Category: სლაიდერი

  • კუჭავამ სხდომა დახურა – გომელაურის მოსმენა ჩაიშალა

    კუჭავამ სხდომა დახურა – გომელაურის მოსმენა ჩაიშალა

    პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, დღევანდელი რიგგარეშე პლენარული სხდომა დაიხურა. შინაგან საქმეთა მინისტრის მოსმენა დღეს აღარ გაიმართება.

    კუჭავას თქმით, ოპოზიციის მიზანია იყო, რომ ეს სხდომა არ შემდგარიყო.

    “მათ განახორციელეს პროტესტი, რომლის უფლება ჰქონდათ. როდესაც იყო მოთხოვნა, რომ დავბრუნებულიყავით ჩვეულებრივ რეჟიმში, პროტესტი გრძელდება იმ ადგილიდან, საიდანაც ერთადერთი ვალდებულებაა, გაშუქდეს სესიის სხდომა, რაც არ წარმოადგენს იმ კითხვების და პასუხების მოსმენაც, რაც საზოგადოებას აინტერესებს. დღევანდელ სხდომას ვაცხადებ დახურულად, საკითხზე ვიმსჯელებთ სხვა რიგგარეშე სხდომაზე”.

    ჟურნალისტებმა არ მოხსნეს ბანერი, რომლითაც მოძალადეების დასჯასა და პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებას ითხოვდნენ.

     

     

  • პარლამენტთან პოლიციამ გრიგოლ გეგელია და თამაზ დათუნაშვილი დააკავა

    პარლამენტის უკანა შესასვლელთან პოლიციამ ლელოს ორი წევრი, გრიგოლ გეგელია და თამაზ დათუნაშვილი დააკავა.

    დაკავებამდე მათ სამართალდამცავებს ჰკითხეს, რატომ არ უშვებდნენ შენობაში, როცა მათ სახელზე საშვები იყო დაშვებული, პოლიცია კი მათ ადგილის დატოვებისკენ მოუწოდებდა, ისინი პოლიციის მოთხოვნას არ დაემორჩილნენ, რასაც მათი დაკავება მოჰყვა.

  • შალვა პაპუაშვილმა თინა ბოკუჩავა ტრიბუნიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა (ვიდეო)

    ოცნების დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა ენმ-ს წევრი თინა ბოკუჩავა პარლამენტის თავმჯდომარესთან არ მიუშვა და ძალის გამოყენებით გაიყვანა.

    კადრები ფორმულას კამერამ გადაიღო:

    https://www.facebook.com/TVFormula/videos/349953986741081

    მანამდე, პარლამენტში ოპოზიციონერმა დეპუტატმა შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მოხსენება შეაწყვეტინეს და ტელეკომპანია პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ფოტოები გაშალეს.

    ჟურნალისტებმა პარლამენტის ტრიბუნაზე გადმოკიდეს ბანერი, რომელზეც წერია, რომ მოძალადეები უნდა დაისაჯონ და ლიდერებმა პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღონ.

  • დარბაზში ვიხილეთ დესტრუქცია, ეს არის ამორალური – კობახიძე

    ოპოზიციამ ვახტანგ გომელაურს სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცა, რაც, ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, დესტრუქციაა.

    “მინდა შევაფასო ის დესტრუქცია, რომელიც ვიხილეთ დარბაზში. რაც შეეხება ფორმებს და შინაარსს პროტესტის, ეს არის ამორალური. როდესაც ხდება ჟურნალისტის სიკვდილზე ქულების დაწერა, მცდელობა როდესაც აქვთ ამის პოლიტიკოსებს, როდესაც ამაში რთავენ მათ შორის რიგით ჟურნალისტებს, ეს არის ყველაზე ამორალური ქმედება რაც კი შეიძლება წარმოვიდგინოთ. ვიდრე არ შეწყდება ეს ამორალური ქმედება, მანამდე უმჯობესი იქნება, არ დავიწყოთ ამ საკითხის განხილვა”,– თქვა კობახიძემ.

    პარლამენტში ოპოზიციონერმა დეპუტატმა შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მოხსენება შეაწყვეტინეს და ტელეკომპანია პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ფოტოები გაშალეს.

    ჟურნალისტებმა პარლამენტის ტრიბუნაზე გადმოკიდეს ბანერი, რომელზეც წერია, რომ მოძალადეები უნდა დაისაჯონ და ლიდერებმა პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღონ.

     

  • განცხადება, რომლის მოსმენაც საზოგადოებას უნდა თქვენგან, არის, რომ გადადექით – ბოკუჩავა გომელაურს

    “ერთადერთი განცხადება, რომელიც უნდა საზოგადოებას რომ მოისმინოს თქვენგან, ბატონო ვახტანგ, არის ის, რომ თქვენ გადადექით. და გადადგა ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც წაახალისა ის ძალადობა, რომელმაც იმსხვერპლა ლექსო ლაშქარავას სიცოცხლე. როგორ ველურებივითაც არ უნდა იქცეოდეთ ახლა თქვენ, ამხელთ თქვენს სახეს, რომ სწორედ იმ ველურების თანაგუნდელები ხართ, რომლებმაც მოკლეს ეს ადამიანი. მაინც ვერ გაგვაჩუმებთ, ვერ გააჩუმებთ ვერც მედიას, ვერც ჟურნალისტებს და ვერც საქართველოს, რომელსაც არ სურს ძალადობა ამ ქვეყანაში, რომელსაც არ სურს, რომ პროპუტინუსტული ჯგუფები წახალისებული იყვნენ ამ მთავრობის მხრიდან”

    თქვა ენმ-ს წევრმა თინა ბოკუჩავამ პარლამენტის სესიაზე. ოპოზიციონერი დეპუტატები ვახტანგ გომელაურს სიტყვით გამოსვლის საშუალებას არ აძლევენ.

  • ოპოზიციამ გომელაურს სიტყვა შეაწყვეტინა და ლექსო ლაშაქარავას ფოტოები გაშალა

    პარლამენტში ოპოზიციონერმა დეპუტატმა შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მოხსენება შეაწყვეტინეს და ტელეკომპანია პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ფოტოები გაშალეს.

    მათ პარლამენტის ტრიბუნაზე ასევე გადმოკიდეს ბანერი, რომელზეც წერია, რომ მოძალადეები უნდა დაისაჯონ.

    სხდომა 5 წუთზე მეტია ვერ მიმდინარეობს. პარლამენტის თავმჯდომარე მანდატურებს მოუწოდებს, სიტუაცია დაარეგულიროს.

  • პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე ვერ აირჩია

    პარლამენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ასევე ცესკოს წევრები ვერ აირჩია.

    მათ ასარჩევად პარლამენტის შემადგენლობის 2/3-ის, ანუ 100 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო, თუმცა ხმათა ეს რაოდენობა ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მოაგროვა.

    ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატები

    • გიორგი კალანდარიშვილი – 82 მომხრე, 8 წინააღმდეგი;
    • გიორგი სანტურიანი – 2 მომხრე 10 წინააღმდეგი.

    ცესკოს წევრობის კანდიდატები

    • გია ცაცაშვილი – 80 მომხრე, 9 წინააღმდეგი;
    • ლელა ტალიური – 16 მომხრე, 1 წინააღმდეგი;
    • თამარ სართანია – 16 მომხრე, 27 წინააღმდეგი;
    • მაია ზარიძე – 81 მომხრე, 8 წინააღმდეგი.

    როგორ გაგრძელდება პროცესი

    საარჩევნო კოდექსის მიხედვით, თავმჯდომარის პოსტზე დასანიშნი კანდიდატის დასანიშნად კენჭყისყრა კიდევ ერთხელ ჩატარდება, თუ არჩევა კვლავ ვერ მოხერხდა, პოსტზე დასამტკიცებლად პარლამენტარების 3/5-ის, ანუ 90 დეპუტატის ხმაც საკმარისი იქნება. თუ ამ შემთხვევაშიც ვერ მოხდა ცესკოს თავმჯდომარის არჩევა, საჭირო ხმების რაოდენობა 76-მდე დაიწევს.

    კანონის მიხედვით, თუ ცესკოს თავმჯდომარე არჩეულია პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უმრავლესობით, მისი უფლებამოსილების ვადაა 5 წელი, ხოლო სხვა შემთხვევაში − 6 თვე.

  • სესიაზე ვერავინ შემოვა, რომ პირდაპირ კითხვა დაუსვას გომელაურს – კუჭავა

    „დღეს მოვისმინე გარკვეული განცხადებები, რომელიც არ შეესაბამება სიმართლეს და სპეკულირებას წარმოადგენს, თითქოს ეკრძალებათ ჟურნალისტებს შემოსვლა. 100-მდე ჟურნალისტზე არის დაშვებული საშვი. ზუსტად იმ სიით, რომელიც წარმოდგენილი იყო მედიასაშუალებებიდან. დანარჩენ შემთხვევაში ჩვენ კარგად ვიცით, თუნდაც წინა რიგგარეშე სხდომაზე რა მოხდა, როცა სასეისიო დარბაზში მოხდა შემოჭრა მედიის წარმომადგენლების და აქტივისტების, რომლებზეც საშვი არ იყო დაშვებული. არ წარმოადგენს სწორ ფორმას და მიზნად ისახავს სხდომის ჩაშლას.

    ჩვენი დღევანდელი სხდომის მიზანია, ყველა კითხვას გაეცეს პასუხი, რომელიც ჩვენი და თქვენი მხრიდან არსებობს შს მინისტრის მიმართ. ასევე გვესმის, რომ მოთხოვნა, „შეგვიშვით, გვინდა კითხვები დავუსვათ“, არ მოქმედებს, არც არასდროს ყოფილა პარლამენტში, რომ ვინმეს უნდოდეს, შემოსულიყო და კითხვები დაესვა. ეს არის ჩვეულებრიივი პროცესი, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. მნიშვნელოვანია, შს მინისტრის დღევანდელი მოსმენა, რომელიც წარმოადგენს დიდ საზოგადოებრივ ინტერესს, ჩატარდეს შეფერხების გარეშე.

    ჩვენ კარგად ვხვდებით, რომ რაც არ უნდა დიდი ინტერესი იყოს, სესიაზე ვერ შემოვა ვერავინ, რომ პირდაპირ კითხვა დაუსვას გომელაურს. ამიტომ არიან დეპუტატები და ამიტომ არის სასესიო რეჟიმი“

    განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ. დღეს პარლამენტში ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ. ჟურნნალისტებისა და მედიამენეჯერების ნაწილს პარლამენტში შესვლის საშუალება არ ეძლევა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

  • უზრდელი და უტაქტო ხარ, რა გააკეთე, ვის წარმოადგენ? – ყაველაშვილი დეკანოიძეს

    “ქართული ოცნების” დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი ენმ-ს ერთ-ერთ ლიდერს, ხატია დეკანოიძეს ბიუროს სხდომაზე დაუპირისპირდა. დეპუტატი მას შემდეგ გაღიზიანდა, რაც დეკანოიძემ პარლამენტში ჟურნალისტებისა და მედიამენეჯერების შეშვება მოითხოვა.

    “უზრდელობა და უტაქტობაა, რასაც შენ აკეთებ. ჩვენზე მეტი უფლება არ გაქვს, ისევე პარლამენტარი ხარ, როგორც ჩვენ. რა გააკეთე, ვის წარმოადგენ?! თქვენ, “ნაციონალური მოძრაობა“ ხართ ამ ქვეყნის უბედურების მომტანი. გირგვლიანიდან დაწყებული და… თქვენ ხართ უზრდელი და უტაქტო ადამიანი”,– მიმართა ყაველაშვილმა დეკანოიძეს.

    დეკანოიძის თქმით, ქართულ ოცნებას იმიტომ ჰყავს ასეთი ხალხი პარლამენტში, რომ “ზონდერობა განახორციელონ”.

    კახა კუჭავამ მის საპასუხოდ განმარტა, რომ ყველა ჟურნალისტზე საშვი დაუშვეს, ვისი სიაც მედიასაშუალებებმა მიაწოდეს. მიუხედავად ამისა, პარლამენტის წინ შეკრებილები არიან ჟურნალისტები და მედიამანეჯერები, რომელთაც საკანონმდებლო ორგანოში არ უშვებენ.

    ადგილზე მობილიზებულია ასობით სამართალდამცავი. დღეს საკანონმდებლო ორგანოში ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ.

  • ერთადერთი პარტია ვართ, რომელიც გომელაურ-ღარიბაშვილის გადადგომას არ ითხოვს – ხვიჩია

    “ჩვენ მე მგონი ერთადერთი პარტია ვართ, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრისა და პრემიერმინისტრის გადადგომას არ ითხოვს, იქიდან გამომდინარე რომ ჩვენ გვინდა ვიყოთ თანმიმდევრულები. თუ ერთ დღეს ვიძახით, რომ არის არაფორმალური მმართველობა და არ ვიცით, ვინ იღებს გადაწყვეტილებას და მეორე დღეს აპრიორი ვითხოვთ შს მინისტრის, პრემიერმინისტრის ან ვინმეს გადადგომას, ჩვენი აზრით, ეს არის მსხვერპლის მოთხოვნა, არა დამნაშავის დასჯა. ჩვენ უბრალოდ გვინდა გავარკვიოთ ჯერ ამბავი და მერე ვარჩიოთ მტყუან-მართალი”

    განაცხადა “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ.