Category: სლაიდერი

  • შემოვიღოთ დასჯსის ზომა, გაროზგვა, გაწკეპვლა,  დეპუტატებს უნდა მოხვდეთ ერთ ადგილას როზგი – გოცირიძე

    შემოვიღოთ დასჯსის ზომა, გაროზგვა, გაწკეპვლა, დეპუტატებს უნდა მოხვდეთ ერთ ადგილას როზგი – გოცირიძე

    შემოვიღოთ დასჯის ისეთივე ზომა, როგორიც არის სინგაპურში – კარგი გაროზგვა, გაწკეპვლა – ამ დეპუტატებს უნდა მოხვდეთ ერთ ადგილას როზგი,- ასე ეხმიანება „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი რომან გოცირიძე ჟურნალისტებთან გასულ

    „ფიზიკური შეხების უფლება აქვს მხოლოდ მანდატურს, დანარჩენი ეს არის ხულიგნობა და შეიძლება მხოლოდ შეფასდეს სხვა სახის სამართლებრივ დარღვევად. არ არის საკმარისი მხოლოდ გაკიცხვა ან ეთიკის საბჭოზე თუნდაც ჯარიმის გამოცხადება. მე შევალ წინადადებით, რომ შემოვიღოთ დასჯის ისეთივე ზომა, როგორიც არის სინგაპურში – კარგი გაროზგვა, გაწკეპვლა, ვირული საქციელი უნდა დაისაჯოს ფიზიკურად და ამ დეპუტატებს უნდა მოხვდეთ ერთ ადგილას როზგი და სხვადასხვა სისქის წკეპლები. სხვანაირად ისინი ცივილიზებული საპარლამენტო ცხოვრების წესს ვერ შეეგუებიან. ეს არის მოძალადე “ქართული ოცნება”, ქუჩაში ძალადობს ჟურნალისტებზე, აქ – ქალ დეპუტატებზე. მოძალადეს რეგლამენტით დასჭირდება დასჯა. ხომ არის სინგაპური ერთ- ერთი განვითარებული ქვეყანა, მათ სასამართლო სისტემაში ხომ არის გაწკეპვლა, აი, ახლა მოუხდებათ ამ დეპუტატებს კარგი როზგები უკან,“ – განაცხადა გოცირიძემ.

  • პარლამენტში ბიუჯეტის პროექტს მედიის საპროტესტო ბანერის ფონზე განიხილავენ

    პარლამენტის სხდომათა დარბაზის აივანზე ჟურნალისტებმა ბანერი, წარწერით – „დასაჯეთ მოძალადეები” ისევ გადმოფინეს.პარალელურად, დეპუტატები ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ, თუმცა წინა შემთხვევისგან განსხვავებით, მმართველი პარტიის დეპუტატებს ბანერის ჩამოხსნა არ მოუთხოვიათ.

    აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, რომელმაც აღნიშნა, რომ ეს ქმედება ჟურნალისტურ საქმიანობას სცდება.

    როგორც მან აღნიშნა, 5 ივლისს მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს და ყველა დამნაშავე აუცილებლად დაისჯება.

    18 ივლისს პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის მოსმენა ჩაიშალა, მიზეზად კი ბანერის არჩამოხსნა დაასახელეს. გადაწყვეტილება ქართულმა ოცნებამ მიიღო.

  • თქვენი ქმედებებით, დარბაზში დესტრუქციის და სხდომის ჩაშლის საშუალება არავის მიეცეს – კუჭავა მედიას

    თქვენი ქმედებებით, რაც ჟურნალისტურ საქმიანობას ცდება, დარბაზში დესტრუქციის და სხდომის ჩაშლის საშუალება არავის მიეცეს, – ამ განცხადებით პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ მედიის წარმომადგენლებს მას შემდეგ მიმართა, რაც ჟურნალისტებმა აივნიდან ბანერი „დასაჯეთ მოძალადეები“ გადმოფინეს.

    „მოძალადეებიც აუცილებლად დაისჯებიან, აუცილებლად იქნება შესაბამისი რეაგირება, მათ შორის პარლამენტი ბოლომდე გააკონტროლებს – იქნება ეს საგამოძიებო კომისიის თუ სხვა ფორმატში. არსებობს ვიდეო კადრები, მიმდინარეობს გამოძიება. გამოძიება და ყველა უწყება აუცილებლად ანგარიშვალდებული იქნება მთელი საზოგადოების წინაშე. პარლამენტი ნამდვილად იქნება ის ადგილი, სადაც დაისმევა ყველა კრიტიკული კითხვა თუ რაიმე არ მოგვწონს“, – განაცხადა კუჭავამ

  • თინა იმ დღეს იყო აგრესორი – პაპუაშვილი ბოკუჩავას ძალის გამოყენებით გაყვანაზე

    “თინა იმ დღეს იყო აგრესორი “- ასე განმართა, ქართული ოცნების დეპუტატმა, შალვა პაპუაშვილმა, თინა ბოკუჩავას ფიზიკური ძალის გამოყენებით ტრიბუნიდან გაყვანა. პაპუაშვილის თქმით, “აგრესორი” ენმ-ის დეპუტატი იყო.ეს განცხადება შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გააკეთა, სადაც მის მიერ დეპუტატი ქალის ძალის გამოყენებთ გაყვანაზე თავდაპირველად ხატია დეკანოიძემ ისაუბრა.

    “მე იმავე დღეს გამოვთქვი წუხილი ქალბატონ თინასთან. წუხილი იმის გამო გამოვთქვი, რომ მომიწია სწორედაც მანდატურის ფუნქციის შესრულება იმ დღეს და იმის წინა სხდომაზეც ვნახეთ, რომ სამწუხაროდ, დეპუტატებს მოგვიწია მანდატურის ფუნქციის შეთავსება, მაგრამ ამავე დროს და რა თმა უნდა, წუხილს გამოვთქვამ და არ იყო სასიამოვნო, მაგრამ ტერმინები არ უნდა ავრიოთ, აგრესორი არის აგრესორი და აგრესორობა სქესთან კავშირში არ არის, ამას უნდა გავუსწოროთ თვალი, რომ ქალბატონი თინა იმ დღეს იყო აგრესორი. ის იჭრებოდა სპიკერატში, სპიკერის ნების მიუხედავად, მას აკავებდა ორი მანდატური. დაარქვით ყველაფერს თავისი სახელი, თუ გინდათ იყოთ გულწრფელი და ამ გულწრფელობით შეხედეთ თვალებში ერთმანეთს”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

  • ქალთა უფლებამდაცველი NGO-ები პარლამენტში არ შეუშვეს

    ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებს პარლამენტში არ უშვებენ.  პარლამენტის დაცვის სამსახურის წარმომადგენლება შენობაში არ შეშვება ”უსაფრთხოებას” დააბრალა თუმცა არ განუმარტავს, რა საფრთხის შემცველია უფლებადამცველი ქალების შესვლა პარლამენტში.

    “მე ვარ პარლამენტის წევრი და მე უნდა მივიღო ადამიანი, რომელსაც ჩემთან შეხვედრის სურვილი აქვს. მევალება მე ეს კანონით, ჩემი სურვილი კი არ არის. თქვენ გეუბნებიან, რომ არ შემოუშვათ, რომ უნდა ამიხსნათ, რატომ არ უშვებთ”, – უთხრა დეპუტატმა თამარ კორძაიამ დაცვის სამსახურის წარმომადგენელს.

    კუჭავამ არასამთავრობო ორგანიზაციების პარლამენტში არ შეშვება წესრიგის დაცვის მიზეზით ახსნა და თქვა, რომ დღეს უმნიშვნელოვანესი სხდომაა და ვერ დაუშვებენ, რომ ბიუჯეტის ცვლილებების განხილვა ჩაიშალოს.

    “თქვენ გახსოვთ ბოლო ორი რიგგარეშე სხდომა როგორ წარიმართა, ერთ-ერთი სამწუხაროდ ჩაიშალა. წესრიგი ახსენეთ და სწორედ არის ის, რაც უნდა უზრუნველვყო მე და ეს არც დღეს ხდება, არც გუშინ ხდებოდა, ეს ხდება წლების განმავლობაში, როცა მუშაობს უსაფრთხოების წესები, რომ პარლამენტის მუშაობას არ შეექმნას საფრთხე”, – თქვა კუჭავამ.

  • ბათუმის ბულვარში კაცი მოკლეს

    ბათუმის ბულვარში კაცი მოკლეს

    ბათუმის ბულვარში ღამით კაცი დანით დაჭრეს, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა. ინფორმაციას  “ფორუმულა” ავრცელებს.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით არის დაწყებულია, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 261 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 18 ადამიანი გარდაიცვალა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2261 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამავე პერიოდში, კორონავირუსისგან 1410 ადამიანი გამოჯანმრთელდა და ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 369 483-მდე.

    ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 395 621-ს. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5636 პირი ემსხვერპლა.

  • კალაძეზე ქარტიის განცხადება სამარცხვინო ცილისწამებაა – “ქართული ოცნება”

    კახა კალაძეზე ქარტიის განცხადება სამარცხვინო ცილისწამებაა – “ქართული ოცნება” ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას ცილისწამებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ განცხადება რამდენიმე ცოტახნის წინ გავრცელდა.საქმე ეხება, თბილისის მოქმედი მერის, კახა კალაძის  განცხადებას, სადაც  კალაძემ მედიის საქმიანობით გამოწვეული “ფსიქოლოგიური ძალადობა” 5 ივლისის რადიკალი ჯგუფების მიერ ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე, ფიზიკურ ძალადობას შეადარა.

    მმართველი გუნდი მიიჩნევს, რომ ქარტიის განცხადება “სამარცხვინო ცილისწამება და ფაქტების დამახინჯებაა”.

    ”აღნიშნული განცხადება არის სამარცხვინო ცილისწამება და ფაქტების დამახინჯება.
    განვმარტავთ, რომ 20 ივლისის გამოსვლაში კახა კალაძემ ისაუბრა ძალადობის ფორმებზე და აღნიშნა, რომ ფიზიკურ ძალადობაზე „არანაკლები ბოროტებაა ფსიქოლოგიური ძალადობა, რასაც, სამწუხაროდ, ადგილი აქვს ჩვენ საზოგადოებაში“.

    აქვე, კახა კალაძის თქმით, ეს საზოგადოებრივი პრობლემა აისახება ტელეეთერებშიც.  კერძოდ, მან აღნიშნა, რომ „ხშირად ვისმენთ სხვადასხვა ტელეეთერიდან ადამიანების დამცირებას, ცილისწამებას, მათ ბულინგს მხოლოდ და მხოლოდ განსხვავებული პოლიტიკური თუ სხვა ნიშნის გამო“.

    ცალსახაა, რომ ქარტიის განცხადება ემსახურება საზოგადოების დეზინფორმირებას და წარმოადგენს ცილისწამებას.

    აქვე აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ამავე განცხადებაში გამოთქმულია შეშფოთება მედიის მიმართ პოლიტიკოსების აგრესიული რიტორიკისა და დამოკიდებულების გამო.

    მოვითხოვთ განმარტებას, რის საფუძველზე ამოიკითხა ორგანიზაციამ აგრესიული რიტორიკა კახა კალაძის მიერ 20 ივლისს გაკეთებულ განცხადებაში?

    ციტატა გამოსვლიდან: „როდესაც ხვალინდელ თბილისზე ვსაუბრობთ, ჩემი, თქვენი და ყველას სურვილი უნდა იყოს ერთი – დავამარცხოთ სიძულვილი და ერთმანეთის მტრობა”.
    იქიდან გამომდინარე, რომ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მხრიდან გამოთქმული არცერთი ბრალდება არ დასტურდება ფაქტებით, მოვუწოდებთ ქარტიას, გააკეთოს განმარტება დაუსაბუთებელ ბრალდებებზე. ასევე, ვურჩევთ, გაითვალისწინონ წინასაარჩევნო გარემო და სიფრთხილით მოეკიდონ ნებისმიერ კანდიდატთან დაკავშირებით გამოთქმულ შეფასებებს, ვინაიდან ყოველი მცდარი და საზოგადოების შეცდომაში შემყვანი განცხადება მხოლოდ და მხოლოდ აზარალებს დემოკრატიულ პროცესებს.

    მსგავსი დაუსაბუთებელი ბრალდება უარყოფითად აისახება არამარტო საარჩევნო პროცესზე, არამედ ხელს უწყობს საზოგადოების პოლარიზებას და შუღლის დათესვას”, – წერია განცხადებაში.

  • “ფაიზერით” ვაქცინაცია 16 წლიდან იქნება შესაძლებელი – ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება

    საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით,  “ფაიზერით” ვაქცინაცია 16 წლიდან იქნება შესაძლებელი.შესაბამისი ცვლილება COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვისა და იმუნიზაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 3 თებერვლის №01-11/ნ ბრძანებაში შევიდა.

    ” COVID-19-ის საწინააღმდეგო mRNA ვაქცინა Comirnaty კონცენტრატი საინიექციო დისპერსიისთვის: პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: აცრა ტარდება 16 წლის და ზედა ასაკის პირებში, აცრების კურსი შედგება 2 ინიექციისაგან, აცრებს შორის ინტერვალი შეადგენს, სულ მცირე, 21 დღეს; ვაქცინაციის კურსის დასრულების მიზნით, მეორე დოზა უნდა გაკეთდეს იმავე ვაქცინით 21 დღის შემდეგ”, – ნათქვამია ბრძანებაში.

  • პარლამენტარი რომ ხარ, ფეხზე რომ გაიხდი და მაგიდაზე შეხტები, მით უმეტეს, ქალი რომ ხარ – ელისაშვილი

    პარლამენტარი რომ ხარ, ფეხზე რომ გაიხდი და მაგიდაზე შეხტები, მით უმეტეს, ქალი რომ ხარ –  ასე ეხმაურება, პარტია “მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი, 18 ივლისს, ენმ-ის წევრის,  ნონა მამულაშვილის მაგიდაზე ასვლას. მისი თქმით, მამულაშვილის მაგიდაზე ასვლა მათ შორის იმიტომ იყო მიუღებელი, რომ ის ქალია. ამის შესახებ ელისაშვილმა, TV პირველის ეთერში განაცხადა.

    “არც ეს მომეწონა, მაგიდაზე შეხტომა. კარგით ახლა, პარლამენტის წევრი რომ ხარ, ფეხზე რომ გაიხდი და მაგიდაზე შეხტები, ეგ რაში წერია და რა არის ეს?! მით უმეტეს, ქალი რომ ხარ” – ამბობს ელისაშვილი.