Category: სლაიდერი

  • გაუმართლებელია ადამიანის უფლებების დარღვევა, მით უფრო პარლამენტში – ზურაბიშვილი

    “ხვალ საქართველოსთვის, მისი ევროპული გზისთვის, ევროკავშირში გაწევრიანებისა და ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა!

    ბათუმს ევროპული საბჭოს და ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ასოცირებული ქვეყნების – უკრაინისა და მოლდოვას პრეზიდენტები ეწვევიან!

    ამ მნიშვნელოვანი დღის წინ კი, საქართველოს პარლამენტში განვითარებული მოვლენები დამაზიანებელია ქვეყნისთვის და ზოგადად მიუღებელია!

    ნებისმიერ შემთხვევაში, გაუმართლებელია ადამიანის უფლებების დარღვევა და მით უფრო პარლამენტში, რომელიც ადგენს ადამიანის უფლებების დაცვის საკანონმდებლო საფუძველს და რომელიც უნდა იყოს მაგალითის მიმცემი საზოგადოებისთვის!

    რაც შეეხება მედიასთან საქმიანი ურთიერთობის რეჟიმის გაწყვეტას, ნებისმიერი კრიტიკული პოზიციის მიუხედავად, ყველა ვთანხმდებით, რომ ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცული უნდა იყოს და მედიას უნდა მიეცეს შეზღუდვების გარეშე მუშაობის შესაძლებლობა!

    ხვალ ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე და ლიდერთა შეხვედრაზე მსჯელობა იქნება ჩვენი ქვეყნის ერთ უალტერნატივო არჩევანზე – გზა ევროპისკენ! სამი ასოცირებული ქვეყანა ხელს აწერს ერთობლივ დეკლარაციას! ჩვენი გაცხადებული სურვილი ვიყოთ ევროპული ოჯახის წევრი უნდა იყოს საქმით გამყარებული და დამტკიცებული, ხვალ სწორედ ამის დროა!”

    წერს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი უკვე საქართველოშია.

  • ვის ვის და პაპუაშვილს რომ დააბრალებ ძალადობას, იქ იწყება ძალადობა – ოცნების დეპუტატი

    “ვის ვის, და შალვა პაპუაშვილს რომ დააბრალებ რაიმე ფორმით ძალადობას, იქ იწყება უკიდურესი დესტრუქცია და ძალადობა!!!

    ადამიანი რომელიც პოლიტიკაში შემოსვლიდან ემსახურება არა ძალადობას, სიმართლეს და კონსტრუქციულ მიდგომებს პოლიტიკაში. რაც მთავარია ამკვიდრებს ამას!

    და ეს ყველაფერი იმ ძალისგან, რომელიც ასოცირდება სიცრუის ტირაჟირებასთან და მრავალ ძალადობასთან!”

    წერს ქართული ოცნების დეპუტატი გიორგი ამილახვარი. შალვა პაპუაშვილმა დღეს თინა ბოკუჩავა პარლამენტის ტრიბუნიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა.  პაპუაშვილი ფიქრობს, რომ მას თინა ბოკუჩავაზე არ უძალადია.

  • დაბრალებებს არ ვიყოთ, რა ძალადობა? თინასთან ვწუხვარ – პაპუაშვილი

    ოცნების დეპუტატი, შალვა პაპუაშვილი ფიქრობს, რომ თინა ბოკუჩავაზე არ უძალადია.

    “დაბრალებებს არ ვიყოთ. რა ძალადობა? ძალადობა ის იყო, რასაც “ნაციონალური მოძრაობის” წყალობით ბევრი წელი უყურებდა ქვეყანა და დღეს კიდევ ერთხელ ვიხილეთ პარლამენტში. ძალადობა სიმართლეზე, ძალადობა მორალზე, ძალადობა პარლამენტზე.

    ისტერიამდე მისული დესტრუქცია, ტრიბუნის დაბლოკვა, მაგიდაზე ფეხით შემდგარი, სპიკერატისკენ გაქანებული და მანდატურთან მოჭიდავე დეპუტატები. სირცხვილი, რომელსაც ვერ გრძნობენ. თინასთან ვწუხვარ”,– წერს პაპუაშვილი.

    ქართული ოცნების დეპუტატმა, შალვა პაპუაშვილმა დღეს თინა ბოკუჩავა პარლამენტის ტრიბუნიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა.

    ერთიანი ნაციონალური მოძრაობა შალვა პაპუაშვილისა და ლევან მგალობლიშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერების მოთხოვნით ეთიკის საბჭოს მიმართავს.

  • შარლ მიშელი საქართველოშია

    ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელის საქართველოშია. მისი თვითმფრინავი ბათუმის აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა. მას ადგილზე საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი და ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი დახვდნენ.

    მისი ჩამოსვლის პარალელურად, აეროპორტში აქციას მართავენ მედიის წარმომადგენლები. მათ სურთ, მიშელს მიაწოდონ ინფორმაცია, რომ საქართველოში მედია საფრთხის წინაშეა.

    შარლ მიშელი ხვალ მონაწილეობას მიიღებს ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაში სახელად “ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია”.

    ინდივიდუალურად შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილსა და პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.

    საქართველოს ასევე ეწვევიან უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ.

    ბათუმის საერთაშორისო კონფერენცია ერთობლივი პრესკონფერენციით დასრულდება.

  • ადვილია 50 კაცი შეკრიბო შენობაში, როცა გარეთ ვერ ახერხებ 1000-ის შეკრებას – კობახიძე

    ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ოპოზიციას “ამორალურ სპეკულირებაში” ჩართული ჰყავს ჟურნალისტებიც, რაც, მისი აზრით, მალე დასრულდება.

    “გუშინ ნახეთ, რომ, სწორედ ამ ამორალურობის გამო, რუსთაველის გამზირზე 1000 კაციც კი ვერ შეკრიბეს, რასაც აქვს ძალიან მარტივი ახსნა – საზოგადოება ხედავს, რომ ისინი ამორალური ადამიანები არიან და ახორციელებენ ამორალურ ქმედებებს და მათ ამაზე საკადრისი პასუხი გაეცათ, მათ შორის, გუშინ, რუსთაველის გამზირზე.

    აქ იყო მცდელობა, რომ შიგნით ჩაეტარებინათ მინი მიტინგი. როდესაც გარეთ ვერ ახერხებ 1000 კაცის შეკრებას, ბუნებრივია, ადვილია, რომ 50 კაცი შეკრიბო შენობაში და აჩვენო პროტესტის რაღაც ფორმა. პარლამენტის შენობა არაა მიტინგების სივრცე”,– ამბობს კობახიძე “იმედთან” საუბრისას.

    ცნობისთვის, დღეს პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრისთვის უნდა მოესმინათ. ოპოზიციამ ვახტანგ გომელაურს ამის საშუალება არ მისცა. ჟურნალისტებმა პარლამენტში გადმოკიდეს ბანერი, რომელზეც ეწერა, რომ მოძალადეები უნდა დაისაჯონ, ლიდერებმა კი პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღონ. მმართველმა პარტიამ გომელაურის მოსმენა ჩაშალა, რადგან ჟურნალისტებმა აღნიშნული ბანერები არ აიღეს.

  • ოდესმე დადასტურდება, რომ მიშა ბიძინას ფულებით გულაობდა ამდენი წელი კიევში – ხვიჩია

    პარტია “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია ეხმიანება “მთავარი არხის” გენერალური დირექტორს, ნიკა გვარამიას, რომელმაც თქვა, რომ “ყველაზე სამწუხარო სანახავი ისინი არიან, ვისაც ვითომ ვადამდელი არჩევნები უნდათ, სინამდვილეში კი – ყველაფერი, ოღონდ ვადამდელი არა”.

    ხვიჩიას შეფასებით, “როცა რაღაცას რაღაც მომენტამდე ვერ ამტკიცებ, რაც არ უნდა თქვა, არავინ დაგიჯერებს”. ის ფიქრობს, რომ ოდესმე დადასტურდება ქართული ოცნების და ენმ-ს “შეთამაშების ფაქტი”.

    “არ გაქვს მტკიცებულება და მხოლოდ ვერსიად შეგიძლია განიხილო, ან ფსონი დადო.
    მილიონ ქართულ დოლარს (გირჩის სამეფოს ვალუტა) დავდებდი იმაზე, რომ ოდესმე დადასტურდება ქოცების და ნაცების შეთამაშების ფაქტი და ის რომ მიშა ბიძინას ფულებით გულაობდა ამდენი წელი კიევში, ხოლო ყველაფერი, რაც აქ ხდებოდა, უბრალოდ კარგად შესრულებული წარმოდგენა იყო. იფიქრეთ ამაზე”,– წერს იაგო ხვიჩია.

  • სრულიად სიყალბეა – ადამ კინზინგერი ღარიბაშვილს პასუხობს

    “ეს სრულიად სიყალბეა. ჩვენ კრიტიკულები ვიყავით და ხშირად. როგორც ჩანს, ახლა პროგრესი შენელდა და საქართველოს მთავრობა ღიად არღვევს შეთანხმებებს”

    სენატორი ადამ კინზინგერი პრემიერ ღარიბაშვილს პასუხობს, რომელმაც თქვა, რომ 2012 წლამდე არ მოუსმენია ამერიკისა და ევროპის კრიტიკული შენიშვნა იმდროინდელი სასამართლოს მიმართ.

  • შეუწყდეს პაპუაშვილს უფლებამოსილება – ენმ ეთიკის საბჭოს მიმართავს

    ერთიანი ნაციონალური მოძრაობა შალვა პაპუაშვილისა და ლევან მგალობლიშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერების მოთხოვნით ეთიკის საბჭოს მიმართავს.

    “დღეს ყველამ კარგად ვნახეთ ის ძალადობა, რომელიც განხორციელდა ჩვენს დეპუტატებზე სხდომათა დარბაზში. ეს, უპირველეს ყოვლისა, თინა ბოკუჩავას ეხება და კარგად დავინახეთ ქართული ოცნების წარმომადგენლები როგორ მიათრევდნენ, იმიტომ, რომ ის არ მიახლოებოდა პარლამენტის თავმჯდომარეს. ჩვენ მივმართავთ ეთიკის საბჭოს, რომ დაიწყოს მოკვლევა შალვა პაპუაშვილისა და ლევან მგალობლიშვილის მხრიდან ძალადობის ფაქტზე და მათ შეუჩერდეთ სადეპუტატო უფებამოსილება”. – ამბობს ზაალ უდუმაშვილი.

    ქართული ოცნების დეპუტატმა, შალვა პაპუაშვილმა დღეს თინა ბოკუჩავა პარლამენტის ტრიბუნიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა.

  • სამარცხვინოები ხართ, ვაჭრობთ გარდაცვლილი ადამიანით – ღუდუშაური ჟურნალისტებს

    “თქვენ ხართ ჩვეულებრივი პროვოკატორები, ამასთან ერთად, ვაჭრობთ, გარდაცვლილი ადამიანით ვაჭრობთ. სამარცვინოები ხართ. თქვენ უნდა გიქმნიდეთ დისკომფორტს, გვარამია რომ ვაჭრობს და გიყენებთ თქვენ”

    მიმართა ქართული ოცნების დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა ჟურნალისტებს.

  • გომელაურის გაპარვას მასზე შეჯდომა მერჩია – ბერძენიშვილი

    “გომელაურის გაპარვას მასზე შეჯდომა მერჩია. პარლამენტში სიტყვით გამათრახებული პრემიერი, შსს მინისტრი, სუსის უფროსი უკეთესი სანახავია…

    წერს რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბერძენიშვილი. ცნობისთვის, დღეს შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურს მოსმენა ჩაიშალა. კახა კუჭავამ სხდომა ჩაშალა. ამის მიზეზი ჟურნალისტებისა და ოპოზიციონერი დეპუტატების პროტესტი იყო.