განაცხადა სხალთის მიტროპოლიტმა სპირიდონმა ქადაგებისას.

    “რა აღარ დაგვაბრალეს, რა დარჩა, რომ არ დაებრალებინათ ჩვენთვის, თუ რამე იყო დასაბრალებელიყველაფერი დაგვაბრალეს, ამიტომ ეს არ არის მოულოდნელი, ეს არ არის გასაკვირი, ეს პავლე მოციქულის სიტყვებია, რომ ჩვენ მოციქულებს ასეთი ხვედრი გვაქვს, უნდა ავიტანოთ ეს ცილისწამება, უნდა დავლოცოთ ცილისმწამებლები და ვაკურთხოთ დევნილები”.- განაცხადა მან.