Category: სლაიდერი

  • ვისურვებდი, გამოვიდეს ბატონი გომელაური და თქვას, რომ დატოვა თანამდებობა – ელისაშვილი

    “მე ვისურვებდი, მოლოდინი არ მაქვს, მაგრამ ვისურვებდი, რომ გამოვიდეს ბატონი გომელაური, თქვას რომ მან თავი ვერ გაართვა თავის უფლებამოსილებას 5 ივლისს, ვერ დაიცვა ჩვეულებრივი მოქალაქეები წინასწარ დაანონსებული ძალადობისგან და თქვას, რომ დატოვა თანამდებობა. ეს იქნებოდა ძალიან სწორი, ღირსეული და სახელმწიფოებრივი, პასუხისმგებლობით სავსე ქმედება. ვნახოთ, ასე იქნება თუ არა, არ ვიცი. 5 ივლისის გამო, მან უნდა დატოვოს თანამდებობა”

    განაცხადა პარტია “მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა. დღეს პარლამენტში შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ.

  • “საკურორტო ზონები გადავსებულია” – ცერცვაძის თქმით, საქართველო არჩევანის წინაშეა

    “საკურორტო ზონები გადავსებულია” – ცერცვაძის თქმით, საქართველო არჩევანის წინაშეა

    “მოსახლეობამ ის სიგნალი მთავრობისგან, რომ მკაცრი შეზღუდვები მოხსნა, გაიგო თავისებურად, გაიგო ისე, რომ მათ ყველა ვალდებულება მოეხსნათ და არ იცავენ არცერთ დარჩენილ რეგულაციას. შემდეგი მიზეზი, რომ გაზრდილია მობილობა – საკურორტო ზონები გადავსებულია და შესაძლოა, შემდგომი ზრდაც ვერ ავიცილოთ. საქართველომ, ამ პირობებში, ან უნდა შემოიღოს ისევ შეზღუდვები, ან უნდა შეეგუოს ამ გაზრდილ რაოდენობასთან თანაცხოვრებას”

    განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ რუსთავი 2-თან საუბრისას.

  • TV პირველის ოპერატორზე ძალადობისთვის კიდევ ერთი პირი დააკავეს

    TV პირველის ოპერატორზე ძალადობისთვის კიდევ ერთი პირი დააკავეს

    შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 5 ივლისს ტელეკომპანია პირველის ოპერატორის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის დააკავეს 1997 წელს დაბადებული, წარსულშ ანსამართლევი ნ.გ.

    “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ნ.გ.-მ მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, რევაზ თაბუკაშვილისა და გიორგი ჭანტურიას ქუჩების კვეთაზე, “ტვ პირველის” ოპერატორს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა”,– აცხადებს შსს.

    მათივე ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 156-ე მუხლის მე -2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

    დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-დაკავების მიზნით გრძელდება საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები.

  • ყაზარმად გადააქციეს დღეს პარლამენტი, ჟანდარმებივით დგანან, შიში აქვთ – დეკანოიძე

    “კანონია, როცა საშვს უშვებ, ყველას შეუძლია, შემოვიდეს. შიშია, ყველგან როგორც ჟანდარმები ისე დგანან და ყაზარმად გადააქციეს დღეს პარლამენტი. შიში აქვთ, რომ არ უთხრან ჟურნალისტებმა თავიანთი სათქმელი – ეს არის შიში! პარლამენტი რომელიც უნდა იყოს ყველაზე საჯარო, პრაქტიკულად გადააქციეს ჩაკეტილ შენობად. მე კითხვები გომელაურთან არ მაქვს, რატომ არ დაიცვა ის ადამიანები, იმიტომ რომ ეს ხელისუფლება გარიგებულია ფაშისტებთან და მათი ორგანიზებით იყო ეს ყველაფერი”

    თქვა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ “მთავართან” საუბრისას. დღეს საქართველოს პარლამენტს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ეწვევა, ამის პარალელურად კი პარლამენტმა შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი აამოქმედა.

  • გუშინწინ გვარამიამ დატოვა არხი, გუშინ მიბრუნდა – მდინარაძე

    ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის მტკიცებით, ნიკა გვარამიამ გუშინწინ ტელეკომპანია მთავარი დატოვა, გუშინ კი უკან დაბრუნდა. ის ვერ განმარტავს, რატომ შეიძლებოდა გვარამიას ეს გაეკეთებინა.

    მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი კრიტიკული მედიის მფლობელებს “ურეკავს და აშანტაჟებს, რომ არ მისცემს ფულს.”

    “ჟურნალისტების მთელმა სამყარომ კარგად იცის, რომ გუშინწინ საღამოს ბატონმა გვარამიამ დატოვა თავისი არხი, ბოდიში მოუხადა თავისი მესიჯით… უარყო, მაგრამ ეს მართალია. წყაროს გაუთქმელად ვახმოვანებ. მეორე დღეს მიბრუნდა”,– თქვა მდინარაძემ “იმედის” ეთერში.

    “იქნებ ვინმეს ეგონა, რომ მთავარი არხი დღეს აქ არ გამოჩნდებოდა, ან იქნებ ვინმეს ეგონა, რომ მე აღარ ვიყავი მთავარი არხი და აქ არ გამოვჩნდებოდი, ვინ არ გამოჩნდება ძალიან მალე, ვის წინაშე დაიხურება ყველა კარი, ეს არის საქართველოს დღევანდელი მთავრობა და მისი პრემიერი ღარიბაშვილი”,– თქვა ნიკა გვარამიამ გუშინ, პარლამენტთან სიტყვით გამოსვლისას.

    ცნობისთვის, ბოლო რამდენიმე კვირაა გარკვეულ მედიასაშუალებები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ გვარამია “მთავარ არხს” ტოვებს, თუმცა ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ამას არ ადასტურებს.

  • კორონავირუსის 1286 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 13 ადამიანი

    ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1286 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 13 ადამიანი, ხოლო 1701 გამოჯანმრთელდა.

    18 ივლისის მონაცემებით ქვეყანაში:

    • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა –  387481
    • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 365019
    • მათ შორის გარდაცვლილი –  5551
    • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით -24446 , მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით -11351 , PCR ტესტით –  13095
    • დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 5,26%,  ბოლო 14 დღის – 4,57%,  ბოლო 7 დღის – 4,92%
    • სულ აცრილია – 353 835, დღიურად აცრილია – 8501
    • კარანტინის რეჟიმში – 65
    • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4291
    • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები –  1088
  • ლაშქარავას საქმეში ნარკოტიკების უკანონოდ შეძენა-შენახვის საკითხი ცალკე გამოიყო

    შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის ინფორმაციით, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეში ცალკე წარმოებად გამოიყო ნარკოტიკების უკანონოდ შეძენა-შენახვის საკითხი.

    “ლექსო ლაშქარავას საქმის გამოძიების ფარგლებში, ცალკე წარმოებად გამოიყო ნარკოტიკების უკანონოდ შეძენა-შენახვის საკითხი. ამ მიმართულებით მიმდინარეობს გამოძიება, ხდება ყველა რელევანტური მტკიცებულების მოპოვება და საზოგადოებას უახლოეს მომავალში ჩვენ ვაცნობებთ კონკრეტულ შედეგებს ამ საქმესთან მიმართებით”, – თქვა დარახველიძემ იმედის ეთერში.

    ის არც უარყოფს და არც ადასტურებს ლექსო ლაშქარავას საქმის კავშირს გუშინ ფონიჭალაში, ნარკოდანაშაულთან დაკავშირებული ჩატარებულ სპეცოპერაციასთან.

  • ტოკიოს ოლიმპიადაზე მოვხვდი, მაგრამ ვერ მივდივარ, განაცხადი არ გაგზავნეს – კალაშნიკოვა

    ქართველი ჩოგბურთელის, ოქსანა კალაშნიკოვას განცხადებით, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე მოხვდა, თუმცა საქართველოდან განაცხადი არ გაგზავნეს, რის გამოც მონაწილებას ვერ მიიღებს.

    “ძალიან სამწუხაროა, როდესაც გაიგებ, რომ ტოკიო 2020-ის ოლიმპიადაზე მოხვდი, თუმცა ვერ მიდიხარ, რადგან განაცხადი არ გაიგზავნა. ოლიმპიადაზე მონაწილეობაში ჩემი ოცნება იყო, ახლა მხოლოდ ტირილი მინდა”, – წერს ოკსანა კალაშნიკოვა.

  • პარლამენტში დაშვების შეზღუდული რეჟიმი ამოქმედდა – დღეს გომელაურს მოუსმენენ

    პარლამენტში დაშვების შეზღუდული რეჟიმი ამოქმედდა – დღეს გომელაურს მოუსმენენ

    დღეს საქართველოს პარლამენტს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ეწვევა, ამის პარალელურად კი პარლამენტმა შენობაში დღეს დაშვების შეზღუდული რეჟიმი აამოქმედა.

    საკანონმდებლო ორგანოს ცნობით, მედიის წარმომადგენლების დაშვება ჩვეულ რეჟიმში განხორციელდება წინასწარ შეთანხმებული გადამღები ჯგუფების რაოდენობისა და საშვების საფუძველზე.

    “18 ივლისს, „საქართველოს პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 30 დეკემბრის N259/3 ბრძანებით დადგენილი რეგულაციების შესაბამისად, იმოქმედებს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი, გარდა მედიის წარმომადგენლებისა, რომელთა დაშვება ჩვეულ რეჟიმში განხორციელდება წინასწარ შეთანხმებული გადამღები ჯგუფების რაოდენობისა და საშვების საფუძველზე.

    აღნიშნული ღონისძიების მიზანია შესაძლო პროვოკაციების პრევენცია და საქართველოს პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის სამუშაო პირობების უზრუნველყოფა”. – წერია განცხადებაში.

    პარლამენტი გომელაურს 5-6 ივლისის მოვლენების შესახებ მოუსმენს. რიგგარეშე სესია 12:00 საათზეა ჩანიშნული. გუშინ ჟურნალისტებმა აქციაზე გააჟღერეს, რომ ეცდებოდნენ პარლამენტში მისვლასა და მინისტრისთვის კითხვების დასმას.

  • “ქართველებმა სიმართლე უნდა იცოდნენ” – იან კელი ღარიბაშვილს ტყუილში ამხელს

    ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას უპასუხა იმის შესახებ, რომ 2012 წლამდე აშშ–ს მხრიდან ქართული სასამართლოს კრიტიკა არ სმენია:

    “2012 წლამდე სასამართლო იყო ჩვეულებრივი პროკურატურის დანაყოფი. მე სამწუხაროდ და ძალიან მიკვირს, არ მომისმენია არასდროს არც ამერიკის და არც ევროპის კრიტიკული შენიშვნა იმდროინდელი სასამართლოს მიმართ. რაც სამწუხაროა და არაა სამართლიანი.“ –ასე უპასუხა ღარიბაშვილმა ჟურნალისტების კითხვას სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული კრიტიკის შესახებ.

    ამერიკელი დიპლომატი Twitter-ზე წერს, რომ ღარიბაშვილის ეს განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება და საქართველოს წინა ხელისუფლების სასამართლო სისტემის მიმართ აშშ-ის მხრიდან კრიტიკის რამდენიმე მაგალითიც მოჰყავს.

    “ეს სიმართლე არაა. შეხედეთ ადამიანის უფლებების ყოველწლიურ ანგარიშს – იქ ყოველთვის იყო კრიტიკა ნაციონალური მოძრაობის ეპოქის სასამართლოზე. გაითვალისწინეთ 2011 წელი – “ტყუილი, პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებები”, “პატიმრების სასტიკი მოპყრობა ოფიციალური პირების მიერ”, “სასამართლო ხელისუფლებამ განაგრძო ქმედება მმართველი პარტიის სასარგებლოდ”. ეს მხოლოდ რამდენიმე მაგალითია იმისა, რომ სააკაშვილის სასამართლო სისტემას აშშ აკრიტიკებდა.  ქართველებმა უნდა იცოდნენ სიმართლე. ჩვენ, ამერიკელებმა ვიცით ისეთი ლიდერის საშიშროება, რომელიც იგონებს საკუთარ ფაქტებს და გაურბის სიმართლეს”, – წერს აშშ-ის ყოფილი ელჩი.