ქოცებმა წუხელ ბოტები გადმოსხეს თბილისის ქუჩებში – მოძრაობა “სირცხვილია” თბილისის ქუჩებში ოპოზიციის, კრიტიკული მედიისა და სამოქალაქო აქტივისტების საწინააღმდეგო პლაკატების გაკვრას ეხმაურება.
Category: სლაიდერი
-
ქოცებმა წუხელ ბოტები გადმოსხეს თბილისის ქუჩებში – “სირცხვილია” პოსტერებზე
”მეგობრებო, მოგესალმებით და გაცნობებთ, რომ ქართული ოცნების წინასაარჩევნო კამპანიამ ოფიციალურად აიღო სტარტი და აი ისიც!ქოცებმა წუხელ ბოტები გადმოსხეს თბილისის ქუჩებში და ეს პოსტერები გააკვრევინეს. პოსტერები გაკრულია ავტობუსის ყველა გაჩერებაზე, თბილისის ყველა რაიონში, რაზეც, სავარაუდოდ, დაიხარჯა უამრავი “გულანთებული ახალგაზრდის” რესურსი, რომლის დახარჯვაც წარმატებით შეიძლებოდა, მაგალითად, ვაქცინაციის საყოველთაო კამპანიაზე.შეგახსენებთ, რომ ჩვენი მოძრაობის წევრები არაერთხელ ვართ დაჯარიმებული წარწერების გაკეთებისთვის ასფალტზე (!) ან დროებით სამშენებლო ხის ღობეზე (!!!) 1500-დან 2000 ლარამდე თანხით. (ამ წარწერების შინაარსი იყო, მაგალითად, “გვახსოვს, რა ჩაიდინეთ გასულ ზაფხულს” 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ან გია ვოლსკის შეურაცხმყოფელი ციტატა, რომლითაც მან ოკუპაციის მნიშვნელობა აგვიხსნა და ა.შ.)ჩვენი მოძრაობა სრულად აცნობიერებს მომავალი თვითმმართველობის არჩევნების მნიშვნელობას და მასთან დაკავშირებულ მმართველი პარტიის ვნებათაღელვებს. ოპონენტებისადმი სიძულვილის ფრქვევა და ზიზღით ჩვენი საცხოვრებელი გარემოს გაჯერება არის ქართული ოცნების საყვარელი ქცევა.ჩვენი მოძრაობა არის სრულად დამოუკიდებელი, მრავალფეროვანი ადამიანებით დაკომპლექტებული მოძრაობა, დასავლური კავშირებითა და მხარდაჭერით. ჩვენ ვუჭერთ მხარს ყველა პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიას, რომელიც იბრძვის ავტორიტარული ხელისუფლების წინააღმდეგ. ჩვენ ვუჭერთ მხარს თავისუფლებას, საქართველოს დასავლურ მომავალს და მშვიდობას.ზიზღი ვერასდროს გაიმარჯვებს. “- წერს მოძრაობა “სირცხვილია” . -
“ბუსტერზე” რეგისტრირებული მოქალაქეები საბოლოო ჯავშანს ვერ მიიღებენ
მოქალაქეები, რომლებიც სხვა ვაქცინებით არიან აცრილები და Pfizer-ის ვაქცინაზე დარეგისტრირდნენ, საბოლოო ჯავშანს ვერ მიიღებენ. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკებზე მზადყოფნისა და რეაგირების სამმართველოს უფროსი, ანა კასრაძე ავრცელებს.
“ვინც პფაიზერის გარდა სხვა ვაქცინებით ხართ აცრილი და მაინც გადაწყვიტეთ გაურკვეველი მიზეზით ექსპერიმენტის ჩატარება ან არ ვიცი რა, პფაიზერზე გაიარეთ რეგისტრაცია და სისტემამ გაგიშვათ, ეს არ ნიშნავს იმას რომ თქვენ მესამე დოზით პფაიზერით შეძლებთ აცრას, ეს ნიშნავს იმას რომ კიდევ უფრო ტვირთავთ სისტემას თქვენი “ექსპერიმენტით” და საბოლოო ვალიდაციის შედეგად თქვენი განაცხადი მაინც უარყოფილი იქნება. პ.ს. ყველა ვაქცინა მუშაობს”, – წერს ანა კასრაძე.
-
2 საათში ფაიზერზე 107 157 მოქალაქე დარეგისტრირდა
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე, Pfizer-ზე პირველი 2 საათის განმავლობაში 107 157 მოქალაქე დარეგისტრირდა.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, რეგისტრაციის ვებგვერდი პირველი რამდენიმე წუთის განმავლობაში შეფერხებით მუშაობდა, თუმცა დაახლოებით ნახევარ საათში პრობლემა მოიხსნა.
„დღეს 12 საათზე დაიწყო რეგისტრაცია. 12:00 საათიდან ამ დრომდე [14 სთ-მდე] ფაიზერზე დარეგისტრირებულია 107 157 მოქალაქე. პირველი 10-15 წუთი დიდი ნაკადის გამო საიტის მუშაობა შედარებით ნელი იყო, თუმცა ნახევარ საათში ეს პრობლემა სრულად მოიხსნა. ამჟამად საიტის მუშაობაში შეფერხება არანაირი არ აღინიშნება”, – აცხადებს თამარ გაბუნია.
მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ ფაიზერზე მოსახლეობის აქტიურობა მოსალოდნელი იყო, რადგანაც წინასწარი რეგისტრაციის დროს დიდმა ნაწილმა სწორედ ამ ვაქცინას მიანიჭა უპირატესობა.
-
არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა პირმა ხატია დეკანოიძისთვის მანქანის დაჯახება სცადა
არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა პირმა ხატია დეკანოიძისთვის მანქანის დაჯახება სცადა და შეურაცხყოფა მიაყენა.
”მიზანმიმართულად, დაგვინახა თუ არა, წამოვიდა ეს. მე არ ვიცი, ვინ არის. არ ვიცი აქ ცხოვრობს, იქით ცხოვრობს მოშორებით მაგრამ აშკარად ისეთი ზემოქმედებით მართავდა მანქანას და შემდეგ, რომ ვუთხარი, რომ პატრულს გამოვიძახებდი, თქვა, რომ არ ეშინია პატრულის და სიტყვიერი შეურაცხყოფა მოგვაყენა ყველას ერთად. წარმოუდგენელია… ეს არის ზუსტად იმ ზიზღის შედეგი, რომელსაც “ქართული ოცნება” აფრქვევს და ამათზე დგას “ქართული ოცნება”, – ამბობს დეკანოიძე.
შემთხვევა ნუცუბიძის პლატოზე მაშინ მოხდა, როცა ენმ-ის წევრი ჟურნალისტებს სატელევიზიო კომენტარს ეძებდა.
-
”ოცნებამ“ მიაღწია იმას, რომ 20 ივნისის ყველაზე ნეგატიური გმირი დღეს მერობის კანდიდატია – გახარია
„ქართულმა ოცნებამ“, თავისი უსუსურობით, მიაღწია იმას, რომ 20 ივნისის ყველაზე ნეგატიური გმირი, რომელიც მოუწოდებდა პარლამენტის შტურმისკენ, დღეს ოფიციალურად მერობის კანდიდატად არის წარდგენილი, – ამის შესახებ გიორგი გახარიამ ქობულეთში, პარტია „საქართველოსთვის” ოფისის გახსნის შემდეგ მედიასთან განაცხადა.
„20 ივნისს სახელმწიფომ შეასრულა თავისი ფუნქცია, სახელმწიფოში დაიცვა ქვეყანაში წესრიგი. სხვათა შორის „ოცნების“ დღევანდელ „ბოსებს” მინდა გავახსენო, რომ 20 ივნისს დავიცავით მათი დღევანდელი მდგომარეობა და მე მიუხედავად იმ დიდი გულისტკივილისა, რომელიც თითოეულ საქართველოს მოქალაქეს და პირველ რიგში მე დამრჩა 20 ივნისის შემდგომ, როდესაც მართლა დაშავდნენ ადამიანები, „ქართულმა ოცნებამ“, თავისი უსუსურობით, მიაღწია იმას, რომ 20 ივნისის ყველაზე მნიშვნელოვანი ნეგატიური გმირი, რომელიც მოუწოდებდა პარლამენტის შტურმისკენ, დღეს ოფიციალურად მერობის კანდიდატად არის წარდგენილი და მინდა ,,მივულოცო” ეს „ქართული ოცნების“ დღევანდელ „ბოსებს“, როგორ მოახერხეს, რომ 20 ივნისს ადამიანი, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტზე შტურმს ახორციელებდა და მოქალაქეებს, ახალგაზრდებს მოუწოდებდა პარლამენტში შეჭრისკენ, დღეს გამოდის და თბილისის მერობის ოფიციალური კანდიდატია – ამას მოხერხება სჭირდებოდა და ეს მხოლოდ უსუსურ „ქართულ ოცნებას“ შეეძლო მოეხერხებინა”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
-
16-დან 18 წლამდე პირების „ფაიზერით“ ვაქცინაციისას მშობლის, ან მეურვის თანხმობა იქნება საჭირო
16-დან 18 წლამდე პირების „ფაიზერით“ ვაქცინაციისას მშობლის, ან მეურვის თანხმობა იქნება საჭირო – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„მოქალაქეს ინფორმირებული თანხმობა სამედიცინო ჩარევისთვის 16-დან 18 წლამდე პერიოდში დასჭირდება. ინფორმირებულ თანხმობას ჩვენ სხვა მოქალაქებისგანაც ვიღებთ, სანამ ვაქცინაცია ჩატარდება, ესეც სტანდარტული პროცედურის ნაწილი იქნება. აუცილებლად დასჭრიდება მშობლის, ან უფლებამოსილი, მეურვის თანხმობა მის ვაქცინაციას“,-აღნიშნავს გაბუნია.
ვაქცინაციის პროცესზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ თუ მოქალაქე რაიმე მიზეზის გამო, ვერ დარეგისტრირდება ვაქცინაციისთვის, 37 დაწესებულება მომდევნო კვირის ბოლოდან მობილიზებული იქნება იმისთვის, რომ ადგილზე მიიღონ მოქალაქეები.
„მნიშვნელოვანია ის, რომ ვაქცინაციის პროცესში მოქალაქეს არ ჰქონდეს ადმინისტრაციული ბარიერი. თუ ვინმემ, რაიმე მიზეზის გამო, ვერ მოახერხა რეგისტრაცია პორტალზე, ან ტელეფონით, ამ შემთხვევაში, 37 დაწესებულება უკვე მომდევნო კვირის ბოლოდან, როდესაც რეგისტრაციის პირველი ტალღა გაივლის, მობილიზებული იქნება იმისთვის, რომ ადგილზე მიიღონ მოქალაქეები, ვინც დაწესებულების ცხელ ხაზზე დარეკავს და ჩაეწერება ვიზიტისთვის, ან შეიძლება პირდაპირ მივიდეს და ჩაიტაროს ვაქცინაცია. ეს ყველა ვაქცინას შეეხება. ეს რეჟიმი მოქმედებს „სინოფარმის“ და „სინოვაკის“ ვაქცინებზე. „ფაიზერის“ ვაქცინების შემთხვევაში დოზების მოწოდება როგორც იცით, გაგრძელდება“,- აღნიშნავს გაბუნია.
-
თბილისის მერია “არა ნაცებს” პლაკატებს ჩამოხსნის
ქალაქში გამოჩენილ “არა ნაცებს” პლაკატებს თბილისის მერია ჩამოხსნის.მერიაში აღნიშნავენ, რომ პლაკატები მოქალაქეთა ჯგუფმა თვითნებურად გააკრა და ქალაქის იერსახე დაამახინჯა.
“აღნიშნული პლაკატების ჩამოხსნას უზრუნველყოფს თბილსერვის ჯგუფი, ხოლო რაც შეეხება კანონდამრღვევთა დაჯარიმებას, თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექცია იმოქმედებს კანონის ფარგლებში”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.
თბილისის ქუჩებში კრიტიკული მედიის, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივისტების წარმომადგენელთა საწინააღმდეგო პლაკატები გამოჩნდა.უცნობია, ვისი ინიციატივით დაიბეჭდა და გავრცელდა პლაკატები. ოპოზიციის წარმომადგენლების აზრით, სიძულვილის ენას წინასაარჩევნოდ ყოველთვის აქტიურად იყენებს მმართველი პარტია და აღნიშნული პლაკატების გამოჩენასაც სწორედ ქართულ ოცნებას უკავშირებენ.
-
ეს არის ქართული ოცნების სტანდარტული ხრიკი – რაქვიაშვილი პლაკატებზე
ეს არის ქართული ოცნების სტანდარტული ხრიკი – გირჩის დეპუტატი, ალექსანდრე რაქვიაშვილი ამბობს, რომ “არა ნაცებს” პლაკატების გაკვრა ქართული ოცნების სტანდარტული “ხრიკია”.
“მე მგონია , ეს არის სტანდარტული ხრიკი, თუ მეთოდი ქართული ოცნების. ერთი ბოროტი მხარის გამოჩენის, რომელსაც მერე ისინი გმირულად დაამარცხებენ. გარდა იმისა, რომ ზოგადად მართლა ცუდ კონტექსტშია გაკეთებული, იმიტომ რომ ჟურნალისტების მიმართ ორი კვირის წინ იყო ძალადობა, რომელზეც პასუხისმგებელი პირები არ არიან დასჯილები, ეს თავისთავად ცუდ კონტექსტს ქმნის”, – განაცხადა დეპუტატმა.
თბილისის ქუჩებში კრიტიკული მედიის, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივისტების წარმომადგენელეთა საწინააღმდეგო პლაკატები გამოჩნდა.
-

დავიწყებ ბოდიშით, ბავშვებს არ უნდა ეხებოდეს მშობლის პოლიტიკური ბატალიები – ნანუკა ჟორჟოლიანი
დავიწყებ ბოდიშით… ბავშვებს არ უნდა ეხებოდეს მშობლის, ბაბუის, ბიძის პოლიტიკური ბატალიები და ჩემგან, პერსონალური ბოდიში მათ, – ამის შესახებ “მთავარი არხის” ჟურნალისტი, გადაცემის “სხვა ნანუკა” წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი Facebook-ზე წერს.
”დავიწყებ ბოდიშით. ძალიან, ძალიან ვწუხვარ რომ ირაკლი ღარიბაშვილის უკარგესმა შვილებმა იდარდეს და ინერვიულეს. განსაკუთრებით ვიდარდე ანდრიაზე, რომელიც პატარაა. არასრულწლოვან ბავშვებს არ უნდა ეხებოდეს მშობლის, ბაბუის, ბიძის პოლიტიკური ბატალიები და ჩემგან, პერსონალური ბოდიში მათ.
მაგრამ ბატონო ირაკლი, ეს რა პოლიტიკური ენაა, ან რა სურათებია და შემთხვევით ამ ადამიანებსაც ხომ არ ჰყავთ შვილები, სისხლის ფერში გახვეულ მშობლებს რომ დაინახავენ ყველგან, ქალაქის მასშტაბით. ან, ეს ჩემი შვილი სად შემოგისკუპებიათ. ასე ფიქრობთ არჩევნების ჩატარებას, რომელსაც სიცოცხლით სავსე ქალაქი ჰქვია? თუ, ნაციონალების ამომრჩევლისთვის სისხლს აანონსებთ?!
იმედია ეს ყველაფერი ქალაქიდან გაქრება. მგონია რომ თქვენივე მერობის კანდიდატი ამას არ მოგიწონებთ, სხვანაირად გამოდის სისხლით სავსე ქალაქი. და იმედია აღარავის შვილი აღარ დაისტრესება მშობლის გამო” – წერს ჟორჟოლიანი.
-
დღეიდან პირადი მტერი ხარ, ნაგავო – ნიკა გვარამია კახა კალაძეს
დღეიდან პირადი მტერი ხარ, ნაგავო — წერს “მთავარი არხის” დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია Facebook-ზე მას შემდეგ, რაც თბილისის ქუჩებში ახალი პლაკატები გამოჩნდა.
“მორიგი გამოცდა გამძლეობაზე სანდროს და ქექეს ფსიქიკას – გაუძლებენ თუ არა სტრესს. მორიგი ჩელენჯი ჩემთვის და სოფოსთვის – რას მოვიფიქრებთ და რას ვუპასუხებთ, რა არის ეს?კახა კალაძე, დღეიდან პირადი მტერი ხარ, ნაგავო”. – წერს გვარამია.