Category: სლაიდერი

  • “კანონმორჩილი ხალხი ვართ” – ფალავანდიშვილებიც განყოფილებაში გადაიყვანეს

    მოძალადე, ჰომოფობიური ჯგუფის ლიდერები, გურამ ფალავანდიშვილი და მისი შვილი სახლის ჩხრეკის შემდეგ პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

    მისი თქმით, სახლში პოლიციამ კანონსაწინააღმდეგო ვერაფერი იპოვა.

    “ჩვენს სახლში ვერანაირი კანონსაწინააღმდეგო ვერ ნახეს. ვერც ნივთი და ვერც ნივთიერება. ჩვენ ვართ ძალიან კანონმორჩილი ხალხი, თუ ეს კანონები არ ეწინააღმდეგება 10 მცნებას”,– თქვა ფალავანდიშვილმა.

    მისივე განცხადებით, არ აქვს მოლოდინი, რომ პოლიცია მათ დააკავებს, საპასუხოდ კი შსს-ს მოუწოდებს, დააკავოს თბილისი პრაიდის წევრები და “მედიატერორისტები”.

    პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა პრორუსული ალტ-ინფოს დამფუძნებლის, ზურა მახარაძის სახლშიც და ისიც ამჟამად განყოფილებაშია გადაყვანილი.

  • ბლეფია და ტყუილი ფაფხური – თაბაგარი მახარაძე-ფალავანდიშვილის სახლების ჩხრეკაზე

    ბლეფია და ტყუილი ფაფხური – თაბაგარი მახარაძე-ფალავანდიშვილის სახლების ჩხრეკაზე

    Tbilisi Pride-ის დირექტორი, გიორგი თაბაგარი წერს, რომ პრორუსული ალტ-ინფოს დამფუძნებლის, ზურაბ მახარაძისა და გურამ ფალავანდიშვილის სახლი გაჩხრეკა “ბლეფია”.

    “ბლეფია ეს და ტყუილი ფაფხური. 5 ივლისამდეც დაიბარეს გამოკითხვაზე რომ ჩვენთან და ელჩებთან ეთქვათ რომ, აი, ხო ვიძიებთ საქმეს. იმ დროისთვისაც ჰქონდათ საკმარისი საფუძველი მახარაძის დასაკავებლად, მაგრამ არაფერი ქნეს და ერთად შეასრულეს 5 ივლისი! ამაში ეჭვი აღარ მეპარება!”,– წერს თაბაგარი.

    პოლიციამ დღე ჰომოფობიური ჯგუფის ლიდერის, გურამ ფალავანდიშვილის და ზურა მახარაძის სახლები გაჩხრიკა. ზურაბ მახარაძე ჩხრეკის შემდეგ პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

  • ბინის ჩხრეკის შემდეგ ზურა მახარაძე განყოფილებაში გადაიყვანეს

    ძალადობრივი, პრორუსული“ალტ ინფოს” ერთ-ერთი წამყვანი, ზურაბ მახარაძე მისი ბინის ჩხრეკის შემდეგ პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ინფორმაციას ადასტურებს მისი მეუღლე.

    დღეს პოლიციამ გაჩხრიკა ძალადობრივი ჯგუფის ლიდერის, გურამ ფალავანდიშვილის სახლიც.

    გავრცელებული ინფორმაციით, პოლიცია შესული იყო კონსტანტინე მორგოშიას ბინაშიც.

  • პოლიცია ფალავანდიშვილის, მორგოშიას და მახარაძის სახლებს ჩხრეკს

    არსებული ინფორმაციით, პრორუსული, ჰომოფობიური ჯგუფის ლიდერის, გურამ ფალავანდიშვილის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს.

    კრიმინალური პოლიციამ ასევე ჩხრეკს პუტინისტური მედიის, „ალტ-ინფოს“ დამფუძნებლის, ზურაბ მახარაძის ბინასაც. გავრცელებული ცნობებით, სამართალდამცავები კონსტანტინე მორგოშიას სახლშიც მუშაობენ.

    შსს-ს განცხადება ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.

  • კორონავირუსის 1653 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 13 ადამიანი გარდაიცვალა

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1 653 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

    გამოჯანმრთელდა 466 პაციენტი, ხოლო 13 გარდაიცვალა.

    16 ივლისის მონაცემებით ქვეყანაში:

    • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 384 387 
    • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 362 957
    • მათ შორის გარდაცვლილი – 5516
    • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 34800, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 18765, PCR ტესტით – 16035
    • დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 4,75%, ბოლო 14 დღის – 4,31%, ბოლო 7 დღის – 4,67%
    • სულ აცრილია – 334199, დღიურად აცრილია – 8448
    • კარანტინის რეჟიმში – 52
    • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4001
    • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 1016
  • აშშ შეშფოთებულია შეთანხმების საწინააღმდეგოდ მოსამართლეების დანიშვნის გამო – ბლინკენი

    აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი საქართველოს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს 6 მოსამართლის უვადოდ დამტკიცებას ეხმაურება და წერს, რომ ამის გამო აშშ ღრმად შეშფოთებულია.

    “შეერთებულ შტატები ღრმად შეშფოთებულია 19 აპრილის შეთანხმების საწინააღმდეგოდ საქართველოს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს კანდიდატების დამტკიცების გამო. ამბიციური სასამართლო რეფორმა გადამწყვეტია საქართველოს წარმატებისთვის”,– წერს ბლინკენი.

     

    12 ივლისს საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების და შარლ მიშელის შეთანხმების მიუხედავად, პარლამენტმა 6 მოსამართლე უზენაეს სასამართლოში უვადოდ დანიშნა.

    ეს მოსამართლეები არიან: გოჩა აბუსერიძე, გიორგი გოგიაშვილი, ლევან თევზაძე, რევაზ ნადარია, ბიძინა სტურუა, ლაშა ქოჩიაშვილი;

  • რა შეზღუდვებს აწესებს მთავრობა 19 ივლისიდან – დადგენილება

    მთავრობა 19 ივლისიდან რეგულაციების აწესებს. იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში ცვლილები შევიდა, რომლის თანახმად, ტრენინგებზე, კონფერენციებსა და სემინარებზე მონაწილეთა დასწრება მხოლოდ წინასწარი PCR ტესტირების საფუძველზე იქნება დასაშვები.

    იკრძალება ბანაკის ტიპის შეკრებები, მათი ორგანიზაციული ფორმისა და ჩატარების ადგილის მიუხედავად.

    ასევე, 18 წლამდე ასაკის მოზარდების სპორტული ტურნირებისა და სასწავლო-საწვრთნელი შეკრებების ჩატარება დასაშვები იქნება მხოლოდ ყველა მონაწილის წინასწარი PCR ტესტირების საფუძველზე.

    შეზღუდვები, რომელსაც ხელს ირაკლი ღარიბაშვილი აწერს, ძალაში 19 ივლისიდან შევა.

  • პირველი აცრის შემდეგ გვყავს გარდაცვლილები, სამწუხაროდ – ამირან გამყრელიძე

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე “ღამის კურიერის” ეთერში აცხადებს, რომ ერთხელ აცრის შემდეგ გარდაცვლილი ადამიანების რიცხვი ერთ ათეულს აღწევს, ხოლო ორჯერადად აცრილებზე ახლა კვლევა მიმდინარეობს.

    “პირველი აცრის შემდეგ გვყავს გარდაცვლილები, სამწუხაროდ, დაახლებით ერთი ათეულის ფარგლებში. ორჯერ აცრილებთან დაკავშირებით ახლა მიმდინარეობს კვლევა, შეიძლება იყოს ერთი, ვერ გეტყვით ჯერჯერობით დაზუსტებით.

    ჩვენი მეექვსე ანგარიში ივლისის 20-დან 25-მდე უნდა გამოქვეყნდეს,”- აცხადებს ამირან გამყრელიძე.

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, აქვე, ამბობს, რომ ორჯერ აცრილების პროცენტული მაჩვენებელი როგორც ინფიცირებულების, ასევე – გარდაცვლილების შემთხვევაში, ძალიან დაბალია.

  • “ბრუნდება გია გაჩეჩილაძე” – “მაესტროს” დირექტორმა არხი დატოვა

    ტელეკომპანია მაესტროს დირექტორმა, ვაკო ავალიანმა, პოსტი დატოვა. ამის შესახებ ავალიანი სოციალურ ქსელში წერს და აცხადებს, რომ არხის პრიორიტეტები მისთვის მიუღებელია, ხოლო დირექტორად გია გაჩეჩილაძე იგივე, “უცნობი” ბრუნდება.

    “ვტოვებ მაესტროს, სადაც კარგი მეგობრები და საქმის ერთგული მაგარი ადამიანები შევიძინე. გაიგე ამბავი – არხის სლოგანია, რომელიც სრულად ესადაგება სამაუწყებლო ბადეს. არხზე ბრუნდება გია გაჩეჩილაძე (რამდენიმე პროექტით). არხის ახალი პრიორიტეტები ჩემთვის მიუღებელია! ყველაფრის მიუხედავად, წარმატება მაესტროს და მაესტროელებს” – წერს ვაკო ავალიანი. 

  • თავდასხმები “ქართული ოცნების” ლიდერების მიერ იყო წახალისებული – სენატორი კარდინი

    5 ივლისს თავდასხმები “ქართული ოცნების” ლიდერების მიერ იყო წახალისებული –  აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, სენატორ ბენ კარდინი. მისი თქმით ბოლო პერიოდში საქართველოში ჟურნალისტებზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტები შოკისმომგვრელია. ამის შესახებ კარდინიმ, ამერიკის ხმასთან ინტერვიუში განაცხადა.

    “5 ივლისს, პრაიდის მშვიდობიან დემონსტრანტებზე თავდასხმას, რადიკალური მემარჯვენე ელემენტების მხრიდან, რომელიც წახალისებული იყო “ქართული ოცნების” ლიდერების მიერ, ჟურნალისტებზე ძალადობა მოჰყვა, რომლებიც დაპირისპირებას აშუქებდნენ. ამ ჰომოფობიური ძალადობის შემოქმედებს, ისევე როგორც მათ, ვინც პასუხისმგებელია ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავასსიკვდილზე, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ. სამარცხვინოა, რომ ქართული ოცნების ლიდერები ყურადღების გადატანას იმ პროფესიონალი ჟურნალისტების დაგმობით ცდილობენ, რომლებიც მხოლოდ თავის საქმეს აკეთებდნენ”, – განაცხადა ბენ კარდინიმ.