Category: სლაიდერი

  • მართლა მაიმუნების შთამომავლები არიან – მეუფე იაკობი ოპოზიციაზე

    მართლა მაიმუნების შთამომავლები არიან – მეუფე იაკობი ოპოზიციაზე

    ვეთანხმები დარვინს, მაგენი მართლა მაიმუნების შთამომავლები არიან  – განაცხადა,  ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა “ფორმულასთან” ინტერვიუში ოპოზიციაზე საუბრისას. 

    “დღეს რომ იქ დგანან ეს უზნეო ადამიანები, მეხუთე კოლონა და ვითომ ისინი: რესპუბლიკური პარტია, ნაცმოძრაობის ბევრი წევრი, ოღონდ ელიტარული წევრები, ჩვეულებრივ წევრებს არ ვეხები რა. თუნდაც თქვენი პარტია, ბოკერია და მასეთ. მე რომ ვუყურებ მაგათ, დარვინზე იცით რა წარმოდგენა მექმნება? თითქოს მაგათ იმ დღეს მიტინგზე უყურებდა და იმიტომ თქვა მერე ევოლუციისგან შეიქმნა ადამიანი, მაიმუნისგანო. მე ვეთანხმები დარვინს, რომ მაგენი მართლა მაიმუნების ისინი არიან, შთამომავლები”. – აცხადებს მეუფე იაკობი.

  • ყოველგვარი მიჯნა წაშალეთ პარტიებსა და მედიას შორის – სარჯველაძე “ოცნების” ბოიკოტზე

    “ყოველგვარი მიჯნა წაშალეთ პარტიებსა და მედიას შორის “-  ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების” დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. ხელისუფლებამ 4 ოპოზიციურ არხს ბოიკოტი დღეს გამოუცხადა.ქართული ოცნების” წევრები კრიტკული მედიის კითხვებს კვლავ არ პასუხობენ.

    “სულ წაშალეთ ყოველგვარი ზღვარი და მიჯნა პოლიტიკურ პარტიებსა და ტელევიზიებს შორის.  ნახეთ თქვენ თვითონ რანაირად იქცეოდით აქ…ხელს მიშლით…. დააზიანებთ ადამიანს და ამასაც მე დამაბრალებთ”,-თქვა მიხეილ სარჯველაძემ.

  • სანქციები იქნება ის უპირველესი იარაღი, რასაც გამოიყენებს აშშ – ხატია დეკანოიძე

    სანქციები იქნება ის უპირველესი იარაღი, რასაც გამოიყენებს აშშ – ამის შესახებ ენმ-ის წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა. მისი თქმით აშშ მმართველი გუნდის მიმართ სანქციებს ძალიან ფრთხილად გამოიყენებს.

    ”სანქციები ძალადობრივი ხელისუფლების შემაკავებელი ერთ-ერთი მთავარი ღია ინსტრუმენტია, ხელში იარაღია სწორედ სახელმწიფო დეპარტამენტისთვის და აშშ-სთვის. რა თქმა უნდა, სანქციები იქნება ის უპირველესი იარაღი, რასაც გამოიყენებს აშშ, ფრთხილად, მაგრამ გამოიყენებს” – ამბობს დეკანოიძე.

  • ღარიბაშვილი საპატრიარქოს პრემიერია, რაც ხდება, დიდწილად მათი დაკვეთაა – კირთაძე

    “ლოგიკურია ყველაფერი, რაც ხდება საქართველოში. ასეთი განვითარების პროგნოზირება არ იყო რთული. სამიზნე დღევანდელი ხელისუფლებისთვის არის სამოქალაქო მოძრაობა, ადამიანი, ინდივიდი და მათი მოკავშირეა ველური და კრიმინალური დაჯგუფებები, რომელთაც აძლევენ სრულ კარტ-ბლანშს, განახორციელონ ის პოლიტიკა, რომელიც ქართული ოცნებისთვის არის მომგებიანი.

    ამიტომ არ გამიკვირდა ესკალაცია, რაც მოხდა ქართული ოცნების ოფისთან. ადმინისტრაციული შენობა არც არის, პრინციპში, ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის შენობაა. მათთვის [პარტიის შენობა] გაცილებით ღირებულია, ვიდრე ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა.

    ღარიბაშვილი დღეს არის საპატრიარქოს პრემიერი, დაკვეთა, რაც ხდება ქვეყანაში, ეს არის დიდწილად საპატრიარქოს დაკვეთა. ადამიანების თანაცხოვრების საპატიარქოს მოდელია, რისი განხორციელებაც წლების განმავლობაში სურდა. როცა ქართულმა ოცნებამ დაინახა, რომ  მისი ძალაუფლება შეიძლება საფრთხის ქვეშ დადგეს, გამოსავალი ჰქონდა კრიმინალური სიმბიოზი “

    აცხადებს “გირჩი – მეტი თავისუფლების” ერთ-ერთი ლიდერი, თენგო კირთაძე “ფორმულას” ეთერში. ის ქართული ოცნების ოფისთან აქციაზე დააკავეს, მეორე დღეს კი გაათავისუფლეს.

  • შსს-სთან მედიის მდუმარე აქცია მიმდინარეობს

    შსს-სთან მედიის მსუმარე აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები TV პირველის გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ფოტოებით არიან მისულნი და ორ მოთხოვნას აჟღერებენ :თანამდებობა დატოვოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და დაისაჯოს ყველა დამნაშავე. შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მობილიზებულია პოლიცია.

    “საგამოძიებო ორგანოების მიზანი პირველივე დღიდან არ ყოფილა, რომ რეალური დამნაშავეები დაესაჯათ. მათი მთავარი მიზანი პირველივე წუთიდან გახდა ის, რომ როგორმე პასუხისმგებლობა აეცილებინათ, როგორმე ირაკლი ღარიბაშვილისთვის შეენარჩუნებინათ სკამი”, – ამბობს TV პირველის ჟურნალისტი, მაკა ჩიხლაძე.

  • მოსამართლეების დანიშვნით 19 აპრილის შეთანხმება კეთილსინდისიერად ვერ შესრულდა – აშშ-ს საელჩო

    აშშ-ს საელჩო საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნას ეხმაურება და აცხადებს, რომ ამით ვერ შესრულდა მმართველი პარტიის მიერ აღებული 19 აპრილის შეთანხმების კეთილსინდისიერად შესრულების ვალდებულება.

    საელჩოს განცხადებაში ვკითხულობთ, რომ პარტიები შეთანხმდნენ ამბიციური სასამართლო რეფორმის განხორციელებაზე ფართო და გამჭვირვალე პროცესის მეშვეობით, სამართლის ექსპერტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციური პარტიების მონაწილეობით, ხოლო  “ცალმხრივი საკანონმდებლო ცვლილებები, მიღებული საერთაშორისო პარტნიორების რჩევის საწინააღმდეგოდ, იმ დროს, როდესაც ჯერ კიდევ მოლაპარაკებები მიმდინარეობდა 19 აპრილის შეთანხმებაზე, არ შეესაბამება ამ შეთანხმების შინაარსსა და სულისკვეთებას”.

    “განსაკუთრებით, საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში აპრილის დასაწყისში შესული ცვლილები, რომელმაც სრულად ვერ ასახა ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, მათ შორის, მთავარი რეკომენდაცია მოსამართლეთა დანიშვნების გადავადებასთან დაკავშირებით.

    ფართო და ყოვლისმომცველი სასამართლო რეფორმის განხორციელებამდე დანიშვნის არ შეჩერებას რეალური შედეგები აქვს. სამართლის ექსპერტებმა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ პარლამენტის ხარვეზიანმა პროცესმა ვერ უზრუნველყო ყველაზე კვალიფიციური კანდიდატების დაწინაურება, შედეგად კი, ნაკლებად კვალიფიციური კანდიდატები უვადოდ გამწესდნენ სასამართლოში. როგორც ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) 9 ივლისის ანგარიშშია აღნიშნული „კანდიდატების წარდგენა განხორციელდა გარემოში, სადაც სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის მიმართ საზოგადოების ნდობა მწირია” და „იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ განხორციელებული შერჩევის, მოკვლევისა და ინტერვიუების პროცესი ვერ პასუხობდა საერთაშორისო სტანდარტებს“.

    აღნიშნული კონტექსტის გათვალისწინებით, აუცილებელი იყო, პარლამენტს შეეჩერებინა დანიშვნის პროცესი ინკლუზიური, ყოვლისმომცველი რეფორმის განხორციელების მიზნით, რომელშიც ასახული იქნებოდა სამართლის ექსპერტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის მოსაზრებები. პარლამენტს ჰქონდა ამგვარი მოქმედების უფლებამოსილება და დანიშვნების შეჩერება არ გამოიწვევდა სასამართლო სისტემის ზედმეტ გადატვირთვას. შესაბამისად, ამგვარად არ მოქცევის გადაწყვეტილება ძალიან შემაშფოთებელია და წარმოადგენს მნიშვნელოვან დაკარგულ შესაძლებლობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ ნდობის გაძლიერებისა და დემოკრატიული განვითარების კუთხით.

    შეერთებული შტატები მზადაა გააგრძელოს პარლამენტისა და ქართველის ხალხის მხარდაჭერა საქართველოში სასამართლო სისტემისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებისთვის დამაჯერებელ ძალისხმევაში”,– წერია საელჩოს განცხადებაში.

  • “დაუყოვნებლივ მიიღეთ პოლიტიკური და სამართლებრივი ზომები” – საელჩოები გომელაურს

    “დაუყოვნებლივ მიიღეთ პოლიტიკური და სამართლებრივი ზომები” – საელჩოები გომელაურს

    25 მეგობარი ქვეყნის საელჩო შინაგან საქმთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს და მთავრობის წევრებს წერილით მიმართავს. მათი თქმით, ხელისუფლებამ 5 ივლისს საკმარისად არ დაიცვა ჟურნალისტები და მოქალაქეები ძალადობისგან, რის გამოც შეშფოთებულები არიან.

    საელჩოების განცხადებით, ხელისუფლებამ საჯაროდ არ მოუწოდა, დაეცვათ ისინი, ვინც მშვიდობიანად აღნიშნვდა პრაიდთან დაკავშირებულ ღონისძიებებს.

    ისინი მოუწოდებენ ვახტანგ გომელაურს, ამ ფონის გათავალისწინებით დაუყოვნებლივ გადადგას შემდგომი ნაბიჯები და მიიღოს შესაბამისი პოლიტიკური და სამართლებრივი ზომები.

    “ყველა ძალადობრივი ინციდენტი და დანაშაულებრივი ქმედება ეფექტიანად და სწრაფად უნდა იყოს გამოძიებული და სათანადოდ დასჯილი, კანონის სრული სიმკაცრით. ამასთან, მოვუწოდებთ ყველა შესაბამის უწყებას, დაიცვას კანონის უზენაესობა და იმოქმედოს მსგავსი დანაშაულებრივი ქმედებების  ეფექტიანი პრევენციისთვის მომავალში. ამ ძალისხმევის განუყოფელი ნაწილი უნდა გახდეს სიძულვილის ენის, სიძულვილის გაღვივებასა და შეუწყნარებლობის აღკვეთაზე მიმართული შემდგომი ქმედებები.

    ამავდროულად, მოვუწოდებთ ყველა მხარეს, პასუხისმგებლობით იმოქმედონ და თავი შეიკავონ  ქმედებებისგან, რომლებიც სიტუაციას კიდევ უფრო გაამწვავებს.

    დაბოლოს,  საქართველოს პარლამენტის წინ აღმართული ევროპის საბჭოს/ ევროკავშირის დროშის შებღალვას საგანგაშოდ მივიჩნევთ. ეს დროშა განასახიერებს იმ ფუნდამენტურ ფასეულობებს, რომლებსაც ევროკავშირი და ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები ეფუძნება. დროშაზე ორჯერ თავდასხმა საქართველოს დემოკრატიულ და პროევროპულ მისწრაფებებზე პირდაპირი შეტევაც არის”,– აცხადებენ საელჩოები.

  • “ხელისუფლებამ არ უზრუნველყო საკმარისი დაცვა” – 25 საელჩოს წერილი მთავრობას

    25 მეგობარი ქვეყნის საელჩო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტან გომელაურს ღია წერილით მიმართავს. ისინი აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ 5 ივლისს არ უზრუნველყო საკმარისი დაცვა, როდესაც აქტივისტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებები ხორციელდებოდა.

    წერილს უცვლელად გთავაზობთ:

    “მოგმართავთ წერილით, რომ გაგიზიაროთ შეშფოთება დაკავშირებული ბოლოდროინდელ მოვლენებთან, რომლებმაც ჩრდილი მიაყენა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებსა და  საქართველოს, როგორც ადამიანის ძირითადი უფლებების დამცველი ქვეყნის იმიჯს. ვაღიარებთ რა საქართველოს მთავრობის უფრო ფართო პასუხისმგებლობას, ამ წერილის ასლებს პრემიერ–მინისტრსა და იუსტიციისა და საგარეო საქმეთა მინისტრებსაც ვუგზავნით.

    მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ძირითადი, საყოველთაო უფლებებია და მათ საქართველოს კონსტიტუცია უზრუნველყოფს. მიუხედავად ამისა, 5 ივლისს, ლგბტქი+ თბილისი პრაიდის მონაწილეებმა ვერ შეძლეს ამ უფლებებით სარგებლობა, რადგან მათი უსაფრთხოებისთვის გარდაუვალი რისკი შეიქმნა.

    კონტრაქციის მონაწილეებმა განახორციელეს ორგანიზებული ძალადობა, რომლის სამიზნე სამოქალაქო აქტივისტები და ჟურნალისტები იყვნენ. ორივე ჯგუფის წარმომადგენლების უსაფრთხოების ფიზიკური ხელყოფა საგანგაშო იყო. ამ კონტექსტში შეგახსენებთ, რომ ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში ჟურნალისტებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, უსაფრთხოდ და უვნებლად შეასრულონ თავიანთი სამუშაო. ძალადობა მიუღებელია და მისი პატიება დაუშვებელია. მწუხარებას გამოვთქვამთ ტელეოპერატორის ლექსო ლაშქარავას ტრაგიკული დაღუპვის გამო და დაველოდებით გარდაცვალების მიზეზების დამდგენი გამოძიების შედეგებს.

    ვწუხვართ, რომ ხელისუფლებამ საჯაროდ არ მოუწოდა დაეცვათ ისინი, ვინც მშვიდობიანად აღნიშნვდა პრაიდთან დაკავშირებულ ღონისძიებებს; ასევე, არ მიიღო სხვა აუცილებელი ზომები, რომ თავიდან აეცილებინა ან აღეკვეთა სიძულვილის გაღვივებაზე მიმართული გამოსვლები.  დაბოლოს, არ უზრუნველყო საკმარისი დაცვა, როდესაც აქტივისტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებები ხორციელდებოდა.

    ევროკავშირი და საქართველო იზიარებენ და ერთგულნი არიან პრინციპისა, რომ ადამიანის უფლებები საყოველთაო და განუყოფელია და შეეხება ყველა ადამიანს, განურჩევლად  სექსუალური ორიენტაციისა თუ  გენდერული იდენტობისა. ჩვენ ვიზიარებთ ფუნდამენტურ რწმენას, რომ უნდა დავიცვათ კონსტიტუციით გარანტირებული თითოეული მოქალაქის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება და მედიის თავისუფლება. ეს საზიარო ღირებულებები გაცხადებულია ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმებაში და ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში. ეს ღირებულებები გვაერთიანებს და სიამაყის საფუძველსაც გვაძლევს, თუმცა, ასევე, გვავალდებულებს, რომ ვიმოქმედოთ მათ დასაცავად და ისინიც დავიცვათ, ვინც ყველაზე დაუცველია ჩვენს საზოგადოებაში.

    ამ ღირებულებების წინააღმდეგ მიმართული აქტიური  რიტორიკა  ეროვნულ უსაფრთხოებასაც უქმნის საფრთხეს და ზრდის დაუცველობას ქართული დემოკრატიისა, რომელიც უკვე დგას დეზინფორმაციით გამოწვეული  მნიშვნელოვანი რისკების  პირისპირ.

    ამ ფონის გათვალისწინებით, მოგიწოდებთ, დაუყოვნებლივ გადადგათ შემდგომი ნაბიჯები და მიიღოთ შესაბამისი პოლიტიკური და სამართლებრივი ზომები. ყველა ძალადობრივი ინციდენტი და დანაშაულებრივი ქმედება ეფექტიანად და სწრაფად უნდა იყოს გამოძიებული და სათანადოდ დასჯილი, კანონის სრული სიმკაცრით. ამასთან, მოვუწოდებთ ყველა შესაბამის უწყებას, დაიცვას კანონის უზენაესობა და იმოქმედოს მსგავსი დანაშაულებრივი ქმედებების  ეფექტიანი პრევენციისთვის მომავალში. ამ ძალისხმევის განუყოფელი ნაწილი უნდა გახდეს სიძულვილის ენის, სიძულვილის გაღვივებასა და შეუწყნარებლობის აღკვეთაზე მიმართული შემდგომი ქმედებები.

    ამავდროულად, მოვუწოდებთ ყველა მხარეს, პასუხისმგებლობით იმოქმედონ და თავი შეიკავონ  ქმედებებისგან, რომლებიც სიტუაციას კიდევ უფრო გაამწვავებს.

    დაბოლოს,  საქართველოს პარლამენტის წინ აღმართული ევროპის საბჭოს/ ევროკავშირის დროშის შებღალვას საგანგაშოდ მივიჩნევთ. ეს დროშა განასახიერებს იმ ფუნდამენტურ ფასეულობებს, რომლებსაც ევროკავშირი და ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები ეფუძნება. დროშაზე ორჯერ თავდასხმა საქართველოს დემოკრატიულ და პროევროპულ მისწრაფებებზე პირდაპირი შეტევაც არის”,– წერია საელჩოების განცხადებაში.

    ხელმომწერები:

    • ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში
    • ავსტრიის რესპუბლიკის საელჩო
    • ბელგიის სამეფოს საელჩო
    • ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩო
    • გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩო
    • დანიის სამეფოს საელჩო
    • ესპანეთის სამეფოს საელჩო
    • ესტონეთის რესპუბლიკის საელჩო
    • ირლანდიის საელჩო
    • იტალიის რესპუბლიკის საელჩო
    • ლატვიის რესპუბლიკის საელჩო
    • ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩო
    • ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს საელჩო
    • ნიდერლანდების სამეფოს საელჩო
    • პოლონეთის რესპუბლიკის საელჩო
    • პორტუგალიის საელჩო
    • რუმინეთის საელჩო
    • საბერძნეთის საელჩო
    • საფრანგეთის რესპუბლიკის საელჩო
    • სლოვენიის რესპუბლიკის საელჩო
    • სლოვაკეთის რესპუბლიკის საელჩო
    • უნგრეთის საელჩო
    • ფინეთის საელჩო
    • შვედეთის სამეფოს საელჩო
    • ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩო
  • ეს არარაობა ისევეა დეპუტატი, როგორც რამიშვილი ჟურნალისტი – სანაია ღუდუშაურზე

    “ეს არარაობა, ჯერ ერთი ვის აინტერესებს ამის კომენტარი ზოგადად. მაგრამ რადგან ყველანი მოლაპარაკე თოჯინები არიან, ამით ვიგებთ, რისი თქმა უნდა ხელისუფლებას, თორემ ეს ვის აინტერესებს, ეს არარაობა, რომელიც ჩვენ გვაბრალებს მათ ჩადენილ მკვლელობას. როდესაც ვიცავთ ჩვენი კოლეგის ღირსებას, თურმე ჩვენ ვსპეკულირებთ. მოუწევთ თავის დახრა, ასეთები გვინახავს თავი რომ დაუხრიათ?!

    ეს გარწერა ამბობს, რომ თურმე პოსტ ტვ და შალვა რამიშვილი არიან ჟურნალისტები და მთელი ქართული მედია თურმე არ არის ჟურნალისტი. ზუსტად ისევეა დეპუტატი, როგორც შალვა რამიშვილია ჟურნალისტი. შეუძლია იყოს პოსტ ტვ-ის ეთერში”

    მიმართა ფორმულას ტელეწამყვანმა ვახო სანაიამ ქართლი ოცნების დეპუტატს, ალუდა ღუდუშაურს. მან ჟურნალისტები გარდაცვლილი ოპერატორით “ვაჭრობაში” დაადანაშაულა.

  • “ვაჭრობთ გარდაცვლილით” – მმართველი გუნდის ბოიკოტი კრიტიკულ ტელევიზიებს

    დღეს ქართული ოცნების დეპუტატები კრიტიკულ 4 ტელევიზიას: ფორმულას, ტვ პირველს, კავკასიასა და მთავარ არხს კომენტარს არ აძლევენ.

    მათი თქმით, ეს ტელევიზიები გარდაცვლილი ჟურნალისტით ოპერატორით “ვაჭრობენ”, რაც მათი ბოიკოტის მიზეზია.

    “მე ჟურნალისტებს ვეწერები, თქვენ არ ხართ. თქვენი ტელევიზია არის კონკრეტული პარტიის ტელევიზია. არ გეწერებით. პარტიის ტელევიზიებს არ ვეწერებით. მშიშრები და ფარჩაკები კონკრეტული ტელევიზიის მენეჯმენტებში მოიკითხეთ, დაცვებით რომ დადიან. ნუ სპეკულირებთ გარდაცვლილით, ნამუსი იქონიეთ, ადამიანით რომ ვაჭრობთ”,– ამბობს ალუდა ღუდუშაური.

    იმავეს იმეორებს შალვა პაპუაშვილიც და აცხადებს, რომ ეს მთელი გუნდის გადაწყვეტილებაა.

    “ჩვენ კომენტარს არ გაძლევთ იქიდან გამომდინარე, რომ მიდის ახლა კამპანია, რომელიც არის აბსოლუტურად ამორალური და ადამიანის სიკვდილზე პოლიტიკური დივდენდების დაწერის მცდელობა. კომენტარს არ გაძლევთ მანამ სანამ ამ ტელევიზიის ხელმძღვანელები პოლიტიკურ მოღვაწეობაში შემოდიან სიკვდილზე დივიდენდის დაწერით, გუნდის გადაწყვეტილებაა”,– ამბობს პაპუაშვილი.