Category: სლაიდერი

  • პროკურატურამ, ემიგრანტების თანხების მითვისების გამო, 6 პირს ბრალდება წარუდგინა

    პროკურატურამ, ემიგრანტების თანხების მითვისების გამო, 6 პირს ბრალდება წარუდგინა

    პროკურატურის ინფორმაციით, ქართველი ემიგრანტების ფეისბუქ გვერდზე  უნებართვო შეღწევისა და თანხების თაღლითურად დაუფლებისთვის 6 პირს ბრალი წარუდგინეს.

    „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა, თანხების თაღლითურად დაუფლების მიზნით, წინასწარ შეისწავლეს ამერიკის შეერთებეულ შტატებში და სხვა ქვეყნებში მყოფი ქართველების „ფეისბუქ“ გვერდების შესახებ ინფორმაცია, შექმნეს არავერიფიცირებული ონლაინ-კაზინო და ტოტალიზატორების ანგარიშები, გაუწიეს მობილიზება იმ პირებს რომლთა სახელზეც გაკეთდებოდა სწრაფი გზავნილები და დარიცხავდნენ დანაშაულებრივად მოპოვებულ თანხებს. აღნიშნული პირობების შექმნის შემდგომ ბრალდებულებმა უცხოეთში სამუშაოდ მყოფი, საქართველოს 7 მოქალაქის „ფეისბუქ“ გვერდებზე უნებართვოდ შეაღწიეს.

    დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები მათი სახელით დაუკავშირდნენ როგორც საზღვარგარეთ სამუშაოდ მყოფ, ასევე, საქართველოში მცხოვრებ მათსავე მეგობრებს, რომლებსაც ონლაინ-კაზინოსა და სწრაფი გზავნილის ანგარიშებზე სხვადასხვა ოდენობის თანხები მოტყუებით ჩაარიცხინეს. ბრალდებულები, თაღლითური გზით, 14 დაზარალებულის კუთვნილ 10 500 ლარს დაეუფლნენ.

    სამართალდამცველებმა 5 პირი 20 ივლისს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) და 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ( წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა. აღსანიშნავია, რომ მეექვსე ბრალდებული, სხვა დანაშაულის ჩადენის ფაქტზეა დაკავებული და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

    სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება სხვა დანაშაულებრივი ფაქტების გამოსავლენად და დაზარალებულ პირთა დასადგენად”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

  • ”ოცნება” გორის მერობის კანდიდატად მოჭიდავე ლადო ხინჩეგაშვილს წარადგენს – ფორმულა

    ფორმულას წყაროს ინფორმაციით, ”ქართული ოცნება” გორის მერობის კანდიდატად თავისუფალი სტილით მოჭიდავეს, მსოფლიო და ოლიმპიურ ჩემპიონ ლადო ხინჩეგაშვილს წარადგენს. ფორმულა აცხადებს, რომ ხინჩეგაშვილის კანდიდატურაზე პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე იმსჯელეს და მას მხარი დაუჭირეს.

    ლადო ხინჩეგაშვილი მედიის ყურადღების ცენტრში, მის კოლეგის ზურაბ დათუნაშვილის ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძეს მხარდამჭერ აქციაზე მოექცა, როდესაც ძალადობის გამართლება სცადა:

    “ჭიდაობაც ძალადობაა, რომ ვეჭიდავები სპორტსმენს, ვძალადობ. ძალის გამოყენების გარეშე იმას ქულას მე ვერ ავუღებ“, – აღნიშნა ლადო ხინჩეგაშვილმა.

  • დელტა შტამი მალე მსოფლიოში დომინანტური გახდება – ჯანმო

    ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ COVID-19-ის დელტა შტამი მომდევნო თვეების განმავლობაში ვირუსის ძირითადი ტიპი გახდება მსოფლიოში.

    “მოსალოდნელია, რომ ის სწრაფად მოიპოვებს უპირატესობას სხვა ვარიანტებზე და მომდევნო თვეებში დომინანტური გახდება“, – აღნიშნულია ორგანიზაციის ყოველკვირეულ მიმოხილვაში.

    ჯანმო-ს მონაცემებით, ზოგიერთ დიდ ქვეყანაში აღნიშნული შტამი COVID-19-ის გამოვლენილი შემთხვევების მეოთხედს წარმოადგენს. კერძოდ ეს ქვეყნებია: რუსეთი, ავსტრალია, ბანგლადეში, ბოტსვანა, დიდი ბრიტანეთი, სამხრეთ კორეა, დანია, ინდოეთი, ინდონეზია, ისრაელი, პორტუგალია, სინგაპური და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა.

  • მედიის ზოგიერთი წარმომადგენლის ქცევა ცოტა ზედმეტად და გადაჭარბებულად მიმაჩნია – ელისაშვილი

    მედიის ზოგიერთი წარმომადგენლის ქცევა ცოტა ზედემტად და გადაჭარბებულად მიმაჩნია – ელისაშვილი – განაცხადა, პარტია “მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა “დღის ამბებში” განაცხადა.

    ”მედიაზე მუქარით საუბარი და თითის ქნევა არ მომწონს, მაგრამ აქვე ვიტყვი, რომ მედიის ზოგიერთი წარმომადგენლის ქცევა ცოტა ზედემტად და გადაჭარბებულად მიმაჩნია. არ მომწონს, როცვა რესპოდენტთან მიდიხარ, ერთ კითხვას დაუსვამ, მეორეს და მერე უკივიხარ. ნევრვები.”- თქვა ელისაშვილმა.  კითხვებით უნდა გაგვეწურა გომელაური და ამ კითხვებიდან ნაციონალურმა მოძრაობამ გამოიყვანა, მაგიდაზე შეხტომით და წივლით”,- თქვა მან.

     

  • ენმ-სთან თბილისის მერობის საერთო კანდიდატის საკითხზე კონსულტაცია არ გვაქვს – ვაშაძე

    “ენმ-სთან თბილისის მერობის საერთო კანდიდატის საკითხზე კონსულტაცია არ გვაქვს”-  სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ნაციონალურ მოძრაობასთან თბილისის მერობის საერთო კანდიდატის საკითხზე კონსულტაციებში არ მონაწილეობს. ამის შესახებ მან, “ფორმულას” ეთერში ისაუბრა.

    “ზოგადად ვსაუბრობთ ყველასთან. კონკრეტულად პარტიებზე ვერ გეტყვით, ვისთან რა კუთხით ვსაუბრობთ. ვსაუბრობთ ყველა პროდასავლურ ძალასთან, და არა მარტო კონკრეტულ პარტიებთან, არამედ ექსპერტებთან – მაგალითად, იმისთვის, რომ ჩამოვაყალიბოთ ქვეყნის გადარჩენის სტრატეგია, ეს კი ალტერნატიული საინტერესო არჩევანია, რომელსაც საზოგადოება დიდი ხანია ელოდება. ნაციონალურ მოძრაობასთან კონსულტაცია არ გვაქვს.  თბილისში რამდენიმე კანდიდატთან დაკავშირებით გვაქვს კონსულტაციები. ვესაუბრებით იმ პოლიტიკურ პარტიებს თუ ცალკეულ პირებს, რომლებთანაც ერთად ვხედავთ საერთო მომავალს, უკეთესი განვითარებისთვის. თუ ქვეყანაში არ ჩამოყალიბდა მესამე მძლავრი ცენტრი, ჩვენ საბოლოო ჯამში ვერ შემოვატრიალებთ ამ უკუღმართი განვითარების პროცესს”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

  • ბავშვებში დელტა შტამით ინფიცირების 4000-მდე შემთხვევა გვაქვს – გაბუნია

    ბოლო 3 კვირის განმავლობაში, ბავშვებში დელტა შტამით ინფიცირების 4000-მდე შემთხვევა გვაქვს – ამის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა. გაბუნიამ ასევეაღნიშნა, რომ შემთხვევათა უმრავლესობა მსუბუქად მიმდინარეობს, თუმცა იყო გარდაცვალების ორი შემთხვევაც.

    “დელტა შტამი ცირკულირებს და ექსპერტების შეფასებით, დელტა შტამის გავრცელების სისწრაფე არის უფრო მაღალი და სწორედ ამან განაპირობა, სავარაუდოდ, ჩვენ შემთხვევაშიც ასეთი სწრაფი მატება ბოლო დღეებში ინფექციის. ბოლო სამი კვირის განმავლობაში, დაახლოებით, 4 000-მდე ინფიცირების შემთხვევა გვაქვს ჩვენ დაფიქსირებული. საბედნიეროდ, ამ შემთხვევების უმრავლესობა მსუბუქად მიმდინარეობს, ბავშვებს არ სჭირდებათ განსაკუთრებული ჩარევა, თუმცა ვნახეთ მძიმე შემთხვევებიც. საუბედუროდ, გარდაცვალების ორი შემთხვევა დაფიქსირდა ახალშობილებში”, – განაცხადა გაბუნიამ.

  • ნიკა მელიას მხარს არ დავუჭერთ – ალეკო ელისაშვილი

    ”ნიკა მელიას მხარს არ დავუჭერთ და ნაციონალურ მოძრაობასთან არანაირ გაერთიანებებში მონაწილეობას არ ვაპირებთ. ეს თუ უნდოდათ, ცოტა წინ გაეხედათ და ნუ იქნებოდნენ ისეთი მოკლემხედველები, როგორიც იყვნენ. ჩვენ ვეუბნებოდით, რომ მოლაპარაკების მაგიდიდან წამოვიღოთ მაქსიმუმი, შევიდეთ 60 დეპუტატი ოპოზიციიდან პარლამენტში, დავანთოთ ცეცხლი, დავორგანიზდეთ საერთო კანდიდატზე თბილისის მერობის, საერთო მაჟორიტარობის კანდიდატებზე და დავამარცხოთ ”ქართული ოცნება” თვითმმართველობის არჩევნებში. ყური არ გვიგდეს მაგრამ იგივე ხდება, თუმცა უკუღმა. ახლა ვართ დაშლილი ოპოზიცია, ვლანძღავთ ერთმანეთს და რა ნამუსით უნდა გვთხოვონ ჩვენ, რომ რომელიმე კანდიდატს დავუჭიროთ მხარი. იმ ოპოზიციონერებმა როგორ უნდა გვთხოვონ ეს ვინც 6 თვე გვლანძღავდა და ათას უბედურებას გვაბრალებდა.”

    განაცხადა პარტია ”მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა

  • არ ვართ მათ შორის, ვინც მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას მხარს უჭერს – იაგო ხვიჩია

    ჯერჯერობით არ ვართ მათ შორის, ვინც მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას მხარს უჭერს – ზოგადად, ჩვენ ვაჭრობა გვიყვარს, – ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

    “ჩვენ ჯერჯერობით არ ვართ მათ შორის, ვინც უნდობლობის გამოცხადებას მხარს უჭერს, რადგან ვერ ვხედავთ დაბოლოებას – როგორ მთავრდება ეს პროცესი. ამას სჭირდება 76 ხმა, თუ სადმე არსებობს ეს 76 ხმა, მითხრას ვიღაცამ, ამას თუ არ მეუბნებიან ეს გამოდის წინასაარჩევნო პიარსვლა. სხვა პარტიის წინასაარჩევნო პიარსვლაში რატომ უნდა მივიღო მონაწილეობა? – რაღაც ხომ უნდა შემომთავაზონ? ჩვენ, ზოგადად, ვაჭრობა გვიყვარს. ჩვენ პოლიტიკაში მოვედით იმიტომ, რომ ჩვენი ინტერესებისთვის ვევაჭროთ ადამიანებს, ჩვენ გვინდა მეტი თავისუფლება ჩვენი ამომრჩევლებისთვის. აი, კაი-კაი რაღაცები ილაპარაკონ საქმეზე, რაც ჩვემ გვინდა, მაგალითად, ნარკოტიკების ლეგალიზაციაზე, ეროვნული ბანკის გაუქმებაზე, მოსამართლეების და „შერიფების“ არჩევითობაზე და ა.შ.“, – განაცხადა ხვიჩიამ

  • ოპოზიცია საერთო კანდიდატად ნიკა მელიას წარადგენს – TV პირველი

    ოპოზიცია საერთო კანდიდატად ნიკა მელიას წარადგენს – TV პირველი

    TV პირველის ინფორმაციით, ოპოზიცია არჩევნებზე საერთო კანდიდატად ენმ-ის თავჯდომარეს ნიკა მელიას  დაასახელებს. საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე კი ელენე ხოშტარიას წარადგენენ. სანდო წყაროს ინფორმაციით, ოპოზიციურ ერთობაში ვიცე მერის კვოტა ,,ევროპულ საქართველოს” ექნება.  კანდიდატებს შორის იქნება ზურა ჯაფარიძეც, თუმცა სად წარადგნენ ,,გირჩის” ლიდერს, ჯერჯერობით უცნობია.

    ”ნიკა მელია ყველაზე ახლოს არის ამ წუთას, იყოს ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი, თუმცა კვირის ბოლომდე ნებისმიერი კონტური უნდა გამოიკვეთოს, ეს კვირა არის საბოლოოდ კვირა, როცა ჩვენ დეტალებზე ვსაუბრობთ უკვე სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, როგორც საპარლამენტო ძირითადი ოპოზიციური ძალები, ასევე არასაპარლამენტო პარტიები, რამდენიმე შინაარსობრივი ფორმულა დაგვრჩა მათთან გასავლელი, ამიტომ ვფიქრობთ, საღამოს უნდა წარვსდგეთ საზოგადოების წინაშე”, – ამბობს ხატია დეკანოიძე.

    ოპოზიციის  კანდიდატის წარდგენა  პარასკევს მოხდება. პრეზენტაცია საღამოს 9 საათზე ღია სივრცეში გაიმართება.

  • შესაძლოა კორონავირუსგადატანილ პირებს, ვაქცინაცია ერთჯერადად ჩაუტარდეთ

    შესაძლოა კორონავირუსგადატანილ პირებს, ვაქცინაცია ერთჯერადად ჩაუტარდეთ – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

    ასევე მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირებიდან ვაქცინის გაკეთებამდე 120- დღიანი ვადის 30 დღემდე შემცირებასთან დაკავშირებით მინისტრის ბრძანებას ხელი მიმდინარე კვირაში მოეწერება.

    „არ იქნება წინააღმდეგობაში ანტისხეულები აცრასთან. პირიქით, ეს არის დამატებითი ბუსტერი ანტისხეულებისთვის, კიდევ უფრო მეტი იმუნური პასუხისთვის. სხვადასხვა ქვეყანაში არის სხვადასხვა ვადა. გახანგრძლივებული ვადა იყო ვაქცინის დეფიციტის გამო. იცით, რომ გაზაფხულზე ჩვენ გარკვეულად ვაქცინის უკმარობა გვქონდა ქვეყნაში, ანუ მოთხოვნილება ჭარბობდა მიწოდებას. ამიტომ, ამ დროს ჯობს ერთი აცრით მაინც აცრა ადამიანები, რაც შეიძლება მეტი და შეიძლება მეორე არც გაიმეორო. ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად, შვეიცარიაში თუ ადამიანს კორონავირუსი გადატანილი აქვს, ერთჯერ აცრა საკმარისია. ესეც შეიძლება. ამიტომ ჩვენ შევაჯერეთ ამერიკული, ბრიტანული, გერმანული და სხვა რეკომენდაციები და მივიღეთ გადაწყვეტილება. რადგან ვაქცინების დეფიციტი ქვეყანაში არ გვაქვს, ამიტომ ჯობს დღეს ადამიანები აიცრან [30 დღეზე]“, – განაცხადა გამყრელიძემ.