Category: სლაიდერი

  • შეუსაბამობები ლექსო ლაშქარავას საქმეში – რა დაამონტაჟა შსს–მ გავრცელებულ ვიდეოებში

    ტვ პირველის საგამოძიებო რეპორტაჟის თანახმად, ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეში არსებული ვიდეო ჩანაწერები, სავარაუდოდ ერთი დღის არ არის, ხოლო კადრებში დაფიქსირებული პირი (მოწმე), სხვადასხვა ადამიანია.

    ამავე რეპორტაჟის მიხედვით, შსს-მ ლაშქარავას საქმეზე 11 ვიდეო გამოაქვეყნა, თუმცა არცერთ მათგანს თარიღი არ ჰქონია. ჩნდება კითხვა, ნამდვილად 10 ივლისით თარიღდება თუ არა კადრები, რომელიც გომელაურის უწყებამ მეორე დღესვე გაასაჯაროვა.

    აღსანიშნავია, რომ სათვალთვალო კამერა ჩვეულებრივ შემთხვევაში თარიღსა და დროს ზუსტად აღრიცხავს. ამას ადასტურებენ ვიდეოკადრების გამცემი პირები, რომლებიც ამბობენ, რომ ყველა ვიდეოს თარიღი ჰქონდა.

    ლექსო ლაშქარავას დედის თინათინ კახიძის განცხადებით, ადგილზე მყოფი პოლიციელები მას შვილის გარდაცვალების ვერსიებს აცნობდნენ და ერთ-ერთად მოწამვლის ვერსია უთხრეს. ლაშქარავას დედა იხსენებს, რომ პოლიციის მაღალჩინოსანი მოწამვლის ვერსიაში მის დარწმუნებას ცდილობდა.

    კიდევ ერთი აღსანიშნავი ფაქტია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არ წაუღია ლაშქარავას ის ტანსაცმელი, რომელიც უწყების ვერსიით ტვ პირველის ოპერატორს, გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე ეცვა. თავად გარდაცვლილი ოპერატორის დედა ამბობს, რომ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების დღეს სულ სხვა ტანსაცმელი ეცვა.

    გარდა ამისა, ვიდეოკადრებში ნაჩვენები ლექსო ლაშქარავას მეგობარი, რომელთან ერთადაც ის ქალაქში გადაადგილდება და ის ადამიანი, რომელიც კლინიკაში თითქოსდა ნარკოტიკის ზედოზირების გამო ნარკანს თითქოსდა ლექსოსთვის ითხოვდა, აშკარად სხვადასხვა ადამიანია.

    სიუჟეტი მომზადებულია შაბათის ერთიანი ეთერის ფარგლებში. ავტორი: TV პირველის ჟურნალისტი, მაკა ჩიხლაძე

  • გაჩვენებთ რა შეგვიძლია – ჟურნალისტები გომელაურს ხვალ 12:00 საათიდან პარლამენტთან დახვდებიან

    გაჩვენებთ რა შეგვიძლია – ჟურნალისტები გომელაურს ხვალ 12:00 საათიდან პარლამენტთან დახვდებიან

    გაჩვენებთ რა შეგვიძლია – ხვალ, 18 ივლისს, ჟურნალისტები შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს 12:00 საათიდან პარლამენტთან დახვდებიან. ამის შესახებ, “ფორმულას” ჟურნალისტმა ვახო სანამი პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

    “ხვალ, ამ შენობაში მოდის შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური. ჩვენ ხვალ ვიკრიბებით აქ. მოვუწოდებთ პარლამენტის თავმჯდომარეს, არ გადაკეტოს საკანონმდებლო ორგანოს კარები, როგორც ეს გააკეთა წინა შემთხვევაში. ჩვენ გვაკეთებთ ყველაფერს, რომ ამ სხდომაზე გამოვჩნდეთ. მინდა მივმართო ოპოზიციის წარმომადგენლებს, თქვენ უნდა იყოთ ჩვენი ხმა, იმ ტყუილებს თქვენ უნდა გაუწიოთ წინააღმდეგობა. ჩვენ 12:00 საათზე ვიქნებით საქართველოს პარლამენტთან და გაჩვენებთ რა შეგვიძლია”,-თქვა ვახო სანაიამ.

    ცნობისთვის,ხვალ  შინაგან საქმეთა მინისტრო, ვახტანგ გომელაური პარლამენტში დეპუტატების კითხვებს უპასუხებს.

  • მოვუწოდებთ შსს-ს, დაიწყოს გამოძიება ნიკა გვარამიას მიმართ მუქარაზე – კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის”

    კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის”,ნიკა გვარამიას მიმართ გავრცელებულ მუქარას ეხმაურება და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს გამოძიება დაიწყოს. ამასთან დაკავშირებით, კოალიცია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

    “დღეს, ღარიბაშვილის მონაწილეობით გამართულ საჯარო ღონისძიებაზე მედიის ნაწილი  მიიწვიეს. პრემიერის პრესსამსახურის განმარტებით, “პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თვლის, რომ „მთავარმა არხმა“, „ტვ პირველმა“ და „ფორმულამ“ გადაკვეთეს ყველანაირი წითელი ხაზი, ისინი წარმოადგენენ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას, ფინანსდებიან და პირდაპირ მართულები არიან მიხეილ სააკაშვილის და მისი რადიკალური ძალების მიერ და ჩართული არიან პოლიტიკურ კამპანიაში პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ.” შესაბამისად, ამ მიზეზით დღეს არ მოხდა აღნიშნული ტელეკომპანიების მიწვევა ღონისძიებაზე.

    დღესვე ცნობილი გახდა, რომ “მთავარი არხის” დირექტორს ნიკა გვარამიას ძალადობრივ ჯგუფის წევრები  ალტ – ინფოს ფეისბუკ არხის დაბლოკვის გამო სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან.

    ბოლო პერიოდში საქართველოში მედიის უფლებების დარღვევის ფაქტებმა კრიტიკულ ზღვარს მიაღწია. 2021 წლის 5 – 6 ივლისს მედიაზე მასშტაბური თავდასხმა მოხდა. თავდასხმის  შედეგად დაზიანდა 10 ზე მეტი მედიის 53 წარმომადგენელი. სამსახურეობრივი მოვალეობის დროს მიღებული დაზიანებების შემდეგ გარდაიცვალა TV პირველის ოპერატორი ალექსანდრე (ლექსო) ლაშქარავა.

    კონკრეტული მედიასაშუალებების პრემიერის მონაწილეობით საჯარო ღონისძიებაზე გაშუქებაზე უკანონო შეზღუდვა ლახავს როგორც მედიის უფლებას განახორციელონ საკუთარი პროფესიული მოვალეობა, ასევე საზოგადოებას ართმევს შესაძლებლობას ინფორმაცია მიიღონ საჯარო ინტერესის შემცველი ღონისძიების შესახებ. იმ ფონზე, როდესაც მედიის წარმომადგენლები არაერთი ძალადობისა და მუქარის მსხვერპლი არიან, პრემიერის დღევანდელი დისკრიმინაციული გადაწყვეტილება აძლიერებს ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას, ახალისებს  დამატებით ძალადობას, იძალადონ, დააშინონ, მტრულად ან დისკრიმინაციულად მოეპყრონ ჟურნალისტებსა და ოპერატორებს.

    მოვუწოდებთ საქართველოს პრემიერ მინისტრს მაღალი საჯარო პასუხისმგებლობის ფარგლებში შეწყვიტოს მედიის დისკრედიტაცია.

    მოვუწოდებთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაიწყოს გამოძიება ნიკა გვარამიას  მიმართ მუქარის შემცველი განცხადების თაობაზე”, – ნათქვამია განცხადებაში.

  • ხელისუფლებას გამოუვა იმდენი, რამდენის უფლებასაც საზოგადოება მისცემს – მარგველაშვილი

    ხელისუფლებას გამოუვა იმდენი, რამდენის უფლებასაც საზოგადოება მისცემს – მარგველაშვილი

    ხელისუფლებას გამოუვა იმდენი, რამდენის უფლებასაც საზოგადოება მისცემს – ამის შესახებ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა. მარგველაშვილი ამ წუთებში, პარლამენტთან მედიის მიერ დაორგანიზებულ აქციაზე იმყოფება და მოქალაქეებს მისვლისკენ მოუწოდებს.

    ”ნებისმიერ ხელისუფლებას გამოუვა იმდენი, რამდენის უფლებასაც საზოგადოება მას მისცემს.შესაბამისად, თუ ჩვენ ვთვლით, რომ უნდა ვიცხოვროთ დემოკრატიულ საქართველოში, თუ ვთვლით რომ ჩვენი უფლებები მნიშვნელოვანია,  თუ ჩვენ თავს არ ვთვლით მასად, რომელსაც ერთმანეთს მიუქსევენ და ამით გაართობენ, მაშინ ეს არ გამოუვათ, ეს არის კიდევ ერთი გამოცდა, კიდევ ერთი ნაბიჯი, რომელიც უნდა გავიაროთ ერთად”, – ამბობს გიორგი მარგველაშვილი.

  • მთავრობა ბრიფინგს ვეღარ მართავს, ჩუმად დადიან – ზაალ უდუმაშვილი

    მთავრობა პრაქტიკულად ბრიფინგს ვეღარ მართავს. ჩუმად დადიან, საკუთარი კამერებით იღებენ და შემდეგ ავრცელებენ, ეშინიათ ჟურნალისტების, იმიტომ, რომ ყველა ჟურნალისტის კითხვა, ვინც კი მივა ბრიფინგზე არის- „როდის გადადგებით?“ – ამის შესახებ ენმ-ის ერთ -ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა პარლამენტთან განაცხადა.

    „ჩვენი მოთხოვნა უცვლელია. როგორც აქციები, ასევე პროტესტი სხვადასხვა ფორმით გაგრძელდება მანამ, სანამ ღარიბაშვილი არ დატოვებს პოსტს და არ აიღებს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას მის მიერ ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, მთელი მთავრობაც. ბუნებრივია, ახლა ღარიბაშვილი ცდილობს მაგარი ბიჭის როლი ითამაშოს. მეორე უკიდურესობაც გააჩნია ამ ყველაფერს – ჩვენ ვხედავთ, რომ მთავრობა პრაქტიკულად ბრიფინგს ვეღარ მართავს. ჩუმად დადიან, საკუთარი კამერებით იღებენ და შემდეგ ავრცელებენ, ეშინიათ ჟურნალისტების, იმიტომ, რომ ყველა ჟურნალისტის კითხვა, ვინც კი მივა ბრიფინგზე არის – „როდის გადადგებით?“ ეს არის მთავარი კითხვა, რომელზეც პასუხი უნდა გასცეს. ამ რეჟიმში როგორ წარმოუდგენია „ოცნებას“ წინასაარჩევნო კამპანიის წარმოება, როცა ჟურნალისტებს ვერ ენახება?! მოუწევს ივანიშვილს ღარიბაშვილის გადაყენება, რადგან სხვა გამოსავალი ხელისუფლებას არ გააჩნია“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

  • პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით პარლამენტთან აქციის მონაწილეები იკრიბებიან

    პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით პარლამენტთან აქციის მონაწილეები იკრიბებიან.

    საკანონმდებლო ორგანოსთან უკვე მოწყობილია სცენა და შეკრებილნი არიან როგორც მოსახლეობა, ასევე მედიასაშუალებების წარმომადგენლები და პოლიტიკოსები.

    აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ინგა გრიგოლიას განცხადებით, აქციებს პერმანენტული სახე ექნება, ვიდრე არ დაისჯებიან დამნაშავეები და პასუხისმგებლობას არ აიღებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი.

  • ჟურნალისტებად ვერ განვიხილავთ – მდინარაძე კრიტიკული არხებზე

    ჟურნალისტებად ვერ განვიხილავთ – მდინარაძე კრიტიკული არხებზე

    ”1. დაუშვებელია ჟურნალისტები და მედიასაშუალებები რაიმე ფორმით გამიჯნო ერთმანეთისგან.
    2. ამავდროულად, დაუშვებელია ჟურნალისტად ან მედიასაშუალებად განიხილო ის ადამიანი ან ორგანიზაცია, რომელიც თავად აყენებს პოლიტიკურ მოთხოვნებს და თავად დგამს პოლიტიკურ პერფომანსებს.
    3. შესაბამისად, ვაცხადებ მთელი პასუხისმგებლობით:
    მედიასაშუალებები, რომლებიც დაკავებულები არიან პოლიტიკური (და არა ჟურნალისტური) აქტივობებით, ვიდრე არ დაუბრუნდებიან ჟურნალისტურ საქმიანობას,
     არ წარმოადგენენ არც მედიასაშუალებას და არც ჟურნალისტებს – შესაბამისი იქნება ურთიერთობაც!”
    ამის შესახებ, მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე, სოციალურ ქსელში წერს და აცხადებს, რომ  სანამ ისინი არ დაუბრუნდებიან ჟურნალისტურ საქმიანობას, ხელისუფლებისგანაც შესაბამის პასუხს მიიღებენ.
  • “ოცნების” ლიდერებმა  ნათელი უნდა მოჰფინონ მათ მიერ გაკეთებულ განცხადებებს – დეგნანი

    “ოცნების” ლიდერებმა ნათელი უნდა მოჰფინონ მათ მიერ გაკეთებულ განცხადებებს – დეგნანი

    ‘”ოცნების” ლიდერებმა ნათელი უნდა მოჰფინონ მათ მიერ გაკეთებულ განცხადებებს”- განაცხადა, აშშ-ს ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა, ჟურნალისტებთან საუბრისას. დეგნანი მიიჩნევს, რომ ცალკეული ჩინოსნების არაკეთილსინდისიერი ქმედებების გამო, მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის სტრუქტურებს უმაღლეს დონეზე მიეწოდება დამახინჯებული ინფორმაცია პოლიტიკური შეთანხმების შესრულების შესახებ“.

    დეგნანს დღეს ჟურნალისტებმა შეკითხვით მიმართეს, ვის შეიძლება გულისხმობდეს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „არაკეთილსინდისიერ მაღალჩინოსანში, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებს არასწორ ინფორმაციას აწვდის“, რაზეც ამერიკელმა დიპლომატმა აღნიშნა: „ქართული ოცნების“ ლიდერებმა ნათელი უნდა მოჰფინონ მათ მიერ გაკეთებულ განცხადებებს,“- განაცხადა კელი დეგნანმა.

  • “სასამართლოში დანიშვნები უნდა შეჩერდეს” – კელი დეგნანი

    “სასამართლოში დანიშვნები უნდა შეჩერდეს” -აშშ-ს საქართველოში  ელჩი კელი დეგნანი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერებმა ნათელი უნდა მოჰფინონ მათ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ „ცალკეული ჩინოსნების არაკეთილსინდისიერი ქმედებების გამო, მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის სტრუქტურებს უმაღლეს დონეზე მიეწოდება დამახინჯებული ინფორმაცია პოლიტიკური შეთანხმების შესრულების შესახებ“. დეგნანი  ქართულ ოცნებას მის მიერვე ხელმოწერილ დოკუმენტს კიდევ ერთხელ ახსენებს:

    “იმის გამო, რომ არ ყოფილა ინკლუზიური, მრავალპარტიული პროცესი, არ მიგვიღია სასამართლო სისტემის ამბიციური რეფორმა, აქედან გამომდინარე, სასამართლოში დანიშვნები უნდა შეჩერდეს. ამ მიმართულებით, 19 აპრილის შეთანხმება ძალიან ცხადია. მე არ მაქვს ინფორმაცია არანაირ გვერდით შეთანხმებებსა თუ ვერბალურ შეთანხმებაზე, მხოლოდ ის ვიცი, რაც წერია დოკუმენტში, რომელსაც „ქართული ოცნების“ ლიდერებმა და სხვა პოლიტიკურმა პარტიებმა ხელი მოაწერეს 19 აპრილს. ნებისმიერმა კარგმა იურისტმა იცის, რომ როდესაც შეთანხმებას ხელს აწერ, ეთანხმები იმ პირობებს, რომლებიც მასში მოცემულია.

    „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა ბევრი შესაძლებლობა, რომ შეთანხმებიდან ამოეღო ჩანაწერი, რომელიც უკავშირდებოდა მოსამართლეთა დანიშვნას, მოლაპარაკებების მიმდინარეობისას, თუმცა მან ეს არ გააკეთა. მსურს ასევე ვთქვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მუშაობს ათასობით ქართველ პარტნიორთან 30 წლის განმავლობაში იმისთვის, რომ საქართველოს დაეხმაროს შექმნას დემოკრატია, გააძლიეროს თავდაცვა და უსაფრთხოება, გააუმჯობესოს განათლება და საზოგადოებრივი ჯანმრთელობა და მოახდინოს მისი ეკონომიკის დივერსიფიცირება. ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს ქართველებთან ერთად მუშაობს, ვისაც სურს დაეხმაროს საქართველოს შექმნას და გახდეს სტაბილური, წარმატებული დემოკრატიის მქონე ქვეყანა“, – განაცხადა დეგნანმა.

  • “გადაკვეთეს წითელი ხაზი” – პრემიერმა კრიტიკული არხები ღონისძიების გასაშუქებლად არ მიიწვია

    პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ღონისძიების გასაშუქებლად კრიტიკული არხები არ მიიწვია. ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ მთავარმა არხმა, ფორმულამ და TV პირველმა “ყველანაირი წითელი ხაზი” გადაკვეთეს.

    დღეს რამდენიმე კონკრეტული მედიასაშუალების მხრიდან დაისვა კითხვები, რატომ არ იყვნენ ისინი მოწვეული პრემიერ-მინისტრის დღევანდელ ღონისძიებაზე.პრემიერ-მინისტრი ყოველთვის პასუხობს ჟურნალისტების კითხვებს, დღესაც მან ყველა ჟურნალისტის დასმულ კითხვას უპასუხა.„მთავარ არხს”, „ტვ პირველს” და „ფორმულას” არ აინტერესებთ პასუხები კითხვებზე, ისინი მუდმივად იქცევიან დესტრუქციულად და მხოლოდ თავიანთ პოლიტიკურ დღის წესრიგს მიყვებიან.პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თვლის, რომ „მთავარმა არხმა”, „ტვ პირველმა” და „ფორმულამ” გადაკვეთეს ყველანაირი წითელი ხაზი, ისინი წარმოადგენენ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას, ფინანსდებიან და პირდაპირ მართულები არიან მიხეილ სააკაშვილის და მისი რადიკალური ძალების მიერ და ჩართული არიან პოლიტიკურ კამპანიაში პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ.შესაბამისად, ამ მიზეზით დღეს არ მოხდა აღნიშნული პოლიტიკური პარტიის ტელეკომპანიების მოწვევა ღონისძიებაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.