Category: სლაიდერი

  • არ მინდა, სანქციებამდე მივიდეს საქმე, მარტო “ოცნებას” ხომ არ დააზარალებს? – ელისაშვილი

    “მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ არ უნდა, საქმე სანქციების დაწესებამდე მივიდეს.

    „მე არ მინდა, რომ სანქციებამდე მივიდეს საქმე, სანქციები მარტო „ქართულ ოცნებას” ხომ არ დააზარალებს? – ქვეყანას დააზარალებს, საქართველო გამოჩნდება ქვეყნად, რომელიც ერთ დროს რაღაც დემოკრატიის მაგალითს იძლეოდა და ახლა სანქცირებული ქვეყანა იქნება, რაც ძალიან ცუდი იქნება და ამ ღარიბ და სასოწრაკვეთილ ქვეყანას კიდევ უფრო გადაჩეხავს სიღარიბის და სიღატაკის უფსკრულში.

    ისედაც არავინ გვეკარება სათოფეზე და ამ სანქცირებულ ქვეყანაში არავინ ფულს არ ჩადებს. ამიტომ იმედი მაქვს, „ქართული ოცნება” გონს მოეგება და ადეკვატურ ნაბიჯებს გადადგამს, ადეკვატურად აიღებს პასუხისმგებლობას 5 ივლისს მომხდარ ფაქტებზე, როცა გამძივნვარებულმა ხალხმა გადაიბარა ხელისუფლება თბილისის ქუჩებში და გამქრალი იყო აბსოლუტურად ხელისუფლება მთელი დღის განმავლობაში, ამაზე პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა ხელისუფლება“, – განაცხადა ელისაშვილმა.

    ცნობისთვის, საუბარია არა ქვეყნის, არამედ კონკრეტული ხელისუფლების წარმომადგენლების სანქცირებაზე. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა 5-6 ივლისის მოვლენებზე, TV პირველის ოპერატორის გარდაცვალებაზე ისაუბრა. ჟურნალისტის კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა ხელისუფლების წევრებისთვის სანქციების დაწესება, ნედ პრაისი პასუხობს, რომ სანქციები აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ერთ-ერთი იარაღია, რომელსაც დაწესებამდე არ აცხადებენ, თუმცა აშშ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ახლოდან აკვირდება.

     

  • ბათუმში კაცმა, რომელსაც გამოსახლებას უპირებდნენ, მუცელში დანა ჩაირტყა (ვიდეო)

    ბათუმში კაცმა, რომელსაც გამოსახლებას უპირებდნენ, თვითდაზიანებები მიიყენა. მან მუცელში დანა ჩაირტყა.

    არსებული ინფორმაციით, შემთვევა მაშინ მოხდა, როცა აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლები საცხოვრებლიდან გამოსახლებას უპირებდნენ.

    კაცი ადგილობრივებმა შეაჩერეს.

    https://youtu.be/H3L_nhoFuFk

  • გადადგეს ღარიბაშვილი! – ჟურნალისტები 15:00 საათზე შსს-სთან აქციას გამართავენ

    მედიის წარმომადგენლები 15:00 საათზე ორთაჭალაში, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქციას გამართავენ და ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომასა და მოძალადეების დასჯას კიდევე ერთხელ მოითოხვენ.

    “დღეს ჟურნალისტები 15:00 საათზე მივდივართ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, იმიტომ რომ შინაგან საქმეთა მინისტრს შევახსენოთ, რომ დასაკავებლები არიან ორგანიზატორები და ვიქნებით ყველგან, სადაც არის დიპ.კორპუსი, იმიტომ რომ შევახსენოთ, რომ ამ ქვეყნის მთავარი მოთხოვნაა, გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი. სადაც იქნება ირაკლი ღარიბაშვილი პირველი კითხვა მასთან იქნება – როდის გადადგება”,– თქვა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

    ფორმულას ტელეწამყვანის, ვახო სანაიას თქმით, ჟურნალისტებზე ძალადობაში უპირველესი დამნაშავე ირაკლი ღარიბაშვილია.

    „ჩვენი აქციები გრძელდება, ჩვენ ვუთხარით ხალხს, რომ არ გავჩერდებით. არ ვიბრძვით არანაირი თანამდებობებიისთვის, არაფრისთვის, გარდა იმისა, რომ დამნაშავეები დაისაჯონ. უპირველესი დამნაშავე არის ყოფილი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი – მე ასე ვუწოდებ – რომლის ბრძანებითაც ფიზიკურად გაუსწორდნენ ჩვენს კოლეგებს და ამ ძალადობას შეეწირა ლექსო ლაშქარავა”, – ამბობს ვახო სანაია.

  • ოპერაცია ცოტა უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე ელოდნენ – აბსანძე

    საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანი, ირაკლი აბსანძე წერს, რომ მისი ოპერაცია მოსალოდნელზე რთული აღმოჩნდა.

    “მეგობრებო, მადლობა გულშემატკივრობისთვის. ოპერაცია ცოტა უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე ელოდნენ. ამიტომ, კლინიკაში შაბათამდე ვრჩები, მაგრამ საიმედო ხელში ვარ და თავსაც კარგად ვგრძნობ”,– წერს ის.

    ირაკლი აბსანძეს ქართული ოცნების ოფისთან პოლიციამ დაკავებისას მხარი მოსტეხა, შემდეგ ხელწერილით გაათავისუფლა.

  • TV პირველის ოპერატორისა და მოქალაქის ცემისთვის კიდევ 2 პირი დააკავეს

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ TV პირველის ოპერატორისა და გამვლელის ცემისთვის კიდევ ორი პირი დააკავეს.

    უწყების ცნობით, ერთ-ერთმა ბრალდებულმა ვ.ბ-მ მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისში რუსთაველის გამზირზე, ტვ პირველის ოპერატორს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ხოლო მეორე მბრალდებულმა დ.ქ-მ ქაშუეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

    მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 156-ე მუხლის მე -2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

    უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის, 5 ივლისს “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებებისთვის სულ დაკავებულია 23 პირი, კერძოდ:

    • ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ჯგუფური ძალადობის და ძალადობის მუქარით დევნის ფაქტებზე დაკავდა 19 პირი;
    • “თბილისი პრაიდის” ოფისის დარბევისთვის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის, ძალადობით ან ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის ჯგუფურად დარღვევის ფაქტზე დაკავებულია 3 პირი;
    • 1 პირი კი პოლიციამ მოქალაქის მიმართ ჩადენილი ძალადობისთვის დააკავა.
  • ვფიქრობ, რომ საქართველოს პრემიერმინისტრი არ ჰყავს, ახალს ველოდები – ლადო აფხაზავა

    “სამწუხაროდ, ხელისუფლებამ წაახალისა ეს აგრესია. ძალიან ბევრი დაუსაქმებელი ახალგაზრდაა, რომელიც არ მუშაობს, ვერ რეალიზდება, ვერც აღიარება დაინახეს რაიმე საქმეში, ვერ შედგა და ამიტომ იქ იპოვეს თავიანთი ადგილი, სადაც ძალადობრივი ნაპერწკლები გაჩნდა. ამის გამო ვიღაცამ შეაქო. სხვადასხვა მოძალადე ადამიანის ვიდეოებს ვუსმენდი და იქ ისეთ თემებზეა საუბრობენ, არც კი უკვირდებიან რას საუბრობენ, რას ლაპარაკობენ.

    აი მაგალითად, ჩვენ ვაჟკაცები, ჩვენ ქართველები და ასე შემდეგ. ვაჟკაცობა იმას კი არ ნიშნავს, რომ ქალს ხელი დაარტყა ან თუნდაც კაცს.

    მე ველოდები ახალ პრემიერს, რომელიც უფრო დაამშვიდებს სიტუაციას, რომლისთვისაც მთავარი იქნება ადამიანების სიყვარული და თუ ქრისტიანი იქნება, ღმერთის სიყვარული. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი არ ჰყავს და ველოდები.

    ჩვენ გვჭირდება პრემიერი, რომელსაც ექნება ადამიანური ღირებულებები. შეეშალოს თუნდაც საუბარში, თუნდაც ქოხში ცხოვრობდეს, ოღონდ ადამიანებზე იზრუნოს. ასეთ პრემიერს ველოდები”

    ამბობს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი ლადო აფხაზავა ბათუმელებთან ინტერვიუში.

  • შარლ მიშელი კატეგორიული იქნება, ხელისუფლებას კარგი დღეები არ ელოდება – ხუხაშვილი

    პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი IPN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დაგეგმილ ვიზიტს ეხმიანება.

    მისი თქმით, ხელისუფლების მხრიდან შეთანხმების დარღვევა მიშელისთვის პერსონალური დარტყმაა, რადგან მან დაინახა სერიოზული საფრთხე არამხოლოდ საქართველოს ინტეგრაციის თვალსაზრისით, არამედ საკუთარი კარიერისთვისაც.

    “შეიძლება წამოაძახონ ხვალ და ზეგ, თავს რომ იწონებდი, სინამდვილეში, ნახე რა ხდებაო. ასე რომ მე ვფიქრობ, მისი ვიზიტი აბსოლუტურად კანონზომიერია და საკმაოდ კატეგორიული იქნება. არ მგონია, შარლ მიშელმა ის ბრტყელ-ბტყელი არგუმენტები მიიღოს, რაც ხელისუფლებას აქვს საკუთარი ოხლოკრატიისთვის. ხელისუფლებას არ ელოდება კარგი დღეები ევროინტეგრაციის მიმართულებით.

    ხელისუფლება ცდილობს ეს საქმე შემსრულებლების დონეზე დატოვოს, რომ ევროკავშირი, შეერთებული შტატები დაკმაყოფილდნენ შემსრულებლების სახით, ანუ „ბარტყების გადაგდებით“ და ამ დროს მაგალითად, სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ვნახეთ, პირდაპირ წერია, რომ დასავლეთი შემსრულებლების დასჯას არ ითხოვს, ის ითხოვს ორგანიზატორების და დამკვეთების დასჯას, ანუ უფრო ფართო გამოძიებაა საჭირო. ამიტომ ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები”,– ამბობს ხუხაშვილი.

    ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, შარლ მიშელი საქართველოს 18 ან 19 ივლისს ეწვევა.

  • 26 წლის ყაზახი ქალის გაუპატიურებაში ბრალდებული კლინიკაში გარდაიცვალა

    26 წლის ყაზახი ქალის აისელ აიტპაევას გაუპატიურებაში ბრალდებული ბესიკ თორდუა კლინიკაში გარდაიცავლა. მისი ადვოკატის თქმით, ბრალდებული პენიტენციური დაწესებულებიდან კლინიკაში ერთი კვირის წინ გადაიყვანეს.

    ბესიკ თორდუა კლინიკა „ვივა მედში“ დღეს გარდაიცვალა. სიკვდილის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

    ცნობისთვის, 26 წლის აისელ აიტპაევა 5 მაისს, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან გარდაცვლილი იპოვეს. მისი გაუპატიურებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით ბესიკ თორდია 6 მაისს დააკავეს.

  • მერკელთან ყველაზე დიდი უთანხმოება NATO-ში საქართველოს გაწევრიანების პროცესი იყო – ბუში

    “ჩვენ გვქონდა უთანხმოებები, ცხადია. ალბათ [ყველაზე დიდი უთანხმოება ანგელა მერკელთან] იყო, უნდა მიგვეცა თუ არა საქართველოსთვის NATO-ს წევრობის სააპლიკაციო პროცესი. მას მტკიცედ სჯეროდა, რომ ეს არასწორი იქნებოდა, მე კი სწორად მიმაჩნდა”

    განაცხადა აშშ-ს 43-ე პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმა Deutsche Welle-სთან ინტერვიუში.

  • გაგარტყით, დაგლახვროთ უფალმა, ტვინგამორეცხილებო – მეუფე ანტონი ჟურნალისტებს

    გაგარტყით, დაგლახვროთ უფალმა, ტვინგამორეცხილებო – მეუფე ანტონი ჟურნალისტებს

    “ჩემმა სიმართლემ გამახარა, გაგარტყით, ზუსტად მოგარტყით, ათიანში მოგარტყით მოძალადეებო. თქვენ ხართ ლაშქარავას დამღუპველი, თქვენ ახალისებთ გარყვნილებას, თქვენ ხართ ამ ლგბტს უკან, ლობირებას უკეთებთ ყველაფერ იმას, რაც იცით, რომ ქართული საზოგადოების სიმებს შეეხება და ქართულ საზოგადოებას აღაშფოთებს, რომ ეს აღშფოთება ისე წაიყვანოთ, თქვენ წისქვილზე დაასხმევინოს წყალი და რაღაცნაირად მოხვიდეთ ხელისუფლებაში.

    არამც და არამც, ყველა ხმა, რომელიც თქვენდამი იქნება მოცემული, ყველა წყეული იქნება, არ მეშინია, ყველა წყეული იქნება, თქვენ ხო წყეულები ხართ, სანამ არ მოინანიებთ და თავისთავად მასე იქნება. დაგლახვროთ უფალმა თუ გონზე არ მოხვალთ.

    ვაი, თქვენს პატრონს, არ გვეშვინია თქვენი, ჩვენ კიდევ ვართ ცოცხლები და კიდევ არიან ადამიანები, რომლებსაც ვერ გამოულაყეთ თავში. არც მე დავისვენებ თქვენს ლანძღვაში, უფრო სწორად, მხილებაში. თქვენი სიტყვა სიტყვის თავისუფლებაა და ჩვენი დისკრიმანაცია, მალადეც თქვენ. ვაი თქვენს პატრონს, თქვენ ტვინგამორეცხილებო”

    მიმართავს ჟურნალისტებს ჰომოფობი, ძალადობის წამხალისებელი ვანისა და ბაღდადის მიტროპოლიტი ანტონი.