Category: სლაიდერი

  • ჯერჯერობით შეზღუდვების გამკაცრებაზე საუბარი არ არის – თამარ გაბუნია

    ჯერჯერობით შეზღუდვების გამკაცრებაზე საუბარი არ არის  – განაცხადა  ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ შეზღუდვებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ. დღეს, 21 ივლისს, კორონავირუსის 2 415 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 26 ადამიანი.

    ”ჯერჯერობით შეზღუდვების გამკაცრებაზე საუბარი არ არის. ბოლო პერიოდში საკმაოდ დიდი აქცენტი კეთდებოდა შეზღუდვების წინააღმდეგ მოსახლეობის მხრიდან. სოციალური და ეკონომიკური ფონი არის საკმაოდ მძიმე, რაც ტოტალური ლოქდაუნის შესაძლებლობას ჩვენ ძნელად მოგვცემს და ამისი აუცილებლობა დღეს არც არის იქიდან გამომდინარე, რომ გვაქვს ვაქცინაციის შესაძლებლობა. ”- აცხადებს გაბუნია.

  • მარნეულში კაცმა ყოფილი ცოლი და სიმამრი მოკლა, სიდედრი და ცოლის ძმა კი დაჭრა

    მარნეულში კაცმა ყოფილი ცოლი და სიმამრი მოკლა, სიდედრი და ცოლის ძმა კი დაჭრა

    მარნეულის სოფელ ზემო სარალში ყოფილმა ქმარმა 28 წლის ქალი და მისი მამა მოკლა. ასევე, დაჭრა ქალის დედა და ძმა. დეტალებს მედიას ოჯახის წევრები უყვებიან. მათი თქმით, ქალი კაცს 2 თვის წინ გაშორდა.

    როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, ყოფილმა ქმარმა ქალს ჯერ ცეცხლსასროლი იარაღით ესროლა, შემდეგ კი მანქანით გადაუარა.

    მათივე ინფორმაციით, ამის შემდეგ ახალგაზრდა კაცმა ყოფილი სიმამრი მოკლა, ძმა და ყოფილი სიდედრი კი დაჭრა.

    “იარაღი ცოტა ხნის წინ შეიძინა. მან ისროლა და ორი ადამიანი მოკლა. საუბარი ჰქონდა თავის მეუღლესთან, თუმცა არ შედგა, რის შემდეგადაც მოკლა. ამის შემდეგ მანქანით გადაუარა. შემდეგ სახლში შევიდა და ოჯახის წევრებს ესროლა”, – ამბობს თვითმხილველი.

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე ახალგაზრდა კაცი დააკავა. უწყების ცნობით, დაკავებულს ოჯახის ორი ან მეტი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობასა და ოჯახის ორი ან მეტი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობაში ედება ბრალი.

    დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

     

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 415 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 26 ადამიანი

    ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 415 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 393 360-ს.

    რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 20 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.42%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.03% ხოლო 7 დღის მანძილზე – 5.53%.

    ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 943 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 368 073-მდე.

    ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 26 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 618 პირი ემსხვერპლა.

    დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 415 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 391 შემთხვევა, აჭარა – 202, იმერეთი – 147, ქვემო ქართლი – 172, შიდა ქართლი – 90, გურია – 47, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 97, კახეთი – 149, მცხეთა-მთიანეთი – 67, სამცხე-ჯავახეთი – 40, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 13.

  • ”იმედგაცრუებული ვართ იმით, რაც ქვეყანაში ხდება”- სენატში საქართველოზე იმსჯელეს

    სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში განხილვის ერთ-ერთი თემა საქართველოში მიმდინარე პროცესები იყო. სენატორი ჯიმ რიშის განცხადებით, ის და სხვა წევრები საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით იმედგაცრუებული არიან.

    “მე და კომიტეტის სხვა წევრები იმედგაცრუებულები ვართ იმის გამო, რაც საქართველოში ხდება. სენატორი შაჰინი და მე ვიმყოფებოდით საქართველოში 2012 წელს, როდესაც იქ არჩევნები ჩატარდა. ჩვენ ვფიქრობდით, რომ ეს იქნებოდა ახალი ეტაპის დასაწყისი, მაგრამ მას შემდეგ ჩვენ რეგულარულად იმედგაცრუებულები ვართ იმით, რაც ქვეყანაში ხდება.სხვადასხვა პარტია მუდმივად ჩამოდის ვაშინგტონში და თითოეული მათგანი ცდილობს ჩაგვრთოს და დაგვარწმუნოს, რომ მხარი დავუჭიროთ მათ პოლიტიკურ მანევრებს, რასაც ყველა ქვეყანა აკეთებს. ჩვენ განუწყვეტლივ ვუმეორებთ მათ, რომ ეს თავად უნდა გადაჭრან. ჩვენ არ ვაპირებთ ავირჩიოთ მხარე, მაგრამ მათ არ აქვთ დიდი პროგრესი”, – განაცხადა რიშმა.

    სენატორ ჯიმ რიშის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ ერთ-ერთმა კანდიდატმა, კარენ დონფრიდმა განაცხადა, რომ საქართველოში საარჩევნო და სასამართლო რეფორმის განხორციელება მნიშვნელოვანია.

    “დამტკიცების შემთხვევაში, გავაგრძელებ ძალისხმევას 19 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმების სრული და სწრაფი იმპლემენტაციისთვის. მოვუწოდებ ყველა პარტიას საქართველოში, მხარი დაუჭირონ შეთანხმებას. რთულია საკმარისად იმის ხაზგასმა, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის საარჩევნო და სასამართლო რეფორმა. საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა დემოკრატიის განმტკიცების გზაზე, მაგრამ მას ბევრად უფრო დიდი მანძილი აქვს გასავლელი და მე მოვითხოვ მათგან, დაფარონ ეს დისტანცია”, – აღნიშნა კარენ დონფრიდმა.

  • ილია მეორე რუსეთის პატრიარქს გახელაძის გათავისუფლებისთვის მადლობას უხდის

    საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ, რუსეთის პატრიარქ კირილეს ზაზა გახელაძის გათავისუფლების გამო მადლობა გადაუხადა. პატრიარქების მიმოწერას საქართველოს საპატრიარქო ასაჯაროებს.

    „მისი უწმინდესობასა და უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს

    თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, ღვთივ საყვარელო ძმაო,

    მივიღე 2021 წლის 24 ივნისით დათარიღებულ თქვენი თხოვნის წერილი საქართველოს მოქალაქე ზაზა გახელაძისთვის შუამდგომლობის თაობაზე, რომელიც სასჯელს იხდის სამხრეთ ოსეთში.

    ზ. გახელაძის დაჭერის ცნობილი გარემოების და მისთვის წაყენებული ბრალდების გამო, რომლითაც იგია გასამართლებული (მესაზღვრის სიცოცხლის ხელყოფა), საქმე ნამდვილად არ არის ადვილად გადასაწყვეტი.

    მიუხედავად ამისა, ჩემის მხრიდან გადაიდგა ყველა საჭირო ნაბიჯი აღნიშნული საკითხის დადებითად გადაწყვეტისათვის; მათ შორის სათანადო მიმართვაც გაიგზავნა ბატონ ა.ი. ბიბილოვთან.

    გვაქვს იმედი, რომ ერთობლივი ძალისხმევით მივიღებთ ისეთ შედეგს, რომელიც შეამსუბუქებს დაკავებულის ხვედრს და ახლობლების მწუხარებას.

    ქრისტესმიერი სიყვარულით და თქვენი უწმინდესობის და უნეტარესობის ჯანმრთელად ყოფნის სურვილით.

    კირილე მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი“, – აღნიშნულია წერილში.

     

    „მის უწმინდესობას, კირილეს, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს

    თქვენო უწმინდესობავ, ქრისტესმიერი სიყვარულით პატივისცემით მოგესალმებით და გისურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობასა და შემდგომ წარმატებებს თქვენს მაღალ მსახურებაში.

    გვინდა გამოვხატოთ მადლიერება პირადად თქვენდამი და ყველა იმ ადამიანისადმი, ვინც იღვაწა ზაზა გახელაძის გათავისუფლებისთვის, რაც არ იყო მარტივი საკითხი; მაგრამ მადლობა ღმერთს, ყველაფერი კეთილად დამთავრდა და იგი უკვე 14 ივლისიდან ოჯახს დაუბრუნდა.

    ასეთი ნაბიჯები განამტკიცებს ჩვენს ურთიერთობებს და მადლიერების გრძნობის გამოძახილს იწვევენ მოსახლეობაში.

    დაე, ღმერთი მშვიდობისა და სიყვარულისა შეეწიოს ჩვენს ეკლესიებსა და ხალხებს, ამინ.

    ქრისტესმიერი ძმური სიყვარულით ილია II სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი“, – ნათქვამია წერილში.

  • “გადადგეს ღარიბაშვილი! დაისაჯონ მოძალადეები! ” -აქცია-პერფორმანსი კანცელარიის კედელზე

    მთავრობის ადმინისტრაციასთან სამოქალაქო აქტივისტებმა და ჟურნალისტებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს. კანცელარიის კედელზე TV პირველის,  გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას ფოტო, წარწერით “გადადგეს ღარიბაშვილი! დაისაჯონ მოძალადეები!” კედელზე მიანათეს.

    “დღევანდელი დღის მერე განსაკუთრებით, როდესაც ეს მოძალადეები შეიკრიბნენ და იგივე გაიმეორეს, ვითომ ტელევიზიები პრობლემაა ამ ქვეყანაში, დახიეს ლექსოს ფოტო და ა.შ. ვერაფრით ვერ დამთავრდებოდა ეს დღე ისე, რომ ამ შენობის მესვეურებმა არ იცოდნენ, რომ დიახ, მათ აჩრდილივით სულ თან დაყვებათ ლექსოს ფოტო და მოთხოვნები, რომ გადადგნენ და დაისაჯონ” – განაცხადა ელენე ხოშტარია.

    აქტივისტებმა პერფორმანსით კიდევ ერთხელ გამოხატეს თავიანთი პროტესტი და 5 ივლისს განხორციელებულ ძალადობაზე დამნაშავეების დასჯა მოითხოვეს.

  • თბილისში, ოპერისა და ბალეტის თეატრის მიმდებარედ ხანძარია

    თბილისში, ოპერისა და ბალეტის თეატრის მიმდებარედ ლაღიძის ქუჩაზე, მიტოვებული შენობა იწვის.

    საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ  მიმდინარეობს ხანძრის ქრობის სამუშაოები. მათივე ცნობით, დაშავებული არავინაა. ადგილზე სახანძრო სამაშველო სამსახურის 10-მდე ეკიპაჟი მუშაობს.

     

  • არ მიქმნის უხერხულობას, ბატონი კახის მხარდამჭერი ვარ – მარინა ეზუგბაია

    მმართველი გუნდის,  თბილისის მერობის კანდიდატის წარდგენაზე ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია მივიდა, რომელმაც განაცხადა რომ ადგილზე მისვლა მას უხერხულობას არ უქმნის რადგან კახა კალაძის მხარდამჭერია.

    „არ მიქმნის უხერხულობას, რადგან ვთვლი, რომ ბატონი კახა კალაძე გახლავთ ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი საუკეთესო მერი. ამ ეტაპზე, ბატონი კახის მხარდამჭერი ვარ“,- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

  • არანაკლები ბოროტებაა ფსიქოლიგიური ძალადობა – კახა კალაძე მედიაზე

    არანაკლები ბოროტებაა ფსიქოლიგიური ძალადობა – განაცხადა კახა კალაძემ მისი თბილისის მერობის კანდიდატად წარდგენისას.

    ”არანაკლები ბოროტებაა ფსიქოლიგიური ძალადობა, რასაც სამწუხაროდ, მთელი წლების განმავლობაში ადგილი ჰქონდა ჩვენს საზოგადოებაში, ხშირად ვისმენთ სხვადასხვა ტელევიზიებიდან, ტელეეთერებიდან, ადამიანების დამცირებას, ცილისწამებას, მათ ბულინგს მხოლოდ და მხოლოდ განსხვავებული პოლიტიკური თუ სხვა ნიშნის გამო, ამიტომ, როდესაც ხვალინდელ თბილისზე ვსაუბრობთ, ჩემი, თქვენი და ყველას სურვილი უნდა იყოს – დავამარცხოთ სიძულვილი და ერთმანეთის მტრობა.” – განაცხადა კალაძემ.

  • “ოცნებამ“ თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძე წარადგინა

    მმართველმა გუნდმა თბილისის მერობის კანდიდატად პარტიის გენერალური მდივანი და მოქმედი მერი, კახა კალაძე დაასახელა . მერობის კანდიდატი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ წარადგინა.