Category: სლაიდერი

  • ღია სივრცეში პირბადის ტარება, შესაძლოა, კვლავ სავალდებულო გახდეს

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, პირბადის ტარება ღია სივრცეშიც უნდა დაწესდეს. მისივე თქმით, თუ ეპიდსიტუაცია გაუარესდება, მკაცრი შეზღუდვების რეკომენდაციებს დააყენებენ.

    “მოშვებულია მოსახლეობა, პირბადის ტარება დახურულ სივრცეებშიც აღარ ხდება და დღეს იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომ ღია სივრცეებში დაწესდეს პირბადესთან მიმართებაში რეკომენდაცია. ჩვენ იცით, ვიძლეოდით რეკომენდაციას, რომ ღია სივრცეებში, სადაც იკრიბება გარკვეული რაოდენობა ადამიანების, არის კოლექტიური შეკრებები, აუცილებელი ყოფილიყო პირბადის ტარება. დღეს ამის შესახებ გადაწყვეტილება არის, საკოორდინაციო შტაბი დაამუშავებს ამ საკითხს და ალბათ შესაბამისი ცვლილებები შევა განკარგულებაში”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

    დღეს, 20 ივლისს, საქართველოში კორონავირუსის 2 616 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

  • ვირუსის სწრაფი მატების შემთხვევაში შეიძლება, საწოლფონდზე პრობლემები შეიქმნას – გაბუნია

    “ვირუსის სწრაფი მატების შემთხვევაში შეიძლება, საწოლფონდზე პრობლემები შეიქმნას ” – ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 18 ათასი აქტიური შემთხვევაა და ჰოსპიტალურ სექტორში 6 000-მდე საწოლია მობილიზებული. როგორც ის აცხადებს, თუ ვირუსი სწრაფად გავრცელდება შესაძლებელია საწოლფონდთან დაკავშირებით პრობლემა შეიქმნას.

    “ნოემბერ-დეკემბრის პერიოდში, როდესაც გვქონდა 33 ათასი აქტიური შემთხვევა, დაახლოებით მობილიზებული იყო 7 500 საწოლი. დღევანდელი მდგომარეობით, 18 ათასი აქტიური შემთხვევაა და მობილიზებულია 6 000-მდე საწოლი, რაც ამ ეტაპზე სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ დატვირთვას გაუძლოს. თუმცა, საყურადღებოა შემდგომი მატება და თუ ეს იქნა სწრაფი და ინტენსიური მატება, ბუნებრივია საწოლფონდის კუთხით პრობლემები შესაძლებელია შეიქმნას.მინდა დავაფიქსირო ის გარემოებაც, რომ გასულ პერიდოში აქტიურად ვიყენებდით სასტუმროების საწოლფონდს. მიმდინარე პერიოდში ტურიზმიდან გამომდინარე სასტუმროების საწოლფონდი ნაწილობრივ არის მობილიზებული ამ ეტაპზე და ახლა მიდის მუშაობა იმასთან დაკავშირებით, რომ საწოლფონდი მობილიზდეს“, – თქვა გაბუნიამ.

  • გავათავისუფლოთ სტაციონარები “წამოწოლილი” პაციენტებისგან! – მაია ბუწაშვილი

    “გავათავისუფლოთ სტაციონარები “წამოწოლილი” პაციენტებისგან! “- ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ამბობს, რომ არასაჭირო ჰოსპიტალიზაცია უნდა შეწყდეს და სტაციონარებიც უნდა გათავისუფლდეს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

    “სანამ ჯერ კიდევ დროა, გავათავისუფლოთ სტაციონარები “წამოწოლილი” პაციენტებისგან! ზოგიერთები კი მაკრიტიკებენ, პაციენტი არ უნახავს და აზრზე არ არის, ვინ უნდა დააწვინონ და ვინ არაო, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, უამრავი ჩემი ამბულატორიული პაციენტი (ახლობლებზე აღარაფერს ვამბობ), ვისთანაც სიტუაცია ზუსტად ვიცი, რომ სტაციონარში მოთავსებას საერთოდ არ საჭიროებდა, სრულიად გაუგებრად მოხვდა საავადმყოფოში ან პაციენტისვე დაჟინებული მოთხოვნით ან ოჯახის ექიმის გადაწყვეტილებით. მათ შორის, არასაჭირო ჰოსპიტალიზაცია უტარდება ბევრ ბავშვს.

    თუ ოდესმე გვეღირსება და მხოლოდ ათგვერდიანი პასკვილების მაგივრად, დასაბუთებულ სტატისტიკურ მონაცემებსაც ვნახავთ ჰოსპიტალიზებული პაციენტების მკურნალობის და გამოსავლების შესახებ, ეს ყველაფერი აშკარა გახდება, მაგრამ ახლა ამის გარჩევის დროც არ არის. მთავარია, დროულად გავათავისუფლოთ სტაციონარები (ანუ დროულად გავწეროთ პაციენტები) და ასევე შევწყვიტოთ არასაჭირო ჰოსპიტალიზაციები, თორემ თუ ტემპი ასე გაგრძელდა, მივიღებთ ისევ იგივე სურათს, ისტერიულად რომ იწყებოდა თავისუფალი საწოლების ძებნა კლინიკებში და მართლა მძიმე პაციენტების ჰოსპიტალიზაცია ძალიან ხშირად ყოვნდებოდა”, – წერს ინფექციონისტი.

  • რეგულაციები რომ სრულდებოდეს, დღეს 2600 შემთხვევა ნამდვილად არ გვექნებოდა – გაბუნია

    რეგულაციები რომ სრულდებოდეს, დღეს 2600 შემთხვევა ნამდვილად არ გვექნებოდა – გაბუნია

    რეგულაციები რომ სრულდებოდეს, დღეს 2600 შემთხვევა ნამდვილად არ გვექნებოდა – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს წევრების ბრიფინგზე.

    “რაც შეეხება რეგულაციების აღსრულებას, ყველა ვხედავთ, რომ ის რეგულაცია, რომელიც ფურცელზე არის განსაზღვრული და კანონმდებლობა მოითხოვს, ის რომ სრულდებოდეს, დღეს 2 600 შემთხვევა ნამდვილად არ გვექნებოდა. პასუხიმგებლობა ამ შემთხვევაში არის გაზიარებული, მონიტორინგი მნიშვნელოვანია და სახელმწიფო ინსტიტუციები მათი შესაძლებლობის ფარგლებში ამას ახორციელებენ, თუმცა დამრღვევის პასუხისმგებლობა არ არის მხოლოდ ის, რომ ჯარიმა გადაიხადოს და ამით მშვიდი სინდისით გააგრძელოს გართობა. ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა და სამოქალაქო პასუხისმგებლობა თუ სამთავრობო სექტორთან არ გაზიარდა, ვიქნებით მუდამ ამ რთულ მდგომარეობაში”, — თქვა მან.

  • უხერხულობას არ გრძნობთ გარდაცვლილი კოლეგის სახელით რომ სპეკულირებთ? – თურნავა ჟურნალისტს

    უხერხულობას არ გრძნობთ გარდაცვლილი კოლეგის სახელით რომ სპეკულირებთ? – თურნავა ჟურნალისტს

    “თქვენ ხომ არ გრძნობთ თავს უხერხულად, თქვენი გარდაცვლილი კოლეგის სახელით რომ სპეკულირებთ?” – ასე უპასუხა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტის კითხვას, გრძნობს თუ არა მთავრობა პასუხისმგებლობას 5-6 ივლისის მოვლენებზე.

    “შეიძლება დესტრუქციულ ძალებს ძალიან სურთ, გადადგეს პრემიერმინისტრი, გადადგეს მთავრობა, მაგრამ ვერ ეღირსებიან ამას. ჩვენ პასუხს ვაგებთ იმაზე, რომ იყოს სტაბილურობა, იყოს წესრიგი, იყოს განვითარება. ამ პანდემიურ ვითარებაში ეკონომიკამ, რომელმაც როგორც იქნა სული მოითქვა და ახლა აღდგენა და გაჯანსაღება ხდება, რომ ეს პოზიტიური ტენდენციები განვითარდეს”, – განაცხადა თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ.

  • თუ გამოიჩენთ ზრდილობას, შეიძლება დაგიშვათ მთავრობის სხდომაზე – რიჟვაძე ჟურნალისტს

    აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე მედიის წარმომადგენლებს ცინიკურად მიმართავს და აცხადებს, რომ სხდომაზე დასასწრებად ჟურნალისტებმა ზრდილობა უნდა გამოიჩინონ.

    TV25-ის ჟურნალისტმა რიჟვაძეს ჰკითხა, თუ რატომ არ იწვევენ მთავრობის სხდომაზე კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს, რაზეც მან უპასუხა:

    “თუ კარგად მოიქცევით და ზრდილობას გამოიჩენთ, მომავალში შეიძლება დაგიშვათ”

  • ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსის „დელტა“ შტამით ჩვილი გარდაიცვალა

    ციციშვილის სახელობის კლინიკაში კორონავირუსის „დელტა“ შტამით ჩვილი გარდაიცვალა. კლინიკის სამედიცინო დირექტორის მაია ჩხაიძეს ინფორმაციით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო.

    „ეს ის პაციენტია, რომელზეც უკვე ბოლო დღეებია ვსაუბრობთ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო, მართვით სინთქვაზე იმყოფებოდა. პირველ რიცხვში შემოვიდა ჩვენს კლინიკაში, „დელტა“ შტამით იყო დაინფიცირებული. გადმოყვანილია სოხუმის კლინიკიდან. უკიდურესად მძიმე მდგომარეობა იყო, ბოლო დღეები განსაკუთრებით“, – განაცხადა მაია ჩხაიძემ.

    ცნობისთვის, კორონავირუსით გასულ კვირას კიდევ ერთი ჩვილი დაიღუპა

  • ყველაფერი გავაკეთეთ, ვაქცინები იმაზე მეტია, რაც საჭირო – ღარიბაშვილი

    საქართველოს პერმიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემოსატანად. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა და აღნიშნა რომ საქართველოში ”ვაქცინები იმაზე მეტია ვიდრე საჭიროა”.

    „მილიონნახევარი ადგილზეა და მილიონნახევარი გზაშია და შემოვა სულ რამდენიმე კვირის განმავლობაში. ვაქცინაცია უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი მოქლაქეების – მეგობრების, ახლობლების და შვილების სიცოცხლის და ჯანმრთელობის დასაცავად. მეორე მხრივ, ეს მნიშვნელოვანია ეკონომიკის ზრდის შენარჩუნებისთვის“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

  • „ტვ პირველის“ ოპერატორზე ძალადობის ფაქტზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

    „ტვ პირველის“ ოპერატორზე ძალადობის ფაქტზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

    შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ფაქტებზე კიდევ ერთი პირი – 2000 წელს დაბადებული ი.წ. დააკავეს.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ი.წ.-მ მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, რევაზ თაბუკაშვილისა და გიორგი ჭანტურიას ქუჩების კვეთაზე, „ტვ პირველის“ ოპერატორს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

    ამავე ფაქტზე, სამართალდამცველებმა, 2 პირი დააკავეს – 14 ივლისს, 1988 წელს დაბადებული ვ.ბ., ხოლო 17 ივლისს 1997 წელს დაბადებული ნ.გ., ბრალდებულებმა „ტვ პირველის“ ოპერატორს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

    გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 156-ე მუხლის მე -2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

    5 -6 ივლისს გამართული აქციების მიმდინარეობის დროს ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე სულ დაკავებულია 26 პირი, კერძოდ:

    ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ჯგუფური ძალადობის და ძალადობის მუქარით დევნის ფაქტებზე დაკავდა 22 პირი;

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 616 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – გარდაიცვალა 26 ადამიანი

    საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 616 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 390 945-ს.

    რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 19 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.19 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 4.77% ხოლო 7 დღის მანძილზე – 5.24%.

    ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 880 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 367 130-მდე.

    ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 26 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 592 პირი ემსხვერპლა.

    დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 616 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 557 შემთხვევა, აჭარა – 205, იმერეთი – 191, ქვემო ქართლი – 117, შიდა ქართლი – 115, გურია – 24, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 128, კახეთი – 152, მცხეთა-მთიანეთი – 61, სამცხე-ჯავახეთი – 45, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 21.