Category: სლაიდერი

  • “იძულებულები იყვნენ, ეს გაეკეთებინათ იმის გამო, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ გააუქმა ორმხრივი სამიტი“– სააკაშვილი მეზღვაურების შეწყალებაზე

    საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკრაინელი მეზღვაურების და სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრის შეყალებას, რომლებსაც ბათუმის სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა, ფეისბუქზე ვრცელ სტატუსს უძღვნის. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ისინი დღეს შეიწყალა. გადაწყვეტილება უკრაინის პრეზიდენტის, ზელენსკის საქართველოში ვიზიტს დაემთხვა, რომელიც ბათუმში საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს:

    დღეს, საქართველოს უზურპატორული “ხელისუფლება” იძულებული გახდა, დილაადრიან შეეწყალებინა და გაეთავისუფლებინა ორი უკრაინელი მეზღვაური და სახელმწიფო დაცვის ყოფილი ოფიცერი მიხეილ ბატურინი, რომელიც ნოემბრის შემდეგ, ყავდათ ციხეში და სულ რამდენიმე დღის უკან, მიუსაჯეს ოთხი წლით პატიმრობა.

    შეიწყალეს მათი განცხადების გარეშე.

    რაც ნათლად მიუთითებს რომ ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი ზურაბიშვილი პირდაპირ იღებს ინსტრუქციებს ივანიშვილისგან – რომლის განკარგულებითაც მოხდა უკრაინელი მეზღვაურების და ქართველი ოფიცრის დაკავება.

    ეს ის ზურაბიშვილია რომელმაც, კიევში ვიზიტის დროს, ზელენსკის ოფიციალურად მოსთხოვა ივანიშვილის დავალებით ჩემი ექსტრადიცია საქართველოში – თუმცა ზელენსკიმ ამ მოთხოვნაზე მოკლედ მოუჭრა და ერთ ადგილზე გაუშვა.

    მაგრამ მე მინდა ჩემი პოზიცია გამოვხატო რომ – ის რაც პრეზიდენტმა ზელენსკიმ არ დაუკმაყოფილა მალე თითონ დავუკმაყოფილებ და აუხდებათ ყველაზე სანუკვარი “ოცნება”.
    ისინი იძულებულები იყვნენ, ეს გაეკეთებინათ იმის გამო, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ გააუქმა ორმხრივი სამიტი, რომელიც უნდა გამართულიყო გუშინ უკრაინა-საქართველოს შორის და ასევე, ნათლად განუმარტეს კიევში, რომ პრეზიდენტი ზელენსკი არ ჩამოვიდოდა ევროკავშირის მიერ მოწვეულ სამიტზე ბათუმში, რომელშიც მონაწილეობს ასევე შარლ მიშელი.

    ამავე დროს, როგორც მე დანამდვილებით ვიცი, მოლდოვას პრეზიდენტმა მაია სანდუმ უთხრა უკრაინელებს, თუ ზელენსკი არ ჩამოვიდოდა სამიტზე, ისიც აღარ მიიღებდა მონაწილეობას ამ სამიტში და პრაქტიკულად სამიტი იშლებოდა.

    ასე მოუხდათ, დილის შვიდ საათზე უკრაინელების და მიხეილ ბატურინის შეწყალება.
    რეჟიმმა დაიხია ამჯერად უკან ევროკავშირის და უკრაინელების ზეწოლის ქვეშ, მაგრამ ამითი საერთაშორისო რეპუტაცია საქართველოსი მაინც სერიოზულად დაზარალდა. მრავალი თვე ყავდათ უკანონო პატიმრობაში ეს ხალხი და გამოიტანეს ასე უკანონო განაჩენი. ვინ სჯიდა, ამ უკანონო განაჩენის გამოტანას, თუ სამ დღეში მოუწევდათ გამოშვება?

    მაგრამ ასეა საქართველოში ამჯერად – ყველაფერი არის უკუღმა.

    ფაქტი ფაქტად რჩება, რომ ამჯერადაც მოუხდათ მათ უკან დახევა, მაგრამ ეს არის რეჟიმი, რომელიც მომავალშიც გააგრძელებს უკანონობას, თუ არ მოხდა მათი დროზე ჩამოშორება ხელისუფლებიდან.

    დიდი მადლობა პრეზიდენტ ზელენსკის, ევროკავშირს და ასევე უკრაინელ მეზღვაურებს, რომელთაც უარი თქვეს შეწყალებაზე სამი დღის უკან, როდესაც მათ შესთავაზეს შეწყალება მიხეილ ბატურინის გარეშე, მათ თქვეს, რომ არ დატოვებენ ციხეს, სანამ მათი ქართველი მეგობარი არ იქნება თავისუფალი და მათ თქვეს, რომ უკრაინელები თავისიანებს, არ ჩატოვებენ ციხეში და ამ პოზიციასაც მხარი დაუჭრა უკრაინის ხელისუფლებამაც.

    ჩემი ინფორმაციით, პრეზიდენტი ზელენსკის თვითმფრინავი გამოფრინდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც უკრაინის საელჩომ საქართველოში დაადასტურა უკრაინელების და ბატურინის გათავისუფლების ფაქტი. პრეზიდენტი ზეწლენსკი უცდიდა ბოლო წუთამდე, სანამ არ მიიღო ამის დასტური და მხოლოდ ამისშემდეგ, თვითმფრინავი აფრინდა ბათუმის მიმართულებით – აი ეს არის პრინციპული პოზიცია, თავმოყვარე ქვეყნის.

    საქართველოს ე.წ ხელისუფლებამ მორიგი სირცხვილი ჭამა, ჯერ უკანონო დაკავებით, შემდეგ ასეთივე, კიდევ უფრო უკანონო განაჩენით და შემდეგ ნაჩქარევი, ფართხა-ფურთხით, ამ ხალხის განთავისუფლებით საერთაშორისო ზეწოლის ქვეშ.

    ისინი ცხრა თვე ისხდნენ, იმის გამო, რომ ჯერ ერთი, პირველივე თვეებში პროკურატურა სთავაზობდა საპროცესო გარიგებას, სადაც მათ უნდა ეღიარებინათ თავის ბრალი, გამოშვების სანაცვლოდ და ამაზე უარი თქვეს, ახლაც უარი თქვეს ბოლოს, როდესაც მათთან შევიდა ციხის უფროსი, შეწყალების მოთხოვნის დაწერაზე იმიტომ, რომ თავს სრულიად სამართლიანად თვლიდნენ უდანაშაულოდ.

    ასევე, უკრაინელმა მეზღვაურებმა განაცხადეს, რომ ისინი არ გამოიყენებენ საშუალებას, პირდაპირი გამოფრენის, არამედ მოამზადებენ კატარღას და ბოლომდე შეასრულებენ თავის პროფესიულ მოვალეობას და ჩამოიყვანენ კატარღას ოდესაში.

    როგორც იცით, ეს კატარღა დააკავეს იმიტომ, რომ რატომღაც ეგონათ, რომ ამ კატარღაზე მე ვიყავი და შემდეგ ვეღარ გადათქვეს, სულ ტყუილად ამყოფეს, სრულიად უდანაშაულო ადამიანები ციხეში.

    მე მინდა, რომ ჩემგან დავუმატო ამ ყველაფერს ერთი რამ – ძალიან მალე, შეხვედრამდე საქართველოში.“– წერს მიხეილ სააკაშვილი.

  • ვოლოდიმერ ზელენსკი  საქართველოშია

    ვოლოდიმერ ზელენსკი საქართველოშია

    უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი საქართველოშია. მისი თვითმფრინავი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაეშვა.

    როგორც ცნობილია, ზელენსკი ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვა. კონფერენციის მთავარი თემაა – საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის „ასოცირებული ტრიოს“ ფარგლებში შეთანხმება.ღონისძებას ასევე დაესწრება მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი

  • პაპუაშვილს დაავიწყდა, რომ მანდატურად არ მუშაობს. არ ვიცი რატო აცეტდა – ელისაშვილი

    ” დეპუტატ პაპუაშვილს დაავიწყდა, რომ მანდატურად არ მუშაობს, „ამოიჩარა“ თინა ბოკუჩავა იღლიაში და ათრია აქეთ-იქით – დინჯი კაცია, არ ვიცი, რატომ აცეტდა”- ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან გუშინდელ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

    „ერთადერთი, რაც ჩემთვის მისაღები იყო, იყო ის ბანერები, რომელიც მედიამ გადმოკიდა. მედიას აქვს უფლება გამოხატოს პროტესტი დაღუპული ოპერატორის გამო, დარბევის გამო, რომელიც 5 ივლისს მოხდა, მაგრამ რაც გუშინ მოხდა სხდომათა დარბაზში, ორივე მხრიდან ჩემთვის მიუღებელია. ჯერ „ნაციონალური მოძრაობიდან“ შეხტებიან სკამებზე, მაგიდებზე, ყირაზე გადადიან, მერე აშკარად დეპუტატ პაპუაშვილს დაავიწყდა, რომ მანდატურად არ მუშაობს და დეპუტატია, ამოიჩარა ეს თინა ბოკუჩავა იღლიაში და ათრია აქეთ-იქით და ჩაიშალა სხდომა. ეს არის მიუღებელი. მე პირადად, კვირა დღეს მოვედი, რომ მომესმინა გომელაურისთვის და კითხვები დამესვა, რაც მე პირადად და საზოგადოებას აწუხებს. ჯერ პირველი წინადადების მერე, მინდოდა მეორე მომესმინა -„წავედი, გადავდექი, რადგან 5 ივლისს ვერ გავართვი თავი ვითარების კონტროლსო“, მაგრამ ვინ აცალა, დაიწყო და დაიწყო ეს ისტერიკა. პარლამენტი არ არის ცირკი, პარლამენტში უნდა ვიმუშაოთ. კი ბატონო, პროტესტიც გამოვხატოთ, მაგრამ ზღვარი აქვს ყველაფერს. არ ვიცი პაპუაშვილმა რა მუხლი დაარღვია და როგორ, მაგრამ ადამიანურად იყო ძალიან რთული სანახავი, თან დინჯი კაცია პაპუაშვილი და ეგრე რატომ აცეტდა, არ ვიცი,“ – განაცდახა ელისაშვილმა.

  • “გუშინ დამტესტეს და დღეს მითხრეს რომ პასუხი დადებითია“–ზურაბ ჯაფარიძე მიშელთან შეხვედრას კორონავირუსის გამო ვერ ესწრება

    “გუშინ დამტესტეს და დღეს მითხრეს რომ პასუხი დადებითია“–ზურაბ ჯაფარიძე მიშელთან შეხვედრას კორონავირუსის გამო ვერ ესწრება

    გირჩი–მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან ოპოზიციის შეხვედრას ვერ დაესწრო. მას კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ზურაბ ჯაფარიძე ფეისბუქზე წერს. მისი აზრით ქართული ოცნების მიერ შეთანხმების დარღვევის შემდეგ ხელისუფლებასთან ევროკავშირის თანამშრომლობის გაგრძელება არასწორი იქნება და მათი მხრიდან საჭიროა დაფიქსირებდეს, რომ ოცნების მმართველობის პირობებში საქართველომ გადაუხვია ევროატლანტიკურ გეზს.

    “პრეზიდენტ მიშელთან შეხვედრას ვერ ვესწრები. შეხვედრაზე დასწრების წინაპირობა იყო PCR ტესტი.

    გუშინ დამტესტეს და დღეს მითხრეს რომ პასუხი დადებითია.

    არანაირი სიმპტომი არც მქონია, არც მაქვს, მაგრამ გასაგებია რომ შეხვედრაზე ვერ მოვხვდები
    რის თქმას ვაპირებდი შეხვედრაზე:

    მას შემდეგ რაც ევროკავშირის შეფასებით ოცნებამ დაარღვია 19 აპრილის შეთანხმების მათივე შეფასებით ყველაზე პრინციპული მუხლი – მართლმსაჯულების ნაწილი, ამ ხელისუფლებასთან ევროკავშირის თანამშრომლობის გაგრძელება business as usual, იქნება ფუნდამენტურად არასწორი.

    ევროკავშირის მხრიდან საჭიროა დიაგნოზის საჯაროდ და ზუსტად დაფიქსირება, ყოველგვარი ზედმეტი დიპლომატიურობისა და ენის მოჩლექის გარეშე – რომ ოცნების მმართველობის პირობებში საქართველომ გადაუხვია ევრო-ატლანტიკურ გეზს.

    არც მეტი, არც ნაკლები.

    ამ გზავნილის გაგონება მნიშვნელოვანია ამ ქვეყნის მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, რომელსაც, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც სჯერა რომ ოცნება პროდასავლური ძალაა.

    ასევე, ოცნებამ უნდა გადაიხადოს პოლიტიკური ფასი ევროკავშირის და აშშ-ს გადაგდებისთვის.

    სხვა შემთხვევაში ოცნება კიდევ უფრო გათავხედდება. ასეთი ფასი შეიძლება იყოს ინდივიდუალური სანქციები. დასასანქცირებელი ხალხის ნაკლებობას არ განვიცდით
    ნებისმიერი სხვა ნაბიჯი პრეზიდენტ მიშელის მხრიდან, მათ შორის მცდელობა ხელახლა დაჯდეს ოპოზიცია მოლაპარაკების მაგიდასთან, ისე რომ ოცნებას წინა გადაგდებისთვის არ ჰქონდეს გადახდილი სათანადო ფასი, იქნება ფუნდამენტური შეცდომა, კიდევ უფრო გააველურებს ხელისუფლებაში მყოფ ძალას და ბევრად უფრო ღრმა კრიზისში ჩააგდებს ქვეყანას, ანუ, ეს ფულის მონა ტყიურები მაინც ვერ შეათრევენ ამ ქვეყანას რუსეთის უკანალში, ამის გარანტიას ვიძლევი.

    უბრალოდ მაინტერესებს ამ ბრძოლაში უნდა მქონდეს თუ არა ევროკავშირის მხრიდან ქმედითი ნაბიჯების იმედი.არაფერი სხვა ამ შეხვედრიდან მე არ მაინტერესებდა“. – წერს ზურაბ ჯაფარიძე

  • შარლ მიშელი ოპოზიციურ პარტიებს შეხვდა

    ბათუმში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს.

    როგორც ოპოზიციონერმა ლიდერებმა შეხვედრის წინ ჟურნალისტებთან განაცხადეს, განხილვის ერთ – ერთი მთავარი თემა სწორედ შარლ მიშელის დოკუმენტი იქნება და ის, რომ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნით აღნიშნულიშეთანხმება ირღვევა.

    ოპოზიციის წარმომადგენლები ელიან, რომ შარლ მიშელს ძალიან მკაცრი გზავნილები ექნება ხელისუფლების მიმართ.

  • ღარიბაშვილის დაგეგმილი ვიზიტი აშშ–ში ჩაიშალა, კონგრესმენებმა მასთან შეხვედრაზე უარი თქვეს– ქართველი ჟურნალისტი ვაშინგტონიდან

    ვაშინგტონში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი, დემნა დევდარიანი ფეისბუქზე წერს, რომ საქართველოს პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის აშშ–ში ვიზიტი ჩაიშალა.

    “ირაკლი ღარიბაშვილი ამ კვირაში აქ, ვაშინგტონში უნდა ყოფილიყო სახელმწიფო ვიზიტით და შეხვედროდა კონგრესმენებს, სახ. დეპის დიპლომატებს და ჩვეულებისამებრ, უნდა შეევლო ჰიუგო ბოსის ლოკალურ მაღაზიაშიც.

    დაგეგმილი ვიზიტი ვაშინგტონში ჩაიშალა, რისი ერთ-ერთი მიზეზიც, კონგრესმენების მხრიდან, შეხვედრებისადმი გამოხატული ნულის ტოლი ინტერესი გახდა.

    კონგრესმენი კინზინგერი ერთ-ერთი იყო, ვინც უარი თქვა ღარიბაშვილთან შეხვედრაზე.“– წერს დემნა დევდარიანი.

    აშშ–ში საქართველოს საელჩოს თანამშრომელი ამ სტატუსის კომენტარში წერს, რომ პრემიერის ვიზიტი აშშ–ში დაგეგმილი არც ყოფილა, რაზეც დემნა დევდარიანი პასუხობს:

    “საელჩომდე არ მიუღწევია დაგეგმვის ტექნიკურ ნაწილს, მართალი ხარ. იქამდე მოკვდა პროცესი.“

    დემნა დევდარიანი წარსულში ტვ იმედის კორესპონდენტი იყო, თუმცა ამჟამად ამ კომპანიას აღარ წარმოადგენს. გასულ კვირას ის სახელმწიფო დეპარტამენტის იმ პრესკონფერენციას ესწრებოდა, სადაც საქართველოს მიმართ მწვავე კრიტიკა ისმოდა. მოგვიანებით ჟურნალისტმა თქვა, რომ დეპარტამენტიდან ორჯერ დაურეკეს და ბრიფინგზე მიიწვიეს, რათა საქართველოსთან დაკავშირებით კითხვა დაესვა.

    დემნა დევდარიანი კონგრესმენ კინზინგერის ტვიტერის პოსტსაც აკოპირებს, რომელშიც მან ირაკლი ღარიბაშვილს უპასუხა.

    “ეს სრულიად სიყალბეა. ჩვენ კრიტიკულები ვიყავით და ხშირად. როგორც ჩანს, ახლა პროგრესი შენელდა და საქართველოს მთავრობა ღიად არღვევს შეთანხმებებს”

    სენატორმა ადამ კინზინგერმა პრემიერ ღარიბაშვილის იმ განცხადებას უპასუხა, რომელშიც მან თქვა, რომ   2012 წლამდე არ მოუსმენია ამერიკისა და ევროპის კრიტიკული შენიშვნა იმდროინდელი სასამართლოს მიმართ.

    განახლება:

    მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის განმარტებით, პრემიერ-მინისტრის ვიზიტი აშშ-ში დაგეგმილი არ ყოფილა და სრული სპეკულაციაა იმის მტკიცება, თითქოს პრემიერის დაგეგმილი ვიზიტი აშშ-ში ჩაიშალა.

    ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესამსახურის მიერ გავრცელებულ განმარტებაშია ნათქვამი.

    „გვსურს განვმარტოთ, რომ აშშ-ში პრემიერ-მინისტრის ვიზიტი დაგეგმილი არ ყოფილა. ცალკეული პირების მიერ გავრცელებული ინფორმაცია წარმოადგენს სიცრუეს და მიზანმიმართულ დეზინფორმაციას. პრემიერ-მინისტრის ვიზიტების შესახებ ინფორმაციას პრესსამსახური წინასწარ ავრცელებს. ამ შემთხვევაში კი მსგავსი რამ არ ყოფილა, შესაბამისად, სრული სპეკულაციაა იმის მტკიცება, თითქოს პრემიერის დაგეგმილი ვიზიტი აშშ-ში, ჩაიშალა“, – განაცხადეს მთავრობის პრესამსახურში.

  • საკეისრო კვეთის შემდეგ თბილისში კოვიდინფიცირებული ქალი გარდაიცვალა

    საკეისრო კვეთის შემდეგ თბილისში კოვიდინფიცირებული ქალი გარდაიცვალა

    თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებაში ქალი საკეისრო კვეთის შემდეგ გარდაიცვალა.

    კლინიკის დირექტორი, ლევან რატიანი ფორმულასთან საუბრისას ამბობს, ქალს საკეისრო კვეთა 36-ე კვირაზე ჩაუტარდა, ის კლინიკაში კი კოვიდის გართულებული ფორმებით შეიყვანეს. ოპერაციის შემდეგ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

    ახალშობილი გადარჩა, აპარატიდან მოხსნილია და ამ დროისთვის, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

  • დათქმულ ვადაში მივაწოდეთ ლიცენზიანტების სია – ფედერაცია კალაშნიკოვას პასუხობს

    საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია ეხმაურება ქართველი ჩოგბურთელის, ოქსანა კალაშნიკოვას განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე მოხვდა, თუმცა საქართველოდან განაცხადი არ გაგზავნეს, რის გამოც მონაწილებას ვერ მიიღებს.

    ფედერაციის განმარტებით, საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტს დათქმულ ვადაში მიაწოდეს ოლიმპიური ლიცენზიანტების გაფართოებული სია, რის შემდეგაც კომიტეტმა, ნიკოლოზ ბასილაშვილის განაცხადთან ერთად, საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს წარუდგინა პოტენციური ოლიმპიელების კანდიდატურები.

    “საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი დაკომპლექტებულია პროფესიონალებით, რომლებიც მრავალი წელია აღნიშნულ საქმეს ემსახურებიან და კარგად ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას. აქედან გამომდინარე, საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია იმედს იტოვებს, რომ ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა პირნათლად შეასრულა დაკისრებული მოვალეობა, ყველა წესის დაცვით წარუდგინა შესაბამისი დოკუმენტაცია საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს.

    ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი უმოკლეს დროში დაადგენს და ყველა დაინტერესებულ მხარეს აცნობებს, რა მიზეზით ვერ მიიღეს ქართველმა ჩოგბურთელებმა წყვილთა თანრიგში ოლიმპიური ლიცენზიები და რა კრიტერიუმებით მოხვდნენ ტოკიოს ოლიმპიადაზე რეიტინგით ქართველებზე უკან მდგომი ნაკრები გუნდები”,– წერია ჩოგბურთის ფედერაციის განცხადებაში.

  • აბასთუმნის ტყეში ხანძარია

    აბასთუმნის ტყეში ხანძარია

    აბასთუმნის ტყეში ხანძარია. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი წიწვოვან ხეებს უკიდია.

    საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, ცეცხლი ლოკალიზებულია და სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

    ქრობით სამუშაოში ჩართულიები არიან მეხანძრე-მაშველები და შესაბამისი ტექნიკა.

  • თინას, ნონას, ანის ფიზიკურად შეეხნენ, სიტყვები არ მყოფნის, რასაც განვიცდი – დეკანოიძე

    პარლამენტის წევრ ქალებზე ძალადობა, რაც იკადრეს დღეს ოცნების წევრებმა დასაგმობია საზოგადოების ყველა წევრის მიერ. თინას, ნონას, ანის ფიზიკურად შეეხნენ და იძალადეს.

    ეს უნდა იყოს სირცხვილი და ნორმალურ ქვეყანაში, არა თუ ლექციაზე და სხდომაზე, გარეთ ვერ უნდა გამოდიოდნენ მოძალადეები.

    ზოგადად, ქალ დეპუტატებზე შეხება ჩვეულებრივი ქცევა ჰგონიათ ოცნების წევრებს. თუ რამე არ მოსწონთ, პროტესტის დროს მზად არიან არასასურველ ფიზიკურ სიახლოვე შევიწროვების ფორმად გამოიყენონ.
    სიტყვები არ მყოფნის, რასაც განვიცდი”

    წერს ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე. შალვა პაპუაშვილმა დღეს თინა ბოკუჩავა პარლამენტის ტრიბუნიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა.  პაპუაშვილი ფიქრობს, რომ მას თინა ბოკუჩავაზე არ უძალადია.