Category: სლაიდერი

  • ალტ-ინფო ანანია გაჩეჩილაძის წინააღმდეგ თავდასხმას აორგანიზებს

    ჰომოფობიური, ქსენოფობიური, სექსისტური და ულტრამემარჯვენე პლატფორმა „ალტ-ინფო”  ”აიისას” დამფუძნებლის, ანანია გაჩეჩილაძის წინააღმდეგ თავდასხმას აორგანიზებს. ისინი, ტელეგრამზე, ანანია გაჩეჩილაძის ადგილმდებარეობას ავრცელებენ და მოწოდებას ავრცელებენ:  “ბათუმელები ვინც ხართ, თქვენ იცით”.

    “აიისას” დამფუძნებელი, ანანია გაჩეჩილაძე აპირებს, რომ მის მიმართ მუქარაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართოს.

    “ეს სქრინები მე ვნახე ზუსტად მაშინ, როცა წერდნენ, პარალელურ რეჟიმში ვნახულობდი, მაგრამ არ შემშინებია, იმიტომ რომ ეს ადამიანები დიდი ხანია გამოირჩევიან მუქარით და ბოლო 10 წლიანი წახალისებული ძალადობის შედეგია, განსაკუთრებით 5-6 ივლისისი კატასტროფული ძალადობების შემდეგ.

    გავასაჯაროე კიდეც ეს სქრინები, რადგან უშუალოდ ჩემგან მიუვიდეთ პასუხი, თუ რას ვფიქრობ ამ ძალადობრივ ჩატზე და შსს-ს ძალადობა, მართალია ერთ თამაშს თამაშობენ ხოლმე, მაგრამ პროცედურულად მაინც სავალდებულო მგონია, ამიტომ უახლოეს საათებში მივმართავ აუცილებლად”,-წერს ანანია გაჩეჩილაძე.

    ”ალტ-ინფოს ფეიჯს დავთაგავდი მაგრამ აღარ აქვთ:)) ესაა 5-6 ივლისის ძალადობის გაგრძელება და მანამდე დაწყებული 10 წლიანი ჯოჯოხეთის შედეგი.
    სადმე არ შემხვდეთ მართლა, ლომი ვარ და ტურების ღრენის არ მეშინია:)))))))
    2013 წლის 17 მაისის პერიოდის ფოტო რომ მოუძებნია, კი, 17 წლის არასრულწოვანი ვიყავი მაშინ და კი, ცისარტყელას გულსაკიდი მეკეთა.” – წერს ანანია გაჩეჩილაძე სოციალურ ქსელში.
  • საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

    საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

    “დღეს, თბილისის დროით 13:02 საათზე, თბილისიდან 54 კმ_ში, წალკასთან, სოფელ სალამალეიქისთან მოხდა 3.7 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

  • ლექსო ლაშქარავას მიმართ განხორციელებული დევნის და ძალადობის ფაქტზე ბრალდება კიდევ ერთ პირს წარედგინა

    ლექსო ლაშქარავას მიმართ განხორციელებული დევნის და ძალადობის ფაქტზე ბრალდება კიდევ ერთ პირს წარედგინა

    პროკურატურამ 5 ივლისს ტვ პირველის  ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნის, დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის და შეუწყნარებლობის მოტივით ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე, გ.გ.-ს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცლებს.

    უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის დროს, ორგანიზებულ ძალადობაში მონაწილე გ.გ. და მასთან ერთად მყოფი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე პირები ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით და შეუწყნარებლობის მოტივით, თავს დაესხნენ ტელეკომპანია „TV პირველის“ ოპერატორს ალექსანდრე ლაშქარავას. კერძოდ, ბრალდებულები ალექსანდრე ლაშქარავას ფიზიკური ძალადობით და სიტყვიერი შეურაცხყოფით, პროფესიული საქმიანობის შეწყვეტას აიძულებდნენ, რათა მისი მხრიდან არ მომხდარიყო ბრალდებულთა მიერ განხორციელებული აგრესიული ქმედებების გადაღება და გავრცელება.

    სამართალდამცველებმა გ.გ. 2021 წლის 23 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით), 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინა.

    პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

    „TV პირველის“ ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას მიმართ და ამავე ტელეკომპანიის ჟურნალისტ მ.ბ.-ს მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ამ დროისთვის დაკავებულია ექვსი პირი, მათ შორის ხუთს პატიმრობა აქვს შეფარდებული.

    5 ივლისს  ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორების და ასევე, ამ ძალადობაში მონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროში აქტიური საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.– ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

    5 ივლისს მედიის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული თავდასხმების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ამ დროისთვის ბრალი 29 პირს წარედგინა. ამ ეტაპზე საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 52 პირი, მათ შორის 42 ჟურნალისტი და ოპერატორი.

  • თბილისის აეროპორტში 2 კგ კოკაინის შემოტანის ბრალდებით თურქეთის მოქალაქე დააკავეს

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თურქეთის  მოქალაქე, 1979 წელს დაბადებული ა.გ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.

    შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ა.გ.-ს  ბარგისა და ხელბარგის შემოწმების შედეგად, სამგზავრო ჩანთაში, წინასწარ მოწყობილ სამალავში დაახლოებით 2 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“აღმოაჩინეს.

    შსს–ს ინფორმაციით  ბრალდებულმა ნარკოტიკული საშუალება, სავარაუდოდ ბრაზილიის რესპუბლიკაში შეიძინა და ტრანზიტული გზით საქართველოში შემოტანა.

    გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.დანაშაული 8-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • მაშტაბური ნგრევა და მსხვერპლი– ინდოეთში წყალდიდობას ებრძვიან

    ინდოეთის დასავლეთით სამაშველო სამსახურების მაშველები შენობების ნანგრევებში მაშტაბური წყალდიდობების შედეგად დაკარგულებს ეძებენ. წყალდიდობებმა გოას და მახარაშტრას შტატები წალეკა. მახარაშტრაში სტიქიას 136 ადამიანი ემსხვერპლა, თუმცა ხელისუფლება შიშობს, რომ ეს რიცხვი საბოლოო არ არის.

    სტიქიური უბედურების რაიონებიდან ათობით ათასი ადამიანია ევაკუირებული.

    გოას შტატში, რომელიც ტურისტებს შორის პოპულარულია, წყალმა სახლები დატბორა. დანგრეული ან დაზიანებულია ათასობით შენობა. ბომბეის გარეუბნებში ათობით ადამიანია დაკარგული.

    ძლიერი წვიმების სეზონი ინდოეთში ყოველ წელს ივნისიდან სექტემბრამდე გრძელდება. თუმცა, გოას შტატში დიდი ხანია ასეთი ძლიერი წყალდიდობა აღარ ყოფილა.

    შტატის ჯანდაცვის მინისტრის თქმით ასეთი ძლიერი წვიმები გოაში 50 წელია აღარ ახსოვთ. “ადამიანებმა პრაქტიკულად ყველაფერი დაკარგეს‘– ამბობს ის.

    სოფელ ტალიიეში, ბომბეის სამხრეთით ტალახის მასამ ათობით შენობა რამდენიმე წუთში დაანგრია. გადარჩა მხოლოდ ორი ბეტონის სახლი. შედეგად 40–ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

    დატბორილ რაიონებში მსგავსი რვა მეწყერი ჩამოწვა. ერთ–ერთის გამო მატარებელი რელსებიდან გადავარდა.

    მეწყერების მიერ გზების ჩახერგვის გამო მაშველები დაშავებულებამდე ძნელად აღწევენ. დაბლოკილია გოასა და ბომბეის შორის მთავარი ტრასაც. მაშველები მის გაწმენდას ცდილობენ.

    მახარაშტრას შტატში დიდი მდინარეების კალაპოტებიდან გადმოსვლას ელიან. დაბლობებიდან ევაკუირებულია ასიათასამდე ადამიანი. 20 ათასი ბანაკებში დააბინავეს.

    ქვეყნის პრემიერ მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ განაცხადა, რომ მისთვის მტკივნეულია მისი მოქალაქეების ტკივილის და დაღუპვის ყურება.

  • 26 ივლისიდან საქართველოს მოქალაქეები ბულგარეთის ტერიტორიაზე შესვლას ვერ შეძლებენ

    ბულგარეთის ჯანდაცვის მინისტრის 2021 წლის 24 ივლისის ბრძანების თანახმად 26 ივლისიდან საქართველოს მოქალაქეები ვერ შეძლებენ ბულგარეთის ტერიტორიაზე შესვლას. ინფორმაციას ამის შესახებ ბულგარეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

    “ბრძანება არ ეხება საქართველოდან მომავალ ბულგარეთის მოქალაქეებს, რეზიდენტებს და მათი ოჯახის წევრებს, რომელთაც ქვეყანაში შემოსასვლელად აუცილებლად უნდა წარადგინონ ბოლო 72 საათში გაკეთებული უარყოფითი PCR ტესტის პასუხი, მიუხედავად იმისა აქვთ თუ არა ჩატარებული ვაქცინაციის სრული კურსი”, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

  • გაფრთხილებთ…ასე თუ გააგრძელებთ მედიაზე შეტევას, ბევრი რამის გასაჯაროების განწყობაზე დამაყენებთ– ინგა გრიგოლია

    გაფრთხილებთ…ასე თუ გააგრძელებთ მედიაზე შეტევას, ბევრი რამის გასაჯაროების განწყობაზე დამაყენებთ– ინგა გრიგოლია

    ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ამბობს, რომ ერთ დღეს შესაძლოა ბევრი დაფარული ფაქტი გაასაჯაროვოს, რომელიც იმ ადამიანებს დააზარალებს, ვინც არასახელისუფლო მედიის წინააღმდეგ კამპანიებს გეგმავენ. ამის შესახებ გრიგოლია ფეისბუქზე წერს:

    “როგორ არ მინდა,ერთ მშვენიერ დღეს ისე ამომასხას, რომ რაც ვიცი და რასაც ჩემივე გულში ვინახავ, საჯაროდ გამოვფინო.

    ბევრ რამეს ვუწევ ანგარიშს ცხოვრებაში (მეგობრობას,თუნდაც წარსულში, ურთიერთობებს და მოგონებებს) და ბევრ რამეს არ ვკადრულობ,,თუმცა,დღეს ,ქალაქში გამოკრული სისხლიანი პლაკატები რომ ვნახე,მედიის წარმომადგენლების გამოსახულებით, პირველად გავიფიქრე, რომ შემოტევები თუ გაგრძელდება ჩვენზე, ვეჭვობ,უფრო მეტის მოყოლის სურვილს გამიჩენენ ზოგიერთები(მტკიცებულებების თანდართვით) და ძალიან გაიშარებიან….

    ხოდა,გაკავდით და სახეს საბოლოოდ ნურც თქვენ დაკარგავთ და ნურც მე დამაკარგინებთ!!! მუქარები არაა ჩემი სტილი და არც ეხლა ვიმუქრები. უბრალოდ, გაფრთხილებთ.. არც ჩანაწერების გასაჯაროებაა ჩემი სტილი ,მაგრამ ასე თუ გააგრძელებთ მედიაზე შეტევას, ბევრი რამის გასაჯაროების განწყობაზე დამაყენებთ და დამიჯერეთ,ყველაზე მეტად ისინი დაზარალდებით,ვინც ახლა ჩვენს წინააღმდეგ ხალხის დაგეშვაში მონაწილეობთ და კიდევ უფრო გაშარავთ კონკრეტულ ადამიანებს,ვისი დავალებითაც ამ გულისამრევ კამპანიაში ხართ ჩართულები. იმედია, კარგად გაიგეთ. კარგად ბრძანდებოდეთ!“– წერს ინგა გრიგოლია.

    შაბათს დილით დედაქალაქის მასშტაბით გამოჩნდა პლაკატები წარწერით – „არა ნაცებს, არა ბოროტებას“. პლაკატებზე  გამოსახულნი არიან: მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია, ნოდარ მელაძე, დავით კეზერაშვილი, გიგა მაქარაშვილი და გიორგი თაბაგარი. პლაკატზე ასევე გამოსახულია ცისარტყელა.

    ამის გამო ინგა გრიგოლიამ დილით ფეისბუქით კალაძესაც მიმართა:

    “ყოჩაღ ,კალა
    ამ კამპანიით გამოხვედი არჩევნებზე? მშიერ ხალხთან სათქმელი რომ აღარაფერი აქვს,ის ხელისუფლება ახალ მტერს პოულობს მედიის და სამოქალაქო აქტივისტების სახელით

    რაც უფრო მეტ ბოროტებას გამოასხივებთ და ამაზე ააგებთ კამპანიას,მით უარესი თქვენთვის


    მოშეს ებარებოდეთ! პლაკატებიდან კუდი გამოუჩნდა.
    p.s- ძლივს არ მივხვდი,რატომ დაერივნენ მედიას ეხლა?!!!! ყველა კოზირი შემოძარცვული ჰქონდათ და გვიპოვეს. როგორ გამოღარიბაშვილებულხარ,კალაძე, ეს რა დაგმართია, რომ ამ
    კამპანიას  მოაწერე ხელი!  ასე გააგრძელეთ“–  დაწერა ინგა გრიგოლიამ.
  • პლაკატები საფრთხეს უქმნის მასზე გამოსახული ადამიანების უსაფრთხოებას – ISFED და TI

    პლაკატები საფრთხეს უქმნის მასზე გამოსახული ადამიანების უსაფრთხოებას – სამართლიანი არჩევნებისა (ISFED) და საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI) თბილისში გაკრულ ჰომოფობიურ პლაკატებს ეხმაურებიან და აღნიშნავენ, რომ ისინი თავიანთი შინაარსითა და ფორმით ძალადობისაკენ მოწოდებას წარმოადგენს.

    “მსგავს შემთხვევას 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინაც ჰქონდა ადგილი, აუდიტის სამსახურის მიერ საკითხის გამოკვლევის შემდეგ ბილბორდების ხარჯი დეკლარირებული იქნა შემოწირულებად. ამჯერად კონტექსტი რადიკალურად განსხვავებულია. შემოწირულების გარდა, 5-6 ივლისის მოვლენების ფონზე მასობრივად გავრცელებულ პოსტერის შინაარსი ძალადობისკენ მოწოდებად აღიქმება, აგრეთვე აშკარაა პოსტერების ჰომოფობიური ქვეტექსტიც. შესაბამისად, იმის ფონზე, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში მმართველი პარტიის მხრიდან სულ უფრო ხშირად გვხვდება სიტყვიერი თავდასხმები კრიტიკული მედიის წარმომადგენელთა მისამართით, პოსტერზე არსებულმა მოწოდებებმა შესაძლოა კიდევ ერთხელ დააყენოს ჟურნალისტები და სამოქალაქო აქტივისტები ჯანმრთელობის დაზიანების და სიცოცხლის მოსპობის საფრთხის ქვეშ”. – ნათქვამია ორგანიზაციების საერთო განცხადებაში.

  • ე.წ. სტარტოვკის ტარება აიკრძალება, გამოყენება კონკრეტული მიზნით იქნება შესაძლებელი – შსს

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს იარაღის შესახებ კანონსა და კოდექსში ცვლილებები შევიდა, რომელთა თანახმადაც, ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის ტარება აიკრძალება.

    აკუსტიკური იარაღის გამოყენება მხოლოდ კონკრეტული მიზნით იქნება დასაშვები. გარდა ამისა, შესაბამისი სამართლებრივი აქტით განისაზღვრა კანონით დადგენილი მიზნით იარაღის განმუხტულმდგომარეობაში გადატანა-გადაზიდვისვალდებულება.

    ამ რეგულაციების დარღვევისთვის, იარაღის კონფისკაციასთან ერთად, პირს დაეკისრება ჯარიმა 500 ლარის ოდენობით, 1 წლის განმავლობაში კანონდარღვევის განმეორებით ჩადენა კი 1000 ლარის ოდენობით დაჯარიმებასა და იარაღის კონფისკაციას გამოიწვევს.

    როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აკუსტიკური იარაღი არ წარმოადგენს თავდაცვის საშუალებას და მისი ერთადერთი დანიშნულება ფუჭი ტყვიების გასროლა და აკუსტიკური ეფექტის შექმნაა. შესაბამისად, მსგავსი ტიპის იარაღის შეძენა-შენახვა-ტარება და გამოყენება ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის არასრულწლოვანსაც კი ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე შეეძლო

  • ამ კენჭების სროლას, ხომ არ ჯობია, თავად იყაროთ კენჭი – მელია გახარიას პასუხობს

    “ამ კენჭების სროლას, ხომ არ ჯობია, თავად იყაროთ კენჭი”- თბილისის მერობის კანდიდატი, ნიკა მელია ყოფილი პრემიერ მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებას ეხმაურება, რომელიც 20 ივნისის მთავარ ნეგატიურ გმირად მელიას მიიჩნევს.

    “არ მეშვება ეს ადამიანი, რამდენჯერაც გამოჩნდება, იმდენჯერ მახსენებს მე და ამ კენჭების სროლას ჩემკენ, ბატონო გახარია, ხომ არ ჯობია, თავად იყაროთ კენჭი თბილისის მერობის კანდიდატად და საზოგადოებამ გადაწყვიტოს 2 ოქტომბერს, ვინ იყო 20 ივნისის ყველაზე მნიშვნელოვანი ნეგატიური გმირი. ჩემთვის ბატონი გახარია არ წარმოადგენს სამიზნეს. როგორც ჩანს, მისთვის მე წარმოვადგენ სამიზნეს და ეს კოალიციური ოპოზიციური ერთობა. თუ მას შესწევს შესაბამისი გამბედაობა, უნარი, რომ მილიონნახევრიან ქალაქში იყაროს კენჭი, დადგეს კანდიდატად და ნათქვამით კი არ შემოიფარგლოს, საქმით დაამტკიცოს და საზოგადოება დაარწმუნოს, რომ ის არის მართალი და მე ვარ მტყუანი”, — განაცხადა მელიამ.