Category: სლაიდერი

  • 24 ივლისს საქართველოში Pfizer-ის ნახევარი მილიონი დოზა ჩამოვა

    24 ივლისს საქართველოში აშშ-ს მიერ ნაჩუქარი,  Pfizer-ის ნახევარი მილიონი დოზა ჩამოვა. ინფორმაციას, მთავრობის ადმინისტრაციაში ადასტურებენ.

    საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. იმუნიზაციის პროცესი ასტრაზენეკასფაიზერისსინოფარმისა და სინოვაკის ვაქცინებით მიმდინარეობს.

    ასტრაზენეკას ვაქცინით აცრა ხელმისაწვდომია 45 წლის და მეტი ასაკის მოსახლეობისათვის, ხოლო სინოფარმითსინოვაკისა და ფაიზერით აცრა მოქალაქეებს 18 წლიდან შეუძლიათ.

  • ჩოხატაურში მასწავლებელმა მოსწავლეზე სავარაუდოდ, სექსუალურად იძალადა

    ჩოხატაურში მასწავლებელმა მოსწავლეზე სავარაუდოდ, სექსუალურად იძალადა

    ჩოხატაურში, ერთ-ერთ სკოლაში  მასწავლებელმა მოსწავლეზე სავარაუდოდ, სექსუალურად იძალადა ინფორმაცია მას შემდეგ გახმაურდა, რაც დაზარალებული მოზარდი გოგოს დედამ სკოლის დირექციას მიმართა. სკოლაში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა. მომხდარს ადასტურებს სკოლის დირექტორიც.

    „საქმე არის ძიებაში, ვიცი, და ველოდები გამოძიებას. დეტალები მეც არ ვიცი. როგორც ჩანს, ჩემამდე არ მოიტანეს ინფორმაცია. სამართალდამცავებთან არ მქონია საუბარი”, – ამბობს დირექტორი ჟურნალისტებთან საუბრისას.

  • ხელისუფლების შემდეგ, კრიტიკულ მედიას საპატრიარქოც ბლოკავს – განცხადება

    ხელისუფლების შემდეგ, კრიტიკულ მედიას საპატრიარქოც ბლოკავს – განცხადება

    ‘მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, მიმართვის  საფუძველზე, პოლიციას ევალება, შეზღუდონ ამგვარ ჟურნალისტთა თქვენს სივრცეში გადაადგილება.”- “ქართული ოცნების”  შემდეგ, კრიტიკულ მედიას საქართველოს საპატრიარქოც ბლოკავს. ისინი არასასურველი ტელევიზიების ჟურნალისტებთან კომუნიკაციის შესაზღუდად ტაძრის ეზოს შესასვლელთან განცხადებების გაკვრას გეგმავენ.

    საქართველოს საპატრიარქო განცხადება სრულად:

    „დიდი ხანია საქართველოს ეკლესიაზე გარკვეული ძალების მიერ სერიოზული შეტევა ხორციელდება; ა.წ. 5-6 ივლისის მოვლენების შემდეგ კი ჩვენს მედია-სივრცეში ვითარება უფრო გამწვავდა და უკიდურესად აგრესიული ხასიათი მიიღო.

    სიძულვილის ენით განსაკუთრებით გამოირჩევა ,,მთავარი არხი,” ,,ტვ-პირველი” და ,,ფორმულა”.., რომელთა ეთერითაც პირდაპირ და მოურიდებლად ხდება საქართველოს საპატრიარქოს, კათოლიკოს-პატრიარქის, მღვდელმთავრების, მღვდლების და მრევლის შეურაცხყოფა; ისმის მუქარაც და ანგარიშსწორებისაკენ  მოწოდებებიც.

    ხშირად აღნიშნული ტელეარხების ჟურნალისტები (ვფიქრობთ, ხელმძღვანელთა დავალებით) ინფორმაციის ობიექტურად გაშუქების ნაცვლად, აჟღერებენ მიკერძოებულ შეფასებებს და უსაფუძვლო  ბრალდებებს, მიზანმიმართულად ამახინჯებენ ფაქტებს და ცდილობენ, პროვოკაციული კითხვებით წონასწორობა დააკარგვინონ რესპოდენტს;  შემდეგ კი, კონტექსტიდან  ამოგლეჯილ, დამონტაჟებულ ისეთ სიუჟეტებს უშვებენ,  რომ მაყურებელმა სასულიერო პირი მოძალადედ აღიქვას.

    მართალია, გარკვეულ გადაცდომას ერთეული სასულიერო პირის მხრიდან ჰქონდა ადგილი, მაგრამ მიზანმიმართულად ხდება კერძო შემთხვევის განზოგადება და საერთოდ ეკლესიის მსახურთა მოძალადეობაზე აქცენტის გაკეთება. მაშინ, როდესაც არც კი ახსენებენ, რამდენმა მოძღვარმა გადაარჩინა იგივე ჟურნალისტები 5-6 ივლისს ძალადობისაგან. ამასთან, რა თქმა უნდა, არ ამხელენ „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებსა და  მხარდამჭერთ, მათ ფსიქოლოგიურ ძალადობებს, პროვოკაციულ განცხადებებსა და ქმედებებს.

    ამ ჟურნალისტებს ტაძრის ეზოები პოლიტიკურ დებატებში ჩართვისა და შეურაცხყოფის ადგილად სურთ აქციონ, ცალკეულ რელიგიურ სწავლებას პოლიტიკური განაცხადის სახე შესძინონ და ეს პრობლემების შექმნის მიზეზად წარმოაჩინონ.  ამასთან, ისინი არ ერიდებიან ჩვეულებრივ მოქალაქეების კერძო სივრცეში ნებართვის გარეშე შეჭრასაც და უბრალო ადამიანების  უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენებას.

    უხეშად ირღვევა რა ჟურნალისტური ეთიკის ნორმები,  საჯაროდ კვლავ ხდება დემონსტრირება ფსიქოლოგიური ძალადობის და სამოქალაქო მშვიდობისათვის ხელის შეშლის, რაც საელჩოებისა და არასამთავრობო სექტორისთვის რატომღაც შეუმჩნეველი რჩება.

    სამწუხაროდ, ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის წევრიც, იმის ნაცვლად რომ იზრუნოს პროცესების ნორმალიზებისათვის, ტოლს არ უდებს მედიას ეკლესიის შეურაცხყოფასა და არეულობის შექმნაში.

    ჩვენ კიდევ ერთხელ ყველას მოვუწოდებთ თავშეკავებისკენ; მივენდოთ ღმერთს, და მოთმინებით დავძლიოთ  გამოწვევები.

    მათთვის კი, ვისაც საერო კანონმდებლობით სურთ ნაბიჯების გადადგმა, განვუმარტავთ: საქართველოს კანონით, ნებისმიერი მოქალაქე დაცულია ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობისგან, არასასურველი კომუნიკაციისა და ადევნებისაგან (151 I  მუხლი).

    სისხლის სამართლის კოდექსით, ასევე, ისჯება ღვთისმსახურების ან სხვა რელიგიური წეს-ჩვეულების აღსრულებისთვის ხელის შეშლაც (მუხლი 155-ე).

    აღნიშნულიდან გამომდინარე, ცალკეულ ადამიანს თუ ტაძრის წინამძღვრებს შეუძლიათ, წერილობით მიმართონ ამა თუ იმ ტელეარხის ხელმძღვანელობას და შეატყობინონ, რომ არ სურთ მათი ტელევიზიის ჟურნალიტებთან კომუნიკაცია; რადგან დამაბრკოლებელი გარემოებები ექმნებათ; ასევე მიზანშეწონილია შესაბამისი განაცხადი განთავსდეს ტაძრის ეზოს შესასვლელეთან;

    მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, მიმართვის  საფუძველზე, პოლიციას ევალება, შეზღუდონ ამგვარ ჟურნალისტთა თქვენს სივრცეში გადაადგილება.

    ღმერთმა მოგვცეს დათმენის უნარი და ლოცვის ძალა, ამინ“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • კლასიკური აფექტია, ეტყობა აიცრა და ბლუთუზმა დაიჭირა – გია ხუხაშვილი წულუკიანზე

    “კლასიკური აფექტია, ეტყობა აიცრა და ბლუთუზმა დაიჭირა”- ასე ეხმაურება, პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი, კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ, “მთავარი არხის” ჟურნალისტისთვის მიკროფონის წართმევას.

    ”არ ვიცი ამაზე სერიოზული კომენტარი როგორ გავაკეთო. ეს არის აფექტი, კლასიკური აფექტია. როგორც ჩანს, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ გადაინაცვლოს ულტრაკონსერვატიულ ფრთაზე, ფალავანდიშვილი და ვასაძე ჩაანაცვლონ. ვასაძე ავად გახდა, ვიღაცამ ხომ უნდა დაიკავოს ეს ადგილი და გადაწყვიტეს, რომ მათი ელექტორატი, მათი სამიზნე, მათი გემოვნება აქ არის. ხვდებიან, რომ სხვა მიმართულებით პერსპექტივა არ აქვთ და გახდნენ ძალიან ღრმად რელიგიურები, ადამიანები, რომლებიც ეკლესიაში საერთოდ არ ყოფილან სანამ ხელისუფლებაში მოვიდოდნენ. ათეისტები იმიტირებას ახდენენ, რომ არიან ძალიან რელიგიურები, ძალიან კონსერვატიულად განწყობილები და ამას გამოხატავენ აგრესიით. კონსერვატიზმის არსიც არ ესმით სინამდვილეში. ჰგონიათ, რომ კონსერვატიზმი არის ჟურნალისტების ცემა-ტყეპა, მიკროფონების წართმევა და ასე შემდეგ. ეტყობა ამასთანავე აიცრა, ბლუთუზმა დაიჭირა და შედეგიც ვნახეთ.” – განაცხადა ხუხაშვილმა.

    ცნობისთვის, თეა წულუკიანმა “მთავარი არხის” ჟურნალისტს, ემა გოგოხიას მიკროფონი წაართვა, შემდეგ კი სოციალურ ქსელში დაწერა რომ ” არ აპირებს დაბრუნებას”

  • მეტი სიცოცხლე ყველა უბანში – “სირცხვილია” კალაძის ახალ სლოგანს პასუხობს

    მოძრაობა ”სირცხვილია” თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის ახალ სლოგანს “მეტი სიცოცხლე ყველა უბანში” 5 ივლისის თბილისის ქუჩებში მომხდარი ძალადობის ფოტოებით პასუხობს. ფოტოები სოციალურ ქსელში ვრცელდება.

    კახა კალაძე ქართულმა ოცნებამ თბილისის მერობის კანდიდატად ოფიციალურად 20 ივლისს წარადგინა.

  • ”არ დავაბრუნებ!” – თეა წულუკიანმა მთავარი არხის ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა

    კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა სენაკში ”მთავარი არხის” ჟურნალისტს, ემა გოგოხიას მიკროფონი წაართვა. წულუკიანი  იქ სენაკის თეატრის გახსნას ესწრებოდა. წულუკიანმა სოციალურ ქსელში ფოტოც გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მიკროფონის დაბრუნებას არ აპიურებს. მას შემდეგ, რაც წულუკიანმა, ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა, თეატრის დარბაზში დამსწრეებს მოუწოდა რომ ემა გოგოხიასთვის ტაში დაეკრათ.

    “დღეს, ამ მიკროფონით ვხსნი ქართუ ფონდის მიერ საოცრად რეაბილიტირებულ სენაკის თეატრს! სიმბოლურია. ფორმულას თუ გლავკანალს (ემას ვცნობ და ლოგოს ვერა) კი მოუწევს ისეთი ჟურნალისტის დანიშვნა რეგიონში, რომელსაც, როცა თავს ესხმის უკვე დარბაზში შესულ რესპონდენტს (რომელმაც მანამდე კითხვებს ფოიეში პასუხები გასცა), აქვს შნო, მარტივად არ განაიარაღებინოს თავი ვისმეს. არ დავაბრუნებ! :)))) ამ მიკროფონით უნდა გაუწყოთ ამიერიდან გაკეთებული საქმეების შესახებ.” – წერს ის ფეისბუქის გვერდზე.

  • 15 ივლისის მონაცემებით, საქართველოში აცრილი მოსახლეობის 67% ქალია, 33% კი – კაცი

    საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი მოსახლეობის 67% ქალია, 33 კი – კაცი. ანგარიში 2021 წლის 15 მარტიდან 15 ივლისის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. ინფორმაციას ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ანგარიშში ვკითხულობთ.

    NCDC-ის ცნობით, 15 ივლისამდე პერიოდში, 18-49 და 50-54 წლის ასაკობრივ კატეგორიაში ყველაზე მეტი ადამიანი სინოფარმის ვაქცინითაა აცრილი.

    საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. იმუნიზაციის პროცესი ასტრაზენეკასფაიზერისსინოფარმისა და სინოვაკის ვაქცინებით მიმდინარეობს.

  • “მეტი სიცოცხლე ყველა უბანში” – კახა კალაძემ საარჩევნოდ სლოგანი წარადგინა

    “მეტი სიცოცხლე ყველა უბანში” – თბილისის მოქმედმა მერმა, კახა კალაძემ საარჩევნოდ ახალი სლოგანი წარადგინა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვისას ისაუბრა.

    “მზად ვართ, რომ 24-საათიან რეჟიმში გავაგრძელოთ მუშაობა იმისთვის, რომ მეტი სიცოცხლე შევიტანოთ ყველა უბანში, რომ მეტი მწვანე სივრცე შევიტანოთ ყველა უბანში, რომ მეტი სპორტული მოედანი გავაჩინოთ ყველა უბანში, რომ მეტი განახლებული ავრობუსები და მირკორავტობუსები მოძრაობდეს დედაქალაქში, იმისთვის, რომ მეტ სოციალურად დაუცველ ადამიანს დავეხმაროთ და გვერდში დავუდგეთ”, – განაცხადა კალაძემ.

  • სახდეპი დადებითად აფასებს ქვეყანაში არსებულ ჯანსაღ და მიმზიდველ ბიზნესგარემოს – ზალკანიანი

    სახდეპი დადებითად აფასებს ქვეყანაში არსებულ ჯანსაღ და მიმზიდველ ბიზნესგარემოს – ზალკანიანი

    “სახდეპი დადებითად აფასებს ქვეყანაში არსებულ ჯანსაღ და მიმზიდველ ბიზნესგარემოს”- საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საინვესტიციო გარემოს შეფასებას ეხმიანება და ამბობს, რომ სტრატეგიული პარტნიორი დადებითად აფასებს ქვეყანაში არსებულ ბიზნესგარემოს.

    „მოხარული ვართ, რომ დეპარტამენტი დადებითად აფასებს ქვეყანაში არსებულ ჯანსაღ და მიმზიდველ ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს. წლების განმავლობაში განხორციელებული ეკონომიკური რეფორმების შედეგად, საქართველო წარმოადგენს კარგად ფუნქციონირებად და სტაბილურ საბაზრო ეკონომიკას. ანგარიშში ხაზგასმულია საქართველოს მოწინავე პოზიციები რეგიონსა და მსოფლიოში, რაც ასახულია უმნიშვნელოვანესს საერთაშორისო რეიტინგებშიც.ასევე უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები დადებით შეფასებას აძლევენ საქართველოს მიერ არაერთი მიმართულებით გატარებულ უმნიშვნელოვანეს რეფორმებსა და პროგრამებს საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისა და მიმზიდველობის გაზრდის მიზნით”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

    აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებაში ნათქვამია, რომ ინვესტორების მხრიდან ქართული სასამართლო სისტემისადმი უნდობლობა იზრდება, ხშირია დროში გაწელილი სასამართლო პროცესები და მუნიციპალურ დონეზე გადაწყვეტილების მიღების არაეფექტური პროცესები, ამავდროულად, საუბარია პოლიტიკურ ჩარევებზეც.

  • პროტესტის ფონზე შს მინისტრი გაიქცა, მაგრამ, თურმე ბიუჯეტზე ლაპარაკი შეიძლება -სამნიძე

    ‘პროტესტის ფონზე შს მინისტრი გაიქცა, მაგრამ, თურმე ბიუჯეტზე ლაპარაკი შეიძლება” -რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის თქმით, დღევანდელი პლენარული სხდომა ადასტურებს, რომ ქართულ ოცნებას არ სურდა შინაგან საქმეთა მინისტრისთვის კრიტიკული კითხვები დაესვათ.

    “ამ პროტესტის ფონზე, მახსოვს, შინაგან საქმეთა მინისტრი აღარ დარჩა და გაიქცა და კითხვებს პასუხი არ გასცა. ზუსტად იგივე ვითარებაა, ზუსტად იგივე გზავნილია, მაგრამ, თურმე ბიუჯეტზე ლაპარაკი შეიძლება. ცოტა თანმიმდევრულები რომ ვიყოთ, თუ შეიძლება კოლეგებო. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არ გსურდათ, რომ გომელაურისთვის დაგვესვა კრიტიკული შეკითხვები”, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.