Category: სლაიდერი

  • ლიეტუვის ნაჩუქარი ასტრაზენეკას 15 ათასი დოზა საქართველოშია

    საქართველომ ლიეტუვასგან საჩუქრად მიიღო ასტრაზენეკას 15 ათასი დოზა. ვაქცინები თბილისის აეროპორტში 2021 წლის 24 ივლისს ჩამოვიდა.

    ტვირთს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი და საქართველოში ლიეტუვას ელჩის მოადგილე საულიუს ვალაინისი დახვდნენ.

    ლიეტუვის მთავრობის გადაწყვეტილებით, კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინები აღმოსავლეთ პარტნიორობის სამი წევრი სახელმწიფოსთვის – საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვასთვის იქნა გამოყოფილი.

    “ლიეტუვის მთავრობის მიერ გამოყოფილი, ასტრაზენეკას ვაქცინის 15 ათასი დოზა ახლახანს ჩამოვიდა თბილისში. უღრმესი მადლობა ჩემს კოლეგას, გაბრიელიუს ლანდსბერგისს და თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც ჩართული იყო ამ პროცესში მტკიცე მხარდაჭერისა და დროული დახმარებისთვის!” – წერს ტვიტერზე საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი.

  • საქართველოში კორონავირუსის 2 617 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 9 ადამიანი

    24 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 2 617 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 9 ადამიანი გარდაიცვალა.

    ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე კოვიდის 400 698 შემთხვევა დადასტურდა. ამათგან 5 665  პირი გარდაიცვალა.

    ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 43 394 კვლევა ტესტით, მათ შორის 23 104 კვლევა ანტიგენის ტესტით და 20 290 PCR ტესტით.

    რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 23 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.03 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.55 % ხოლო 7 დღის მანძილზე – 6.15 %.

    დღეს ქვეყანაში გამოვლენილი შემთხვევებიდან: თბილისში გამოვლენილია 1 485 შემთხვევა, აჭარა – 236, იმერეთი – 220, ქვემო ქართლი – 153, შიდა ქართლი – 123, გურია – 31, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 111, კახეთი – 152, მცხეთა-მთიანეთი -45, სამცხე-ჯავახეთი – 44, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 17.

  • ფაიზერის ნახევარი მილიონი დოზა საქართველოშია

    ნახევარი მილიონი დოზა ფაიზერის ვაქცინა საქართველოშია. თვითმფრინავი თბილისში ახლახანს დაეშვა.

    “აშშ-ის საელჩო თბილისში მოხარულია გაცნობოთ კოვიდ-19-ის ვაქცინის, „ფაიზერის” 500 000 დოზის ჩამოსვლა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შაბათს, 24 ივლისს, 00:40 საათზე.

    ეს არის ამერიკის მთავრობის საჩუქარი ქართველი ხალხისთვის ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციის ვაქცინის გლობალური განაწილების ინიციატივის ფარგლებში.” – ნათქვამია განცხადებაში.

    საქართველოში Pfizer-ის ვაქცინის 28 000 დოზა 14 ივლისს შემოვიდა. ამ დროისთვის Pfizer-ის ვაქცინის გაკეთება შესაძლებელია მოქალაქეებისთვის 18 წლის ასაკიდან.

  • საზმაუს ოპერატორზე თავდასხმისთვის ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

    საზმაუს ოპერატორზე თავდასხმისთვის ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

    თბილისის საქალაქო სასამართლომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორის, ილია თვალიაშვილის ჟურნალისტური საქმიანობის გამო დევნისა და ძალადობისთვის ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

    დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე დაკავებულის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი წარუაშვილის 7 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.

    სასამართლო სხდომაზე პროკურატურა ბრალდებულის მხრიდან ჩადენილი შესაძლო დანაშაულის ხასიათზე მიუთითებდა და აღნიშნავდა, რომ წარუაშვილის მხრიდან მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე არსებობდა.

    დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით), 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    პირველი არხის ოპერატორს, ილიკო თვალიაშვილს 5 ივლისს თვალები დაუზიანეს. “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამ დროისთვის, ბრალი 28 პირს წარედგინა.

    ამ ეტაპზე, საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 52 პირი, მათ შორის, 42 ჟურნალისტი და ოპერატორი.

  • ენმ-ი  თბილისის არცერთ რაიონში არ დააყენებს მაჟორიტარ კანდიდატებს

    ენმ-ი თბილისის არცერთ რაიონში არ დააყენებს მაჟორიტარ კანდიდატებს

    ”ერთიანი ნაციონალური მოძაობა” თბილისის არც ერთ რაიონში მაჟორიტარი კანდიდატის დაყენებას არ აპირებს.  ამის შესახებ, პარტიის თავჯდომარემ, განაცხადა.  მისი თქმით, პარტია მხარს დაუჭერს საერთო მრავალპარტიული შეთანხმების კანდიდატებს.

    “ვაცხადებ, რომ ჩვენი პარტია თბილისში არსად, არცერთ რაიონში, არ დააყენებს მაჟორიტარ კანდიდატებს და მხარს დაუჭერს საერთო მრავალპარტიული შეთანხმების კანდიდატებს”, – განაცხადა ნიკა მელიამ საკუთარ წარდგენაზე.

    ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია თბილისის მერობისთვის იბრძოლებს. მოძრაობა დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია – თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად. გირჩი – მეტი თავისუფლება ვიცე-მერობის კანდიდატს წარადგენს.

  • ევროპული საქართველო თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიციის კანდიდატებს მხარს უჭერს

    ევროპული საქართველო თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიციის კანდიდატებს მხარს უჭერს

    ევროპული საქართველო თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიციის მხარს უჭერს. აღნიშნულზე პარტიის თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ ბრიფინგზე განაცხადა.

    ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის მერობის კანდიდატი იქნება, ხოლო მოძრაობა დროას დამფუძნებელი და ევროპული საქართველოს ყოფილი წარმომადგენელი, ელენე ხოშტარია,  თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი იქნება.  ვიცე-მერობის კანდიდატს კი, ნიკა მელიას თქმით, „გირჩი- მეტი თავისუფლება” წარმოადგენს.

  • ნიკა მელია თბილისის მერობის, ხოლო ელენე ხოშტარია საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი იქნება

    ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის მერობის კანდიდატი იქნება, ხოლო მოძრაობა დროას დამფუძნებელი და ევროპული საქართველოს ყოფილი წარმომადგენელი, ელენე ხოშტარია,  თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი იქნება.  ვიცე-მერობის კანდიდატს კი, ნიკა მელიას თქმით, „გირჩი- მეტი თავისუფლება” წარმოადგენს.

    „ჩვენი პარტია არსად, არცერთ რაიონში არ დააყენებს მაჟორიტარ კანდიდატებს და მხარს დაუჭერს, საერთო, მრავალპარტიულ შეთანხმების კანდიდატებს… დღეს მე და ელენე ხოშტარია გამოვდივართ, როგორც მრავალპარტიული კოალიციის წარმომადგენლები. მე, როგორც მერობის კანდიდატი ჩემი მოძრაობიდან, „გირჩი – მეტი თავისუფლება,“, რომელიც წარმოადგენს ვიცე-მერს უახლოეს მომავალში, ხოლო, ელენე, როგორც საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი საკუთარი მოძრაობიდან“, – განაცხადა მელიამ.

  • საზოგადოება ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმის შესახებ გაიგებს, რითაც ოპოზიცია ადგილობრივ არჩევნებზე გადის – დეკანოიძე

    დღეს საზოგადოება ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმის შესახებ გაიგებს, რითაც ოპოზიცია ადგილობრივ არჩევნებზე გადის – ამის შესახებ ფრაქციის „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია” თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

    „დღეს საზოგადოება ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმის შესახებ გაიგებს, რითაც ოპოზიცია ადგილობრივ არჩევნებზე გადის. ჩვენ მაქსიმალურად მთელი ენერგიით უნდა ჩავერთოთ, რომ ხელისუფლებას მანიპულაციის საშუალება არ მივცეთ. დარწმუნებული ვარ, ოპოზიციის ნებისმიერი კანდიდატი იქნება თბილისში თუ რეგიონში, ამომრჩეველთა უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილი იქნება”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

  • ფრანგმა ექიმმა მითხრა, რომ არანაირი მე-3 დოზა Pfizer-ით არ მჭირდება – რას წერს ანანო ბაკურაძე SinoPharm-ზე

    ფრანგმა ექიმმა მითხრა, რომ არანაირი მე-3 დოზა Pfizer-ით არ მჭირდება – ჟურნალისტი ანანო ბაკურაძე სოციალურ ქსელში Pfizer-ის ბუსტერ დოზის შესახებ წერს. მისი თქმით,ჩინური SinoPharm-ით ვაქცინაციის შემდეგ, კვლევის შედეგად აღმოჩენილი ანტისხეულების რაოდენობით ფრანგი ექიმები გააკვირვა.

    “ვიცი ბევრს გაინტერესებდათ Pfizer-ის ბუსტერის შესახებ და ყველასთვის ერთ პოსტად დავწერ.

    მე გავიკეთე საქართველოში SinoPharm-ის ვაქცინის ორივე დოზა. მეორე დოზიდან გასულია უკვე თვე და ორი კვირა. საფრანგეთში ჩემმა მეგობარმა დამარეგისტრირა ფაიზერის კიდევ ერთ დოზა ვაქცინაზე, იმის გამო, რომ საფრანგეთი არ ცნობს ჯერჯერობით SinoPharm-ს და პირველი აგვისტოდან სადაც არ უნდა შეხვიდე ვაქცინას გთხოვენ.

    გარდა ამისა SinoPharm-ზე საკმაოდ დაბალი წარმოდგენის ვიყავი და ვიფიქრე რომ გავაძლიერებ ჩემს დაცვას.

    აცრის წინ, ნიცაში მაინც გავიკეთე ანტისხეულებზე ანალიზი, აღმომაჩნდა 50 მგ სისხლში 853 ანტისხეული, რაც არის საკმაოდ კარგი რაოდენობა, როგორც აქ ექიმებმა დამიდასტურეს.

    დღეს მივედი ვაქცინაციის საველე ცენტრში, რომელიც პარიზის მერიის წინ არის გაშლილი.
    ექიმს ვაჩვენე ჩემი ანალიზი, ვუთხარი რომ ვარ ვაქცინირებული SinoPharm-ით და რომ მინდა Pfizer-ის ​ ერთი დოზა მეტი დაცულობისთვის. ექიმმა გარკვევით ამიხსნა, რომ არ მჭირდება არანაირი მესამე დოზა, მაქვს საკმარისად ანტისხეულები, იმისთვის რომ თავი დაცულად ვიგრძნო.

    ასევე დაამატა, რომ საკმაოდ მიკვირს ჯერ კიდევ რომ არ უღიარებია საფრანგეთს ჩინური ვაქცინებიო. არანაირი მიზეზი არ გაქვს ნერვიულობისო,”- წერს ანანო ბაკურაძე.

  • წულუკიანი არის კიტა იზორია კვადრატში… ამოიღებს დიდ “ნარუშილოვკას” და მერე მისთვის ყველაფერი შეიძლება – გვარამია

    თეა წულუკიანი არის კიტა იზორია კვადრატში. მას აქვს ერთი დიდი ნარუშილოვკა, – ამის შესახებ “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი და დამფუძნებელი ნიკა გვარამია “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “დღის სტუმარი” საუბრობს.

    “პირდაპირ ამცირებს წულუკიანი პოლიციას, “ვიღაცები რომ გამოიძახეთ, ვერ გიშველიან ისინიო”… თეა წულუკიანი არის კიტა იზორია კვადრატში. მას აქვს ერთი დიდი “ნარუშილოვკა”… ჩადის ხან ადმინისტრაციულ გადაცდომებს, მაგალითად, ჩემი ტელეფონის გამოქვეყნებით… ხან ინფორმაციას არ გასცემს და ამაზე სასამართლო ამბობს, რომ უნდა გასცეს, მაგრამ არაფერი. ახლა უკვე დანაშაულსაც იდენს, ამოიღებს დიდ “ნარუშილოვკას” და მერე მისთვის ყველაფერი შეიძლება, – განაცხადა გვარამიამ.