Category: სლაიდერი

  • ბათუმში, ყოფილ პოლიციელს თავს დაესხნენ

    ბათუმში, ყოფილ პოლიციელს თავს დაესხნენ

    უშინ, 16 ივლისს, ბათუმში, საპატრულო პოლიციის ყოფილ თანამშრომელს თავს დაესხნენ. გია ხალვაში ნაცემია და ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაშია გადაყვანილი. ინფორმაციას ამის შესახებ მთავარი ავრცელებს.

    არსებული ინფორმაციით, ხალვაშს სახლის აივნიდან ბავშვის ველოსიპედი მოპარეს და აივანი დაარბიეს. ამის შემდეგ, ყოფილმა პოლიციელმა გაარკვია ვინ იყვნენ ეს ადამიანები, რასაც უკვე მასზე თავდასხმა და ცემა მოჰყვა.

  • შარლ მიშელს მივაწვდით სრულ ინფორმაციას, როგორ ვასრულებთ დოკუმენტს – კობახიძე

    საერთაშორისო კრიტიკის ფონზე ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს მიაწვდის ინფორმაციას, როგორ ასრულებს მმართველი პარტია 19 აპრილის შეთანხმებას.

    “ჩვენ, რა თქმა უნდა, სრულ ინფორმაციას მივაწვდით მიშელს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ სრულდება ჩვენი მხრიდან დოკუმენტის თითოეული პუნქტი ზედმიწევნით და ასევე, ბუნებრივია მივაწვდით ინფორმაციას, თუ როგორ არ ასრულებს ოპოზიცია ამ შეთანხმებას, სხვადასხვა ფორმით.

    არის ორი რადიკალურად განსხვავებული დამოკიდებულება, „ქართული ოცნება“, რომელიც ყველა პუნქტს ასრულებს და არის ოპოზიცია, რომელიც ძალიან უდიერად და გულგრილად ეპყრობა ამ დოკუმენტს. ამას ხედავს საზოგადოება, ხედავენ საერთაშორისო პარტნიორები და ამის საფუძველზე უნდა გაკეთდეს დასკვნები. ჩვენი მხრიდან მუდმივი და დამატებითი ინფორმაციის მიწოდება ჩვენი პარტნიორებისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია”,– ამბობს ის იმედის ეთერში.

    კობახიძე აღნიშნავს, რომ საერთაშორისო პარტნიორების მიმართ “უდიერი დამოკიდებულების” გამო საზოგადოება ოპოზიციას თვითმმართველობის არჩევნებზე პასუხს გასცემს.

    ცნობისთვის, დღეს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა განცხადება გააკეთა, სადაც შეშფოთება გამოთქვა ქართული ოცნების მიერ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნის გამო, რაც, მათი შეფასებით, შარლ მიშელის შეთანხმებას ეწინააღმდეგება. დანიშვნები 19 აპრილის შეთანხმების საპირისპიროდ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმაც. გარდა ამისა, მმართველ პარტია ამავე მიზეზით უკვე არაერთხელ გააკრიტიკა აშშ-ს ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა.

    დღეს ქართული ოცნების ლიდერებმა ენტონი ბლინკენს კრიტიკაზე უპასუხეს. მათი მტკიცებით, მმართველი პარტია 19 აპრილის შეთანხმებას “ზედმიწევნით” ასრულებს, თუმცა კონკრეტული ჩინოსანი მათ დამახინჯებულ ინფორმაციას აწვდის. ისინი არ აკონტრეტებენ, იგულისხმეს თუ არა კელი დეგნანი, თუმცა ამბობენ, რომ ის ქართველი არ არის.

  • რა მაქვს რუსეთთან მადლობის სათქმელი? ჩემს მიწაზე დამჭრეს და დამიჭირეს – გახელაძე

    “მე იმათ (რუსებს) მადლობა რაში გადავუხადო? დამიჭირეს და დამჭრეს ჩემს მიწაზე, იმ მიწაზე, რომელიც ჩემმა წინაპრებმა სიცოცხლის, სისხლისა და ოფლის ფასად დაიცვეს. მე რა მაქვს იმათთან მადლობის სათქმელი? არაფერი”

    თქვა ზაზა გახელაძემ  რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში. ცნობისთვის, გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ ზაზა გახელაძის გათავისუფლებისთვის ოკუპანტ რუსეთს მადლობა გადაუხადა.

  • ოპოზიციას აწყობს, რომ ოცნებამ ღარიბაშვილი არ გადააყენოს, ის ტიტანიკად იქცა – ხუხაშვილი

    “ღარიბაშვილი, ფაქტობრივად, ჰაერშია, მას ელექტორატი მოუსუფთავდა. შესაბამისად, ის იქცა ტიტანიკად ქართული ოცნებისთვის. ჩვენ კი ვითხოვთ, რომ ღარიბაშვილი გადადგეს, მაგრამ პოლიტიკურად ოპოზიციას აწყობს, რომ ღარიბაშვილი იქ იჯდეს. ის არის პოლიტიკური გვამი უკვე და თუ სჭირდება ტიტანიკი პრემიერი ქართულ ოცნებას, ღმერთმა მოახმაროს.

    უნდა მოვითხოვთ  გადადგომა, ეს სახელმწიფოებრივად სწორი მოთხოვნაა, მაგრამ პოლიტიკურად თუ ქართული ოცნება არ გადააყენებს, არ გადააყენებს და ნუ გადააყენებს, კიდევ უკეთესი. ღარიბაშვილი რომ გაათავისუფლონ და დანიშნონ პირობითად კუჭავა, ეს ხო იმიტაცია იქნება, კიდევ უფრო გაართულებს ამ ხელისუფლების მოშორების ამოცანას. იყოს ღარიბაშვილი იჯდეს, ჩვენ მოვითხოვოთ, მაგრამ ჩაებღაუჭოს ამ სავარძელს, გაჯიქდეს”

    თქვა პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილი TV “კავკასიის” ეთერში.

  • კიდევ ერთი ნაბიჯია ერთპარტიული რეჟიმისკენ – იან კელი მოსამართლეების დანიშვნაზე

    “შეერთებულმა შტატებმა მილიარდები დახარჯა ქართული დემოკრატიის მხარდასაჭერად, ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ძალთა ბალანსის დასადგენად. ეს გადაწყვეტილება[მოსამართლეების დანიშვნა] კიდევ ერთი უკანგადადგმული ნაბიჯია დასავლური დემოკრატიისგან და ერთპარტიული რეჟიმისკენ. ქართულმა ოცნებამ ახლავე უნდა შეაჩეროს ეს პროცესი”

    წერს აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნაზე. ის ეხმიანება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას, რომელმაც მოსამართლეების დანიშვნის გაგრძელება 19 აპრილის შეთანხმების დარღვევად მიიჩნია და ხელისუფლებას მოუწოდა, “აღადგინოს ერთგულება დემოკრატიული პრინციპებისა და კანონის უზენაესობისადმი”.

  • ახლა გახდა კელი დეგნანი დეზინფორმატორი მაღალჩინოსანი? – ნათელაშვილი “ოცნებას”

    “ივანიშვილის სამი საინფორმაციო ღრუს გასაგონად –მაშინ ხომ კარგი იყო კელი დეგნანი, როდესაც ოპოზიცია პარლამენტში შემოგიყარათ და ლეიბორისტული პარტიის აკრძალვაზე ხმა არ გაგცათ? ახლა გახდა დეზინფორმატორი მაღალჩინოსანი?”

    წერს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი. ცნობისთვის, დღეს ქართული ოცნების ლიდერებმა ამერიკის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს კრიტიკაზე უპასუხეს. მათი მტკიცებით, მმართველი პარტია 19 აპრილის შეთანხმებას ასრულებს, თუმცა კონკრეტული ჩინოსანი მათ დამახინჯებულ ინფორმაციას აწვდის. ისინი არ აკონტრეტებენ, იგულისხმეს თუ არა კელი დეგნანი, თუმცა ამბობენ, რომ ის ქართველი არ არის.

  • ბათუმში ქალი მე-13 სართულიდან გადმოვარდა და მანქანას დაეცა

    ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე, კორპუსის მე-13 სართულიდან 51 წლის ქალი გადმოვარდა. თვითმხილველების თქმით, ქალი ავტომობილს დაეცა.

    დაშავებული კლინიკა “ბრაზელში” სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. მას მრავლობითი მოტეხილობები აქვს და გამოკვლევები უტარდება.

    მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

  • პაპუაშვილი განმარტავს, ვინ არის ჩინოსანი, ვინც აშშ-ს დამახინჯებულ ცნობებს აწვდის

    ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ჩინოსანი, რომელის, მათი შეფასებით, დამახინჯებულ ინფორმაციას აწვდის სტრატეგიულ პარტნიორს” ქართველი არაა”.

    ის არ აკონკრეტებს, გულისხმობენ თუ არა აშშ-ს ელჩს კელო დეგნანს.

    “რა თქმა უნდა ქართველი ჩინოსანი არ იგულისხმება, სხვა შემთხვევაში ის ჩვენი გუნდის წევრი იქნებოდა. ჩვენ თავს ვიკავებთ დაკონკრეტებისგან, ჩვენს პარტნიორებს ეხება ეს საკითხი, ეხება მათ იერარქიას და არ გვინდა, რაიმე რეპუტაციული ზიანი მივაყენოთ.

    რაც შეეხება, შიდა იერარქიებს, თუ როგორ ხდება ინფორმაციების მიწოდება დამახინჯებით, თუ დამახინჯების გარეშე, კონკრეტიკა არ გვინდა. თუმცა, ჩვენი აღქმა არის, რომ დამახინჯებით აქვთ ინფორმაცია მიწოდებული. ვფიქრობთ, რომ ეს არის არაკეთილსინდისიერი ქცევა”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

    ცნობისთვის, დღეს ქართული ოცნების ლიდერებმა ამერიკის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს კრიტიკაზე უპასუხეს. მათი მტკიცებით, მმართველი პარტია 19 აპრილის შეთანხმებას ასრულებს, თუმცა კონკრეტული ჩინოსანი მათ დამახინჯებულ ინფორმაციას აწვდის.

  • ტემპერატურამ შესაძლოა 39 გრადუსს გადააჭარბოს – სინოპტიკოსების გაფრთხილება

    ტემპერატურამ შესაძლოა 39 გრადუსს გადააჭარბოს – სინოპტიკოსების გაფრთხილება

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 17-20 ივლისს დასავლეთ, ხოლო 18-21 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია 39 გრადუსს გადააჭარბოს.

    სინოპტიკოსების ცნობით, მოსალოდნელი ჰაერის მაღალი ტემპერატურა ტყის ხანძრების გაჩენის ერთ-ერთი ხელშემწყობი პირობაა.

  • ყველამ, ვინც აკრიტიკებდა შარლ მიშელის დოკუმენტს, ბოდიში მოიხადოს – ვაშაძე

    “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, რომ არა შარლ მიშელის დოკუმენტი, დღეს სანქციებზე საუბარი არ იქნებოდა.

    “რას არღვევს ქართული ოცნება? სწორედ შარლ მიშელის დოკუმენტში ჩვენს მიერ მოპოვებულ ძალიან დიდ გამარჯვებას, რომლის შესრულებაც მას არ უნდა. რომ არა ოფიციალურად გაფორმებული დოკუმენტი, დღეს ბლინკენი, სახელმწიფო დეპარტემენტი თუ კელი დეგნანი იმაზე კი არ ისაუბრებდა, სანქციები უნდა იყოს თუ არა, არამედ საუბარი იქნებოდა ოპოზიცია რატომ არ თანხმდება იმას თუ ამას. ეს არის ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი”,– ამბობს ვაშაძე TV პირველის ეთერში.

    მისივე განცხადებით, ვინც მიშელის დოკუმენტს აკრიტიკებდა, ბოდიში უნდა მოიხადოს.

    “მადლობა ვუთხრათ შარლ მიშელს და ხელმომწერ ყველა ოპოზიციონერს და ყველა, ვინც აკრიტიკებდა ამ დოკუმენტს, ბოდიში მოიხადოს”,– თქვა ვაშაძემ.

    მანვე აღნიშნა, რომ ქართული ოცნების წევრებს “როგორც აულოკავთ აქამდე, ისევე ალოკავენ თავიანთ განცხადებებს”