Category: სლაიდერი

  • მეუფე ანდრიამ გახელაძის გათავისუფლებისთვის რუსეთს მადლობა გადაუხადა

    გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ ზაზა გახელაძის გათავისუფლებისთვის “რუსეთის მხარეს” მადლობა გადაუხადა.

    “მინდა, მივულოცო გახელაძეების ოჯახს, მალე სახლში იქნება ყველას. მადლობა მინდა მოვახსენო ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში – საქართველოს ხელისუფლება, საერთაშორისო ორგანიზაციები, ჩართული იყო საქართველოს ეკლესია და კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე. ასევე, დავამატებ, რომ მინდა, მადლობა გადავუხადო რუსეთის მხარეს, რომელმაც გაითვალისწინა ეს ერთობლივი ჩართულობა. ოსურ მხარესაც, რომელმაც შეწყალების ფორმით ზაზა გახელაძე გაათავისუფლა”,– თქვა სასულიერო პირებმა გახელაძის გადმოცემის შემდეგ.

    უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძე ცხინვალის ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა დღეს შეიწყალა. ის უკვე სახლში იმყოფება.

  • კრემლის საჩუქარია ივანიშვილის რეჟიმის გადასარჩენად – ნათელაშვილი გახელაძის შეწყალებაზე

    ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ზაზა გახელაძის შეწყალებას “კრემლის საჩუქარს” უწოდებს.

    “უპირველესად ვულოცავ ზაზა გახელაძეს განთავისუფლებას. რა თქმა უნდა, ყველა ვხვდებით,რომ კრემლის ეს ჰუმანისტური საჩუქარი გათვლილია უკვე ძირმომპალი ივანიშვილის პუტინოიდური რეჟიმის გადასარჩენად. აბა, როდესაც ოლიგარქს არ უჭირდა და ჰქონდა ხალხში ნდობა, ოკუპანტებმა დაგვიკლეს ოთხოზორია და ტატუნაშვილს გული ამოაცალეს”,– წერს ნათელაშვილი.

    უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძე ცხინვალის ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა დღეს შეიწყალა. ის უკვე სახლში მიემართება.

    სააგენტო “რეს”-ის ცნობით, გახელაძე ქართულმა მხარემ ვინმე ვ. გობოზოვის გაცვლის შემდეგ გაათავისუფლა, რომელიც სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით საქართველოს სპეციალური სამსახურების მიერ ზემო ლარსის ნეიტრალური ტერიტორიაზე იყო დაკავებული და სასჯელს იხდიდა.

  • არსად წასვლას აღარ ვაპირებ – ზაზა გახელაძის პირველი კომენტარი გათავისუფლების შემდეგ

    ზაზა გახელაძე თავისუფალია. მან მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა:

    “კარგად ვარ, არ ველოდებოდი ნამდვილად დღეს, რომ ასე მოხდებოდა. ღმერთის წყალობით, ჩვენი პატრიარქის წყალობით და ჩვენი მთავრობის გვერდზე დგომით კარგად ვარ. დღეს კარგად არის ყველაფერი. მივესალმები აქედან [ოჯახს]. დარწმუნებული ვარ, ჩემი შვილები მიყურებენ და მოდი, ხვალ, ზეგ, მაზეგ [გაგესაუბრებით]. არსად წასვლას აღარ ვაპირებ, არც აქ წამოვედი ჩემი ნებით, მაგრამ…”,– აცხადებს გახელაძე.

    უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძე ცხინვალის ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა დღეს შეიწყალა.

    ბიბილოვის ბრძანება დღეს გამოქვეყნდა და ამოქმედდა. ინფორმაციას “ეხო კავკაზა” ავრცელებს.

    სააგენტო “რეს”-ის ცნობით, გახელაძე ქართულმა მხარემ ვინმე ვ. გობოზოვის გაცვლის შემდეგ გაათავისუფლა, რომელიც სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით საქართველოს სპეციალური სამსახურების მიერ ზემო ლარსის ნეიტრალური ტერიტორიაზე იყო დაკავებული და სასჯელს იხდიდა.

     

  • გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, ქვეყანა გვაქვს გასამთლიანებელი! – კალაძე გახელაძეზე

    თბილისის მერი კახა კალაძე ზაზა გახელაძის შეწყალებას ეხმიანება და ამბობს, რომ ოკუპაცია დროებითია.

    “ზაზა გახელაძე დაგვიბრუნდა! ერთწლიანი წვალება, ოჯახის, მთელი ქვეყნის ნერვიულობა, მოლაპარაკებები უკან დარჩა. ზაზა სახლში ბრუნდება. სიმწარენარევი სიხარულია…

    მინდა მჯეროდეს, მსგავსი სანერვიულო აღარ მოგვეცემა. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, ქვეყანა გვაქვს გასამთლიანებელი! ოკუპაცია დროებითია, ჩვენი მშვიდობიანი თანაცხოვრება აფხაზებთან და ოსებთან ერთად კი, გარდაუვალი და კანონზომიერი!”,– წერს კალაძე.

    უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძე ცხინვალის ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა დღეს შეიწყალა.

    ბიბილოვის ბრძანება დღეს გამოქვეყნდა და ამოქმედდა. ინფორმაციას “ეხო კავკაზა” ავრცელებს.

    ცნობისთვის, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ზაზა გახელაძე ოკუპანტებმა 2020 წლის 11 ივლისს ცეცხლსასროლი იარაღით ფეხში დაჭრეს და დააკავეს.

    ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

     

  • გარწმუნებთ, საქართველოს სანქციებს არავინ დაუწესებს, გამორიცხულია – სამხარაძე

    პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოსთვის სანქციების დაწესებას გამორიცხავს.

    ის ეხმიანება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის განცხადებას და ამბობს, რომ სანქციები უწესდებათ ქვეყნებს, სადაც ადამიანის უფლებების მასობრივად ირღვევა, საქართველო კი, მისი მტკიცებით, ასეთი არ არის.

    “ერთ-ერთმა ქართველმა ჟურნალისტმა დასვა კითხვა საქართველოსთვის სანქციების დაკისრებასთან დაკავშირებით. პასუხიც იყო ძალიან ზოგადი. ზოგადად, იმ ქვეყნებს, სადაც ადამიანის უფლებები მასობრივად ირღვევა, რა თქმა უნდა, უწესდება ხოლმე სანქციები. თუმცა, საქართველო ნამდვილად არ არის ის ქვეყანა, სადაც ადამიანის უფლებები მასობრივად ირღვევა. ამიტომ ამ მიმართულებით მე მნიშვნელოვანს არაფერს ველოდები.

    საერთოდ ამ ქვეყანაში აღქმებზე ვლაპარაკობთ. ოპოზიციას ერთი სული აქვს, რომ საქართველოს ვინმემ სანქციები დაუწესოს. თუმცა, ნამდვილად ვარწმუნებ ჩვენს საზოგადოებას, რომ სანქციებს არავინ არ დაუწესებს. იმიტომ, რომ საქართველო ამ რეგიონში არის მოწინავე ქვეყანა და ამ რეგიონში არ იგულისხმება მხოლოდ სამხრეთ კავკასია, ასევე აღმოსავლეთ ევროპის რეგიონი. მოწინავე ქვეყანაა დემოკრატიის და ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტის გათვალისწინებით. აქედან გამომდინარე, ვარაუდი და თუნდაც თეორიული დაშვება, რომ ამის გამო საქართველოს სანქციებს ვინმე დაუწესებს, გამორიცხულია”, – განაცხადა სამხარაძემ.

    ცნობისთვის, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა 5-6 ივლისის მოვლენებზე, TV პირველის ოპერატორის გარდაცვალებაზე ისაუბრა. ჟურნალისტის კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა ხელისუფლების წევრებისთვის სანქციების დაწესება, ნედ პრაისი პასუხობს, რომ სანქციები აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ერთ-ერთი იარაღია, რომელსაც დაწესებამდე არ აცხადებენ, თუმცა აშშ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ახლოდან აკვირდება.

  • რა ჯანდაბა უნდა ევროკავშირის დროშას საქართველოს მთავრობის პრესკონფერენციაზე? – ილვესი

    “რა ჯანდაბა უნდა ევროკავშირის დროშას – დემოკრატიის, ადამიანთა უფლებისა და კანონის უზენაესობის სიმბოლოს – საქართველოს მთავრობის პრესკონფერენციაზე?

    თქვენ ვერც ახლა და ვერც ვერასდროს ვერ მოხვდებით [ევროკავშირში] ჩვენი სიმბოლოების მისაკუთრებით”

    წერს ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი, ტომას ჰენდრიკ ილვესი twitter-ზე. ის ეხმიანება ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტების პროტესტს, სადაც საქართველოს დროშასთან ერთად ევროკავშირის დროშაც დგას.

  • ანატოლი ბიბილოვმა ზაზა გახელაძე შეიწყალა

    უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძე ცხინვალის ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა შეიწყალა.

    ბიბილოვის ბრძანება დღეს გამოქვეყნდა და ამოქმედდა. ინფორმაციას “ეხო კავკაზა” ავრცელებს.

    ცნობისთვის, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ზაზა გახელაძე ოკუპანტებმა 2020 წლის 11 ივლისს ცეცხლსასროლი იარაღით ფეხში დაჭრეს და დააკავეს.

    ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

  • დაწესდება თუ არა ქვეყანაში შეზღუდვები – ტიკარაძის განმარტება

    ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე განმარტავს, კვლავ დაწესდება თუ არა ქვეყანაში შეზღუდვები.

    “მნიშვნელოვანია კერძო სექტორის ჩართულება და რეგულაციების ხარისხიანად გამოყენება. სწორედ ეს რეგულაციები განაპირობებს იმას, დავდგებით თუ არა ჩვენ შემოდგომაზე ისევ და ისევ იმ არჩევანის წინაშე, ჩავკეტავთ თუ არა ქვეყანას და გვექნება თუ არა განმეორებითი ლოკდაუნი. რა თქმა უნდა, ამის სურვილი ჩვენ არ გვაქვს და თუმცა ამის ფუფუნებას არ გვაძლევს ჩვენ პანდემია და ის რიცხვები, რომლებიც დღითიდღე არის მზარდი, განაპირობებს უკვე ამ გადაწყვეტილებების მიღებას”,– ამბობს ტიკარაძე რუსთავი 2-ის ეთერში.

    კითხვაზე, შეძლება თუ არა ჩაკეტვის გადაწყვეტილება შემოდგომამდეც მიიღონ, ტიკარაძე პასუხობს, რომ დამოკიდებულები არიან “ინფექციის გავრცელების კოეფიციენტსა და რაოდენობაზე”

    “ჩვენ ვაკვირდებით, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ჩვენ გვქონდა ორჯერადი ნახტომი და ინფექცია უკვე არის საკმაოდ გაზრდილი. შემდეგი 2 კვირა იქნება გადამწყვეტი ამ გადაწყვეტილებების მიღებისთვის და ვიმედოვნებთ, რომ კერძო სექტორის და მოქალაქეების ჩართულობა იქნება ამ მიმართულებით და არამხოლოდ ვაქცინაციის მიმართულებით”. – ამბობს ეკატერინე ტიკარაძე.

  • ტიკარაძის თქმით, booking.moh.gov.ge-ს შეფერხება ამჯერად კიბერთავდასხმებს არ უკავშირდება

    “შეფერხებები არის კვლავ რეგისტრაციის სისტემაში, ეს უნდა დავადასტურო. პირველ რიგში, მე კვლავ მინდა ჩვენს მოქალაქეებს გულწრფელად მოვუხადო ბოდიში ამ შეფერხებები გამო. შეფერხებებს სხვა პერიოდში იწვევდა, როგორც ჩვენთვის სხვადასხვა სამსახურებიდან მოწოდებული ინფორმაციით ცნობილი იყო, კიბერთავდასხმებით. ამ ჯერზე დაფიქსირებული ხარვეზი გამოწვეული არის მაღალი მომართვიანობიდან და მოქალაქეების დიდი ინტერესიდან და არის ძალიან ცუდი, რომ მსგავსი ფაქტი კვლავ დაფიქსირდა და ვერ მოხდა მისი აღმოფხვრა.

    ამ ეტაპისთვის დაავადებათა კონტროლის ცენტრში არის მივლენილი ყველა შესაძლო IT სამსახური, რომელიც მუშაობს მათთან ერთად ამ ხარვეზის გამოსწორებაზე”

    აცხადბებს ჯნდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე რუსთავი 2-ის ეთერში .Pfizer-ის ვაქცინაზე რეგისტრაცია დღეს, 14 ივლისის 15:00 საათიდან უნდა დაწყებულიყო, თუმცა ამ დრომდე საიტი შეფერხებით მუშაობს და მოქალაქეები ვაქცინაზე ვერ რეგისტრირდებიან.

  • რეგისტრაციის სისტემაში ხარვეზი დაფიქსირებულია მაღალი მომართვიანობიდან გამომდინარე – ტიკარაძე

    საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების პორტალზე შეფერხება მაღალი მომართვიანობის გამო დაფიქსირდა.

    “შეფერხებები არის კვლავ რეგისტრაციის სისტემაში და ჩვენს მოქალაქეებს კვლავ მინდა მოვუხადო ამის გამო ბოდიში. შეფერხებებს სხვა პერიოდებში იწვევდა კიბერთავდასხმები. ამ ჯერზე ეს ხარვეზი დაფიქსირებულია მაღალი მომართვიანობიდან და ძალიან ცუდია რომ ვერ მოხდა ამის აღმოფხვრა დროულად. ამჟამად დაავადებათა კონტროლის ცენტრში მივლენილია ყველა შესაძლო IT სამსახური, რომელიც მუშაობს ამ ყველაფრის გამოსწორებაზე და იმედი გვაქვს ,უმოკლეს ვადაში მოხდება ხარვეზის აღმოფხვრა.დღეს გამოცხადებული დოზების რაოდენობა საბოლოო არაა, შესყიდვა განხორციელებულია და ფაიზერთან პირდაპირი მოლაპარაკებების ფარგლებში, უნდა იყოს ეტაპობრივი მოწოდება და სწორედ ეტაპობრივად განხორციელდება ვაქცინების მოწოდება და ჩვენს მოქალაქეებს არ ექნებათ შეფერხება ფაიზერის ვაქცინაზე რეგისტრაციასა და მის მოხმარებაზე” – ამბობს ეკატერინე ტიკარაძე “რუსთავი 2-თან”.