Category: სლაიდერი

  • ჟურნალისტებად ჩამოყალიბდით და მერე გაგცემთ პასუხს – დავით მათიკაშვილი მედიას

    ჟურნალისტებად ჩამოყალიბდით და მერე გაგცემთ პასუხს – ასე მიმართა დღეს იურიდიული საკითხთა კომიტეტის თავჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა კრიტიკულ მედიას, რომლის კითხვებსაც არ პასუხობს.

    “ჟურნალისტებად ჩამოყალიბდით და მერე გაგცემთ პასუხის. პოლიტიკურ პარტიებს არ ვაძლევ ინტერვიუს” – განუცხადა მათიკაშვილმა ჟურნალისტებს.

  • “ეს ბიჭი თქვენი არაა, ჩემია” – ვოლსკიმ ლექსო ლაშქარავას ფოტო დახია

    “ეს ბიჭი თქვენი არაა, ჩემია” – მმართველი გუნდის  დეპუტატმა გია ვოლსკიმ TV პირველის, გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ფოტო, “ფორმულას” ჟურნალისტს ხელიდან გამოგლიჯა და დახია.  დამატებით კითხვებზე კი ხმამაღლა ამბობდა

    გია ვოლსკიმ ჟურნალისტს ასევე უთხრა, რომ არ აქვს უფლება, გარდაცვლილი ოპერატორის ფოტო ხელში ეჭიროს.

  • მანევრის საშუალება არ აქვს, ჩასვეს გალიაში, საიდანაც არავინ გაუშვებს – ხუხაშვილი კალაძეზე

    მანევრის საშუალება არ აქვს, ჩასვეს გალიაში, საიდანაც არავინ გაუშვებს – ხუხაშვილი კალაძეზე

    როგორც ჩანს, კალაძეს მანევრის საშუალება არ აქვს – ის ჩასვეს გალიაში, საიდანაც არავინ გაუშვებს – ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ მიერ თბილისის მერობის კანდიდატად სავარაუდოდ, სწორედ კახა კალაძის კანდიდატურის დასახელებას გამოეხმაურა.

    ”კალაძე ერთადერთი სერიოზული კანდიდატია. პოლიტიკური კაპიტალი აქვს, შექმნა საკუთარი სახე საქართველოში, თბილისში და მისი შანსები საკმაოდ სერიოზულად გამოიყურება. „ქართული ოცნების“ რეიტინგი რომ ავიღოთ, ამას პლუს რაღაცაა კახა კალაძე, თუმცა მაღალი ალბათობით, ჩვენ მეორე ტური გვექნება, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში, თუ შუას გაკრეფა არ მოხდა. ორპოლუსიანობაში კალაძის შანსები უფრო მაღალია. გაერთიანებული ოპოზიცია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად მაინც „ნაციონალურ მოძრაობად“ აღიქმება. რაც არ უნდა უნდოდეს მთვარეს დედამიწის ორბიტიდან შორს წავიდეს, ვერ მიდის… ასე არიან ეს პარტიებიც. კალაძეს პოლიტიკაში დარჩენა თუ უნდოდა, მას გახარიასთან ტანდემი უნდა გაეკეთებინა და ბიძინასთვისაც კი ხელშეუხებელი გახდებოდა. ამ ორ ადამიანს „ქართული ოცნების“ მთელი ელექტორატი მისცემდა ხმას. როგორც ჩანს, კალაძეს მანევრის საშუალება არ აქვს. ის ჩასვეს გალიაში, საიდანაც არავინ გაუშვებს“, – განაცხადა ხუხაშვილმა.

  • საინტერესო იქნება, თუ პრემიერად ვაშაძეს განიხილავენ – მანჯგალაძე ლელოს ინიციატივაზე

    “საინტერესო იქნება, თუ პრემიერად ვაშაძეს განიხილავენ”- ასე ეხმაურება, დეპუტატი პაატა მანჯგალაძე ჩრდილოვანი კოალიციური მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით მამუკა ხაზარაძის განცხადებას. მანჯგალაძის აზრით  ინიციატივა უფრო საინტერესო იქნება თუ პრემიერობის კანდიდატად გიორგი ვაშაძეს განიხილავენ.

    “ჩვენთვის ეს საინტერესო წინადადებაა, კიდევ უფრო საინტერესო იქნება, თუ პრემიერობის კანდიდატად განიხილავენ გიორგი ვაშაძეს. სტრატეგია აღმაშენებელს შეუძლია საერთო ოპოზიციური ინტერესებიდან გამომდინარე, უარი თქვას საკუთარ ამბიციებზე, თუმცა, სანამ კონსულტაციები დაიწყება, ჩვენ ვაცხადებთ, რომ მნიშვნელოვანია პრემიერმინისტრობის კანდიდატად განხილული იყოს გიორგი ვაშაძე”, – თქვა მანჯგალაძემ.

    გუშინ, 19 ივლისს მამუკა ხაზარაძემ ფეისბუქპოსტით ოპოზიციას კონსოლიდაციისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ საჭიროა, ოპოზიციამ ქმედითი ნაბიჯები გადადგას დიდი კოალიციის შესაქმნელად.

  • გვრიტიშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევი კონკურსიდან კანდიდატურა მოხსნა

    იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევი კონკურსიდან კანდიდატურა მოხსნა. იუსტიციის საბჭოში აცხადებენ, რომ დიმიტრი გვრიტიშვილმა კანდიდატურა პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე მოხსნა.

    არასამთავრობო ორგანიზაციების და საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების მიუხედავად, რომ შეეჩერებინათ პროცესი, პარლამენტმა 12 ივლისს 6 მოსამართლე უზენაეს სასამართლოში უვადოდ დანიშნა.

    ეს მოსამართლეები არიან:

    • გოჩა აბუსერიძე;
    • გიორგი გოგიაშვილი;
    • ლევან თევზაძე;
    • რევაზ ნადარია;
    • ბიძინა სტურუა;
    • ლაშა ქოჩიაშვილი;

    პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა 3 კანდიდატს: ქეთევან მესხიშვილს, ეკა ზარნაძეს და გიორგი შავლიაშვილს.

  • გულზე არ მეხატება კალაძე, სელფის ჯოხით პრანჭვის გარდა არაფერი გაუკეთებია, მაგრამ ინარჩუნებს რეიტინგს – ელისაშვილი

    ულზე არ მეხატება კალაძე, სელფის ჯოხით პრანჭვის გარდა არაფერი გაუკეთებია მაგრამ ჩანს, რომ წლებია ინარჩუნებს მაღალ რეიტინგს „ქართული ოცნების“ ლიდერებს შორის – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ თბილისის მერობის კანდიდატის წარდგენას გამოეხმაურა.

    „კალაძეს ორი თვეა გაჩაღებული აქვს წინასაარჩევნო კამპანია. ფაქტია, რომ გამოკვეთილი კანდიდატია. გულზე არ მეხატება კალაძე, მაგრამ ჩანს, რომ წლებია ინარჩუნებს მაღალ რეიტინგს „ქართული ოცნების“ ლიდერებს შორის. კალაძე არის რეიტინგული, მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ეს არის ფაქტი. ამ წლების განმავლობაში სელფის ჯოხით პრანჭვის გარდა არაფერი გაუკეთებია ქალაქისთვის, მაგრამ ფაქტია, რომ ეს პრანჭვა მოსწონს ხალხს“ , – განცხადა ელისაშვილმა.

  • “ახლა ვსწავლობ, რაზე დავაჭირო თითი” – მამაო მედიის შეურაცხმყოფელი ფოტოს გაზიარებაზე

    “ახლა ვსწავლობ, რაზე დავაჭირო თითი” – ასე ხსნის, სასულიერო პირი, მამა იოსებ ღლონტი ფეისბუქზე კრიტიკული ტელევიზიების მიმართ შურაცხმყოფელი ფოტოს გაზიარებას.

    “გითხარით, რომ რაღაცნაირად გაუგებრობა მოხდა და შენდობას ვითხოვ. სულ არ ვიცი ვინაა. ახლა ვსწავლობ მაგას, რაზე დავაჭირო თითი და იქ რაზე დავაჭირე თითი, აღარც მახსოვს”, – ამბობს სასულიერო პირი მთავარ არხთან.

    ცნობისთვის, მას შემდეგ რაც 5-6 ივლისის მოვლენებზე მედიის ნაწილმა პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დააკისრა, პროსახელისუფლებო ფეისბუქგვერდებზე კრიტიკული მედიასაშუალებების მადისკრედიტირებელი პოსტები გააქტიურდა.

  • წვიმა და ელჭექი – როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

    წვიმა და ელჭექი – როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

    ხვალიდან 24 ივლისამდე საქართველოში წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

    მათივე ინფორმაციით, ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, მთიან ზონებში კი, მეწყრული პროცესები გამოიწვიოს.

    „21 ივლისს დღის ბოლოდან 24 ივლისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, შესაძლებელია სეტყვა, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა.

    მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • ვაქცინაცია ინფიცირებიდან 120 დღის ნაცვლად, 30 დღეში იქნება შესაძლებელი – გამყრელიძე

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინაცია კორონავირუსით ინფიცირებიდან 120 დღის ნაცვლად, 30 დღეში იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ გამყრელიძემ, სააკორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგფზე.

    “ინფიცირებიდან 120 დღე არის აცრის დაშვებული. ახლა იცვლება, ამ კვირაში ეს შეიცვლება და ჩამოვა 30 დღემდე. ამიტომ ყველას უფრო სწრაფად შეეძლება აცრა”, – განაცხადა გამყრელიძემ.

  • მსხვერპლშეწირვას ემსგავსება ჩვენი ქორწილები და ქელეხები – პაატა იმნაძე

    მსხვერპლშეწირვას ემსგავსება ჩვენი ქორწილები და ქელეხები – პაატა იმნაძე

    მსხვერპლშეწირვას ემსგავსება ჩვენი ქორწილები და ქელეხები  – განაცხადა  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ სააკორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგფზე.

    ”იღუპებიან ჩვენი ახლობლები, მეგობრები, ნათესავები. რა გითხრათ, აღარ ვიცი… მსხვერპლშეწირვას ემსგავსება ჩვენი ქორწილები და ქელეხები. მე, სამწუხაროდ, კონკრეტული მაგალითებიც შემიძლია, უბრალოდ ვერ დავასახელებ იმიტომ, რომ ეს იქნება გარკვეული პირადი ინფორმაციები, თორემ ქელეხის შემდეგ მსხვერპლი შეწირეს გარდაცვლილს და კიდევ ერთი ადამიანი კორონათი დაიღუპა, ახლახანს მოხდა ერთ-ერთ რაიონში. ” – განაცხადა პაატა იმნაძემ.