Category: სლაიდერი

  • ქვეყანამ რომ კურსი შეიცვალოს ამისათვის ლიდერის შეცვლაა საჭირო – კუბილიუსი

    “იმისთვის, რომ ქვეყანამ კურსი შეიცვალოს, საჭიროა ლიდერის შეცვლა” – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ანდრიუს კუბილიუსმა ტვ პირველის ეთერში, რუსუდან დუმბაძის “დღის ამბებში”  ისაუბრა რითიც, 5 ივლისის მოვლენები შეაფასა და თბილისში განვითარებულ მოვლენებს ტრაგიკული უწოდა.

    ”ჩემი რჩევა იქნება მთავრობისადმი, ეძებონ ეფექტური გზები როგორ შეიძლება აღდგეს ნდობა.საჭიროა, შეიცვალოს მთავრობის სათავეში მყოფი პირები, რათა შეიცვალოს ტრაექტორია, რომლის გამოც მთავრობა კარგავს ნდობას საერთაშორისო საზოგადოების და ხალხის მხრიდან”, – თქვა კუბილიუსმა ტვ პირველის ეთერში.

  • ინფორმაცია, რაც დასავლეთს სჭირდება დასკვნისთვის, ღიაა და ხელმისაწვდომი – კორტნი “ქართულ ოცნებას” პასუხობს

    ინფორმაცია, რაც დასავლეთს სჭირდება დასკვნისთვის, ღიაა და ხელმისაწვდომი – ასე პასუხობს, აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში, უილიამ კორტნი, “ქართულ ოცნების” განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებს “დამახინჯებული ინფორმაცია” მიეწოდებათ.

    “პირიქით, ყველანაირი ინფორმაცია, რაც დასავლეთს სჭირდება დასკვნის გამოსატანად, ღიაა და ყველასთვის ხელმისაწვდომი”. – წერს აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში, უილიამ კორტნი Twitter-ზე.

     

  • დეკანოზი იოსებ ზაქარიაძე კორონავირუსით გარდაიცვალა

    დეკანოზი იოსებ ზაქარიაძე კორონავირუსით გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია “პირველი” ავრცელებს.

    ქუთაის-გაენათის ეპარქიის მღვდელმსახურს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა მესხეთის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძრის წინამძღვარს, დეკანოზ იოსებ ზაქარიაძეს კორონავირუსი დაახლოებით 1 თვისწინ დაუდასტურდა. მას თანმდევი დაავადებებიც აღენიშნებოდა რამაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დაამძიმა.

    ის მკურნალობას ქუთაისის კლინიკაში გადიოდა, ექიმებმა მოძღვრის გადარჩენა ვერ შეძლეს.

  • “მოვისმინე მისი რჩევები და მოსაზრებები” – ღარიბაშვილი პატრიარქს შეხვდა

    საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი პატრიარქს შეხვდა. ინფორმაციას თავად პრემიერი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

    „შეხვედრა მქონდა ჩვენს პატრიარქთან. ვისაუბრეთ ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე, რაც ჩვენს ხალხს აწუხებს. მოვისმინე მისი რჩევები და მოსაზრებები, რომელიც ყოველთვის სასარგებლო და გასათვალისწინებელია.მის უწმინდესობას ვუსურვებ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს,“ – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

  • ტვ პირველის ოპერატორსა და ქუჩაში გამვლელზე თავდასხმაში ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ

    ტვ პირველის ოპერატორსა და ქუჩაში გამვლელზე თავდასხმაში ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ

    თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებში ბრალდებულებს, ვანო ბურდულს და დავით ქოჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

    დღევანდელ სასამართლო პროცესზე პროკურატურა ბრალდებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი დაკავებულების 7000 და 2000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას.

    ბრალდების მხარე დაკავებულების მხრიდან მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხეზე მიუთითებდა. პროკურორ ნათია გურულის თქმით, ერთ-ერთ ბრალდებულს ძალადობრივი ქმედება პოლიციის ჩართულობის შემდეგაც აქვს განხორციელებული.

    პროკურატურა დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას ითხოვდა, დაცვის მხარე კი გირაოს. სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა გაიზიარა.

    5 ივლისს მედიაზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად დაშავდა 53 ადამიანი, მათ შორის ლექსო ლაშქარავა – ტვ პირველის ოპერატორი 11 ივლისს გარდაიცვალა.

  • „ინტერპრესნიუსის“ ფოტოკორესპონდენტს გიორგი ნიკოლიშვილს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა

    „ინტერპრესნიუსის“ ფოტოკორესპონდენტ გიორგი ნიკოლიშვილს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა. გიორგი ნიკოლიშვილს 5 ივლის “პრაიდის” მოწინააღმდეგები ფიზიკურად გაუსწორდნენ,

    „რამდენადაც გავარკვიეთ, დაზარალებულის სტატუსი აქვს მინიჭებული, უბრალოდ, რადგან საავადმყოფოში არის, ჯერჯერობით არ აქვს გაცნობილი დაზარალებულად ცნობის დადგენილება და ხელი არ აქვს მოწერილი. ამ დღეებში, როგორც კი შესაძლებლობა იქნება, გააცნობენ ამ დადგენილებას. საჭიროების შემთხვევაში ადგილზე, კლინიკაში მოხდება მისი გამოკითხვაც, თუმცა ჯერჯერობით, რა თქმა უნდა, მისი ჯანმრთეობის მდგომარეობა პირველ რიგშია, ამიტომ ცოტა ვაყოვნებთ მის გამოკითხვას, რომ მომჯობინდეს და უკეთესად იყოს“,- განაცხადა ნიკოლიშვილის ადვოკატმა ნესტან ლონდარიძემ.

    ცნობისთვის, 5 ივლისს, გიორგი ნიკოლიშვილს რამდენიმე პირი ქაშუეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას თავს დაესხა და სცემა. თავდასხმის შედეგად მან გონება დაკარგა. გიორგი ნიკოლიშვილი ამ დრომდე კლინიკაში იმყოფება.

  • არ მომისმენია არასოდეს აშშ-სა და ევროპის კრიტიკული შენიშვნა 2012 წლამდე სასამართლოზე – ღარიბაშვილი

    არ მომისმენია არასოდეს აშშ-სა და ევროპის კრიტიკული შენიშვნა 2012 წლამდე სასამართლოზე – ღარიბაშვილი

    “არ მომისმენია არასოდეს აშშ-სა და ევროპის კრიტიკული შენიშვნა 2012 წლამდე სასამართლოზე”- ასე პასუხობს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესის არშეჩერებაზე საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკას, პერმიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

    “უკმაყოფილება არის გამოხატული სასამართლოსთან მიმართებაში, მოსამართლეების დანიშვნაზე და ა.შ. ჩვენმა ხელისუფლებამ გააკეთა ძალიან დიდი რეფორმა სასამართლოში, რომლის შედეგადაც, ძალიან დიდი პროგრეი იქნა მიღწეული. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, მეგობრებო, რა ქვეყნაში ვცხოვრობდით. 2012 წლამდე სასამართლო იყო პროკურატურის ჩვეულებრივი დანაყოფი. მე, სამწუხაროდ და ძალიან მიკვირს, არ მომისმენია არასოდეს არც ამერიკის, არც ევროპის კრიტიკული შენიშვნა იმდროინდელი სასამართლოს მიმართ, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა და არ არის სამართლიანი.ბევრი ადამიანის განცხადება და ინტერპრეტაცია შეიძლება მოვისმინოთ, ზოგადი განმარტებაც შეიძლება მოვისმინოთ, თუ როგორ მოქმედებს ამერიკა და რა ბერკეტებს იყენებენ. მაგრამ ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ ვართ მეგობარი სახელმწიფო რეგიონში და ამის სრული უფლება მაქვს ვთქვა, რომ ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, რომ ჩვენ ვართ გამორჩეული მეგობარი ამერიკის სახელმწიფოსი და არა ცალკეული ინდივიდების, არც ცალეული ჩინოვნიკების”, – განაცხადა ღარიბაშვილი.

  • ხინოს ხეობაში დაკარგული ახალგაზრდები იპოვეს

    ქობულეთში, კინტრიშის ნაკრძალში დაკარგული ორი ახალგაზრდა იპოვეს. მაშველები ტურისტებს სამი დღის განმავლობაში ეძებდნენ. როგორც ცნობილია, ერთ-ერთი მათგანი დაშავებულია და ფეხის არეში დაზიანებები აქვს მიღებული.

    ”შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ ქობულეთში, ხინოს ხეობაში, ხინოსა და გომის მთებს შორის იმყოფებოდა ორი გზააბნეული მოქალაქე, რომლებიც ვერ ახერხებდნენ უსაფრთხო ადგილზე ჩამოსვლას და ესაჭიროებოდათ მაშველების დახმარება. ერთ-ერთ მათგანს მიღებული ჰქონდა ქვედა კიდურის დაზიანება, რის გამოც მაშველების მისვლამდე, დაკარგულებს მოუწიათ მთებს შორის არსებულ ხევში გაჩერება.

    შეტყობინების მიღებისთანავე, მოქალაქეების დასახმარებლად გავიდნენ სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის პირველი მორეაგირე ჯგუფები. რთული რელიეფის და უამინდობის მიუხედავად მეხანძრე-მაშველები 24 საათიან, უწყვეტ რეჟიმში სხვადასხვა მიმართულებიდან, აჭარისა და გურიის რეგიონებიდან ახორციელებდნენ სამაშველო ოპერაციას. მეხანძრე-მაშველთა სპეციალური ჯგუფები ხეობებში ქვეითად გადაადგილდებოდნენ და დეტალურად ამოწმებდნენ ყველა ლოკაციას. სამაშველო ოპერაციაში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი აქტიურად იყო ჩართული.

    სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის 70 თანამშრომლის მიერ ჩატარებული უწყვეტი საძიებო-სამაშველო ოპერაციის შედეგად, ხინოს ხეობაში მოხერხდა გაუჩინარებული ორი მოქალაქის ადგილსამყოფელის დადგენა. ორივე მათგანი ნაპოვნია უვნებლად, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამ დროისთვის მიმდინარეობს ახალგაზრდების ჩამოყვანა უსაფრთხო ადგილას.

    სამაშველო ოპერაციაში ადგილობრივ ჯგუფებთან ერთად, განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს 15 მეხანძრე-მაშველი მონაწილეობდა. გარდა ამისა, პროცესში ჩართულები იყვნენ იმერეთის, აჭარის და გურიის მთავარი სამმართველოების მეხანძრე-მაშველები, ასევე, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები. ტერიტორიის მონიტორინგი მიმდინარეობდა საფრენი აპარატის, დრონის მეშვეობით. ადგილზე მობილიზებული იყო ყველა აუცილებელი აღჭურვილობა და ტექნიკა.”- ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

  • სასამართლოს გამჭვირვალობის, დამოუკიდებლობის კუთხით ევროკავშირის ბევრ ქვეყანას ვუსრწებთ – ღარიბაშვილი

    სასამართლოს გამჭვირვალობის, დამოუკიდებლობის კუთხით ევროკავშირის ბევრ ქვეყანას ვუსრწებთ – პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ საქართველო სასამართლო სისტემით ევროკავშირის ბევრ ქვეყანას უსწრებს. პრემიერს ჟურნალისტებთან არ დაუკონკრეტებია, რომელია ეს “ბევრი ქვეყანა”.

    “ვაგრძელებთ ფართომასშტაბიან რეფორმას, რომელიც არის განგრძობითი პროცესი, რომელიც არ მთავრდება ერთ დღეში და ორ დღეში. მაგრამ ეს არის პროცესი. ჩვენ რაც გავაკეთეთ რვა წელში, არის როგორც დღე და ღამე. იყო ღამე, გახდა დღე. მეორე, სასამართლოს გამჭვირვალობის, დამოუკიდებლობის კუთხით ვუსწრებთ ევროკავშირის ძალიან ბევრ ქვეყანას. სასამართლოსადმი ნდობის მხრივ ჩვენ ვართ მოწინავე რიგებში ევროკავშირის მასშტაბით. აქედან გამომდინარე, რა კითხვები არსებობს? შეიძლება ვიღაცას ჰქონდეს რაღაც გარკვეული კითხვები და გაუგებრობა შეიქმნას. მე ვაძლევ პირობას ყველას, რომ ეს გაუგებრობა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან აღმოიფხვრება”, – თქვა ღარიბაშვილმა.

  • საქართველოში კორონავირუსის 1808 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 22 ადამიანი

    ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის  1 808 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსის შედეგად 22 ადამიანი გარდაიცვალა.

    ეპიდემიის დაწყების დღიდან ქვეყანაში სულ კორონავირუსის 363 318 შემთხვევა დადასტურდა, ამათგან 5 538 ადამიანი გარდაიცვალა.

    ამ ეტაპისთვის ქვეყანაში ერთი დოზით აცრილია 217 199 პირი, ხოლო სრულად – 128 096. დღიურად აცრილთა რაოდენობა 10 492-ია.