Category: სლაიდერი

  • ჯანმო აცხადებს, რომ საქართველოში წამლების ფასები უნდა დარეგულირდეს

    ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის,  ევროპის რეგიონული ოფისის ანგარიშის თანახმად საქართველო ჯანმრთელობის საყოველთაო ხელმისაწვდომობისკენ მიმავალ გზაზე დგას, თუმცა ჯანდაცვაში ხარვეზები კვლავ რჩება. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოს მთავრობას ფასების, მათ შორის მედიკამენტების ფასების უფრო მკაცრი რეგულებისკენ მოუწოდებს.

    ანგარიშში აღნიშნულია, რომ „ჯანდაცვაზე კატასტროფული ხარჯვის ინციდენტობა საქართველოში მაღალია ჯანმო-ს ევროპის რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით”. ანგარიშის თანახმად, დაუყოვნებლივ საყურადღებოა ფასის უფრო მკაცრი რეგულირება.

    „მედიკამენტების ხელმისაწვდომობის ასამაღლებლად ამბულატორიული მედიკამენტების პროგრამა მნიშვნელოვნად უნდა გაფართოვდეს, რათა მოიცვას როგორც მეტი მედიკამენტი, ასევე მეტი ადამიანი. დაუყოვნებლივ საყურადღებოა ფასის უფრო მკაცრი რეგულირება და მედიკამენტების რაციონალური დანიშვნისა და გამოყენების წახალისებისკენ ნაბიჯების გადადგმა. ჯანმრთელობის სერვისის ფასების სუსტი რეგულირება და პროვაიდერის შესაძლებლობა პაციენტებს ზედმეტი თანხა დააკისრონ (ბალანსის დაანგარიშება) ასევე ხელს უწყობს ჯიბიდან მაღალ გადახდებს სტაციონარული და ამბულატორიული მომსახურებისთვის. არაფორმალური გადასახადების აღმოფხვრის მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესის მიუხედავად, საქართველოში პროვაიდერებს შეუძლიათ დაადგინონ საკუთარი ფასები და პაციენტებს მოსთხოვონ გადაიხადონ განსხვავება ფასსა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით დადგენილ ტარიფს შორის. თანაგადახდის სისტემა რთული და პოტენციურად დამაბნეველია პაციენტებისთვის. დაცვის მექანიზმები არაეფექტურია. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შეღავათებზე წლიური ზედა ზღვარი, პროცენტული თანაგადახდის გამოყენება და პროვაიდერის მიერ პაციენტებისთვის დამატებითი თანხის დაკისრების შესაძლებლობა ჯიბიდან მაღალ გადახდებს იწვევს”, – ნთქვამია ანგარიშში.

  • ზედოზირების ბრალდებას ავტოკრატიული მთავრობები იყენებენ – აშშ-ს ყოფილი ელჩები

    ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩები საქართველოში, კენეტ იალოვიცი და უილიამ კორტნი აცხადებენ, რომ ნარკოტიკებით ზედოზირების ბრალდებას ავტოკრატიული მთავრობები იყენებენ. ამის შესახებ ელჩები “ამერიკის ხმასთან” საუბრობენ.

    იალოვიცი და კორტნი თვლიან, რომ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ, მთავრობის პასუხი არ იყო რეალობასთან შესაბამისი. უილიამ კორტნი, რომელიც ახლა “რანდის კორპორაციის” მკვლევარია, ამბობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად ნარკოტიკების ზედოზირების დასახელება ყალბ ბრალდებას უფრო ჰგავს. ამერიკელი დიპლომატისთვის, რომელიც წლების განმავლობაში აღმოსავლეთ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობდა, თბილისში მიმდინარე მოვლენები მოსკოვში განვითარებულ პროცესებს აგონებს. ის შიშობს, რომ საქართველოს მთავრობა ავტოკრატიული მთავრობების მსგავსად იქცევა.

    “ავტოკრატიულ საზოგადოებებში, ხშირად იყენებენ ხოლმე ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ყალბ ბრალდებას მათთან ოპოზიციაში მყოფი ადამიანების წინააღმდეგ. ერთი მაგალითი მოსკოვიდან მახსენდება, სადაც გამომძიებელ ჟურნალისტს, ივან გოლუნოვს ნარკოტიკების მოხმარების ბრალი წაუყენეს. მაშინ რამდენიმე გაზეთმა ჟურნალისტი დაიცვა და ის გაათავისუფლეს. ეს არ არის ქმედება, რომელსაც ჩვენ საქართველოსგან ველოდებით. დასავლეთი საქართველოს უყურებს, როგორც მზარდ დემოკრატიას, ასეთი საქციელი კი ავტოკრატიულ მთავრობებს ახასიათებთ”, – ამბობს კორტნი.

    ზედოზირების გარდაცვალების მიზეზად დასახელება, არასერიოზულად მიაჩნია კენეტ იალოვიცსაც.

    „მე ექიმი არ ვარ, მაგრამ როდესაც ამ ბატონის ფოტოები ვნახე, ნათელი იყო, რომ ის ძალიან მძიმედ იყონაცემი. როდესაც ვინმე ისეა ნაცემი თავში, როგორც ეს ბატონი იყო, ყოველთვის არის შანსი, რომ ტვინშიგაჩნდეს სისხლდენა, ან რაიმე ტიპის ტვინის დაზიანება, რომელიც გასინჯვის დროს არ გამოჩნდა. როდესაც წამლის ზედოზირებაზე ვსაუბრობთ, თეორიულად შეიძლება ვთქვათ, რომ ეს შესაძლებელია, მაგრამ რა წამლების? ის საავადმყოფოში იყო, ექიმების გარდა სხვა ვინ მისცემდა მას წამალს?’’

    ყოფილი ელჩები ამბობენ, რომ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება, 53 ჟურნალისტზე თავდასხმა და ის ქმედებები, რაც ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოს მთავრობისგან ვიხილეთ, ძალიან აზიანებს საქართველოს იმიჯს.

    იალოვიცის თქმით დემოკრატიული მონაპოვარი, რომელიც საქართველოს ბოლო წლების განმავლობაში ჰქონდა, ნელ-ნელა ქრება და ამის მიზეზი არა მხოლოდ 5-6 ივლისის მოვლენები, არამედ ბოლო ერთი წლის განმავლობაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისია.

    წყარო : ამერიკის ხმა
  • საქართველო არ არის ამერიკა რომ სუპერ კომპიუტერული სისტემები ჰქონდეს – ცერცვაძე რეგისტრაციის პორტალზე

    საქართველო არ არის ამერიკა, რომ რაღაც სუპერ კომპიუტერული სისტემები ჰქონდეს როგორიც აქვს ნასა-ს ან პენტაგონს  – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ, ვაქცინებზე რეგისტრაციის პორტალზე შეფერხებასთან დაკავშირებით განაცხადა.

    „რაღაც საზღვრები აქვს მომზადებას. საქართველო არ არის ამერიკა, რომ რაღაც სუპერ კომპიუტერული სისტემები ჰქონდეს როგორიც აქვს ნასას ან პენტაგონს. საქართველოს ჰქონდა ის რესურსი, რომელიც მოსალოდნელ დატვირთვებს გაუძლებდა, მაგრამ გუშინ იყო 500 000 მცდელობა. ქვეყნის მოზრდილი მოსახლეობის 1/5 თუ ერთ დღეს მოინდომებს შეღწევას მონაცემთა ბაზაში, ვერ მოხერხდება ეს. თვითმფრინავით, რომელიც გათვლილია 200 მგზავრზე ერთ დღეს, რომ მოინდომოს მგზავრობა 1000-მა ადამიანმა ხომ ვერ შეძლებს?! რა თქმა უნდა, მაქსიმალურად უნდა იყოს ამის პრევენცია და ყველაფერს აკეთებს სამინისტრო, ქვეყნის ხელმძღვანელობა და IT სამსახურები, მაგრამ მთლიანად დაზღვეულები ვერ ვიქნებით. ჩამოსული იყო 28 000 დოზა „ფაიზერი“, ანუ 14 000 ადამიანისთვის და სწრაფად დარეგისტრირდა ეს 14 000 და შემდეგ დანარჩენები ვერ შედიოდნენ.ვაქცინაციაზე რეგისტრაციაზე პრიორიტიზების არც ერთი შემთხვევა არ ვიცი. ჩემი ახლობლები, ჩემი ოჯახის წევრები ვერ დარეგისტრირდნენ, მე არ შემიმჩნევია მოსახლეობის პრიორიტიზება. რაღაც ერთეული გამონაკლისები შესაძლოა არის და ეს ალბათ, იქნება მთელ მსოფლიოში ყველგან, მაგრამ მასობრივად, მაქსიმალურად იყო დამცავი ზომები მიღებული, რომ თანაბარი წვდომა ჰქონოდა ყველას“, – განაცხადა ცერცვაძემ.

  • სახელმწიფო მყარად დგას აზრზე, რომ  „ლოკდაუნი“ არ განაახლოს – ცერცვაძე

    სახელმწიფო მყარად დგას აზრზე, რომ „ლოკდაუნი“ არ განაახლოს – ცერცვაძე

    “ჯერჯერობით სახელმწიფო მყარად დგას აზრზე, რომ მკაცრი შეზღუდვები და „ლოკდაუნი“ არ განაახლოს” – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

    ”ძალიან ბევრს აინტერესებს რა ზომების მიღებას გეგმავს სახელმწიფო, ხომ არ აპირებს ისევ შეზღუდვების განახლებას, ან „ლოკდაუნის“ გამოცხადებას, – არა. შეიძლება საჭიროც არის, მაგრამ თუ ავწონ-დავწონით ყველაფერს, მის პოზიტიურ და ნეგატიურ მხარეებს, ჯერჯერობით სახელმწიფო მყარად დგას იმ აზრზე, რომ არანაირი მკაცრი შეზღუდვები და „ლოკდაუნები“ არ განაახლოს, რადგან, როგორც იქნა ქვეყანამ ამოისუნთქა, აღინიშნება საკმაოდ სწრაფი ეკონომიკური ზრდა, ტურისტული სეზონიც საკმაოდ წარმატებულია. ყველაფრის უკან შებრუნება ძალიან მტკივნეული იქნება ქვეყნისთვის, მისი ეკონომიკისთვის და ხალხისთვის. ამიტომ, ქვეყანა გაზრდილი მობილობის პირობებშიც, ჯერჯერობით არ გეგმავს შეზღუდვებს და „ლოკდაუნებს“

    თუ ვილაპარაკებთ სუფთა ექიმის პოზიციიდან შეზღუდვების მოხსნა, რა თქმა უნდა, ვიჩქარეთ, მაგრამ თუ ვილაპარაკებთ სახელმწიფოს პოზიციებიდან და მოქალაქეებისთვის ნორმალური ცხოვრების საჭიროების პოზიციებიდან, არ ვიჩქარეთ. მეტი გაგრძელება არ შეიძლებოდა, ვერ გაუძლებდა ამას ქვეყნის ეკონომიკა და მოქალაქეების მოთმინების ფიალაც ივსებოდა. ექიმის პოზიციიდან ეს გამართლებული არ იყო, მაგრამ სახელმწიფოს და მოქალქეების პოზიციიდან გამართლებული იყო. რახან ეს გაკეთდა და შეზღუდვები მოიხსნა ახლა ნუღარ ვიწუწუნებთ, რა ვქნათ. შეზღუდვების განახლება ჯერ ამ სიტუაციაში არ მიმაჩნია მიზანშეწონილად. მიზანშეწონილად მიმაჩნია, რომ კლინიკური სექტორის მობილიზაცია მოხდეს მაქსიმალურად, კლინიკურმა სექტორმა მიიღოს ეს სერიოზული გამოწვევა და ძირითადი დარტყმა თავის თავზე აიღოს და კლინიკური სექტორი აღმოჩნდეს გაზრდილი დატვირთვის ქვეშ“, – განაცხადა ცერცვაძემ.

  • „პირველი არხის“ ოპერატორზე თავდასხმაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

    „პირველი არხის“ ოპერატორზე თავდასხმაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

    საქართველოს პირველი არხის ოპერატორის, ილიკო თვალიაშვილის მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და ძალადობის ფაქტზე ბრალდებულ გიორგი მაღრაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.პროცესზე ბრალდების მხარე დაკავებულისთვის ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას – პატიმრობას მოითხოვდა. პროკურატურა მაღრაძის მხრიდან მიმალვის, მტკიცებულებების განადგურებისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეებზე საუბრობდა.

    საქმეზე მომდევნო სასამართლო პროცესი 2 სექტემბერს ჩაინიშნა.

  • ვახტანგ გომელაური კვირას პარლამენტში მივა

    ვახტანგ გომელაური კვირას პარლამენტში მივა

    18 ივლისს პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ. შს მინისტრი დეპუტატების შეკითხვებს რიგგარეშე სესიის ფარგლებში უპასუხებს.

    გომელაური 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებზე, “პრაიდ კვირეულის” ფარგლებში უწყების მიერ გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრებს.

  • მეუფე იაკობის მტკიცებით, ქალი, რომელმაც ის გააკრიტიკა, ტაძარში ტელევიზიებმა მიიყვანეს

    ბოდბელი მიტროპოლიტი მეუფე იაკობი ცილს სწამებს თავის მრევლის წევრს, რომელმაც 12 ივლისს ის წირვის დროს გააკრიტიკა.

    მიტროპოლიტის თქმით, ქალბატონი მთავარმა არხმა და ფორმულამ მიიყვანეს.

    “ერთი ის ქალბატონი იყო მრევლი, იმდღეს რომ თქვენ [ფორმულამ] და მთავარმა არხმა შემოიყვანეთ… ხალხმა ნახა, როგორ მოაცილებდით”,– ამბობს მეუფე იაკობი.

    “სად იყო საპატრიარქო, რატომ მოუწოდებდნენ მღვდლები [ძალადობისკენ]… მოდით და ჩამქოლეთ ახლა… დიახ, მართლა ყარს საპატრიარქო.

    როდემდე შეიძლება ასეთი ქადაგებები? 53 ადამიანი ისეთი ნაცემია, რომ შეიძლება, ვერ გადარჩეს და ამაში თქვენი დამსახურებაა, დიახ. როგორ შეიძლება ასეთი ქადაგებები?” – მიმართა ქალმა მეუფე იაკობს.

    https://www.facebook.com/watch/?ref=external&v=3028345944117764

  • დეკანოიძე არ იზიარებს სააკაშვილის აზრს, რომ სუს-ი ლგბტქ აქტივიზმითაც მანიპულირებდა

    ენმ-ის  წევრი ხატია დეკანოიძე არ იზიარებს მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ 5-6 ივლისის აქციებზე სუს-ი “მანიპულირებლდა” როგორც ძალადობრივი ჯგუფებით, ასევე ლგბტქ+ აქტივისტებით.

    დეკანოიძის თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მხოლოდ მოძალადეების მხარეს იდგა.

    “ნამდვილად ვერ გავიზიარებ ამ განცხადებას. ის, რომ ფაშისტების მხარეს სუს-ი იყო მობილიზებული და ჰქონდათ კოორდინაცია, ამაში დარწმუნებული ვარ. ამას ადასტურებს ყველა ქსელში გამოქვეყნებული მათი მოწოდება, რაციებით სირბილი და ამას ადასტურებს ისიც, რომ აქტივისტები როგორ გადაადგილებოდნენ, ამაზე სუს-ის მიერ მიწოდებული ინფორმაცია”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

    მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მანიპულირებდა როგორც ლგბტქ+ აქტივისტებით, ისე ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლებით.

  • ინფექციის გავრცელება მიგვითითებს, რომ შეზღუდვების დაწესებაზე ვიმსჯელოთ – ტიკარაძე

    ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ იმედის ეთერში განაცხადა რომ დღევანდელი ეპიდვითარება ჯანდაცვას შეზღუდვების ხელახლა დაწესებაზე მიუთითებს.

    “ინფექციის გავრცელება მიგვითითებს, რომ შეზღუდვების დაწესებაზე ვიმსჯელოთ”- განაცხადა ტიკარაძემ.

  • რუსეთმა ოცნებას მაშველი რგოლი გადმოუგდო – ჯაფარიძე გახელაძის გათავისუფლებაზე

    “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ეხმიანება ზაზა გახელაძის გათავისუფლებას და ამბობს, რომ რუსეთმა ქართულ ოცნებას “მაშველი რგოლი” გადმოუგდო საერთაშორისო მეგობრების მწვავე კრიტიკის პარალელურად.

    ჯაფარიძის აზრით, კრემლისთვის მნიშვნელოვანია, რომ ქართულმა ოცნებამ ხელისუფლება შეინარჩუნოს.

    “გახელაძის ამბავს მინდა შევეხო. ცხადია, სასიხარულო ამბავია და ვულოცავთ ზაზასაც და მის ოჯახსაც. თუ რამეს აჩვენებს ეს ამბავი და მათ შორის, მთავრობის განცხადებები, აჩვენებს იმას, რამდენად სინქრონში მუშაობენ რუსეთის ხელისუფლებასთან ერთად. კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რამდენად მნიშვნელოვანია რუსეთისთვის, რომ ოცნება იყოს აქ ხელისუფლებაში. ვერავინ დამაჯერებს, რომ ეს არის დამთხვევა.

    კრიზისულ სიტუაციაში, როდესაც ამ ხელისუფლების რეპუტაცია კიდევ ერთხელ დავიდა პლიტუსის დონეზე, მაშინ როდესაც ჩვენი დასავლელი მეგობრებისგან ყოველდღიურ რეჟიმში ისმის მათი კრიტიკა,  მათ შორის დღესაც დაიდო 2 განცხადება, აშშ–ს ცალკე და ევროპის ქვეყნების ერთობლივი განცხადება, გუშინ იყო კიდევ ევროკავშირის განცხადება ცალკე, სადაც პირდაპირ წერია, რომ ხელისუფლება გავიდა შარლ მიშელის შეთანხმებიდან.

    მოკლედ, ბოლო დღეებში ყველა მიმართულებით ნეგატივი ჰქონდა ხელისუფლებას და როგორც მაშველი რგოლი ისე გადმოუგდეს რუსებმა გახელაძის გათავისუფლება. ეს მინდა, რომ გასაგები იყოს ყველესთვის, სინქრონში არიან ერთმანეთთან და კრემლისთვის ძვირფასია, რომ ოცნება დარჩეს ხელისუფლებაში”,– ამბობს ჯაფარიძე.

    ის ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ საპატრიარქოს როლის ხაზგასმით მათ მიანიშნეს, რომ 5 ივლისის მოვლენების მიუხედავად, საპატარიარქომ “სამაგიეროდ” მნიშვნელოვანი რაღაც გააკეთა.”

    ცნობისთვის, უკანონოდ დაპატიმრებული ზაზა გახელაძე ბიბილოვმა გუშინ შეიწყალა.