Category: სლაიდერი

  • “ქართული ოცნება” დღეს თბილისის მერობის კანდიდატს დაასახელებს

    “ქართული ოცნება” დღეს თბილისის მერობის კანდიდატს დაასახელებს.

    ინფორმაციას პარტია სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” ავრცელებს, ფოტოზე კი მხოლოდ მერობის კანდიდატის სილუეტი ჩანს. თუმცა ის დიდი ალბათობით ინკოგნიტო კანდიდატი კახა კალაძეა.

    პარტიის ინფორმაციით, მერობის კანდიდატის წარდგენა 20:00 საათზე გაიმართება. პარტია პრეზენტაციის მისამართს არ აკონკრეტებს, თუმცა დაგზავნილ მოსაწვევებზე პრეზენტაციის ადგილად მთაწმინდის პარკია მითითებული.

  • ზელენსკის დამსახურებაა, საქართველოს ე.წ. ხელისუფლებამ სირცხვილი აჭამა ჩვენს ქვეყანას – მიხეილ სააკაშვილი უკრაინელ მეზღვაურებზე

    ‘ზელენსკის დამსახურებაა, საქართველოს ე.წ. ხელისუფლებამ სირცხვილი აჭამა ჩვენს ქვეყანას”-  ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინელი მეზღვაურების გათავისუფლებას.

    ”სრულიად უკანონოდ იყო დაკავებული უკრაინული კატარღა, რომელიც ახორციელებდა მშვიდობიანი გავლის უფლებას საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, რაც დაშვებულია საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობით. ისინი დააკავეს იმიტომ რომ ამ კატარღაზე იყო სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი ოფიცერი ჩემი პრეზიდენტობის დროს, მიხეილ ბატურინი და რატომღაც ჩათვალეს, რომ ამ კატარღაზე შეიძლებოდა ვყოფილიყავი მე.

    მას შემდეგ, რაც ვერ აღმომაჩინეს, ესენი მაინც დააკავეს, დააპატიმრეს და პროკურატურა მათ სთხოვდა ბრალის აღიარებას გაშვების სანაცვლოდ. მათ სთავაზობდა პროცესუალურ გარიგებას, რაზეც უკრაინელებმა და ბატურინმაც უარი თქვეს იმიტომ რომ ისინი იყვნენ უდანაშაულოები, ამის გამო 9 თვე ჰყავდათ ციხეში. და მხოლოდ მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა და გააუქმა ორმხრივი სამიტი საქართველოსთან და თქვა, რომ არ ჩავიდოდა არც ევროკავშირის მიერ მოწყობილ სამიტზე, და მაია სანდუმ, მოლდოვას პრეზიდენტმა თქვა, რომ თუ უკრაინელები არ ჩავიდოდნენ, ისიც არ ჩავიდოდა, ე.ი. სამიტი ეშლებოდათ, დღეს დილას, ფართხაფურთხით, დილის 7 საათზე, ე.წ. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა შეიწყალა და გამოაგდეს გარეთ, მიუხედავად იმისა, რომ მათ უარი თქვეს შეწყალების განცხადების დაწერაზე.

    უფრო მეტიც, რამდენიმე დღის წინ მათთან იყო ციხის უფროსი შესული, სთხოვა უკრაინელებს ცალკე დაეწერათ განცხადება და ბატურინს ტოვებდნენ, და უკრაინელებმა თქვეს, რომ არ დატოვებდნენ ბატურინს ციხეში იმიტომ რომ არიან უკანონოდ დაკავებულები და შესაწყალებელი არაფერი სჭირთ. ისინი შეიწყალეს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მათი თხოვნის გარეშე. ბატურინთან ერთად. ეს არის დამსახურება პირველ რიგში პრეზიდენტი ზელენსკის და საერთაშორისო თანამეგობრობის.

    და ის, როგორ სამარცხვინოდაც მოიქცა საქართველოს ე.წ. ხელისუფლება და უზურპატორები, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ესენი არიან დროზე მოსაშორებლები. კიდევ ერთხელ სირცხვილი აჭამეს ჩვენს ქვეყანას და შელახეს მისი რეპუტაცია თავისი ამ არასოლიდური უკანონო და არანაირ ადამიანურ ნორმაში არჩამჯდარი მოქმედებით. და ამ ე.წ. პრეზიდენტმაც მორიგ ჯერზე დაამტკიცა, რომ ჩვეულებრივი მარიონეტი და შემსრულებელია ბატონის, ივანიშვილის ყველა ბრძანების,” – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

  • Alt-Info-ს ახალი ფეისბუქგვერდი კვლავ წაიშალა

    Alt-Info-ს ფეისბუქგვერდი, რომელიც სამი დღის წინ შეიქმნა, კვლავ წაიშალა სოციალური ქსელიდან. აღნიშნულ ინფორმაციას პლატფორმის წარმომადგენლებიც ადასტურებენ. გვერდის წაშლის მიზეზი, ძალადობრივი შინაარსის მასალების განთავსება, ცრუ ინფორმაციის გავრცელება და დისკრიმინაციული განცხადებებია.

    სოციალურ ქსელში რამდენიმე საათის განმავლობაში არ იძებნებოდა, Alt-Info, თუმცა დაახლოებით 2 საათის წინ შეიქმნა იმავე სახელწოდებით ახალი ფეისბუქგვერდი.

    ცნობისთვის, 16 ივლისს, Alt-Info-ს გვერდი მას შემდეგ წაიშალა, რაც შსს-მ პლატფორმის წვერბი და მათი  დამფუძნებლები ზურაბ მახარაძე  და კონსტანტინე მოროგშიას საცხოვრებელი სახლები გაჩხრიკეს.

     

  • აღმოსავლეთ პარტნიორობის ასოცირებულმა ტრიომ ბათუმის სამიტის დეკლარაციას ხელი მოაწერა

    აღმოსავლეთ პარტნიორობის ასოცირებულმა ტრიომ : საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ბათუმის სამიტის დეკლარაციას მოაწერა ხელი.დეკლარაციას ხელს აწერენ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ. ხელმოწერის პროცესს ესწრებოდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელიც.

    “ასოცირება არ უნდა იყოს მხოლოდ სიტყვა, მას ახალი მნიშვნელობა უნდა გააჩნდეს, უნდა გაითვალისწინოს ჩვენი სამი ქვეყნის ლიდერთა გონების, საერთო განწყობის და მიდგომების, დემოკრატიული მმართველობის, ძლიერი საზოგადოების მშენებლობის საერთო მიდგომების ნიშანი, რათა განვითარდეს ჩვენი ქვეყნების ეკონომიკა, ერთობლივი პროექტებით და საერთო მიდგომები არსებობდეს კონფლიქტების და ოკუპაციის დასაძლევად. ახალი მნიშვნელობის მქონე ასოცირება უნდა გაჩნდეს, იმდენად რამდენადაც ჩვენ ვიკისრეთ ვალდებულება, რომ გავაგრძელოთ და გავაძლიეროთ რეფორმები, ადაპტაცია, ევროკავშირის კანონდებლობასთან, გავაძლიეროთ ჩვენი სამართლის უზენაესობა და პრინციპები. ასევე ვკისრულობთ ვალდებულებას, ერთმანეთს დავუჭიროთ მხარი, გავაძლიეროთ ერთმანეთი”,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

  • მზად ვართ რომ ვიბრძოლოთ ჩვენი ევროპული მომავლისთვის- სალომე ზურაბიშვილი

    “გამიზნული გვაქვს, ვიბრძოლოთ ჩვენი ევროპული მომავლისთვის” – განაცხადა, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურავიშვილმა. მისი თქმით, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას არ სურს წარსულში დაბრუნება და ეს ამ სამი ქვეყნის საერთო ნიშანია.

    “ჩვენ ვართ მზად და გამიზნული გვაქვს, რომ ვიბრძოლოთ ჩვენი ევროპული მომავლისთვის, ვებრძოლოთ პოლარიზაციას… არ მოხდება არც სტაგნაცია, არც შეყოვნება, მოხდება მხოლოდ წინსვლა სწორი მიმართულებით და ეს არის გამძლეობის ნიშანი… ასოცირება არ უნდა იყოს მხოლოდ სიტყვა, მას ახალი მნიშვნელობა უნდა გააჩნდეს. უნდა გაითვალისწინოს ჩვენი სამი ქვეყნის ლიდერთა გონების, განწყობისა და მიდგომების დემოკრატიული მმართველობის, ძლიერი საზოგადოების მშენებლობის ნიშანი განვითარდეს ჩვენი ქვეყნების ეკონომიკა, საერთო მიდგომები არსებობდეს კონფლიქტების, ოკუპაციის დასაძლევად. ასოცირება ახალი მნიშვნელობის მქონე უნდა გახდეს იმდენად, რამდენადაც ჩვენ ვიკისრეთ ვალდებულება გავაძლიეროთ რეფორმები ადაპტაცია ევროკავშირის კანონმდებლობასთან… სამომავლოდ გზა იქნება წარმატებული და კეთილდღეობისთვის გამიზნული…” – განაცხადა ზურაბიშვილმა.

  • “დღესვეა საჭირო შეთანხმება, რომ ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ძალოვანი მინისტრები არ იქნებიან წარდგენილები“–ხაზარაძე ოპოზიციას ჩრდილოვანი მთავრობის შექმნისკენ მოუწოდებს

    “ლელოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ოპოზიციის მიერ კოალიციური  მთავრობის დაუყოვნებლივ შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს. ამის შესახებ ხაზარაძე ფეისბუქზე წერს:

    “ქვეყანაში შექმნილი მძიმე ვითარებიდან გამომდინარე საჭიროა, უკვე დღეს, ოპოზიციურმა ძალებმა გადადგან ქმედითი ნაბიჯები დიდი კოალიციის შესაქმნელად.

    უკვე დღეს საჭიროა დაიწყოს კონსულტაციები ჩრდილოვანი კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე და პრემიერობის კანდიდატზე.

    დღესვეა საჭირო შეთანხმება, რომ ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ძალოვანი მინისტრები არ იქნებიან წარდგენილები მომავალ მთავრობაში, ისინი უნდა იყვნენ პროფესიონალები სამოქალაქო საზოგადოებიდან, თუ ოპოზიცია ამას შეძლებს, მაშინ არსებული ოცნების ხელისუფლება შეიცვლება და ქვეყანა დაადგება სწრაფი რეფორმების და ევროინტეგრაციის შეუქცევად გზას“– წერს ხაზარაძე.

  • ჩვენ ადამიანის უფლებები დაცვის ერთგული მთავრობა ვართ – თურნავა

    ”ჩვენ ადამიანის უფლებები დაცვის ერთგული მთავრობა ვართ” – ასე უპასუხა  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, ჟურნალისტების შეკითხვას თუ  როგორ მოქმედებს 5 ივლისის მოვლენების შემდეგ არსებული არასტაბილური პოლიტიკური ვითარება ქვეყნის ეკონომიკაზე.

    “როგორ მოქმედებს პოლიტიკური არასტაბილურობა, ეკონომიკურ ვითარებაზე, ეს რიტორიკული კითხვაა. რა თქმა უნდა, პოლიტიკური არასტაბილურობა ყოველთვის აზიანებს ეკონომიკურ განვითარებას. ახლა, მიუხედავად პანდემიისა, რომელსაც ჯერ კიდევ ვებრძვით, ვხედავთ ეკონომიკის გაჯანსაღების, ექსპორტის ზრდის და ტურიზმის გარკვეულწილად გამოცოცხლების ნიშნებს, ჩვენ ყველა ერთად უნდა გავუფრთხილდეთ ამ პოზიტივს და გავაძლიეროთ. ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ ნებისმიერმა ოპოზიციურმა ძალამ იგრძნოს და გაიზიაროს სრული სიმძიმით ეს პასუხისმგებლობა. ჩვენ ადამიანის უფლებები დაცვის ერთგული მთავრობა ვართ”,- განაცხადა თურნავამ.

  • ქრთამის აღების ბრალდებით გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის 3 თანამშრომელი დააკავეს

    ქრთამის აღების ბრალდებით გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის 3 თანამშრომელი დააკავეს

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სამი თანამშრომელი დააკავა. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, დაკავებულებს ქრთამის აღება ედებათ ბრალად. გამოძიებით დგინდება, რომ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მშენებლობის ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა, ორ თანამშრომელთან ერთად, შექმნა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი და როგორც თავად, ასევე, ხსენებული პირების მეშვეობით, სისტემატურად შედიოდა კორუფციულ გარიგებაში საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილე და გამარჯვებულ კომპანიებთან.

    “შემუშავებული გეგმის შესაბამისად, აღნიშნული პირები წინასწარ აცნობდნენ სატენდერო პირობებს მათთან დაახლოებულ პირებს, რითაც უზრუნველყოფდნენ შესაბამისი კომპანიების ტენდერში გამარჯვებას. მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების დროს არ აფიქსირებდნენ კომპანიების მიერ დაშვებულ დარღვევებს და ფირმებისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხების სრულად ჩარიცხვას უზრუნველყოფდნენ. სანაცვლოდ მათგან იღებდნენ თანხას პროექტის ღირებულის 2%-ის ოდენობით. გარდა ამისა, ხსენებული პირები ახლობლებს მაღალანაზღაურებად პოზიციებზე ასაქმებდნენ მათ მიერვე ლობირებულ კომპანიებში, საიდანაც თვითონაც იღებდნენ მატერიალურ სარგებელს”, — ნათქვამია ანტიკორუფციული სააგენტოს განცხადებაში.

  • ოკუპირებულ ტერიტორიებზე მსგავსი ტრაგიკული სიტუაციაა ჩვენთანაც – ზელენსკი

    ოკუპირებულ ტერიტორიებზე მსგავსი ტრაგიკული სიტუაციაა ჩვენთანაც – ზელენსკი

    ოკუპირებულ ტერიტორიებზე მსგავსი ტრაგიკული სიტუაციაა ჩვენთანაც – ამის შესახებმ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბათუმის საერთაოშირისო კონფერენციაზე განაცხადა. ზელენსკი დღეს  საქართველოში საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა რათა საკუთარი თვალით ენახა არსებული ვითარება.

    “საოკუპაციო ხაზთან ვიყავი, რათა მენახა უსაფრთხოების საკითხები, ადამიანთა უფლებების დარღვევები საკუთარი ყურით მომესმინა. უკრაინაში ყოველ თვე ჩავდივარ საოკუპაციო ხაზთან. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მსგავსი ტრაგიკული სიტუაცია ჩვენთანაც. მსგავს შემთხვევებში კარგად გვესმის, ღრმად ვაცნობიერებთ, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის მომავლისთვის სწორი არჩევანის გაკეთება. უკრაინა, საქართველო და მოლდოვა არის ის ქვეყნები, რომლებმაც გააკეთეს არჩევანი. ჩვენ ვართ დღეს ერთად”, – განაცხადა ზელენსკიმ.

  • ვისურვებდი, რომ ჩემი ქალი კოლეგები არ ერთვებოდნენ დესტრუქციულ პროცესში – წილოსანი

    ვისურვებდი, რომ ჩემი ქალი კოლეგები არ ერთვებოდნენ დესტრუქციულ პროცესში – ამის შესახებ მმარტველი გუნდის წევრი ნინო წილოსანი, სოციალურ ქსელში წერს რითიც, შალვა პაპუაშვილის მიერ ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის თინა ბოკუჩავას ძალით გამოყვანას ეხმაურება.

    “ის, რაც პარლამენტში ბოლო პერიოდში ხდება და ზოგადად არაერთხელ გვინახავს, ყველაზე ცუდი მაგალითია საზოგადოებისთვის. ინსტიტუცია, რომელიც კანონებს და მათ შორის ანტი ძალადობრივ რეგულაციებს აწესებს, დესტრუქციული პოლიტიკური ჯგუფების ძალისხმევით თავად ხდება ხოლმე ამგვარი ქმედების ადგილი. პარლამენტის თავმჯდომარის ადგილის, გუშინ კი ტრიბუნის ბლოკირება, ბუნებრივად აღიქმება ძალადობრივ აქტად, რომელიც თავის თავში გულისხმობს ნაციონალური მოძრაობის რევოლუციური მიზნის ასრულების მცდელობას, ეს არის პროვოკაცია დაპირისპირებების წარმოშობისთვის.

    პარლამენტის წევრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება, მათ შორის ქალების მონაწილეობით, ძალიან მძიმე საყურებელია. თუმცა, სწორედ ეს არის პროვოკატორთა ამოცანა.

    პარლამენტის წევრის ქცევის კოდექსი ჩვენი გუნდის მიერ დანერგილი ინსტრუმენტია, თუმცა არც ამ პრინციპს, არც რეგლამენტის, არც კანონების დათქმებს, არ იცავენ ოპოზიციონერი კოლეგები და განუწყვეტლივ უქმნიან საფრთხეს ქვეყნის ინსტიტუციების რეპუტაციას და სტაბილურობას.

    ვისურვებდი, რომ ჩემი ქალი კოლეგები არ ერთვებოდნენ ამ დესტრუქციულ პროცესში. ასევე, ვისურვებდი, რომ დეპუტატების ფიზიკური ხელშეუხებლობა, განსაკუთრებთ კი ქალების, იყოს უზრუნველყოფილი. რადგან ქალები ისედაც დიდი ბარიერების წინაშე დგანან პოლიტიკაში თავის დასამკვიდრებლად. იმედი მაქვს, რომ ცივილურობის იმ დონემდეც მივა პოლიტიკური გარემო საქართველოში და ჩვენს საზოგადოებას არ მოუწევს ამ უმსგავსობების ყურება”, – წერს ნინო წილოსანი.