Category: სლაიდერი

  • ევროკომისიის კრიტიკულმა შეფასებამ შეიძლება “დომინოს პრინციპით” იმოქმედოს – ხუხაშვილი

    ევროკომისიის კრიტიკულმა შეფასებამ შეიძლება “დომინოს პრინციპით” იმოქმედოს – ხუხაშვილი

    ევროკომისიის კრიტიკულმა შეფასებამ შეიძლება “დომინოს პრინციპით” იმოქმედოს –  ასე აფასებს, ექსპერტი გია ხუხაშვილი, ევროკომისიის შეფასებას, უზენაეს სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით.

    „თავისთავად ეს ტრანში ფინანსურად იმდენად მნიშვნელოვანი შეიძლება არ იყოს, მაგრამ ტრანშის შეჩერებას, სრულად შეწყვეტას, ან დახმარებასთან დაკავშირებით კითხვების გაჩენას აქვს ე.წ. დომინოს ეფექტი. როგორც კი ასეთი რამ ხდება, ეს არის ნიშანი ნებისმიერი სხვა ტიპის დახმარებისთვის, ინვესტორებისთვის. თუ შენ ევროკავშირი გიჩერებს ტრანშს, ეს არის სიგნალი ნებისმიერი დასავლელი ინვესტორისთვის, რომ საქართველოში უნდა შეწყვიტოს ნებისმიერი ეკონომიკური აქტივობა. ტრანშის შეწყვეტა რომც მოხდეს, ეს არ იქნება დიდი უბედურება იმიტომ, რომ შეიძლება არცთუ ისე დიდ თანხაზე იყოს საუბარი, მაგრამ „დომინოს ეფექტი“ იქნება ძალიან მძიმე ისედაც საკმაოდ მძიმე ეკონომიკურ ვითარებაში, რაშიც ვართ. ახლა კიდევ უფრო გართულდება მდგომარეობა. გასაგებია ევროკომისიის მოსაზრება, რომ ეს არის ევროპული გარანტიით დადებული შეთანხმება, ანუ ევროპა ცალსახად თვლის, რომს საქართველოს ხელისუფლებამ მოსამართლეებთან დაკავშირებით დაარღვია შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტი და ამაზე რეაგირებენ, მაგრამ მდგომარეობის კიდევ უფრო გართულების საფუძველი ჩნდება 5-6 ივლისს განვითარებული მოვლენებით. ეს კიდევ ერთი ლურსმანია ამ პრობლემების გამწვავებაში.”- აცხადებს ხუხაშვილი.

  • სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოს მთავრობის პოზიციებს შორის განსხვავება არაა – ქადაგიშვილი

    მმართველი გუნდის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი ფიქრობს, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის და საქართველოს მთავრობის პოზიციები ერთნაირია.

    „სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერისა და საქართველოს მთავრობის პოზიციებს შორის არანაირი განსხვავება არ არის. ძალადობა დასაგმობია და თქმა უნდა, მიმდინარეობს გამოძიება, ოცი პირია დაკავებული და გამოძიება თავის საქმეს აგრძელებს.

    კითხვა დასმული იყო ზოგად კონტექსტში, ზოგადად ამერიკა იყენებს თუ არა სანქციებს, როგორც მექანიზმს და მისი პასუხიც იყო ზოგადი – რა თქმა უნდა, ამერიკა სანქციებს იყენებს სხვადასხვა ვითარებაში. საქართველოსთან მიმართებაში არანაირ კონკრეტულ სანქციებთან დაკავშირებულ საკითხებზე აშშ–ს მხრიდან საუბარი არ ყოფილა”,– ამბობს ქადაგიშვილი.

    რაც შეეხება საქართველოს, არანაირ სანქციებზე ამერიკის მხრიდან საუბარი არ არის. თუ ჰიპოტეტურად გვიხარია, რომ საქართველო როდესმე ისეთ მდგომარეობაში ჩავარდეს, რომ რომელიმე ქვეყანამ სანქცია დაუწესოს. შეიძლება, ასეთი ავადმყოფური აზრები იმას აწუხებდეს, ვისაც ქვეყნის წინსვლა და წარმატება არ უხარია, მაგრამ დღეს არანაირი სანქცია არ გვემუქრება“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

    ცნობისთვის, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა 5-6 ივლისის მოვლენებზე, TV პირველის ოპერატორის გარდაცვალებაზე ისაუბრა. ჟურნალისტის კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა ხელისუფლების წევრებისთვის სანქციების დაწესება, ნედ პრაისი პასუხობს, რომ სანქციები აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ერთ-ერთი იარაღია, რომელსაც დაწესებამდე არ აცხადებენ, თუმცა აშშ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ახლოდან აკვირდება.

  • თუ ოპოზიცია პრემიერობის კანდიდატად გამომაცხადებს, თანახმა ვიქნები – მეგრელიშვილი

    გირჩის ერთ-ერთი ლიდერის, ვახო მეგრელიშვილის თქმით, მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას იმ შემთხვევაში დაუჭერს მხარს, თუ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მას დაასახელებენ.

    მისი შეფასებით, თეორიული შანსი არ არსებობს, რომ ოპოზიციამ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას მიაღწიოს და ინიციატივა მხოლოდ პოლიტიკური პროცესია.

    “უნდობლობის გამოცხადების პროცედურის დაწყებას შედეგი რომ ჰქონდეს, ჩვენ რომ ვიყოთ არა 50 დეპუტატი, არამედ უმრავლესობა, ეს მთავრობაც არ იქნებოდა, რაც ახლა არის. რა გამოდის, „ქართული ოცნების“ დეპუტატებს უნდათ შეცვალონ მსოფლმხედველობა და პოლიტიკური პრეფერენციები? უნდობლობის ინიციატივის ბოლომდე მიყვანის შანსი არ არსებობს და მისი წამოწყება რას ემსახურება? თუ ამ კითხვაზე ჩემი კოლეგები მიპასუხებენ, პასუხი მეცოდინება. მანამდე არ მესმის, რა შინაარსი შეიძლება, ჰქონდეს მსგავს კამპანიას, თუ არა ის, რომ არ გაგაჩნია იდეა, რაზე შეიძლება მოაწყო წინასაარჩევნო კამპანია, გარდა ჩხუბის“, – აცხადებს მეგრელიშვილი.

    მანვე აღნიშნა, რომ 5 ივლისის მოვლენაზე ოპოზიციას შეუძლია სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნა.

  • რუსთავში ერთი ადამიანი მოკლეს, ერთი დაჭრეს – დაკავებულია ორი პირი

    შსს–მ რუსთავში მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე 2 პირი დააკავა.

    “გამოძიებით დადგინდა, რომ ნ.დ.-მ ქალაქ რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა 1994 წელს დაბადებული გ.ბ. და ამავე წელს დაბადებული გ.ა., რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან თანმხლებ პირთან – გ.ჩ.-სთან ერთად მიიმალა. დაჭრილი გ.ა. საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა, ხოლო გ.ბ.-ს შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

    გ.ჩ.-მ მომხდარი ფაქტის შესახებ პოლიციას არ შეატყობინა.

    განზრახ მკვლელობის, ასევე, ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე, 19-109-ე მუხლებითა და 376-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

  • 19 აპრილის შეთანხმებას ეწინააღმდეგება – ევროკომისია მოსამართლეების დანიშვნაზე

    19 აპრილის შეთანხმებას ეწინააღმდეგება – ევროკომისია მოსამართლეების დანიშვნაზე

    ევროკომისიის პრესსპიკერი უზენაესი მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

    პრესსპიკერის თქმით, დანიშვნები ეწინააღმდეგება 19 აპრილის შეთანხმების “საკვანძო დებულებებს”.

    “ორშაბათს საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა უზენაესი სასამართლოს ექვს მოსამართლეს, მიუხედავად ევროკავშირის მოწოდებისა, მომხდარიყო დანიშვნის პროცესში პაუზის გაკეთება და ამ პროცესის გადახედვა, ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (ODIHR) ახლახან თავის შუალედურ ანგარიშში შეშფოთება გამოთქვა კანდიდატების წარდგენის პროცესის სამართლიანობასა და თანასწორობასთან დაკავშირებით.

    დანიშვნები ეწინააღმდეგება 19 აპრილის შეთანხმების საკვანძო დებულებებს, რომელთა თანახმად, უნდა გაკეთდეს პაუზა ყველა მიმდინარე დანიშვნასთან დაკავშირებით, სრულად შესრულდეს ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია და ზოგადად გაიზარდოს მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი ფართომასშტაბიანი, ინკლუზიური და ყველა პარტიის მონაწილეობით შემუშავებული რეფორმის პროცესში”,– წერია პრესსპიკერის განცხადებაში.

    მისივე თქმით, მოსამართლეების დანიშვნებმა შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ევროკავშირის მიერ მაკრო-ფინანსური დახმარების მეორე ტრანშის გამოყოფაზე.

    “უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის დაწყებამდე, მათი შერჩევის პროცესის გადახედვა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, ასევე არის საქართველოსთვის ევროკავშირის მოქმედი პროგრამით გათვალისწინებული მაკრო-ფინანსური დახმარების მეორე ტრანშის გამოყოფის შეთანხმებული წინაპირობა, რომელზეც ამ ნაბიჯმა შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს.

    ამიტომ ეს კენჭისყრა საქართველოს ხელისუფლებისთვის არის დაკარგული შესაძლებლობა სასამართლო სისტემის ჭეშმარიტი და ყოვლისმომცველი რეფორმის მიმართ თავისი ერთგულების დამტკიცებისთვის. ეს მოვლენები სასამართლოს დამოუკიდებლობისა და საზოგადოების ნდობისთვის ზიანის მიყენების საფრთხის შემცველია.

    ევროკავშირი ღიაა შემდგომი მოლაპარაკებებისთვის უმაღლეს დონეზე, რათა განიხილოს სასამართლო სისტემის რეფორმა და მომავალი ქმედებები ამ მოვლენების შემდეგ, განსაკუთრებით 19 აპრილის შეთანხმებისა და საქართველოსთვის ევროკავშირის მაკრო-ფინანსური დახმარების შესახებ გადაწყვეტილებების კონტექსტში”. – წერია განცხადებაში.

  • შსს-მ ლექსო ლაშქარავაზე გაკეთებული ვიდეოების დასპონსორებაში 700$ დახარჯა

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლექსო ლაშქარავაზე გაკეთებული ვიდეოების დასპონსორებაში 700 $-მდე  დახარჯა. ინფორმაციას ამის შესახებ ON.GE აქვეყნებს. უწყებამ 5 ივლისს ნაცემი გარდაცვლილი ოპერატორის საქმეზე დაარეკლამა 2 ვიდეო, ვიდეოების სარეკლემო ბიუჯეტი 100-დან 400 დოლარამდე მერყეობდა.

    პირველი ვიდეო შსს-მ 11 ივლისს გამოაქვეყნა. 2-დღიან ბუსტში, რომელიც 13 ივლისს დასრულდა, ქვეყნის საგამოძიებო უწყებამ 300-დან 399 დოლარამდე დახარჯა. პოტენციური აუდიტორია 1 მილიონი ადამიანი იყო, საბოლოო მონაცემებით კი ვიდეოს 350-400 ათასი ჩვენება ჰქონდა, რაც შეიძლება შეიცავდეს რამდენიმე ნახვას ერთი და იმავე ადამიანის მიერ. რეკლამა უმეტესად 25-დან 34 წლის აუდიტორიამ ნახა, ძირითადად თბილისში. მეორე ვიდეო 12 ივლისს არის გამოქვეყნებული და ორჯერ არის დასპონსორებული. ერთხელ 100 დოლარამდე, მეორედ კი 100-დან 199 დოლარამდე თანხით.

    ლაშქარავას  ვიდეოების დასპონსორების გამო უწყება კრიტიკის ობიექტი გახდა, რაც გამოწვეულია იმით, რომ ლაშქარავას საქმეზე გამართული ბრიფინგები შსს-მ ზედოზირებით გარდაცვალების ვერსიის გავრცელებას მიუძღვნა.

     

  • მომავალ კვირაში Pfizer-ით აცრის ასაკი 16 წლამდე დაიწევს

    მომავალ კვირაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, Pfizer-ით აცრის ასაკი 16 წლამდე დაიწევს – ამის შესახებ ინფორმაციას, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ავრცელებს.

    “ასაკი დაიწევა Pfizer-ზე, როგორც არის ინსტრუქციით 16 წლის ზემოთ, ეს გაფორმდება მომავალ კვირაში მინისტრის შესაბამისი ბრძანებით და მეორე პარტია რომ შემოვა Pfizer-ის ქვეყანაში, იქ უკვე იქნება 16 წლის ზემოთ, ამ ეტაპზე, ჯავშნები იქნება მხოლოდ 18 წლის ზემოთ. ზედა ზღვარი არ არის”. – ამბობს ამირან გამყრელიძე.

    Pfizer-ის ვაქცინის ახალი დოზები უკვე საქართველოშია. ვაქცინაციის პორტალზე რეგისტრაცია დღეს, 15:00-დან დაიწყება. Pfizer-ით აცრა კი 18 წლის ზემოთ ასაკის პირებისთვის იქნება შესაძლებელი.

  • ე.წ ინდური შტამის 79 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, გავრცელება 20%-ს აჭარბებს – გამყრელიძე

    ე.წ ინდური შტამის 79 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, გავრცელება 20%-ს აჭარბებს – გამყრელიძე

    ე.წ ინდური შტამის 79 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, გავრცელება 20%-ს აჭარბებეს – ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე. ბოლო 24 საათში ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 1 663 ახალი შემთხვევა. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 4.68%, ბოლო 14 დღის – 4.1%, ბოლო 7 დღის – 4.46%.

    ”ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობლების აცრას, რომ მათ არ მიუტანონ ინფექცია ბავშვებს, რამეთუ დღეს, მოგეხსენებათ, რომ ქვეყანაში ბრიტანული შტამის გარდა, საკმაო ინტენსივობით ცირკულირებს დელტა [ინდური] შტამი. გასულ კვირას გვქონდა 29 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა დელტა შტამის, სულ 79 შემთხვევა გვაქვს ლუგარში დადასტურებული დელტა შტამის. მაგრამ, გათვლებით, დელტა შტამის ცირკულაცია უკვე სცილდება 20%-ს ქვეყანაში, საერთო ინფიცირების. ეს თანდათან გაიზრდება, ამას წინ ვერ აღვუდგებით, რადგან ტენდენცია ასეთია, რომ ბევრ ქვეყანაში ბრიტანულ შტამს ანაცველბს დელტა შტამი, რომელიც ხასიათდება მეტი ტროპიზმით ახალგაზრდა ასაკისადმი და მეტი გადამდებლობით, განსაკუთრებით ახალგაზრდა ასაკში.”- განაცხადა გამყრელიძემ.

  • საქართველოში Covid19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით, 122 180 ადამიანია აცრილი

    ამ დროისათვის ქვეყანაში სრულად COVID-ვაქცინირებულია 122 180 ადამიანი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 14 ივლისის მონაცემებით ჯამურად ჩატარდა 317 537 აცრა.

    სრულად ვაქცინირებულია 122 180 ადამიანი.

    14 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 663 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 769, ხოლო გარდაიცვალა — 13 ადამიანი.

    ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 35 559 კვლევა ტესტით, მათ შორის, 18 254 კვლევა ანტიგენის ტესტით და 17 305 PCR ტესტით.

    რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 13 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4,68%, ბოლო 7 დღის მანძილზე — 4,46%, ხოლო 14 დღის მანძილზე — 4,1%.

    პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 381 336-ს, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 361 327-მდე, ხოლო ვირუსს ჯამში 5 492 პირი ემსხვერპლა.

  • „ფაიზერის“ მეორე და მესამე პარტია ივლისის ყოველ კვირაში უნდა შემოვიდეს – გამყრელიძე

    “„ფაიზერის“ მეორე და მესამე პარტია ივლისის ყოველ კვირაში უნდა შემოვიდეს “- დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, გარდა მილიონი დოზა „ფაიზერის“ ვაქცინისა, მალე გახდება ცნობილი როდის და დამატებით რამდენი დოზა „ფაიზერი“ შემოვა აშშ-იდან დონაციის სახით. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

    „მოგეხსენებათ, რომ ქვეყანაში სულ უფრო და უფრო ძალაში შედის ვაქცინაციის ინტენსიციფიცირების პროცესი. მოგეხსენებათ, რომ ვაქცინაციაზე გადის სწორედ ეპიდემიის დამარცხების მთავარი გზა. გუშინ 24 საათში ჩვენ გვყავდა 7000 ვაქცინირებული, დღეს დაჯავშნილია 8 ათასამდე ჯავშანი და თანდათანობით ჯავშნების რაოდენობამ უნდა მოიმატოს. დღემდე ქვეყანაში ვაქცინაცია 4 ვაქცინით იყო: „ასტრაზენეკა“, „სინოფარმი“, „სინოვაკი“ და „ფაიზერის“ დარჩენილი დოზები, რომლითაც დასავლეთ ევროპასა და აშშ-ის უნივერსიტეტებში გამგზავრებამდე სტუდენტებზე ვიყენებდით. გუშინ გვიან ღამე ქვეყანაში შემოვიდა პირველი პარტია „ფაიზერის“, იმ დიდი მილიონ დოზიანი ხელშეკრულების. მეორე და მესამე პარტია ივლისის ყოველ კვირაში უნდა შემოვიდეს და ამ ხელშეკრულებით უნდა გვქონდეს მილიონამდე დოზა. დღეს სამი საათიდან დაიწყება ჯავშნების გაკეთება, 16 ივლისიდან კი აცრა. დამატებით „ფაიზერი“ გამოიყო აშშ-ის დონაციის ფარგლებში, მალე გახდება ცნობილი რამდენი დოზა და როდის შემოვა აშშ-იდან დონაციის სახით.ვაქცინების მარაგი დიდია. გარდა „ფაიზერისა“ ქვეყანაში არის ნახევარი-ნახევარი მილიონი „სინოფარმი“ და „სინოვაკი“, დაახლოებით 50 ათას დოზამდე „ასტრაზენეკა“ და დღეს დაემატა პირველი პარტია „ფაიზერისა“. ყველა საფუძველი არის იმისა, რომ ქვეყანაში მასობრივი იმუნიზაცია გავაჩაღოთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.